ა.ჟაკარი ფრანჩესკო ასიზელზე 3

 

 

 

დღევანდელობა ძალიან გავს იმას რაც აღწერა Georges Perec-მა რომანში La Disparition-« გაქრობა » :

« ძარცვავდნენ, სუპატიურებდნენ, ასახიჩრებდნენ, ამცირებდნენ, ღალატობდნენ, მალავდნენ.

აღარავინ ენდობოდა არავის,. ყველას სძულდა თავისი მოყვასი.»

 

 ნეტა რა გვეშველება ჩვენ, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ამ სულ  შეშლილ დღევანდელობაში.

თანამედროვე  განათლებული ევროპელის ღაღადისი : წმინდა ფრანჩესკო ასიზელო  დაგვეხმარე რომ გადავიქცეთ ადამიანებად !

 

 

1996 წელს ფრანგულად გამოვიდა ალბერ ჟაკარის საინტერესო წიგნი ზრუნვა ღარიბებზე, ფრანჩესკო ასიზელის მემკვიდრეობა //Albert Jacquard ; Le souci des pauvres, L’héritage de François d’Assise//.

 

თანამედროვეობის სიველურე

 

უცნაურია, მაგრამ ჩვენი ხანა განიცდის ძვრებს  რომლებიც გავს ფრანჩესკო ასიზელის ხანის მოვლენებს.

მეოცე საუკუნის, მეორე ათასწლეულის ბოლო ზანზარებს.

ქრება უძლიერესი, თითქოს ათასწლეულების გასაძლებად აგებული სახელმწიფოები.

გაქრა  შემზარავ-თავზარდამცემი იარაღის მქონე საბჭოთა კავშირი რომლის შიშითაც  ცახცახებდა მთელი მსოფლიო.

ვიღას ახსოვს  სისხლში ჩამხრჩხვალი იუგოსლავია, ლიბია…

ჩეხოსლოვოკია გაქრა საერთოდ  ხმის ამოუღებლად.

პროფესორმა თენგიზ სიგუამ გამოაჭენა საბჭოთა ტანკი და დაანგრია თავისი საკუთარი ქვეყნის დედაქალაქი….ნობელის პრემიის ლაურეატი აკადემიკოსი სახაროვის  ხათრით, მისი 1989 წლის  პოლიტიკური პროექტის  თანახმად მიასიკვდილეს საქართველოც….

მსოფლიო დაიშალა // თუ დაშალეს//  წვრილ-წვრილ გაბოროტებულ-დაბოღმილ ერთეულებად რომლებიც  იმ  მცირეოდენ ენერგიას რაც მათ დარჩათ იყენებენ ერთმანეთთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად.

ზოგი შთამბეჭდავი მოვლენა, მაგალითად ბერლინის კედლის გაქრობა, დაამახსოვრდა ყველას როგორც   გადამწყვეტი ტეხილი ანტაგონისტური ბლოკების ურთიერთობებში.

 

მაგრამ ეს სპექტაკლი უფრო  ნიღბავს ვიდრე აჩვენებს  ძალიან სწრაფ და ღრმა გარდაქმნებს რომლებიც არის ნამდვილი რევოლუცია.

ძვრა განიცადა მათ პატარა  დედამიწაზე მცოვრებ ადამიანთა  ერთად ცხოვრების წესმა და ფორმამ.

ყოველდღიური მოვლენები მხოლოდ ქაფია ამ უხილავი და ამიტომ უცნობი  ძვრების ზედაპირზე.

მეზღვაური ხედავს მხოლოდ ზედაპირის ამაღელვებელ ტალღებს და არა უძლიერეს წყალქვეშა დინებებს.

 

ამ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა და განაწილება ისეთი ტემპით იცვლება რომ  მოგვაგონებს ადამიანთა კონტინენტების გზასაცდენილ ხეტიალს.

სულ მცირე 1 საუკუნეა რაც ვიცით რომ  გეოგრაფიული ჯონტინენტები დახეტიალობენ დედამიწაზე  მათ საფუძველში არსებული ფილების მოძრაობათა შესაბამისად.

მაგრამ ეს მოძრაობები იმდენად ნელია რომ დედამიწის რუკის  ცვლილებას უნდა  ათობით მილიონი წელი.

იგივე რუკა როდესაც  მას ხატავენ დემოგრაფები რომლებიც ყოველ რეგიონს აკუთვნებენ მისი მოსახლეობის პროპორციულ ზედაპირს სულ სხვა ბუნებისაა :

კანადას მსგავსი გეოგრაფიული გიგანტები არიან დემოგრაფიული ჯუჯები.

