აქტუალური ფაუსტი-2

Description de cette image, également commentée ci-après

Christopher Marlowe

Afficher l'image d'origine

 

 

Afficher l'image d'origine

Afficher l'image d'origine

აქტუალური ფაუსტი-2. კრისტოფერ  მარლოს ფაუსტი

 

  დღესაც აქტუალური ფაუსტი,ბიბლიოთეკა 2.

 

André Dabezies, Le mythe de Faust,Armand Colin, 1988  ანუ  ლიტერატურის პროფესორი პროვანსის უნივერსიტეტში ანდრე დაბეზიე, « ფაუსტის მითი », 1988.

 

მარლოს ფაუსტი

იყო ელისაბედის ხანის ინგლისელი პოეტი, მთარგმნელი, დრამატურგ-ტრაღიკოსი , შექსპირის ყველაზე გამოჩენილი წინამორბედი, თანაც მზვერავი კრისტოფერ მარლო // Christopher Marlowe, დ. 1564 წლის 26 თებერვალს კენტერბერიში, გ. 1593 წლის 30 მაისს დეპტფორდში//. ის ითვლება თანამედროვე ტრაღედიის ერთ-ერთ წინამორბედად.  მისი წყალობით ელისაბედის ინგლისში გავრცელდა არა მარტო გარითმული, არამედ თეთრი ლექსიც.

 

დიდი მარლო არ ყოფილა იოლი კაცი.  ფართო კსვშირების მქონე, ის დაუახლოვდა ე.წ.«საუნივერსიტეტო ტვინებს», საზოგადოდ ხელმისაწვდომი თეატრისთვის მწერალი დრამატურგების წრეს რომელშიც იყვნენ პოეტებიც დ.ლილი. ტ.ნეში, რ. გრონო. ჯ.პილი და ტ.დოჯი.

ლონდონში დადიოდა ხმები რომ მარლო იყო გარყვნილი მწეველი, სკანდალისტი,დუელიანტი, ჯადოქარი, თავისუფლად მოაზროვნე და სოდომიტი.

მარლოს პირველი ტრაღედია « დიდი ტამერლანი, სკვითი მწყემსი » იმდენად პოპულარული იყო რომ მან დაწერა ტრაღდიის გაგრძელება, რაც ადრე ლონდონის სცენაზე არ მომხდარა.

 

დიდი მარლოს და  მთავრობის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა.

მთავრობა ცუდად უყურებდა თავისუფლად მოაზროვნეთა იმ წრეს რომლის წევრიც იყო მარლო.

ითვლებოდა რომ ამ წრეში ტარდებოდა რაღაც მკრეხელური რიტუალები.

1593 წლის მაისში ლონდონში მოხდა მღელვარებები კათოლიკეების და პროტესტანტების მონაწილეობით. ვრცელდებოდა ფლანდრიიდან მუშა-იმიგრანტების წინააღმდეგ მიმართული პამფლეტები.

საიდუმლო საბჭო ამ მოწოდებების ავტორებს ეძებდა ლონდონის ლიტერატურულ ბოჰემაში.

გაჩხრიკეს მათ შორის კრისტოფერ მარლოს ბინაც  სადაც მის ქაღალდებში იპოვეს უწესო, ათეისტური და მკრეხელური გამონათქვამები…

 

მკვლელობა

მარლო არ დააპატიმრეს,  ის ყოველ დღე აღრიცხული უნდა ყოფილიყო საბჭოს კანცელარიაში  სანამდე მას არ გამოუტანდნენ განაჩენს.

მაგრამ დაკითხვა ალბათ არც ჩატარდა იმიტომ რომ კრისტოფერ მარლო მალე მოკლეს.

მარლო მოკლეს დეპტფორდის ტავერნაში 1593 წლის 30 მაისს. თავისი ცხოვრების ბოლო დღეს ის იქ სადილობდა საეჭვო პირებთან, ინგრამ ფრიზერთან, ნიკოლას სკირსთან და რობერტ პულისთან ერთად.

არის მონაცემები რომელთა თანახმადაც ეს საეჭვო პირები დაკავშირებულები იყვნენ საიდუმლო სამსახურებთან.

მარლომ ფრიზერს გამოსტაცა ხანჯალი და დაარტყა მას ეს ხანჯალი რამოდენიმეჯერ. ფრიზერმა სცადა მარლოსთვის ხანჯლის წართმევა. ამ ძიძგილაობაში მარლოს ხანჯალი ჩაერჭო თავში, ტვინში.

