ა.ჟაკარი ფრანჩესკო ასიზელზე 4

 

თანამედროვე  განათლებული ევროპელის ღაღადისი : წმინდა ფრანჩესკო ასიზელო  დაგვეხმარე რომ გადავიქცეთ ადამიანებად !

 

 

1996 წელს ფრანგულად გამოვიდა ალბერ ჟაკარის საინტერესო წიგნი ზრუნვა ღარიბებზე, ფრანჩესკო ასიზელის მემკვიდრეობა //Albert Jacquard ; Le souci des pauvres, L’héritage de François d’Assise//.

 

ფუძემდებელი ჯანყი

 

ახალგაზრდა ფრანჩესკომ არ გაამართლა იმედები რომელზეც მასზე ამყარებდა მამამისი, მდიდარი ბურჟუა.

ყმაწვილი ფრანჩესკო სარგებლობდა მამამისის  ქონებით, დაქეიფობდა და დროს ატარებდა ამხანაგებთან ერთად.

კარგი ხმის და სმენის მქონე ფრანჩესკო

მღეროდა საფრანგეთში მამამისთან ერთად მოგზაურობების დროს გაგონილ ტრუბადურთა სიმღერებს.

დედამისი როგორც ჩანს წარმოშობით ფრანგი იყო და შეიძლება ისიც უმღეროდა ფრანგულ სიმღერებს თავის შვილს.

ფრანჩსკომ მოხიბლა მსმენელები  ჰიმნებით ტრუბართა თავაზიან, კურტუაზულ სიყვარულზე  რომლებშიც ლაპარაკი იყო  საოცარ, მიუწვდომელ, მაგრამ სასურველ მანდილოსნებზე.

ფრანჩესკო და მის ამხანაგთა ბანდა აწყოფდნენ საღამოებს როდესაც ქეიფობდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ.

ყველაფერი ეს ძვირად უჯდებოდა მამამისს.

ხოდა გაბრაზებული პიეტრო დი ბერნარდონე მკაცრად  ექცეოდა თავის შვილს.

მაგრამ მისი საქმეები კარგად მიდიოდა, ის უფრო და უფრო მდიდრდებოდა, იზრდებოდა მისი სამფლობელოც და მას შეეძლო შვილის უმნიშვნელო ცელქობათა ატანა.  თავქარიანი ახალგაზრდობა უნდა გავიდეს.

 საქმე ცუდად წავიდა მაშინ როდესაც ფრანჩესკომ მოინდომა კეთილშობილთა წრეში შესვლა მაშინ როდესაც  მისი მამა, რა მდიდარიც არ უნდა ყოფილიყო, არ ითვლებოდა წარჩინებულად.

კეთილშობილთა წრეში მოსახვედრად კი ფრანჩესკოს უნდა ყოლოდა ცხენი, უნდა ჰქონოდა ცხენის აღკაზმულობა და იარაღი, მას ვაჟკაცობა უნდა გამოეჩინა  ყველაზე კეთილშობილ საქმედ მიჩნეულ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისას.

ამ ლაშქრობის მიზანი იყო ქრისტეს საფლავის,  ქრისტიანთა დაცვა.

ლაპარაკი იყო სოციალური კიბის უფრო მაღალ საფეხურზე ასვლაზე და ფრანჩესკოს მამამ, მდიდარმა ვაჭარმა არ დაიშურა არაფერი. მან იყიდა ცხენიც და ყველაფერი აუცილებელიც.

23 წლის ფრანჩესკო გაუდგა გზას. მისი თანამოქალაქეები აღფრთოვანებულები იყვნენ.

მაგრამ გზაში ფრანჩესკო მძიმედ გახდა ავად. მისმა თანამგზავრმა რაინდმა განაგრძო გზა, ფრანჩესკო კი იძულებული გახდა გაჩერებულიყო.

ავადმყოფმა ფრანჩესკომ გაიგო ქრისტეს ხმა :

«  დაბრუნდი სახლში და მოგვიანებით გეტყვი თუ რა უნდა გააკეთო. »

გამოჯანმრთელებულმა ფრანსუამ გაყიდა ყველაფერი. ოჯახის სასიხარულოდ ის დაბრუნდა სახლში.

 მაგრამ ამასობაში ფრანჩესკო დიდად შეიცვალა.

ის ჩამოშორდა მეგობარ-ამხანაგებს და ეძებდა მარტოობას.

მან გაიგო უფლის ხმა და იცოდა რომ უფალს კიდევ რაღაც უნდა ეთქვა მისთვის.

