ბრეტონი, ეგზიუპერი, სიგუა

 
André Breton with Leon Trotsky and Diego Rivera, Mexico 1938

მე-20  საუკუნის სახეებიდან-ბრეტონი, ეგზიუპერი,თენგიზ სიგუა

ნორმალური და არანორმალური თანამედროვე კულტურაში და დღევანდელობაში.

 

 

ეგზიუპერი და არა მამარდაშვილი

 

ამბობენ რომ დღეს კაცობრიობის მთავარი პრობლემაა თავისუფლება. ინდივიდი თავისუფალი უნდა იყოსო და ამ ინდივიდების

ოჯახებისგან და მშოობლებისგან, ოჯახური, ეროვნული და კულტურული ტრადიციებისგან  გასანთავისუფლებად ბომბავენ და ანგრევენ ხოლმე მთელ ქვეყნებს და სახელმწიფოებს.

თენგიზ სიგუამ დაჩაგრულ ინდივიდად იგრძნო თავი და წითელი, საბჭოთა არმიის ტანკით დაანგრია საქართველოს დედაქალაქი თბილისი.

ამას ტაში უკრა იმანუილ კანტის პრემიის ლაურეატმა ედუარდ შევარდნაძემ.

 

თავისუფლების პრობლემა: ადამიანური მდგომარეობა თუ ილუზია ?

თავისუფლებაზე ლაპარაკისას პირველ რიგში  ლაპარაკობენ ხოლმე პოლიტიკურ თავისუფლებაზე.

ფიქრობენ, მაგალითად, იმაზე  რომ ზოგ ქვეყანაში  მოქალაქეებს  შეუძლიათ წასვლა და მოსვლა, გამგზავრება და დაბრუნება, წინ და უკან სიარული « თავისუფლად. » . მათ ასევე შეუძლიათ თავისი პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გამოთქმა თავისუფლად, ისე რომ თენგიზ სიგუა და გოგა ხაინდრავა არ დაუშენენ ტანკს და კალაშნიკოვს.  ამ მოქალაქეებს შეუძლიათ თავისი ქვეყნის ხელმძღვანელთა არჩევა ისე რომ მერაბ მამარდაშვილი არ ატეხავს სკანდალს და არ გამოუცხადებს ომს თავის ხალხს.  მათ შეუძლიათ ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნა ისე როგორც მათ უნდათ და მრავალ პოლიტიკურ პარტიას შორის მათთვის სასურველის არჩევა, რასაც ვუწოდებთ პლურალიზმს.

 

 

 

მაგრამ არის მეტაფიზიკური თავისუფლებაც.

შინაგანი თავისუფლება მიუხედავად იმისა თუ რა პოლიტიკურ გარემოებებში გიხდება ცხოვრება.

ჟან პოლ სარტრი ამბობდა რომ ნაცისტური ოკუპაციის დროსაც, დესპოტური რეჟიმის პირობებშიც, 1940-1945 წლებშიც, ფრანგები მიუხედავად ყველაფრისა თავისუფლები იყვნენ. მათ მუდამ ჰქონდათ არჩევანი ნაცისთებთან თანამშრომლობას, გულგრილობას და წინააღმდეგობის გაწევას შორის.

 

სცილას და ქარიბდას შორის არჩევის თავისუფლება, შავ ჭირსა და ქოლერას შორის არჩევის თავისუფლება,. ეგეცაა სარტრის თავისუფლება

ბევრად უფრო ჭკვიანმა და ადამიანურმა ანტუან სან-ეგზიუპერიმ თქვა :

 

სჯერათ რომ ადამიანი თავისუფალია…ვერ ხედავენ თოკს რომელიც როგორც ჭიპლარი ადამიანს აბავს ჭაზე,  დედამიწის მუცელზე.

 

« შეზღუდვა, იძულება  განთავისუფლებს და შეზღუდვას, იძულებას, მოაქვს ერთადერთი ნამდვილად ღირებული თავისუფლება »  // La contrainte te délivre et t’apporte la seule liberté qui compte//,

, ეს თქვა ეგზიუპერის ბოლო თხზულება-ანდერძი ციტადელის // Citadelle,1948// მთავარმა გმირმა, არაბმა თუ ბერბერმა მეფემ, ეგზიუპერის  როსტევანმა.

თუ არ გინდა რომ იცხოვრო თბილისის ნანგრევებში ან უნდა დააბა თენგიზ სიგუას ნაირი დემოკრატი ან თვითონ თენგიზ სიგუას ნაირმა დემოკრატმა უნდა მოთოკოს თავისი მხეცური ჟინი.

მარტო ასეთი შეზღუდვით მოახერხებ დაუნგრეველ თბილისში თავისუფლად ცხოვრებას. დიდება ეგზიუპერის !!!

 

თავისუფლებაა სულელური აზრებისგან, თეორიული შეცდომებისგან და ილუზიებისგან განთავისუფლება.

ანუ უნდა განთავისუფლდე, მაგალითად, იმ სულელური წარმოდგენისგან რომ თბილისის დანგრევა და მთელი ქვეყნის და ქვეყნების დაქცევა-აქოთება მოგიტანს თავისუფლებას, დემოკრატიას და კმაყოფილებას.

 

თავისუფლებაა შიშებისგან განთავისუფლება.

