კარგი მამა იყო დიდი ციცერონი 1

Afficher l'image d'origine

TRAITE DES DEVOIRS. ტრაქტატი მოვალეობებზე – DE OFFICIIS

კარგი მამა იყო ციცერონი-1

 Afficher l'image d'origine

დიდი ევროპელი ციცერონი და მისი პოლიტიკურ-ფილოსოფიური ანდერძი

 

 

https://fr.vikidia.org/wiki/Cic%C3%A9ron

დიდი ევროპელი ციცერონი

Vikidia, ენციკლოპედია 8-13 წლის ფრანგი ბავშვებისთვის

ციცერონი (Marcus Tullius Cicero), დაიბადა ძვ.წ. 106 წლის 3 იანვარს Arpinum-ში, იტალიაში.

ის იყო რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი, ფილოსოფოსი და ადვოკატი.

ის ძვ.წ. 43 წლის 7 დეკემბერს მოკლეს Formia-ში.

ის იყო რაინდის პროტოტიპი  მხედრის, ცხენოსნის, რანგში დაწინაურებული პლებეური ოჯახიდან.

ციცერონი იყო homo novus ანუ ახალი კაცი, ის ვის წინაპრებს შორისაც  არავინ ყოფილა მაღალი რანგის დიდმოხელე// კონსული, ქვესტორი, და ა.შ.//.

 

აღზევება

 

ციცერონმა  საბერძნეთში ისწავლა სამართალი, ფილოსოფია, მეცნიერებები, რიტორიკა.

ძვ.წ. 75 წელს ის იყო ქვესტორი სიცილიაში.

// ძველ რომში ქვესტორი იყო მოხელე რომელსაც ევალებოდა ფინანსების, სახელმწიფო ხარჯების და შემოსავლების გაკონტროლება.  ქვესტორები იყვნენ სახელმწიფო ხაზინის მცველები. ისინი კონსულებთან და სხვა დიდმოხელეებთან ერთად აკონტროლებდნენ ჯარის  და პროვინციების ფინანსებს.

შემდეგ ქვესტორი იქცა საპატიო თანამდებობად. ქვესტორი ბოლოს იჯდა რომში.

ციცერონი ძვ.წ. 63 წელს გახდა კონსული.

 

 

// კონსულის ფუნქცია რომში გაჩნდა ძვ.წ. V ს.-ში, რომის რესპუბლიკის საწყის ხანაში.  კონსულს თავისი თანამემამულეები უნდა დაეცვა უცხოეთში. მას თავისი მთავრობისთვის უნდა მიეწოდებინა პოლიტიკური და კომერციული ცნობები//.

ციცერონი ცნობილი გახდა  ვერრესის წინააღმდეგ გამართული სასამართლოს შედეგად. მან დაწერა სიტყვა რომელიც წარმოთქვა სასამართლოს დროს. ციცერონმა მოიგო პროცესი.

ციცერონის კონსულობა დაიწყო ძვ.წ. 63 წელს.

ციცერონი დაუპირისპირდა კატილინას რომელსაც უნდოდა  ხელისუფლების ხელში ჩაგდება ძალით.

კატილინამ ბიძგი მისცა სახელმწიფო გადატრიალებას.

ციცერონმა გახსნა, ჩაშალა  შეთქმულება და სიკვდილით დაასჯევინა მისი თანამზრახველები.

ციცერონმა შემდეგ დაწერა სიტყვები რომლებიც წარმოთქვა პროცესის, სასამართლოს დროს.

მთავრობის ჯარმა დაამარცხა კატილინას ჯარი ეტრურიაში და კატილინა იქ დაიღუპა.

ციცერონს ბრალად დასდეს რომ მან მოაკვლევინა კატილინას თანამზრახველები მათი გასამართლების გარეშე და  ის იძულებული იყო ძვ.წ. 58 წელს წასულიყო ემიგრაციაში თესალიაში. ციცერონის  სახლიც დაანგრიეს.

