მითები სამყაროს დასასრულზე 2

 Résultat de recherche d'images pour

Résultat de recherche d'images pour

ჩრდილოელთა მგელი, ღმერთებთანაც მებრძოლი ფენრირი ყლაპავს მზეს.

 

ბოროტებას გამოაცხადებენ სიკეთედ, დაუშვებელს და სამარცხვინოს  დაშვებულად, საბჭოთა ტანკით თბილისის დანგრევას გამარჯვებად და ზნედაცემული სამყაროს მზეს შეჭამს მგელი ფენრირი, ამას ყვება სკანდინავური მითოლოგია…

 

myth of Ragnarok is about the end of the world and the rebirth of a new one. Jorgumnadur- the world serpent/dragon who lives in the

sea will become large enough to encircle the world and grasp it’s own tail- Oroburos, which is the symbol for the cycle of renewal and infinity

 

მითების გულში

იყო  ფრანგი მწერალი,  ძველი საბერძნეთის სპეციალისტი, მრავალი საინტერესო ნაშრომის ავტორი ჟაკ ლაკარიერი // Jacques Lacarrière, 1925-2005//

 

ჩავიხედოთ მის ნაშრომში  « მითოლოგიების გულში ღმერთების კვალდაკვალ » //Au cœur des mythologies En suivant les dieux//

 

 

ორმუზდის სამსჯავრო

ინდური და ბერძნული დოქტრინები სამყაროს ციკლების თაობაზე პესიმისტური, მეტიც სასოწარმკვეთი დოქტრინებია. ისინი მოსვენებას არ აძლევენ სამყაროს,  არ იძლევიან მისი  საბოლოოდ აღდგომა-აღორძინების არავითარ იმედს.

პესიმისტურ ინდურ და ბერძნულ დოქტრინებს უპირისპირდება ძველი ირანული, იუდეური, ქრისტიანული და ჩრდილოური კონცეფციები.

 

მათში  აღარაა ციკლები, მარადიული დაბრუნებებიმ კატასტროფების და განახლებათა გარდაუვალი  პერიოდული განმეორება.

სამყარო შექმნის შემდეგ  მიდის ერთადერთი და საბოლოო კატასტროფისკენ რომელიც დაასრულებს ადამიანის მიწიერი არსებობის ისტორიას.

უკასკნელი სამსჯარო დაასრულებს ადამიანის ამვეყნიურ ცოდვილობას და გაჩნდება ახალი სამყარო რომელშიც იქნება საწყისი სამოთხის პირობები და საიდანაც საბოლოოდ განიდევნება ბოროტება

ასეთია  ირანული, იუდეური, ქრისტიანული და ჩრდილოური დოქტრინები.

სამყაროს დასასრული სიკეთის და ბოროტების, სამყაროს კეთილი შემოქმედი ბრძენი უფალის და ბოროტების გზაზე დამდგარი  ქედმაღალი ქმნილება-ანგელოსის გიგანტური ბრძოლის სახით პირველად უეჭველად წარმოიდგინეს ირანელებმა.

ძველმა ირანელებმა წარმოიდგინეს  სამყაროს  და კაცობრიობის მხსნელი საოშიანტის გამოჩენაც.

 ზოროასტრული ტექსტების თანახმად როცა მოახლოვდება დროთა დასასრული  ქალწული გააჩენს  ირანული რელიგიის უკანასკნელ წინასწარმეტყველ საოშიანტს.

ამავე დროს მზე დაიწყებს დაბნელებას. იქნება წყვდიადი და 3 წლის მანძილზე იქნება საშინელი ყინვა.

საოშიანტი კი გაიზრდება და დაამარცხებს, სამყაროს კეთილი შემოქმედი ბრძენი უფალი ორმუზდის მტერ ბოროტ არიმანს.

სიკეთის და ბოროტების ფინალური შერკინება არ იქნება იოლი ვინაიდან არიმანი შეკრებს დემონურ ძალთა ურდოებს.

