მითების გულში 1

 

Afficher l'image d'origine

 

ბიბლიოთეკა მითებზე-1

სანამ გორბაჩოვი კოსმოსს გადააქცევდა ქაოსად იყო

ქაოსის კოსმოსად პერესტროიკა

 

იყო  ფრანგი მწერალი,  ძველი საბერძნეთის სპეციალისტი, მრავალი საინტერესო ნაშრომის ავტორი ჟაკ ლაკარიერი // Jacques Lacarrière, 1925-2005//

 

ჩავიხედოთ მის ნაშრომში  « მითოლოგიების გულში ღმერთების კვალდაკვალ » //Au cœur des mythologies En suivant les dieux//

 

ადამიანი დასაბამიდანვე ფიქრობდა იმაზე თუ რამ და რატომ გააჩინა ის ამ უცნაურ, ლამაზ და ხშირად მტრულ მიწაზე და  საით და რატომ მიდის. რატომ გაჩნდა და თუ გაჩნდა  რატომ უნდა გახდეს ავად, რატომ უნდა აიტანოს ამდენი გაჭირვება, უბედურება და რატომ უნდა მოკვდეს.

პირველი პასუხები ამ კითხვებზე არის მითები. დამაფიქრებელი, ღრმა და პოეტური, საინტერესო პასუხებია.

 

მიხაილ გორბაჩოვის პერესტროიკამ მოიტანა ქაოსი რომელშიც ლამაზი ლოზუნგების ღრიალით ტანკებით და კალაშნიკოვებით დაძრწიან  იმანუილ კანტის პრემიის ლაურეატი ედუარდ შევარდნაძის ამხანაგი პროფესორები და ხელოვანები.

ანუ დავბრუნდით ბნელი და გაურკვეველი ძალებით სავსე ქაოსში რომელიც უნდა ვაქციოთ ორგანიზებულ, მშვიდობიან, ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილ სამყაროდ, კოსმოსად. ტიტანური ამოცანაა რომელიც ოდესღაც გადაწყვიტა ღმერთმა. შეძლებს თუ არა ამას უბადრუკი დღევანდელი ადამიანი ?  ვნახოთ, დავაკვირდეთ, ვცადოთ…

აი ასეთ ვითარებას აღწერენ მითებიც. დავაკვირდეთ.

 

ქოსიდან ორგანიზებულ კოსმოსამდე

 

როგორ და რატომაა დედამიწა დედამიწა, რატომაა მაღლა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, რატომაა მზე, მთვარე, ქარები რატომ და როგორ მიიღო ჩვენთვის ნაცნობი ფორმა სამყარომ რომელშიც ვცხოვრობთ მისი მთებით და დაბლობებით, წყაროებით, ზღვებით და ოკეანეებით ?

პირველ რიგში აი ამ კითხვას უნდა გასცენ პასუხი  მითებმა.

სამყარო ეხლა წარმოგვიდგება ორგანიზებულ, გარკვეულ კანონებს დამორჩილებულ რამედ.

მაშ, უნდა გავიგოთ თუ საიდან მოდის ეს წესრიგი  და ჰარმონია რომლებიც  იგრძნობა სამყაროს უმცირეს დეტალებშიც : ყვავილებშიც, ფრინველების ფრენაშიც, თევზების ცურვაშიც, რეგულარული ციკლის შესაბამისად ამომავალი და ჩამავალი ვარსკვლავების ფერხულშიც.

მითები გვეუბნებიან რომ  სამყარო თავიდან სულაც არ იყო მოწესრიგებული და ჰარმონიული.

თავიდან, წინაისტორიაში, უკვე იყო საბჭოთა კომუნისტების ბელადი გორბაჩოვის პერესტროიკის მსგავსი უწესრიგობა და ქაოსი.

სხვა სიტყვებით სამყაროს წესრიგი უწინარეს ყოვლისა  არის შესაქმის, შემოქმედებითი აქტის,  პირველი ღმერთების პირველი სულიერი ძალების ინერციის ძალებთან ბრძოლის, ძალისხმევის შედეგი.

ეს გულისხმობდა სამყაროსთვის  « ფორმის მიცემას“.

წესრიგამდე იყო უწესრიგობა, სინათლემდე იყო წყვდიადი, ორგანიზებულ მატერიამდე იყო ერთგვარი განუსაზღვრელი და უფორმო სუბსტანცია.

თავდაპირველი ღმერთები

შუმერებიც, სემიტებიც, ბერძნებიც, ლათინებიც, ინდოელებიც, გერმანელებიც და სკანდინავებიც ლაპარაკობენ  თავდაპირველ უფსკრულზე, ქაოსზე რომელიც წინ უსწრებდა საკუთრივ სამყაროს გაჩენას.

