კარგი მამა იყო დიდი ციცერონი-2

Afficher l'image d'origine

 

ძვ.წ. 44 წელს, კეისარის სიკვდილის შემდეგ, ციცერონმა// 106-43// დაწერა  მოვალეობათა ტრაქტატი // ფრანგულად Traité des devoirs, De Officiis//.

ეს იყო მისი შვილი Marcus-სთვის განკუთვნილი ფილოსოფიური და პოლიტიკური ანდერძი

 

დიდი ევროპელი ციცერონი და მისი პოლიტიკურფილოსოფიური ანდერძი

 

დიდი ევროპელი ციცერონი არ ყოფილა მერაბ მამარდაშვილი, მისთვის სამშობლოსაც ჰქონდა მნიშვნელობა. გვიყვარდეს ევროპა.

მანკიერება,უზნეობა და უწესობა და დანაშაულია როდესაც ადამიანი სამშობლოს ხსნა-გადარჩენაზე ფიქრის და ზრუნვის მაგივრად ფიქრობს ჯიბის გასქელებაზე, რაც შეიძლება მეტის მოხვეჭაზე.

http://www.fayard.fr/traite-des-devoirs-9782755505900

 

 

.

XI.

 

არის მოვალეობები იმათ მიმართაც ვინც  მოგვაყენა რაღაც შეურაცხყოფა ვინაიდან დასჯას და შურისძიებას აქვს საზღვრები.

შეიძლება საკმარისი იყოს მტრის მონანიება, მტრის ახალი შემოტევების აღარ დაშვება, შეუძლებლად გახდომა, და სხვათა  ბოროტების დაშინება.

 

პოლიტიკურ წყობაში ომის კანონები წმინდაა, საკრალურია.

საკამათო საკითხის,უთანხმოების  გადაწყვეტა შეიძლება ორი საშუალებით.

ერთია დისკუსია, დიალოგი. ესაა ადამიანური საშუალება.

მეორე  საშუალებაა ძალა. ესაა პირუტყვთა სამართალი, მხეცებისთვის ბუნებრივი მეთოდი.

ძალა უნდა ვიხმაროთ მხოლოდ მაშინ როდესაც დავრწმუნდებით იმაში რომ გონება და მეგობრული დიალოგი არ ჭრის.

ომის ერთადერთი მიზანი იქნება, მაშ, მშვიდობა, გარანტია ყოველგვარი შეურაცხყოფის წინააღმდეგ და გამარჯვება დაზოგავს მტრებს რომლებიც არ ყოფილან არც სასტიკები,ულმობლები,დაუნდობლები და არც ბარბაროსები.

 

ჩვენმა წინაპრებმა ასე დაზოგეს და დაინდეს ტულანები, ექები, ვოლსკები, საბინელები, ერნიკები, რომელთაც მიანიჭეს მოქალაქეობა, მაგრამ თავიდან ბოლომდე დაანგრიეს კართაგენი და ნუმანსი. ზოგი მტერი დაინდეს და ზოგიც არა.

მე ვნანობ კორინთოს დანგრევის გამო, მაგრამ ამის მიზეზად მიმაჩნია ის რომ კორინთო მეტისმეტად ემხრობოდა ომის განახლებას.

ჩემის აზრით მუდამ უნდა იქნეს მიღებული მშვიდობა რომელშიც არაფერია  ვერაგული და მზაკვრული.

მსგავს შემთხვევაში რომ ჩემთვის მოესმინათ დღემდე გვექნებოდა რესპუბლიკა. ის არ იქნებოდა საუკეთესო, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ეხლა საერთოდ აღარაა.

მოვალეობაა დამარცხებულთა არა მხოლოდ დაზოგვა, მათი გალავნის გარღვევის შემდეგ  უნდა მივიღოთ მტერი რომელიც დანებდა გენერლების ნებას.

