ევროპელებს კაზაკებზე 5

 

უკრაინა, კაზაკური ერი ?

1615 წელს,იმ დროის ნამდვილად უძლიერესი სუვერენი, ოსმალეთის სულთანი ახმეტ პირველის ცხვირწინ , კონსტანტინეპოლის კედლებიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით ადიოდა ბოლი. კაზაკებმა დაწვეს თურქთა სოფლები.

ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქამდე მისულმა კაზაკებმა გადაწვეს,  სულთანის ცხვირწინ გადაწვეს მის ქვეშევრდომთა სოფლები.

 

 

 

ევროპული ბიბლიოთკიდან,Iaroslav Lebedynsky,Histoire des  Cosaques,კაზაკთა ისტორია

ავტორია  1960 წელს პარიზში დაბადებული წარმოშობით უკრაინელი ფრანგი ისტორიკოსი, ტრამალების და კავკასიის ძველი მეომარი კულტურების სპეციალისტი

იაროსლავ ლებედინსკი//

// Iaroslav Lebedynsky//.1997 წლიდან ის პარიზის  აღმოსავლური ენების და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში // l’Institut national des langues et civilisations orientales, Inalco// ასწავლის უკრაინის ისტორიას. ჩავხედოთ მის წიგნს.

 

მე-17 საუკუნის მრავალი  გეოგრაფი და კარტოგრაფი პოლონეთის ბატონობის განმცდელ უკრაინას უძახდა კაზაკების ქვეყანას.

1731 წელს უკრაინას კაზაკების ქვეყანას უძახდა  დიდი ვოლტერიც.

ეს  სახელი გამოხატავს უკრაინის მოსახლეობის ტოტალურ გაიგივებას კაზაკობის ინსტიტუტთან.

კაზაკობა განვითარდა ლიტვის დიდი სამთავროს სამხრეთ  მიწებზე.

უკრაინული მიწების პოლონეთის გვირგვინისთვის გადაცემამდე და მის შემდეგ გაჩნდნენ « ზაპოროჟიელთა » დამოუკიდებელი საზოგადოებები.

ამავე დროს იყო  კაზაკთა ერთი ნაწილის სახელმწიფოს რეგულარულ ნაწილებში ჩართვის პირველი ცდებიც.

უკრაინის კაზაკებს გაუჭირდათ თანაარსებობა  პოლონურ-ლიტვური რეჩ პოსპოლიტას სტრუქტურებთან.

ყველაფერთან ერთად ეს კაზაკები გადაიქცნენ პოლონური კათოლიკობის ექსპანსიისგან მართლმადიდებლობის  დამცველებად.

ისინი ასევე იცავდნენ უკრაინულ მოსახლეობას უცხოელთა ბატონობისგან.

აქედან გამოვიდა შეიარაღებულ ბრძოლათა სერია რომელთა კულმინაციაც იყო 1648 წლის აჯანყება და კაზაკური სახელმწიფოს მსგავსი ჰეტმანატის  შექმნა.

 

ზაპოროჟელთა სეჩი  და რეგისტრირებული კაზაკები მე-16 საუკუნის ბოლოს.

მე-16 საუკუნის შუა ხანებში  კაზაკთა ჯგუფები დაეშვნენ დნეპრზე  რათა დამკვიდრებულიყვნენ მდინარის  საშიში ჩანჩქერების სამხრეთით არსებულ კუნძულებზე. მათ უწოდეს ზაპოროჟიელები, ე.ი. ჩანჩქერების იქით მცხოვრებნი.

ზევით უკვე ვახსენეთ ბაიდა-ვიშნევეცკის მიერ კუნძულ ხორტიცაზე შექმნილი პირველი სეჩი თუ სიჩი //ხის სიმაგრე//.

საუკუნის ბოლო მეოთხედში ამ რეგიონში შეიქმნა ზაპოროჟიელთა ძლიერი საზოგადოება. ის სრულებით დამოუკიდებელი იყო პოლონური ხელისუფლებისგან.  ის მუდამ დაჯგუფებული იყო სიჩის ირგვლივ.  სიჩის მდებარეობა მრავალჯერ შეიცვალა.

