ევროპელებს კაზაკებზე 3

 

 

კაზაკების ვინაობაზე, მათ ფესვებზე..-

ლტოლვილობაში მყოფმა კაზაკებმა 1710 წელს დაწერეს ქარტია რომელიც  ახსენებს

« ძველ და  მამაც  ოდესღაც ხაზარ კაზაკ ხალხს .»

 

ევროპული ბიბლიოთკიდან,Iaroslav Lebedynsky,Histoire des  Cosaques,კაზაკთა ისტორია

ავტორია  1960 წელს პარიზში დაბადებული წარმოშობით უკრაინელი ფრანგი ისტორიკოსი, ტრამალების და კავკასიის ძველი მეომარი კულტურების სპეციალისტი

იაროსლავ ლებედინსკი//

// Iaroslav Lebedynsky//.1997 წლიდან ის პარიზის  აღმოსავლური ენების და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში // l’Institut national des langues et civilisations orientales, Inalco// ასწავლის უკრაინის ისტორიას. ჩავხედთ მის წიგნს.

კაზაკების წარმოშობაზე

კაზაკების წარმოშობა  სულაც არაა სრულყოფილად გარკვეული.

ძველი და თანამედროვე თეორიების უმრავლესობა  ბრუნავს 2 მთავარი იდეის ირგვლივ. ზოგჯერ არის ამ იდეების მეტ-ნაკლებად მოხერხებული კომბინაციაც.

პირველი იდეის თანახმად კაზაკები უნდა იყვნენ  ტრამალის მეზობელი სახელმწიფოების მიერ თანდათანობით მოთვინიერებული და ამ სახელმწიფოთა სამსახურში ჩამდგარი მომთაბარე, ოგორც წესი თურქი ხალხების შთამომავლები.

მეორე თეორიის თანახმად კაზაკები რიან შთამომავლები სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებისა რომლებიც ტრამალებში გაექცნენ მოსკოვური თუ პოლონურ-ლიტვური სისტემების ყველაზე აუტანელ ასპექტებს….

დღეს ყველაზე მეტად მიღებული აზრის თანახმად სიტყვა კაზაკი არის თურქული სიტყვა რომელიც მე-13 საუკუნის ბოლოდან და მე-14 საუკუნის დასაწყისიდან გვხვდება პოლოვცურ-ყივჩაღურ ენაში //quzzaq//.

ეს თურქული სიტყვა  აღნიშნავდა მოხეტიალეს, დისიდენტს.

ასეთი დისიდენტები, მაგალითად, იყვნენ თურქესტანის ყაზახები რომლებიც  მე-15 საუკუნეში გამოეყვნენ თურქ-მონღოლ უზბეკებს.

თუქოლოგი J.P. Roux  თვლის რომ  სიტყვა კაზაკი ნიშნავს ლტოლვილს.

ყველა შმთხვევაში კაზაკად ითვლება თავისუფალი ადამიანი რომელიც მოსწყდა თავის ადრინდელ თუ თავდაპირველ გარემოს და რომლის ხმალიც ეხლა ქირავდება.

ყველა შემთხვევაში სიტყვა კაზაკი უკრაინულ-რუსული ტრამალის თურქულ ენებში მე-14 საუკუნეში  თითქოს ნიშნავდა  მებრძოლის ტიპს და არა განსაკუთრებულ ხალხს.

ამიტომ კაზაკთა ჯგუფების პირველად მხსენებელი ტექსტები მე-15 საუკუნეში აზუსტებენ მათ შემადგენლობას და, მაგალითად, ახსენებენ « თათარ კაზაკებს. »

ამიტომ ზუსტი ეთნიკური მნიშვნელობის არმქონე სიტყვა კაზაკი  ბევრს ვერაფერს გვეტყვის კაზაკების წარმოშობის შესახებ.

 

კაზაკობის გაჩენის ტრადიციული ჰიპოთეზები

მე-18 საუკუნიდან და უეჭველად ძველი იდეების საფუძველზე  კაზაკები წარმოდგენილი არიან როგორც  ტრამალების მოსახლეობათა გასლავებული, გაქრისტიანებული ლიტვის //უკრაინაში// და მოსკოვიას დიდი მთავრების სამსახურში ჩამდგარი შთამომავლები.

პრობლემა ისაა რომ  კაზაკების წინაპრებად ერთმანეთის მიყოლებით გამოცხადდა  მონღოლებამდელი და მონღოლური პერიოდების ყველა მომთაბარე ხალხი ისე რომ არ წარმოუდგენიათ რაიმე ნამდვილად დამადასტურებელი საბუთი.

კაზაკების წინაპრებად გამოაცხადეს სკვითურ-ირანელი ხალხები,ალან-იასები, თურქი ხაზარები, პაჭანიკები,  რომელთა ნაშთებიც მოსპეს პოლოვც-ყივჩაღებმა.

