ბერტრან რასელი ბედნიერებაზე-6

შური და ა.შ.

არ გავსკდეთ გულზე სხვისი  შურით…

 

შური სპობს ბედნიერების და კეთილდღეობის საფუძვლებს.

 

თუ კი გინდათ დიდება თქვენ შეიძლება შეგშურდეთ ნაპოლეონისა, მაგრამ ნაპოლეონს შურდა იულიუს კეისარისა.

იულიუს კეისარს შურდა ალექსანდრე მაკედონელისა და ალექსანდრე მაკედონელს შურდა ჰერაკლესი რომელსაც არც უარსებია არასდროს.

 

 

 

ბრიტანელი ლორდი, ნობელის პრემიის ლაურეატი ბერტრან რასელი, ბერტრან რასელი ბედნიერებაზე-6

Bertrand Russel , Conquest of Happiness,ფრანგულად, La conquête du bonheur,პარიზი, 1962,

 

ტანჯვის ერთ-ერთი უძლიერესი ფაქტორი  წუხილი-შფოთის შემდეგ არის  შური, რაღაცის აუტანლად ძლიერი სურვილი.

ჩემის  აზრით ესაა ადამიანში ღრმად ფესვგადგმული  ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური, საყოველთაო ჟინი.

ეს ტანჯავს ბავშვებს რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 1 წელი და ყველა აღმზრდელმა დიდი პატივისცემით უნდა უმკურნალოს მათ.

ბავშვი მაშინვე ამჩნევს რომ ის უფრო მოგვწონს ვიდრე სხვა.

ბავშვებით დაკავებულებმა უნდა მკაცრად დაიცვან აბსოლუტური და უცვლელი მიუკერძოებულობა.

მაგრამ ბავშვები სრულწლოვანებზე ოდნავ გულწრფელად გამოხატავენ  შურს და ეჭვს რომელიც  გავრცელებულია როგორც სრულწლოვანებში ისევე ბავშვებში.

მახსენდება რომ ერთი მსახური გოგონა  დაქორწინდა და დაფეხმძიმდა.  მას, რა თქმა უნდა, აღარ ავალებდნენ სიმძიმეების აწევას.

სხვა მსახურ გოგონებს ეს მაშინვე შეშურდათ და მათ უარი თქვეს სიმძიმის აწევაზე.

ამ სიმძიმეების ტარება მოგვიწია ჩვენ.

 

შურია დემოკრატიის საფუძველი.

ჰერაკლიტემ განაცხადა რომ ეფესოს ყველა მოქალაქე უნდაჩამოახრჩო იმიტომ რომ მათ თქვეს :

« ჩვენს შორის არავინაა პირველი « .

დემოკრატიული მოძრაობა ბერძნულ სახელმწიფოებში თითქმის მთლიანად უნდა ყოფილიყო შთაგონებული ამ ჟინით-შურით.

ასევეა თანამედროვე დემოკრატიაშიც.

მართალია ისიც რომ არსებობს იდეალისტური თეორია რომლის თანახმადაც  დემოკრატია უნდა იყოს მთავრობის საუკეთესო ფორმა.

ჩემის აზრით ეს თეორია მართალია.

მაგრამ პრაქტიკულ პოლიტიკაში  არაა სფერო სადაც იდეალისტური თეორიები იმდენად ძლიერია რომ მათ შეუძლიათ დიდი ცვლილებების გამოწვევა.

დიდი მღლვარებების დროს კი მათი გამამართლებელი თეორიები მუდამ ნიღბავენ შურს, ეჭვს და სხვა ვნებებს.

 

უეჭველად შურია ის ჟინი და ვნება რომელმაც  ბიძგი მისცა დემოკრატიულ თეორიებს…

შეხედეთ თუ რა შურით და ბოროტად  უყურებენ მეტროში ლამაზად ჩაცმულ ქალს ქალები რომლებიც არ არიან მასზე უფრო ლამაზად ჩაცმულები.

შურიანები ყველანაირად  ცდილობენ ლამაზად ჩაცმული ქალისთვის დამამცირებელი დასკვნების გამოტანას.

ამ ზოგადი ავი განწყობის გამოვლინებაა სკანდალის სიყვარული.

იჯერებენ ყველაფერს რასაც ყვებიან ქალზე თუნდაც არ იყოს არანაირი დამამტკიცებელი საბუთი.

ამ მიზნით  იყენებენ მკაცრ მორალსაც.

შურით უყურებენ იმათ ვისაც ჰქონდა ამ მორალის დარღვევის შესაძლებლობა, მაგრამ ამავე დროს თვლიან რომ ეს ცოდვა უნდა დაისაჯოს.

შური ტანჯავს მამაკაცებსაც,

მაგრამ ქალისთვის მეტოქეა ყველა დანარჩენი ქალი და მამაკაცისთვის მეტოქეა  იქვე მჯდომი ან მდგომი კოლეგა, ხშირად შორს მყოფიც.