ამ ქაოსში ყველაფერი იყო სიჩუმე, წყვდიადი, უძრაობა.

დედამიწა და ცა ჯერ არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.  ელემენტები შეადგენდნდგნენ განურჩეველ მაგმას და ღმერთები, თუ კი იმ არსებებს ასე შეიძლება ვუწოდოთ, იყვნენ მძინარე ჩანასახების მსგავსი შესაძლებლობები, პოტენციები.

მაგრამ ერთ დღეს ამ ქაოსიდან ამოიზარდა პირველი არსება, პირველი ღმერთი. როგორ ?

დღევანდელი მეცნიერებაც საუკუნეების მანძილზე დაგროვებული უზარმაზარი ცოდნის მიუხედავად  ვერ იძლევა ბოლომდე დამაჯერებელ პასუხს კითხვაზე თუ როგორ და რანაირად გაჩნდა სიცოცხლე და მითებსაც უჭირთ მსგავს კითხვაზე პასუხის გაცემა.

მაგრამ მითების მიერ შემოთავაზებულ გადაწყვეტებში არის გარკვეული ლოღიკა.

 

 

ღმერთები ყოვლისშემძლე არსებები არიან  და არ არიან შზღუდულ-შებოჭილები ადამიანების მსგავსად, მათ შეუძლიათ სივრცეზე და დროზე ბატონობა და ამიტომ მათ შესძლეს არარაობიდან ამოსვლისთვის აუცილებელი ძალის მონახვა საკუთარ თავში.

სხვათა შორის სხვანაიდარად გადაწყვეტის საშუალება არც ჩანს.

პოსტულატად უნდა მივიღოთ რომ პირველი ღმერთები თუ პირველი ღმერთი  გაჩნდნენ მხოლოდ მათი საკუთარი ღვთაებრივი ბუნების ძალით.

ეს, რა თქმა უნდა, არ მომხდარა ერთ დღეში.

მითები ყვებიან თუ რა სირთულეები შეხვდათ პირველი წუთიდან ახალშობილ ღმერთებს.

გამოღვიძება, განსაკუთრებით როცა ამ გამოღვიძებას გამოვყავართ არარაობიდან, დაძინებაზე უფრო ძნელია.

ყველაფერი ეს გულისხმობს კანონს რომელსაც აღიარებს თანამედროვე მეცნიერებაც, კანონს რომელიც პირველ პრინციპად, მთელი მატერიის თავდაპირველ მდგომარეობად თვლის ინერციას, მდგომარეობას რომლისკენ დაბრუნებასაც მატერია ეცდება უწყვეტად.

ამ გაგებით  ადამიანის ცხოვრება, ზრი და მისი ცივილიზატორული, ცივილიზაციის დამამყარებელი შრომა წარმოდგენილი ა როგორც შთამბეჭდავი, მაგრამ ეფემერული, დროებით-წარმავალი შუალედი ორ ინერციას, ორ არარაობას შორის.  უკან დარჩა პირველი, საწყისი არარაობა, როდესაც ჯერ არაფერი « ინძრეოდა »,წინ კი არის ბოლო, დასარული, როდესაც ყველა მზე ჩაქრება და სამყარო აივსება მკვდარი ვარსკვლავებით.

ამ თვალსაზრისით მითები უცნაურად უერთდებიან მეცნიერთა  ყველაზე გაბედულ ჰიპოთეზებს რომელთა თანახმადაც  საბოლოოდ დაბრუნდება ენტროპია.

მაშ, ვცადოთ სამყაროს საწყისებამდე მისვლა და თავდაპირველი ქაოსის წარმოდგენა.

ქაოსი არაა აუცილებლად არარაობა, აბსოლუტური არარსებობა.

ეს ცნება ნიშნავს ორგანიზებული, სტრუქტურის მქონე რაიმე ფორმის არარსებობას.

მაგრამ  თვითონ ქაოსი შედგება « რაღაცისგან » და ეს « რაღაცა » უცნაურად გავს მარილიანი წყლის  უფსკრულს, უსაზღვრო ოკეანეს იმიტომ რომ ჯერ არაა მოსაზღვრული სანაპიროებით და კონტინენტებით.

ამ ოკეანეში ტივტივებენ ჩაძინებული ჩანასახები  რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს გადაიქცევიან მონსტრებად და ღმერთებად.

ამას გვიყვებიან კოსმოგონიური მითები  რომლებიც აღწერენ და ხსნიან სამყაროს და ცოცხალ არსებათა საწყისს.

