ევროპელებს კაზაკებზე 4

 

Résultat de recherche d'images pour "cosaques ukrainiens"

 

Résultat de recherche d'images pour "cosaques ukrainiens"

 

უკრაინა ლიტვა-პოლონეთს, მოსკოვიას და ოსმალეთს შორის

 

ევროპული ბიბლიოთკიდან,Iaroslav Lebedynsky,Histoire des  Cosaques,კაზაკთა ისტორია

ავტორია  1960 წელს პარიზში დაბადებული წარმოშობით უკრაინელი ფრანგი ისტორიკოსი, ტრამალების და კავკასიის ძველი მეომარი კულტურების სპეციალისტი

იაროსლავ ლებედინსკი//

// Iaroslav Lebedynsky//.1997 წლიდან ის პარიზის  აღმოსავლური ენების და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში // l’Institut national des langues et civilisations orientales, Inalco// ასწავლის უკრაინის ისტორიას. ჩავხედოთ მის წიგნს.

 

კაზაკურ თემთა შექმნა

ნიკონის რუსული მატიანე ამბობს რომ 1443 წელს კაზაკთა ჯგუფი  შეესია მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებულ  რიაზანის სამთავროს.

ლოკალურ მთავართან შეთანხმების  შემდეგ,1444 წელს  კაზაკები ამ მთავართან ერთად  ებრძოდნენ თათრებს. ამ კაზაკების წარმოშობა დაზუსტებული არაა.

1445 წელს  « თათარ კაზაკთა » კონტინგენტი ნახსენებია ლიტვურ არმიაში.

1449  წლიდან კაზაკები როგორც მსუბუქი ცხენოსნები ემსახურებოდნენ ყირიმის, კაფას გენუელებს.

ოქროს ურდო დაემხო, გაჩნდენ ყირიმის და ყაზანის სახანოები და გაჩნდენ « თათარ » დაქირავებულთა დიდი ბანდები.

ზოგ ასეთ ბანდაში შეიძლება ყოფილიყვნენ სლავებიც.

 

წყაროები 1468 წლიდან ახსენებენ სლავ ატამან ივან რუნოს //თუ რუდას//.

იტალიელი ელჩები ლაპარაკობენ კაზაკებზე  დონს და ვოლგას შორის //კონტარინი//  და აზოვის ქალაქში // ბარბარო//.

პირველები « ითვლებიან ვაჟკაცებად იმიტომ რომ ისინი ერთდროულად ძარცვავენ როგორც ჩერქეზებს ისე რუსებს ».

ეს ჩერქეზები იყვნენ ყუბანის რეგიონის ჩერქეზები რომლებიც  თეორიულად ემორჩილებოდნენ ყირიმის ხანს.

 

ეს დაზუსტებები გვეუბნება რომ კონტარინის კაზაკები ვცოვრობდნენ სასაზღვრო ტრამალებში  მოსკოვიასა და ყირიმის და ასტრახანის სახანოებს შორის, დაახლოებით დონის კაზაკების მომავალ ისტორიულ მიწებზე.

მითითებები გენუელთა კოლონიების კაზაკებზე წყდება 1475 წელს.

ამ  დროისთვის ყირიმის სახანო გახდა ოსმალეთის იმპერიის ვასალი  და იმპერიამ დაიპყრო იტალიელთა დასახლებები.

მე-15 საუკუნის ბოლო წლებში გაჩნდნენ უკრაინელი კაზაკები.

1490-91 წლებში გალიციის აჯანყებულებმა მუხას ხელმძღვანელობით თავი გამოაცხადეს « კაზაკებად ».

ეს ნიშნავს იმას რომ კაზაკები იყვნენ  ცხოვრების გარკვეული წესით მცხოვრები და ცხოვრების მ წესის უპირატესობათა მქადაგებელი ადამიანები და არა გამორჩეული, განსაკუთრებული ხალხი თუ ეთნოსი.

კაზაკური იდეალი უკვე  სცდებოდა ჩვეულებრივ სოციალურ იერარქიებს იმიტომ რომ 1490  წლის აჯანყებაში გვერდიგვერდ მონაწილეობდნენ გლეხებიც და კეთილშობილებიც.

2492 წლით თარიღდება პირველი პირდაპირი მითითება უკრაინაში შექმნილ კაზაკთა ჯგუფზე.

ყირიმის ხანი აღაშფოთა იმან რომ « კიეველებმა და ჩერქეზებმა » დნეპრის შესართავთან   მოსპეს ოსმალური გემი.

