ეგზიუპერი და არა მამარდაშვილი

 

 

 Afficher l'image d'origine

 

 

ეგზიუპერი და არა  მერაბ მამარდაშვილი

 

http://www.radiotavisupleba.ge/a/blog-giorgi-maisuradze-mamardashvili/27249431.html

 

http://www.sovsekretno.ru/articles/id/377/

 

« ქრისტეა ჩვენი ბატონი,. არ აცოცხლოთ ბოროტები რომლებიც ჩამოგაშორებენ ღმერთს

ურჯულოს არა აქვს  მორწმუნის საზარალოდ ცხოვრების უფლება.  ისინი ხმლით უნდა გავწყვიტოთ. მთავრებმა ვინც აღიარებენ რომ ღმერთი ჩვენთანაა უნდა გაწყვიტონ ურჯულოები.  თუ კი ისინი არ გააკეთებენ ამას ისინი დაკარგავენ ხმალს.

თუ კი ისინი დაიწყებენ წინააღმდეგობის გაწევას გაიჟლიტებიან დაუნდობლად.

მოსავლის აღების დროს ყოველმა ადამიანმა უნდა დაგლიჯოს სარეველა უფალის ვენახში.

ანგელოზები რომლებიც ლესავენ მათ ნამგალს ამ ამოცანის შესასრულებლად  არიან ღმერთის ერთგული მსახურები.

ბოროტებს არა აქვთ სიცოცხლის უფლება თუ კი მათ ამის უფლებას არ მისცემენ რჩეულები. »

 

 

ამას ბოდავდა გერმანული რეფორმის ერთ-ერთი გმირი და ბელადი თომას მიუნცერი

//Thomas Müntzer, 1489 თუ 1490-1525// რომელსაც არ მოსწონდა არც  რეფორმაციის ინიციატორის, ბიბლიის გერმანულად მთარგმნელი მარტინ ლუთერის// 1483-1486// ზომიერება.

// ციტატა მომყავს  ფრანგი მეცნიერის, პროფესორი Claude-Gilbert Dubois-ს წიგნიდან « დასავლეთის მითოლოგიები, დასავლური კულტურის რელიგიური საფუძვლები »,Mythologies de l’Occident, les bases religiueuses de la culture occidentale, პარიზი, 2013, გვ. 454//.

ამ მიუნცერმა გერმანელთა გარკვეული ჯგუფი გამოაცხადა მერთის და ადამიანის მტრებადა და მოითხოვა მათი გაჟლეტა.

 

ეს გავს მიხაილ გორბაჩოვის პერესტროიკის მიმდინარეობას საქართველოში.

ლამის ზუსტი ანალოგიაა, ოღონდ ეს ხდებოდა არა ღმერთის და ქრისტეს არამედ უფალი პერესტროიკის და ამ პერესტროიკის მოციქულები გორბაჩოვ-ელცინ-შევარდნაძე-მამარდაშვილის სახელით.

 

მერაბ მამარდაშვილი მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლისას იყო დღევანდელი   მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად გამოცხადებული მიხაილ გორბაჩოვის თანაკურსელი.  მერაბ მამარდაშვილი და მიხაილ გორბაჩოვი  5 წელი ცხოვრობდნენ ერთ ოთახში.

კომუნისტებმა მერაბ კოსტავა გადაასახლეს და მერაბ მამარდაშვილი მივლინებით სამუშაოდ გააგზავნეს   ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია კგბ-ს ხელმძღვანელმა ანდროპოვმა მიხაილ გორბაჩოვი დააწინაურა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს გენერალურ მდივნად.

ანუ მერაბ მამარდაშვილი დანიშნეს მეოცე საუკუნის უდიდეს ფილოსოფოსად და მიხაილ გორბაჩოვი ბოროტების იმპერიის იმპერატორად.

მას მერე გორბაჩოვმა მიიღო ნობელის პრემია და გაქრა საბჭოთა კავშირიც, ჩეხოსლოვაკიაც და დაინგრა უამრავი ქვეყანა. დანგრეულ ქვეყნებს შორის ლიბია-სირია-ერაყის გვერდით არის საქართველოც.

