ბერტრან რასელი ბედნიერებაზე-3

 

 

ლორდი ბერტრან რასელის დარდი-

დღევანდელი ადამიანი  სიცოცხლეს, ცხოვრებას თვლის კონკურენციად, შეჯიბრად, ჯიბრად  ბრძოლად და პატივს  სცემს ნებას, ძალას, გამარჯვებულს და არა გონიერებას. თანამშრომლობა, თანაგრძნობა, სიყვარული გადადის უკანა პლანზე,

ესაა უბედურების წყარო.

მე-18 საუკუნეში ჯენტლმენად ითვლებოდა ის ვისაც სიამოვნებდა ლიტერატურის,წიგნების  კითხვა, მხატვართა და სხვა ხელოვანთა ქმნილებების თვალიერება, მუსიკის მოსმენა.

დღევანდელი  მდიდარი ადამიანი სულ აღარ კითხულობს.

თუ კი მას თავისი სახელის განდიდებისთვის უნდა ხელოვნების ნაწარმოების კოლექციის შედგენა  ის სურათების შერჩევას ანდობს ექსპერტებს.

მას სიამოვნებს დიდი ფულის შოვნა და არა რემბრანდტის სურათების თვალიერება. მუსიკაშიც, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ასეა.

 

ვერც ერთი სისტემა ვერ გადარჩება თუ უბედურ ადამიანებს ერთმანეთის გაწყვეტა ურჩევნიათ დღის სინათლის უწყვეტად ატანას.”, სიყვარული ჯობია დარდს, ნაღველს, პესიმიზმს, ტანკით თბილისის დანგრევას და სასოწარკვეთილებას.

აი ეს გითხრათ დიდმა ევროპელმა, ბრიტანელმა ლორდმაფილოსოფოსმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ბერტრან რასელმა, დაუგდეთ ყური ჭკვიან ხალხს, ხომ გიყვართ ევროპა.

 

ბერტრან რასელი ბედნიერებაზე-3

Bertrand Russel , Conquest of Happiness,ფრანგულად, La conquête du bonheur,პარიზი, 1962,

 

 

   დავიწყოთ ისევ პესიმიზმით

 

ამერიკელების ბოდიში განმანათლებელმა

Joseph Wood Krutch-მა. თავის წიგნში « თანამედროვე მენტალობა » 

დაწერა :

« ჩვენი საქმე წაგებულია. ბუნებრივ სამყაროში არაა ჩვენი ადგილი. მაგრამ ჩვენ სულაც არ ვწუხვართ იმის გამო რომ ვართ ადამიანები.  ჩვენ ადამიანებად სიკვდილი გვირჩევნია პირუტყვებივით ცხოვრებას. »

მას არ მოსწანს საზიზღარი სამყარო რომელშიც ის ცხოვრობს. ის ვერ იტანს საძაგელ სამყაროს რომელშიც ის ცხოვრობს და ამაყობს იმით რომ ვერ ეგუება მას.

მაგრამ ლორდი ბერტრან რასელი გვეუბნება რომ ჩვენ არ უნდა მივბაძოთ  ბატონ თენგიზ სიგუას და არ უნდა ვანგრიოთ უნაკლოდ ლამაზი ლოზუნგების ღნავილით ტანკით  ჩვენი აზრით  საზიზღარი სამყარო.

 

« ნიჭიერ ახალგაზრდებს რომლებსაც უნდათ თავგადასავლები  იმიტომ რომ ფიქრობენ რომ ამ სამყაროში არაფერია საკეთებელი ვეტყოდი :

« …წადით დიდ სამყაროში, გახდით პირატი, ბორნეოს მეფე, გლეხი საბჭოთა რუსეთში

// ჩეკისტი და სკკპ ცკ-ს პოლიტბიუროს გენერალური მდივანი კი არა-გლეხი//,  იცხოვრეთ ისე რომ  ყველაზე ელემენტარული ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო იყოს თითქმის მთელი თქვენი ენერგიის ამოქმედება ».