 სიჩი იყო მარტო კაზაკებისთვის განკუთვნილი ბანაკი.  იქ ქალებს არ უშვებდნენ.

ზაპოროჟიელი კაზაკი ან დაუქორწინებელი მარტოხელა უნდა ყოფილიყო ან, დაქორწინებულს,წლის ნაწილი უნდა ეცხოვრა სხვაგან თავის ოჯახთან ერთად.  ეს არ ყოფილა ქალთმოძულეობა. ქალთმოძულეობა არ ყოფილა უკრაინაში

კაზაკებს სურდათ წმინდა მეომრული საზოგადოების შექმნა.

სიჩში ყველა მისი კაზაკი იკრიბებოდა მხოლოდ სამხედრო სეზონის დასაწყისში  როდესაც ამზადებდნენ ექსპედიციებს. ფიქრობენ რომ მე-16 საუკუნის ბოლოს სიჩში იყო  დაახლოებით 6 ათასი კაზაკი.

სიმაგრეებს მუდამ იცავდა მარტო რამოდენიმე ასეული კაზაკი.

კაზაკებს მათ კუნძულებზე ყავდათ ცხენების ჯოგები. ისინი კარგი ცხენოსანი მეომრები იყვნენ. მაგრამ ისინი ქვეითი მეომრებიც იყვნენ.

კაზაკებს ჰქონდათ არტილერიაც.

საზღვაო ექსპედიციებისთვის მათ ჰქონდათ მსუბუქი გემი-ნავების ფლოტიც.

ამ ხანის სიჩის  შიდა ორგანიზაცია ცუდადაა ცნობილი.  ალბათ იყო კაზაკების დაყოფა კურენ-ებად წოდებულ ნაწილებად.

კაზაკების საერთო კრება // რადა, საბჭო// ირჩევდა სიჩის საერო და სამხედრო ხელმძღვანელს.

ძველ ტექსტებში ამ ხელმძღვანელს ჰქვია  პოლონურ-ლიტვური ჯარისგან აღებული სახელი ჰეტმანი.

კაზაკთა ყველა პირველყოფილი, თავდაპირველი საზოგადოებების მსგავსად სიჩიც ცხოვრობდა  თათრების ძარცვისგან მიღებული ნადავლით, ნადირობით და თევზჭერით.

ნადირობა და თევზჭერა კოლექტიური იყო და მათ შეეძლოთ ასობით ადამიანის მობილიზაცია.

ასე იყო იაიკის კაზაკებშიც რომლებიც დიდი თევზჭერებისთვის იჩევდნენ საგანგებო ატამანს.

მაგრამ პოლონურ ხელისუფლებას უნდოდა მისი ახალი უკრაინული სამფლობელოების სამხრეთში,დნეპრის კუნძულებზე სრულებით დამოუკიდებლად მცხოვრები ზაპოროჟიელი კაზაკების არმიის მოთოკვა-დისციპლინირება.

გვირგვინის ჰეტმანმა კაზაკებს დაუნიშნა  უფროსი, უხუცესი, სტარში, ბილა ცერკვაში მცხოვრები პოლონელი იან ბადოვსკი.

დანიშნვა მეფემ დაადასტურა 1572 წელს, მაგრამ ბადოვსკი გარდაიცვალა 3 წლის შემდეგ და საეჭვოა რომ მას შეეძლო რეალური ხელისუფლების განხორციელება.

 

უკრაინის კაზაკები 1574 წელს  პოლონელ არისტოკრატ Swierczowski-ს გაყვნენ ექსპედიციაში. მათ უნდათ მხარის დაჭერა პრეტენდენტი ივონიასთვის. ოპერაცია მარცხით დამთავრდა, მაგრამ ამ ამბავმა კაზაკებს გაუღვიძა უკვე ძველი ინტერესი მოლდავეთის მიმართ.

ვიღაც  Ivan Pidkova-მ თავი გამოაცხადა  ივონიას ძმად  და ზაპოროჟიელ კაზაკთა კონტინგენტის დახმარებით აიღო მოლდავეთის დედაქალაქი Iassy.

გაბრაზებულმა პოლონელებმა ომი გამოუცხადეს ამ პიდკოვას და მას თავი მოკვეთეს 1578 წელს.