ციცერონმა ამიტომ ვერ შეუშალა ხელი  გენერლებს შორის სამოქალაქო ომებს //კრასუსი, პომპეუსი, კეისარი…//.

დაბრუნება ლტოლვილობიდან

ძვ.წ. 57  წელს ციცერონს დაუძახეს. მისი დაბრუნება ტრიუმფალური იყო.

 

სახელმწიფომ აუნაზღაურა მას მიყენებული ზარალი.  ციცერონის სახლიც აადგინა სახელმწიფომ.

სამოქალაქო ომის დროს, როდესაც ერთმანეთს დაეტაკნენ იულიუს კეისარი და პომპეუსი,  ციცერონმა ნამდვილი რწმენის გარეშე მხარი დაუჭირა  პომპეუსს.

ციცერონის სიკვდილი

ძვ.წ. 44 წელს იულიუს კეისარის სიკვდილის შმდეგ  ციცერონი ფიქრობდა რომ მას ისევ შეეძლო რაღაც  როლის შესრულება რომის პოლიტიკაში.

მიუხედავად ამისა მარკუს-ანტონიუსმა,ლეპიდუსმა და ოქტავიუს ავგუსტუსმა  შექმნეს მეორე ტრიუმვირატი და გზა გადაუკეტეს ციცერონს.

ციცერონმა დაწერა ფილიპიკები ანტონიუსის წინააღმდეგ.

ამიტომ ის მოკლეს ძვ.წ. 43 წელს.

 

 

მჭერმეტყველი ციცერონი

ციცერონი იყო თავისი ხანის საუკეთესო ორატორი.

მან  დაიპყრო მჭერმეტყველების მწვერვალები.

 

 

http://www.fayard.fr/traite-des-devoirs-9782755505900

 

რა უნდა ვაკეთო?

 

ადამიანს ხშირად  უხდება არჩევანის გაკეთება ერთის მხრივ პატიოსნებასა და თავისი მოვალეობის შესრულებასა და მეორეს მხრივ უბრალოდ სასარგებლოს შორის, არა და სასარგებლო არაა აუცილებლად საკადრისი რამ,

როგორი უნდა იყოს პრაქტიკული სიბრძნე?

 

 

ძვ.წ. 44 წელს, კეისარის სიკვდილის შემდეგ, ციცერონმა// 106-43// დაწერა  მოვალეობათა ტრაქტატი // ფრანგულად Traité des devoirs, De Officiis//.

ეს იყო მისი შვილი Marcus-სთვის განკუთვნილი ფილოსოფიური და პოლიტიკური ანდერძი

მარკუსი მაშინ ათენში სწავლობდა ბერძნულ ფილოსოფიას.

 

ციცერონმა პანეტიუს როდოსელის შემდეგ სცადა სტოიციზმის შერიგება პლატონის ფილოსოფიასთან.

მან აჩვენა რომ ნამდვილად სასარგებლოა მარტო პატიოსნება. კარგად კეთება ამავე დროს მუდამ არის სიკეთის კეთება !

 

ციცერონმა ტრაქტატი De officiis  ძვ.წ. 44 წელს დაწერა მისი შვილისთვის .

ის აგრძელებს სტოიკოსი ფილოსოფოსი Panétius-ს  გზას. პანეტიუსი იაზრებდა

«მოვალეობის  » (kathêkon/officium) ანუ შესაბამისი, საკადრისი ქცევის საკითხს.

ლაპარაკია მორალური ქცევის ფორმების  განსაზღვრაზე.

სრულყოფილია მხოლოდ ბრძენის ქცევა, მაგრამ ფილოსოფოსის, სიბრძნის მოყვარულის ქცევაც შეიძლება იყოს ღირსეული და საკადრისი.