მაგრამ   საქმეში ჩაერევა ერთადერთი და უზენაესი უფალი, სამყაროს კეთილი შემოქმედი ბრძენი უფალი ორმუზდი. ის დაეხმარება საოშიანტს  და როგორც გვითხრა დიდმა შოთამ  ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია. ბოროტება საბოლოოდ დამარცხდება და განიდევნება.

მთელ სამყაროს გადაუვლის და ბოროტებისგან განწმენდს გავარვარებული გამდნარი ლითონის ნიაღვარი.

ღირსეული, სათნო, უმანკო  და სიკეთით სავსე ცხოვრებით მცხოვრებთა სულები გაივლიან   უფსკრულზე გადასროლილი სამართებლის პირივით ვიწრო ხიდზე და მოხვდებიან სამოთხეში.  

ბოროტთა,  ცოდვილთა სულები კი ჩაცვივდებიან უფსკრულში, ჯოჯოხეთში.

მაგრამ ზოროასტრელთა ჯოჯოხეთი გავს კათოლიკეთა განსაწმენდელს.

ჯოჯოხეთში ტანჯვა ამოშანთავს, ამოწვავს ცოდვილთა სულებში არსებულ ბოროტებას  რის შემდეგაც  სამყაროს კეთილი შემოქმედი, ბრძენი უფალი ორმუზი // ალბათ ძველ ქართველთა არმაზი//  შეწყვეტს ცოდვილთა სულის ტანჯვას და მათაც ააღორძინებს.

სასტიკ ბრძოლაში შავი დემონური ძალების დამარცხების  შემდეგ განახლებულ სამყაროში კი აღარ იქნება ბოროტება.

ესაა  სამყაროს დასასრულის სურათი ზოროასტრიზმის თანახმად.

 

 

ღმერთთა მწუხრი

 

ჩრდილოურმა ფანტაზიამ  სამყაროს დასასრულს, ამ Ragnarök-ს, რომელსაც არაზუსტად უწოდებენ ღმერთების მწუხრს, მისცა იშვიათი მასშტაბი და პოეტურობა.

Voluspa,  რომელმაც უკვე აღწერა სამყაროს დასაწყისი, გიგანტების ბრძლა ასების წინააღმდეგ,  აპოკალიფსთან ერთად არის ესქატოლოგიური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ტექსტი.

ის განსხვავდება ირანული რაციონალური და ინდური მათემატიკური ხილვებისგან.

სამყაროს მოსპობის ფაქტებში და ეტაპებში არაფერია ორიგინალური.

მაგრამ ტექსტის სიმკვრივე   და მისი მაცოცხლებელი პოეტური ვიბრაცია მიგვახვედრებს რომ ძველ ადამიანებს ნამდვილად სჯეროდათ ნაუწყები საშინელი მოვლენებისა.

ადამიანი დასცემს და მოკლავს ადამიანს.

ძმები მოკლავენ თავის ძმებს, ნათესავები გაწყვეტენ თავის ნათესავებს, ურცხვად და საჯაროდ გამოიფინება ირგულობა-ღალატი და გაყრა, ზნედაცემული სამყარო გადაგვარდება  და  დაიღუპებიან ყოვლისშემძლე ღმერთებიც   ამას მოყვება სამყაროს დასასრული. რასაც მოყვება სამყაროს აღდგომა აღორძინება,

აი ამას ყვება ჩრდილოური Voluspa

ღმერთების მწუხრი  იხილავს არსებული სამყაროს დამხობას და მის შეცვლას ახალი სამყაროთი რომელშიც ადამიანები და ღმერთები ბოლოს და ბოლოს განიცდიან მშვიდობას და ბედნიერებას.