მარლო იქვე დაასაფლავეს 1 ივნისს.

მკვლევარების აზრით ეს ყოფითი ცემა-ტყეპა დადგმული და მოწყობილი იყო.

მარლოს თითქოს უნდოდა დეპტფორდის გავლით ინგლისიდან წასვლა, მან კი იცოდა ინგლისის დაზვერვის ზოგი საიდუმლო და, ეჰე.. ის ასე არ გაუშვეს, ასეთია ამ მკვლევართა აზრი.

საქმეში მართლაც ბევრი ბუნდოვანებაა როგორც პოეტის სიკვდილის ზუსტ თარიღთან ის მკვლელთა სახელებთან დაკავშირებით.  ეს სახელები რამოდენიმეჯერ იცვლებოდა და ძირითადი ეჭვმიტანილები, ფრიზერი, სკირსი და პული ითვლებოდნენ  საიდუმლო სამსახურის აგენტებად.  გამოძიებაც არეული იყო. მოსამართლემ თქვა რომ  მკვლელი ფრიზერი თავს იცავდა.

იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ ხელისუფლებას უნდოდა საქმის მიჩქმალვა.

 

 

 

აი ამ ტრაღიკულმა უბედურმა დიდმა კრისტოფერ მარლომ მოასწრო და სანამ მოკლავდნენ დაწერა თავისი « ფაუსტი ».

 

დოქტორ ფაუსტის ტრაღიკული ისტორია

პირველი აქტი

ქორო, გუნდი, წარმოადგენს ფაუსტის კარიერას, მის ამბიციებს რომლებიც მას იზიდავენ მაგიისკენ.

 

ფაუსტი მის კაბინეტში, მონოლოგი  მას ყელში ამოუვიდა ლოღიკაც, მედიცინაც, სამართალიც და თეოლოგიაც.

ის ოცნებობს მაგიაზე და ძალაუფლებაზე.

ის იწვევს ორ გერმანელ ჯადოსანს რომლებიც მას აძლევენ გრანდიოზულ დაპირებებს.

  1. კომიკური ინტერმედია. ფაუსტის ინტენდანტი ვაგნერი აგდებს ორ კლერკს რომლებიც ღელავენ მისი ბატონის თაობაზე.
  2. ფაუსტი ღამით ტყეში იხმობს ეშმაკ მეფისტოფელს, გამოკითხავს მას ჯოჯოხეთის, დაცემული ანგელოზების შესახებ //ისე რომ არ სჯერა შეჩვენებისა// და  ძალაუფლებაზე თავისი ოცნებებით ატანილი სთავაზობს ეშმაკს 24-წლიან პაქტს.
  3. კომიკური კონტრაპუნქტი- ვაგნერმა დაუძახა ვიღაც მასხარას და დადო მასთან კონტრაქტი, აიყვანა სამსახურში.

 

მეორე აქტი

ფაუსტის მონოლოგი.  ფაუსტი ყოყმანობს იმაზე თუ ვის უნდა უსმინოს, კეთილ ანგელოზს თუ ცუდ ანგელოზს. ის თანხმდება ეშმაკთან პაქტზე ხელის მოწერაზე მიუხედავად იმისა რომ სისხლი არ მოედინება.

შემდეგ ფაუსტი კითხულობს კონტრაქტის ტექსტს და  უბრუნდება კითხვებს ჯოჯოხეთზე თუმცა არ სჯერა ჭეშმარიტებებისა რომლებსაც მას უმეორებს მეფისტოფელი.

ფაუსტი მოითხოვს მეუღლეს.

მეფისტოფელი მას პირდება დედამიწის ყველა ქალს.

შემდეგ მეფისტოფელი ფაუსტს აძლევს მაგიის და ალქიმიის წიგნს. … თითქოს გადის დიდი დრო.

 ფაუსტს ეშინია ჯოჯოხეთისა, მაგრამ მალე უარს ამბობს მონანიებაზე და გატაცებულია « ღვთაებრივი ასტროლოგიით ».  გზადაგზა ის მასხრად იგდებს მეფისტოფელის მეტისმეტად « კლასიკურ » პასუხებს.

ფაუსტი მეფისტოფელს ეკითხება სამყაროს შექმნის შესახებ  და მეფისტოფელი უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.

