ევროპელებს კაზაკებზე 1

ევროპული ბიბლიოთკიდან,Iaroslav Lebedynsky,Histoire des  Cosaques,კაზაკთა ისტორია

 

არის 1960 წელს პარიზში დაბადებული წარმოშობით უკრაინელი ფრანგი ისტორიკოსი, ტრამალების და კავკასიის ძველი მეომარი კულტურების სპეციალისტი

იაროსლავ ლებედინსკი// Iaroslav Lebedynsky//.

მან ბევრი ნაშრომი მიუძღვნა ამ კულტურებს.

1997 წლიდან ის პარიზის  აღმოსავლური ენების და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში // l’Institut national des langues et civilisations orientales, Inalco// ასწავლის უკრაინის ისტორიას.

ყველაფერთან ერთად ის Lora Arys-Djanaïéva-სთან ერთად თანახელმძღვანელობს კოლექციას Voix du Caucase // კავკასიის ხმა// რომლის მიზანიცაა ამ რეგიონის გაცნობა საზოგადოებისთვის.//ვიკიპედიიდან//

ამ უდავოდ საინტერესო კაცმა 1995 წელს პარიზში ფრანგულად გამოსცა საკმაოდ სქელტანიანი ნშრომი « კაზაკთა ისტორია » //Histoire des  Cosaques// ჩავიხედოთ ამ ალბათ ზოგჯერ ვინმესთვის საკამათო მაგრამ უდავოდ საინტერესო  ნაშრომში.

 

კაზაკებმა მრავალჯერ  შეცვალეს ევრაზიის ხვედრი.

დღევანდელ პოლიტიკურ რუკას უკრაინიდან ციმბირამდე  ეხლაც ამჩნევია მათი 5-საუკუნოვანი ეპოპეის კვალი.

მის ცხოველხატულ ასპექტებზე დაყვანილი და  იდეოლოგიური პრიზმით დამახინჯებული მათი ისტორია იმსახურებს კარიკატურებისგან მოშორებულ  სერიოზულ კვლევას.

 

კაზაკებმა იბრძოლეს მრავალი დროშის ქვეშ და მრავალ ქვეყანაში. ისინი ემსახურებოდნენ მეფეებს, იმპერატორებს, ტირანებს.

მაგრამ კაზაკთა შორის საუკეთესოები მუდამ რჩებოდნენ კაზაკურ თავისუფლებათა ერთგულები  და ისინი დღეს ამ თავისუფლებებს აღადგენენ მათ წინაპართა მიწებზე.

ეს წიგნი ეძღვნება სწორედ ამ უკანსკნელებს, კაზაკთა შორის საუკეთესოებს.

   თავი I

 ტრამალთა ტრადიცია ანუ « სხვა ევროპა »

 

პირველი ცნობები კაზაკთა ორგანიზებული საზოგადოებების  შესახებ თარიღდება მე-15 საუკუნით, მაგრამ მათი გაჩენა და ისტორია გაუგებარი იქნება ბევრად უფრო შორეული წარსულის გახსენების გარეშე.

კაზაკები მრავალნაირად არიან დაკავშირებულნი  მათ ტერიტორიებზე მათზე ადრე მცხოვრებ « ტრამალის ხალხებთან ».

ევროპულ ისტორიულ მეხსიერებაში ტრამალების სამყარო განიცდება მტრულ და ფუნდამენტურად აზიურ სივრცედ, ცარიელ და აოხრებულ სივრცედ საიდანაც მოულოდნელად ჩნდებიან  ატილას და ჩინგიზ ყაენის სისხლისმსმელ და ყაჩაღ ცხენოსანთა ურდოები.

კაზაკებსაც ნაწილობრივ მიაწებეს სისხლისმელი აზიატების უარყოფითი სახელი.

ეს მოდის სრული გაუგებრობიდან.

ტრამალთა პირველი ტრადიცია, რომელიც წინ უსწრებს თურქ-მონღოლთა ექსპანსიას, ინდოევროპელი ხალხების ქმნილებაა.

კაზაკთა მომავალი ქვეყნები, ე.ი. ევრაზიის ბალახოვანი ტრამალის დასავლეთი ნაწილი, უფრო კლასიკური ცნებებით სკვითეთი //Scythie//  დიდი ხნის მანძილზე ქმნიდნენ  « სხვა ევროპას » , ბარბაროსულ, ბერძნულ-რომაულ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაპირისპირებულ ევროპას. მაგრამ ეს ქვეყნები არ იყვნენ დაკავშირებული აზიასთან.