ამ უფსკრულს, ამ უსაზღვრო ოკეანეს შუმერები უძახდნენ აპსუს, ეგვიპტელები-ნუნს, ინდოელები-ნარაიანას, ბერძნები ქაოსს,  გერმანელები-ნილჰაიმს და მუსპილჰაიმს.

ამ უფსკრულში ყველაფერს სძინავს განუსაზღვრელი დროიდან იმიტომ რომ თვითონ ქაოსს არა აქვს საწყისი.

ყველაფერს ფარავს წყვდიადი და სიჩუმე.

გარეგნულად უსასრულო ძილი აშეშებს ამ უფსკრულს და მის სიღრმეში არ იგრძნობა არანაირი მოძრაობა.

 

ეს ხილვები სულაც არ ყოფილა თვითნებური.  უსაზღვრო ოკეანეს, უძრავი და ბნელი უფსკრულის წარმოდგენა  სულაც არაა ილუზორული.

ეს ხილვები ეფუძნება სინამდვილის გარკვეულ განცდას, გარემო სამყაროზე ყურადღებით დაკვირვებას.

ამის კარგ მაგალითს იძლევა ძველი ეგვიპტე.

სიცოცხლის და ნაყოფიერების წყარო ნილოსის ადიდებას და კლებას  მიჩვეულმა ძველმა ეგვიპტელებმა  სამყაროს გაჩენის დროის აღწერისას წარმოიდგინეს რომ ის გავდა პეიზაჟს ნილოსის ადიდების დროს.

საწყისი, თავდაპირველი ოკეანე არის უზომო ჭაობი  საიდანაც ამოიზარდა ქვიშის და ტალახის კუნძული.  რომელზეც გაჩნდა სიცოცხლის პირველი ჩანასახი.

ამ ჩანასახმა მიიღო ლოტოსის ან პირველი ღმერთის მიმღები და დამტევი კვერცხის სახე.

ამ პირველ ღმერთს სახელად უწოდეს რე, პტაჰ, თუ ამმონ, შემთხვევათა შესაბამისად.

წყლიდან და მიწა-ტალახიდან გამოსული და მზის ძლიერი შუქის ქვეშ განვითარებული პირველი ღმერთი  არის როგორც დენადი წყლის ისე  სტაბილიზებული ფორმების მყარი მიწის სამყაროების მონაწილე. . ამიტომ  პირველი ღმერთი იღებს ეგვიპტის ჭაობებში მცხოვრებ  წყალხმელეთა არსებების, ამფიბიების სახეს.

ის იყო ქვეწარმავლის მსგავსი მონსტრი რომელშიც მიუხედავად ამისა ჩანდა ღვთაების ატრიბუტები : ადამიანის ნაკვთები, მოაზროვნე ტვინი და სიტყვის შემოქმედებითი ძალა.

ეგვიპტელთა პირველი ღმერთი იყო მოაზროვნე ქვეწარმავალი და არა ლერწამი.

იგივე ხედვა ჩანს  სხვა კოსმოგონიურ მთებშიც.

შუამდინარეთის მკვიდრთა წარმოდგენით საწყისი უფსკრულიდან გაჩენილი პირველი ღმერთი იყო მონსტრი, ურჩხული.

ძველეგვიპტური საწყისი უფსკრული ნუნის შუმერული ექვივალენტი აპსუდან გაჩნდა ღვთაება ტიამატი რომელმაც არსებითი როლი შეასრულა სამყაროს გენეზისში.

საწყისი უფსკრული-ქაოსი აპსუდან გაჩენილი ქალღვთაება ტიამატს შუმერული და შუამდინარეთის სხვა ტექსტები აღწერენ როგორც ჭრელ გველს //vipère//, წითელ დრაკონს,  ბასრი ეშვების და ულმობელი, დაუნდობელი ყბების მქონე ქვეწარმავალს.

ის მაშინვე შეუერთდა, შეერწყა საწყის უფსკრულ-ქაოს აპსუს და ასე გააჩინა მონსტრ-ურჩხულთა ბრბო.  ამ მონსტრებს ერქვათ უცნაური სახელები : მუმმუ, ლახმუ, ლაკხამუ. ეს მონსტრები ალბათ იყვნენ სხვადასხვა ბუნებრივი ელენტის // ცეცხლი და სიცხე, წყალი და ნესტი, სიცივე, გვალვა…//  და მათი მოქმედების სიმბოლოები  

ამ ჯერ კიდევ წარმოქმნის პროცესში მყოფ სამყაროში ეს ფორმები უწესრიგოდ მოქმედებენ და ის რომ   ამ პირველ ღმერთებს ჰქონდათ ურჩხულთა გარეგნობა  უეჭველად გამოხატავს მთელი ახალშობილი სიცოცხლის ჰიბრიდულ ხასიათს.