ლიტვის მთავარი დაპირდა ხანს რომ დასჯიდა ამაზე პასუხისმგებელ  « კაზაკებს ».

ჩერკასის « ლიტველმა »  გუბერნატორმა Bohdan Hlynsky-მ   (Glinski)  მომდევნო წელს კაზაკებთან ერთად დაანგრია ოსმალური პორტი Otchakiv  შავ ზღვაზე.  

1490-ან წლებში უკრაინელი კაზაკები //ვინაიდან არაა ლაპარაკი  არც მოკავშირე თათრებზე და არც ჭრელ ბანდებზე// უკვე იმდენად ძლიერები იყვნენ რომ მათ შეეძლოთ სამხრეთით საკმაოდ შორს მასშტაბური ექსპედიციების მოწყობა.

1499 წელს ქალაქი კიევისთვის მიცემული ქარტია  ახსენებს ჩრდილოეთ უკრაინასა და ტრამალებს შორის თევზით ვაჭარ კაზაკებს.

 

მე-15 საუკუნის ბოლოს უკრაინაში // ქვემო დნეპრზე//, დონის და ვოლგას ტრამალებში და უფრო ჩრდილოეთით რიაზანამდე , სადაც არსებობდა მნიშვნელოვანი ცენტრი,სახელი გაითქვეს კაზაკთა შედარებით მრავალრიცხოვანმა ჯგუფებმა

კაზაკად შიძლებოდა გამოცხადებულიყო ტრამალებში მუდმივად ან არამუდმივად მცხოვრები ყოველი « თავისუფალი ადამიანი », მაგრამ ეს კაზაკები მნიშველოვანწილად სლავები იყვნენ.

1450-1460-ანი წლებიდან აღარ იყო  « თათარი კაზაკების » საკითხი.

მათი საქმიანობა არსებითად ომი იყო.

ამ კაზაკებიდან ზოგი მსახურობდა ლიტვის ჯარში, ზოგი- რუსეთის მთავართა ჯარებში.

სხვა კაზაკები ცხოვრობდნენ ყაჩაღობით.

სი რას ამბობდა მათზე ცოტა უფრო გვიან პოლონელი MacieJ Miechow :

« კაზაკები რეგულარულად  დადიან ტრამალში და დაეძებენ ვიღაც გასაძარცვს. ისინი ცხოვრობენ ყაჩაღობით,  არ ემორჩილებიან არავის და სამკაციან, ექვსკაციან,ათკაციან, ოცკაციან, სამოცკაციან თუ უფრო დიდ ბანდებად დაჭენაობენ ტრამალებში ».

კაზაკებს ასევე აფასებდნენ როგორც მეგზურებს ან მცველებს.

1502 წელს მოსკოვიაში ოსმალეთის ელჩის ესკორტი შედგებოდა ათი რიაზანელი კაზაკისგან , « დონის მცოდნე ადამიანებისგან ».

კაზაკთა ახლად გაჩენილი თემები არ ქმნიდნენ ერთგვაროვან ანსამბლს.

ცალკე უნდა შევისწავლოთ ლიტვისკენ მიდრეკილი უკრაინელი კაზაკები და ცალკე უნდა შევისწავლოთ  უფრო და უფრო ძლიერი მოსკოვის ჩრდილში რუსეთის ტრამალში მცხოვრები კაზაკები.

 

    უკრაინის კაზაკების ჩამოყალიბება

მე-15 საუკუნის ბოლოს  უკრაინული ეთნოგრაფიული ტერიტორიის მთავარი ნაწილი ეკუთვნოდა  ლიტვის დიდ სამთავროს // გალიცია 1349 წლიდან პოლონეთის იყო//.

მიუხედავად ამისა  შავი ზღვის ჩრდილოეთი ტრამალების  დიდი ნაწილი  რჩებოდა თათრების, უფრო ზუსტად  ყირიმის ხანის მიერ მეტ-ნაკლებად კარგად გაკონტროლებულ ნოღაის კლანთა ხელში. თვითონ ყირიმის ხანი კი 1475 წლის შემდეგ ემორჩილებოდა ოსმალებს.

 

ოსმალეთმა 1484 წელს  დაიპყრო  « ბუჯაკი », სამხრეთი ბესარაბია დნესტრს და პრუტს შორის  და ამით გაიძლიერა პოზიციები რეგიონში.