 

ციცერონი  თავის შვილს ეუბნება რომ მთავარია პატიოსნება და რაც არ უნდა მოგვეჩვენოს უპატიოსნო არაა სასარგებლო.

 

 

 

 

 

 

ტრაქტატი მოვალეობებზე//  შემოკლებით//.

 

 

 

http://www.roma-quadrata.com/cicerondevoirs.html

 

წიგნი 1

 

 

 

  1. Cratippe-ს მოწაფევ ერთი წელია, ათენში მცხოვრებო ჩემო ძვირფასო ვაჟიშვილო, ესოდენ სახელგანთქმული ქალაქის ესოდენ სახელგანთქმული მოძღვრის გავლენით თქვენ უხვი მოსავალი აიღეთ მორალური ფილოსოფიის შესწავლისას.  თქვენ მიიღეთ როგორც მეცნიერების განძი ისე გამოჩენილი მაგალითები.,..

თქვენ კარგად უნდა იცოდეთ ბერძნულიც და ლათინურიც. ეს კარგი იქნება თქვენი თანამოქალაქეებისთვის….

 

  1. მე გადავწყვიტე თქვენთვის დამეწერა რაღაც თხზულება. სხვებს დავწერ შემდეგაც.

მე ვარჩიე დაწყება თქვენი ასაკისთვის უფრო შესაფერისი სიუჟეტით რაც ასევე უფრო მნიშვნელოვანია თქვენი მამისთვის.

ფილოსოფოსების მიერ ყურადღებით და ვრცლად  გამოკვლეულ საკითხებს შორის  ყველაზე ვრცელი და მნიშვნელოვანი ალბათ არის წესები ჩვენი მოვალეობების თაობაზე.

სახელმწიფო, საზოგადო თუ კერძო, საშინაო თუ სამოქალაქო საქმეები, კერძო, პირადი აქტები თუ სოციალური

მორიგება-შთანხმებები, ყველაფერი ცხოვრებაში ეფუძნება მოვალეობას,ვალდებულებას,.

პატივი და ღირსებაა მოვალეობის ერთგულება.  საკუთარი მოვალეობებისადმი უყურადღებობა, მათი არაფრად ჩაგდება უღირსობაა და სიმდაბლე, სამარცხვინო საქციელია…

ყველა და ყველანაირ მოვალეობას ამახინჯებს და აბუჩად იგდებს ის ვინც სუვერენულ, ნამდვილ სიკეთეს გამოყოფს ღირსებისგან, უმანკოება-უნაკლობისგან.

ყველანაირ და ყველა მოვალეობას ამახინჯებს ის ის ვისთვისაც სუვერენული, ნამდვილი სიკეთე არის სასარგებლო, სარგებლობა და არა პატიოსნება, წესიერება.

ასეთი ვერ იქნება ვერც კარგი მეგობარი, ვერც სამართლიანი, ვერც გულუხვი.

 

განა კარგი მეგობარი, სამართლიანი, გულუხვი, ზომიერ-თავშეკავებული იქნება ის ვისთვისაც უდიდესი ბოროტებაა ტკივილი და უდიდესი სიკეთეა  ავხორცობა?

 

მორალის  ფიქსირებული და უცვლელი წესების ბუნებაზე დასაფუძნებლად უნდა დავეთანხმოთ იმას რომ პატიოსნებაა ერთადერთი ან მთავარი სიკეთე რომელიც იმსახურებს თავისთავად მისთვის ძიებას….

 

ამ ტრაქტატში ჩვენ უპირატესად გავყვებით სტოიკოსებს: ჩვენ არ ვიქნებით მათი ექო, მაგრამ ჩვენ ჩვენის აზრით მისაღები ზომიერებით დავეწაფებით მათ წყაროებს და თავისუფლად გამოვიყენებთ შეგრძნების ჩვენებურ მანერას.

მოვალეობაზე ლაპარაკი  დავიწყოთ იმის განსაზღვრებით თუ რა არის მოვალეობა.