სულ საწინააღმდეგო რამეა ბანგლადეშის ნაირი აზიური ქვეყნები.

ეს დემოგრაფიული რუკა იმდენად სწრაფად იცვლება რომ მისი ცნობა შეუძლებელია  სულ ერთ-ორ თაობაში.

 

მომავალი საუკუნის შუა ხანებისთვის  აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის მოსახლეობა ორჯერ-სამჯერ გაიზრდება მაშინ როდესაც მდიდარი და ცივილიზებულობით თავმომწონე ქვეყნების,ევროპის, ამერიკის  მკვიდრი მოსახლეობა// თუ არ იკლებს// იგივე დარჩება.

 რეგიონთა უმრავლესობის სიმძიმის ცენტრი ადგილს იცვლის.

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე მდებარე  სახელმწიფოებისთვის სიმძიმის ცენტრი დღეს არის რომის არემარეში.

30 წლის შემდეგ კი ეს სიმძიმის ცენტრი იქნება ტუნისის სამხრეთით.

ადამიანთა თანაარსებობის მიერ დასმული ყველა პრობლემის ბაზისური მონაცემი არნახულია.

ადამიანებმა კაცობრიობის ისტორიაში პირველად  დაინახეს  რომ დედამიწა არაა უსასრულო და უსაზღვრო, რომ ის საკმაოდ პატარაა, რომ დედამიწის რესურსები ოდესმე შეიძლება ამოიწუროს და დამთავრდეს.

დიდმა მოაზროვნე პოლ ვალერიმ თქვა რომ დაიწყო  სასრული, მოკვდავი სამყაროს დრო.

შეესაბამება თუ არა დედამიწის შესაძლებლობებს მასზე მცხოვრებ ადამიანთა  რაოდენობის ზრდა ?

უკვე გაჩნდა ამ კითხვის დასმის აუცილებლობაც.

პასუხი ორაზროვანია :

დედამიწას  შეუძლია სულ მცირე 1 საუკუნის მანძილზე მასზე მცხოვრები 10-12 მილიარდი ადამიანის გამოკვება. ტექნიკური პროგრესის წყალობით კი მას შეუძლია ადამიანთა ორჯერ უფრო დიდი მასის გამოკვებაც.

მაგრამ ზოგი ადამიანი ბეჩავი დედამიწისგან ითხოვს არა მარტო საკვებს.

განვითარებულ ქვეყნებად წოდებულთა მოსახლეობას უნდა  დედამიწის ის სიმდიდრეები რომელთა გამოყენება-გაფლანგვა  იოლია მაგრამ განახლება შეუძლებელია  ან რომელთა გაფლანგვაც შეიძლება ძალიან სწრაფად, მაგრამ რომელთა განახლების პროცესი ძალიან და ბევრად უფრო ნელია.

და რამდენი ღორმუცელა და უსაქციელო ადამიანის ატანა შეუძლია დედამიწას ?

დედამიწა შეძლებს ბევრი-ბევრი 700 მილიონი ღორმუცელა და  უსაქციელო  ადამიანის ატანას.

 

ეს იმას ნიშნავს რომ ფიზიკურ შეზღუდვათა გამო განვითარებულ ქვეყნებად წოდებულთა მოსახლეობის ცხოვრების წესი დღეს მიუწვდომელია კაცობრიობის 80 პროცენტისთვის და ხვალე, მომავალი საუკუნის ბოლოს,  მიუწვდომელი იქნება კაცობრიობის 90 პროცენტისთვის.

 

მათი საარსებო სფეროს საზღვრებს შეჯახებული ადამიანები ოცნებობენ ამ სფეროს გაფართოებაზე და ამისთვის იყენებენ  გონებას, ტვინს, იარაღს რომელის არა აქვს არც ერთ სხვა არსებას.

ისინი იგონებენ არბალეტს, ქარის წისქვილს, კომპასს, სულ გადარეულები იგონებენ ქიმიურ,ბირთვულ, ბიოლოგიურ იარაღს და ამ ოხრობებშიც იღებენ ნობელის პრემიას.

მე-12 საუკუნის გამოგონებათა სიმრავლე სასაცილოა მეოცე-21-ე  საუკუნეების საზარელ შესაძლებლობებთან.