 

1989 წელს გამოჩნდა ლენინის და სტალინის პრემიებით დაჯილდოებული აკადემიკოსი ანდრეი სახაროვის კონსტიტუციის პროექტი //რომლის თანაავტორიც იყო უკვე დანგრეულ თბილისში ძეგლად ქცეული ანატოლი სობჩაკიც//. ეს პროგრამული ტექსტი  მსოფლიოს სთავაზობდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის გაუქმებას და მის მაგივრად ევროპის და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის შექმნას.

ბევრი საინტერესო რამეა ამ ტექსტში.

თქვენს ყურადღებას მივაქცევ იმას რომ აკადემიკოსი სახაროვის ეს პროგრამული დოკუმენტი მოითხოვდა საქართველოს დემონტაჟს, საქართველოს ავტონომიური ერთეულების ანუ აფხაზეთის, აჭარის და სამხრეთ ოსეთად წოდებული ერთეულის გამოცხადებას საქართველოსგან დამოუკიდებელ და ამ ევრაზიული კავშირის წევრ საბჭოთა რესპუბლიკებად. დაშვებული იყო საქართველოს დარჩენილი საზღვრების გადასინჯვაც // რა თქმა უნდა, ვთქვათ ჯავახეთის შემთხვევაში,  ისევ საქართველოს საზარალოდ.//

მერე აკადემიკოს სახაროვს მისცეს ნობელის პრემიაც.

 

აი აკადემიკოსი სახაროვის ამ იდეებს დაუპირირდა ბატონი ზვიად გამსახურდია და საქართველოს ეროვნული მოძრაობა.

მაგრამ სწორედ 1989 წელს თბილისში პოლიტიკურ ლიდერად გამოჩნდა მიხაილ გორბაჩოვის ოთახში 5 წელი ნაცხოვრები მერაბ მამარდაშვილი და საქმე ვერ წავიდა ისე როგორც მოინდომებდა, ვთქვათ, ილია ჭავჭავაძე.

 

ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას , ეს სწორედ 1989 წელს ანუ მაშინ როდესაც აკადემიკოსმა სახაროვმა და მისმა თაყვანისმცემლებმა ჯიჰადი გამოუცხადეს საქართველოს,  ბრძანა მერაბ მამარდაშვილმა და დააყოლა : თუკი საქართველო ზვიად გამსახურდიას აირჩევს, მე მომიწევს ჩემი ხალხის წინააღმდეგ წასვლა“.

ანუ თუ ქართველი ხალხი არ მიიღებს და არ დაემორჩილება ჩემთვის ცნობილ ჭეშმარიტებას  მაშინ მე ქართველ ხალხს ომს გამოვუცხადებო.

 

თენგიზ სიგუა დაემორჩილა გორბაჩოვის ოთახში ნაცხოვრები მამარდაშვილისთვის ცნობილ ჭეშმარიტებას და მან წითელი არმიის ტანკით დაანგრია თბილისი.

მერე აოხრდა საქართველოს მთელი მხარეები, ქართველებისგან დაიცალა აფხაზეთი და შიდა ქართლი და ახდა ნობელის პრემიის ლაურეატი აკადემიკოსი სახაროვის ოცნებაც.  მოსკოვმა საქართველოსგან დამოუკიდებელ  სხელმწიფოებად აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

ამასობაში საქართველოში იყო ისეთი ომები როგორიც უნდოდა თომას მიუნცერს.

« ზვიადისტები »  გამოაცხადეს დემოკრატია-ლიბერალიზმის, გორბაჩოვ-მამარდაშვილის დაუძინებელ მტრებად და დაიწყეს მათი მეთოდური ფიზიკური და სულიერი მოსპობა.

რუსთაველის გამზირზეც კი ხოცავდნენ უიარაღო  და უდანაშაულო ქალებს

// ღმერთმა აცხონოს ქალბატონი აველინა პერტია//.

 

აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ძველი იზრაელის ისტორიაც.

 

ებრაელი ზელოტები აწყობდნენ აჯანყებებს დამპრობელი რომის წინააღმდეგ და ეს აჯანყებები ცუდად მთავრდებოდა.