კაზაკების გაჩენა დს მათი პირველი ექსპედიციები 1490-ან წლებში დაკავშირებულია დიდ სირთულეებთან რომლებსაც განიცდიდა ლიტვურ-უკრაინული სახელმწიფო, მისი უკრაინული პროვინციების მიერ გადატანილ დიდ უბედურებებთან.

მე-15 საუკუნეში // 1385  წლის კრევოს უნიის შემდეგ// ლიტვაში გაძლიერდა პოლონური გავლენა.  ეს მოხდა მანამდე ძლიერი აღმოსავლურ-სლავური გავლენის საზარალოდ.

არისტოკრატიის ნაწილმა მიიღო კათოლიკობა//1385 წლამდე ლიტველები იყვნენ წარმართები ან მართლმადიდებლები//.

ლიტვის არისტოკრატიის გაკათოლიკებული ნაწილი გადაიქცა უცხო კორპუსად მართლმადიდებელ ქვეყანაში.

პოლონური მოდელის შესაბამისად შეიქმნა წვრილი სამხედრო აზნაურობა შლიახტა რომელმაც სუვერენებს გამოგლიჯა უზომო, მეტისმეტი პრივილეგიები. ეს მოხდა გლეხების და ხელოსანთა საზარალოდ.

თეორიულად თავისუფალ გლეხებს და ხელოსნებს  სინამდვილეში  ევალებოდათ  განუწყვეტლად მზარდი გადასახადები ნატურით ან ფულით, სამსახური საზღვრებზე ან ციხე-სასახლეებში და ა.შ.

ყოფილი კიევის რუსეთის ტერიტორიის უკრაინული ნაწილის ქალაქებში მკვიდრდებოდნენ პოლონელები, გერმანელები, სომხები და ა.შ. ანუ დაიწყო ინტენსიური უცხო კოლონიზაცია

ამ კოლონიზაციას თან ახლდა მაგდებურგის სამართლის გავრცელება.  ეს სამართალი კი ქალაქებს გარდაქმნიდა  კორპორატიულ საფუძველზე ორგანიზებულ ავტონომიურ კოლექტივებად რაც ხშირად ხდებოდა ალოგენური, უცხო თემების სასარგებლოდ.

ასე მოხდა რომ უკრაინული საზოგადოების ყველა კლასში სხვადასხვა მიზეზის გამო იკლო ლოიალობამ ლიტვური სახელმწიფოს მიმართ.

 

მე-15 საუკუნის ბოლოსთვის კი დაიწყო ლიტვის კონფლიქტი მოსკოვიასთან.

ეს იყო დავა და კონფლიქტი კიევის რუსეთის მემკვიდრეობის გამო.

 

ალგირდასიდან მოყოლებული ლიტველებმა გამოაცხადეს რომ არიან კიევის რუსეთის  მემკვიდრეები და მოისურვეს ყოფილი კიევის რუსეთის ტერიტორიის დაპატრონება. . ლიტველებმა კიევის რუსეთისგან შეითვისეს მისი კულტურის ელემენტები, ენა // ადმინისტრაციაში// და იურიდიული სისტემა.

მაგრამ მოსკოვში ისევ იჯდა კიევის რუსეთის შემქმნელი ვარიაგ-ვიკინგი რიურიკის შთამომავალ რიურიკოვიჩ-რიურიკიდთა შტო  რომელიც 1480 წელს « თათართა უღლის » გადაგდების შემდეგ დინასტიური უფლების დამოწმებით ასევე აცხადებდა პრეტენზიას კიევის რუსეთის მემკვიდრეობაზე და ტერიტორიაზე.

მოსკოვის დიდმა მთავარმა ივანე მესამემ თავი გამოაცხადა სრულიად რუსეთის მეფედ.

Tchernihiv-ის ჩრდილოეთით რუსულ-უკრაინული სასაზღვრო რეგიონი Siverie-ს ზოგი მთავარი  გადავიდა მოსკოვის მხარეს.

ლიტვის და მოსკოვიის შეტაკებას კატასტროფული შედეგები ჰქონდა ტრამალებში.

მოსკოვიამ კავშირი შეკრა ოსმალთა ვასალ ყირიმის ხან გირეისთან ლიტვის და  ოქროს ურდოს ნაშთების წინააღმდეგ.

თათრებმაც ხალისით დაიწყეს უკრაინის აოხრება.