მიკვირს რომ ეს არ გააკეთა პანეტიუსმა.

ყველა მეთოდური დემონსტრაციისას უნდა დავიწყოთ განსაზღვრებით…

 

 

 

  • ყოველ ძიებას მოვალეობის თაობაზე აქვს ორმაგი მიზანი :

ერთის მხრივ ის არკვევს სიკეთის ბუნებას; მეორეს მხრივ ის ადგენს პრინციპებს რომლებითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში.

განა სრულყოფილია ყველა მოვალეობა? ხომ არაა ზოგი მოვალეობა სხვა მოვალეობაზე უფრო დიდი?… არის სხვა მსგავსი კითხვებიც.

არის სრულყოფილი მოვალეობები, რასაც ჩემის აზრით ვუწოდებთ სამართლიანობას და არის საშუალო, ინსტრუმენტალური მოვალეობები

// devoirs moyens//.

სრულყოფილი მოვალეობაა სამართლიანობა, საშუალო მოვალეობა კი არის ის რომელსაც შეიძლება ჰქონდეს დასაშვები, დამაჯერებელი მიზეზი და მიზანი.

პანეტიუსი გვეუბნება რომ  გადაწყვეტილების მიღებამდეგ გამოკვლეული უნდა იყოს 3 რამე.

ღირსეულია თუ არა, უღირსი ხომ არაა განსახილავი ობიექტი?

ამ დროს ადამიანი ხშირად ყოყმანობს.

შემდეგ  უნდა გავარკვიოთ  მოგვიტანს   თუ არა მოქმედება სიმდიდრეს, რამე უპირატესობას, გაგვაძლიერებს თუ არა ის, გააძლიერებს თუ არა ის ჩვენს უნარებს და შესაძლებლობებს, სასარგებლო იქნება თუ არა ის ჩვენთვის და ჩვენიანებისთვის, მოგვიტანს თუ არა სიამოვნებებს.

მეორე კვლევა ტრიალებს სასარგებლოს ირგვლივ.

კიდევ გასარკვებია თუ რამდენად პატიოსანია შესაძლებელი მოგება.

ადამიანს  ხშირად უხდება ხოლმე არჩევანის გაკეთება   უღირს, უპატიოსნო მოგება უპირატესობას, ინტერესს  და ღირსეულ, პატიოსან უანგარობას შორის.

მტკივნეული, ძნელი არჩევანია…

 

 

 

  1. საკუთარი სიცოცხლის, სხეყლის დაცვა, თავის არიდება ყველაფრისთვის რაც საშიშად ჩანს, შოვნა ყველაფრისა რაც აუცილებელია ცხოვრებისთვის, საკვებისა, საფარველისა და მსგავსი რამეებისა  ესაა ყველა პირუტყვის ინსტინქტური სურვილი.

პირუტყვსაც უნდა შვილების გაჩენა და თავის პატარებზე ზრუნვა.

მაგრამ ადამიანი საოცრად განსხვავდება გრძნობების მთლიანად მორჩილი მხეცისგან.

მხეცს უნდა მარტო ის რაც მის წინაა, ის დაბმულია აწმყოზე. მას სულ არ აინტერესებს წარსული და არ ადარდებს მომავალი.

გონებით დაჯილდოებული ადამიანი კი ხედავს მიზეზებს, შედეგებს, პროგრესს იმისა რაც არის, ხედავს მომავლის მომასწავებელ ნიშნებს, ადარებს ნანახს ერთმანეთთან. მომავალს აკავშირებს აწმყოსთან.

დიდი ძალისხმევის გარეშე მიმოიხილავს ცხოვრების მთელ დინებას და ამზადებს ყველაფერს რაც საჭიროა ამ მოგზაურობისთვის.

