მითები,სულის გამოცდა-განსაცდელები

 

Image associée

 

 

იყო  ფრანგი მწერალი,  ძველი საბერძნეთის სპეციალისტი, მრავალი საინტერესო ნაშრომის ავტორი ჟაკ ლაკარიერი // Jacques Lacarrière, 1925-2005//

 

ჩავიხედოთ მის ნაშრომში  « მითოლოგიების გულში ღმერთების კვალდაკვალ » //Au cœur des mythologies En suivant les dieux//

ჰერაკლეს, პერსევსის,ოიდიპოსის,იასონის, ოდისევსის, ბელერეფონის  თუ იკაროსის მითები უწინარეს ყოვლისა გმირული მითებია.

ისინი ყვებიან არაჩვეულებრივი პერსონაჟების საშიში თავგადასავლების შესახებ.

ისინი ამარცხებენ და იმორჩილებენ იმას რაც ეკუთვნის ზეადამიანურ სამყაროს.

უბრალო მოკვდავი ვერ გააიგივებს თავს ამასთან.

მითოლოგები, პოეტები და ფილოსოფოსები ამიტომ თითქმის ყოველთვის ცდილობენ ამ გმირობათა გაადამიანურებას, , მათ დაახლოებას ადამიანურ  თავგადასავალთან,ყოველდღიურ ადამიანურ  გამოცდილებასთან.

ამისთვის ისინი ხაზს უსვამენ ამ მითების ნატურალისტურ ასპექტს ან მათ სიმბოლურ მნიშვნელობას.

მრავალთავიანი ჰიდრას დამარცხებას საწყალი მოკვდავი ადამიანი ვერ მოახერხებს.მაგრამ მრავალი წყაროს მქონე ჭაობის დაშრობა ან ბრძოლა მისი  ბუნების მხეცურ ინსტინქტებთან  არაა საწყალი მოკვდავი ადამიანისთვის უცნობი რამე.

როგორც ჭაობთან მატერიალურ თუ სულიერ დონეზე ბრძოლა ისე საკუთარი მხეცური ინსტინქტების მოთოკვა  ადამიანის სამყაროს ნაწილია.

წარმოიდგინეს რომ მითები არის მონაყოლი რომლის ინტერპრეტაციაა საჭირო, რომ მითების უცნაურ ფორმაში არის ყველასთვის მისაწვდომი ისტორია და იდეა.

 ამიტომაა რომ ფილოსოფოსები პლატონიდან მოყოლებული  ამ განსაკუთრებულ, არქაულ მითებში უფრო და უფრო ხედავდნენ აბსოლუტის , დაკარგული სამოთხის თუ მომავალი ბედნიერების მაძიებელი სულის მოგზურობათა შენიღბულ , დაშიფრულ-კოდირებულ ისტორიას

ბევრი ძველი პოეტი და ფილოსოფოსი  სწორედ ასე განმარტავდა, მაგალითად, ტროას ელენეს ისტორიას.

ამ ელენეს ღვთაებრივი გაჩენა, ის რომ ელენე სხვა ქალებზე, მეტიც, ქალღმერთებზე უფრო ლამაზი იყო, მისი გატაცებები თეზევსის და პარისის მიერ, მისი მოგზაურობა ზღვათა გადაღმა, ძნელი დაბრუნება და მისი იდილიური ბოლო ამ ფილოსოფოსების აზრით არის  ღვთაებრივი სულის მიერ მოკრძალუბული მოკვდავების მოხიბლვის სიმბოლო, სიმბოლო იმისა რომ ასეთი სულის ფლობა ფატალურად, გარდაუვლად იწვევს განსაცდელებს.

ელენე მშვენიერის ისტორიის ვარიანტი, რომელიც მოყვა მათ შორის ევრიპიდემ თავის ტრაღედიაში « ელენე »,  ამბობს რომ ელენე მშვენიერი არასოდეს ყოფილა ტროაში.

პარისის მიერ გატაცებული ელენე ქარიშხლის შედეგად მოხვდა ანტიკურ ხანაში ბრძენთა ქვეყნად მიჩნეულ ეგვიპტეში და ღმერთებმა გააკეთეს  ელენე მშვენიერის ნაკვთების, გარეგნობის მქონე მოჩვენება-ფანტომი,ღრუბელი, ჩრდილი.  სწორედ ეს ფანტომი გააგზავნეს ტროაში.

« ილიადას » შემდგომ სხვა ტრადიციებში ეს ელენე არის არა მარტო უხორცო,არამედ გაღმერთებული ქმნილება.

ერთ-ერთ ვერსიაში ელენე მშვენიერი თავის ბოლო დღეებს ატარებს მითების  თქმით შავ ზღვაში არსებულ   ნეტართა კუნძულზე  რომელსაც ერქვა თეთრი კუნძული.