კაზაკებმა გარკვეულად დაუბრუნეს ტრამალთა  ეს მემკვიდრეობა ევროპას.

უკრაინულ-რუსული ტრამალების ისტორია და პროტოისტორია.

ევრაზიის ბალახოვანი ტრამალი შესამჩნევი წყვეტის გარეშე გადაშლილია დუნაის შსართავებიდან მანჯურიამდე.  მისი უკანასკნელი გაგრძელება დასავლეთისკენ არის უნგრული Puszta. ის იყო მრავალი მიგრაციის ფინალური ეტაპი.

8 ათასი კილომეტრზე მეტ მანძილზე პეიზაჟს აცოცხლებს მარტო დაბალი მთები,მათ შორის ურალი, მდინარეთა ხეობები და რამოდენიმე უსწორმასწორო ადგილი, რომელთაგანაც ბევრი ადამიანის ნახელავია. მათ შორისაა ადამიანთა ნახელავი ყორღანები, ბორცვები სადაც ყოველ ხანაში კრძალავდნენ მომთაბარე მეომრებს.

ამ ასე ვთქვათ ბალახის ზღვას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ტყიანი ტრამალი რომელიც თანდათანობით გადადის ტყეში.  

სამხრეთიდან მას ესაზღვრება შავი და აზოვის ზღვები, კავკასიონის ქედი, უფრო აღმოსავლეთით კასპიის ზღვა და თურქესტანის მშრალი ტრამალი.

ვენ აქ გვაინტერესებს ამ უზომო პრერიის დასავლეთი ნაწილი რომელიც მოიცავს სამხრეთ უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძულით, ევროპული რუსეთის სამხრეთს,  და ჩრდილოეთ კავკასიას //ყუბანის და თერგის ტრამალები//.

ყველაზე სავარაუდო თეორიის თანახმად სწორედ ამ რეგიონში უნდა ყოფილიყო ინდო-ევროპელთა « აკვანი » ანუ მათი ეთნოგენეზისის ადგილი.

ინდო-ევროპელები ნეოლითური ხანის ბოლოს და ქალკოლიტური პერიოდის დასაწყისში //დაახლოებით ძვ.წ. 2500 წელი// წარმოდგენილი უნდა იყვნენ  ყორღანთა ეთნოკულტურულ ტრადიციად წოდებული ფენომენის  სხვადასხვა სტადიების შემქმნელი არქეოლოგიური კულტურების მიმდევრობით.

ეს იყო  მომთაბარეთა თუ ნახევრადმომთაბარეთა იერარქიზებული ჯგუფების მეომრული კულტურები.

ეს ხალხი ცხოვრობდა მეცხოველეობით და დამატებითი მიწათმოქმედებით.

ისინი ძარცვავდნენ თავის ნაკლებად მეომარ მეზობლებს.

მათ მიაწერენ Trypilia (Tripolie)-ს  და სხვა კულტურების დასახლებათა მოსპობას.

// Trypilia (Tripolie)-ს  კულტურა იყო დუნაის ძველი ნეოლითური ანსამბლის უკრაინული გაგრძელება//.

ამ მარბიელმა მეომრებმა მოაშინაურეს ცხენი ძვ.წ. მე-4 თასწლეულისთვის.

 

ყორღანების ინდო-ევროპელებისადმი მიკუთვნება მათ გადააქცევს  მწყემსური და მეომრული ცხოვრების დამფუძნებლებლად. ცხოვრების ამ წესით ცხოვრობდნენ ტრამალის ისტორიულად ცნობილი ხალხები.

როგორიც არ უნდა ყოფილიყო ინდო-ევროპელთა  ანატოლიისკენ,ირანის ზეგანისკენ, ცენტრალური ევროპისკენ და ბალტიკისკენ ექსპანსიის პირველი ფაზების პირობები  და თარიღები  ინდო-ევროპელ ტომთა ნაწილი დარჩა ტრამალებში.

ბრიჯაოს ხანიდან მოყოლებული  ჩვენ შეიძლება დავადგინოთ თუ ინდო-ევროპელთა რომელი ტომები დარჩნენ უკრაინაში : ისინი იყვნენ კიმერიელები.

ეთნონიმი კიმერიელები უძველესია რეგიონში ცნობილი ეთნონიმებიდან.

ამ ხალხზე ლაპარაკობენ ასურული წყაროები //Gimmiraï//.