ის მომთაბარეები რომლებიც როგორც დამხმარე სამხედრო ძალა კიევიაში დაამკვიდრეს კიევის მთავრებმა.

ზოგმა მკვლევარმა კაზაკების წინაპრებად მიიჩნია ჩრდილოკავკასიელი ჩერქეზები.

თვითონ კაზაკები გრძნობდნენ  თავის ბუნდოვან ნათესაობას ტრამალის მეზობელ ხალხებთან.

 

უკრაინაში კაზაკურ ელიტაში ძალიან პოპულარულია ხაზარული მითი, რასაც  ემატება  კიდევ უფრო ძველი « სკვითური » მოგონებები.

ლტოლვილობაში მყოფმა კაზაკებმა 1710 წელს დაწერეს ქარტია რომელიც  ახსენებს

« ძველ და  მამაც  ოდესღაც ხაზარ კაზაკ ხალხს .»

ველიჩკოს უკრაინული კოსმოგრაფიაც  ამბობდა რომ კაზაკები არიან  ხაზარული რასის ხალხი.

Hrabianka-ს ქრონიკა კი ამბობდა რომ კაზაკები არიან ძველი სკვითური რასის…ხაზარების შთამომავლები.

დონის კაზაკები  მე-18 საუკუნეში თავის წინაპრებად თვლიდნენ გასლავებულ ჩრდილოკავკასიელებს, განსაკუთრებით ჩერქეზებს…

საინტერესო ისაა რომ უკრაინაში და დონზე არის ტოპონიმები  რომლებიც ლაპარაკობენ იქ ჩერქეზთა ძველი დასახლებების არსებობაზე.

დონის კაზაკების დედაქალაქს  ერქვა ჩერკასსკი // მოგვიანებით ის გადაიტანეს ნოვოჩერკასკში-« ახალ ჩერკასკში »//.

უკრაინის კაზაკების პირველი ისტორიული ცენტრი იყო ჩერკასი // ფრანგული ტრანსკრიფციით Tcherkassy// და მის მკვიდრებს  უწოდებდნენ ჩერქეზებს.

მე-16 საუკუნეში უკრაინის სხვადასხვა რეგიონში იყო სულ მცირე 10-ოდე ჩერქეზული ტოპონიმი //ჩერკას, ჩერკასივკა,ჩრკასკ…//  რომლებიც ყველაზე მეტად კონცენტრირებულია ქვეყნის ცენტრში და სამხრეთში.

ზოგი მათგანი შეიძლება ყოფილიყო « ჩერქეზების » ანუ მე-16 საუკუნის კაზაკების დასახლება.

სხვები შეიძლებოდა ყოფილიყო უკრაინაში კავკასიელთა ვინ იცის როდის გაჩენილი დასახლებები.

 

კიდევ ამბობდნენ რომ კაზაკების წინაპრები იყვნენ მხეცური რეჟიმებისგან ტრამალებში გაქცეული სლავები რომლებმაც განიცადეს ტრამალებში მცხოვრებ ირანელ და თურქ მომთაბარეთა გავლენა.  მიუთითბდნენ კიეველ ბროდნიკებზე.

 

არის ნარევი თეორიაც. კაზაკები უნდა გაჩენილიყვნენ ტრამალების მომთაბარეთა და სლავთა შეხვედრიდან

ბევრი კი  უბრალოდ ამბობდა რომ კაზაკები არიან კაზაკების შთამომავლები და მორჩა.

 

ანტროპოლოგია და ლინგვისტიკა

 

მე17 და მე-19 საუკუნეების ზოგი აღწერის თანახმად კაზაკები იყვნენ მაღალი ცისფერთვალება წითურწვერიანი ევროპეოიდები.  თავის ქალათა მონაცემები გვიჩვენებს რომ კაზაკებს ჰქონდათ თურანული ნიშნებიც. გამოკვეთილი ბრაქიცეფალია, გამოკვეთილი ყვრიმალები, მოკლედ  ევროპეოიდთა და აზიელთა შეხვედრის ნაყოფი.

უკრაინის კაზაკები ანტროპოლოგიურად თითქოს არ განსხვავდებიან მათი თანამემამულე არაკაზაკებისგან.

მაგრამ დონის კაზაკები საკმაოდ აშკარად განსხვავდებიან მათი მეზობელი რუსებისგან.

სიმაღლის კრიტერიუმი უკრაინელებს,დონის, ყუბანის თუ თერგის კაზაკებს განასხვავებს  მოსკოვიის მკვიდრებისგან და  კაზაკთა უფრო აღმოსავლური თემებისგან.

ლინგვისტური თვალსაზრისით ყველა კაზაკი სლავურად მეტყველებს.