თუ პოლიტიკოსის გვერდით მოინდომებთ წაპოლიტიკოსობას ის გულზე გასკდება შურით და ეჭვით. არ ღირს არც მსახიობობა მსახიობის წინ და ა.შ.

ლაიბნიცი და Huygens წერდნენ ერთმანეთს წერილებს.  ზოგ წერილში ისინი გამოთქვამენ წუხილს ნიუტონის სავარაუდო გაგიჟების გამო.

« განა არ არის სამწუხარო ის  რომ ნიუტონის შეუდარებელი გენია დააბნელა გონების დაკარგვამ ? », წერია ამ წერილებში.

ეს გამოჩენილი ადამიანები მრავალ წერილში აშკარად სიამოვნებით აღვარღვარებენ ნიანგის ცრემლებს.

არა და ნიუტონი  სულაც არ გაგიჟებულა, უბრალოდ მისმა ზოგმა უცნაურმა საქციელმა გამოიწვია ჭორების გავრცელება.

შური ყველაზე ცუდი რამეა ადამიანის ბუნებაში. შურიანს უნდა სხვისთვის ცუდი რამე, მაგრამ ამავე დროს შური აუბედურებს თვითონ შურიანს.

შურიანი არ იღებს სიამოვნებას იმით რაც მას აქვს.

ის იტანჯება იმის გამო რომ რაღაც აქვთ სხვებს.

თუ კი შურიანს შეუძლია ის სხვებს ართმევს მათ უპირატესობებს, მას უნდა იგივე უპირატესობების მოპოვება.

შური რომელსაც არ ხვდება არანაირი დაბრკოლება მავნეა ყველა ღირსებისთვის.

სამუშაოზე ფეხით მიმავალ მუშას შურს ექიმისა რომელიც მანქანით მიდის ავადმყოფის სანახავად.  იმათ ვისაც უხდებათ უამინდობათა გადატანა შურთ მეცნიერისა რომელიც არის თბილ ოთახში.

უნიჭო რეგვენს შურს  კაცობრიობისთვის სასარგებლო ნიჭის მქონე ადამიანისა რომელიც განთავისუფლებულია ზოგი ვალდებულებისგან.

შურმა არ იცის თუ რა არის დასვენება და მოსვენება.

საბედნიეროდ ადამიანს აქვს აღფრთოვანების უნარიც.

რაც უფრო მეტად ვართ აღფრთოვანებული ველასკესით მით უფრო ნაკლებად გვშურს მისი…

ჩვეულებრივი მამაკაცებისთვის ერთადერთი წამალი შურის წინააღმდეგ არის ბედნიერება.

უბედურება ისაა რომ შური საშინელი დაბრკოლებაა ბედნიერებისთვის.

მე ვფიქრობ რომ ბავშვობაში გადატანილი უბედურებები  დიდად უწყობენ ხელს შურის გაჩენას და განვითარებას.

შური უჩნდება იმ ბავშვს რომელიც ამჩნევს რომ ირგვლივ მყოფებს მასზე მეტად უყვართ მისი ძმა ან და.  უკვე გაზრდილიც ის ელის ბავშვობაში გადატანილი უსამართლობების განმეორებას.  ის მაშინვე ამჩნევს უსამართლობებს და წარმოიდგენს ახალ უსამართლობებს მაშინაც როდესაც ისინი არაა.

ასეთი ადამიანი აუცილებლად უბედურია.  ის აწუხებს თავის ამხანაგებსაც რომლებსაც არ შეუძლიათ წარმოსახვითი შეურაცხყოფებისთვის თავის არიდება.

ბავშვობაში გატანჯული ეჭვიანი ადამიანი ფიქრობს რომ ის არავის უყვარს და იქცევა ამ ფანტაზიის  შესაბამისად.

იგივე უბედურება  ემართება იმას  ვისაც ბავშვობაში ყავდა არამოსიყვარულე, სიყვარულის არმქონე მშობლები.

ასეთმა ბავშვმა შეიძლება იგრძნოს რომ სხვა მშობლებს უყვართ თავისი შვილები.

ეს ამ ბავშვს შეაძულებს სხვა ბავშვებს და თავის მშობლებს.

გარკვეული ბედნიერება ყოველი ადამიანის ბუნებრივი ხვედრია და ვისაც ის არ ხვდა წილად ირყვნება და მწარდება.

 

  მაგრამ შურიანს შეუძლია ამის თქმა  :  

 « რატომ უნდა მითხრან მე რომ შურის წამალია ბედნიერება ?