მათ დატოვეს კვალი ტოპონიმებში.

კავკასიურ ენებში ეს სახელი ნიშნავს გმირს და გიგანტ-ბუმბერაზს. …

კიმერიელები იყვნენ ცხენოსანი მომთაბარე მეცხოველე-მესაქონლეები.

ისინი ყაჩაღობდნენ და კრეფდნენ ხარკს დაპყრობილი ტომებისგან.

მათი პირველი მსხვერპლები უნდა ყოფილიყვნენ პროტოსლავები.  რომლებიც მაშინ ცხოვრობდნენ  უკრაინის ტყიან ტრამალებში //Komarovo-Bilohrouda-ს კულტურა ?// და კავკასიის ხალხები.

კიმერიელები ტრამალებში იყვნენ ხიდი ჯერ განურჩეველ ინდო-ევროპელებსა და კლასიკური ანტიკური ხანის სკვითებს შორის.

 

სკვითურ-ირანული კვალი

 

ძვ.წ. მე-8 თუ მე-7 საუკუნის დასაწყისში  პონტოს ტრამალებში //steppes pontiques// კიმერიელები შეცვალეს  სკვითებმა.

არქეოლოგიური თვალსაზრისით არაა ნამდვილი წყვეტა  პონტოს ბრინჯაოს დასასრულსა და სკვითთა უძველეს ნაკვალევს შორის.

თუ კი დავუშვებთ კიმერიელთა  სულ მცირე ნაწილობრივ ირანულ ხასიათს  შეიძლება ვიფიქროთ რომ სკვითებმა იოლად შეძლეს დამარცხებულ  იგივე წარმოშობის კიმერიელთა ასიმილაცია.

საიდანაც არ უნდა ყოფილიყვნენ მოსული სკვითები, მათ დაამარცხეს კიმერიელები. ჰეროდოტეს თქმით  სკვითებმა კიმერიელებს სდიეს სამხრეთით კავკასიონის იქით.//აქეთ//…

სკვითები ერთხანს იყვნენ მათი მონათესავე ირანელი მიდიელების //Mèdes// მოკავშირეები.

სკვითებმა და მიდიელებმა ერთად მოსპეს ასურეთის ძალა //ძვ.წ.612//.

მე-7 საუკუნის ბოლოს მიდიელების მეფემ თავიდან მოიშორა საშიში მოკავშირეები  და გადარეკა ისინი კავკასიონის ჩრდილოეთით.

მას შემდეგ სკვითები დარჩნენ უკრაინულ-რუსულ ტრამალებში // მათი მონათესავე მონღოლოიდ ელემენტებთან შერეული ხალხები ცხოვრობდნენ უფრო აღმოსავლეთით ციმბირამდე.//

ტრამალის ხალხებიდან დღეს ყველაზე უკეთესად ცნობილი არიან სკვითები.

ამას განაპირობებს უხვი არქეოლოგიური მასალა და სახელგანთქმული ტექსტი რომელიც მათ მიუძღვნა ჰეროდოტემ.

მათი ონომასტიკა და მათი ენის ზოგი გადარჩენილი სიტყვა გვიჩვენებს რომ სკვითები წარმოადგენდნენ ირანული ოჯახის აღმოსავლურ შტოს.

ჰეროდოტეს მიერ  « სამეფო სკვითებად »

// Scythes royaux// წოდებული  გაბატონებული ჯგუფი  შედგებოდა უმთავრესად დოლიქოცეფალი  ზოგჯერ ძალიან მაღალი ევროპეოიდებისგან.

მაგრამ იმ დროს სკვითები სულაც არ შეადგენდნენ ერთგვაროვან ჰომოგენურ ხალხს.

ჰეროდოტეს თქმით სკვითები მრავალრიცხოვანი ხალხია მაგრამ მათ შორის ცოტაა წმინდა რასის სკვითი.

ე.ი. ძვ.წ. მე-5 საუკუნეში სკვითებს უძახდნენ სხვადასხვა ხალხს. იყვნენ ტყიანი ტრამალის « მიწათმოქმედი სკვითებიც » //Scythes Laboureurs// რომლებიც ალბათ პროტოსლავები იყვნენ.

შავი ზღვის სანაპიროებზე შეიქმნა ბერძნული კოლონიები //ოლბია, ტირასი…//. სკვითებს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ მათთან. ამ ქალაქების ხელოსანთა ქმნილებებში სკვითური გავლენა //ტრამალთა ცხოველური ხელოვნება// ერევა ბერძნულ რეალიზმს.