 

გონების გავლენის წყალობით ბუნება ადამიანებს აახლოებს ერთმანეთთან. ადამიანებიც  საუბრობენ ერთმანეთთან და ახერხებენ თანაარსებობას.

// საქართველოს დედაქალაქი თბილისის მნგრეველი ტანკისტი  პროფესორი თენგიზ სიგუას ნაირები მაინც ჯერ-ჯერობით  საბედნიეროდ უფრო გამონაკლისია ვიდრე წესი//.

ბუნება გონების მეშვეობით შთააგონებს ადამიანებს  მათი შვილების სიყვარულის გრძნობას და უბიძგებს მათ საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ და საზოგადოების შენარჩუნებისკენ.

 

გონება ადამიანს ეუბნება რომ მან სიცოცხლისთვის აუცილებელი საშუალებები უნდა ეძებოს როგორც მისთვის ისე მეუღლისთვის და მისი შვილებისთვის, იმათთვის ვინც  მას  უყვარს და ვინც მან უნდა დაიცვას.

 

ამდენი საზრუნავი  აფხიზლებს და ააქტიურებს ადამიანს.

 

მაგრამ ადამიანს მხეცისგან განასხვავებს  ჭეშმარიტის და ჭეშმარიტების  ძიება…

ამიტომ ჩვენ გვინდა ნახვა, ცოდნა, მეტი სწავლა-განათლება.

და ჩვენ გვწამს რომ ბედნიერება შეუძლებელია ბუნების საიდუმლოთა და საოცრებათა ცოდნის გარეშე.

 

აქედან გამომდინარეობს რომ ადამიანის ატრიბუტებთან  მჭიდრო ნათესაობა აქვს ყველაფერ მართალს, უბრალოს, წმინდას.

 

ჭეშმარიტების ამ წყურვილს ემატება დამოუკიდებლობის გარკვეული სიყვარული.

ეს ნიშნავს იმას რომ კეთილშობილი გული უჯერებს და იღებს  მარტო მოძღვრის რჩევებს და გაკვეთილებს, ემორჩილება მარტო სამართლიან და ლეგიტიმურ ხელისუფლებას რომელიც ზრუნავს ყველას სარგებლობისთვის….

თავისი ბუნების და გონების უმაღლესი ძალის წყალლობით ა ცოცხალ არსებებს შორის მარტო ადამიანს აქვს წესრიგის, წესიერებისა და მართებულობა-ზრდილობის, ზომიერების გრძნობა. ეს თვისებები უნდა დავინახოთ ადამიანის მოქმედებებში და სიტყვებში. 

გონიერი ადამიანი აფასებს სილამაზეს, გრაციოზულობა-დახვეწილობას, პროპორციათა სიზუსტეს.

ბუნება და გონება გვკარნახობს რომ ლამაზი, წესიერი, მოწესრიგებული, მტკიცე უნდა იყოს ჩვენი ჩანაფიქრებიც და ჩვენი ქცევაც.

ესაა გაკვეთილი უხამსობა-უწესობის, სულმდაბლობის, უწესრიგო აზრების და ქმედებების წინააღმდეგ.

ყველა ამ ელემენტისგან შედგება, ყველაფერი აქედან მომდინარეობს მორალური სილამაზე, ჩვენი მიზანი.

მას არა სჭირდება ყველას წინაშე გამოჭენება.

მორალური სილამაზე თავისთავადაა კარგი და ყველანაირად საქები, მაშინაც როცა არავინ აქებს მას.

 

  1. თქვენ ხედავთ, ჩემო ვაჟიშვილო, პატიოსნება არის ჭეშმარიტების დანახვაში, მასში შეღწევაში, სოციალური წესების დაცვაში, ყოველი ადამიანის უფლებების პატივისცემაში,  აღებული, ნაკისრებული პასუხისმგებლობის პატივისცემაში და შესრულებაში. , ამაყი და დაუმარცხებელი სულის ამაღლებაში და სიმტკიცეში.