 უკრაინელი კაზაკები კი ჯიუტი ხალხი იყო.

მათ 1578 წელს  მოლდავეთის ტახტზე აიყვანეს ივან პიდკოვას  « ძმა »  ალექსანდრე, შემდეგ, 1579 წელს კი ამ ალექსანდრეს შვილი პეტრე.

იმავე წლებში უკრაინელმა კაზაკებმა დიდი აგრესიულობა გამოავლინეს თურქ-თათრების მიმართ.

 

პოდოლიის კაზაკებმა 1576 წელს დაწვეს ოსმალთა ხელში მყოფი სანაპირო ქალაქი ბენდერი.

« ჰეტმანი » შახის კაზაკებმა  მოკლეს ყირიმის ელჩი რომელიც მიდიოდა მოსკოვში.

ამაზე გამხეცებულმა თათრებმა ააოხრეს… პოლონური მიწები.

1571-1576 წლებში  ტრანსილვანიის ვოევოდამ, 1576-1586 წლებში პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდმა მთავარმა   Stefan Batory-მ სცადა კაზაკთა საქმეების მოწესრიგება ზუსტავ ისევე როგორც ამას იგივე მიზეზებით და იმავე დროს აკეთებდა  მოსკოვიას მეფე ივანე მეოთხე.

 

ამ ბატორის აზრი კაზაკებზე ნამდვილად ძალიან მოეწონებოდა მოსკოვის მეფეს :

« ჩვენ დიდად არ გვიყვარს კაზაკები და ჩვენ გვინდა მათი გაწყვეტა და არა დაცვა.

მაგრამ  ჩვენ არ გვყავს ჯარი რომელიც შეძლებდა მათთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ჩვენ ხანს ვაძლევთ  დნეპრის გაღმა  ქვემო დნეპრის კაზაკების დაჭერის  და სიკვდილით დასჯის უფლებას.

კაზაკები შეადგენენ ხალხს რომელიც არ სცნობს არანაირ ხელისუფლებას » //გვ.87//.

მიუხედავად ამისა მემატიანეებმა და უკრაინელმა ისტორიკოსებმა მეტისმეტად დიდი პატივი დასდეს სტეფან ბატორის  და გამოაცხადეს ის უკრაინული კაზაკობის დიდ მფარველად, მეტიც, ორგანიზატორად.

მას მიაწერეს რაღაც « რეფორმა » რომელიც მას თითქოს უნდა გაეტარებინა 1576 წელს.

ამ მეფემ მართლაც მიიღო 1578 წელს რეგლამენტი რომელმაც  დააფიქსირა პოლონეთის ხელისუფლების მიერ აღიარებულ კაზაკთა მცირე რაოდენობის სტატუსი.

უნდა შექმნილიყო 500 კაზაკისგან შემდგარი ნაწილი რომელსაც უხელმძღვანელებდა პოლონელი Ian Oryszowski.

ამ 500 კაზაკს ხელფასი უნდა მიეღო ფულით და ნატურით.

მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ მხოლოდ იმ ლაშქრობებში რომლებსაც გადაწყვეტდა მეფე.  დანარჩენი ლაშქრობები მათთვის აკრძალული იყო.

ამ კაზაკურ ნაწილს უნდა აგრეთვე შეესრულებინა პოლიციის ფუნქცია დაუმორჩილებელი, ურჩი კაზაკების წინააღმდეგ.

 კაზაკთა ეს ნაწილი მსახურობდა 1579-81 წლების პოლონეთ-მოსკოვიას ომის დროს.

შედგა პოლონეთის ხელისუფლების ერთგული კაზაკების სია-რეგისტრი.

ამ რეგისტრის კაზაკები შეადგენდნენ თავისი ბედით კმაყოფილი კაზაკების პრივილეგირებულ კასტას

მართალია რომ რეგისტრის კაზაკთა რაოდენობა 1590 წელს ათას კაცამდე გაიზარდა, მაგრამ მასში ძალიან ცოტა ადგილი იყო.

სამხრეთ უკრაინაში კი ცხოვრობდა ათასობით კაზაკი და მათი რაოდენობა განუწყვეტლად იზრდებოდა.