ოქროს ხანის ბრწყინვალების მსგავს ამ სამოთხის დარ კუნძულზე ელენე ბედნიერად ცხოვრობდა აქილევსის გვერდით.

ვაჟკაცობის და მშვენიერების კავშირი  ძველი მისტიკოსებისთვის იყო არსის ორი ფუნდამენტური ღირსების კავშირი.

ელენე მშვენიერი გადაიქცა დროის გარეთ ხელახლა ნაპოვნი უკვდავების პირობებში  მცხოვრებ ქალღმერთად.

 

არის სხვა შესანიშნავი მოთხრობაც სულის თავგადასავლების შესახებ.  ის პოეტური ზღაპრის მეშვეობით ყვება ამბავს  ცხადი ცნებებით. სიმბოლიზმიც აშკარაა.

მალე ზღაპრად ქცეული ეს ლეგენდა მოყვა ა.წ. მეორე საუკუნის ლათინმა მწერალმა აპულეუსმა მოყვა  თავის თხზულებაში « მეტამორფოზები ანუ ოქროს ვირი ».

ამ წიგნის მთავარი გმირი გადაიქცა ვირად მან გადაიტანა მეტად  სასაცილო და ამავე დროს მეტად სიმბოლური თავგადასავლები და მოხუცი მხევალის პირიდან გაიგო ამურის და ფსიქეს  სიყვარულების ამბავი.

სიტყვა ფსიქე ბერძნულად ნიშნავს სულს.

ის იყო მეფის ასული და მას ჰყავდა ორი და,

მაგრამ  ფსიქე-სული ულამაზესი იყო სამ დას შორის.

იმდენად ლამაზი და შუქმფენელი იყო  რომ პრეტენდენტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ რათა თაყვანი ეცათ მისთვის.

მაგრამ მისი დანახვისთანავე ყოველი პრეტენტი თავს დადამბლავებულად, დამბლადაცემულად გრძნობდა.

ისინი ფიქრობდნენ რომ ასეთ სილამაზეს არავინ მისცემდა მათ ცოლად და ისინი ვერც  კი ბედავდნენ ასულის ხელის თხოვნას.

ფსიქე-სულის მამა მეფე დადარდიანდა იმაზე ფიქრით რომ მისი ასულის მშვენიერება შეიძლებოდა გამხდარიყო   ყველანაირი უბედურების წყარო,

სასოწარკვეთილი მეფე წავიდა მისანთან ჭკუის საკითხავად და მისანმა მას უთხრა :

«  სამგლოვიარო ცერემონიისთვის დიდებულად გამოწყობილი შენი ასული დატოვე მაღალი მთის მწვერვალზე, კლდეზე.

არ ელოდო მოკვდავ სიძეს. ელოდე ფრთოსან,  ჰაერში მფრინავ საზარელ და დაუნდობელ მონსტრს რომელიც აღელვებს ყველა ადგილს რკინით და ცეცხლით და აცახცახებს თვითონ იუპიტერს, ელოდე ღმერთთა ზარს რომლის წინაშეც შეძრწუნებული უკან იხევს ბნელი მდინარე სტიქსიც. »

თავზარდაცემულმა საწყალმა მეფემ აღასრულა ნათქვამი.

დედოფალთან ერთად მან თავისი ქალიშვილი ფსიქე  შემოსა საქორწინო კაბით, წაიყვანა მორთულ-მოკაზმული ფსიქე-სული ფატალურ კლდეზე  და დატოვა ისე რომ ვერც კი გაბედა უკან მიხედვა.

ფსიქე-სულმაც იცოდა მისანის ნათქვამი და ის უძრავად, გაუნძრევლად ელოდა  შემზარავი მონსტრის  გამოჩენას. მაგრამ არავინ მოსულა.

ფსიქე სულმა უბრალოდ იგრძნო მსუბუქი ქარი რომელმაც ის აიტაცა ჰაერში და ხრიოკი კლდიდან გადაიყვანა ჩრდილოვან ხეობაში სადაც მას ელოდა საოცარი სასახლე.

ფსიქე გაოცებული და გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით.

რომელი ღვთაებრივი არსება ცხოვრობს, მაშ, ამ სასახლეში ?

სასახლის დარბაზები ცარიელი იყო და ფსიქე ფიქრობდა როდესაც მას ყურში უჩურჩულა ვიღაც უხილავმა :

« სასახლე შენია,გელის შენი ოთახი. იქ შენი ყველა სურვილი ასრულდება.. მიბრძანე და ვიქნები შენი მხევალი. »

ფსიქე დასეირნობდა სასახლეში, მის წინ იღებოდა კარებები. დარბაზებში ისმოდა ტკბილი მუსიკა.