დიდი მნიშვნელობა აქვს ზომიერებას მოქმედებებში და სიტყვებში, სიფხიზლეს და თავშეკავებულობას.

 

სიბრძნიდან, თავშეკავებულობიდან მომდინარეობს ჭეშმარიტების ძიება და აღმოჩენა. ესაა ამ ღირსების საგანგებო ფუნქცია.

ყველაზე  ფრთხილი და ყველაზე ბრძენი ისაა ვინც ყველაზე ღრმად და სწრაფად ხედავს  რეალობას.

სხვა სამ ღირსებას ექვემდებარება ჩვენი საჭიროებები, ცხოვრების პრაქტიკაში აუცილებელი  რამეების შეძენა და შენარჩუნება.

 აუცილებელია ერთიანობა, თანხმობა ადამიანებს შორის…

წესრიგი, სიმტკიცე, ზომიერება მოითხოვენ  ქმედებებს ვინაიდან ცხოვრებისეულ საქმეებში რათა ხედავდე პატიოსნებას და მართებულობა ზრდილობას აუცილებელია ზომიერება და წესიერება, რეგულარობა.

 

 

VI...ჩვენის აზრით კარგია ცოდნა, მეცნიერება, ჩვენ გვრცხვენია შეცდომის დაშვებისა, უმეცრებისა, ბრიყვულად ადვილად ნდობისა.

ესაა ბუნებრივი, კეთილშობილი ცოდნისმოყვარეობა.

არ უნდა მოვტყუვდეთ, არ უნდა ავურიოთ ბნელი ნათელში, ამისთვისაა ცოდნა საჭირო.

 

ვისაც არ უნდა შცდომების დაშვება არ დაინანებს დროს და ენერგიას  სამყაროს საკვლევად.

 

მაგრამ არის  მეტისმეტი გატაცება ბნელი, ძნელი და უნაყოფო კვლევით და ცოდნით. ამასაც უნდა ვერიდოთ.

საქებია ნამდვილად კეთილშობილი და სასარგებლო ცოდნა.

ასე გაითქვეს სახელი ასტრონომიის ცოდნით C. Sulpicius-მა და სექსტუსმა.

 

 

Pompée, გეომეტრი, იყო ჩვენი \თანამედროვე.

სხვა რომაელებმა სახელი გაითქვეს დიალექტიკაში, მეტმა სამოქალაქო სამართალში: მეცნიერებებში რომელთა მიზანიცაა ჭეშმარიტების ძიება.

მაგრამ ამ კვლევებმა არ უნდა დაგვავიწყოს ჩვენი საქმე.

ჩვენ უნდა ავამოქმედოთ ცოდნა, ამაშია მისი მნიშვნელობა.  მოქმედებას აქტიურობას კი აქვს დასვენების ინტერვალები რაც იძლევა კვლევასთან დ, სწავლასთან დაბრუნების საშუალებას.

კარგია აქტიურობის და მედიტაცია-ჭვრეტა-დაფიქრების მონაცვლეობა.

 

 

 

VII

 

 დიდად მნიშვნელოვანია ადამიანთა საზოგადოების შენარჩუნება, ჩვენი საერთო ინტერესების  ჰარმონიზაცია, ჰარმონიაში მოყვანა  // ტანკით თბილისის დანგრევა ამის საწინააღმდეგო რამეა//.

სამართალი, სამართლიანობა არის ადამიანის ღირსება და დიდება.

მას  თან ახლავს  სამართალის მეგობარი ქველმოქმედება რომელსაც ასევე უწოდებენ გულკეთილობას და გულუხვობას.

სამართალის პირველი წესი ესაა :

« არ უქნა ბოროტება, არ უბოროტო არავის, მხოლოდ მოიგერიე აგრესია, აგრესორი»

// « Ne fais de mal à personne, si ce n’est pour repousser une attaque;»//.