მე ამას არ ვურჩევ ყველას. ვურჩევ მარტო იმათ ვისაც სძულს სამყარო რომელშიც ცხოვრობს..

მე ვფიქრობ რომ რამოდენიმე წლით ასეთი არსებობა  ავადმყოფ ინტელექტუალ თენგიზ სიგუასაც დაუბრუნებს ინტელექტუალისთის ნორმალური არსებობის სურვილს. »//გვ.41//.

გაჭირვებული გლეხის ცხოვრებით ცხოვრებაც კი  ჯობია გორბაჩოვ-მამარდაშვილის დროშის ფრიალით ტანკით თბილისის ნგრევასო, გვეუბნება დიდი ბრიტანელი ლორდი, მოაზროვნე და მოღვაწე , ნობელის პრემიის ლაურეატი ბერტრან რასელი.

 შეჯიბრი-კონკურენციის სული

 

თუ კი კითხავთ ვინმე ამერიკელს  ან თანამედროვე ბიზნესმენს თუ  ყველაზე მეტად რა აფუჭებს  სიამოვნებას მის ცხოვრებაში ის გიპასუხებთ რომ  მას სიამოვნების საშუალებას არ აძლევს  ბრძოლა არსებობისთვის.  ის გულწრფელად გეტყვით ამას. მას სჯერა ამისა.

გარკვეული აზრით ეს მართალია. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სხვა აზრით ესაა დიდად ყალბი განცხადება.

ცხადია რომ შეიძლება თავს დაგვატყდეს რაღაც უბედურება და ამიტომ ყოველ ჩვენთაგანს შეიძლება მოუწიოს ბრძოლა არსებობისთვის.

ასე მოუვიდა, მაგალითად, Conrad-ის ერთ-ერთ გმირს Falk-ს  როდესაც ის აღმოჩნდა მიტოვებულ გემზე.

ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ მარტო მას და ეკიპაჟის კიდევ ერთ წევრს.

მას არ ჰქონდა საკვები და მან შეჭამა თავისი კომპანიონები.

როდესაც ორმა კაცმა დაამთავრეს სადილი რომელზეც მათ მოახერხეს შეთანხმება დაიწყო ნამდვილი ბრძოლა არსებობისთვის.

Falk-მა გაიმარჯვა, მაგრამ მთელი დანარჩენი ცხოვრება ის ვეგეტარიანელი იყო.

მაგრამ ბიზნესმენს ბრძოლა არსებობისთვის წარმოუდგენია სულ სხვა რამედ.

მას  გამოთქმით « ბრძოლა არსებობისთვის » უნდა სრულებით ტრივიალური რამისთვის ღირსების მიცემა.

კითხეთ მას უნახავს თუ არა მას შიმშილით დაღუპული  მისი სოციალური რანგის ბიზნესმენი და თუ უნახავს რამდენი.

კითხეთ თუ რად გადაიქცნენ მისი გაკოტრებული ამხანაგები.

ყველამ იცის რომ გაკოტრებული ბიზნესმენი ცხოვრობს ისეთ მატერიალურ კომფორტში რომელიც არა აქვს იმას  ვინც არ ყოფილა იმდენად მდიდარი რომ ჰქონოდა გაკოტრების ბედნიერება.

ჩვენი ბიზნესმენის ბრძოლა არსებობისთვის სინამდვილეში არის ბრძოლა მეტი მოგებისთვის და წარმატებისთვის და არა სიცოცხლისთვის.

ძალიან ცოტა ადამიანს ესმის რომ გამოსავალი არსებობს.

მათ არ ესმით რომ მონოტონური შრომა მათ ტანჯავს იმიტომ რომ ის მათ არ ამაღლებს.