სულ რამოდენიმე საათია საკმარისი დედამიწის ირგვლივ შემოსავლელად, ჩვენ შეიძლება გავიგონოთ ათასობით კილომეტრის იქით ნათქვამი სიტყვა.

ჩვენ შეიძლება დავესწროთ შორეულ მოვლენას.

ერთადერთი ბომბის დარტყმით ვკლავთ ასობით ათას ადამიანს და ვინ იცის რამდენ სხვა ცოცხალ არსებას.

შეგვიძლია  ყვავილის ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობის შემცირება.

ვაჩენთ ბავშვს რომლის გაჩენა არ უნდა ბუნებას, ლაბორატორიებში ვთითხნით ხელოვნურ ადამიანს და ადამიანს ვაჯვარებთ ღორთან და მანქანასთან, დაწყებულია მკვლელი რობოტების მასობრივი წარმოებაც.

მოკლედ ვიქეცით Homo faber-ებად და გავრდაქმნით, ვამახინჯებთ ან საერთოდ ვსპობთ ღმერთის მიერ მოცემულ, ნაჩუქარ მშვენიერებას.

კიდევ დარჩა ისთი რამეები რასაც //საბედნიეროდ// ვერ ვახერხებთ.

ჩვენი სივრცე-დროის სტრუქტურის გამო შეუძლებელია სინათლის სხივის სისწრაფით მოძრაობა.

ამიტომ  სუსტია იმის იმედი რომ კაცობრიობა მოახერხებს რაიმე უფრო გულუხვ პლანეტაზე გადასახლებას.

ადამიანთა საცხოვრებლად ვარგისი და კარგი პლანეტები უეჭველად არსებობენ მაგრამ  ისინი იმდენად შორს არიან რომ იქ ჩასვლას უნდა მრავალი თაობა.

ჩვენ უნდა გავიგოთ რომ მხოლოდ რამოდენიმე ადამიანს შეუძლია მოკლე ხნით მოგზაურობა მზის სისტემაში, რომ კაცობრიობა არის დედამიწის ტყვე.

ადამიანს ოდითგან აქვს მომთაბარის ცნობიერება და ის ფიქრობს რომ  სხვაგან არის საცხოვრებლად უკეთესი ადგილი.

მაგრამ კაცობრიობამ მოულოდნელად აღმოაჩინა რომ პატარა დედამიწის იქით მას გზა არ აქვს.

მაგრამ ყველაზე მძიმე იმედგაცრუება არ მომდინარეობს ამ შეზღუდვიდან.

ჩვენ შეგვიძლია უსასრულობის ჩვენი სურვილის სხვაგვარად დაკმაყოფილება.

ადამიანმა დაინახა რომ ზოგი მისი რევანდელი უნარი და შესაძლებლობა საშიშია ადამიანისთვის და კაცობრიობისთვის.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ Homo faber-იდან,შემოქმედი ადამიანიდან გადავიქეცით Faber hominis-ებად.

ჩვენ თითქოს გავხდით ჩვენი თავის პატრონები და შემქმნელნი.

 

როგორც ყოველთვის, პროგრესი თავიდან ჩანს სასარგებლო, კარგ რამედ.

რა ჯობია უშვილო მშობლებისთვის შვილის მიცემას,  უკვე ემბრიონის სტადიაზე მძიმე თუ უკურნებელი ავადმყოფობის დანახვას. ავადმყოფი გენის ცუდი შედეგების ნეიტრალიზაციას, მეტიც, მის შეცვლას « ნორმალური » გენით ?

 

იმათ, ვინც მოიპოვეს ასეთი გამარჯვებები, შეუძლიათ კანონიერად იამაყონ თავისი მიღწევებით.

მაგრამ დღეს მათ ეშინიათ, ისინი ლაპარაკობენ თავის დარდებზე და წუხილზე.

ლაბორატორიების სინჯარებში გაკეთებული ბავშვი აღარ იქნება ჩვენგან დამოუკიდებელი

ბუნებრივი პროცესების შედეგი.

ის იქნება მისი შემქმნელების, გენეტიკური თუ ბიოლოგიური მანიპულატორების ნების და მიზნების შესაბამისი პროგრამის განხორციელება

.დიქტატორები დაამკვიდრებენ ადამიანობის, ადამიანურის  ნორმას  და მოისპობა ადამიანის ბუნებრივად გაჩენის პროცესი.

