ა.ჟაკარი ფრანჩესკო ასიზელზე 2

 

 

თანამედროვე  განათლებული ევროპელის ღაღადისი : წმინდა ფრანჩესკო ასიზელო  დაგვეხმარე რომ გადავიქცეთ ადამიანებად !

 

 

1996 წელს ფრანგულად გამოვიდა ალბერ ჟაკარის საინტერესო წიგნი ზრუნვა ღარიბებზე, ფრანჩესკო ასიზელის მემკვიდრეობა //Albert Jacquard ; Le souci des pauvres, L’héritage de François d’Assise//.

 

მე-12 საუკუნიდან 21-ე საუკუნემდე … და დაბრუნება

 

მე-12  საუკუნის დასასრულს ისტორია თითქმის იძრა.

1 საუკუნით ადრე პირველ  ჯვაროსანთა მიერ დაფუძნებული ფრანკთა სამეფოს დედაქალაქი იერუსალიმი  აიღო სალადინმა.

წმინდა ადგილები აღმოჩნდა მაჰმადიანთა ბატონობის ქვეშ და მიუწვდომელი გახდა ქრისტიანებისთვის.

უძლიერესმა მეფეებმა, ფრიდრიხ ბარბაროსამ, რიჩარდ ლომგულმა და ფილიპ ავგუსტმა  მაშინვე გადაწყვიტეს დაწყება ახალი ჯვაროსნული ლაშქრობისა  რომელსაც უნდა გაენთავისუფლებინა ქალაქი სადაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე.

პალესტინისკენ პირველი დაიძრა იმპერატორი ფრიდრიხი, მაგრამ ის დაიხრჩო რაღაც ნიაღვარში. მისი დემორალიზებული ჯარები გაიფანტნენ.

რიჩარდი და ფილიპე მეტოქე-მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგრამ მათ გააერთიანეს თავისი  ძალები და ისე წავიდნენ იერუსალიმისკენ.

მაგრამ მათ შორის მოხდა გაუგებრობა.

რამოდენიმე პორტის ალყაში მოქცევის შემდეგ ფილიპე დაბრუნდა საფრანგეთში, მას უხმობდნენ მისი სამეფოს საქმეები.

რიჩარდმა გააგრძელა ოპერაციები, მაგრამ უარი თქვა მიზნის მიუღწევლად.

უკან დაბრუნებისას ის ტყვედ ჩავარდა.

იერუსალიმი დარჩა ისლამის მიწაზე.

ხომ არ შეაქცია ზურგი ღმერთმა ქრისტიანებს ?

 

ეს დიდი და მღელვარე ამბები ნიღბავდნენ  იდივიდების და საზოგადოებების ურთიერთობებში მომხდარ დიდ ცვლილებებს.

 

იყო ტექნიკური ცვლილებები რომლებმაც გარდაქმნეს წარმოების საშუალებები, მშენებლობის შესაძლებლობები და, მეტიც, ომის ხელოვნება.

მაშინ გაჩნდა ქარის წისქვილები, მაშინ დაიწყო ევროპაში კომპასის გამოყენება.

მაშინ დაიწყო პირველი გოთური კათედრალების მშენებლობა.

ყველაზე კეთილშობოლ საქმედ მიჩნეული  ომი გარდაქმნა ახალი იარაღების, პირველ რიგში არბალეტის გამოჩენამ.

მის მიერ ასობით მეტრზე გატყორცნილ ისარს შეეძლო ყველაზე სქელი მუზარად-ჯავშან-აბჯარის გაკვეთა.

არბალეტის მსხვერპლი იყო თვითონ რიჩარდ ლომგული.

 

ახალი იარაღი იმდენად საშინელი იყო რომ ეკლესიამ  სცადა სულ მცირე ქრისტიანებს შორის ომში მისი აკრძალვა.

ბრძოლის შედეგი აღარ იყო დამოკიდებული მარტო კეთილშობილი რაინდების ვაჟკაცობაზე.  ის დამოკიდებული იყო მდაბიო ვულგარულ ფეხოსანთა მოხერხებაზეც და რაოდენობაზეც.

ეს ფეხოსნები საკმაოდ ძვირად ყიდდნენ  მეარბალეტის თავის ხელოვნებას.

უკვე იმარჯვებდა უფრო მდიდარი.

შესაძლებელი გახდა გამარჯვების ყიდვა-გაყიდვა.

ყველაზე დიდი ცვლილება უეჭველად იყო ფულის მზარდი როლი.

ამან შეუმჩნევლად  გააჩინა ახალი საზოგადოება.

თავისი ფასი დაადეს ყველაფერს, საკვებს, საკუთრებას, პატივისცემას, ვალდებულებას და ერთგულებასაც კი.

ტყვედ ჩავარდნილი რაინდის გამოსყიდვა ხდებოდა მისი კეთილშობილების შესაბამის ფასად.

დახმარების მოვალეობის შესრულების თუ მეგობრობის უარყოფის კომპენსაციაც კი შეიძლებოდა  ფულით.