მე, რა თქმა უნდა, ვლაპარაკობ დიდ ბიზნესმენებზე  რომელთაც უკვე აქვთ კარგი შემოსავალი და თუ მოინდომებენ შეუძლიათ იცხოვრონ იმით რაც მათ უკვე აქვთ.

უკვე დაგროვებული ქონებით ცხოვრება მათ მიაჩნიათ სამარცხვინო რამედ. ამ შემთხვევაში მათ ექნებოდათ შთაბეჭდილება რომ გარბიან ბრძოლის ველიდან მაშინ როდესაც ქვეყანას უტევს მტრის ჯარი.

მაგრამ აბა კითხეთ თუ რომელ  საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო პრობლემას წყვეტენ ისინი თავისი შრომით.

სარეკლამო კლიშეების გარდა მათ არაფერი აქვთ სათქმელი.

წარმოიდგინეთ ასეთი კაცის ცხოვრება.

წარმოვიდგინოთ რომ მას აქვს ლამაზი სახლი, ყავს მომხიბლავი მეუღლე და მომხიბლავი შვილები.

ის კი  თავის ბიურო კაბინეტში გარბის დილაადრიან, როდესაც მის ცოლ-შვილს ჯერ სძინავთ.

კაბინეტში კი მას ევალება დიდი შეფის უნარ-თვისებათა გამოვლენა. ის მოქმედებს და ლაპარაკობს თავდაჯერებულად და გადაჭრით,ხანდახან მუშტსაც ურტყავს მაგიდაზე, კარნახობს წერილებს, ტელეფონით ლაპარაკობს მრავალ მნიშვნელოვან პირთან, იკვლევს ბაზარს  და მერე საუზმობს ვიღაც ბიზნესმენთან ერთად, ვისთანაც ერთად  ის აკეთებს კარგ შემოსავლიან  საქმეს.

ასეა დღის მეორე ნახევარშიც.

 საღამოს, დაღლილი, ის შიირბენს სახლში რათა  გადაიცვას სადილისთვის.

ის და მისნაირად დაღლილი მამაკაცები სადილობენ  ქალბატონებთან ერთად. ამ ქალბატონებს  არა აქვთ უკვე დაღლილებად თავის გრძნობის შესაძლებლობა.

კაცმა არ იცის თუ რამდენი საათის შემდეგ შესძლებს ბეჩავი კაცი თავის დაღწევას.

ბოლოს და ბოლოს ის წვება ლოგინში და რამოდენიმე საათით მოისვენებს.

ამ ადამიანის მუშაობა ჰგავს სირბილს ას მეტრზე.

მაგრამ  ბოლო შეჯიბრისა რომელშიც ეს უბედურია ჩართული არის საფლავი და კონცენტრაცია რომელიც საჭიროა ასი მეტრის გასარბენად ცოტა ნამეტანია ასეთი რბოლისთვის.

და რა იცის ამ ბეჩავმა ბიზნესმენმა თავისი საკუთარი შვილების შესახებ ?

ის მთელი კვირა თავის კაბინეტშია.  კვირა დღეს ის თამაშობს გოლფს.

და რა იცის ამ ბეჩავმა თავისი საკუთარი მეუღლის შესახებ ?

როდესაც ის დილით გარბის სამსახურში მის მეუღლეს ისევ სძინავს.

საღამოობით ორივე დაკავებულია სოციალური მოვალეობებით და მათ არ შეუძლიათ საუბარი როგორც ახლობლებს.

ამ ბეჩავს ალბათ არ ყავს ნამდვილი მეგობრები…

მან გაზაფხული და შემოდგომა იცის იმდენად რამდენადაც ისინი მოქმედებენ ბაზარზე.

წიგნები მისი აზრით უსარგებლოა, მუსიკა მას არ ესმის. მას ალბათ უნახავს სხვა ქვეყნებიც, მაგრამ უნახავს დაქანცული და გამოთაყვანებული ადამიანის თვალით.