თავდაპირველი კაზაკების თურქული წარმოშობის თეორიის მომხრეებმა შეაგროვეს იმის ნიშნები რომ  თავდაპირველი კაზაკები მეტყველებდნენ თურქულად.

კაზაკების პოლიტიკურ და სამხედრო ლექსიკონში მართლაც არის ძალიან ძველი თურქული ფენა. …

მე-16 საუკუნის შუა ხანებამდე კაზაკებში გავრცელებული იყო თურქულ-მონღოლური სახელებიც. ამასაც უნდა გაეწიოს ანგარიში, მაგრამ არც ესაა კაზაკების თურქული წარმომავლობის აბსოლუტურად დამადასტურებელი საბუთი.

მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან ,ყველა შემთხვევაში, კაზაკთა ატამანების სახელები უმთავრესად სლავურია.  თუმცა მომდევნო ხანებშიც სპორადულად ჩნდება თურქული, და უფრო იშვიათად, ირანული და კავკასიური სახელებიც.

 

თანამედროვე ხანაში რუსეთში მცხოვრები კაზაკების გვარები ფორმით  რუსულია //ბულავინი, რაზინი,მარტინოვი, პლატოვი…, უკრაინაში კი ფორმით უკრაინული //დოროშენკო,ნალივაიკო, პავლიუკ… და პოლონური გავლენით ხმელნიცკი…//.

გენუელების მიერ დაქირავებულ კაზაკებს და « თათარ კაზაკებს »  შეიძლება ელაპარაკათ პოლოვცურ-ყივჩაღურ ენაზე რომელიც იყო ტრამალების საერთო ენა და ოქროს ურდოს ადმინისტრატიული ენა.

მაგრამ მე-15 საუკუნის ბოლოდან  ნამდვილ კაზაკებში დადასტურებული ენებია  უკრაინაში და,მოგვიანებით, ყუბანზე უკრაინული და  დონზე, ვოლგაზე, იაიკზე და ყველა სხვა შვილობილ კაზაკურ თემში-რუსული…

კაზაკებით დასახლებულ რეგიონებში არის  სკვითურ-სარმატული ტოპონიმებიც . სკვითურ-სარმატული  სახელებია დუნაი, დნესტრი, დნეპრი, დონეცი, დონი, პრუტი, ვორსკლა, ციმბირის ობიც კი…ყირიმის სუდაკი…

არის ასობით თურქული წარმომავლობის ტოპონიმიც.

პირველი კაზაკების წარმოშობა, სინთეზის ცდა

 

მე-13 საუკუნიდან ტრამალებში ჩანან ყაჩაღობით თუ მებრძოლებად დაქირავებით მცხოვრები თავისუფალი მეომრების ჯგუფები.

მათი შემადგენლობა ცვალებადია. 

ამ დროს მრავალნი არიან პოლოვცი-ყივჩაღები და « თათრები » .  მაგრამ იყო საკმაოდ არაერთგვაროვანი მოსახლეობები.

ალბათ სათანადოდ არაა დაფასებული ალანთა როლი, ისინი კი არასოდეს გამქრალან მთლიანად რეგიონიდან.

წმინდა ლიუდოვიკოს მიერ მონღოლთა ხანთან გაგზავნილი Guillaume de Rubrouck 1253 წელს ლაპარაკობდა დონსა და ვოლგას შორის მოთარეშე ამ ტიპის ბანდებზე :

«   Ruthènes //ყოფილი კიევის რუსეთის მკვიდრები//, უნგრელები და ალანები არიან მონღოლთა მონები. მათ შორის ბევრი ქმნის  ოც- ან 30-კაციან ჯგუფებს, იღებს იარაღს და გარბის ღამით. ისინი ხოცავენ ყველას ვისაც შეხვდებიან ღამით. ჩვენს მეგზურს ძალიან ეშინოდა ასეთ ბანდებთან შეხვედრისა ».

 ეს ბანდები ნამდვილად არის « პროტო-კაზაკური »  ელემენტები- სლავების და ტრამალების ხალხებიდან გამოსულთა კავშირი-ასოციაცია.

მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნის ძვრების, თათრების დასუსტების, ლიტველთა და მოსკოველთა რეკონკისტის კვალდაკვალ  თავისუფლად და ყოველგვარ კანონს გარეშე მოთარეშე თავისუფალ მეომართა ბანდები  გამრავლდა აოხრებულ და დაცარიელებულ ველურ ველზე.

ამ მოძრაობაში მონაწილეობდნენ უკრაინის და სამხრეთ რუსეთის სლავებიც  რომლებიც იზიარებდნენ ამ რეგიონების სხვა « თავისუფალ ადამიანთა » ცხოვრების წესს და მეომრულ ტექნიკებს.

