ვილაპარაკოთ იდეალებზეც-1

 https://i2.wp.com/a.decitre.di-static.com/img/200x303/andre-neher-prophetes-et-propheties/9782228889834FS.gif

Afficher l'image d'origine

 

https://www.facebook.com/jousseluc/posts/431889457009041

 

ვილაპარაკოთ იდეალებზეც და არა მარტო ოხრობაზე

დღევანდელობას სამწუხაროდ  აკლია დიდება, სილამაზე, სიყვარული, თანაგრძნობა და თავისუფლება. დამთავრდა დიდი ფიგურების, დიდი წინამძღოლების, დიდი მოაზროვნეების დრო. მათ მაგივრად გვყავს მონსტრები, მკვლელები, ტერორისტები. თითქოს ჩვენ გენებში გვქონდეს ძალადობა,სისასტიკე-დაუნდობლობა და ორპირობა-პირმოთნეობა, 2015 წლის 14 ნოემბერს ეს ამოიგმინა ფრანგმა პოლიტიკურად პროგრესისტმა კათოლიკე ქრისტიანმა Luc Jousse-მა. ვერაფერს ვიტყვი, სამართლიანი შენიშვნაა.  პროფესორი სიგუას მიერ დანგრეული თბილისიც ადასტურებს მის სიმართლეს.

Ce qui manque si tristement au monde actuel, ce sont la grandeur, la beauté, l’amour, la compassion – et la liberté. Fini le temps des grandes figures, des grands meneurs, des grands penseurs. À leur place, nous cultivons un bouillon de monstres, d’assassins, de terroristes, comme si nos gènes contenaient violence, cruauté et hypocrisie”

 

აი ამიტომ უნდა გავიხსენოთ დიდი იდეალები, ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ხშირ-ხშირად იდეალებზე

 

 

 

 

 

 

ჩემი სამშობლო ზეცაა თავად, შემდეგ ეს მიწა და საქართველო  // მერაბ კოსტავა//.

 

  ბიბლიური, ძველი აღთქმის მაგალითი

 

ორი კარგი ფრანგული წიგნის1957 წელს პარიზში დაბადებული რაბინი-ფილოსოფოსი მარკ-ალან უაკნას ნაშრომი « ათი მცნება »-ს და  სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრე ნეერის ნაშრომი  « წინასწამეტყველები და წინასწარმეტყველებები »-ს მიხედვით

 

//Marc-Alain Ouaknin, Les dix commandements,1999 ; André Neher (1914-198) , Prophètes et prophèties, 2004

 

ყველა ადამიანი უნდა იყოს წმინდა, არ უნდა ყვებოდეს მხეცურ ვნებებს, ცდუნებებს. ყველა ადამიანი უნდა იყოს გულკეთილი.

კანონია გულკეთილობა, სიყვარული, სამართალი.

ესაა ბიბლიური იდეალი

ამ წარმოდგენების მქონე  ხალხიდან გამოსულმა ქალწულმა გააჩინა იესო. ამ წარმოდგენების მქონე ხალხიდან იყვნენ იესოს პირველი მოწაფეები, პირველი ქრისტიანები. დავაკვირდეთ.

 

ათი მცნება იწყება განცხადებით რომლის ტონალობა მიმართულებას და აზრს აძლევს მთლიანობას.

ღმერთი არ წარმოადგენს საკუთარ თავს როგორც ცის და მიწის შემქმნელ შემოქმედს.

 

ის ამბობს რომ არის განმანთავისუფლებელი მონობის სახლიდან რომელიც იყო ეგვიპტე.

კანონის მომცემი ღმერთი, კანონის ღმერთი განმანთავისუფლებელი , განთავისუფლების ღმერთია.

ძველი აღთქმის კანონის მაორგანიზებელი ფუნდამენტური პრინციპებია განთავისუფლება და თავისუფლება.

 

სწორედ ამიტომაა რომ  თორა // კანონი// წარმოდგება როგორც ეთიკური კოდექსი.

ის იძლევა ჰარმონიულ, გაწონასწორებულ და ორგანიზებულ საზოგადოებაში პიროვნული, ინდივიდუალური  განვითარება-აყვავების საშუალებას.

ეწლიგიური მოთხოვნა არაა მარტო გარეგანი და რიტუალური. ის ასევე არის შინაგანი და მორალური.

ღმერთის და ადამიანის ნორმალური ურთიერთობა  არაა მარტო შიში.  ის სიყვარულიცაა…

 

 

 

 

 

ლევიანნი 19:18
არ იძიო შური და არ გქონდეს ღვარძლი შენი ხალხის ძეთა მიმართ და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი; მე ვარ უფალი.