რეგისტრი ვერ მოიცავდა ადამიანთა ამ მასას.

უკრაინის გლეხთა ბედი ლიტვური რეჟიმის პირობებში არ ყოფილა ტკბილი და შესაშური.

არისტოკრატიის თითქმის სულ გაპოლონებული ნაწილი კმაყოფილი იყო.

მაგრამ დანარჩენი უკრაინელები უკმაყოფილოები იყვნენ კათოლიკობის მზარდი გავლენით  და მართლმადიდებელთა გაკათოლიკების მცდელობებით.

იყო სოციალური, კულტურული, პოლიტიკური წნეხი და ტრამალები გაივსო ლტოლვილებით და ოპოზიციონერებით.

საუკუნის ბოლოს ათობით ათასი  « თავისუფალი »  კაზაკი ამაყად ატარებდა ზაპოროჟიელების სახელს.

ეს სახელი აღარ აღნიშნავდა მარტო სიჩი-სეჩის მეომრებს.

პოლონეთის ხელისუფლება არ აღიარებდა ამ კაზაკებს და ამ კაზაკების და პოლონეთის ხელისუფლების ურთიერთობა აშკარად ცუდი იყო.

1482 წელს თათრების საჩივრის შესამოწმებლად კაზაკებთან ჩავიდა ვიღაც ფუნქციონერი.

იყო, მაშ, რეჩ პოსპოლიტასთვის საშიში მრავალრიცხოვანი შეიარაღებული მოსახლეობა რომელიც მზად იყო მრავალი ავანტურისთვის.

ამ საფრთხის პირველი გამოვლინება იყო   კიევთან ახლო მამულების მქონე  კრისტოფ კოსინსკის მიერ 1591 წელს წამოწყებული ნამდვილი ომი-ვენდეტა

ოსტროჟსკის ოჯახის წინააღმდეგ.

ეს კონფლიქტი გადაიზარდა კაზაკების  ომში ვოლინიის პოლონური თუ, უფრო, გაპოლონელებული არისტოკრატიის წინააღმდეგ.

არისტოკრატთა არმიამ ეგ კოსინსკი დაამარცხა მარტო 1593 წლის დასაწყისში.

1592-93 წლებში დასავლეთში შემუშავდა ოსმალების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის გეგმა.

პაპმა კლემენტ მერვემ და იმპერატორმა რუდოლფ მეორემ  მოისურვეს ამ ლაშქრობაში  უკრაინელი კაზაკების ჩართვა.

პოლონეთის ხელმძღვანელებიც დათანხმდნენ ამაზე. ეს მათთვის დიდად მომგებიანი იყო.

დაიწყო გეგმის განხორციელება. პაპმა გააგზავნა 12 ათასი ოქროს დუკატი.

უკრაინაში ჩავიდა წმინდა იმპერიის ელჩი.

ის ზარ-ზეიმით მიიღეს სიჩში.

ელჩმა გადასცა 8 ათასი ოქროს დუკატი და სხვა საჩუქრები, მათ შორის  იმპერიის არწივიანი დროშები.

ყველაფერი ეს მოხდა კოალიციის სხვა სავარაუდო წევრი მოსკოვიის ელჩის თანდასწრებით.

თავიდან ამას არ ჰქონია დიდი შედეგები. მაგრამ კაზაკებმა დროებით დაივიწყეს პოლონელები. მათ მიხედეს ოსმალებს. ატამანი სევერინ ნალივაიკო  თავს დაესხა ოსმალებს ბესარაბიაში.

მას შეუერთნენ სიჩი-სეჩის კაზაკები  « დამკვიდრებული », არისტოკრატზე დაქორწინებული და პოლონეთთან კარგი ურთიერთობის მქონე კაზაკი ჰრიჰორი ლობოდას მეთაურობით.

ნალივაიკოს და ლობოდას ჰყავდათ 12 000 კაცი.

ისინი მოლდავეთში შეიჭრნენ რუდოლფ მეორის დროშების ფრიალით.

ეს ეს იყო  თურქის და მაჰმადიანის მოწინააღმდეგე ევროპული კოალიციის წევრობის ნიშანი.

კაზაკებმა აიღეს იასი.მათი დაძალებით ჰოსპოდარმა დადო იმპერატორისადმი ერთგულების ფიცი.

