ა.ჟაკარი ფრანჩესკო ასიზელზე 1

 ევროპული ბიბლიოთკა

თანამედროვე ევროპელის ღაღადისი : წმინდა ფრანჩესკო ასიზელო  დაგვეხმარე რომ გადავიქცეთ ადამიანებად !

 

ფრანჩესკო ასიზელი და არა მერაბ მამარდაშვილი

 

იყო  ფრანგ კათოლიკეთა ოჯახიდან გამოსული ცნობილი ფრანგი მეცნიერი და მწერალი Albert Marie Joseph Jacquard //ალბერ მარი ჟოზეფ ჟაკარი,1925-2013//.

9 წლისა ის მოყვა ავტოკატასტროფაში რომლის დროსაც დაიღუპნენ მისი უმცროსი ძმა და დედამისის მშობლები, თვითონ ის კი დამახინჯდა.

მისივე აღიარებით ამის შემდეგ მას დიდხანს სჯეროდა რომ სხვებს ის ეზიზღებოდათ მისი სიმახინჯის გამო.

მან დასძლია ამ ტრავმის შედეგად  კომპლექსები. ის გახდა ცნობილი მეცნიერი, გენეტიკოსი.

ის იყო  დემოგრაფიულ გამოკვლევათა ეროვნული ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი, ეთიკის ეროვნული საკონსულტაციო კომიტეტის წევრი, მეცნიერების პოპულარიზატორი…

 

ალბერ ჟაკარი იყო  მეცნიერებათა დოქტორი, ჟენევის  და ბელგიის Louvain-la-Neuve-ს უნივერსიტეტების პროფესორი, კვებეკის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი  ისე რომ თავში აზრად არ მოსვლია ლამაზი ლოზუნგების ღრიალით ტანკით ქალაქების ნგრევა.

მისი როგორც მეცნიერის და მეცნიერების პოპულარიზატორის შრომა დაფასდა,

ის იყო ღირსების ლეგიონის ოფიცერი, ღირსების ეროვნული ორდენის კომანდორად ის 1980  წელს გახადა პრეზიდენტმა ჟისკარ დესტენმა…

1992 წელს მან მიიღო  ჟენევის ლიტერატურული პრიზი.

 

 

 

 

 

1996 წელს ფრანგულად გამოვიდა ალბერ ჟაკარის საინტერესო წიგნი ზრუნვა ღარიბებზე, ფრანჩესკო ასიზელის მემკვიდრეობა //Albert Jacquard ; Le souci des pauvres, L’héritage de François d’Assise//.

ღირს მისი თუნდაც შემოკლებით გაცნობა.

 

კათოლიკეთა კონსერვატული  ოჯახიდან გამოსული დიდად სახელგანთქმული ბიოლოგი და გენეტიკოსი ალბერ ჟაკარი მასზე კიდევ უფრო სახელგანთქმულ ფრანგ მღვდელ და მოღვაწე მამა პიერთან // l’abbé Pierre// ერთად მრავალი წლის მანძილზე ზრუნავდა ფრანგ გაჭირვებულებზე.

ამ წიგნში ის უმთავრესად ლაპარაკობს ქრისტიანული სულიერების დიდ ფიგურაზე, ფრანჩესკო ასიზელზე.

 

 

 

ჩვენს მსგავსად ფრანჩესკო ასიზელიც დაიბადა იმ დროს როდესაც პოლიტიკურმა ძალადობამ და კომერციულ-ფინანსურმა აღმავლობამ  გამოიწვია ადამიანურის და ადამიანობის დავიწყება.

 

ალბერ ჟაკარი გვეუბნება რომ ცხოვრების დღევანდელი წესის, ადამიანის მიერ მისი გარემო სამყაროს გაუთავებელი ჭამა თქვლეფის, განადგურების   და მოხმარების გაგრძელება 21-ე საუკუნეში დამთავრდება გლობალური ეკოლოგიური კატასტროფით.