მე ვერ ვიქნები ბედნიერი სანამ მექნება რაღაცის ჟინი და თქვენ მეუბნებით რომ შურიანი ვიქნები მანამდე სანამ არ ვიპოვი ბედნიერებას. »

მაგრამ რეალური  ცხოვრება არაა ესოდენ ლოღიკური.

ფიქრი მარტო საკუთარი შურის მიზეზებზე არის  წამლისგან ძალიან დაშორება.

შედარების ცნებებით ფიქრი არის ფატალური ჩვევა.

სრულებით უნდა იყოს დაფასებული ყოველი  სასიამოვნო, გასართობი, სასაცილო ელემენტი.

არ უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ჩვენ ნაკლებ სიამოვნებას განვიცდით ვიდრე ჩვენი მეზობელი.

« კი, იტყვის შურიანი, მზე ბრწყინავს და კაშკაშებს, გაზაფხულია, ჩიტებიც გალობენ და ჟღურტულობენ, ყვავილები იფურჩქნება, მაგრამ მეუბნებიან რომ  გაზაფხული სიცილიაში ათასჯერ  დიდებულია, რომ ჰელიკონის ჭალებში ჩიტების ჟღურტული უფრო დახვეწილია და რომ შარონის ვარდი  ბევრად უფრო ლამაზია ვიდრე ჩემი ბაღის ყველა ყვავილი.“

სანამ შურიანი ასე ფიქრობს მზე ბნელდება,  ფრინველების გალობა ხდება უაზრო ხმაური და ადამიანს უქრება ყვავილებით ტკბობის სურვილიც.

შურიანი ასევე უყურებს სიცოცხლის მიერ შემოთავაზებულ ყველა სიამოვნებას :

« კი, იტყვის ის, ჩემი საყვარელი ქალი მომხიბლავია,ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ რამდენად უფრო მშვენიერი და დახვეწილი იყო საბას დედოფალი აჰ !  ნეტა მქონოდა სოლომონის შანსი !… »

ყველა ეს შედარება აბსურდული და სასაცილოა:

გინდა საბას დედოფალი და გინდა მეზობელი გოგო იყოს ჩვენი უკმაყოფილობის მიზეზი, ეს მიზეზი უაზროა.

ბრძენს უყვარს ის რაც აქვს მაშინაც როდესაც ხედავს რომ მეზობელს აქვს სხვა ძვირფასი რამ.

შური  არის ნაწილობრივ  მორალური და ნაწილობრივ ინტელექტუალური  მანკიერება რომლის გამოც ჩვენ ვერ ვხედავთ საგნებს  და ადამიანებს ისეთებს როგორებიც ისინი არიან თავისთავად და ჩვენ მათ ვხედავთ მხოლოდ სხვა რამეებთან და ვინმეებთან შედარებით.

ჩემი ხელფასი საკმარისია ჩემ  საჭიროებათა დასაკმაყოფილელად, მე კმაყოფილი უნდა ვიყო.

მაგრამ ვიგებ რომ ვიღაც სხვა , რომელიც,ჩემი აზრით, სულაც არაა ჩემზე უკეთესი,  იღებს ჩემს ხელფასზე ორჯერ უფრო დიდ ხელფასს და შურით ვსკდები გულზე.

სოიამოვნება, რომლის მიღების საშუალებას მაძლევს ჩემი ხელფასი, დაუყოვნებლივ  ქრება და მჭამს უსამართლობის განცდა.

ყველაფერი ამის ეფექტური წამალია მენტალური დისციპლინა. ადამიანმა უნდა შეწყვიტოს უაზროდ და უსარგებლოდ ფიქრი.

და რა არის თვითონ ბედნიერებაზე უფრო სასურველი რამ ?

და თუ კი მოვახერხებ შურის დაძლევას მე შევძლებ ბედნიერების მოპოვებას და სხვებს შეშურდებათ ჩემი.

იმას ვისაც აქვს ჩემს ხელფასზე ორჯერ უფრო დიდი ხელფასი შურს იმისა ვისაც აქვს მის ხელფასზე ორჯერ უფრო დიდი ხელფასი, და ა.შ.

თუ კი გინდათ დიდება თქვენ შეიძლება შეგშურდეთ ნაპოლეონისა, მაგრამ ნაპოლეონს შურდა იულიუს კეისრისა.

იულიუს კეისარს შურდა ალექსანდრე მაკედონელისა და ალექსანდრე მაკედონელს შურდა ჰერაკლესი რომელსაც არც უარსებია არასდროს.

ასე რომ თქვენ ვერ აარიდებთ თავს შურს მარტო წარმატების საშუალებით ვინაიდან ყოველთვის იქნება თქვენზე უფრო წარმატებული ისტორიული თუ ლეგენდარული პერსონაჟი.

ისიამოვნეთ იმით რითი სიამოვნების საშუალებაც მოგცათ ბედმა,  აკეთეთ თქვენი საკეთებელი,  არ იფიქროთ იმათზე ვიზეც შეიძლება არასწორად ფიქრობდეთ რომ თქვენზე ბედნიერები არიან.