ასეთ ბოდიში თავისუფალ და კანონ გარეშე მცხოვრებ ყაჩაღებს მათი ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად უძახდნენ თურქულ სახელს კაზაკი.

თავისუფალმა, უკანონო ყაჩაღურმა ცხოვრებამ კაზაკების სახელით გააერთიანა სლავიც,თურქიც, ალანიც, ჩრდილოკავკასიელიც…

მაგრამ მე-15 საუკუნის ბოლოსა და მე-16 საუკუნის შუა ხანებს შორის დნეპრზე და დონზე გაჩნდა  სტაბილურ კაზაკურ საზოგადოებათა ემბრიონები, მუდმივი დასახლებები.

მათში უმთავრესად სლავები ცხოვრობდნენ, თუმცა მათაც შეითვისეს ზოგი სხვა ელემენტიც.

მე-16 საუკუნის დასაწყისში  უმთავრესად სლავებით დასახლებულ კაზაკურ თემებში აქა-იქ  ცხოვრობდნენ გასლავების გზაზე

დამდგარი წარმოშობით არასლავებიც.

კაზაკი კი აღარ იყო საზოგადო სახელი.

ის გადაიქცა საკუთარ სახელად.

ამ დროის კაზაკებში შეიძლება დავინახოთ « ტრამალების სლავები », ისევე როგორც სკვითები და სარმატები იყვნენ « ტრამალების ირანელები“ და გოთები კი იყვნენ « ტრამალების გერმანელები ».

მაგრამ უკრაინელი « ტრამალების სლავები » განსხვავდებოდნენ  მოსკოვიას სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრები « ტრამალების სლავებისგან »

მე-15 საუკუნის სულ ბოლოდან ნახსენები უკრაინაში მცხოვრები კაზაკები  უეჭველად უკრანელები იყვნენ.

ისინი სხვა უკრაინელებისგან განსხვავდებოდნენ პოლიტიკურად, სოციალურად და სამხედრო ჩვევების თვალსაზრისით და არა ეთნიკურად.

ისინი გავდნენ, მაგალითად  სკანდინავიურ  მოსახლეობაში მცხოვრებ  სხვა სკანდინავებისგან განსხვავებულ სკანდინავ ვიკინგებს.

თანამედროვე რუსეთის  პირველი კაზაკური თემების  ეთნიკური შემადგენლობა კი უფრო რთული იყო.

განსაკუთრებით დონის კაზაკები საკუთრივ რუსებისგან განსხვავდებოდნენ ობიექტური ნიშნებით  და ძველი და ჯიუტი პარტიკულარისტური გრძნობით.

მათ მეტი არასლავური ელემენტი უნდა შეეთვისებინათ ვიდრე ეს მოხდა უკრაინაში.

განსაკუთრებით ქვემო დონზე  ჩანს თურქულ-თათრული და ჩრდილოკავკასიური წვლილი.

მაგრამ მას შემდეგ რაც გაჩნდა მათი პირველი ცნობილი დასახლებები ისინიც ქმნიან  ძირითადად სლავურად მოლაპარაკე მოსახლეობას.

ამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, როგორც ამაზე მიუთითებს მისი სამხრეთულ-რუსული დიალექტი, ისევე როგორც უკრაინაში, მომდინარეობს  ყოფილი კიევის რუსეთის სამხრეთი, ტრამალების მეზობელი ტერიტორიებიდან.

ურალის. ორენბურგის. ციმბირის მოგვიანებით გაჩენილ კაზაკებში  არის ცენტრალური თუ ჩრდილოეთ რუსული ელემენტი რომელსაც არ შეუსრულებია მნიშვნელოვანი როლი საწყისი კაზაკობის წარმოშობაში.

 უკრაინელებისაგან შემდგარი დნეპრის კაზაკების შემადგენლობის საწყისმა განსხვავებამ  დონის და ვოლგას « რუსული », მაგრამ მოსკოვიტი მეზობლებისგან განსხვავებული კაზაკებისგან განაპირობა შემდეგ საუკუნეებში მათ ქცევაში არსებული განსხვავებაც.

უკრაინის « ჩერქეზები » საკუთარ თავს ჩათვლიან « კაზაკურ-უკრაინელი ერის » მთავარი ინტერესების წარმომადგენლებად , სხვებიც  გაიზიარებენ ამ აზრს და გააიდეალებენ ამ კაზაკებს,წარმოადგენენ მათ პატრიოტი რაინდების სახით.

რუსეთის კაზაკები კი  დიდხანს შინარჩუნებენ ორაზროვნებას რუსული ეროვნული თემისადმი მათი კუთვნილების მიმართ.

უკრაინის და რუსეთის დღევანდელ კაზაკურ მოძრაობებში ისევ იგრძნობა ეს ძველი განსხვავებები.

// გაგრძელება იქნება//

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s