დეკორი, « სცენარი » და ბოლო მუდამ ერთი და იგივეა,  ყოველ მათგანში იცვლება მხოლოდ ამ კოსმიური დასასრულის მოქმედი პირები და ამიტომაა  საჭირო მათი ზედიზედ წარმოდგენა.

მებრძოლები

ბოლოს იქნება სიკეთის ძალების ბრძოლა ბოროტების ძალებთან.  

ბოროტების ძალები არიან  მათი თავდაპირველი დამარცხების შემდეგ  სამყაროს ბოლოს სამეფო Jotulheim-ის გალავნის უკან დამწყვდეული გიგანტები,

იმ დროიდან ისინი ელიან მომენტს როდესაც შესძლებენ  Walhalla-ს წინააღმდეგ შეტევაზე გადასვლასს.

// Walhalla ჩრდილოურ მითოლოგიაში არის ადგილი სადაც მიყავთ  გარდაცვლილი ვაჟკაცი მეომრები. ესაა ვიკინგთა სამოთხე რომელიც არის ღმერთების სამეფოში, სიმაგრე ასგარდში სადაც მეფობს  ოდინი.

ვალკირიების მიერ  ბრძოლის ველზე  შერჩეული  ყველაზე ვაჟკაცები ხვდებიან ასგარდში  სადაც ისინი ოდინმა უნდა მოამზადოს საბოლოო ბრძოლისთვის, რაგნაროკისთვის//.

სამყაროს ბოლოს დამწყვდეული და ვალჰალასთან ბრძოლისთვის გამზადებული გიგანტების გვერდით არიან  ჩრდილოური მითოლოგიის მხეცები და მონსტრი-ურჩხულები :

გარმი, ძაღლი რომელიც იცავს ქალღმერთი ჰელის სამეფოს, ე.ი. ჯოჯოხეთს ;  მიდგარდის გველი რომელიც იმხელაა რომ გარს ევლება მთელ დედამიწას და რომლის შეტევებიც ერთხელ უკვე მოიგერია ღმერთმა თორმა;  გიგანტი მგელი ფენრირი რომელიც პირველი პლანის როლს შეასრულებს  რაგნაროკის დაწყებაში.

დასაბამიდან ღმერთების მიერ გამოჭედილი ჯაჭვით დაბმული ეს მგელი  გადამწყვეტ დროს აიწყვეტს ბორკილებს და  ეს იქნება სამყაროს დასასრულის ნიშანი.

ესაა დახოცილ მეომართა ხორცის მჭამელი სისხლისმსმელი მხეცი.

ჯაჭვის აწყვეტისთანავე მგელი ფენრირი ეცემა მზეს და გადაყლაპავს მას.

იქნება კიდევ ქვეწარმავალი ნიდდჰოგ,  რომელიც ხრავს და ღრღნის იფანი იგდრაზილის ფესვებს.  ისიც შეუერთდება ურხულების აწყვეტილ ხროვას.

ღმერთების და ვალჰალას წინააღმდეგ მებრძოლ მთავარ გიგანტებს შორის იქნებიან  თრთვილი-ჭირხლის გიგანტების ბელადი ჰრიმი და ცეცხლის გიგანტების ბელადი სურტი.

ესაა სიმბოლო ბუნებრივი  ელემტების თარეშისა.  ცეცხლის, წყლების, ჰაერის და მიწის ყველა ენერგია დაიძრება  ცის წესრიგის და ჰარმონიის წინააღმდეგ.

ეს გააჩენს უკანასკნელ ქაოსს.

ყველა ბნელ ძალას უხელმძღვანელებს ეშმაკობის და ბოროტების ღმერთი ლოკი რომელიც სამყაროს დასასრულში ასრულებს იგივე როლს რასაც ასრულებენ ზოროასტრელთა არიმანი თუ ქრისტიანთა ეშმაკი.

სიკეთის ძალები კი არიან მათ ციურ სასახლეში მცხოვრები ღმერთები ასები და ვანები.

