ბერტრან რასელი ბედნიერებაზე-2

,

Russell with his children, John and Kate

ვერც ერთი სისტემა ვერ გადარჩება თუ უბედურ ადამიანებს ერთმანეთის გაწყვეტა ურჩევნიათ დღის სინათლის უწყვეტად ატანას.”, აი ეს გითხრათ დიდმა ევროპელმა, ბრიტანელმა ლორდმაფილოსოფოსმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ბერტრან რასელმა, დაუგდეთ ყური ჭკვიან ხალხს, ხომ გიყვართ ევროპა.

 

ბერტრან რასელი ბედნიერებაზე-2

სიყვარული ჯობია დარდს, ნაღველს, პესიმიზმს, ტანკით თბილისის ნგრევას  და სასოწარკვეთილებას, ეს დაგვიბარა დიდმა ბრიტანელმა ლორდმა ბერტრან რასელმა.

 

 

Bertrand Russel , Conquest of Happiness,ფრანგულად, La conquête du bonheur,პარიზი, 1962,

 

იყო დიდად საინტერესო ბრიტანელი ლორდი, ფილოსოფოსი და მათემატიკოსი, პაციფისტი, ბირთვული განიარაღების მომხრე და 1950 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში ბერტრან რასელი// 1872-1970//

ხოდა გავიცნოთ მისი ამ შესანიშნავი ნაშრომის ზოგი ფრაგმენტი. თარგმანი ფრანგულიდან.

ბაირონის დარდი და ნაღველი

ისტორიის მრავალ პერიოდში სწამდათ და დღესაც სწამთ რომ  ბრძენი ისაა ვინც აღმოაჩინა მისი ახალგაზრდობის ენთუზიაზმთა და სიხარულთა ამაოება და რომ აღარაფერია საინტერესო ამქვეყნად, ამ სამყაროში.

ისინი ვინც ასე ფიქრობენ გულწრფელად უბედურები არიან, მაგრამ ისინი ამაყობენ თავისი უბედურებით.  ისინი თვლიან რომ ეს უბედურება  გამომდინარეობს სამყაროს ბუნებიდან და რომ სწორედ ასეთი მიდგომაა განათლებული ადამიანის ერთადერთი რაციონალური მიდგომა.

ისინი ამაყობენ თავისი უბედურებით  და ნაკლებად რაფინირებულ-დახვეწილები ეჭვის თვალით უყურებენ ასეთ ხალხს.

 

ისინი ფიქრობენ რომ თავისი უბედურებით თავმომწონე  ტიპი  სულაც არაა უბედური.

 

მათი მსჯელობა მეტისმეტად ამარტივებს საქმეს

თავისი ტანჯვით და უბედურებით ამაყები გრძნობენ თავის უპირატესობას, სიმაღლეს და ესაა მსუბუქი კომპენსაცია.

მაგრამ  ეს ვერ შველის უფრო მარტივ სიამოვნებათა დაკარგვას.

ჩემის მხრივ მე მჯერა რომ ტანჯვაში არის რაღაც უმაღლესი რაციონალურობა.

ბრძენი იმდენად ბედნიერი იქნება რამდენადაც ბედნიერების უფლებას და საშუალებას აძლევენ მას გარემოებები.

და თუ ის თვლის რომ სამყაროს ჭვრეტა  მეტისმეტად მტკივნეულია ის გაიხედავს სხვა მიმართულებით.

სწორედ ამის დამტკიცება მინდა ამ თავში.

მე მინდა მკითხველის დარწმუნება იმაში რომ რა არგუმენტებიც არ უნდა იყოს გონება არაა დაბრკოლება ბედნიერებისთვის.

ბევრად მეტიც, მე მჯერა რომ ცდებიან ისინი ვინც თავის უბედურებას მიაწერენ თავის შეხედულებებს.

ჭეშმარიტება ისაა რომ მათ არ იციან თუ რატომ არიან უბედურები.

და ამიტომ ლაპარაკობენ ისინი ამდენს ცუდ თვისებებზე სამყაროსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

თვალსაზრისი რომელზეც მინდა ლაპარაკი ჩვენი საუკუნის ამერიკელებისთვის თავის წიგნში « თანამედროვე მენტალობა »  გადმოსცა Joseph Wood Krutch-მა.

ჩვენი ბაბუებისთვის ის გადმოსცა ბაირონმა.

ყველა დროის ადამიანებისთვის ის გადმოსცა ეკლესიასტეს ავტორმა.