1595 წლის დასაწყისში მათ შეუტიეს ბენდერს და აკერმანს რის მერეც დაბრუნდნენ უკრაინაში.

პოლონელები გულგახეთქილები უყურებდნენ ამას.

კაზაკების მეშვეობით იმპერიის გავლენის გავრცელებას მოლდავეთამდე  შეიძლებოდა მოყოლოდა  პოლონეთისთვის საშიში ევროპული იმპერიის შექმნა.

ეს რომ არ დაეშვა, კაზაკების გასვლის შემდეგ პოლონური ჯარი შეიჭრა მოლდავეთში. მან ჩამოაგდო ჰოსპოდარი და მის მაგივრად დააყენა ბოიარი იერემია მოჰილა.

ოსმალეთმა აღიარა პოლონური პროტექტორატი მოლდავეთზე.

კაზაკებს უბრძანეს თავის დასახლებებში დაბრუნება.

მაგრამ კაზაკები დარჩნენ პოდოლიაში.

დაიწყო კაზაკების შტაკებები პოლონელებთან.

კაზაკებმა  Bratslav-თან დაამარცხეს პოლონური არმია.

1595 წლის ბოლოსთვის კაზაკები გაიყვნენ ორ შტოდ.  ლობოდა და მისი კაზაკები მოქმედებდნენ კიევიაში. ნალივაიკო და მისი კაზაკები რეიდებს აწყობდნენ ვოლინიაში და ბელორუსიაში.

 

ამ კაზაკებს შეუერთდა იმდენად ბევრი უკრაინელი გლეხი და ქალაქელი რომ პოლონელმა ჰეტმანმა Zolkiewski-მ იყვირა :

« მთელი უკრაინა კაზაკური გახდა ! ».

სწორედ ამ დროს იყო ოფიციალურად დადებული ეკლესიათა კავშირი.

მოქცეულ მართლმადიდებლებს ეძლეოდათ მათი რიტუალის შენარჩუნების უფლება, მაგრამ ახალი რელიგია აღიარებდა კათოლიკურ დოგმას და რომის პაპის უზენაესობას.

უკრაინული სამღვდელოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიემხრო უნიას, მაგრამ მოსახლეობა ცუდად შეხვდა ამ კომპრომისს. უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი დარჩა.

უკრაინელ მართლმადიდებელთა უკმაყოფილება იდეოლოგიური საბაბი იყო კაზაკებისთვის მათი  ანტიპოლონური განწყობის გასამართლებლად.

1596 წლიდან ნალივაიკომ შეუტია უნიის მომხრეთა ქონებას.

1596 წლის გაზაფხულზე  ნალივაიკოს მოსათოკად მეფემ გააგზავნა ჰეტმანი ზოლკიევსკი  და მთავარი  კირიკ რუჟინსკი რომელიც  წარსულში თვითონ იყო კაზაკთა ბელადი.

ნალივაიკომ მოხერხებულად შეაფარა თავი პოდოლიას, შემდეგ ჩავიდა კორსუნში და ბილა ცერკვაში სადაც ის შეუერთდა შაულას მეთაურობით მოქმედ ზაპოროჟიელებს რომლებსაც ჰქონდათ არტილერიაც.

კაზაკებმა დაამარცხეს პოლონელთა ავანგარდი  და გაბრუნდნენ.

ზოლკიევსკი ცოტა მოშორებით დაეწია მათ, მაგრამ კაზაკებმა სასწრაფოდ ააგეს გამაგრებული ბანაკი და მოიგერიეს პოლონელთა შეტევები.

შაულა დაიჭრა ბრძოლებში  და მისმა ზაპოროჟიელებმა « ჰეტმანად » აირჩიეს ნალივაიკო.

მაგრამ კაზაკებმა ვერ გამოიყენეს ზოლკიევსკის უკანდახევა.

პერეიასლავში მათ გადააყენეს ნალივაიკო რათა ის შეეცვალათ ლობოდათი.

შემდეგ მოკლეს ლობოდაც როდესაც  ტრამალში გასვლის მისი ტაქტიკა აღმოჩნდა კატასტროფული და როდესაც  1596 წლის მაისის ბოლოს ისინი ალყაში მოაქცია ზოლკიევსკიმ.