ის უფრო და უფრო მარტოსული ხდება და მისი ცხოვრება საქმეების გარეთ ხმელი, უსახური და უგემურია.

10 ინდუსი ქვრივი ქალიდან 9  ალბათ მზადაა ნებაყოფლობით გადახტეს კოცონში და დაიწვას იმიტომ რომ მათ უყვართ დიდება და მათგან ამას მოითხოვს მათი რელიგია.

ბიზნესმენის რელიგია კი მისგან მოითხოვს ბევრი ფულის შოვნას და დაგროვებას. აქ სიყვარულის და სილამაზით ტკბობის ადგილი არაა.

თუ კი ბიზნესმენს უნდა ბედნიერება მან უნდა შეიცვალოს რელიგია.

ის ვერ იქნება ბედნიერი მანამდე სანამ მას  მარტო ან უმთავრესად უნდა წარმატება და მოხვეჭა და არა სიყვარული თუ სილამაზით ტკბობა, მანამდე სანამ ის დარწმუნებულია იმაში რომ ადამიანის მოვალეობაა წარმატების მიღწევა და მოხვეჭა, მანამდე სანამ ის დარწმუნებულია იმაში რომ მარტო ბეჩავს არ უნდა წარმატება და მოხვეჭა.

ის დაძაბული, და აღელვებული უბედური იქნება მანამდე სანამდე ამ ყველაფერში იქნება დარწმუნებული.

 

ტიპიური თანამედროვე ადამიანის მიზანია უფრო და უფრო მეტი ფულის შოვნა რათა გამოფინოს თავისი სიმდიდრე,ფუფუნება  და დაჩრდილოს ისინი ვინც  მანამდე მისი თანასწორნი იყვნენ.

სოციალური კიბე ამერიკაში ბუნდოვანი, არაზუსტი და მუდამ, უწყვეტად ცვალებადია.

ამიტომ ყველა ზედაპირული ემოცია კიდევ უფრო არასტაბილური ხდება იმასთან შედარებით რაც არის ფიქსირებულ სოციალურ წყობაში.

ფული თავისთავად არაა საკმარისი ადამიანისთვის მნიშვნელობის მისაცემად, მაგრამ უფულოდ ძნელია მნიშვნელობის მოპოვება.

ეხლა ადამიანის გონიერებას ზომავენ  ნაშოვნი ფულის ოდენობის მიხედვით.

არაა საჭირო ნიუტონივით,  კოპერნიკივით, კანტის მსგავსად  რაღაც კონცეფციების აგება.

 იშოვე ბევრი ფული და გამოგაცხადებენ ჭკვიან ადამიანად.

ვინც არ შოულობს ფულს ცხადდება დებილად.

არავის არ უნდა რომ გამოაცხადონ დებილად.

ამიტომაა რომ როდესაც ბაზარი იწყებს ყანყალს და მერყეობას  ადამიანები განიცდიან იმას  რასაც უნდა განიცდიდნენ სტუდენტები გამოცდების დროს.

ჩემი აზრით უნდა ვაღიაროთ რომ  ბიზნესმენს ხშირად ანერვიულებს და აღელვებს  გაკოტრების შედეგების ნამდვილი, თუმცა ირაციონალური შიში.

Arnold  Bennet-ის  Clayhanger,  რა მდიდარიც არ უნდა ყოფილიყო ის ,  შიშით ცახცახებდა იმის გაფიქრებაზე  რომ შეიძლებოდა მომკვდარიყო  დავრდომილ-უპატრონოთა თავშესაფარში.

მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ იმათ ვინც ბავშვობაში გადაიტანეს დიდი სიღარიბე და სიღატაკე ეშინიათ რომ მათ შვილებსაც შეიძლება მოუხდეთ ამ უბედურების გადატანა.

მათ თითქმის შეუძლებლად მიაჩნიათ ამ უბედურებისგან თავის დაზღვევისთვის აუცილებელი მილიონების მოგროვება.