კრუტჩი წერს :

« ჩვენი საქმე წაგებულია. ბუნებრივ სამყაროში არაა ჩვენი ადგილი. მაგრამ ჩვენ სულაც არ ვწუხვართ იმის გამო რომ ვართ ადამიანები.  ჩვენ ადამიანებად სიკვდილი გვირჩევნია პირუტყვებივით ცხოვრებას. »

ბაირონი წერს :

« სასიხარულო სულაც არაა ის რომ სამყარო გაძლევს იმის მსგავსს რასაც გართმევს, როდესაც ახალგაზრდული გზნება ჩაიწვება გრძნობათა მოღუშულ დაკნინებაში. »

ეკლესიასტეს ავტორი წერს :

 

«  კიდევ ერთხელ გადავხედე ყოველივეს, რომ მენახა ყოველგვარი ჩაგვრა,+ რომელიც მზის ქვეშ ხდება. და, აი, ჩაგრულთა ცრემლები;+ არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი.+ ძალა მათ მჩაგვრელთა ხელში იყო, მათ კი ნუგეშისმცემელი არ ჰყავდათ.

ცოცხლებზე ბედნიერად მკვდრები ჩავთვალე.+ ამ ორივეზე უკეთეს მდგომარეობაში კი ის არის,+ ვინც ჯერ არ დაბადებულა და არ უნახავს დამამწუხრებელი საქმე, მზის ქვეშ რომ კეთდება. »

 

ამათ ჯერ მიმოიხილეს ცხოვრების ყველა სიამოვნება და შემდეგ  შემდეგ მივიდნენ ასეთ საშინელ პესიმისტურ დასკვნებამდე.

ბატონი კრუტჩი ტრიალებდა ნიუ იორკის ყველაზე ინტელექტუალურ წრეებში.

ბაირონმა მკლავურით გადაცურა ჰელესპონტი და დაიპყრო უამრავი ქალის გულიც.

ეკლესიასტეს ავტორმა კი ამ თვალსაზრისით ორივეს აჯობა

ის სვამდა, გემრიელად ჭამდა, ტკბებოდა მუსიკით და ყველანაირი სიტკბოებით.  მან  ამოთხარა ტბები… მას ყავდა მსახურები და მხევლები და ამ მხევლებთან ერთად გაჩენილი შვილები.

და ყველაფრით ტკბობის მერე მან თქვა რომ ყველაფერი, მათ შორის სიბრძნეც, ამაოებაა,  რომ მეტის ცოდნა იწვევს მეტ და უფრო ძლიერ ტკივილს….

ბედნიერები არიან მწერლები რომელთა მრავალი წლის წინ დაწერი;ლ თხზულებებს აღარ კითხულობენ ადამიანები. ..

 თუ კი დავამტკიცებთ რომ ეკლესიასტეს დოქტრინა არაა ერთადერთი სიბრძნე  შეიძლება აღარ ვიღელვოთ ამავე განწყობის შემდგომ გამოვლინებებზე.

განწყობა უნდა განვასხვავოთ მისი ინტელექტუალური გამოხატვისგან.

განწყობასთან ვერ იკამათებ.

განწყობის შცვლას მოახერხებს რაღაც ბედნიერი შემთხვევა ან ჩვენი ფიზიკური მდგომარეობის შეცვლა და არა არგუმენტი.

მე თვითონ მრავალჯერ მქონია განცდა რომ ყველაფერი ამაოებაა.

მაგრამ მე ეს განცდა დავძლიე მოქმედების გადაუდებელი საჭიროებით და არა ფილოსოფიით.

თუ კი თქვენი ბავშვი ავადაა თქვენ შეიძლება იგრძნოთ თავი უბედურად, მაგრამ თქვენ არ გექნებათ განცდა რომ ყველაფერი ამაოებაა.

თქვენ იგრძნობთ რომ უნდა მონახოთ ექიმი და წამალი და არ დაიწყებთ იმის რკვევას აქვს თუ არა სიცოცხლეს უმაღლესი ღირებულება.

მდიდარი კაცი ხშირად გრძნობს ხოლმე რომ ყველაფერი ამაოებაა, მაგრამ გაკოტრების შემთხვევაში სადილი სულაც  არ იქნება მისთვის ამაოება.

ამაოების გრძნობას აჩენს ბუნებრივ მოთხოვნილებათა მეტისმეტად იოლი დაკმაყოფილება.

ცხოველი  ადამიანი მზადაა სიცოცხლისთვის მეტ-ნაკლებად ინტენსიური ბრძოლისთვის  და როდესაც homo sapiens-სიმდიდრის წყალობით შეუძლია ყველა თავისი ჟინის  იოლად, ძალისხმევის გარეშე დაკმაყოფილება  მისი ცხოვრება კარგავს ბედნიერების არსებით ელემენტს.

ადამიანი რომელიც იოლად  ყიდულობს და აგროვებს იმას რაც მაინც და მაინც არც უნდა ასკვნის რომ  წადილის განხორციელებას არ მოაქვს ბედნიერება.