ასეთია შუმერების და სემიტების პირველი ხილვა : თავის საფუძვლებში შეძრული სამყარო, უწესრიგო სამყარო რომელიც თავიდან აჩენს მხოლოდ მონსტრებს, ურჩხულებს.  ფორმების და ძალების გაურკვევლობის ხატი.

 

შუამდინარეთის მკვიდრებმა ეს ხილვა გამოხატეს და ჩაიწერეს  თხზულება « შესაქმის პოემის » //Poème de Création,  Enouma Elish// სახთ.

ესაა შვიდ თიხის ფირფიტაზე ლურსმული დამწერლობით ჩაწერილი პოემა.

ის ასახავს სამყაროს და ადამიანის შექმნის დიდ ეტაპებს.

მას ბაბილონში ყოველ წელს საზეიმოდ კითხულობდნენ ახალი წლის დღესასწაულების დროს  ვინაიდან ამ სიტყვებს ჰქონდათ ისეთი ძალა რომ ისინი ხელს უწყობდნენ სამყაროს სიცოცხლეს და ბუნებრივი ძალების აღდგენას.

 

ეს პოემაა პირველი მოწმობა სემიტების მითიური აზროვნების შესახებ და ის საოცრად გადმოსცემს სამყაროს საწყის წამებს როდესაც ძლივს მოხაზული ფორმები დამაბნევლად უწესრიგოდ ერეოდნენ ერთმანეთს :

«  როცა ზევით ცებს არ ჰქონდა სახელი,

როდესაც დაბლა მიწას არ ჰქონდა სახელი,~როდესაც თვითონ  საწყისი აპსუ და მის მიერ გაჩენილი ღმერთები , მუმუ, ტიამატი, რომელმაც გააჩინა ისინი ყველა, განურჩევლად ურევდნენ ერთმანეთს მათ წყლებს,

როდესაც ლერწმების ნამსხვრევები არ იყო შეკრებილი,

როდესაც მცენარეები არ ჩანდნენ,

როდესაც არც ერთი ღმერთი არ ყოფილა გაჩენილი,

როდესაც მათ არ ჰქონიათ სახელი და არ განუცდიათ ხვედრი  აი მაშინ გაჩნდნენ ღმერთები აპსუს  და ტიამატის წიაღში ».

 

პირველი ღმერთების რამდენადმე ანარქიული გაჩენა არის  სამყაროს კონვულსიების, კრუნჩხვების// ცნების გეოლოგიური და გინეკოლოგიური მნიშვნელობით// ხატი.

არარაობიდან ძლივს ამოსული პირველყოფილი ღმერთები  დაერივნენ ერთმანეთს და მანამდე დუმილით სავსე სამყაროში  მათ ატეხეს ისეთი აურზაური და ხმაური რომ  მათი მამა აპსუ შეწუხდა.

ამ მაჩხუბარა და ხმაურიანი ღმერთების მამა აპსუმ გაიღვიძა, გადაწყვიტა თავისი შვილების მოსპობა და შეატყობინა თავისი სურვილი ტიამატს.

მაგრამ მონსტრ ტიამატს ჰქონდა დედის გული. მან არ მოინდომა თავისი შვილების გაჟლეტა და სცადა თავის მეუღლესთან დაპირისპირება.

 

მით უმეტეს რომ ერთ-ერთი ღმერთი მუმმუ  სიძულვილს და შურისძიების სურვილს თესავდა თავისი მამის გულში.

მუმმუს უნდოდა თავისი ძმების გაწყვეტა იმ იმედით რომ იმეფებდა მათ მაგივრად.

მაგრამ მისმა ერთ-ერთმა ძმამ, ერთ-ერთმა პირველმა ღვთაება ეამ გაიგო რომ მამამის აპსუს უნდოდა თავისი შვილების დახოცვა ანუ თვითონ მისი მოკვლაც  და მოკლა თავისი მძინარე მამა.

თავისი შვილების დახოცვის მსურველი მამის მოკვლამ შესაძლებელი გახადა სიცოცხლის გაგრძელება.

ამ მამის მკვლელი შვილი, ღვთაება ეა კი შემდეგ გახდა წყლების და სიბრძნის ღმერთი.

სამყაროს ისტორია, მაშ, დაიწყო ჩხუბით, დაპირისპირებებით, აყალმაყალით და საკუთარი უმსგავსი  შვილების გაწყვეტის მსურველი მამის მკვლელობით.

კაცობრიობას უჭირს ამ ამბის დავიწყება.