 

 

ანუ არ უნდა გეშინოდეს იმისა რომ ჯიხადისტივით ღრიალით გამოხტებიან  გორბაჩოვის და შევარდნაძის ბოდიში  დემოკრატი პროფესორები და ხელოვანები და დაიწყებენ ირგვლივ უიარაღო და უდანაშაულო ხალხის ხოცვას.

 

ძველი და ბრძენი ევროპელი, რომაელი სტოიკოსების აზრით თავისუფლება სულაც არაა შესაძლებლობათა შორის არჩევა.

თავისუფლება მათი თქმით  არის საკუთარ თავზე მუშაობა, განთავისუფლება შიშებისგან რომლებიც  არ გვაძლევენ მშვიდად ცხოვრების საშუალებას.

// ამის და ამაზე ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ პარიზი-VI-ის  მორალური და პოლიტიკური ფილოსოფიის პროფესორი ალან რენოს წიგნში ფილოსოფიის აღმოჩენა,5.მორალი //Alain Renaut, Découvrir la philosophie 5.La Morale, Odile Jacob poches,2010//.

 

 

http://hommelibre.blog.tdg.ch/archive/2015/12/13/revolvers-aux-poings-tirer-au-hasard-dans-la-foule-272537.html

მაგრამ როგორ გინდა თავისუფლად და მშვიდად ცხოვრება სიურეალისტების, გორბაჩოვ-შევარდნაძის, თენგიზ სიგუას და ბორის ელცინის ხელში ?

 

 

« უმარტივესი სიურეალისტური მოქმედებაა რევოლვერების აღება, ქუჩაში გასვლა და ბრბოში სულერთია საით სროლა»// ანდრე ბრეტონი, « სიურეალიზმის მეორე მანიფესტი»//.

თენგიზ სიგუამ ლევ ტროცკის მეგობარ ანდრე ბრეტონსაც აჯობა. სწორედ ლევ ტროცკის მიერ შექმნილი წითელი არმიის ტანკით დაანგრია საქართველოს დედაქალაქი თბილისი.

 

რევოლვერები ხელში, ბრმად სროლა ბრბოში

 სიურეალიზმის მამილო ანდრე ბრეტონის ნათქვამს დღეს სიამოვნებით იმეორებენ დანგრეული აღმოსავლეთიდან მთელ მსოფლიოში გაფანტული ჯიხადისტები.

ჯიხადისტები დღეს იმეორებენ მეოცე საუკუნის ევროპული სიგიჟიდან გამოსულ ნაბოდვარს.

 

ჯიხადისტების საყვარელი იდეა წამოროშა სიურეალისტური მხატვრული სკოლის დამფუძნებელმა, ლევ ტროცკის მეგობარმა ანდრე ბრეტონმა.

ის რაც ბრეტონის დროს პროვოკაციად ჩანდა თენგიზ სიგუას და სხვა ჯიხადისტების ხანაში იქცა სამწუხარო ლამის ყოველდღიურ რეალობად.

ანდრე ბრეტონი შეიძლება ჩაითვალოს პროტო-ჯიხადისტად და ჯიხადისტები შეიძლება ჩავთვალოთ ნეო-სიურეალისტებად.

 

პალეოჯიხადისტი სიურეალისტების და ჯიხადისტი ნეოსიურეალისტების ესთეტიკა ცხადია და საზიზღარ-დამღუპველია.

ჩვენს საზოგადოებებს სძინავთ?

პროფესორები თენგიზ სიგუა და ჯაბა იოსელიანი მათ გააღვიძებენ ტანკით,ბომბით,ლაშნიკოვით და მიიღებენ იმანუილ კანტის პრემიის ლაურეატი ე.შევარდნაძის მადლობას. . ეგაა აბსოლუტურად თანამედროვე, დღევანდელი სიურეალიზმ-ჯიხადიზმი.

 

დადაისტებმა და სიურეალისტებმა განაცხადეს რომ პირველი მსოფლიო ომი-საშინელება გააჩაღა ევროპულმა ცივილიზაციამ, რომ ევროპული ცივილიზაცია დამნაშავე ცივილიზაციაა და მათ მიზნად დაისახეს ამ ცივილიზაციის, მისი  მხატვრული, ინტელექტუალური და კონცეპტუალური საფუძვლების მოსპობა.

 

 ანდრე ბრეტონს სძულდა ოჯახი როგორც ასეთი,. ის თვლიდა რომ ოჯახი ზღუდავს ახალგაზრდების შემოქმედებითობას.

უკვე ნახსენებ სიურეალიზმის მეორე მანიფესტში   ანდრე ბრეტონი წერდა : « ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ  ოჯახის, სამშობლოს და რელიგიის იდეების მოსასპობად . » // ანდრე ბრეტონის სიურეალიზმის მეორე მანიფესტი, 1929//.

http://dicocitations.lemonde.fr/citations/citation-113436.php

Tout est à faire, tous les moyens doivent être bons à employer pour ruiner les idées de famille, de patrie, de religion. Second manifeste du surréalisme (1929) de André Breton

აი ასეთ დეგენერატებს უპირისპირდებოდა დიდი ფრანგი მწერალი და მოაზროვნე, სწორედ სამშობლოსთვის და ადამიანებისთვის თავდადებული ანტუან დე სან-ეგზიუპერი. http://dicocitations.lemonde.fr/citations/citation-113226.php

ჩემი ცივილიზაცია არის ქრისტიანულ ღირებულებათა მემკვიდრე. მე ვიფიქრებ კათედრალის კონსტრუქციაზე რათა უკეთესად გავიგო მისი არქიტექტურა // « ომის პილოტი » , 1942//Ma civilisation est héritière des valeurs chrétiennes. Je réfléchirai sur la construction de la cathédrale, afin de mieux comprendre son architecture.