ამ სამართლიანობას იმდენად ზედმიწევნით იცავდნენ რომაელები რომ ისინი ვინც მიიღო დაპყრობილ ქალაქთა თუ ერთა რწმენა  ხდებოდნენ ამ ქალაქების მფარველები, იყვნენ ჩვენი ძველი მოდელების ერთგულად განმმეორებლები.

ომის სამართლის პრინციპები რელიგიურად იყო ჩაწერილი რომის საგანგებო კანონებში.

 

ომი ლეგიტიმური რომ იყოს ეს კანონები მოითხოვენ  მოთხოვნას, პროტესტს  ომის მოტივების წინასწარ გამოცხადებას ფორმალურ დეკლარაციასთან ერთად.

 

ომში მონაწილეობის უფლება არა აქვს ყველას და სულერთია ვის.

ომში მონაწილეობის უფლება აქვს მარტო ჯარისკაცს…

 

«… ჯარისკაცის წოდების დაკარგვასთან ერთად ადამიანი  კარგავს მტრის წინააღმდეგ ხმლის ამოღების უფლებას. »

//« …on perd, avec le titre de soldat, le droit de tirer l’épée contre l’ennemi. »// მიწერა უკვე მოხუცმა კატონმა თავის შვილ  მარკუსს.

 

 

XII.  იყო ძველი ცნება perduellis, რაც ნიშნავდა იმას ვისთანაც გვიომია, ომის მტერს, ქვეყნის მტერს,  შემდეგ ეს ცნება შეიცვალა უფრო რბილი ცნებით  hostis // რაც ნიშნავს უცხოელს, მტერს//.

ჩვენი მამები hostis-ს უძახდნენ იმას ვისაც ჩვენ ვუძახით peregrinus-ს//  უცხოელი, უცხო//.

სამართალს ვერ დააძალებ უცხოს.

რა მშვიდობიანი გამოთქმა  ჩვენს წინააღმდეგ მეომრის აღსანიშნავად! რა ადამიანობაა!

 

 ეს ცნება ეხლა იხმარება ჩვენთან იარაღით მებრძოლის  აღსანიშნავად.

იმპერიისთვის და სახელისთვის, დიდებისთვის მებრძოლი უნდა ეფუძნებოდეს ომის ლეგიტიმურობის განმსაზღრელ მოტივებს.

ომის მხეცობა უნდა შეარბილოს და გააზომიეროს  მიზანთა კეთილშობილებამ.

 

ჩვენი ნამდვილი მტრები იყვნენ კელტიბერები და კიმბრები ისევე როგორც სხვები,..

კართაგენი  ვერაგი და მუხანათი იყო, ჰანიბალი კი ულმობელი, სასტიკი და დაუნდობელი.

 

რომაელები უფრო სამართლიანები იყვნენ.

 

 

https://www.herodote.net/Neron_37_68_-synthese-616.php

 

რომის სენატმა დესპოტი ნერონი გამოაცხადა ქვეყნის მტრად // ennemi public// და ცუდად დამთავრდა ქრისტიანთა მტერი ამ იმპერატორის საქმე.//

——————————————————

 

XIV.  ეხლა, როგორც ადრე ვთქვი, ვილაპარაკებ გულუხვობაზე და ქველმოქმედებაზე, ესაა ადამიანისთვის ყველაზე შესაფერისი ზნე და საქციელი.

 

მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო. სიკეთე ისე უნდა აკეთო რომ არაფერი დაუშავო ვინმეს.

 მერე, საჭიროა ღირსების დაფასება.

არადა დიდების და სახელის მაძიებელი ბევრი ადამიანი ძარცვავს მოსახლეობის ერთ ნაწილს რათა ნაძარცვი მისცეს მოსახლეობის მეორე ნაწილს.

 მოსახლეობის  ნაწილის ასე მოსყიდვით მათ უნდათ ქველმოქმედის, მეგობრებზე მზრუნველის სახელის მოხვეჭა.

ისინი თავის მეგობრებს ურიგებენ უწესო გზითაც ნაშოვნ სიმდიდრეს.

ეს საშინელი უკანონობაა და მოვალეობის უარყოფაა, უპასუხისმგელობაა.