ბაბილონელებს ჰქონდათ მეფე-ქურუმის რიტუალურად მოკვლის ჩვეულება.

მათი აზრით ეს იყო  სამყაროს გადარჩენისთვის აუცილებელი ხერხი.

თენგიზ სიგუამ ტანკი დაუშინა მის უიარაღო მოყვას გურამ პეტრიაშვილს. მას სწამდა რომ ეს იყო დემოკრატიის დამყარების ხერხი.

ნუუ ჯერ ყველაფერი წინაა, გორბაჩოვ-შევარდნაძის დემოკრატიამ დაგვაბრუნა აპსუ-ტიამატის დროში.

 

დედამიწის მონსტრები

ბერძნებიც გვიყვებიან ანალოგიურ ისტორიას.  უეჭველად უფრო პოეტურ და ჩვენთან უფრო ახლო, მაგრამ ასევე ტრაღიკულ ისტორიას. ბერძენთა ღმერთები უფრო გვანან ადამიანებს.

სამყაროს შექმნის მოთხრობა, ისეთი როგორიც ის არის ძვ.წ. მერვე საუკუნეში ჰესიოდეს მიერ დაწერილ თეოგონიაში არ ყოფილა აღებული სემიტი ხალხებისგან,  მაგრამ იქ არის უცნაური პარალელიზმები წინა მოთხრობასთან.

იქაცაა თავდაპირველი, საწყისი ღმერთები-საწყისი ქაოსიდან თანდათანობით გამოჩნდნენ გეა-დედამიწა, ურანოსი ცა და ეროსი-სიყვარული.

აქაც ღმერთები აჩენენ სხვა ღმერთებს–ტიტანებს  რომლებთანაც არსებობა ამ უფორმო სამყაროში სულაც არ ყოფილა მოსვენება.

აქაც, ამ ღმერთებიდან ბოლოს გაჩენილმა ქრონოსმა სისხლიანი ოპერაცია ჩაუტარა მამას.

http://mythologia.chez.com/textes/cronos.htm

დედამიწა გეასა და ცა ურანოსის კავშირიდან გაჩნდა ქრონოსი-დრო, ურანის ციკლოპების და ჰეკატონშირების ძმა.

ურანოსი ამწყვდევდა თავის შვილებს დედამიწა-გეას წიაღში.

მრავალი ფეხმძიმობისგან დაქანცულ-დაუძლურებულმა გეა-დედამიწამ უბიძგა თავის შვილებს აჯანყებისკენ

ყველამ თქვა უარი მამის წინააღმდეგ აჯანყებაზე. აჯანყებაზე დათანხმდა მარტო პატარა უკანასკნელი შვილი ქრონოსი.

ქრონოსმა მიპარვით დაასაჭურისა მამამისი და გადააგდო მისი ორგანო ზღვაში.

მერე  ქრონოსმა გადააგდო ტახტიდან მამამისი ურანოსი რის შემდეგაც გახდა სამყაროს მეფე.

უკვე გამეფებული ქრონოსი დაქორწინდა თავის და ტიტანიდა რეაზე, რომელიც ასევე იყო დედამიწის ქალღმერთი და მათ გააჩინეს ბერძენთა ღმერთების მესამე თაობა //ოლიმპიელები ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი და ზევსი//…

——————————————

ასე რომ ჰესიოდესთანაც , თუმცა პოეტური ლამაზი ენით შენიღბულად, მაგრამ მაინც გადმოცემულია  სისხლისგან და სიძულვილისგან გამოკვეთილი იგივე ტრაღედია.

 

« მაშ, თავიდან იყო ქაოსი, შემდეგ  გეა დიდი წიაღით, ურყევი მხარდამჭერი ყველა არსებისა, შემდეგ უკვდავთაგან ულამაზესი სიყვარული ამური რომელიც ხიბლავს ღმერთებსაც და ადამიანებსაც, იმორჩილებს და ათვინიერებს გულებს, ამარცხებს ყველაზე ბრძნულ სურვილებს.

ქაოსისგან და ერებისგან გაჩნდა ბნელი ღამე. ღამისგან კი გაჩნდნენ ერებთან მისი სიყვარულების ნაყოფები, ეთერი და დღე.

გეა-დედამიწამ თავის მხრივ გააჩინა ცა-  ურანოსი რომელმაც ის გადაფარა ვარსკვლავებით მოჭედილი თავისი კამარით. ისაა უკვდავთა მარადიული სამყოფი.

გეამ ასევე გააჩინა მაღალი მთები, მათ ბედნიერ ხეობებში დამალული ნიმფების საცხოვრებლები.