 

თუ კი ის მიდრეკილია ფილოსოფოსობისკენ ის ასკვნის რომ  ადამიანის სიცოცხლე საწყალი და ბეჩავია იმიტომ რომ  ადამიანი რომელსაც აქვს ყველაფერი რაც მას უნდა ისევ უბედურია.

მას ავიწყდება რომ უარის თქმა ზოგ სასურველ რამეზე არის ბედნიერებისთვის აუცილებელი ელემენტი.

აი რაც იყო სათქმელი განწყობებზე.

მაგრამ ეკლესიასტეს აქვს ინტელექტუალური არგუმენტებიც.

ის ამბობს რომ მდინარეები ჩადიან ზღვაში რომელიც არ ივსება, რომ  არაფერია ახალია მზისქვეშეთში, რომ არ იხსენებენ ძველს, რომ მას სძულდა მისი ნაშრომი მზის ქვეშ  რომლითაც უნდა ესიამოვნა მის შემდგომ ადამიანს.

თუ ვეცდებით ამ არგუმენტების თარგმნას თანამედროვე ფილოსოფიის ენაზე გამოვა ეს :

ადამიანი უწყვეტად იტანჯება და მეტი არაფერი, მატერია გაუჩერებლად მოძრაობს მაგრამ მიუხედავად ამისა არაფერია მტკიცე და გამძლე, მომდევნო არაფრით განსხვავდება წინამორბედისგან,, ადამიანი კვდება და მისი მემკვიდრე იღებს მისი ბედნიერების ნაყოფს, მდინარეები მიდიან ზღვაში მაგრამ მათ წყლებს არ ძალუძთ იქ დარჩენა, ადამიანები და საგნები ჩნდებიან და კვდებიან ისე რომ არაა არავითარი გაუმჯობესება და მდგრადი, გამძლე შედეგი,… მდინარეები, მათ რომ ჰქონდეთ სიბრძნე, დარჩებოდნენ იქ სადაც არიან, სოლომონი ბრძენი რომ ყოფილიყო არ დარგავდა ხეებს რომლის ნაყოფიც გაახარებდა მის შვილს.

მაგრამ სხვანაირად განწყობილი ადამიანი ყველაფერს სხვანაირად ხედავს!

  არაფერი ახალი ცისქვეშთში?  დაივიწყეთ ცათამბჯენები, თვითმფრინავები. განა არ გაახარებდა სოლომონს რადიოთი ან ტელეფონით  საბას დედოფლის ხმის გაგება?…

მაგრამ ამის მთქმელ ლორდ ბერტრან რასელს ახსოვს  Roger Bacon- ის ნათქვამიც    :

«  დღეს მეტი ცოდვა ბატონობს ვიდრე წარსულიხ  ნებისმიერ პერიოდში და ცოდვა შეუთავსებელია სიბრძნესთან.

ყურადღბით შევისწავლოთ ამ ქვეყნის ყველა მდგომარეობა.

ჩვენ ყველგან, ყველაზე მეტად კი იერარქიის სათავეში,  ვხედავთ უზომო კორუფცია-გარყვნილებას…

ავხორცობა ამდაბლებს მთელ კარს და ყველას მეფეა აუმაძღრობა-ღორმუცელობა.

და თუ ეს ხდება თავში რა ხდება სხეულის ნაკვთებში ?

შეხედეთ როგორ უსაქციელობენ, როგორ იხვეჭენ ფულს მღვდლები და როგორ უგულვებელყოფენ ისინი სულზე ზრუნვას… »

 მაგრამ მოთქმა და გოდება არაა წამალი და ჩვენი ლორდი იწყებს ლაპარაკს სიყვარულზე.

 

სიყვარული არის ყველაფრის არსებითი ნაწილი, ისაა სიხარულის წყარო…

სიყვარულის არარსებობა, უსიყვარულობა არის ტკივილის წყარო.

სიყვარული ამდიდრებს ყველაზე დახვეწილ  სიამოვნებებს, მუსიკას, მზის ამოსვლას მთებზე და მთვარით განათებულ ზღვას.

ის ვისაც ლამაზი რამეები არ უნახავს თავის საყვარელ ქალთან ერთად  ვერ იგრძნობს მთლიანად ასეთი რამეების მაგიურ ძალას.

სიყვარული მისი უმაღლესი ფორმით არაა  ჩვეულებრივი და საყოველთაოდ გავრცელებული რამ, მაგრამ ამ ფორმით ის ამჟღავნებს ღირებულებებს რომლის გარეშეც ისინი უცნობები იქნებოდნენ.

სიყვარულს აქვს ღირებულება და მნიშვნელობა რომელსაც ვერაფერს უშვრება სკეპტიციზმი. …

ქრისტიანობაც გვეუბნება რომ ღმერთი სიყვარულია, რომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი თუ არ გვინდა რომ ყველაფერი საბოლოოდ დაიქცეს და დაიღუპოს.

 გაგრძელება იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s