Pilote de guerre (1942) de

Antoine de Saint-Exupéry  

ამის დამწერი ანტუან დე სან-ეგზიუპერი ფიქრობდა ულამაზეს კათედრალებზე და არა იმაზე თუ როგორ უნდა მოესპო სამშობლოს, ოჯახის, რელიგიის იდეები, გაუმარჯოს დიდ ანტუანს.

 

https://www.erudit.org/revue/etudfr/2010/v46/n1/039813ar.html

 

ის კიდევ ბევრ რამეზე ფიქრობდა…

Philippe Forest

 

ყოველი ადამიანი პასუხს აგებს ყველაზე :

ანტუან დე სან-ეგზიუპერის მორალი

 რეზიუმე

 

 

«   ყოველი ადამიანი პასუხს აგებს ყველაზე»

// «Chacun est responsable de tous »//, წერს სან ეგზიუპერი ომის პილოტში // Pilote de guerre//.

ადამიანთა მიწიდან და ღამის ფრენიდან მის ბოლო ნაწერებამდე // რომელთა შორისაცაა პატარა უფლისწული და დაუმთავრებელი რომანი ციტადელი//  ეგზიუპერი აქცენტს სვამს პასუხისმგებლობის მთავარ კონცეფციაზე.

მისი აზრით ესაა მთავარი ცივილიზაციისთვის რომელსაც ემუქრება ნიჰილიზმი.

 

http://revues.univ-ouargla.dz/index.php/numero-10-2016-juin/3081-l-heroisme-et-l-humanisme-dans-l-oeuvre-d-antoine-de-saint-exupery-zeghib-nardja

 

ანტუან დე სან-ეგზიუპერის უყვარს სწორედ ის რაც სძულს სიურეალიზმის მამილოს და ლევ ტროცკის მეგობარ ანდრე ბრეტონს.

მას უყვარს სამშობლო რომელსაც ის იცავდა ნაცისტებისგან. მას უყვარს ოჯახი, ადამიანები, ის თვლის თავს ქრისტიანული ცივილიზაციის მემკვიდრედ და არ ეომება რელიგიას, მისი იდეალი არაა თბილისელებისთვის ტყვიების და ტანკის ჭურვების დაშენა.

 

ადამიანური მემკვიდრეობა

ნიუ იორკში მყოფმა ეგზიუპერიმ 1940 წელს, საფრანგეთის დამარცხების შემდეგ დაწერა ომის პილოტი რომელიც ყვება არრასის თავზე საშიში ექსპედიციის შესახებ.

ამბობენ რომ ესაა მოთხრობა ომზე, მაგრამ სინამდვილეში ესაა სიყვარულის საგალობელი.

ღამის ფრენა და შემდეგ ადამიანთა მიწა ხოტბას ასხამენ პასუხისმგებლობის გრძნობას რომელმაც უფრო უნდა შეაყვაროს ადამიანებს მათი საზოგადოებები.

ეგზიუპერის  გმირები თანდათანობით ხედავენ რომ მათი საზოგადოებაა მთელი კაცობრიობა და არა მარტო ოჯახი, თანამშრომელთა ჯგუფი,  თუ კომპანია რომელსაც ემსახურებიან ისინი.

ადამიანთა მიწაში  ეგზიუპერიმ შენიშნა რომ  თაობიდან თაობაში  ნელა გადაეცემა როგორც სიცოცხლე ისე ცნობიერება.

 « რა საოცარი აღმავლობაა ! მოქაფქაფე ლავადან ვარსკვლავის ცომიდან, სასწაულებრივად ჩასახული ცოცხალი უჯრედიდან თანდათანობით ავმაღლდით და გადავიქეცით კომპოზიტორებად  და კოსმოსის მკვლევარებად . დედამ გადმოგვცა არა მარტო სიცოცხლე, მან გვასწავლა მეტყველება, ტრადიციები და მითები რომლებიც ნიუტონს თუ შექსპირს განასხვავებენ გამოქვაბულში მცხოვრები მხეცისგან».

http://www.voxnr.com/cc/dt_autres/EkEyEFupVkHGHNVkQz.shtml

 

ეგზიუპერი არ ყოფილა არც ოჯახის, სამშობლოს და რელიგიის იდეებთან მებრძოლი სიურეალისტი და არც ტანკით თბილისის მნგრეველი « დემოკრატი »

 

თავისი ხანის ძვრების ღრმად განმცდელი ეგზიუპერი  ეკუთვნოდა დიდ დასავლურ ტრადიციას, ჯაჭვს რომელიც მოდის პლატონიდან რათა წმინდა ავგუსტინეს გავლით დასრულდეს პასკალით და კიერკეგორით.

ისიც იყო ღმერთის ერთ-ერთი დიდი მძებნელი დასავლეთში…

 

ეგზიუპერი ორნაირია.

ერთია გარე სამყაროსკენ გახსნილი, აქტიურად მოქმედი, პილოტი თუ რეპორტიორი რომელიც ყვება თავის შთაბეჭდილებებს სტალინის მოსკოვზე თუ 1930-ანი წლების ესპანეთის სამოქალაქო ომზე.