 

აჯანყდა ზელოტი ბარ კოხბაც. ისიც დამარცხდა. იერუსალიმი დანგრეული იყო.

დანგრეული იერუსალიმის ადგილზე რომის იმპერატორმა ააგო რომაული ქალაქი Aelia Capitolina // 135//.

 

მაგრამ იყვნენ იუდეველი და ქრისტიანი ებრაელები რომლებიც არ მონაწილეობდნენ შეიარაღებულ ჯანყებში და ბრძოლებში.

 

ეს ფრთხილი და წინდახედული ხალხი წავიდა და დამკვიდრდა მცირე აზიაში, ეფესოსთან ახლოს.

მათ უნდოდათ ლოდინი და სულიერი მზადება უკეთესი მომავლისთვის ძალადობის და იარაღის ხმარების გარეშე.

ამის წაკითხვა შეგიძლიათ  ფრანგი მეცნიერის, პროფესორი Claude-Gilbert Dubois-ს უკვე ნახსენებ  წიგნში « დასავლეთის მითოლოგიები, დასავლური კულტურის რელიგიური საფუძვლები »,Mythologies de l’Occident, les bases religiueuses de la culture occidentale, პარიზი, 2013, გვ. 442//.

 

ამ გონიერმა, ფრთხილმა და წინდახედულმა ადამიანებმა შეინარჩუნეს ისტორიული მეხსიერება, გადაარჩინეს და განავითარეს ებრაული კულტურა და როდესაც მოვიდა დრო აღდგა იზრაელის სახელმწიფოც., სხვათა შორის მხეცი სტალინის დახმარებითაც.

 

ამ ხალხმა გადაარჩინა სახელმწიფოს საფუძველი, კულტურა, რომლის გარეშე ვერ არსებობს ვერავითარი სახელმწიფო.

 

მთავარია ქართული კულტურის გადარჩენა, მოვა დრო როდესაც ცივილიზებული სამყარო პატივს მიაგებს ნორმალურ ადამიანებს და არა შევარდნაძე-გორბაჩოვ-მამარდაშვილის ნაირ ტიპებს და ყველაფერი კარგად იქნება.

 

ესაა ისტორიის გაკვეთილი.

 

გავუძლოთ და ვიზრუნოთ საზოგადოდ  კულტურის  და კერძოდ ქართული კულტურის გადარჩენაზე. თუ ამას შევძლებთ ყველაფერი კარგად იქნება.

თუკი საქართველო ზვიად გამსახურდიას აირჩევს, მე მომიწევს ჩემი ხალხის წინააღმდეგ წასვლა“.

http://www.radiotavisupleba.ge/a/blog-giorgi-maisuradze-mamardashvili/27249431.html

 

აი ამიტომ და ბევრი სხვა რამის გამო  უნდა დავუჯეროთ ანტუან დე სან-ეგზიუპერის //Antoine de Saint-Exupéry// და არა მერაბ მამარდაშვილს. ხომ ხართ ევროპელი კოსმოპოლიტები და არა ფანატიკოსი აზიატი შოვინისტები, ხალხო.

გვეყოფა მამარდაშვილზე, ვილაპარაკოთ ეგზიუპერიზე.

 

იყო დიდი ფრანგი მწერალი და მოაზროვნე ანტუან მარი ჟანბატისტ როჟე დე სენტეგზიუპერი (ფრანგ. Antoine Marie Jean-Baptiste Roger de Saint-Exupéry, . 29 ივნისი, 1900, ლიონი. 31 ივლისი, 1944).

 

 

http://serenagaia.blogspot.fr/2014/02/antoine-de-saint-exupery-lhomme-vu-du.html

 

Antoine de Saint-Exupéry

 

ანტუან დე სან-ეგზიუპერი, ციდან დანახული ადამიანი

 

ის უფრო მეოცნებედ ჩანდა ვიდრე მოქმედების ადამიანად, და მიუხედავად ამისა…

 

მწერლად გახდომამდე ანტუან დე სან-ეგზიუპერი ყველაზე მეტად არის პილოტი, მფრინავი, მოქმედების პოეტი. მან თავისი სიტყვები ნახა თავის ცხოვრებაში.