 

მეგობრების მიმართ გულუხვი უნდა ვიყოთ ისე რომ არ დავუშავოთ ვინმეს რამე.

 

ასე მაგალითად როდესაც სულა ან კეისარი კანონიერი მფლობელის ქონებას აძლევდნენ ვინმე სხვას ისინი სულაც არ იყვნენ გულუხვები: გულუხვობა ვერაა იქ სადაც არაა სამართალი.

მერე, ანგარიში უნდა გაეწიოს საკუთარ უნარს და ქონებას. გულუხვობის მომიზეზებით საკუთარი ქონების გაფლანგვა უსამართლობაა ახლობლების მიმართ.

სამართალი გვეუბნება რომ ოჯახს უნდა დარჩეს მემკვიდრეობა. არადა ლამაზი სურვილების მომიზეზებით ფლანგვა არის ოჯახის ამ მემკვიდრეობის გარეშე დატოვება. ოჯახის კუთვნილი მემკვიდრეობის გადასვლა უცხოთა ხელში.

 

ყაჩაღის და მამაძაღლის მიერ უკანონოდ ნაშოვნი სიმდიდრის დარიგება და ამის ქველმოქმედებად გასაღება არის ქედმაღლობის, ორპირობის ანგარიშიანი ამაოების ფსციფუცი  და არა გულუხვობა თუ მორალური სილამაზე.

კიდევ უნდა დააკვირდეთ ზნე-ჩვეულებებს იმისა ვისთვისაც გნებავთ სიკეთის გაკეთება.

ბოროტისთის, უზნეოსთვის სიკეთის გაკეთება ბოროტების და უზნეობის წახალისებაა….

 

 

 

 

  1. ჩვენ ვცხოვრობთ აბსოლუტურ სიბრძნეს მოკლებულ არასრულყოფილ არსებებს შორის.

 

ამიტომ უფრო დავუახლოვდეთ ზომიერ, ფხიზელ, თავშეკავებულ ადამიანებს.

მორალურად არასრულყოფილი, სუვერენული სიბრძნის, სულიერი ძალის და სიმაღლის არმქონე ადამიანები  ჩვეულებრივ მეტისმეტად მგზნებარენი და მღელვარენი არიან.

ზომიერება, სიფხიზლე და თავშეკავება  უფრო პატიოსანი ადამიანის თვისებებია.

 

რაც შეეხება კეთილგანწყობას მოვალეობის პირველი კანონია  მეტი სიკეთის გაკეთება იმისთვის ვისაც უფრო ვუყვარვართ…

უმთავრესი მოვალეობაა მადლიერება…

 

გულუხვობას აქვს 2 თვისება: ის გასცემს და ის უბრუნებს.

გაღება, გაცემა ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული;

მაგრამ დაბრუნება წმინდა, საკრალური მოვალეობაა პატიოსანი ადამიანისთვის.

რაც უფრო დიდია გაწეული სამსახური მით უფრო დიდი უნდა იყოს სამაგიერო სამსახური….

საჭიროა გარჩევაც. უფრო დიდი სამსახური უნდა გავუწიოთ უფრო გაჭირვებულს.

.

XVI.

სოციალური ერთობის და ადამიანთა კავშირების უფრო შემჭიდროების და განმტკიცების საშუალებაა   მეტი და აქტიური კეთილგანწყობა ჩვენი ახლობლების მიმართ…

პირველი, ყველა ადამიანისთვის საერთო რამეა გონება  და განსაკუთრებულად ძლიერი სოციალური კავშირი-სიტყვა, მეტყველება.

ენის, მეტყველების საშუალებით ვასწავლით, ვმოძღვრავთ, ვავრცელებთ ჩვენს იდეებს, ვმსჯელობთ,.

გონება და მეტყველება აახლოებენ ადამიანებს ერთმანეთთან, ქმნიან ბუნებაზე დაფუძნებულ  საზოგადოებას.