მეორენაირი ეგზიუპერია ინტროვერტული, საკუთარი გულის სიღრმის მჭვრეტელი მელანქოლიური ეგზიუპერი რომელიც მისი ქვეყნის, საფრანგეთის დიდი მორალისტების მსგავსად წერს მედიტაციებს და მაქსიმებს.

 

ეგზიუპერის წერილი გენერალ X-ს  :

 

 « მე მძულს ჩემი ხანა მთელი ჩემი ძალით, ადამიანი დღეს კვდება წყურვილით ».| Des Lettres
http://www.deslettres.fr/lettre-dantoine-de-saint-exupery-au-general-x-je-hais-mon-epoque-de-toute

აჰ !  გენერალო, მსოფლიოში არის ერთადერთი პრობლემა. ეს პრობლემაა ადამიანებისთვის სულიერი მნიშვნელობის, სულიერი ღელვის დაბრუნება.

ისინი უნდა გრძნობდნენ გრიგორიანული საგალობელის მსგავს რამეს.

ვერ ვიცხოვრებთ  მაცივრებით, პოლიტიკით, ანგარიშების წერით და კროსვორდების შევსებით, დაინახეთ!

ვეღარ ვიცხოვრებთ პოეზიის, ფერის, სიყვარულის გარეშე.

მე-15 საუკუნის სოფლური სიმღერის მოსმენა დაგვანახებს თუ რამდენად დავეცით.

მაპატიეთ, მაგრამ დარჩა მარტო პროპაგანდის რობოტის ხმა. ორი მილიარდი ადამიანი უკვე უსმენს მარტო რობოტს, მათ ესმით მარტო რობოტისა, ისინი გადააიქცევიან რობოტებად.

 

 

 

http://www.libertepolitique.com/Convaincre/Textes-de-reference/Saint-Exupery-Il-n-y-a-qu-un-probleme.-Rendre-aux-hommes-une-signification-spiritu

 

Saint-Exupéry : « არის ერთადერთი პრობლემა, ადამიანებისთვის მათი სულიერი მნიშვნელობის დაბრუნება»

//« Il n’y a qu’un problème. Rendre aux hommes une signification spirituelle »//

1944 წლის 30 ივლისით დათარიღებულ თავის ბოლო წერილში ეგზიუპერი ყვება თუ როგორ  ადარდებს და ანაღვლიანებს მას დანახვა ჯოგური და უტილიტარისტული სამყაროსი  რომელშიც « არაფერი ეფერება გულს».

მწერალს უჩნდება კითხვა თუ რა უნდა უთხრა ახალ ადამიანს, ამ « უნივერსალურ-საყოველთაო ფუნქციონერს» რომელსაც არა აქვს არანაირი სულიერება, ე.ი. არანაირი არსი.

 «  მე მძიმე ვარ მუსიკით რომელსაც ვეღარასოდეს გაიგებენ.»

 ეგზიუპერი დაკარგულია ხანაში «რომელიც მას სძაგს და ეზიზღება მთელი გულით»  და რომელიც მას ხდის «ავად».

ბრძოლის ველზე, ღირსების ველზე დაცემის წინ ეგზიუპერის გლოვობს იმის გამო რომ  კაცობრიობამ დაკარგა ყოველგვარი სულიერება, რომ ის დასცა და გადააგვარა გამრყვნელმა ეკონომიკურმა სისტემამ.

ადამიანები აღარ არიან შემოქმედები მათი ღმერთის მსგავსად, პირიქით, ისინი სპობენ ღმერთის მიერ შექმნილ სილამაზეს იმით რომ  ეკონომიკურ რაციონალიზმს იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამით ხდებიან რობოტები.

 

 

 « ადამიანს აღარ აქვს აზრი და მნიშვნელობა», ჩივის ეგზიუპერი, იმიტომ რომ  ის აღარაფერს აძლევს არც საკუთარ თავს და აღარც  სამყაროს რომელშიც აღარც ცხოვრობს. ადამიანი მაწანწალასავით დაეხეტება სამყაროში იმის მაგივრად რომ იქ იცხოვროს., დაწანწალებს ილუზორული, მოჩვენებითი მატერიალური ბედნიერების ძიებაში.: «  ადამიანს კლავს წყურვილი».

 ესაა ხელოვნების როგორც ასეთის, მისი ნაბისმიერი გამოხატულების  სიკვდილი.

კვდება როგორც  ხალხური სიმღერის ისე სახელმწიფოს მართვის, ომის ხელოვნება.

იმარჯვებს ცივი ანგარიში, მათემატიკა, რობოტიზაცია.

ასე კვდება ცივილიზაცია რომელიც არის ადამიანებს და ადამიანებს და საგნებს შორის არსებულ უხილავ კავშირთა ერთობლიობა, გარკვეული წყობა.

 

პილოტი ეგზიუპერისთვის 1944 წელს პრიორიტეტი რა თქმა უნდა არის გერმანული უღლის გადაგდება, ის იბრძვის თავისუფლებისთვის ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ.

 

მაგრამ ეგზიუპერი უკვე ხედავს კოლოსალურ, ეგზისტენციალურ ომისშემდგომ სირთულეებს:

 

«  საით მიდის ამერიკის შეერთებული შტატები და საით მივდივართ ჩვენ  საყოველთაო, უნივერსალური მოხელეობის ამ ხანაში?

მოდის ადამიანი რობოტი, ადამიანი ტერმიტი, რომელიც ყანყალებს დამქანცველ მუშაობასა და უაზრო გართობას შორის.