მას აწუხებდა ერთი კითხვა : « რა უნდა ვუთხრა ადამიანებს? »

თავგადასავლების მოყვარული, დაუღალავი მოგზაური უეყვეტად აძლევდა ადამიანებს ენერგიის გაკვეთილს.

 

გულის ადამიანი ეგზიუპერი ჯიუტად იმეორებს რომ მას აქვს ადამიანის იმედი.

ეგზიუპერის თქმით კაცობრიობის დამფუძნებელი ღირებულებებია გულუხვობა და სოლიდარობა.

მსოფლიოს, დედამიწას შემოუარა მისმა

პატარა უფლისწულმა”, პლანეტის, ქერა ბავშვის, ბაობაბების და მელიის ისტორიამ.

მაგრამ მისი აზრი ყველაზე სრულად გამოიხატა მის მთავარ ნაშრომში ციტადელი // “Citadelle”//.

იქაა მომთხოვნ მორალზე დაფუძნებული ჰუმანიზმი, როდესაც კომფორტის უარყოფა გულისხმობს მოვალეობის და მსხვერპლის გაღების განცდას.

 

ამ იდეალებმა გააღიზიანა ნიჰილისტი ცინიკოსი ჰედონისტი ინტელექტუალები რომლებითაც სავსეა თანამედროვეობა და მათ მათ სცადეს ეგზიუპერის მასხრად აგდება.

 მაგათ არ ესმოდათ და დღემდე არ ესმით რომ ეგზიუპერიმ გაბედა ხიფათში თავის ჩაგდება სწორედ იმიტომ რომ უნდოდა ბედნიერება და უყვარდა სიცოცხლე.

44 წლის ეგზიუპერი დაიღუპა ცასა და მიწას, სადღაც კორსიკასა და კონტინენტს შორის.

 

 

გააკეთეთ ისე რომ ოცნებამ შთანთქას თქვენი ცხოვრება  იმიტომ რომ ცხოვრებამ  არ შთანთქას თქვენი ოცნება .

 

აზრები

 

მოგება, მიღწევა სიმაღლიდან.

 

ყოველი ადამიანი არის მასზე დიდი რაღაცის მაცნე და ელჩი ვინაიდან ჩვენი მიწიერი ცხოვრება ძალიან მოკლეა.

 

ანტუან დე სან-ეგზიუპერის თქმით ჩვენი ცხოვრების და ბრძოლის მიზანი უნდა იყოს ძიება აბსოლუტისა და არა  ფაუსტის მოსაწონი და მეფისტოფელის მიერ შემოთავაზებული სიამოვნებები.

 

 « თესავენ და რგავენ მხოლოდ ზემოდან», ამბობდა ის.

სიცოცხლე ეხსნება მხოლოდ მომთხოვნებს.

მაგრამ არავისა აქვს უფლება სხვებს მოსთხოვოს ის რაc თვითონ მას ჯერ არ გაუკეთებია და ჯერ არ მოუპოვებია.

ღირსეულები რომ ვიყოთ ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ სიიოლეს და  მერყეობას, ორგულობას.

 

უდაბნოს განცდა

 

ჩვენ ვცხოვრობთ კომფორტის და სიუხვის სამყაროში, მაგრამ ეგზიუპერი გვთავაზობს  უდაბნოს, მისი სიმკაცრის, განცდას.

 

ამ ხმელ სამყაროში ბევრი რამის ნაკლებობა ისევ გვიჩვენებს სულ უბრალო რამეების, ერთი მუჭა წყლის თუ შესვენების ღირებულებასა და მნიშვნელობას.

მაგრამ უდაბნო ყველაზე მეტად გვაგრძნობინებს რომ ჩვენ, ყველას, ჩვენს სიღრმეში გვაქვს სიცარიელე, რომ ყველას გვაკლია რაღაცა მაშინ როდესაც ყველაფერი გვაქვს.

უდაბნო ბვიბიძგებს ჩვეულებრივზე უფრო შორს გახედვისკენ.

 

« მე მუდამ მიყვარდა უდაბნო, ჯდები ქვიშის ბორცვზე და ვერ ხედავ ვერაფერს, არაფერი გესმის და მიუხედავად ამისა რაღაც ასხივებს სიჩუმეში.»