რამოდენიმე თვის შემდეგ ის შევიდა  ტყეში მდგომ მიტოვებულ  San Damiano-ს ეკლესიაში და მან  იქ გაიგო ქრისტეს ხატის ლაპარაკი :

«  ფრანჩესკო, აღადგინე  ჩემი ეკლესია. »

ამის გასაკეთებლად კი ფული იყო საჭირო.

ფრანჩესკო შევიდა მამამისის საქონლის საწყობში. მან აიღო იქიდან ლამაზი ქსოვილი და წაიღო ის გასაყიდად მეზობელი ქალაქის ბაზარზე.

გააფთრებულმა მამამ უჩივლა თავის შვილს ასიზის ეპისკოპოსთან.

ეპისკოპოსმა დაიბარა ფრანჩესკო.

ეს შეხვედრა შედგა დიდ, ხალხით სავსე მოედანზე. ხალხს უნდოდა ოჯახური დრამის ნახვა.

ბრალდებულმა ფრანჩესკომ  არ დაიცვა თავი.

მან გაუწოდა მამას ეკლესიის შესაკეთებლად საჭირო ფულით სავსე საფულე. შემდეგ ფრანჩესკო ხმის ამოუღებლად გატიტვლდა. მან მდიდრული სამოსი გადაუყარა თავის მამას.

ახალი ცხოვრებისთვის დასაბადებლად მას უნდოდა გაშიშვლება ისევე როგორც იყო ამქვეყნად გაჩენის დროს. შემკრთალმა წესიერმა და ზრდილობიანმა ეპისკოპოსმა სასწრაფოდ მოახურა ფრანჩესკოს თავისი საკუთარი მოსასხამი.

ფრანჩესკო დაადგა თავის გზას.

მან უარყო უკვე გაკვალული გზები.

ფრანჩესკოსთვის საკმარისი იყო მამამისის მემკვიდრედ გახდომა და მას ექნებოდა დიდი სიმდიდრეც, ძალაუფლებაც, პატივიც.

მაგრამ ფრანჩესკომ უარყო მისთვის უკვე გამზადებული კარიერა და ხმის ამოუღებლად წავიდა.

 

დიდვაჭარი პიეტრო დი ბერნარდონე კი დარჩა გაშტერებული. მას ხელში ეკავა ფულით სავსე ქისა რომელსაც მოითხოვდა და ძვირფასი ტანისამოსი რომელიც ისეთი სიამოვნებით აჩუქა თავის ვაჟიშვილს.

ის ფიქრობდა რომ არის გულუხვი მამა, მაგრამ დარჩა მარტო თავისი ქონებით შეჭმული კაცი.

 

სამართალის, მართლმსაჯულების თვალსაზრისთ ის მართალი იყო. მან გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებინა.

საით წავა საზოგადოება თუ კი შვილები გაძარცვავენ მათ მშობლებს ?

მაგრამ მისი გამარჯვება მწარე იყო.  გამარჯვების შდეგად მან დაკარგა ვაჟიშვილი და მომავლის აზრი.

მაგრამ ცხოვრება გრძელდებოდა, საქმეები არ იცდიდა.  ფრანჩესკოს მიერ მიტოვებულ ადგილს დაიკავებდა  უმცროსი ვაჟიშვილი. მოვიდოდნენ სკანდალური ხმებით დაინტერესებული კლიენტები. სიმდიდრეც გაიზრდებოდა. ხვალინდელი დღე იქნებოდა ისეთივე როგორიც იყო გუშინდელი დღე. მთავარია არ წაიქცე, აე ასცდე გზას.

ფრანჩესკო კი არ წასულა არსად. მას არაფერი მოუფიქრებია და არ წარმოუდგენია წინასწარ.

ის არ შესულა არც ერთ სასულიერო ორდენში რომელთა რაოდენობაც მაშინ გაიზარდა.  ის არ წასულა არც ერთ ჯარში.

 ის უბრალოდ უჯერებდა ქრისტეს ხმას რომელიც მან გაიგო ტყეში მიტოვებულ ეკლესიაში.

მისთვის არსებობდა მხოლოდ ეს ხმა, ჯვარცმული ქრისტეს ხატი.

ფრანჩესკომ დაივიწყა თავისი წარსული და შეუდგა საკუთარი ხელით ეკლესიის აღდგენას.

 

მისი ცხოვრება იძრა

მან უარყო გაკაფული გზები, ბრძოლა სოციალური აღზევებისთვის, სიმდიდრისთვის, ამქვეყნიური სიამოვნებები,  ძალადობით სავსე გაუმაძღარი ჰედონისტური სამყარო.