მოდის ადამიანი რომელსაც აღარა აქვს, რომელსაც წაართვეს შემოქმედებითი, შემოქმედების ძალა, რომელსაც აღარ შეუძლია თავის სოფელში ცეკვის  შექმნა თუ სიმღერის დაწერა.

მოდის ადამიანი რომელსაც კვებავენ მოთითხნილი მზა  სტანდარტული კულტურით ისე როგორც ხარს აჭმევენ თივას ბოსელში.

 

ეგზიუპერი ამბობს რომ ადამიანი არ იქნება მარტო ნაცისტური და კომუნისტური ტოტალიტარიზმების მსხვერპლი. კაპიტალისტურმა სისტემამ  შეიძლება  შექმნას დასაჭურისებული, აგურისავით გამომხმარი, პირუტყვივით მორჩილი ინდივიდები რომელთაც ექნებათ თავისუფლების ილუზია.

 

ადამიანის უდაბნო

 

ეგზიუპერის ზრით ადამიანის ამ უდაბნოს უშველის ერთადერთი წამალი.  ადამიანმა უნდა ისმინოს, უნდა იგრძნოს ის რაც ჰგავს გრიგორიანულ საგალობელს, რაც სულიერებით უფრო მაღლა დგას გონიერებაზე, რაციონალიზმზე.

სულიერების გარეშე ადამიანს არა აქვს გზნება რომელიც ურყევს ხდის იმპერიებს, გამძლეობას აძლევს ადამიანთა ქმნილებებს:

 

 

 

« ადამიანებმა სცადეს დეკარტეს, კარტეზიანული ღირებულებები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა გარეთ არ ყოფილა წარმატება.

არის ერთადერთი პრობლემა: ისევ უნდა აღმოვაჩინოთ რომ არის გონების ცხოვრებაზე // რაციონალიზმზე// უფრო მაღალი სულიერი ცხოვრება და რომ მხოლოდ სულიერმა ცხოვრებამ შეიძლება დააკმაყოფილოს ადამიანი.

ეს სცდება რელიგიური ცხოვრების საზღვრებს იმიტომ რომ რელიგიური ცხოვრება არის ფორმა, თუმცა სულიერ ცხოვრებას ადამიანი მიჰყავს რელიგიურ ცხოვრებამდე.

სულიერი ცხოვრება კი იწყება მაშინ როდესაც  არსება ითვლება მის შემადგენელ ნაწილებზე უფრო მაღალ  რამედ.

სახლის სიყვარული, რომელიც უცნობია ამერიკის შერთებულ შტატებში, უკვე არის სულის ცხოვრება.»

 

მაგრამ ეგზიუპერის  უჭირს ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი საშუალებების პოვნა.

« რა უნდა ვუთხრათ ადამიანებს  ? »  ამ კითხვას ეგზიუპერი პასუხობს მთელი თავისი საოცარი შემოქმედებით.

მაგრამ ისმის კითხვა შუძლიათ თუ არა სიგუას ტანკით და დრონებით დანაყულ დღევანდელ ადამიანებს ეგზიუპერის ნათქვამის გაგება.

ეგზიუპერი არ იძლევა პასუხს ამ კითხვაზე იმიტომ რომ ესაა მისი დარდის და ნაღველის ფუნდამენტური მიზეზი/

 

 

 

 («  მაქვს შთაბეჭდილება  რომ ვუახლოვდები  მსოფლიოს  ყველაზე შავ დროს»),  როდესაც დამგმობენ ისე როგორც აპოლონმა დაგმო კასანდრა რომელსაც უნდა ეწინასწარმეტყველა ადამიანებისთვის კატასტროფა  რომლისკენაც ისინი მიდიან ისე რომ არა აქვთ ამისთვის ხელის შეშლის საშუალება.

ეგზიუპერი არ აღიარებს « ამ ავადმყოფისთვის თავის არიდების უფლებას», ის  ვაჟკაცურად იტანს ამ ავადმყოფობას  იმიტომ ეს ამტანობა მისთვის შეესაბამება ღირსებას რომელზეც უკვე ევრიპიდე ამბობდა რომ  გულის ადამიანებისთვის ის სიცოცხლეზე უფრო წინაა.

Laurent Ottavi.

 

რა უნდა ვუთხრათ ადამიანებს  ? 

 

«  მე რამოდენიმეჯერ ვიფრინე P38-ით. ლამაზი მანქანაა. ბედნიერი ვიქნებოდი რომ მქონოდა ეს საჩუქარი როცა 20 წლისა ვიყავი.

ნაღვლიანად, მელანქოლიურად ვასკვნი რომ დღეს, როდესაც 43 წლისა ვარ, მსოფლიოს ყველა ცის ქვეშ  6500 საათამდე ფრენის შემდეგ,  ეს თამაში აღარ მანიჭებს დიდ სიამოვნება.

ესაა მხოლოდ გადაადგილების,-აქ ომის ინსტრუმენტი.

 

 თუ  მფრინავისთვის ჩემს პატრიარქალურ ასაკშიც ვფრინავ ამას ვაკეთებ იმიტომ რომ გავიზიარო ჩემი თაობის უბედურებები და არა იმიტომ რომ დავიბრუნო ძველი სიამოვნებები.

ეს შეიძლება იყოს მელანქოლიური და შეიძლება არც იყოს.

მე ნამდვილად ვცდებოდი მაშინ როდესაც ოცი წლისა ვიყავი.