ფრანჩესკო ასიზელი კი ქადაგებდა ადამიანის, ბუნების და ცოცხალი არსებების ღრმა ერთიანობაზე და ეს ქადაქება აქტუალურია დღსაც…

 

 

 

 

ყველაფერი შესანიშნავად ითქვა ფრანჩესკო ასიზელის ცხოვრებაზე.  ისტორიკოსებმა, პოეტებმა, მხატვრებმა  დაგვანახეს საიდუმლო ამ კაცისა რომლის დიდებაც იყო მისი თავმდაბლობა, მეც დავუმატებ ჩემს მოკრძალებულ  თვალსაზრისს…

 

კაცობრიობის აგების ნელ პროცესში ზოგმა პიროვნებამ გამოიწვია გადამწყვეტი გარდაქმნები, მუტაციები.

 

ადამიანების წინაშე თითქოს იყო კარგად გაკვალული გზა.

 

უმრავლესობისთვის  საკმარისი იყო უკვე არჩეული გზით სიარული, მოარული აზრების გაზიარება, გუშინდელი დღის მსგავსი ხვალინდელი დღის მომზადება.

 

მაგრამ გამორჩეულმა პიროვნებებმა გაბედეს შორეული მომავლისკენ გახედვა.

მათ დაინახეს საფრთხეები და არსებული მდგომარეობის არაადამიანურობა.

მათ  სცადეს  გაუგონარი, არნახული თავგადასავლის დაწყება.

 

ფრანჩესკო იყო ერთ-ერთი ასეთი რევოლუციონერი.

იმ ხანაში როდესაც მიზნები დაკარგული იყო მან და მისნაირებმა აჩვენეს რომ  რადიკალური ცვლილება შესაძლებელი და აუცილებელი იყო.

 

ძველი ეგვიპტის ფარაონმა ახენატონმა თავის ხალხს და კაცობრიობას შესთავაზა ერთადერთი ღმერთის კულტი.

შემდეგ იყვნენ  ყველაფრის საფუძვლად სიყვარულის გამომცხადებელი იესო ქრისტე და მისი მოწაფეები.

 

მოკვდავ დიდ რეფორმატორთა შორის იყო  ვაჭრის შვილი ფრანჩესკოც რომელმაც თქვა რომ    მატერიალური სიმდიდრის გაუთავებელი დაგროვება არ შეიძლება იყოს ადამიანის  და საზოგადოების უმთავრესი თუ მთავარი მიზანი.

 

ამ გამორჩეულ პირთა ნათქვამი ყოველთვის არ ესმოდათ მათ თანამედროვეებს.  ისეც ხდებოდა ხოლმე  რომ მათი ნათქვამი ცვლიდა თაობების, საუკუნეების შემდეგ მცხოვრებ ადამიანთა ცხოვრებას…

 

დღეს ვართ გზაჯვარედინზე.  

რამოდენიმე ათწლეულში შეიცვლება კაცობრიობის, ადამიანის როგორც ასეთის არსებობის, გადარჩენის პირობები.

ამ საუკუნეში კაცობრიობის რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა.

ის კიდევ 2-ჯერ გაიზრდება 21-ე საუკუნის დასასრულამდე.

ჩვენ  უკვე გვაქვს ისეთი ძალა რომ განვსაზღვრავთ მთელი კაცობრიობის და მთელი დედამიწის მომავალს.

პრომეთეს მითი აღარაა უტოპია, ის თითქმის სინამდვილეა.

მეცნიერების წინსვლამ შეძრა კონცეფციები და ცნებები რომლებითაც ვიგებთ სამყაროს.

ცნებებს მატერია, დრო, ენერგია, სიცოცხლე, დეტერმინიზმი აღარა აქვთ ძველი აზრი და მნიშვნელობა.

გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ ვართ კაცობრიობის ისტორიის რევოლუციურ ფაზაში.