ფაუსტი ისევ ფიქრობს მონანიებაზე.

მაშინ ჭინკა-ეშმაკი უხმობს თვითონ ლუციფერს და შეძრწუნებულ-თავზარდაცემული ფაუსტი  სასწრაფოდ დებს პირობას რომ  დაივიწყებს ღმერთს და დაჩაგრავს ქრისტიანებს.

შემდეგ ფაუსტს გაართობენ 7 უდიდესი ცოდვის მასკარადით და ჯოჯოხეთში ვიზიტის გამოცხადებით.

  1. მოკლე ინტერმედია ორ მასხარას შორის.

 

მესამე აქტი

 

გუნდი ახსენებს კოსმოსის, სამყაროს მკვლევარ და შემდეგ რომში მიმავალ ფაუსტს.

  • ფაუსტი აჯამებს მოგზაურობიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს და მისი ეშმაკი ჩამოთვლის რომის საინტერესო რამეებს.
  • ნაჩვენებია თუ რა საზიზღრად ეპყრობა პაპი ხალხს.
  • ეშმაკმა უხილავი გახადა ფაუსტი და მან აურია პაპის ნადიმი.
  • პაპმა შეაჩვენა ფაუსტი…

 

მეოთხე აქტი

 

გუნდი ხოტბას ასხავს  საყოველთაოდ სახელოვან ფაუსტს.

გერმანიის იმპერატორმა სთხოვა ფაუსტს ალექსანდრე დიდის და მისი საყვარლის  ჩვენება. მეფისტოფელი ასრულებს ამ თხოვნას. … არის სხვადასხვა სასწაული და  მასხარების ეპიზოდი.

ჰერცოგი ანჰალტის კარზე მიწვეული ფაუსტი  იანვარში ჰერცოგის ფეხმძიმე მეუღლეს მიართმევს ყურძენს….

 

მე-5 აქტი

 

ვაგნერი ჩივის იმაზე რომ  თავის ბოლოსთან მიახლოებული ფაუსტი  ქეიფობს და ილხენს.

ფაუსტმა იხმო ტროას ომის მიზეზი მშვენიერი ელენე და აჩვენა ის გაოცებულ და მოხიბლულ მღვდლებს,  წვეულებს.

 

ერთმა მოხუცმა სთხოვა ფაუსტს გახდი ქრისტიანიო.

ფაუსტი ყოყმანობდა სასოწარკვეთილებასა და მონანიებას შორის.

მაგრამ მეფისტოფელის მუქარებით თავზარდაცემულმა ფაუსტმა განაახლა თავისი პაქტი.

 შემდეგ მან მოითხოვა მშვენიერი ელენეს მის საყვარლად გახდომა  რათა იგი აღარ ეცდუნებინა გაქრისტიანების იდეას.

მშვენიერი ელენეს მშვენიერებისგან ექსტაზში ჩავარდნილი ფაუსტი მიდის მშვენიერ ელენესთან ერთად  მაშინ როდესაც მეფისტოფელი ამაოდ ცდილობს ნახსენები მოხუცის გატანჯვას.

მაგრამ ირკვევა რომ ფაუსტის მიერ მოხმობილი სლექსანფრე დიდი და ელენე მშვენიერი არიან მეფისტოფელის სამსახურში მდგარი ჭინკები რომლებიც იღებენ ანტიკური გმირების და პერსონაჟების სახეს.  ესეცაა ფაუსტის კრახი.

 

ლუციფერი და მეფისტოფელი არკვევენ იმას თუ როგორაა საქმე.

ფაუსტი მღვდლებს, მის ამხანაგებს უყვება მისი პაქტის შესახებ და ისინი სთხოვენ მას ლოცვას და მონანიებას.

მეფისტოფელი, კარგი ანგელოზი და ცუდი ანგელოზი აჯამებენ ვითარებას. ფაუსტი შეძრწუნებულია.

ბოლო მონოლოგში  გარდაუვლად მიმავალი დროის ხილვით თავზარდაცემული ფაუსტი  ფიქრობს მონანიებაზე, მაგრამ ვერ სძლევს შიშს.

ჯოჯოხეთისთვის თავის არიდების მიზნით მას უნდა პირუტყვად გადაქცევა ან სულ გაქრობა, მაგრამ მას იტაცებენ ეშმაკები.

დაზაფრული მღვდლები პოულობენ იმას რაც დარჩა ფაუსტისგან.