 

1940 წლის ოქტომბერში, ჯგუფი 2-33 დაბრუნდა ჩრდილოეთ აფრიკიდან სადაც ის ემიგრაციაში იყო. ჩემი მანქანა  დააყენეს რაღაც მტვრიან გარაჟში.

მე აღმოვაჩინე ორთვლიანი ეტლი და ცხენი, მისი მეშვეობით კი გზების ბალახი, ცხვრები და ზეთისხილის ხეები. ..

აღმოვაჩინე სიცოცხლე, ცოცხალი სამყარო…

და მე ვიგრძენი რომ ისევ გავცოცხლდი მსოფლიოს ამ ერთადერთ კუთხეში სადაც მტვერი სურნელოვანია // უსამართლო ვარ, მტვერი სურნელოვანია საბერძნეთშიც და პროვანსშიც//.

და მგონია რომ მთელი ცხოვრება ვიყავი დებილი…

 

სამწუხარო ჩემი თაობისთვის

 

ყველაფერი ეს  თქვენთვის იმის ასახსნელად რომ ამ ჯოგურ არსებობაში ამერიკული ბაზის გულში, , ფეხზე მდგომი ათ წუთში საჭმლის ჭამაში, უსახურ შენობაში  2600 ცხენისძალიან მანქანებს შორის წინ და უკან სიარულში, შენობაში სადაც ჩვენ 3-3 ვიყავით ჩაჭედილი ოთახებში, ერთი სიტყვით ამ საშინელ ადამიანურ უდაბნოში არაფერი ეფერება ჩემს გულს.

ეს ისე, როგორც 1940 წლის უნაყოფო და უიმედო მისიები არის გადასატანი ავადმყოფობა.  მე გაურკვეველი, უცნობი დროით ვარ ავად, მაგრამ მე არ მაქვს ამ ავადმყოფობისთვის თავის არიდების უფლება.  სულ ესაა.

 დღეს ძალიან ნაღვლიანი ვარ. ვდარდობ ჩემი თაობის გამო. ჩემი თაობა  სულიერი ცხოვრების ფორმად თვლიდა მარტო ბარებს, მათემატიკას და სპორტულ მანქანებს და  დაცლილია ყოველგვარი ადამიანური არსისგან.

და დღეს ჩემი თაობა ჩართულია ჯოგურ  და სრულიად უფერულ მოქმედებაში…

აიღეთ ასი წლის წინანდელი სამხედრო ფენომენი.  

როგორც ცდილობდნენ რომ ამ სამხედრო ფენომენს ეპასუხა ადამიანის სულიერი, პოეტური თუ უბრალოდ დამიანური ცხოვრებისთვის.

დღეს ჩვენ აგურებზე უფრო ხმელები ვართ.  ჩვენ სისულელედ ვთვლით კოსტუმებს, დროშებს, საგალობლებს, მუსიკას, გამარჯვებებს // დღეს არის მარტო ნელი თუ სწრაფი მონელების ფენომენები და არა გამარჯვება//, მასხრად ვიგდებთ  ყველაფერ ლამაზს და ყოველგვარ ლირიზმს და ადამიანებს აღარ უნდათ ნებისმიერი, სულერთია როგორი სულიერი ცხოვრებით ცხოვრება.

ადამიანები პატიოსნად მუშაობენ კონვეიერულად.

 

როგორც ამბობენ ამერიკელი ახალგაზრდები

ჩვენ პატიოსნად ვკიდებთ ხელს ამ უმადურ სამუშაოს და სასოწარკვეთილი პროპაგანდა მთელ მსოფლიოში.

 

კაცობრიობა ბერძნული ტრაღედიიდან დაეცა  ბატონი Louis Verneuil-ის თეატრამდე // შეუძლებელია ამაზე უარესად და უფრო დაბლა დაცემა//.

რეკლამის, ბედოს სისტემის, ტოტალიტარული რეჟიმების, ბუკ-ნაღარების, დროშების, მიცვალებულებისთვის წირვების გარეშე დარჩენილი არმიების საუკუნე, მე მთელი ჩემი ძალებით მძულს ჩემი ხანა.

ადამიანს ეხლა კლავს წყურვილი.

 

ადამიანებისთვის მათი სულიერის აზრის და მნიშვნელობის დაბრუნება

 

აჰ ! მსოფლიოში არის ერთადერთი პრობლემა, ადამიანებისთვის სულიერი აზრის და მნიშვნელობის, სულიერი ღელვის დაბრუნება.

ადამიანებმა უნდა უსმინონ და იგრძნონ გრიგორიანული საგალობლის მსგავსი რამ.

გაიგეთ რომ ვერ ვიცხოვრებთ მაცივრებით, პოლიტიკით,ანგარიშებით, კროსვორდებით!

ვეღარ ვიცხოვრებთ პოეზიის, ფერის, სიყვარულის გარეშე.

მოვისმინოთ მე-15 საუკუნის სოფლური სიმღერა და დავინახავთ თუ რამდენად დავეცით.  

მაპატიეთ, მაგრამ დარჩა მარტო პროპაგანდის რობოტის ხმა.

ორი მილიარდი ადამიანი უკვე უსმენს მარტო რობოტს, მათ ესმით მარტო რობოტისა, ისინი ხდებიან რობოტები.

 

ბოლო 30 წლის ყველა  ტკაცუნ-ჭრიალის მიზეზებია მარტო მე-19 საუკუნის ეკონომიკური სისტემის ჩიხები და სულიერი სასოწარკვეთილება.