 

ეს წერია ძველი აღთქმის ხუთწიგნეულისა და ბიბლიის მესამე კანონიკურ  წიგნში წიგნი ლევიტელთა, ლევიანნი რომელშიც აღწერილია  კულტთან და ღვთისმსახურ ლევიელებთან დაკავშირებული ნორმები

ძველი აღთქმის ხუთწიგნეულის მეორე წიგნშიგამოსვლა //22, 21-33//

არის მითითებებები მოყვასის სიყვარულის თაობაზე

ნუ შეავიწროებ და ნუ დაჩაგრავ მოსულს იმიტომ რომ თქვენ თვითონ იყავით მისულები ეგვიპტის მიწაზე.

 

ნუ  შეავიწროებ  და ნუ დაჩაგრავ  ქვრივსა და ობოლს; და თუ დაჩაგრავ ბ ისინი შემომჩივლებენ, დახმარებას მთხოვენ და მე აღვშფოთდები. დაგხოცავთ ხმლით და თქვენი ცოლები და შვილები იქნებიან ქვრივები და ობლები.

დავუბრუნდეთ მარკ-ალან უაკნას

თორას, კანონის ეთიკა არ მოითხოვს ადამიანისგან, არ აძალებს მას ინდივიდუალური და კოლექტიური ცხოვრების უარყოფას.

პირიქით, ეს ეთიკა გამორჩეულად სოციალურია.

ეს ეთიკა ყოველ ადამიანს შეახსენებს თუ რა მოვალეობები აკისრია მას იმიტომ რომ ის არის ადამიანთა საზოგადოების წევრი.

ამ კოლექტიური ეთიკის საფუძველია სიყვარულის დიდებული მოთხოვნა « და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი » // ლევიანნი//.

უსაზღვრო მოთხოვნა რომელიც ადამიანს ეუბნება რომ მას უნდა უყვარდეს არა მარტო მისი თანასწორი არამედ უცხოელიც, მონაც, მტერიც.

ეს მოთხოვნა გულისხმობს ადამიანის პიროვნების და ღირსების პატივისცემას და ის აუცილებელს ხდის მართლმსაჯულების, სამართალის დამცველ ინსტიტუტებს.

 

გულკეთილობა და სამართალი

თორასთვის, ძველი აღთქმის კანონისთვის სიყვარული ქმედებაა, მოქმედებაა და არა გრძნობა.

 

მოყვასის სიყვარული  რა თქმა უნდა არაა მოყვასის სიძულვილი და მისი საკუთრების, მისი ქონების მითვისება-მიტაცება.

მოყვასის სიყვარული არის ზრუნვა მოყვასის ფიზიკურ და მორალურ ჯანმრთელობაზე.

არ უნდა მოკლა მოყვასი, არ უნდა დაჭრა ის ფიზიკურად თავდასხმით, არ უნდა ატკინო მას და არ უნდა გაუხეთქო მას გული სიტყვით., არ უნდა მოატყუო მოყვასი. .

მოყვასის სიყვარულია მისთვის დახმარების გაწევა,  შეშველება როცა მას უჭირს ფეხზე წამოდგომა, მისთვის ცხოვრების შემსუბუქება., პატიოსანი ცხოვრებისთვის აუცილებელი საშუალებების მიცემა მისთვის.

უნდა გიყვარდეს უცხოელი, ანუ უნდა მოექცე მას როგორც შენს თანასწორს.

უნდა გიყვარდეს ღარიბ-ღატაკი, ქვრივი-ობოლი, ანუ უნდა შემოსო ისინი, უნდა შეამსუბუქო მათი სიღატაკე და სიბეჩავე, უნდა მისცე მათ ის რაც აუცილებელია ცხოვრებისთვის, სიცოცხლისთვის.

უნდა გიყვარდეს მონა, ე.ი. გულკეთილად უნდა მოექცე მას. გულკეთილი უნდა იყო მის მიმართ.

უნდა გიყვარდეს მტერიც, ე. მტერსაც კი უნდა დაუბრუნო მისი დაკარგული ხარი და ვირი.

 

ყველაფერი ეს დაზუსტებულია ძველი აღთქმის კანოში, თორაში. ის მოქმედებს სფეროში რომელსაც თანამედროვე  ცივილიზაციებიც კი თვლიან ადამიანთა « კეთილი ნების » და არა კანონის სფეროდ. 

ნამდვილი სიყვარულიი ვერ იქნება  მარტო ლოზუნგი !