სიყვარულის დაუხმარებლად მან შექმნა უნაყოფო წიაღიანი და მღელვარე დინებებიანი ზღვა.

მისგან და ურანოსისგან გაჩნდნენ უძირო ოკეანე, კოლოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტი,თეია, რეა, თემის, მნემოზინა,  და ოქროთი დაგვირგვინებული ფები და საყვარელი თეტის. დაბოლოს ქრონოსი.

ყველაზე საშინელი ეშმაკი ქრონოსი, « რომელმაც გაჩენის დღიდანვე შეიძულა თავისი მამა »

// ჰესიოდე, « თეოგონია »//

ასე ხდება რომ თეოგონიის პირველივე სტრიქონებიდან იკვრება სამყაროს დრამა.

ამ გარეგნულად უმანკო  პირველ ღმერთებს ემატებიან  ნაკლებად მომხიბლავი ქმნილებები, ცა- ურანოსის და დედამიწა-გეას  მიერ გაჩენილი მონსტრები. ისინი გვანან აპსუს და ტიამატის შვილებს.

ჰესიოდე მათ კარგად აღწერს.

ესენი არიან « მოძალადე გულის » მქონე ციკლოპები, რომელთაც შუბლის შუაში აქვთ ერთადერთი თვალი, შემდგეგ 3 ასხელიანი მონსტრი, ჰეკატონშირები.

ასეთი შვილების შემყურე ურანოსი-ცა რა თქმა უნდა ყოყმანობს და შფოთავს.

და ჩანს იგივე სცენარი რაც არის  შუამდინარეთის Enouma Elish-ში.

ურანოსმა-ცამ შეიძულა თავისი შემაძრწუნებელი,საშინელ-თავზარდამცემი შვილები, მაგრამ გეა-დედამიწამ არ მოინდომა მათი გაჟლეტა  და შეაიარაღა თავისი ერთ-ერთი შვილი ქრონოსი « მრუდი აზრებით »  რათა მას მოეკლა თავისი მამა.

სინამდვილეში ქრონოსს არ მოუკლავს თავისი მამა, მან ის თავიდან მოიშორა ბევრად უფრო რადიკალური საშუალებით ვიდრე ესაა შუამდინარეთის მითში. მან თავის მამას წაართვა მამობის უნარი. ესაა ბერძნული მითის ორიგინალობა.

ვუსმინოთ ჰესიოდეს :

უზომო დედამ თავის წიაღში დამალა ქრონოსი  და შეაიარაღა ის ბასრკბილებიანი ნამგლით და ასწავლა მას ხაფანგის დაგება.

როდესაც სიყვარულს მოწყურებული ცა-ურანოსი მოვიდა ღამით დედამიწა-გეასთან ჩასახუტებლად ქრონოსმა-დრომ სამალავიდან გამოყო ბასრკბილებიანი ნამგლით შეიარაღებული თავისი მარცხენა ხელი, დაასაჭურისა მამამისი და მოისროლა მისი ორგანო შორს  უკან.

ეს არ ყოფილა უნაყოფო ქმედება ვინაიდან დედამიწა-გეამ მიიღო დასახიჩრებული ცა-ურანოსიდან მჩქეფარე სისხლი.

და ამ სისხლიდან დედამიწა-გეამ გააჩინა შემაძრწუნებელი ერინიები, კაშკაშა-ელვარე იარაღის მქონე გიგანტები, უსასრულო მიწის მკვიდრები, ნიმფები ».

 

ამ მითებში ყველაფერი ისე ხდება თითქოს პირველი ღმერთების გაჩენის შემდეგ სამყაროს თავისი გზის გაგრძელება შეეძლო მხოლოდ  მამის მოკვლით ან მისი დასხიჩრებით ისე  რომ დედამიწა მოერწყა ციდან მომდინარე სისხლს.

 

შემდეგ გაჩნდნენ სხვა მონსტრებიც.

მანამდე სანამ სამყარო მიიღებდა მის საბოლოო ფორმას დედამიწა-გეამ ცა-ურანოსის გარეშეც  კიდევ გააჩინა კოშმარული არსებები.

 

მათი ფანტასტიკური შესახედაობის მიუხედავად  ეს ქმნილებები არაა შეშლილი და ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი.

მათმა აღმწერმა პოეტებმა დაგვიტოვეს ყველაზე ჭკუისსასწავლებელი და ყველაზე რაციონალისტური ტექსტები რაც გვაფიქრებინებს რომ მონსტრების აღწერა არ ყოფილა მათთვის უბრალოდ პოეტური გართობა-დროისტარება.