მან დაინახა თავისი ოთახი.

შეშინებული, ბრწყინვალე მდიდრულ სასახლეში მოხვედრილი ფსიქე  ელოდა მონსტრის გამოჩენას.

დადგა საღამო და ფსიქემ იგრძნო მის გვერდით ვიღაც უხილავის ყოფნა და ფსიქე გახდა მისი მეუღლე.

უცნობმა მეუღლემ უთხრა ფსიქეს :

«  ყოველ საღამოს მოვალ და ყოველ დილით წავალ. არასოდეს სცადო იმის გაგება თუ ვინ ვარ, არასოდეს სცადო ჩემი დანახვა. არასოდეს სცადო შენი მშობლების და დების ნახვა თორემ ნგრევა-სიღატაკე და უბედურება სამუდამოდ დაგვაშორებს ერთმანეთს. »

ფსიქემ ასე იცხოვრა გარკვეული დრო. მისი მეუღლე საღამოობით მოდიოდა, დილით მიდიოდა და ფსიქე  მთელი დღეები მოწყენილი იყო ფეერიულ სასახლეში.

მან მეუღლისგან გამოითხოვა დების ნახვის უფლება.

დებს კი ფსიქე უკვე მკვდარი ეგონათ და მათ იქვითინეს კიდეც კლდესთან ახლოს.

მაგრამ დებმა ნახეს თუ როგორ ცხოვრობდა ფსიქე და გასკდნენ გულზე შურით.

მოხერხებულად დასმული კითხვებით დები მიხვდნენ რომ ფსიქეს არასოდეს უნახავს თავისი მეუღლე.

მათ გაიგეს ისიც რომ ფსიქე ფეხმძიმე იყო და უთხრეს თავის დას :

«  ჩვენ მეტისმეტად გვიყვარხარ და ამიტომ ვლაპარაკობთ გულწრფელად.  უნდა იყოს მძიმე საიდუმლო.  შენ უნდა იცოდე თუ ვინაა შენი ბავშვის მამა.  იქნებ მამაა საზარელი მონსტრი რომელზეც ილაპარაკა მისანმა ?

და თუ ის მონსტრია შენ მაშინვე უნდა მოკლა ის.  როცა ის მოვა ამ საღამოს დამალე ლამპარი, სცადე იმის გაგება თუ ვინაა ის. როგორც კი დაინახავ ჩაძინებულს მოკალი. »

ფსიქემ დაუჯერა თავის შურით გულზე გამსკდარ  დებს, ზუსტად შეასრულა მათი რჩევა და როდესაც დაინახა თავისი უცნობი მეუღლე გაშტერდა.

მისი მეუღლე იყო ულამაზესი არსება. ფსიქემ ვეღარ მოსწყვიტა მას თვალი.

არსება, ფსიქეს იდუმალი მეუღლე იყო არც მეტი და არც ნაკლები Amour, თვითონ სიყვარული.

მაგრამ ლამპრიდან მხურვალე ზეთი დაეცა მძინარე ღმერთს. გაღვიძებულმა, მან დაინახა რომ შურიანი დების გავლენით მისმა მეუღლე ფსიქე სულმა დაარღვია მისი სიტყვა, უღალატა მას, ახადა მას საფარველი, და სიყვარული მაშინვე გაფრინდა ცაში.

და ფსიქემ დაიწყო ხეტიალი დაკარგული სიყვარულის საძებრად.

მისი მეუღლე სიყვარული, ამური ანუ კუპიდონი იყო სიყვარულის ქალღმერთი ვენერას შვილი.

   თვითონ სიყვარულის ქალღმერთ ვენერას შურდა ფსიქეს სილამაზისა, ეჭვიანობდა ამის გამო.

მან თავის შვილ კუპიდონს დაავალა ესროლა ფსიქესთვის თავისი საშინელი ისრები რათა ფსიქეს შეყვარებოდა მსოფლიოში ყველაზე მახინჯი მამაკაცი.

მაგრამ სიყვარულმა დაინახა კლდეზე მყოფი ფსიქე-სული და თვითონ შეუყვარდა ის.

სიყვარული ვერ მოსწყდა ფსიქეს, მაგრამ ფსიქეს ცნობისმოყვარეობამ  სამუდამოდ დააშორა ისინი ერთმანეთს.

ვენერას შურისძიება ფსიქეს წინააღმდეგ გაგრძელდა.

ვენერამ იპოვა და თავის მონად აქცია ფსიქე.

ვენერა ფსიქეს ავალებდა უმძიმეს სამუშაოებს. მაგრამ ფსიქეს ეხმარებოდნენ ხან ჭიანჭველები, ხან წყლები…

ერთხელ ფსიქე შეიბრალა ზევსის არწივმაც კი.