თორამ სამართალი და გულკეთილობა გადააქცია კანონად.

ძველ ებრაულში ორ ცნებას აღნიშნავს 1 სიტყვა tsédéq.

 

Tsédéq-ის, სამართალის და გულკეთილობის  რეალიზაცია მოყვასის სიყვარულთან ერთად არის ფუნდამენტური მოთხოვნები

ეს იძლევა ადამიანის პიროვნების უფლებათა გარანტიას.

თორა არის ინდივიდუალური და კოლექტიური ეგოიზმის შემზღუდველი ჯებირი.

ის მუდამ მიუთითებს იმაზე რომ « არის სხვა რაღაცა ».

ის ხსნის საკუთარ თავში ჩაკეტილ გულებს….

// მარკ-ალან უაკნას დასახელებული წიგნი, გვ.21-23//.

აი ეს თემა განასრულა იესომ  რწმენის უმთავრეს მოთხოვნად ღმერთის და მოყვასის სიყვარულის გამოცხადებით და მოწყალე სამარიტელის იგავით.

 

   ძველ იზრაელში ამ კანონის შესრულებაზე ფხიზლობდნენ ძველი აღთქმის სახელგანთქმული წინასწარმეტყველები, დავაკვირდეთ.

 

პატრიარქთა ეპოქის ხანიდან /ძვ.წ. მე-20 და მე15 საუკუნეებს შორის//  აბრაამის. ისააკის, იაკობის მსგავსი ადამიანები არ ყოფილან მარტო მომთაბარეების შეიხები. ისინი მუდამ დაკავშირებული იყვნენ ღმერთთან რომელიც  გადასცემდა მათ თავის ნებას, ბრძანებებს. ამ ადამიანებს ჰქონდათ ხილვები, გამოცხადებები.

აბრაამს უძახდნენ ნაბი-ს, ნაბი კი ბიბლიის ენით არის გამორჩეული წინასწარმეტყველი.

მოგვიანებით, ძვ.წ. მე-15 თუ მე-13 საუკუნეში გამოჩნდა უმაღლესი ნაბი-წინასწარმეტყველი, მოსე,  ბელადი დიდი მოძრაობისა რომელმაც იზრაელი გაიყვანა ეგვიპტიდან და მიიყვანა ქანაანის კარიბჭემდე.  

 

მოსე იყო ძველი იზრაელის ისტორიის უდიდესი, შეუდარებელი ფიგურა, მაგრამ მის დროს იყვნენ სხვა წინასწარმეტყველებიც.

ელდადი და მედადი იყვნენ წინასწარმეტყველები მოსეს მსგავსად და მოსეს უნდოდა რომ წინასწარმეტყველი ყოფილიყო  ღმერთის ხალხის, იზრაელის, ყოველი წევრი.

ბიბლიაში ნახსენებია მოსეს თანამედროვე მიდიანიტი წინასწარმეტყველი ბილეამი რაც მეტყველებს იმაზე რომ ნამდვილი წინასწარმეტყველური, პროფეტული გამოცხადება  ჰქონდათ არა მარტო ებრაელებს.

იზრაელის ქანაანში დამკვიდრების შემდეგ  საუკუნეთა მანძილზე პოლიტიკური ძალაუფლება იყო წინასწარმეტყველების ხელში.

მოსამართლეები არ ყოფილან წინასწარმეტყველები.

ძვ.წ. მე-11 საუკუნიდან დამყარდა მეფობის, სამეფოს რეჟიმი და წინასწარმეტყველები იყვნენ ხელისუფლების არბიტრები.  წინასწარმეტყველური საძმოების უწყვეტი ჯაჭვი მიდის  ბოლო მოსამრთლე სამუელის ხანიდან ილიას და ელისეს საძმოებამდე

 //მე-9 ს.//.

პოლიტიკური კრიზისების, საულის და დავითის დინასტიების დამყარების, პოსტ-სოლომონური სქიზმის, ჩრდილოეთის სამეფოში დინასტიების დამხობის საწყისია  წინასწარმეტყველური წრეები სადაც გაერთიანებული იყვნენ ძალიან საშუალო შთაგონების წინასწარმეტყველები და ზოგი განსაკუთრებით ძლიერი პიროვნება

 // სამუელი, გადი, ნათანი,აჰია, ილია,ელისე,მიკაიუ//.

მე-8 საუკუნიდან დაიწყო  სერია წინასწაემეტყველთა  რომლებზეც ბიბლია არ კმაყოფილდება ლაპარაკით.  ბიბლია ალაპარაკებს ამ წინასწარმეტყველებს და გადმოსცემს მათ ნათქვამს.