ესაა  შურის თავიდან მოშორების საუკეთესო საშუალებები.

მეტისმეტი მოკრძალება-თავმდაბლობაც არ ვარგა.

მეტისმეტად მოკრძალებულ-თავმდაბალს გონია რომ არ შეუძლია რაიმე სერიოზულის გაკეთება და მას შურს თავხედისა რომელსაც თითქოს ყველაფერი გამოსდის.

აუცილებელია ზომიერება, ოქროს შუალედის პოვნა მეტისმეტ მოკრძალება-თავმდაბლობასა და თავხედობა-თავგასულობას შორის…

ცხადია რომ შური მჭიდროდაა დაკავშირებული შეჯიბრი-კონკურენციის სულისკვეთებასთან.

არ გვშურს ხვედრისა რომელიც ჩვენთვის მიუწვდომელი გვგონია.

დადგენილი სოციალური იერარქიის ხანაში დაბალი კლასის წევრებს არ შურთ მაღალი კლასის წევრებისა მანამდე  სანამ ითვლება რომ  ადამიანთა დაყოფა ღარიბებად და მდიდრებად სასურველია ღმერთისთვის.

მათხოვრებს შურთ მათზე უფრო წარმატებული მათხოვრებისა და არა მილიონერებისა.

დღეს შურის მოქმედების არე დიდად გაზარდეს სოციალური სტატუსის არასტაბილურობამ,  დემოკრატიის თუ სოციალიზმის ეგალიტარულმა დოქტრინებმა.

დღეს ეს ბორიტება უნდა ავიტანოთ რათა მივაღწიოთ უფრო სამართლიან სოციალურ სისტემამდე.

უთანასწორობათა რაციონალური შესწავლისას ისინი გამოჩნდებიან უსამართლობად  თუ კი ისინი არ ეყრდნობიან რაღაც ღირსებებს.

აქედან გამომდინარე შურის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება უსამართლობის არდაშვება.

შურს, მაშ, დღეს აქვს უპირატესი როლი.

ღარიბს შურს მდიდრისა, ღარიბ ერებს შურთ მდიდარი ერებისა, ქალებს შურთ მამაკაცებისა.  ღირსეულ ქალებს შურთ უღირსი, მაგრამ დაუსჯელი ქალებისა.

თუ კი მართალია რომ  კლასებს, ერებს და სქესთა  შორის სამართალის დამამყარებელი მთავარი ფაქტორი არის შური მაშინ ეს იქნება ყველაზე უარესი სახეობის სამართალი….

ადამიანის ბედნიერება მარტივია, იმდენად მარტივია რომ სნობებს არ შეუძლიათ იმის დანახვა თუ რა აკლიათ მათ რეალურად.

ინსტინქტური ბედნიერება იშვიათი რამეა ინგლისური ენის ქვეყნებში, განსაკუთრებით ქალებში.

ამ თვალსაზრისით ცივილიზაცია თითქოს ასცდა სწორ გზას.

თუ კი გვინდა რომ შურმა იკლოს უნდა ვიპოვოთ წამალი.

თუ კი ვერ ვიპოვით ამ წამალს ჩვენი სამყარო შეიძლება გადაიქცეს სიძულვილის სამყაროდ რომლის მოსპობაც და დანგრევაც გარდაუვალი იქნება.

ძველად ადამიანებს შურდათ მარტო მეზობლებისა ვინაიდან მათ ბევრი არაფერი იცოდნენ სხვებზე.

დღეს სწავლისა და პრესის მეშვეობით მათ აბსტრაქტულად ბევრი რამე იციან კაცობრიობის ფართო ფენებზე ისე რომ პირადად არ იცნობენ შორს თუ შორიახლოს მცხოვრებ ადამიანებს.

დღევანდელ ადამიანს გონია რომ კინოს მეშვეობით ის იცნობს მდიდართა ცხოვრებას.

დღევანდელ ადამიანს გონია რომ პრესის მეშვეობით ის იცნობს სხვა ერების გარყვნილებას.

დღევანდელ ადამიანს გონია რომ პროპაგანდის მეშვეობით ის იცნობს  სხვა ფერის კანიანთა საზიზღარ ჩვეულებებს.

ყვითლებს, თეთრებს, შავებს სძულთ ერთმანეთი. ….

არ უნდა ვიყოთ ბრიყვები,  გავარჩიოთ პროპაგანდა სინამდვილისგან. ენდე და შეამოწმე,  სასზიზღარი რუსების ეს ანდაზა უყვარდა დიდ რონალდ რეიგანსაც…

 

არ გავსკდეთ გულზე სხვისი  შურით…

//გაგრძელება იქნება//

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s