ეს შიშები ალბათ გარდაუვალია პირველ თაობაში,  მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა რომ ეს შიშები ტანჯავდეს იმათ ვისაც არასოდეს განუცდია დიდი სიღატაკე.

 

მთელი უბედურება მოდის იქიდან რომ  ბედნიერების მთავარ წყაროდ ჩვენ ვაცხადებთ კონკურენციაში გამარჯვებას.

არ უარვყოფ რომ წარმატების და კონკურენციაში გამარჯვების განცდამ ცხოვრება შეიძლება უფრო სასიამოვნო რამედ აქციოს.

ახალგაზრდობაში უცნობი მხატვარი ნამდვილად ბედნიერი იქნება როდესაც მას აღიარებენ.

არც იმას უარვყოფ რომ ფულს შეუძლია  ბედნიერების განცდის რამდენადმე გაძლიერება.

მაგრამ კონკურენციაში გამარჯვება-წარმატებაც და ფულიც ბედნიერების ელემენტებია და არა სრული და სრულყოფილი ბედნიერება.

ევროპაში  პატივცემულ წარმატებულ ბიზნესმენთა წრის გარდა   ჯერ კიდევ  არის სხვა პატივცემული და პრესტიჟული წრეებიც.

ზოგ ქვეყანაში დღემდე გადარჩა არისტოკრატიაც.

ყველა ქვეყანაში არის პატივცემული და პრესტიჟული ლიბერალი პროფესიები, არიან დიდად  პატივცემული სამხედროებიც და მეზღვაურებიც.

მაგრამ მართალია რომ წარმატების ელემენტია შეჯიბრი-კონკურენცია  ადამიანის პროფესია ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მაგრამ პატივს ვცემთ ღირსებებსაც რითაც მოპოვებული იქნა წარმატება და არა მარტო წარმატებას.

დიდმა მეცნიერმა, სწავლულმა შეიძლება იშოვოს ფული და შეიძლება ვერც იშოვოს.

გვხვდებიან ღარიბი გენერალებიც და ღარიბი ადმირალებიც.

ამ გარემოებებში სიღარიბე თავისთავად არაა სათაკილო, ის შეიძლება ღირსებაც კი იყოს.

ევროპაში მარტო ფულის მოსაგებად იბრძვიან მხოლოდ გარკვეულ წრეებში რომლებიც შეიძლება არ იყვნენ ყველაზე გავლენიანი და ყველაზე პატივცემული წრეები.

ამერიკაში პრობლემა სხვანაირად დგას.

სახელმწიფო, საჯარო ფუნქციები მეტისმეტად მცირე როლს ასრულებენ ეროვნულ ცხოვრებაში და ამიტომ მათ არა აქვთ დიდი გავლენა.

რაც შეხება ლიბერალურ პროფესიებს, ვერც ერთი პროფანი და უმეცარი ვერ გაიგებს მართლაც იციან თუ არა თავისი საქმე ექიმმა თუ ადვოკატმა. 

ამიტომ უფრო ადვილია მათი  ღირსებების დადგენა მათი ცხოვრების წესიდან დადგენილი მათი შემოსავლით.

პროფესორ-აღმზრდელები კი არიან ბიზნესმენის მიერ დაქირავებული  და ამიტომ მათ პატივს სცემენ უფრო ნაკლებად ვიდრე  უფრო ასაკოვან ქვეყნებში.

ამიტომ ამერიკაში ლიბერალური პროფესიების მქონეები ბაძავენ ბიზნესმენებს და არ შეადგენენ ცალკე კლასს, როგორც ესაა ევროპაში.

ამიტომაა რომ ყველგან შეძლებულ კლასებში ვერაფერი არბილებს ბრძოლას ფინანსური წარმატებისთვის.