მაგრამ მეოცე საუკუნის დასასრული საბედნიეროდ არაა მარტო იმედგაცრუებათა და არნახულ-გაუგონარი ხშირად ალბათ გადაუწყვეტელი  პრობლემების სია.

 

მან სრულიად ახლებურად დაგვანახა ჩვენს ირგვლივ არსებული სინამდვილე რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ თვითონ.

აზრი და მნიშვნელობა შეიცვალეს  სიტყვებმა რომლებსავ ვიყენებთ სინამდვილის აღსაწერად.

ახალი აზრი და მნიშველობა აქვთ ისეთ სიტყვებს როგორებიცაა მატერია, დრო, ენტროპია, კოსმოსი, კანონები, სიცოცხლეც კი…

ამან ახალი ბიძგი მისცა სამყაროს გარდაქმნის პროცესს.

იდეები რომლებიც ადრე უფრო პოეტურად ითვლებოდა ვიდრე რეალისტურად, მაგ. სინათლის როგორც ერთდროულად ნაწილაკის და ტალღის იდეა  ეხლა ითვლება მეცნიერულ სიცხადედ.

მაგრამ  ამ განახლებას არ შეუღწევია ადამიანთა უმრავლესობის ცნობიერებაში.

მრავალი საუკუნეა საჭირო იმისთვის რომ მეცნიერების მიერ უეჭველად დადგენილი ფაქტი მიიღოს და გაიზიაროს ყველამ.

მეცნიერება იმდენად სწრაფად მიიწევს წინ რომ ის საშინლად ჩამოშორდა კოლექტიურ აზრს.

კოლექტიური აზრი კი ჩამოშორდა  რელიგიურ მსოფლმხედველობას, მაგრამ ვერ იღებს მეცნიერების ხშირად პრობლემატურ, მტკივნეულ ჭეშმარიტეტებებს.

დაბნეული კოლექტიური აზრი ეჭიდება ზოგი გურუს ყველაფრის გამამარტივებელ განცხადებებს.

მეცნიერება ხმამაღლა აცხადებს რომ მას არ ძალუძს და არ შეეძლება ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა.

არა და ბევრ ადამიანს უნდა გლობალური განმარტებები, საბოლოო ჭეშმარიტებები.

ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლიათ მარტო ყველანაირ ინტეგრიზმებს.

ამ ინტეგრიზმთა რაოდენობაც იზრდება, იზრდება მათ მიმდევართა რაოდენობაც.

ზოგი ინტეგრიზმი დაადგა რელიგიის მიერ გაკვალულ გზას.

 

გამოცხადების, ღმერთის მიერ წინასწარმეტყველისთვის ნაკარნახევი სიტყვის ცნება აადვილებს საქმეს.

მაგრამ ყველაფრის ზედაპირულად, პრიმიტიულად  გამგებები სახარების სახელით ჟლეტდნენ კატარებს და ყურანის სახელით ამკვიდრებენ სისხლიან დიქტატურებს.

მაგრამ არის უარესი, უფრო საშიში  ინტეგრიზმებიც რომელთა შედეგიც ადამიანებისთვის შეიძლება კატასტროფული იყოს.

ყველაზე საშიშ ინტეგრიზმებს შორის არის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრიზმები.

 პოლიტიკური ინტეგრიზმი. აცხადებს რომ მარტო მან იცის ჭეშმარიტება.

ეკონომიკური ინტეგრიზმი  გვიმტკიცებს რომ მარტო ერთ, ერთადერთ მეთოდს შეუძლია ყველასთვის კეთილდღეობის მიცემა, ყველას გაბედნიერება.

ყველა გააოცა ყველაზე თვალშისაცემი დიქტატურის, საბჭოთა კავშირის მოულოდნელმა დამხობამ.

მაგრამ სხვა დიქტატურები გადარჩნენ.

დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთს უპირისპირდებოდა მრავალი ეკონომიკური დოქტრინა.

დღეს თითქოს ყველა იღებს ერთადერთ ეკონომიკურ დოქტრინას.

ეს ერთადერთი ეკონომიკური დოქტრინა თავს აცხადებს მეცნიერულ დოქტრინად  და აცხადებს რომ ე.წ. ბაზრის კანონი ისეთივე კანონია როგორც ფიზიკური კანონებები, მაგ. მიზიდულობის კანონი.

ეს გაბატონებული დოქტრინა აცხადებს რომ ყველაფერს, ყოველგვარ სიკეთეს აქვს ფასი რომელიც იზომება ფულის ერთეულებში.