მათ მიერ აღწერილი მონსტრების  შემზარაობას განაპირობებს ის რომ ისინი არიან ჰიბრიდული არსებები, შედგებიან სხვადასხვა ცხოველების ელემენტებისგან.

ქიმერა, მაგალითად, ერთდროულად არის ლომიც, თხაც, და გველიც. ტიფეი სისინებს როგორც გველი და ბღავის როგორც ხარი.

ამ მონსტრების სტრუქტურა თითქმის ყოველთვის რეპტილიურია მაგრამ მას ემატება სხვა ცხოველებიდან, მეტიც, ადამიანისგან აღებული ელემენტები.

ამით ძველი ბერძნები სიმბოლური ხატებით გვეუბნებიან რომ სამყარო საწყის ხანაში ჯერ არ შეესაბამებოდა ადამიანურ  მასშტაბს.

შემზარავი ჰიბრიდული მონსტრი ურჩხულები ასახავენ საწყისი ხანის არეულობას.

ჰომეროსის და ჰესიოდეს მიერ ამ მონსტრების აღმწერი ტექსტების კითხვისას არ შეიძლება არ გაგვახსენენდეს უძველეს ხანაში დედამიწაზე ნამდვილად მცხოვრები დინოზავრები, სტეგოზავრები, რქიანი ქვეწარმავლები, ნიანგის ხახა-პირის და დელფინის სხეულის  მქონე თევზი იხტიოზავრი, და ა.შ.

უძველეს ხანაში მართლაც მცხოვრები ასეთი ჰიბრიდული  ურჩხულების შემადგენელი ელემენტები გადაიცქა ცალკეულ, სხვადასხვა სახეობათა ელემენტებად.

ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის ბერძენს სულაც არ გაუკვირდებოდა თანამედროვე პალეონტოლოგიის აღმოჩენები. ეს უკვირს თანამედროვე ფრანგს.

 

ნისლების გიგანტები

სამყაროს საწყის ხანას სხვანაირად აღწერენ გერმანელი და ჩრდილოეთის ხალხების მითები.

გერმანელების მიერ წარმოდგენილი მონსტრები სულაც არ არიან ისეთი შემზარავები როგორებიც არიან ბერძნების მიერ წარმოდგენილი მონსტრები.

გერმანელთა და ჩრდილოეთის ხალხთა მონსტრი-ურჩხულები როგორც წესი არიან მთლიანად ადამიანური სახის გიგანტები, ბუმბერაზები, გიგანტური, საშინელი,  მაგრამ ჩრდილოეთისთვის ჩვეულებრივი ცხოველების მსგავსი არსებები // გიგანტური მგელი, გიგანტური დათვი, გიგანტური არწივი//.

გერმანელებისთვის მონსტრი არის უბრალოდ კოლოსი, ბუმბერაზი, რომლის გვერდითაც თავს გრძნობ ჯუჯად.

ასე რომ ედას სახელით ცნობილ გერმანულ და სკანდინავურ პოეტურ მოთხრობებში, მითებში ვხედავთ უფრო ნაცნობ სამყაროს ვიდრე ესაა ბერძნულ მითებში.

დროთა გარიჟრაჟზე გაჩენილი პირველი ღმერთები გერმანელებისთვის იყვნენ ადამიანური ქმნილებები რომლებსაც ჰქონდათ ადამიანური ვნებები, ადამიანური ღირსებები და ნაკლები.

ბერძნული და შუამდინარული მითების მოქმედება იშლება ცხელ, ქვიშიან, მცხუნვარე მზით განათებულ პეიზაჟებში.

გერმანული მითებში ჩანს  ყინულისუცნაური ფორმები, კოკისპირული წვიმა, ქარიშხალი,

უძველესი გერმანული და ჩრდილოური მითების თანახმად  საწყის ხანაში იყო ბნელი, გაყინული, უზომო უფსკრული და მასში იყო ნისლებისგან, წყვდიადისგან და ყინულისგან შემდგარი მეორე უფსკრული Niflheim, მეორე მხარეს იყო  ცეცხლისგან და სიცხისგან შექმნილი კიდევ სხვა უფსკრული  Muspilheim. პირველის შუაგულში მოსჩქეფდა უზომო ქარბუქის მსგავსი მდუღარე წყარო რომელიც კვებავდა 36 მდინარეს.

ცხელი უფსკრული Muspilheim-ის ნაპერწკლები ყინულებთან კონტაქტში ქმნიდნენ  ნელთბილ ქაფს რომლიდანაც თანდათანობით ამოიზარდა პირველი ღმერთი Bur,რომელსაც ასევე უძახდნენ წინაპარს.

შემდეგ Bur-იდან გაჩნდნენ ოდინი, ვილი და ვე.