სკვითებს ჰყავდათ  დიდი პრესტიჟის მქონე ერთი ან მრავალი მეფე.

მათი საზოგადოება თითქოს ორგანიზებული იყო შემდეგი იერარქიის თანახმად :

კეთილშობილ-წარჩინებულნი-თავისუფალი ადამიანები-წარმოშობით უცხოელი მონები, შეიძლება აგრეთვე მეომრული მიზნის ხანის კლასთა სისტემის შესაბამისად.

თავისუფალ ადამიანთა ერთობლიობა ქმნიდა ჯარს, უფრო ზუსტად კი « შეიარაღებულ ხალხს ».

სკვითები იყვნენ ცხენების და  ძროხების,ხარების მომშენებლები,  ბერძნულ სამყაროსთან ძალიან აქტიური კომერციის  ორგანიზატორები და მფარველები, მაგრამ მათი ბატონობა ტრამალებზე ეფუძნებოდა მხოლოდ მათ სამხედრო ძალას.

სკვითები იყვნენ კარგი ცხენოსანი მშვილდოსანი მეომრები.

ისინი კარგად ხმარობდნენ მოკლე ხმალს, გრძელ მახვილს, შუბს….

თავისი სამხედრო ხელოვნების წყალობით მათ ძვ.წ. 514 წელს მოიგერიეს სპარსელთა შემოსევაც, ძვ.წ.330 წელს მათ დაამარცხეს მაკედონელებიც.

 

მაგრამ სკვითური პერიოდის შედარებით სტაბილურობას ბოლო მოუღო ძვ.წ. მეორე საუკუნეში  ანდრონოვოს ინდოევროპული კულტურიდან გამოსული ასევე ირანული ტომების ერთობლიობის, სარმატების  შემოსევებმა.

ისინი სკვითეთის აღმოსავლეთით მომთაბარეობდნენ მდინარე ვოლგასკენ და ურალისკენ.

უკვე ჰეროდოტე ახსენებდა სავრომატებს. ეს სახელი ირანულად ნიშნავს შავი ბეწვეულის მატარებლებს.

სარმატები  იყვნან უმთავრესად ბრაქიცეფალი თეთრი პიგმენტაციის ევროპეოიდები, მაგრამ არქეოლოგებმა  სარმატების ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს უმნიშვნელო მონღოლოიდური წვლილი  // დაახლოებით 2 პროცენტი//.

სარმატებიც მომთაბარეები იყვნენ.

ა.წ. პირველი საუკუნეების რომაელი მწერლები  მათ აღწერენ როგორც ქერა ხალხს.

სკვითები დაამარცხეს  მძიმე შეჯავშნული,გრძელი მახვილის და შუბის გამომყენებელი კავალერიის და მშვილდოსანთა მსუბუქი კავალერიის მყოლმა სარმატებმა.

იყო ანტიკურ სამყაროში იშვიათი ფაქტიც.

ახალგაზრდა სარმატი ქალები ზოგჯერ იბრძოდნენ სარმატ მამაკაცთა გვერდით // ეს ტრადიცია იყო ზოგ სკვითშიც//.

ამ თავისებურებამ შთააგონა ლეგენდა ამორძალების შესახებ.

არქეოლოგიური მონაცემების და ანტიკური ავტორების თანახმად სარმატებმა  ძვ.წ. მესამე-მეორე საუკუნეებში სკვითები  გარეკეს ყირიმისკენ და დუნაის შესართავებისკენ.

შემდეგ სარმატები შეასკდნენ  დღევანდელ რუმინეთში მცხოვრებ დაკებს //თრაკიელებს//  და, ბოლოს, რომის იმპერიას.

სტრაბონი ჩამოთვლის სარმატების მთავარ ტომებს თუ კონფედერაციებს :

იაზიგები და « სამეფო სარმატები » დასავლეთით დუნაისა და დნეპრს შორის.

როქსოლანები აღმოსავლეთით დნეპრს და დონს შორის, დონის იქით ვოლგას და ურალის ტრამალებში  და უფრო სამხრეთით, თურქესთანის მშრალ ტრამალებში ცხოვრობდნენ მსგავსი ხალხები, მაგ. აორსები.

სკვითები ა.წ. მესამე საუკუნემდე დარჩნენ ყირიმში და თანდათანობით გადავიდნენ  ბინადარ ცხოვრებაზე.