კაზაკთა ბანაკი ტაბორი შედგებოდა  სხვადასხვა დაბრკოლებებით დაცული ეტლებისგან და ურმებისგან

ტრამალთა ძველი პრაქტიკის თანახმად მას იცავდა  6 000 კაცი.

მაგრამ ეს ბანაკი სავსე იყო ქალებით, ბავშვებით, პირუტყვებითაც კი.

პოლონელებმა კაზაკები დაამშიეს  და სასტიკად დაბომბეს.

ბოლოს და ბოლოს კაზაკები დანებდნენ.

დანებებული კაზაკები პოლონელებმა ადგილზე გაწყვიტეს.

გაქცევა მოახერხა მარტო 1500-მა ზაპოროჟიელმა ცხენოსანმა მათი ჰეტმანი კრემპსკის მეთაურობით.

პოლონელებმა ნალივაიკო შეინახეს საწამებლად.

მას თავი მოკვეთეს 1597 წლის 11 აპრილს.

ნალივაიკოს და შაულას დამარცხება დიდი კატასტროფა იყო უკრაინისთვის.

პოლონეთის დიეტა-პარლამენტმა 1597 წლის გაზაფხულზე კაზაკები გამოაცხადა კანონგარეშე ხალხად, perduelles et hostes patriae-ბად ანუ მტრებად, ისმოდა  ხმები რომ საჭიროა კაზაკების სრული გაწყვეტა.

მეფეც სიამოვნებით სულ გაწყვეტდა კაზაკებს ეს შესაძლებელი რომ ყოფილიყო.

გათიშულ-დაქსაქსული კაზაკები ერთმანეთს აბრალებდნენ მარცხს და იმალებოდნენ ტრამალების სიღრმეში.

დაახლოებით იმავე დროს დაახლოებით იგივე ურთიერთობა იყო მოსკოვიასა და დონის კაზაკებს შორის.

მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდა.

1600 წლიდან 4 000 კაზაკი სამიილო კიშკას ხელმძღვანელობით  დაიქირავეს ვალახიაში ლაშქრობისთვის.

კიშკას დაპირდნენ რომ 1597 წლის კაზაკების საწინააღმდეგო ზომები გადასინჯული იქნებოდა.

დიეტა-პარლამენტმა მართლაც გააუქმა კაზაკების კანონგარეშე ხალხად გამოცხადება და  2 000 კაზაკი წავიდა ლივონიაში შვედეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

კიშკა დაიღუპა ლივონიის ამ კამპანიის დროს.

ამის შემდეგ კაზაკებმა დატოვეს პოლონეთის არმია.

უკრაინაში დაბრუნებისას მათ გზა და გზა ააოხრეს ბელორუსიის ის ნაწილებიც რომლებზეც გაიარეს.

ამ გამოცდილებით უკმაყოფილო კაზაკებმა 1602 წელს სამსახურში ჩადგომა შესთავაზეს მოლდავეთის ჰოსპოდარს რომელმაც ზრდილობიანად უარი უთხრა მათ ამაზე.

გამწარებულმა კაზაკებმა იმავე 1602 წელს შეაიარაღეს მსუბუქი გემებისგან შემდგარი ფლოტი და და მოსპეს ოსმალეთის ფლოტი შავ ზღვაზე.

კაზაკთა ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ გაძლიერდა.

ეს ბრძოლა სულ ოდნავ შეანელა კაზაკების ჩარევამ  მოსკოვიის 1604-13 წლების არეულობებში.

ბრძოლა თურქ    -თათრების წინააღმდეგ

ზაპოროჟიელთა დიდი ეპოპეა

 

1615 წელს,იმ დროის ნამდვილად უძლიერესი სუვერენი, ოსმალეთის სულთანი ახმეტ პირველის ცხვირწინ , კონსტანტინეპოლის კედლებიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით ადიოდა ბოლი. კაზაკებმა დაწვეს თურქთა სოფლები.

ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქამდე მისულმა კაზაკებმა გადაწვეს,  სულთანის ცხვირწინ გადაწვეს მის ქვეშევრდომთა სოფლები.