გერმანელების აზრით ასე გაჩნდნენ პირველი ღმერთები  უფსკრულის სიღრმეში უსასრულოდ მბრუნავი და მქუხარე ყინულის და ცეცხლის ქარბუქის წიაღში.

ნათელმხილველი Voluspa-ში ამბობს ამას :

« მე მახსენდება დროთა გარიჟრაჟზე გაჩენილი გიგანტები, ისინი ვინც ოდესღაც გამაჩინეს მე.

მე ვიცი 9 სამყარო, სამყაროს ხით დაფარული 9 არე.

ბრძნულად აგებული ეს ხე ეშვება დედამიწის წიაღში.

იმირი ცხოვრობდა დროთა დასაწყისში.

მაშინ არ იყო არც ქვიშა, არც ზღვა, არც გამაგრილებელი ტალღები.

არ ჩანდა არც მიწა და არც ცის კამარა.

იყო გაშლილი უფსკრული მცენარეთა გარეშე. »

//ედას გმირული პოემები//.

 

 

ეს ხილვა მოგვიანებით  გამეორებული იქნა Snorri Sturluson-ის    Edda- ში :

« Niflheim-ის უფსკრული შეიქმნა მიწაზე ბევრად ადრე.  მასში იყო ჭა Hvergelmer.

Niflheim-ის  შექმნამდე  სამხრეთში იყო სამყარო რომელსაც ერქვა   Muspilheim.

ეს  კაშკაშა ნათელი სამყარო იმდენად ცხელი იყო რომ ვერავინ რჩებოდა იქ.

Hvergelmer-იდან მჩქეფარე მდინარეები მოშორდნენ თავის წყაროს, მათი წყალი მოიწამლა და გახმა, გაიყინა.  ეს ყინული გაჩერდა, გამაგრდა და მდინარეთა შხამიდან წარმოქმნილი ქარბუქები გავრცელდნენ ყინულზე. ისინი გადაიქცნენ თრთვილად, ჭირხლად და თრთვილის ფენები დაგროვდა უფსკრულში.

ამ უფსკრულის ჩრდილოეთი მხარე დაიფარა ყინულის და თრთვილის უზომო გროვით.  იქ მეფობდა ქარიშხალი. მაგრამ უფსკრულის სამხრეთი მხარე დაადნეს Muspilheim-იდან ამოფრქვეულმა ცხელმა ნაპერწკლებმა.

Niflheim-ის მიერ დანთხეული გაყინული ჰაერი  მის არემარეს საშინელ რამედ აქცევდა, Muspilheim-ის მიერ ამოფრქვეული ჰაერი კი ნათელი და ცხელი იყო.

უფსკრული გახდა ყველაზე წმინდა ჰაერივით მსუბუქი.

სიცხე მისწვდა ყინულებს, დაადნო ისინი. ყინულები გადაიქცნენ წყლის წვეთებად.

სიცხის გამგზავნის ძალამ მათ მისცა სიცოცხლე  და ასე გაჩნდა ადამიანური ფორმა რომელსაც დაარქვეს Yimir. ».

ეს იმირი იყო გიგანტ-ბუმბერაზების დიდი მოდგმის წინაპარი.  ჩრდილოეთის მითოლოგიაში ეს გიგანტ-ბუმბერაზები იყვნენ დედამიწის პირველი მკვიდრები. ისინი უპირატესად ცხოვრობდნენ ყინულებში და მთებში და ნამდვილად დაიპყრობდნენ მთელ დედამიწას  ღმერთებს რომ არ შეერეკათ ისინი ცისგან და მიწისგან მოშორებულ  ადგილში რომელსაც ჰქვია Jotulheim.

თითქმის ყველა ამ გიგანტ-ბუმბერაზს ჰქონდა ადამიანის სახე, თუმცა იყო ზოგი გამონაკლისიც, მაგალითად 900-თავიანი გიგანტ-ბუმბერაზი  Munir.

ადამიანთა ბუმბერაზი ძმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩრდილოურ მითოლოგიაში.

ბერძნული მონსტრების საწინააღმდეგოდ ისინი მთლიანად არ გაქრებიან დედამიწის პირიდან.

სამყაროს მიუღწეველ-მიუწვდომელ კუთხეში შერეკილები, ისინი ელიან ღმერთების დაცემას რათა დაბრუნდნენ ადამიანებს შორის რათა მოსპონ დღევანდელი კაცობრიობა, ან, ვინ იცის, შეუერთდნენ მას რათა დაიწყონ  ახალი ხანა ჩვენი სამყაროსთვის.

 

// გაგრძელება იქნება//.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s