ანუ ფულის ერთეულებში შეიძლება გაიზომოს და შეფასდეს კილო პური, სიამოვნების 1 საათი. ადამიანის ღვიძლი ან თირკმელი.

თუ გაქვს ფული იყიდი ადამიანის გულსაც, ტვინსაც, სხვა ორგანოსაც, სუფთა წყლის ყლუპას, მზის ამოსვლით და  ჩასვლით სიამოვნებას…

თუ არ გაქვს ფული გაიარე გენაცვალე…

უდიდეს ფასეულობად, უდიდეს ძვირფასეულობად ეხლა ითვლება ფული რომელიც იძლევა ყველაფერი დანარჩენის, ყველაფრის ყიდვის საშუალებას.

ზრდილობიანად რომ ვთქვათ უტვინო ეკონომიკურმა პოლიტიკამ ისე გააუბედურა ბერძნები რომ დამშეული ათენელი მზეთუნახავი სულ რომ არ მოკვდეს შიმშილით  ეხლა თავის სხეულს ყიდის 1 სენდვიჩის ფასად.

მაგარი მიღწევაა ზოგის აზრით.

ფულის შოვნა შეიძლება შრომით და ხელფასის მიღებით.

მაგრამ დღევანდელობამ  სპეკულაციის მეშვეობით მოიგონა  ფულის შოვნის უფრო ეფექტური მეთოდები.

თუ მდიდარი ხარ გამდიდრდები. საკმარისია უკვე იყო მდიდარი და გამდიდრები.

დაიწყო ისედაც  მდიდრების უფრო გამდიდრების და  ღარიბების გაღატაკების გარეგნულად გარდაუვალი პროცესი. ამას აქვს თავისი საზარელი შედეგები.

ეს პროცესი მოქმედებს როგორც სახელმწიოების და დიდი მრავალეროვნული ფირმების //multinationales//ისე ინდივიდების ურთიერთობებში.

მთელი დედამიწა იქცა ჯუნგლად და ერთადერთ ღირსებად დარჩა სხვათა დაჯაბვნის და დამარცხების, დაუნდობელ კონკურენციაში გამარჯვების უნარი.

ეს გააფთრებული კონკურენცია და ჯიბრი სპობს დედამიწის რესურსებს რომელთა განახლებაც შეუძლებელია.

გააფთრებული ბრძოლის მონაწილეები  თავს იკატუნებენ ვითომ ეს არ იციან.

ცხოვრების მიზნად იქცა ფულის შოვნისთვის გაჩაღებულ ულმობელ ბრძოლაში გამარჯვება თორემ  Vae victis !-ვაი დამარცხებულებს!

 

ესოდენ მნგრეველი მექანიზმის გასამართლებლად გაბატონებული ეკონომიკური ინტეგრიზმი ამტკიცებს რომ  ის შესაბამება სხვა « კანონს », ბუნებრივი გადარჩევის « კანონს », ძლიერი და ფულიანი ჭამს სუსტს და უფულოს, ქრება და წყდება ხალხის, ერის არასრულყოფილი და უუნარო უვარგისი ელემენტები და რჩება ძლიერი, მოხერხებული, ულმობელი გაიძვერა, მეტი რა გინდათ, რა დროს მოყვასის სიყვარული და  მოწყალე სამარიტელია.

აი ესაა ეკონომიკური ინტეგრიზმი.

http://www.bbc.com/news/world-europe-39250047

ბრიტანულმა ბიბისიმ  2017 წლის 12 მარტს გვითხრა რომ

 ვიღაც იტალიელმა ქუჩაში მძინარე  უსახლკარო იტალიელს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.. მძინარე უსახლკარო ტანჯვით მოკვდა.

დაპატიმრებულმა მკვლელმა აღიარა თავისი დანაშაული.  მან თქვა რომ უსახლკარო თვალებს უჟუჟუნებდა მის ცოლს და ის ეჭვიანობდა.

მკვლელი ციხიდან გამოვა და ერთი უუნარო უსახლკაროთი ნაკლები იქნება.