ვენერა მიხვდა რომ ფსიქეს ეხმარებოდნენ ღმერთები და მაშინ ფსიქეს მისცა უძნელესი და უსაშინლესი დავალება.

ფსიქე უნდა ჩასულიყო ჯოჯოხეთში  და ამოეტანა იქიდან ჯადოსნური საცხით სავსე ყუთი რომელიც მისთვის უნდა მიეცა პროზერპინეს //პერსეფონეს//.

ამჯერად ფსიქე სასოწარკვეთილი იყო. მეტისმეტად ბევრი დაბრკოლება და მონსტრი იყო მიცვალებულთა სამეფოსკენ მიმავალ გზაზე და მას ეშინოდა რომ ვეღარ დაბრუნდებოდა იქიდან ცოცხალი.

სასოწარკვეთილი ფსიქე ავიდა  მაღალ კოშკზე რათა გადამხტარიყო იქიდან და ასე დაესრულებინა თავისი ტანჯული ცხოვრება.

მაგრამ ამ კოშკსაც  შეეცოდა ფსიქე. კოშკი ლაპარაკობდა და მან ასწავლა ფსიქეს თუ როგორ უნდა ჩასულიყო ის  ჯოჯოხეთში და როგორ უნდა დაემარცხებინა მას ყველა მონსტრი.

ფსიქემ დასძლია ყველა დაბრკოლება, მიიღო პროზერპინესგან ჯადოსნური ნივთიერებით სავსე ყუთი და დაბრუნდა დღის სინათლეზე.

მაგრამ ფსიქე ისევ აყვა თავის ცნობისმოყვარეობას. მან გახსნა ყუთი იმის სანახავად თუ რა იყო შიგნით. იქიდან კი ამოვიდა უმძიმესი ძილი და ფსიქე უგონოდ გაიშოტა მიწაზე.

ფსიქე ნამდვილად სამუდამოდ დაეშვებოდა ჯოჯოხეთში მის საძებრად რომ არ წასულიყო სიყვარული.

სიყვარულმა დაინახა მიწაზე გაშოტილი ფსიქე. სიყვარულმა დაიჭირა ძილი და დაამწყვდია ის შეჩვენებულ ყუთში.

გამოღვიძებულმა ფსიქემ იცნო სიყვარული და გახარებული სიყვარული გაფრინდა ზევსთან  და ზევსმა მას მისცა მას ფსიქეზე დაქორწინების უფლება.

და სულის ხვედრი განა ადამიანის ხვედრი არაა ?

განა ადამიანი არ დაეძებს მის სხეულში არსებულ ღვთაებრივ წილს ?  თავდაპირველი, საწყისი ცნობისმოყვარეობით ატანილმა ადამიანმა დაარღვია ღვთაებრივი აკრძალვა და დაკარგა თავისი ღვთაებრივი წილი.  მას შემდეგ ადამიანი დაეძებს თავის დაკარგულ ღვთაებრივ წილს.

მითები ასე აღწერენ ადამიანის თავგადასავალს :

ღმერთის მიერ შექმნილ მაგრამ დაშვებული შეცდომის, ჩადენილი   ცოდვის გამო  მძიმე და უხეშ  მიწაზე მიჯაჭვულ ადამიანს აქვს მოკვდავი სხეულის ტყვედ ქცეული უკვდავი სული.

თავდაპირველი  სამოთხის პირობების ისევ მოსაპოვებლად ადამიანმა უნდა დასძლიოს  სასურველი მიზნისკენ მიმავალ გზაზე არსებული დაბრკოლებები, განსაცდელები.

ყოველი ასეთი გამარჯვება  გაწმენდს ადამიანს მატერიალური ელემენტებისგან :

დრაკონი-ურჩხულების დამარცხება, საკუთარი  ვნებების და მხეცური ინსტინქტების მოთოკვა,  სირინოზების მაცდური გალობისთვის გაძლება, აკრძლვათა დაცვა, საიდუმლოთა არ გამხელა….

მარტო საკუთარი თავის, საკუთარი სისუსტეების, პირველ რიგში სულიერი,მორალური სისუსტეების დაძლევით დაამარცხებს ადამიანი სიკვდილს და მიაღწევს უკვდავებამდე.

იქნებ დრაკონები და სხვა ამაზრზენი ქმნილებები უფრო მოკავშირეები არიან ვიდრე მტრები ვინაიდან მათ გარეშე, მათი დამარცხების გარეშე ვერ იქნები ღირსეული, ვერ მოიპოვებ სასურველს ?

ცოტაც მოითმინეთ….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s