ხვალინდელი დღე განსხვავებული იქნება გუშინდელი დღისგან.

ჩვენ გავუძღვებით, ვმართავთ  ამ რევოლუციას თუ ეს რევოლუცია გაგვტანჯავს და აგვათამაშებს როგორც ობიექტებს ?

 

უნდა მთლიანად გადაისინჯოს ადამიანთა ცხოვრების წესი.

უნდა ვიყოთ ერთად, ერთმანეთისთვის

 თუ უნდა ვიყოთ ერთმანეთის წინააღმდეგ, ერთმანეთის მტრები ?

დედამიწის დღევანდელი მდგომარეობა  არაფერს გვეუბნება ჩვენი დღევანდელი ცხოვრების წესის სასარგებლოდ.

 

ჩვენ უკვე ვხედავთ რომ ინდივიდების თუ საზოგადოებების კონკურენცია შეჯიბრზე  და პირველობისთვის ბრძოლაზე დაფუძნებული დღევანდელი დომინანტური საზოგადოების  ლოზუნგებს კაცობრიობა მიჰყავს კატასტროფისკენ.

საჩქაროა ყველასთვის მისაღები მიზნის გააზრება და დადგენა.

და რომელ საგანძურში უნდა ვიპოვოთ ეს მიზანი ?

 

ყველასთვის მისაღბი მიზნის გააზრებაში და დადგენაში დაგვეხმარება წმინდა ფრანჩესკო ასიზელის ადამიანური თავგადასავალი.

ცხადია რომ მე-12 საუკუნის დასაწყისის ადამიანის ცხოვრება დიდად განსხვავდება მეოცე საუკუნის დასასრულის თუ 21-ე საუკუნის დასაწყისის ადამიანის ცხოვრებისგან

 

მაგრამ ისეთ მშვენიერ რეგიონში როგორიცაა უმბრია ხდებოდა ძვრები

იცვლებოდა ძალთა თანაფარდობა ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის.

ეკლესია ყანყალებდა. იმედს იძლეოდა ეკონომიკური განვითარება.

დაეყრდობა თუ არა მომავალი ვაჭრებს ?

გაბედულ ფრანჩესკოს  აწუხებდა არა მამამისის კომერციული დუქნის წარმატება არამედ სულ სხვა რამე.

დღეს მომავალს აგებენ ბანკირები.

ჩვენ საზოგადოებებს სჯერათ რომ ყველაფერი უკეთესად იქნება თუ კი ისინი უფრო და უფრო მდიდრები იქნებიან მატერიალურად.

განა ეს არაა უფრო საჩქარო საზრუნავი ვიდრე ჩვენი ლოკალური დუქნის წარმატება?

 

ფრანჩესკომ გაბედა ადამიანებთან ლაპარაკი.

მან გაბედა და უარყო ფული, საკუთრება, ძალაუფლება, ძალადობა, ომი.

მან აუცილებლად ჩათვალა ადამიანთა პატივისცემა, მათი სიყვარული, მან განაცხადა რომ  ადამიანი და სამყარო ქმნიან ერთ დიდ მთლიანობას  და რომ ჩვენ, ადამიანები, ვართ ელემენტების, წყლის, მიწის, ცეცხლის, ჰაერის ახლო ნათესავები.

 

ჩვენთვის, დღევანდელი ადამიანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ეს მემკვიდრეობა….

 

ამ ტექსტს  არა აქვს  ფრანჩესკო ასიზელის მსოფლმხედველობის სრულად გადმოცემის პრეტენზია.

 

ესაა თავისი სისუსტის და არსებული უდიდესი საფრთხეების  დანახვით, იზოლირების და ინერციის ღალატად განცდით  შეძრული დღევანდელი  ადამიანის მოწმობა.

ფრანჩესკო დაგვეხმარე რომ გადავიქცეთ ადამიანებად !

// გაგრძელება იქნება//

 

 

ა.ჟაკარი ფრანჩესკო ასიზელზე 2

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s