სულ პატარა ამერიკელი ბავშვებიც კი გრძნობენ რომ მათ ირგვლივ ფასობს მარტო ფინანსური წარმატება და  მათ არ უნდათ სწავლა იმისა რასაც სწრაფად   არ მოაქვს ფული.

ძველად აღზრდა განათლება ბავშვს ასწავლიდა იმას რასაც მისთვის უნდა მოეტანა სიხარული და სიამოვნება.

ვლაპარაკობ  უკულტურო უმეცრებისთვის მიუწვდომელ სიხარულზე და სიამოვნებებზე.

მე-18 საუკუნეში ჯენტლმენად ითვლებოდა ის ვისაც სიამოვნებდა ლიტერატურის,წიგნების  კითხვა, მხატვართა და სხვა ხელოვანთა ქმნილებების თვალიერება, მუსიკის მოსმენა.

დღევანდელი  მდიდარი ადამიანი სულ აღარ კითხულობს.

თუ კი მას თავისი სახელის განდიდებისთვის უნდა ხელოვნების ნაწარმოების კოლექციის შედგენა  ის სურათების შერჩევას ანდობს ექსპერტებს.

მას სიამოვნებს დიდი ფულის შოვნა და არა რემბრანდტის სურათების თვალიერება. მუსიკაშიც, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ასეა.

ამიტომ დღევანდელმა დიდმა ბიზნესმენმა აღარ იცის თავისი თავისუფალი დროის გამოყენება.

მისი ქონება იზრდება და ის კიდევ უფრო იოლად შოულობს დიდ ფულს.

ის მიდის იქამდე რომ დღეში ხუთ წუთს მისთვის მოაქვს სიმდიდრე რომლის დახარჯვაც აღემატება მის ძალებს.

ბეჩავი დიდი ბიზნესმენი გადაიქცევა სულ უსაქმურ ტიპად.

ის თავისი სიცოცხლის მიზნად თვლის ფინანსურ წარმატებას და ეს უბედურება გარდაუვალია.

დაღონებული და დარდიანი იქნება ის ვინც არ იცის  თავისი წარმატება-გამარჯვებისგან მოსვენება.

 

ქიშპობის ჩვეულება იოლად იპყრობს რეგიონებს რომლებისთვისაც ის უცხოა.

მაგალითად ნახეთ კითხვის საკითხი.

ზოგი კითხულობს იმიტომ რომ მას სიამოვნებს წიგნის კითხვა.

სხვა კითხულობს იმიტომ იტრაბახოს იმით რომ წაიკითხა წიგნი.

ამერიკაში ზოგი ქალბატონი კარგ ტონად თვლის  თვეში ერთხელ ზოგი წიგნის წაკითხვას ან მოჩვენებას იმისა რომ წაიკითხა.

ზოგი მართლაც კითხულობს. ზოგი გადახედავს პირველ თავს.  კიდევ სხვები კითხულობენ წიგნის მოკლე შინაარსს ან აღწერას, მაგრამ ყველას წიგნი აქვს თავის მაგიდაზე.

მიუხედავად ამისა ისინი არ კითხულობენ შედევრს.

Book Clubs-ები ანუ წიგნის კლუბები არ არიან დაინტერესებული « ჰამლეტის » და « მეფე ლირის »  კითხვით. მათ არ აინტერესებთ დანტე.

კითხულობენ მხოლოდ მცირე ღირებულების მქონე თანამედროვე წიგნებს.

ესეც არის შეჯიბრი-კონკურენციის სულისკვეთების შედეგი.  და ეს შედეგი შეიძლება არც იყოს საშინელი.

მარტო დარჩენილი ეს ქალბატონები წაიკითხავდნენ მათთვის ლიტერატურული კრიტიკოსების მიერ შერჩეულ კიდევ უფრო უარეს წიგნებს.