 

გონება და მეტყველებაა რომ ყველაზე მეტად გვაშორებს ოთხფეხი თუ ორფეხი მხეცისგან.

 

მაშ, არსებობს უნივერსალური, საყოველთაო საზოგადოება რომელიც აერთიანებს ადამიანებს და ხალხებს:

აქ ყველაფერი რაც ბუნებამ შექმნა იმისთვის რომ ისარგებლოს კაცობრიობამ  არის კანონით დადგენილი საერთო ხელუხლებელი ქონება.

მაგრამ კანონის დაურღვევლად მივდიოთ ბერძენთა ამ ანდაზას : მეგობრებს შორის ყველაფერი საერთოა…

აქედანაა ეს ხალხური ფორმულები:

არ აუკრძალო, არ გადაუკეტო არავის გამდინარე წყალი, გაუზიარე შენი ცეცხლი, გულწრფელად მიეცი რჩევა იმას ვინც გთხოვს რჩევას.: ყველაფერი, რაც გაძლევს მოგებას და რასაც გასცემ დანაკარგის, ზარალის გარეშე.

განვახორციელოთ, მაშ, ეს მაქსიმები და უწყვეტად შევიტანოთ ჩვენი წვლილი საერთო სარგებლობაში.

მაგრამ ადამიანის ქონება არაა უსასრულო და გაჭირვებულთა ბრბო უზომოა.

ამიტომ ჩვენი ყოველდღიური გულუხვობა დავუქვემდებაროთ Ennius-ის წესს, ვიყოთ გულუხვი ისე რომ ჩვენც  დაგვრჩეს ცეცხლი.

ამით გვექნება  უფრო ახლობლებისთვის სიკეთის ქმნის საშუალება.

 

XVII. საზოგადოებაში არის სხვადასხვა დონე.

არის მაგალითად ერის და ეროვნული ენის დონე. ეროვნული კანონებით., არჩევნებით.

არის ქალაქი თავისი მოედნებით, ტაძრებით, პორტიკებით, ქუჩებით,  წესებით, სასამართლოებით, პრივილეგირებულებით, კომერციით,მეგობრებით,  მოქალაქეებს ათასი რამე აქვთ საერთო.

და ბოლოს ყველაზე ახლო სისხლით კავშირები.

ბუნებაში ცოცხალ არსებებს აქვთ გამრავლების ინსტინქტი.

ადამიანები ქმნიან ოჯახებს, აჩენენ შვილებს. იქმნება სახლი სადაც ყველაფერია საერთო.

აქაა სახელმწიფოს, საზოგადოების ჩანასახი.

მეორად სიახლოვეში არიან ძმები, მათი შვილები და შვილიშვილები და შვილთაშვილები.

ისინი ვეღარ ეტევიან ერთ სახლში და მიდიან ახალი კოლონიების დასაარსებლად.

ქორწინებები, კავშირები, ნათესავების რაოდენობის ზრდა. ოჯახთა ეს გავრცელება აჩენს რესპუბლიკას.

ნათესაობაზე დაფუძნებული საზოგადოება კეთილგანწყობის და სიყვარულის საზოგადოებაა.

რა ძლიერი კავშირია ოჯახის ძეგლების სახლის ღმერთების, საფლავების საერთოობა!

მაგრამ საზოგადოებებიდან ყველაზე კეთილშობილი საზოგადოებაა სიკეთისაკენ მიდრეკილ ადამიანთა საზოგადოება რომელსაც  კრავს და აერთიანებს ზნე-ჩვეულებათა შესაბამისობა და ტკბილი სიახლოვე.

პატიოსნება უყვართ ყველგან სადაც ის არის და ის გვაკავშირებს, გვაახლოვებს პატიოსან ადამიანთან.

 

ყველა ღირსებას აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია სამართალი და გულუხვობა.

ყველაზე ტკბილად და ძლიერად აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან ღირსეულ ადამიანთა ხასიათების მსგავსება.

მეგობარს აქვს იგივე გემოვნება, იგივე სურვილები და შენ მასში ხედავ საკუთარ თავს.