მეორე წესია  :

« ყველასთან ერთად გამოიყენე ის რაც ეკუთვნის ყველას, შენთვის გამოიყენე მხოლოდ ის რაც არის შენი» //«Use avec tous de ce qui est à tous, n’use en propre que de ce qui est à toi. »

 

ბუნებაში  სულ არაა საკუთრება.

ყოველი ექსკლუზიური საკუთრების  წყაროა ძველი ოკუპაცია, მაგალითად კოლონიები, რომლებიც თავიდან მოვიდნენ უბატონო და უპატრონო მიწებზე დასასახლებლად;

ან გამარჯვება, რომელიც ქმნის დამპყრობელთა უფლებას // ou dans la victoire, qui fait le droit des conquérants//;

ან კანონში, პაქტში, კონტრაქტში, ბედის, ხვედრის ხმაში.

აი რატომ ამბობენ რომ არპინიუმის ტერიტორია ეკუთვნის არპინიელებს და ტუსკულუნუმის ტერიტორია ეკუთვნის ტუსკულუნუმელებს. ;

 აქედანაა აგრეთვე საზღვრები რომლებიც მოხაზავენ კერძო, პირად საკუთრებებს და მამულებს.

ის ვინც ასე გახდა   უნივერსალური, საყოველთაო მემკვიდრეობის ნაწილის მესაკუთრე-მფლობელი უნდა იცავდეს თავის საკუთარ წილს;

სხვისი წილის მითვისება-უზურპაცია არის სოციალური კონტრაქტის, სოციალური შეთანხმების დარღვევა.

მაგრამ  პლატონი დიდებულად ამბობს რომ სიცოცხლე ჩვენ არ მოგვეცა  მარტო ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს სამშობლოს და მეგობრების ვალი რომელიც გასასტუმრებელია…

სტოიკოსების თანახმად კი  ადამიანი დაიბადა ადამიანისთვის რათა ყველა სასარგებლო იყოს ყველასთვის.

ვიყოლიოთ აქ მეგზურად ბუნება.

ჩვენი უპირატესობები გავუზიაროთ ერთმანეთს ერთმანეთისთვის სამსახურის გაწევით, ქველმოქმედებით, სიკეთის ქმნით.

 

ჩვენი ნიჭი და უნარი, გამოვიყენოთ, ვიშრომოთ ყოველგვარი სამართალის და კეთილგონიერების საფუძვლის, სოციალური კავშირების  შესამჭიდროვებლად და განსამტკიცებლად.:

ესაა სიტყვის პატიოსნება და მიცემული სიტყვისადმი, ნაკისრები ვალდებულებისადმი ერთგულება.

 

არის ორგვარი უსამართლობა : ერთია ჩვენს მიერ ჩადენილი უსამართლობა; სხვაა უსამართლობა რომელსაც არ ვიგერიებთ როდესაც გვაქვს მისი მოგერიების საშუალება.

 

როცა გაჯავრებული ან სხვა ვნებით ატანილი ადამიანი უსამართლოდ უტევს ვინმეს  ის აიარაღებს ამ ვინმეს საკუთარი თავის წინააღმდეგ.

როცა შეგიძლია ჩაგრულის დაცვა აგრესიისგან  და არ აკეთებ ამას დამნაშავე  ხარ ისევე როგორც დამნაშავე ხარ   როდესაც საკუთარი ბედის ანაბარა  სტოვებ საკუთარ მამას, სამშობლოს და მეგობრებს.

 

ზოგჯერ ბოროტებას ჩადიან მაშინ როდესაც გონიათ რომ ამით თავს დაიცავენ რაღაც ზარალისგან,  მაგრამ უსამართლო მოქმედებათა უმრავლესობის  მიზეზია შური, სიხარბე, რაღაცის მიტაცების სურვილი.