 

კონკურენცია-შეჯიბრი-ჯიკაობის სულისკვეთების მნიშვნელობა თანამედროვე ცხოვრებაში დაკავშირებულია კულტურის დონის საერთო, ზოგად დაქვეითებასთან, ისე როგორც ეს მოხდა ძველ რომში ავგუსტეს ხანის შემდეგ.

მამაკაცებს და ქალებს თითქოს აღარ შეუძლიათ უფრო ინტელექტუალურ სიამოვნებათა აღქმა.

საუბრის ხელოვნება, მაგალითად, რომელმაც სრულყოფილებას მიაღწია მე-18 საუკუნის ფრანგულ სალონებში, 40 წლის წინაც იყო ცოცხალი ტრადიცია.

საუბრის ხელოვნება 40 წლის წინაც იყო ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ხელოვნება. ის გამოკვეთდა სულის ყველაზე მაღალ უნარებს. და ეს ხდებოდა სრულებით ეფემერული რაღაცისთვის.

მაგრამ აბა ვიღას სცალია დღეს ტკბილი და თავაზიანი საუბრისთვის.

ჩინეთში ეს ხელოვნება ყვაოდა და იფურჩქნებოდა 20 წლის წინათაც…

კარგი ლიტერატურის ცოდნა განათლებულ ადამიანებში ჩვეულებრივი რამე იყო 50-100 წლის წინ.

დღეს ესაა რამოდენიმე პროფესორის პრივილეგია.

მიივიწყეს და უკუაგდეს ყველაზე მშვიდობიანი სიამოვნებები.

ამერიკელმა სტუდენტებმა არ იციან მათ ცხვირწინ აყვავებული და გაფურჩქნული ულამაზესი ყვავილების სახელები. …

 

დღევანდელი ადამიანი  სიცოცხლეს, ცხოვრებას თვლის კონკურენციად, ქიშპობად,შეჯიბრად, ჯიბრად  ბრძოლად და პატივს  სცემს ნებას, ძალას, გამარჯვებულს და არა გონიერებას, დაკუნთულს და არა გონიერს. თანამშრომლობა, თანაგრძნობა, სიყვარული გადადის უკანა პლანზე,

ესაა უბედურების წყარო….

 

ზოგმა შეიძლება თავი დაიმშვიდოს იმის გახსენებით რომ  უტვინო ბუმბერაზი დინოზავრები გაწყდნენ,  მათი ადგილი დაიკავეს უფრო  გონიერმა არსებებმა და გაწყდებიან დღევანდელი დინოზავრებიც რომლებიც  თვითონ იმზადებენ თავის სიკვდილს.

ჩვენ დღევანდელ დინოზავრებს საშუალოდ  თითო შვილი თუ ყავთ ქორწინებიდან. მათ არ უყვართ საკმარისად სიცოცხლე და არ უნდათ შვილები.

სიცოცხლის მთავარ მამოძრავებელ ძალად ჩათვლილი  კონკურენცია-შეჯიბრი-ჯიკაობის სულისკვეთება მეტისმეტად ბნელია, მეტისმეტად  ახირებული და ჯიუტია. ის შდგება მეტისმეტად გამაგრებული კუნთებისგან და მეტისმეტად დაძაბული ნებისგან  და ის სიცოცხლის საფუძვლად შეიძლება იყოს  ბვვრი-ბევრი ერთი-ორი თაობის მანძილზე.

დაძაბული კონკურენციია-ჯიკაობით გადაქანცულები ბევრჯერ ეცდებიან  გაქცევას  და გამოთაყვანება-გათიშვას სხვადასხვა დამღუპველი საშუალებებით და სიამოვნებებით. ამის ბოლო იქნება ნარკოტიკით და ლოთობით გადაშენება.

წამალია  სიცოცხლის გაწონასწორებული იდეალის მთავარ  ელემენტად  ჯანმრთელი და მშვიდობიანი  სიხარულის მიღება.

// გაგრძელება იქნება//.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s