მართლაც, დრონების და სიგუას ტანკების გაუთავებელმა რახარუხმა სულ რომ არ გაგაგიჟოს და სულ რომ არ გამხეცდე ხანდახან განმარტოება, უდაბნოში გასვლა და დაფიქრებაა საჭირო.

 

მოქმედება

 

ადამიანი «  არსებობს მხოლოდ იმდენად რამდენადაც ახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას. ის, მაშ, არის მის ქმედებათა ერთობლიობა და მეტი არაფერი ».

ეგზიუპერი არის პიონერი რომელიც გვთავაზობს ჩვენი საკუთარი ცხოვრების გმირებად გახდომას, გამოღვიძებას, გვეუბნება რომ ძალისხმევა ჯობია დასვენებას და საფრთხე უსაფრთხოებას //თუმცა თენგიზ სიგუას გადამკიდეებმა ვიცით რომ ხანდახან უსაფრთხოებაც კარგია//.

 

 «  თქვენ ერთი ძალისხმევისთვის თავის არიდების უფლება გაქვთ მხოლოდ სხვა ძალისხმევის სახელით ვინაიდან თქვენ უნდა გაიზარდოთ. »

ეს გმირობა არის ღირსება რომელიც არაა საამაყო ვინაიდან სიცოცხლე არის გამბედაობა. იმიტომ რომ ის ანიჭებს აზრს სიცოცხლეს.

მოქმედება ავითარებს ადამიანს, სწორედ სვინდისის მიერ ნაკარნახევი მოქმედება გვაქცევს ადამიანებად.

 

გაღება

 

 კაცის ცხოვრების ღირებულებას ქმნის ერთგულება, მსხვერპლის გაღების უნარი, თავდადება, ურთიერთობა და არა ეფემერული მატერიალური ხარახურის დახვავება.

 « მე არ მიყვარს გულით უძრავნი და ერთ ადგილზე მიჯაჭვულნი, ისინი არ ურთიერთობენ, არ ცვლიან არაფერს და არარაობებად ეჩებიან. »

სიკვდილამდე ჩვენ გვაქვს ერთადერთი იმპერატივი: უანგარო ქმედება.

დათესილი მარცვლის მსგავსად ის იქნება ჩვენი კვალი, ჩვენი მონაწილეობა მოსავლის აღებაში.

საკუთარი თავისთვის რომ დავიბადოთ სხვებისთვის უნდა გავიღოთ მნიშვნელოვანი რამე.

ადამიანებად ხდებიან სხვებისთვის სამსახურის გაწევით….

 

კავშირების შექმნა

არსებობას აზრი აქვს მაშინ როდესაც ვგრძნობთ რომ დაკავშირებული ვართ სხვებთან,« იმიტომ რომ ძმები ვართ რაღაცაში // ქვეყანაში, გუნდში…// და არა უბრალოდ ძმები».

 

სიცოცხლის წყარო არის საგნების და არსებების კავშირში და არა თვითონ საგნებში და არსებებში.

ადამიანის მისიაა ადამიანთა დაახლოება.

ჩვენი მოქმედებები მიმართული უნდა იყოს კაცობრიობისკენ, ადამიანობისკენ, ისინი უნდა უერთდებოდნენ  უნივერსალურს, საყოველთაოს, საწინააღმდეგო შემთხვევაში მოქმედებები ამაოა.

«  ვინაიდან  საიმედოა მხოლოდ ადამიანთა თანამშრომლობა და არა საკუთარი თავი…»

ვიზრუნოთ სხვებზე როგორც პასუხისმგებელმა გუშაგებმა. შევქმნათ კავშირები ყველგან სადაც ისინი გაწყვეტილია.

 

თარიღები

 

1900 წლის 19 ივნისი. ლიონში დაიბადა ვიკონტი დე სან ეგზიუპერის ვაჟიშვილი ანტუანი. მან ძალიან ახალგაზრდამ დაკარგა მამა და ძმა.

.