სარმატებმა თითქოს შეინარჩუნეს მათ წინამორბედთა კავშირები  ტყიანი ტრამალის  სლავებთან  და ბერძნულ კოლონიებთან.

სარმატები ხან ვითომ მფარველობდნენ ბერძნულ კოლონიებს და ხან მათ არბევდნენ და ატიალებდნენ.

სარმატები ამას გარდა გადაიქცნენ  აზოვის ზღვის ირგვლივ ბერძნულ დასახლებათა

კავშირის, კიმერიული ბოსფორის სამეფოს მმართველ ელიტად.

მითრიდატე ევპატორის სიკვდილის შემდეგ ეს სამეფო გადაიქცა რომის პროტექტორატად.

ა.წ. პირველი საუკუნის პირველ წლებში კი როქსოლანებს  თავს დაესხნენ მორიგი ბარბაროსი ალანები.

როქსოლანები რა თქმა უნდა გაიქცნენ დასავლეთისკენ და თავის წინ მიერეკებოდნენ იაზიგებს რომლებიც ბოლოს და ბოლოს რომაელთა თანხმობით დამკვიდრნენ დუნაის და Tisza-ს შორის.

აღმოსავლეთის დასავლეთში გადასახლება გაგრძელდა…

მცირე ლინგვისტური და კულტურული განსხვავებების მიუხედავად  ყველა სარმატი ქმნიდა საკმაოდ ერთგვაროვან მთლიანობას.

ანტიკური ხანის მიერ ხალხებად თუ ერებად წარმოდგენილები უფრო კლანური კავშირები იყო.

ეს კლანური კავშირები შეიძლებოდა დამსხვრეულიყო, გარდაქმნილიყო და წარმომდგარიყო ახალი სახელით.

სახელი როქსოლანი ნიშნავს  მანათობელ, სხივმფენ ალანებს //Rûkhs-alan//.

 სხვადასხვა ჯგუფის ცხოვრების წესი,რელიგიური სისტემა და სოციალური ორგანიზაცია ერთი და იგივე იყო.

სოციალური ორგანიზაცია კეთილშობილებად,თავისუფალ ადამიანებად და მონებად უნდა ყოფილიყო სკვითთა სოციალური ორგანიზაციის მსგავსი.

სრ ყოფილა ღვთისმსახურთა ინსტიტუციური კასტა.  სარმატების მეფეებიც ზოგჯერ უფრო გვანან  არჩეულ ომის ბელადებს.

ალანების თაობაზე ამას ამბობს ამიან მარცელინი.

 

პირველი საუკუნის ბოლოსთვის ალანები იყვნენ სარმატების ჯგუფი რომელიც ბატონობდა  დონის ტრამალებში.

ალანების მიერ გარეკილი როქსოლანების ნაწილმა დაიმორჩილა უნგრეთის იაზიგები.

სხვები მომთაბარეობდნენ უკრაინის ტრამალებში. 207 წლიდან იყვნენ ბინადარ ცხოვრებაზე გადასული სარმატებიც.

მომთაბარეთა  ნაწილის გადასვლა ბინადარ ცხოვრებაზე ჩვეულებრივი ამბავია ტრამალების ისტორიაში.

ალანებმა დაიმორჩილეს სხვა ხალხები, მათ შორის ზოგი კავკასიელიც, რომლებმაც მიიღეს მთი სახელი.

ამ ალანებმა ბოლოს და ბოლოს დაიპყრეს ტრამალთა მთელი ევროპული ნაწილი.

მაგრამ მესამე საუკუნეში გამოჩნდნენ გოთები რამაც შეცვალა ამ რეგიონში არსებული ვითარება.

გოთური  ინტერმედია

უკრაინაში გოთური საეფოს ხანმოკლე არსებობა ტრამალთა ისტორიის ეპიზოდია და მეტი არაფერი.

ბინადარად მცხოვრები გოთების ცხოვრების წესზე გვლენა მოახდინა // ირანელი// მომთაბარეების  ცხოვრების წესმა.

მოხდა გოთების « გასკვითება ».

ეს გვიჩვენებს თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ბევრად უფრო გვიან სლავების « გაკაზაკება ».

გოთი ხალხის დამფუძნებელი ბირთვი ამალთა საკრალური დინასტიის მეთაურობით  პირველ საუკუნეში უნდა გადასხლებულიყო სკანდინავიიდან //გოტლანდი//.  ის დამკვიდრდა ბალტიის სანაპიროზე დღევანდელ პოლონეთში.