ქრისტიანობის სრულიად დამვიწყებელი მსოფლიო ამასაც გამოაცხადებს ბუნებრივი გადარჩევის კანონის აღსრულებად….

https://www.brainyquote.com/quotes/quotes/c/charlesdar401318.html

ბრიტანული და მსოფლიო მეცნიერების დიდმა კლასიკოსმა ჩარლზ დარვინმა

 //  Charles Darwin// უკვე  1871 წელს პირველად გამოცემულ თავის ნაშრომში

  1. The descent of man, and selection in relation to sex. London: John Murray. 1st ed.

 

ბრძანა  რომ არც ისე შორეულ მომავალში ადამიანის ცივილიზებული რასები მთელ მსოფლიოში თითქმის ნამდვილად გაწყვეტენ, გაჟლეტენ  ველურ რასებს და დაიკავებენ ამ ველური რასების ადგილს.

« At some future period, not very distant as measured by centuries, the civilised races of man will almost certainly exterminate, and replace, the savage races throughout the world…”

 

ღმერთმა დაგიფაროთ, იქნებ ასეთმა ცივილიზებულებმა არ გამოგაცხადონ ველურებად და გადარჩეთ თქვენ და თქვენი მოდგმა.

 

ასეთი ინტეგრიზმით გადარეულთა აჯანყებას ხელს უშლის და აბრკოლებს და ამ გადარეულებს ახრჩობს  შემდეგი შხამიანი შემპარავი ქადაგება :

 

თვითონ დამარცხებულები და წაგებულები არიან დამნაშავეები მათ უბედურებაში

ბუნებით სუსტებმა ან გაუბედავებმა მათ არ გააკეთეს ან ვერ გააკეთეს ყველაფერი რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის.

მოკლედ თენგიზ სიგუამ თუ გადაგსრისა საბჭოთა ტანკით დამნაშავე არაა თენგიზ სიგუა, თვითონ შენ ხარ დამნაშავე. რატომ გადაუდექი გზაზე ? დასაპატიმრებელია მოკლული და არა მკვლელი. რატომ ვერ გაუმკლავდა მკვლელს ან რატომ არ გაიქცა ?

 

კაცობრიობა დღეს გლობალურად ინტეგრირებულია და ლოკალურად დაშლილ-დაქუცმაცებულია.

გლობალურად ინტეგრირებულია იმიტომ რომ მოქმედება დედამიწის ერთ წერტილში გავლენას ახდენს ყველას ხვედრზე.

ეს ერთმანეთზე დამოკიდებულება გაძლიერებულია ინფორმაციის წამში გავრცელებით.

ადამიანთა თავში ჩაჭედილი ეს ინფორმაცია მათ აერთიანებს მათ მტანჯველ, მაგრამ ამავე დროს მათ არნახულად გამაძლიერებელ ქსელად.

ეს პლანეტარული ქსელი გლობალიზაცია-მონდიალიზაციის სხვა პროცესეთან ერთად ასუსტებს ან საერთოდ სპობს გარკვეული ერისადმი, გარკვეული კულტურისადმი, გარკვეული სოციალური კლასისადმი კუთვნილების განცდას.

გარკვეული ერისადმი,გარკვეული კულტურისადმი, გარკვეული სოციალური კლასისადმი კუთვნილება ადრე განიცდებოდა როგორც პიროვნების მეობის ძვირფასი ნაწილი.  ეხლა ის გადაიქცა ბუნდოვან ადმინისტრატიულ დახასიათებად.

გაქრა ყოველი პიროვნების,ყოველი ჯგუფის ადამიანობის, მეობის ის ნაწილი რომელიც აერთიანებდა ადამიანებს და რომელიც ადამიანებს აქცევდა საერთო,ერთობლივი მოქმედების სუბიექტებად.

ერი, საზოგადოება დაქუცმაცდა  საკუთარი დარდებით და ფსიქოზებით შეპყრობილ ცალ-ცალკე მოხეტიალე ინდივიდებად ან ერთმანეთის სიძულვილით ატანილი ტიპებისგან შემდგარ ბანდებად.

ეს ნამდვილად რეალური კაცობრიობაძალიან გავს იმას რომელიც აღწერა Georges Perec-მა რომანში La Disparition-« გაქრობა » :

«  ძარცვავდნენ, სუპატიურებდნენ, ასახიჩრებდნენ, ამცირებდნენ, ღალატობდნენ, მალავდნენ.

აღარავინ ენდობოდა არავის.

ყველას სძულდა თავისი მოყვასი.»

 

განა არ არის ეს  საუკუნის ამ დასასრულის ადამიანის პორტრეტი ?

და მოვიდა მე-12 საუკუნეში და ფრანჩესკო ასიზელთან დაბრუნების დრო.

// გაგრძელება იქნება//

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s