ამ ჯანყმა იმოქმედა ადამიანებზე.

. ფრანჩესკო ასიზელმა აღადგინა და განაახლა არა მხოლოდ ტყეში მიტოვებული ერთი ეკლესია არამედ ეკლესია მთლიანად და ვინ იცის რამდენი ადამიანის ცხოვრება.

გაჩნდა და დღემდე არსებობს მის მიმდევართა ორდენი, მცირე ძმათა, ფრანცისკანელთა ორდენი

 

https://fr.vikidia.org/wiki/Franciscains

8-25 წლის ფრანგი ბავშვებისთვის განკუთვნილი ენციკლოპედია Vikidia

ფრანცისკანელები //Franciscains//

ესაა  ფრანჩესკო ასიზელის მიერ 1209 წელს დაარსებული კათოლიკური რელიგიური ორდენი.

ფრანცისკანელები ხაზს უსვამენ მატერიალური სიმდიდრის  მოპოვების ცხოვრების  მიზნად გადაქცევის უარყოფის, თავმდაბლობის აუცილებლობას. ისინი ქადაგებენ თავისი ცხოვრებისეული მაგალითით, სახარებისეული მაგალითების მიბაძვით ცხოვრებით.

ჰედონისტური გაღორების გზაზე დამდგარ კაცობრიობასთან დაპირისპირებამ და სიღარიბის მნიშვნელობის ხაზგასმამ

 // სიღარიბე ადამიანური არსებობისთვის აუცილებელი რამით დაკმაყოფილებაა და არა სიღატაკე და სიბეჩავე//  ფრანცისკანელების მიმართ უნდობლად განაწყო ვატიკანის იერარქია.

ფრანჩსკო ასიზელის და მის ირგვლივ შეკრებილი პირების //  ყველა საერო პირი იყო// მკაცრმა მოთხოვნებმა აფიქრებინა ვატიკანის იერარქიას რო ეს იდეალი ძნელად განსახორციელებელი იყო.

 

ორდენის არსებობა მარტო 1223 წელს აღიარა პაპმა ჰონორიუს მესამემ.

ფრანცისკანელები ბერები გახდნენ  1229 წელს, 1226 წელს ფრანჩესკო ასიზელის გარდაცვალების შემდეგ…

ფრანცისკანელები იყვნენ მოაზროვნეები ბონავენტურა, გიომ დოკამი, რაიმონ ლული.

ფრანცისკანელებს უნდოდათ მაჰმადიანთა  გაქრისტიანება.

ფრანცისკანელთა ორდენმა შემდეგ შეარბილა თავისი ყველაზე მკაცრი წესები….

ფრანცისკანელებიდან გამოვიდა მრავალი პაპი.

ფრანცისკანელები მე-14 საუკუნიდან არიან იერუსალიმში იესოს საფლავის მცველნი.

ისინი დღესაც არსებობენ.

 

 

 

 

ფრანჩესკო ასიზელის დიდვაჭარი მამაც არ ყოფილა საშინელი ვინმე.

პიეტრო დი  ბერნარდონემ იცოდა რომ ადამიანმა ანგარიში უნდა გაუწიოს არასრულყოფილი საზოგადოების შეზღუდულობას და უხერხულობებს.

ის გარიგება-მორიგებებში იყო ჩართული და როგორ არ უნდა გაურიგდე ?

მისი როლი არ ყოფილა უბრალოდ უარყოფითი.

მართალია რომ ვაჭრები მდიდრდებოდნენ მეტისმეტად სწრაფად, მაგრამ მათი ფუნქცია სასარგებლო იყო.

ეხლა ვხედავთ  რომ კომერციის განვითარებამ ხელი შეუწყო ყველანაირ პროგრესს.  ასე იყო ხელოვნებაშიც და ეკონომიკაშიც. საბოლოო ანგარიშით ამით მოიგო ყველა ევროპელმა.

საკუთრების პატივისცემის დაცვით  დიდვაჭარი  პიეტრო დი ბერნარდონე არ იცავდა მარტო თავის საკუთარ ინტერესებს.

ის იცავდა წესრიგს და საზოგადოებაში ცხოვრება, საზოგადოებრივი ცხოვრება მოითხოვს წესრიგის მინიმუმს. ეს აუცილებელია.

ვხედავ რომ  ჩემს სპონტანურ აზრებში და ქმედებებში  უფრო ხშირად ვაკეთებდი იმას რაც მოეწონებოდა დიდვაჭარ  პიეტრო დი ბერნარდონეს და არა მის ვაჟიშვილ ფრანჩესკო ასიზელს.