ამოსი, ბიონა, ოსეე მე-8 საუკუნეში, მიქეი, ისაია, ჟოელი, ობადია, ნაჰუმი, ჰაბაქუქი, სოფონია მე-7 საუკუნეში  არიან სამარიის ბოლო წლების და იუდას უეცარი მკვეთრი მოძრაობის თანამედროვეები.

 

მე-6 საუკუნეში  იერემია, ეზეკიელი, დანიელი განიცდიან დიდ კატასტროფას, იერუსალიმის დამხობას და დეპორტაციას ეგვიპტეში თუ ბაბილონში.

ამ საუკუნის ბოლოსთვის და მე-5 საუკუნის შუა ხანებამდე  ჰაგგაი და ზაქარია არიან იერუსალიმის  და ტაძრის აღდგენის მოწმეები.

მალაქია არის უკანასკნელი კანონიკური წინასწარმეტყველი.

მისი ქადაგება ემთხვევა ეზრას და ნეემიას დროს ახალი ებრაული სახელმწიფოს აღდგენას.

აბრაამსა და მალაქიას შორის ინტერვალი გრძელია, მაგრამ უწყვეტია.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება-პროფეტიზმი ყველაზე ინტიმურ ვარიანტებშიც  მუდამ არის ადამიანის და ღმერთის დიალოგი….

ბიბლიის, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი არაა მომავლის წინასწარმეტყველი ჩვეულებრივი მკითხავი.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი  ფარდას ხდის, აცხადებს აბსოლუტს და არა მომავალს.

წინასწარმეტყველება აქ პასუხობს ცოდნის, ღმერთის და არა მომავლის ცოდნის მონატრებას.

წინასწარმეტყველება ძველ აღთქმაში არის გამოცხადების კატეგორია.

 

ამ წინასწარმეტყველების ადგილია ადამიანურის ღვთაებრივთან დაკავშირების ყველა რეალურ თუ ილუზორულ, ისტორიულ თუ მითიურ მცდელობათა შორის.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება გულისხმობს მარადისობის და დროის ურთიერთობას, ღმერთის და ადამიანის დიალოგს.

ეს დიალოგი ყოველთვის არაა ხმამაღალი, ხმოვანი. ღმერთის ხმა ზოგჯერ არის სიჩუმე, დუმილი.

მერე რა, მთავარია რომ ამ დუმილმა და ჩრდილმა გააცხადონ ღმერთი…

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება არ კმაყოფილდება ღმერთის ხმის ან მისი დუმილის აღმოჩენით გარე ბუნებაში და მის სანახაობებში ან კიდევ შინაგან ბუნებაში და მის ემოციებში.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება არც ჭვრეტაა და არც ლოცვა.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება პირად ზიარებაზე მეტია, ის მსჭვალავს ადამიანს რათა გადაეცეს სხვებს.

წინასწარმეტყველური გამოცხადება არ შემოიფარგლება მიღებით, დათანხმებით თუ  ინტერპრეტაციით.

ის მოითხოვს გადაცემას.

წინასწარმეტყველი მონაწილეობს ტრანსცენდენტურში არა მარტო იმიტომ  რომ შინაგანად ეზიაროს მას.

ის ტრანსცენდენტურთან ერთად უნდა დაუპირისპირდეს იმას რაც არ ეკუთვნის მის წესრიგს.

წინასწარმეტყველება არის გამოცხადებასთან გადაბმული კომუნიკაცია.

წინასწარმეტყველება არის როგორც ტრანსცენდენტურის გამოცხადება ისე ბრძოლა არატრანსცენდენტურთან დროის მიმართ  ისტორიაში დაპყრობის პოზიციაში.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ამბობენ რომ ისინი არიან ორგანო, ინსტრუმენტი, მათი გავლით და მეშვეობით უსასრულო ცდილობს შესვლას სასრულში, მარადისობა მათი გავლით და მეშვეობით იკაფავს გზას დროისკენ.

პირველ რიგში არაა მთავარი ნათქვამის შინაარსი, მთავარია ის თუ როგორ იტევს წინასწარმეტყველი ღმერთის ნათქვამს, მებრძოლი, მაორგანიზებელი, ინსტრუმენტული მანერით.

მასში მოცემულია მეტაფიზიკური დრო. მასში გარდაიქმნება ფიზიკური დრო. …

წინასწარმეტყველებით აბსოლუტი გამოიხატება ფარდობით ცნებებში…

გაგრძელება იქნება…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s