  • 1912 :  პირველი ფრენა
  • 1927 : შევიდა Aéropostale-ში, დაატარებდა ტულუზა-კასაბლანკას და დაკარ-კასაბლანკას ფოსტას. შემდეგ ის დანიშნეს Cap Juby-ში, მაროკოში.
  • სწორედ იქ, საჰარას უდაბნოს კარიბჭესთან, დაიბადა დიდი ფრანგი მწერალი ეგზიუპერი.

 

 

  •  
  • 1931 : ის დაქორწინდა  i Consuelo Suncin-ზე, “პატარა უფლისწულის  « ვარდზე».
  •  1940 წლის ბოლო :  ის დამკვიდრდა ნიუ იორკში, სადაც დაწერა პატარა უფლისწული, რომელიც საფრანგეთში გამოიცა 1943 წელს.
  •  
  •   1942 : ის შეუერთდა თავის ესკადრილიას ალჟირში.
  • 1943 :  მან მიაღწია მფრინავისთვის ზღვრულ ასაკს და გახდა რეზერვისტი.
  •  
  • 1944 : დავა-კამათის შემდეგ მან მიიღო თავისი ბოლო მისია. ის გაფრინდა 31 ივლისს დილით.

14 საათზე და 30 წუთზე იცოდნენ რომ ის აღარ დაფრინავს.

ომი, მისი თვითმფრინავი კორსიკის განედზე ჩამოაგდეს ნაცისტებმა.

 

http://www.valeursactuelles.com/guides/livres/saint-exupery-ou-la-sagesse-reconquise-47279

 

ეგზიუპერის ბოლო თხზულება

« ციტადელი » // Citadelle//  გამოიცა 1948 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ.

ესაა მისი ანდერძი, მისი ცხოვრების ჯამი. პირველი და უკანასკნელი წიგნი, სხვა თხზულებები მხოლოდ ამ წიგნის მომზადება იყო.

 

 « ჩემი ხალხის ენავ, მე გადაგარჩენ დაღუპვისგან» : პოლიტიკური ხელოვნების პირველი მაქსიმა,  ციტადელის მეფე არის თავის ქვეშევრდომთა პირველი მსახური.

ციტადელი, რომელზეც ის მეფობს, ბატონობს უდაბნოზე.;

არ უნდა დაუკარგო იმედი ქვეშევრდომებს.

არ უნდა უთხრა მათ რომ ღმერთები წავიდნენ.

ქვეშევრდომებს უნდა აგრძნობინო საგნების შემკვრელი, ერთმანეთთან დამაკავშირებელი « ღვთაებრივი კვანძი» :

 

 « ადამიანი ეძებს თავის საკუთარ  სიმკვრივეს და არა ბედნიერებას.»

მეფე, მაშ, იქნება ხუროთმაძღვარი,  ის ვინც ცხოვრობს» და ვინც აცხოვრებს:

 

 « ციტადელო, სიმაგრევ, მე შენ აგაშენებ ადამიანის გულში. » 

 აზრის მიცემა იმისთვის რასაც არა აქვს აზრი, უაზროსთვის. ფორმის მიცემა იმისთვის რაც თავისთავად ეფლობა ქაოსში, ეს ამართლებს მეფის ძალაუფლებას

 

. ნუ გექნება იმედი ადამიანისა რომელიც მუშაობს საკუთარი თავისთვის და არა მარადისობისთვის.”

 

თუ კი ხელისუფლება  არის ბატონობის სიყვარული ის სულელური ამბიციაა.

საქებია ხელისუფლება რომელიც არის შემოქმედებითი აქტი, ქმნა.

არ გააიგივო სიყვარული ფლობის სიგიჟესთან რომელსაც მოაქვს ყველაზე უარესი ტანჯვა.

ნამდვილი სიყვარულია წმინდა ძღვენი, გაღება, ყოველი ადამიანის მიერ სხვისთვის მიძღვნა იმის პატივისცემით რაც კიდევ გაქვს გასაღები ან მისაცეძღვნელი.

 

ესაა დიდი ფრანგი მწერალი ეგზიუპერის სიბრძნის ზოგი ნაპერწკალი. დავეწაფოთ ამ დიდ და ღრმა სიბრძნეს და არა ქართველი ხალხისთვის ომის გამომცხადებელი სახაროვის და მამარდაშვილის მონაჩმახს.

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s