რატომ გაყვა მერმოზი თავის მუტრუკ პოლკოვნიკს თუ არა წყურვილის გამო? რატომ რუსეთი? რატომ ესპანეთი?

ადამიანებმა სცადეს დეკარტეს, კარტეზიანული ღირებულები და ამან ბევრი ვერაფერი მოიტანა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა გარეთ.

არის ერთადერთი პრობლემა: ხელახლა აღმოჩენა იმისა რომ  არის გონების ცხოვრებაზე, რაციონალიზმზე უფრო მაღალი სულიერი ცხოვრება, რომ მხოლოდ სულიერი ცხოვრება დააკმაყოფილებს ადამიანს.

ეს სცდება რელიგიური ცხოვრების საზღვრებს. რელიგიური ცხოვრება მხოლოდ ფორმაა, თუმცა სულიერი ცხოვრება მიიყვანს ადამიანს რელიგიურ ცხოვრებამდე.

 

 და სულის სიცოცხლე იწყება მაშინ როდესაც დაინახავენ რომ არსება მეტია მის შემადგენელ  მასალებზე.

 

სახლის სიყვარული, უცნობი ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკვე არის სულის სიცოცხლე.

 

და სოფლის დღესასწაული, და მიცვალებულთა კულტი // მე ამას ვიხსენებ იმიტომ რომ ჩემი ჩამოსვლის შემდეგ დაიღუპა ორი თუ სამი პარაშუტისტი, მაგრამ ისინი  ჩუმად დამალეს: მათ დაამთავრეს თავისი სამსახური//, ესაა ჩვენი და არა ამერიკის ხანა:

ადამიანს აღარა აქვს აზრი და მნიშვნელობა.

 

 

აუცილებლად უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს

 

რა საჭიროა ომის მოგება თუ კი მერე ასი წელი იქნება რევოლუციური ეპილეფსიის კრიზისი?

ყველა ჭეშმარიტი პრობლემის დასმა დაიწყება გერმანული საკითხის ბოლოს და ბოლოს მოგვარების შემდეგ.

 

ნაკლებად სავარაუდოა რომ ამერიკულ მარაგებზე სპეკულაცია საკმარისი იყოს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, როგორც ეს იყო 1919 წელს.  

კაცობრიობას აქვს ნამდვილი პრობლემები.

ძლიერი სულიერი მოძრაობის არარსებობის პირობებში სოკოებივით გამრავლდებიან სექტები და ისინი დაერევიან ერთმანეთს.

მეტისმეტად დაბერებული მარქსიზმიც დაიშლება  ერთმანეთთან დაპირისპირებულ ნეომარქსიზმებად.  ეს კარგად დავინახეთ ესპანეთში.

თუმცა შეიძლება ვიღაც ფრანგმა კეისარმა შექმნას მარადიული საკონცენტრაციო ბანაკი.

 

აჰ ! რა უცნაურია ეს საღამო, რა უცნაური ჰავაა.

მე ჩემი ოთახიდან ვხედავ თუ როგორ ინთება ამ უსახო შენობათა ფანჯრები. მე მესმის რადიოებიდან გადმოღვრილი მუსიკა. მას უსმენენ  ზღვათა გადაღმიდან მოსული უსაქმური ბრბოები რომელთაც არც კი იციან თუ რა არის ნოსტალგია.

 

უღალატო რას ?

ამ მორჩილი მიღება-დათანხმების გაიგივება მსხვერპლის გაღების სულისკვეთებასთან თუ მორალურ სიდიადესთან იქნება კაი დიდი შეცდომა.

სიყვარული  რომელიც ადამიანებს აკავშირებს როგორც სულიერ არსებებთან ისე საგნებთან დღეს იმდენად სუსტი და არამკვრივია რომ ადამიანი ვეღარ გრძნობს არყოფნა-არარსებობას ისე როგორც მას ადრე გრძნობდა.

ესაა ამ ებრაული ისტორიის საშინელი სიტყვა:

შენ,მაშ, მიდიხარ იქ?

რა შორს იქნები-შორს რისგან?

ადგილი რომელიც მათ მიატოვეს უკვე იყო მხოლოდ ჩვევათა ფართო ქსელი და მეტი არაფერი.

 

გაყრის ამ ხანაში ადამიანსაც ეყრები ისევე იოლად როგორც ყრი საგნებს.

ერთი მაცივარი შეიძლება მეორეთი შეცვალო.

შიძლება დაანგრიო სახლიც, თუ კი ის არის უსულო  ელემენტთა უსულო ნაკრები და მეტი არაფერი.

შეიძლება თავიდან მოიშორო ქალიც, რელიგიაც, პარტიაც.

 

ორგულობა-ღალატიც კი შეუძლებელი გახდა.

აბა რისი ორგული და მოღალატე იქნები?

// საყოველთაო ბაზრის,მსოფლიოს  დიდ ბაზრად გადაქცევის ხანაში ადამიანიც და მისი ცალკეული ორგანოებიც  ვაჭრობის და ყიდვა-გაყიდვის, ჩარჩობის ობიექტად გადაიქცა.//

ადამიანის უდაბნო…

 

// ეგზიუპერი გვეუბნება რომ  გორბაჩოვის დემოკრატებზე უფრო სიმპატიურები იყვნენ ძველი ბანდიტებიც კი.//

 

მე ვიხსენებებ ძველ ბრეტანელ მეზღვაურებს. ქალაქზე მიშვებული ეს მეზღვაურები მოძალადეები იყვნენ…მათი მოთოკვა და შეკავება შეეძლოთ მარტო ძლიერ ჟანდარმებს, ძლიერ პრინციპებს ან ძლიერ რწმენას.