გუნდი-ქორო გვთავაზობს ამ საშინელი ბოლოსგან მიღებულ გაკვეთილს….

 

ფაუსტი აქ ლაპარაკობს როგორც მე-16 საუკუნის ბოლოს ინტელექტუალი რომელიც ნაკვებია სქოლასტიკით და მითოლოგიით  და გატაცებულია დისპუტებით…

 

მეცნიერებიდან ძლიერებამდე, ფაუსტის სიდიადე და სიბეჩავე

 

ხალხურ მოთხრობაში ცოდნის მაძიებელი ფაუსტი ერთი მეცნიერებიდან და პრობლემიდან გადადის მეორე მეცნიერებაზე და პრობლემაზე. მას მუდამ აქვს ცოდნის და დისპუტების წყურვილი.

 

მარლოს ფაუსტი კი სულ სხვანაირია.

ის პირველივე სცენიდან  გარეგნულად მკაცრი მეთოდით, მაგრამ არგუმენტების და ციტატების გაყალბებითაც ზედიზედ უარყოფს მისი დროის  ლოღიკას, სამართალს, მედიცინას, თეოლოგიას, მოკლედ მისი დროის მთელ ცოდნას.

 

კაპიტალური უარყოფა-მარლო ამბობს რომ ფაუსტი უარყოფს მეცნიერებებს იმიტომ რომ გატაცებულია მაგიით.

 

მარლოს ფაუსტმა მეფისტოფელიც კი გატანჯა კითხვებით ჯოჯოხეთზე, შესაქმეზე, ასტრონომიაზე და ა.შ.

მაგრამ ცოდნისკენ მისი სწრაფვა გადაიქცა ზედაპირულ ცნობისმოყვარეობად.

ის არაფრად აგდებს მეფისტოფელის მიერ გზა და გზა ნათქვამ ჭეშმარიტებებსაც.

 

მარლოს ფაუსტს აინტერესებს « უცნაური ფილოსოფიები », მას უნდა სენსაციური საქმეები, უწყვეტად გართობა და სიამოვნება.

ამ ფაუსტს უნდა მისთვის სიამოვნების, სიმდიდრის, ძლიერება-ძალაუფლების მომტანი მაგია და არა ტვინის ჭყლეტა და მეცნიერება, ცოდნა.

ეშმაკთან გარიგებამ  ფაუსტს გაუხსნა მატერიალური მოგების, ტკბობა-სიამოვნებების, დიდება-პატივის, ყოვლისშემძლეობა-ძალაუფლების სამყარო.

 

ეს გრანდიოზული მისწრაფებები მთავრდება სასაცილო ტრიუმფებით რაც აჩვენებს ამ წადილების, ყოველივე ამის  ამაოებას და ეშმაკი მეფისტოფელის ეშმაკობას.

ამ ფაუსტის ხასიათის გადაგვარებასთან ერთად მცირდება და სუსტდება მისი ინტელექტუალური ამბიციებიც.

ის კმაყოფილდება უხეში ფარსებით, ილუზორული ჩვენებებით და ეშმაკის აბსოლუტური მორჩილებით.

ფაუსტი მივიდა იქამდე რომ მეფისტოფელს სთხოვა დასჯა მოხუცისა  რომელმაც სცადა მისი დაფიქრება.

ფაუსტს ადრე უნდოდა ღმერთად გახდომა, მალე ის დაკმაყოფილდება « დიდ ლუციფერად » ყოფნით.

ხალხურ « ფაუსტში » ეშმაკური  ცდუნება იყო ცოდნა და კერპთაყვანისმცემლობა.

მარლოს « ფაუსტში » კი ეშმაკი ფაუსტს აცდუნებს სიამოვნების და ძალაუფლება ბატონობის დაპირებით.

მარლომ ფაუსტის და მეფისტოფელის პაქტში დაინახა ერთდროულად როგორც ღმერთის ისე ადამიანურის უარყოფა.

ფაუსტმა უარყო ღმერთისადმი ერთგულება, გახდა ეშმაკის ერთგული და დაიღუპა.

 

 

 

იღუპება ის ვისაც უყვარს ფული, ძალაუფლება და ამქვეყნიური სიამოვნება და არა ღმერთი და მოყვასი.

ასეთია მარლოს « ფაუსტის » დედააზრი. ის არ შეცდა.

 

გაგრძელება იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s