იქ გოთების ცხოვრებას უნდა შეესაბამებოდეს  Wielbark-ის არქეოლოგიური კულტურა.

მეორე საუკუნის ბოლოს თუ მესამე საუკუნის დასაწყისში გოთები დაიძრნენ სამხრეთისკენ, რუმინეთისკენ და უკრაინისკენ.

ისინი გაიყვნენ შიძლება უფრო ადრეც არსებულ ორ ჯგუფად, Thervinges-ებად თუ Visigoths-ებად დუნაიდან დნესტრამდე  და Greuthunges-თუ Ostrogoth-ებად დნესტრიდან დონამდე.

სხვა გერმანელი ხალხი, ერული დამკვიდრდა დონის ტრამალებში.

უკრაინაში და რუმინეთში გოთების  ბატონობის არქეოლოგიური გამოხატულებაა Tcherniakhiv-ის ბინადარი და მიწათმოქმედი კულტურა.

მისი არაერთგაროვანი ხასიათი ასახავს  დიდი გოთური კონფედერაციების არაერთგვაროვნებას. ის განიცდიდა გერმანულ, სკვითურ-სარმატულ და რომაულ გავლენებს.

მოლდავეთ ვალახეთის ვიზიგოთებს უჭირდათ რომაელებთან მეზობლობა.

მაგრამ Ostrogoth-ებმა ააგეს ნამდვილი იმპერია რომლის აპოგეაც იყო მე-4 საუკუნეში მეფე Ermanarik-ის დროს.

ის ვრცელდებოდა დნესტრს და დონს შორის არსებულ ტრამალებამდე, უკრაინის ტყიან ტრამალამდე, ის გავლენას ახდენდა ბალტიის სანაპირომდე და  რუსეთის ტყეებში მცხოვრებ ფინელ-უგრებზე.

გერმანელმა Ostrogoth-ებმა გარეკეს ან დამორჩილეს სარმატები, გადაუკეტეს გზა ალანების ექსპანსიას დასავლეთისკენ

მაგრამ უნდა ითქვას ისიც რომ ეს გერმანელები განიცდიდნენ ძლიერ ირანულ გავლენას.

გერმანელი  Ostrogoth-ების იმპერიის წარმატება მესამე-მეოთხე საუკუნეებში განაპირობა ძლიერმა სამეფო ხელისუფლებამ .

მაგრამ როგორც ჩანს შურისმაძიებელმა სარმატულ-გოთურმა კლანმა 375 წელს მოკლა მეფე ერმანარიკი და იმპერია მაშინვე დაემხო.

ეს მოვლენა ჩანს სკანდინავურ საგებშიც.

Ostrogoth-ების ნაწილმა სცადა ჰუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.  ის დამარდხდა, გაიქცა დუნაის იქით. გაიქცნენ აუწერელ პანიკაში ჩავარდნილი ალანებიც და რუმინეთის ვიზიგოთებიც.

ეს იყო დასავლეთ რომის იმპერიის მკვლელი დიდი გადასახლებების დასაწყისი.

უკრაინაში დარჩენილი Ostrogoth-ები  ძალიან დაასუსტა ჰუნების მიერ მოწყობილმა სასაკლაოებმა და აოხრება-გატიალებამ. რაზეც  საუკუნეების მერეც  ლაპარაკობდნენ თავზარდაცემული სკანდინავი სკალდები.

ეს გადარჩენილი Ostrogoth-ები დაემორჩილნენ ჰუნებს და მონაწილეობდნენ მათ ლაშქრობებში.

ატილას სიკვდილის შემდეგ ისინი აჯანყდნენ და წავიდნენ ბალკანეთში და იტალიაში, რაც უკვე არაა ამ წიგნის თემა.

მაგრამ გერმანელ გოთთა ჯგუფები მაინც გადარჩნენ  მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ყირიმშიც  და ჩრდილოეთ კავკასიაშიც.

გერმანელთა ნარჩენი მოსახლეობა კი თანდათანობით დაემსგავსა ალანებს.

Ermanarik-ის დიდი გოთური სამეფო იყო კიევის სახელმწიფოს მონახაზი . კიევის რუსეთი აშენდა იგივე სირცეზე.

კიევის რუსეთის მშენებელი სკანდინაველი ვიკინგები დადიოდნენ მათი გერმანელი გოთი ბიძაშვილების ნაკვალევზე.

// გაგრძელება იქნება//

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s