ეკლესიაც გადაირია, მანაც შუწყო ხელი ამ სისტემის გავრცელებას სულიერ სფეროში.

სამღვდელოების მიერ ღვთაებრივი მადლის მიზიდვასაც დაედო ფასი //ფასი და არა ღირებულება//. ფულს უხდიდნენ მღვდელს.

გარკვეულ ფასად ყიდდნენ ღმერთის მიერ სამარადისო ტანჯვის პატიებასაც.

იყიდებოდა მიცემული სიტყვისადმი ერთგულებაც, პატივიც, და ა.შ.

ამას ხელი შეუწყო რომაული ციფრების შეცვლამ არაბული ციფრებით.

არაბული ციფრები იმდენად მარტივი იყო რომ მათ იყენებდნენ უსწავლელი ვაჭრებიც.

 

ფულის შოვნა გახდა დიდი ამბავი.

ფულით იყიდდი ყველაფერს, ზოგჯერ ფიქრობდნენ რომ ფულით შეიძლებოდა მარადიული ცხოვრების ყიდვაც.

არისტოკრატია არ ყოფილა დიდად მოხერხებული.

არისტოკრატებს დაბადებით ჰქონდათ მამულები და ციხე-სასახლეები, მათ ჰქონდათ მათი  გლეხების მიერ მიღებული მოსავლის ნაწილის და ამ გლეხების სამსახურის უფლება.

მაგრამ უცბად საჭირო გახდა იარაღის ყიდვა.

არისტოკრატებს კი ფული, ბოდიში, და ისინი განიარაღებულნი, უიარაღოდ აღმოჩნდნენ

 აღმოსავლეთიდან ჩამოტანილი სუნელ-სანელებლები,  ჩრდილოეთ ევროპის სახელოსნოებში დამზადებული ქსოვილები, ძვირფასი ქვებით მორთული სამკაულები ფული ღირდა. ყველაფერი ამით ვაჭრები ითხოვდნენ ფულს.

ყველაფერი ამის შესაძენად არისტოკრატს უხდებოდა თავისი საკუთრების ნაწილის დათმობა.~

 

თავისი შრომით და ცოდნა-უნარით მცხოვრებ გლეხებს და ხელოსნებს უჭირდათ  დაცვა თავისი წილისა იმ სიმდიდრიდან რომელიც მათ შექმნეს.

ისინი უსწავლელნი ან რუდიმენტარული ცოდნის მქონენი იყვნენ.

წერა-კითხვის და ანგარიშის ცოდნა მათთვის ძნელად მისაწვდომი იყო.

მათი ხვედრი გაუმჯობესდა ახალი მიწების ათვისებით, ხორბლეულის მოყვანით, მაგრამ პროგრესი ნელი იყო.

 

საფრანგეთი ძირითადად სოფლურ-გლეხური დარჩა, მაგრამ ჩრდილოეთ იტალიაში დაიწყო ურბანიზაცია. ქალაქები იზრდებოდა და ამასთან ერთად იზრდებოდა ვაჭართა როლიც.

ცვლილებებისგან ყველაზე დიდ მოგებას იღებდნენ სწორედ ვაჭრები.

მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებოდნენ.

გაჩნდა უფსკრული რომლის ერთ მხარეს იყვნენ  მდიდრები რომელთა ქონებაც იზრდებოდა და მეორე მხარეს იყვნენ  ღარიბები რომლებიც კიდევ უფრო ღარიბდებოდნენ.

სიღარიბე ადრე იყო ცუდი მოსავლების თუ ამაოხრებელი ომების შედეგი.

ეხლა კი სიღარიბე იქცა მუდმივ  უბედურებად რომელიც ვრცელდებოდა ქალაქების გარეუბნებში.

შეძრული იქნა ურთიერთობები საზოგადოების შემადგენელ ჯგუფებს შორის.

ადრე იყო არისტოკრატია და ყველა დანარჩენი.

არისტოკრატები ბუნებით იყვნენ განსხვავებულნი.  ისინი დაბადებით იღებდნენ თავის სტატუსს.

მათი სტატუსი გულისხმობდა უფლებებს და მოვალეობებს.

მიწათმფლობელ არისტოკრატებს ევალებოდათ ქვეყნის მართვა.

 

საზოგადოება გაყოფილი იყო სამ წოდებად.

სამვდელოება ლოცულობდა ადამიანთა სულის გადარჩენისთვის.

იყვენ არისტოკრატები რომელთა მოვალეობაც იყო ომი, ქვეყნის დაცვა.

იყვნენ გლეხები რომლებიც ამუშავებდნენ მიწას.

 

იყო კიდევ იდეალი,. სამღვდელოებამ მოთოკა და გაწვრთნა რომის იმპერიის დამანგრეველი და ამაოხრებელი ბარბაროსი მეომრები.

 

მან ეს ბარბაროსები აქცია მონარქიის, ქვეყნის, სამღვდელოების, დაბალი კლასების ანუ გლეხობის და ხელოსანთა, ქვრივ-ობოლთა, ბერიკაცთა და დედაბერთა დაცვის, მოკლედ სამოქალაქო წყობის დაცვის მოვალეობის მქონე წოდებად.