პითაგორას უნდოდა მრავალი ადამიანიდან ერთადერთი ადამიანის შექმნა და მეგობრობაა ამ სურვილის განხორციელება.

ერთმანეთისთვის სამსახურის გაწევაც მჭიდროდ აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან.

 

და ბოლოს, გადახედეთ ადამიანთა ყველა საზოგადოების აზრს. ნახავთ რომ ყველაზე ძლიერი აზრი ისაა რომელიც ყოველ ჩვენთაგანს აკავშირებს რესპუბლიკასთან.

ჩვენ ნაზად გვიყვარს ჩვენი დედ-მამა, ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები, ჩვენი მეგობრები, მაგრამ ყველა ეს სიყვარული იკარგება სამშობლოს სიყვარულში.

რომელი პატიოსანი ადამიანი არ გასწირავს თავს სამშობლოსთვის?

 

 

საკრალური, წმინდა მოვალეობა!

საზიზღარი და საძაგელია გააფთრება იმათი ვინც ძალადობით  გაგლიჯეს სამშობლოს სხეული და ვისთვისაც ისევაა მიზანი სამშობლოს სრული დამხობა!

 

პირველი მოვალეობაა მოვალეობა სამშობლოს წინაშე. გვერდითაა  მოვალეობა ჩვენთვის უდიდესი სამსახურის გამწევი მშობლების მიმართ. ჩვენ გვაქვს გასასტუმრებელი მშობლების ვალი.

შემდეგ მოდიან შვილები, მთელი ოჯახი, რომლებიც ყველაფერს ელიან ჩვენგან, ახლობლები რომელთა ბედი თითქმის ყოველთვის დამოკიდებულია ჩვენს ბედზე.

აი პირველ რიგში ვის უნდა გავუწიოთ დახმარება…

 

 

XVIII.

 

მაგრამ რეალურ ცხოვრებაში  უნდა უნდა გავარკვიოთ  სადაა ყველაზე მეტად საჭირო ჩვენი მოქმედება  და რისი გაკეთება შეუძლია ან არ შეუძლია ადამიანს ჩვენი დახმარების გარეშე.

რასაც გვკარნახობს გარემოება ხშირად არ იქნება ის რასაც მოითხოვენ სისხლის კავშირები და მეგობრობა,

ზოგჯერ ისეა ხოლმე რომ სამსახური უნდა გაუწიოთ უფრო ერთს ვიდრე მეორეს.

ყველას ერთდროულად და ერთნაირად ვერ დაეხმარებით.

თქვენ უფრო ძმას და მეგობარს დაეხმარებით ვიდრე მეზობელს.

 

ამასაც უნდა გაეწიოს ანგარიში მოვალეობათა შესრულების დროს. .

 

ჩვენი მჭერმეტყველება თითქმის უნებურად ზარ-ზეიმით განადიდებს და ხოტბას ასხამს ძლიერი და ამაღლებული სულის ვაჟკაცობას და გმირობას.

 

მარათონი, სალამინი, პლატრა, ლევკტრესი, თერმოპილები,  აღანთებენ რიტორთა მჭერმეტყველებას.

ეს პრინციპი შთააგონებდა ჩვენს კოკლესს, დეციუსებს, სციპიონებს, მარცელუსს და ამდენ სხვას.

ამ პრინციპმა აქცია რომაელები გმირთა ხალხად.

 

 ჩვენი ქანდაკებების შემამკობელი საომარი სამოსი გვიჩვენებს თუ როგორ გვიყვარს იარაღის, სამხედრო დიდება.

 

 

XIX.

 

მაგრამ  საფრთხეში და შრომაში გამოვლენილი ეს სულის სიამაყე ვერ იარსებებს სამართალის გარეშე.

 

მანკიერება,უზნეობა და უწესობა და დანაშაულია  როდესაც ადამიანი სამშობლოს ხსნა-გადარჩენაზე ფიქრის და ზრუნვის მაგივრად ფიქრობს ჯიბის გასქელებაზე, რაც შეიძლება მეტის მოხვეჭაზე.