1484 წელს ისინი თავს დაესხნენ კიევს, 1488 წელს-პოდოლიას. 1485 წელს მათ ისევ ააოხრეს კიევი და მისი მხარე.

1490  წელს თათრები მივიდნენ  ვოლინიამდე და ხოლმამდე.

ზოგი ზონის მოსახლეობა გაჟლიტეს ან გაყიდეს მონებად. სხვები გაიქცნენ. ეს ზონები დაიცალა მოსახლეობისგან.

უძლური ლიტვა ვერ იცავდა ხალხს.

გაჩნდა თავდაცვის და კონტრ-შეტევის ლოკალური ინიციატივები.

უკრაინელებს უკვე მონღოლურ ხანაში ჰქონდათ ავტონომიის ტრადიციები.

არჩეული ბელადების ხელმძღვანელობით არსებობდნენ ტერიტორიული საზოგადოებები.

ამ ტიპის საზოგადოებამ 1370 წლისთვის გადასცა  ლიტველებს პოდოლია.

ამ უბედურებამ ანუ თათრების შემოსევებმა და პრივილეგირებულ კათოლიკეთა კასტის სასარგებლოდ უკრაინის  გამაპოლონებელი ლიტვური სახელმწიფოს იმედის გაცრუებამ  მისცა ბიძგი 1490 წლისთვის უკრაინული კაზაკობის გაჩენას.

 

უკრაინელი კაზაკები არ გოფილან მაოხრებელ ყაჩაღთა ბრბო.

პირველივე წლებიდან ამ კაზაკების სათავეში იდგნენ უკრაინის მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენლები.  ეს არისტოკრატები ამხნევებდნენ კაზაკთა ჯგუფების შექმნას და თვითონაც ქმნიდნენ მათ.

კაზოკაბაში  თათრულ საფრთხეზე საუკეთესო პასუხს ხედავდნენ გუბერნატორები და ლოკალური სამხედრო ხელმძღვანელები.

უკრაინული კაზაკობის პირველ ხელმძღვანელებს, ორგანიზატორებს თუ მფარველებს შორის  იყვნენ Tcherkassy-ს გუბერნატორი მთავარი Bohdan Hlynski, კიევის ვოევოდა ანუ სამხედრო ხელმძღვანელი დმიტრო პუტიატიჩი, ვიშნევეცკების, ზასლავსკების,ზბარაჟსკების,კორეცკების, ლანცკორონსკების არისტოკრატული გვარების წარმომადგენლები.

 

უკრაინის კაზაკობის საწყისი ბირთვი იყო  კიევის სამხრეთით, საშუალო დნეპრზე, ტყიანი და ბალახოვანი ტრამალების საზღვარზე.

კაზაკთა გარკვეული რაოდენობა ცხოვრობდა  ამ რეგიონის გამაგრებულ ქალაქებში, და, ყველაზე მეტად, Tcherkassy-ში.

ჩვენ არაფერი ვიცით  ამ კაზაკების ორგანიზაციაზე მე-15 საუკუნის ბოლოს.

კაზაკთა ჯგუფები უნდა  თავისუფლად შექმნილიყვნენ  პრესტიჟული ბელადი ატამანის ან არჩეული ვატაჟოკის ირგვლივ.

ორივე სიტყვა წარმოშობით თურქულ-თათრულია.

 

მოსკოვის მიერ  დამარცხებულმა ლიტვამ 1514 წელს დაკარგა მისი ბელორუსული და უკრაინულ-რუსული Siverie-ს სამფლობელოების ნაწილი.

იმავე წელს დამარცხდა  მთავარი მიხაილო ჰლინსკის აჯანყება.

აჯანყების მეთაურის მოსკოვიაში გაქცევამ  პრაქტიკულად ბოლო მოუღო  უკრაინული მართლმადიდებელი არისტოკრატიის გავლენას.

ამან უკრაინაში გააძლიერა კათოლიკური შლიახტას ბატონობა და უკმაყოფილოთა რაოდენობა გაიზარდა.

კაზაკობა იზიდავდა თავგადასავლების ოყვარულებს და  უწყვეტად ძლიერდებოდა მე-16 საუკუნის პირველ ათწლეულებში..

კაზაკობის ამ გაძლიერებას დიდად შუწყო ხელი 1514-1535 წლებში ჩერკასის გუბერნატორმა ოსტაპ დაშკევიჩმა.

მისი გმირობები  თავის მოთხრობაში მოსკოვიაში მოგზაურობის შესახებ ახსენა წმინდა იმპერიის ელჩმა ბარონმა Sigismond von Herberstein-მა.