 

 

 

 

VIII. სიმდიდრე უნდათ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, სიამოვნებებისთვის.

ცოტა უფრო მაღლა მხედველებს  ოქრო უნდათ საპატიო მდგომარეობის მოსაპოვებლად და მომხრეთა საყიდლად.

ცოტა ხნის წინ კრასუსი ამბობდა რომ რესპუბლიკაში საბატონოდ მოქალაქე მეტისმეტად ღარიბია თუ კი მას არ შეუძლია თავისი შემოსავლით არმიის შენახვა.

მშვენიერება-ჩინებულობა-გულუხვობაც მომხიბლავია.

ტკბილია მდიდარის უზრუნველი  ცხოვრება  ფუფუნებაში.

ამიტომ არ უქრება არასოდეს ადამიანს ოქროს სურვილი ;

მაგრამ  მუდამ უნდა ვერიდებოდეთ უსამართლობას, არ უნდა გვიყვარდეს მბრძანებლობა, პატივი,დიდება.

სწორედ ყველაფერი ამით გატაცებული, ყველაფერი ამის ჟინიანად მსურველი ადამიანები  კარგავენ სამართლიანობის გრძნობას.

 

როცა ადამიანები მტრობენ და ებრძვიან ერთმანეთს მრავალისთვის მიუწვდომელი მაღალი რანგისთვის  თითქმის შეუძლებელია საზოგადოების საკრალური, წმინდა უფლებების პატივისცემა.

 ამის ,ოწმობაა კეისრის საქციელი. მან ტახტზე, მატყუარა ქიმერაზე ასასვლელად დაარღვია და გათელა ცის და მიწის ყველა კანონი. ამ ტახტმა ცუდი საქმე უქნა თვითონ კეისარს.

 

დამღუპველი დაახლოება!

 

ამბიციით, ძლიერების და დიდების ჟინით, ყველაფერი ასეთის სურვილით თითქმის ყოველთვის ატანილები არიან უბრწყინვალესი გენიოსები.

მაშ ასეთი ექსცებისთვის  თავის ასარიდებლად საჭიროა სიფხიზლის გაორმაგება.

მაგრამ უსამართლობა განსხვავდება  ჟინით დაბრმავებულის მოქმედებისგან

გაჯავრება, გაბრაზება მისი მოულოდნელი აფეთქებებით ერთია და იარაღის სიამოვნებით მლესავი ბოღმა და ბოროტება-გაფოროტება უარესია.

 

 უარს ამბობენ თავისი მსგავსის დაცვაზე და თავის მოვალეობებს ღალატობენ, არ ასრულებენ მრავალი მოტივის გამო.

ადამიანებს არ უნდათ მტრების გაჩენა და ხარჯის გაწევა, ეშინიათ  ტანჯვისა.

სხვებს აჩერებს უზრუნველობა-უდარდელობა, სიზარმაცე, ინერცია;

ან კიდევ ზოგი საზრუნავით შთანთქმული ადამიანები ბედის ანაბარა სტოვებენ იმათ ვინც მათ უნდა დაიცვან. ..

ფილოსოფოსიც უსამართლოა მაშინ როდესაც  თავისი კვლევით გატაცებული ის ზურგს აქცევს მათ ვისი დაცვაც არის მისი მოვალეობა// ასეთი უსამართლო ფილოსოფოსი, მაგალითად, იყო ქართველ სოკრატედ გასაღებული მერაბ მამარდაშვილი რომელმაც განაცხადა რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლაა და საქართველო საჯიჯგნად მიუგდო ნობელის პრემიის ლაურეატ აკადემიკოს სახაროვს და მის თაყვანისმცემელთა ინტერნაციონალს//…

 

რა ბრძნული ნათქვამია: თუ ეჭვი გეპარება რამე საქმის სამართლიანობაში  არ გააკეთო თუნდაც ვიღაცის აზრით საქებარი, მაგრამ საეჭვო საქმე.

 

 

გაგრძელება იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s