ასიზის კარგ საზოგადოებაში თავისი ადგილის სერიოზულად მომამზადებელი დიდვაჭარი პიეტრო დი ბერნარდონე დიდად კმაყოფილი იქნებოდა  თუ კი მისი უფროსი ვაჟიშვილი ისწავლიდა პრესტიჟულ სკოლაში და გახდებოდა  მომავალი ელიტის წევრი.

ამიტომ უყიდა მან რაინდად გახდომის მსურველ ვაჟიშვილ ფრანჩესკოს ძვირი ცხენი, აღკაზმულობა და იარაღი.

მეც  ვისწავლე დიდ სკოლაში  რათა გავმხდარიყავი მთავარი ინჟინერი ან პატრონი გენერალური დირექტორი.

ამით მე მივყევი დიდვაჭარი პიეტრო დი ბერნარდონეს ლოღიკას რომელიც დღესაც მოქმედებს.

მაგრამ არის ამ დიდვაჭარის ვაჟიშვილი ფრანჩესკო ასიზელის ძახილიც.

დღევანდელი  კაცობრიობაც  თითოს შეპყრობილია ძალადობის იგივე სიგიჟით როგორც იყო პიეტრო დი ბერნარდონეს და ფრანჩესკო ასიზელის დროინდელი კაცობრიობა. გავლილმა საუკუნეებმა თითქოს ვერაფერი ასწავლა კაცობრიობას.

ყველგან იმარჯვებს უფრო ძლიერი და უფრო დაუნდობელი. მეფობს  უფრო მდიდრის ქედმაღლობა-თავხედობაც.

არამზადები ცდილობენ რელიგიათა, მათ შორის სახარების ნათელი მოწოდებების დამახინჯებას და ეგოისტური ინტერებისთვის გამოყენებას.

ჩვენი საზოგადოება შეეჩვია ბარბაროსობას.

ბარბაროსობის დაშვებაა როდესაც გაფლანგული სიმდიდრით სავსე  პარიზის  მსგავს ქალაქებში ამდენ ადამიანს არსებობა შეუძლიათ მარტო  მათხოვრობით. და რამდენი ადამიანი ცხოვრობს საზიზღარ ბინებში.

ბარბაროსობის დაშვებაა იმის დაშვება რომ

სამუშაოს ვეღარ მპოვნი მამაკაცებისთვის და ქალებისთვის მიუწვდომელია სასიცოცხლოდ აუცილებელი რამე.

ჩვენი საამაყო ტექნიკური მიღწევები შვრება იმას  რომ უკვე მანქანები და რობოტები ასრულებენ სამუშაოს რომელსაც ადრე ასრულებდნენ ადამიანები.

შრომისგან, მით უმეტეს მძიმე შრომისგან განთავისუფლება კარგია, მაგრამ ხდება ისე რომ მანქანები და რობოტები არ აუმჯობესებენ ადამიანთა არსებობას, პირიქით, უმუშევრად და არსებობისთვის აუცილებელი სახსრების გარეშე ტოვებენ ადამიანებს.

ბარბაროსობის დაშვებაა ადამიანთა იმაში დარწმუნება რომ ისინი ზედმეტები არიან იმიტომ რობოტები მათზე უკეთესად აკეთებენ მათ საქმეს.

ადამიანს არწმუნებენ იმაში რომ რკინის თუ სხვა უსულო მასალის გროვა უკეთესია ადამიანზე.  ესაა ბარბაროსობა.

ზოგი ადამიანი  დააჯერეს ამაში, ზოგიც გააღიზიანეს და გაუთავებლად იზრდება დეპრესიულთა, ლოთების, ნარკომანების, თვითმკვლელთა, კრიმინალთა რაოდენობა…

 

ფრანჩესკო ასიზელმა მოახერხა ბევრი რამის გარდატეხა.

ასეთი რამის გაკეთება დღევანდელ სამყაროში შეუძლებლად ჩანს.

ბრბოთა შეძვრის უნარის მქონე ფრანჩესკო ასიზელი  შიძლებოდა გადაქცეულიყო მედიატურ პროდუქტად და მის ნათქვამს წალეკავდა პოლიტიკური ლუზუნგების და კომერციული რეკლამების კაკოფონია.

ასეთი ადამიანების დრო აღარაა.

კაცობრიობამ ამქვეყნად ადამიანობის დასაბრუნებლად  უნდა მონახოს დღვანდელობის შესაფერისი გზა…

// გაგრძელება იქნება//

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s