ვისაც უნდოდა რაინდად გახდომა  და რაინდების პრივილეგიების მიღება მას უნდა დაედო ფიცი რომ შეასრულებდა ამ მოვალეობას. იყო ფიცის გამტეხთა ჭკუაზე მოყვანის მეთოდებიც.

ვისაც ევროპა უყვარს ამის შესახებ წაიკითხვავს  კატალონური სალიტერატურო ენის ერთ-ერთი მომგონის, ფილოსოფოსი, თეოლოგი, პოეტი, მისიონერი, ქრისტიანი აპოლოგისტი რაიმონ ლულის // Raymond Lulle ფრანგულად, Ramon Llull კატალონურად, Raymundus Lullus ლათინურად, 1232-1315// ნაშრომებშიც.

 

 მაგრამ გაჩნდა ბურჟუაზია რომლის მიზანიც  იყო რაც შეძლება მეტი ფულის მოხვეჭა.

ბურჟუები ფულით იპყრობდნენ ძალაუფლებას. მათ იცოდნენ ვაჭრობა, მართვა, თვლა-ანგარიში.

ისინი ქმნიდნენ კომუნებს და უპირირდებოდნენ ფეოდალ-არისტოკრატებს.

ბურჟუებმა მოიპოვეს ავტონომიის საწყისი რამაც მათ გააგებინა თავისუფლების გემო.

 

ამ დიდ გარდაქმნებში ენთუზიაზმით მონაწილეობდა  უმბრიის გულში არსებული პატარა ქალაქი ასიზიც.

იმპერიის მიწაზე არსებული ასიზი  ექვემდებარებოდა ფრიდრიხ ბარბაროსას მემკვიდრეს.

 მის კათედრალში  San Rufino  მოინათლა მომავალი იმპერატორი ფრიდრიხ მეორე.

შორიახლოს მდებარე მისი მეტოქე ქალაქი პერუზა კი შედიოდა რომის პაპის მამულში.

უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ფრიდრიხ ბარბაროსას მემკვიდრე.

1197 წელს კი აჯანყდა ასიზის მოსახლეობა რომელმაც აიღო იმპერიისადმი მისი მორჩილების სიმბოლო სიმაგრე, გაწყვიტა მისი გერმანული გარნიზონი, დაანგრია მისი დონჟონები და კედლები და ქვები გამოიყენა ქალაქის ირგვლივ გალავნის საჩქაროდ ასაგებად.

აჯანყებულთა  ბრბომ გაძარცვა, ააოხრა და გადაწვა  არისტოკრატთა სასახლეები. მათი მკვიდრები, ვინც ვერ მოასწრო ან ვერ მოახერხა გაქცევა, დახოცეს.

ბურჟუაზია ზეიმობდა გამარჯვებას.

 

მოზეიმეთა შორის იყო ფართლეულით და ქსოვილებით ვაჭარი რომელსაც თავისი სიმდიდრის წყალობით ჰქონდა განსაკუთრებით დიდი ძალაუფლება.

პიერო დი ბერნარდონე ბევრს მოგზაურობდა საფრანგეთში  საიდანაც ჩაქონდა ქსოვილები რომლებისგანაც არისტოკრატები აკერინებდნენ დიდებულ სამოსს.

როდესაც მათ არ შეეძლოთ ფასის ფულით გადახდა ისინი იხდიდნენ ტყეებით, ფერმებით, ველ-მინდვრებით.

 

ასე მოხდა რომ პიერო დი ბერნარდონეს მამულები გაიშალა ყველა გარეუბანში.

მისი ვაჟიშვილის ნათლობის სახელი იყო ჯოვანი, მაგრამ პიერო დი ბერნარდონის უყვარდა მისი სიმდიდრის წყარო საფრანგეთი და ამიტომ თავის ვაჟიშვილს უძახდა ფრანჩესკო-ფრანსუას.

 

იყო იმედი რომ ეს ჯოვანი-ფრანჩესკო-ფრანსუა შეიძლებოდა გამდარიყო დიდვაჭარი მამამისი პიერო დი ბერნარდონის იდეალური მემკვიდრე.

მაგრამ ამ  ყმაწვილს დიდად არ უყვარდა სწავლა, თუმცა ის აქტიური და მომხიბლავი იყო. მას შეეძლო კლიენტების დარწმუნება ამა თუ იმ რაღაცის ყიდვის საჭიროებაში.

ამავე დროს ის იყო ლიდერი ჯეელებისა რომლებიც საღამოობით და ღამ-ღამობით ღრეობდნენ და მღეროდნენ.

1197  წლის ჯანყის დროს ჯოვანი-ფრანჩესკო-ფრანსუა 15 წლისა თუ იყო, მაგრამ იყო ყველაზე შმაგთა შორის.

ახალი საუკუნის დასაწყისში ის იყო იმათგან  ვისი იმედიც შეიძლებოდა ჰქონოდა ახალ ბურჟუაზიას.

 

// გაგრძლება იქნება//

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s