 

ბრძოლა-ფენრირი აიწყვეტს, ეცემა მზეს და გადაყლაპავს მას.  ეს იქნება წყვდიადით მოცულ ჩაბნელებულ სამყაროში ღმერთების და ვალჰალას წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების ნიშანი.

ეს იქნება დასასრულის ყველასთვის მიცემული ნიშანი.

იმავე დროს მთელ სამყაროში მოხდება დიდი ძვრები :  დიდი ხმაურით დაემხობა ცისარტყელა ბაეფროსტი, Jotulheim-ის კედლები და გალავანი დაინგრევა და განთავისუფლდება იქ დამწყვდეული ათასობით გიგანტი.

გიგანტების ბრბო გაანთავისუფლებს სამყაროს ბოლოს მთაზე მიჯაჭვულ ღმერთ ლოკის რომლის თავზეც არის შხამიანი გველი.

და ამ ლოკის სარდლობით ურჩხულთა ხროვა-ლაშქარი დაიძრება ღმერთების საცხოვრებლისკენ.

ციური ნიშნებით ღმერთებიც გაიგებენ რომ ახლოვდება სამყაროს დასასრული. ისინი შეიარაღდებიან და წავლენ გიგანტებთან საბრძოლველად უზარმაზარ ველზე რომელსაც ქვია ვიგრიდ.

ეს, უნდა იქვას რომ უსარგებლო, ბრძოლა აღუწერლად შემზარავი და საშინელი იქნება.

იმდენად საშინელი რომ თვითონ ღმერთებიც კი დაეცემიან მათ მოწინააღმდეგეთა დარტყმებს ქვეშ.

გიგანტები  და ურჩხულები დახოცავენ ასებს და ვანებს// ღმერთებს//  და შემდეგ ამ გიგანტებსაც და ურჩხულებსაც გაჟლეტენ.

ცეცხლის გიგანტების ბელადი სურტი მოკლავს ნაყოფიერების ღმერთ ფრეირს.

ცეცხლი დაწვავს და გადაბუგავს დედამიწის მთელ ზედაპირს.

თორი ბოლოს და ბოლოს გასრისავს მიდგარდის გველს, მაგრამ მასაც მოკლავს ქვეწარმავლის შხამი.

მგელი ფენრირი კი ბრძოლაში მოკლავს  ღმერთების მეფეს, თვითონ ოდინს.

მაგრამ ამ მხეც მგელს, საბედნიეროდ, მოკლავს ოდინის ერთ-ერთი შვილი ვიდარი.

და ღამე, შეიძლება დავიჯეროთ რომ მარადიული ღამე, დაფარავს ბრძოლის ველს რომელზეც ერთმანეთის გვერდით ყრიან და მოთქვამენ გიგანტები, ურჩხულები, თმერთები. ..

სამყაროსგან კი დარჩება არაფერი ან თითქმის არაფერი.

გადაბუგულ-გადამწვარი უდაბური დედამიწა  მკვდარი ვარსკვლავივით იხეტიალებს ღმერთებისგან დაცლილ უსასრულო ცაში.

დ მიუხედავად ამისა რაღაც დაუზუსტებელი დროის შემდეგ  ცარიელ მიწაზე გამოჩნდება რაღაც სიმწვანე, დედამიწაზე ისევ გავრცელდება სიცოცლე და დახოცილი ღმერთებიც აღდგებიან.  ისინი ისევ შეიკრიბებიან თავის აღდგენილ სასახლეში  და ადამიანურ ბრძოლათა გმირების მსგავსად მუდამ გაიხსენებენ მათ დიდ ომს სამუდამოდ გამქრალი გიანტების და ურჩხულების წინააღმდეგ.

 

მაგრამ ძველი ფანტაზია რა თქმა უნდა უფრო ძლიერია  მოვლენათა ამ ფერმკრთალ აღწერაზე.

გაგრძელება იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s