მაგრამ ყველა მოთარეშე მეზღვაური პატივს სცემდა ბატების მწყემს ქალს.

 

დღევანდელ ადამიანს წრის შესაბამისად ამშვიდებენ თამაშებით,  ბელოტათი თუ ბრიჯით.

ჩვენ ვართ საოცრად კარგად დასაჭურისებულნი.

 

ინდივიდუალური ფუნქციონერობა

 

ჩვენ ასე ბოლოს და ბოლოს თავისუფლები ვართ.

დაგვაჭრეს ხელ-ფეხი და გვითხრეს ეხლა შეგიძლიათ სიარულიო.

მე მძულს ეს ხანა როდესაც ადამიანი საყოველთაო უნივერსალური ტოტალიტარიზმის გავლენით ხდება ტკბილი, ზრდილობიანი და მშვიდი პირუტყვი.

გვიმტკიცებენ რომ ესაა მორალური პროგრესი!

ვერ ვიტან ტოტალიტაროზმს სადამდეც მივყავართ მარქსიზმს. რომელიც ადამიანს  განსაზღვრავს როგორც მწარმოებელს და მომხმარებელს და მთავარ პრობლემად აცხადებს განაწილებას.

ვერ ვიტან არსით ტოტალიტარულ ნაციზმს.

რურის მუშებს ატარებენ ვან გოგის,სეზანის სურათების და რაღაც ქრომოლიტოგრაფიის წინ  და ეს მუშები ირჩევენ რაღაც ქრომოლიტოგრაფიას.

აი ხალხის სიმართლე!

საკონცენტრაციო ბანაკში ამწყვდევენ კანდიდატებს სეზანს, ვან გოგს, ყველა დიდ ნონ-კონფორმისტს და ქრომოლიტოგრაფიებით კვებავენ დამორჩილებულ პირუტყვს.

 

მაგრამ საით მიდის ამერიკის შეერთებული შტატები და საით მივდივართ ჩვენ ამ უნივერსალურ-საყოველთაო ფუნქციონერობის ხანაში?

ადამიანი რობოტი, ადამიანი ტერმიტი რომელიც ყანყალებს  კონვეიერულ მუშაობას ბედოს

// Bedeau// სისტემიდან კარტის თამაშ ბელოტამდე.

ადამიანი რომელსაც  წართმეული აქვს მთელი შემოქმედებითი ძალა, რომელსაც აღარ შეუძლია ძველი სოფლური  სიმღერების ტოლფასი რამის შექმნა.

ადამიანი რომელსაც კვებავენ  მზა სტანდარტული კულტურით ისე როგორც თივით კვებავენ პირუტყვს.

ესაა დღევანდელი ადამიანი.

სულ სამასიოდე წლის წინ დაკარგული სიყვარულის გამო შეეძლოთ დაეწერათ ლიტერატურული შედევრი ან მთელი ცხოვრებით ჩაკეტილიყვნენ მონასტერში, იმდენად მწველი იყო სიყვარული.

დღესაც იკლავენ თავს, რა თქმა უნდა, მაგრამ მათი ტანჯვა გავს კბილის აუტანელ ტკივილს.

ამას არაფერი აქვს საერთო სიყვარულთან.

ცხადია რომ არის პირველი ეტაპი. მე ვერ ავიტან ფრანგი ბავშვების თაობების გერმანელი მოლოქის სტომაქში ჩაყრის იდეას.

საფრთხე ემუქრება თვითონ არსს.

მაგრამ როდესაც არსი გადარჩება  დადგება ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც არის ჩვენი დროის პრობლემა, რომელიც არის ადამიანის აზრის და მნიშვნელობის პრობლემა რომელზეც არაა პასუხი გაცემული.

ჩემთვის სულერთია მომკლავენ ომში თუ არა.

რა დარჩება იმისგან რაც მიყვარდა? მე ვლაპარაკობ როგორც ადამიანებზე ისე წეს-ჩვეულებებზე, შეუცვლელ ინტონაციებზე, გარკვეულ სულიერ შუქზე, საუზმეზე პროვანსალურ ფერმაში ზეთისხილის ხეების ჩრდილში, მაგრამ აგრეთვე ჰენდელზე.

საგნები არ მაინტერესებს. მთავარია საგნების გარკვეული წყობა.

ცივილიზაცია არის უხილავი სიკეთე რომელიც  ეფუძნება არა საგნებს  არამედ უხილავ კავშირებს რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ საგნებს სწორედ ასე და არა სხვანაირად.

ჩვენ გვექნება მუსიკის სრულყოფილი ინსტრუმენტები რომლებსაც გაავრცელებენ დიდი სერიით, მაგრამ სად იქნება მუსიკოსი?

ჩემთვის სულ ერთია მომკლავენ თუ არა ომში..

მაგრამ თუ კი დავბრუნდები ცოცხალი ამ « აუცილებელი და უმადური სამუშაოს » შესრულების შემდეგ  მაშინ ჩემთვის დარჩება ერთადერთი პრობლება :

რისი თქმა შეგვიძლია ადამინებისთვის, რა უნდა ვუთხრათ მათ? »

 

Antoine de Saint-Exupéry
Lettre au général X, 30 uillet
1944

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s