იმათ ვინ სახელი გაითქვეს თაღლითობით და უწესო, უკანონო საშუალებებით ვერ მოიპოვეს ნამდვილი, ჭეშმარიტი დიდება.

პატიოსნება ვერ არსებობს სამართალის, სამართლიანობის გარეშე.

 

სიმამაცეს, სულის სიდიადეს  უნდა დავუმატოთ გულკეთილობა, ჭეშმარიტების სიყვარული,სამართალი-სამართლიანობა, ვერაგობა-ღალატი-მუხანათობის სიძულვილი.

იმას ვისაც უნდა პირველობა და ყველაზე მაღლა დადგომა  ძალიან გაუჭირდება  სამართალის დაცვა.

ასეთ პირებს უნდათ რომ მათ წინაშე გაჩუმდნენ გონებაც და სახელმწიფო და ლეგალური ხელისუფლებაც.

ასეთი ამბიციურები ყველაფერს აკეთებენ, ოქროსაც ფლანგავენ,  იმისთვის რომ რაც შეიძლება გააძლიერონ მათი ხელისუფლება  კანონის წინაშე თანასწორობის ნანგრევებზე დაამყარონ  ძალის ბატონობა.

 

მაგრამ  რაც უფრო ძნელია ზომიერება მით უფრო დიდებულია ის ვინაიდან სამართალს ცხოვრების ყოველ წუთს აქვს უფლებები.

 

ვაჟკაცია, მაშ, ის ვინც იგერიებს აგრესიას და არა აგრესორი.

ნამდვილი, ბრძენის დიდსულოვნება მოქმედებაშია და არა სახელოვნება-დიდება-პატივ-რენომეში.

ღირსება, საქმით, მოღვაწეობით დამსახურებაა მისთვის მთავარი და არა პირველობა.

 

უფრო დიდს უფრო იტაცებს სახელის, დიდების სურვილი რაც მას უბიძგებს უსამართლობის ჩადენისკენ.

ძნელი, სახიფათო გზაა ვინაიდან ძნელია ნახვა ადამიანისა ვისაც არ უნდა დიდება როგორც ხელფასი მისი შრომისთვის და საფრთხეებისთვის.

 

 ნამდვილად დიდმა და ძლიერმა სულმა იცის რომ აღფრთოვანების ღირსია მარტო მშვენიერება და პატიოსნება.

 

მაღალი სულისთვის კარგია მარტო პატიოსანი.

ის ცდილობს ყველანაირი ჟინისგან და ვნებისგან განთავისუფლებას. მას არ უნდა ის რაც აბრმავებს უვიც მდაბიორს…

 

ნამდვილად მაღალი სული დამდაბლების, გონიერების, ადამიანომის დაკარგვის სიმდაბლის გარეშე იტანს მწარე უბედურებებს. ბედის დარტყმებს..

 

შიშს აყოლა, სიხარბე -გაუმაძღრობა, დაღლილობისგან დათრგუნულობა, ხორციელი სიამოვნებებით გატაცება არის საკუთარი თავის ღალატი.

არ უნდა გვიყვარდეს  ოქრო.  ოქროს სიყვარული მდაბალი მღოღავი სულის თვისებაა.

ყველაზე კეთილშობილია გულუხვობა და ქონების გამოყენება ქველმოქმედებისთვის.

არც დიდება უნდა გვიყვარდეს არ უნდა ვიყოთ დიდების ჟინის მონები…

ვერიდოთ მწველ სურვილებს,  წუხილს, უზომო სიხარულს, რისხვას და ჯავრს, შევინარჩუნოთ წყნარი სიმშვიდე და მშვიდობა  რომელიც თანასწორობას და ღირსებას ანიჭებს ჩვენს სიცოცხლეს.

 

ესაა საქმეებისგან და უწესო აურზაურისგან  გარიდებული ბრძენის გზა…..

 

გაგრძელება იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s