დაშკევიჩის შეტევების გამო გამხეცებული ყირიმის ხანი  1532 წელს პირადად მივიდა არტილერიით ქალაქი ჩერკასის ასაღებად, მაგრამ ვერ მოახერხა მისი აღება.

მომდევნო წელს დაშკევიჩმა ლიტვის ხელისუფლებას შესთავაზა კავალერიით გაძლიერებული  ორი ათასი  ქვეითი კაზაკისგან შემდგარი მუდმივი კორპუსის შექმნა.

ამ პროექტს არ ჰქონია დაუყოვნებელი შედეგი, მაგრამ გაჩნდა კაზაკების თუნდაც ნაწილობრივ სახელმწიფოს სამსახურში შესვლის იდეა….

პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდმა მთავარმა სიგისმონდ ავგუსტ პირველმა 1541 წელს ბრძანა კაზაკების აღრიცხვა კიევის,ჩერკასის და კანივის რაიონებში.  ეს აღიცხვა როგორც ჩანს არ ჩატარებულა….

უკრაინელმა მთავარმა, ბაიდად წოდებულმა დმიტრო ვიშნევეცკიმ  თათრებთან და ოსმალებთან საბრძოლველად 1550 წლისთვის შექმნა კაზაკთა ძლიერი ჯგუფი.

სიგიზმონდ ავგუსტ მეორემ მას მიანდო  დნეპრზე  კუნძულ ხორტიცაზე ფორტის დაცვა.

საშუალო და ქვემო დნეპრის  ეს რეგიონი დაფარულია  წყლის შტოებით ერთმანეთისგან გამოყოფილი კუნძულებით რაც კაზაკებისთვის იყო იდეალური თავშესაფარი კამპანიებს შორის.

თავის  ხალხთან ერთად გამაგრებულმა ბაიდა ვიშნევეცკიმ დაიწყო თავისი საკუთარი პოლიტიკის გატარება.

1563 წელს მან თავისი კაზაკები წაიყვანა ოსმალურ მოლდავეთში.

მას ალბათ უნდოდა თავისი სამთავროს გამოთლა.

მაგრამ  ბაიდა  ვიშნევეცკი დამარცხდა. ის დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს კონსტანტინეპოლში.

ხორტიცის კაზაკური სიმაგრე  ნიმუში იყო სხვა მსგავსი ფორტებისთის რომლებსაც კაზაკთა მთლიანად დამოუკიდებელი პატარა საზოგადოებები იყენებდნენ სეზონურ ან მუდმივ ბანაკებად.

ხის ამ ფორტებს  უძახდნენ სიჩს.

პოლონური დოკუ;რნტები  სიჩის კაზაკებს პირველად ახსენებენ 1585 წელს.

ეს ფორტები მე-16 საუკუნის ბოლოს გადაიქცნენ ზაპოროჟიეს კაზაკების ძლიერი თემის ბირთვად.

ხალხური ტრადიცია თუ რომანტიული ნაციონალიზმი მე-16 საუკუნის კაზაკების ბელადებს უწოდებდა ჰეტმანებს. ეს სახელი მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან Hauptman  რომელსაც არაფერი აქვს საერთო ძველ ატამანთან.

ჰეტმანი ერქვათ პოლონური და ლიტვური ჯარების მთავარსარდლებს და კაზაკებს ვერ ექნებოდათ ოფიციალურად ეს წოდება.

ჰეტმანის წოდება როგორც ჩანს თვითონ კაზაკებმა მიანიჭეს თავის ზოგ ბელადს.

მოსკოვიასთან ხანგრძლივი კონფლიქტით დასუსტებული ლიტვა 1569 წელს  სახელგანთქმული ლიუბლინის კავშირით კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა თავის პოლონელ პარტნიორს.

ლიტვამ და პოლნეთმა შექმნეს არისტოკრატიული ფედრატული რეჩ პოსპოლიტა.

ამის გამო უკრაინული მიწები დაექვემდებარა პოლონეთის გვირგვინის კონტროლს.

ლიტვურ-უკრაინული არისტოკრატიის თანდათანობითი გაპოლონელებით მომზადებულ ამ ამბავს გადამწყვეტი შედეგები ჰქონდა უკრაინული კაზაკობის შემდეგი ისტორიისთვის.

//გაგრძელება იქნება//.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s