ზაპოროჟიელი კაზაკების ასეთი გმირობები გამრავლდა  მე-17 საუკუნის პირველ ოთხ წელში და, განსაკუთრებით, 1614-17 წლებში.

კაზაკების  თავზეხელაღბული გამბედაობა აიხსნებოდა იმით რომ წარმატებულ ლაშქრობებს მოჰქონდა დიდი ნადავლი.

კაზაკების უმნიშვნელო უმცირესობა ჩაწერილი იყო რეგისტრში და მას არჩენდა პოლონეთის გვირგვინი.

კაზაკთა უმრავლედობის ეკონომიკა რუდიმენტარული იყო და ისინი მნიშვნელოვანწილად ცხოვრობდნენ მტაცებლობით.

იყო შურისძიებებიც

თარეშობდნენ სულთანის ვასალი თათრებიც, რომლებიც იტაცებდნენ როგორც კაზაკების პირუტყვს ისე ადამიანებს  რომლებსაც ყიდდნენ მონათა ბაზრებზე.

კაზაკებიც აწყობდნენ საპასუხო დამსჯელ ლაშქრობებს.

იყო რელიგიური ფაქტორიც.

კაზაკები პრინციპულად მტრულად იყვნენ განწყობილი ისლამის წინააღმდეგ  და თავის რეიდებს ხშირად აძლევდნენ ჯვაროსნული ლაშქრობების სახეს.

ასე მაგალითად, 1614 წელს სინოპში მათ დაწვეს მიზგითები.

ამბიციურ ოპერაციათა მომზადება გულისხმობდა კაზაკთა კარგ ორგანიზაციას.   

მათი ბირთვი იყო სიჩი რომელიც 1593-1630 წლებში მდებარეობდა დნებრის შენაკად ბაზავლუკზე.

იქ იყო მკაცრი  სამხედრო დისციპლინა.

მაგრამ სიჩის მუდმივ წვრთა რაოდენობა მცირე იყო.

ტრამალში დამკვიდრებული ათობით  ათასი კაზაკი სიჩში მხოლოდ სამხედრო სეზონს ატარებდა.

მაგრამ ყველა თავის თავს უწოდებდა ზაპოროჟიელს.

დნეპრის თავისუფალ კაზაკებს მე-17 საუკუნეში ჰქონდათ ერთიანობის ძლიერი განცდა.  მათი საერთო სახელი იყო « ზაპოროჟიული არმია….

ზაპოროჟიელები აღიარებდნენ ერთ არჩეულ ბელადს რომელსაც უწოდებდნენ ჰეტმანს.

მაგრამ პოლონელები ამ ჰეტმანს უძახნენ უფროსს, უხუცესს.

ამ ჰეტმანის არჩევა, ყოფნა ხელისუფლების სათავეში და დამხობა დამოკიდებული იყო მხოლოდ მის სამხედრო უნარზე.

თეორიულად ყველას შეეძლო ჰეტმანად გახდომა, მაგრამ კაზაკებს ერჩივნად  უკრაინული არისტოკრატიიდან გამოსული კარგი სარდლების და დიპლომატების არჩევა ბელადებად.

ამ კრიტერიუმებს სრულყოფილად პასუხობდა ამ პერიოდის გამოჩენილი ფიგურა,  გალიციის არისტოკრატული ოჯახიდან გამოსული  პეტრო კონაშვიჩ საჰაიდაჩნი. ის კაზაკების ბელადი იყო სადღაც 1601-1622 წლებს შორის.

1614 წელს კაზაკებმა გადაწვეს ქალაქი სინოპი და მის პორტში მდგარი გემები.

ოსმალეთმა განიცადა უზარმაზარი ზარალი.

სულთანი გამხეცდა და ძლივს გადარჩა მისი დიდი ვიზირიც…

შშფოთდა პოლონეთის ხელისუფლებაც.

მან კაზაკებს უბრძანა « ზაპოროჟიეში » დარჩენა და შემოფარგვლა  თურქ-თათრების წინააღმდეგ წმინდა თავდაცვითი ოპერაციებით.

მესაზღვრეთა ამ როლის შესრულებაში  კაზაკები მიიღებდნენ დიდ ხელფასს. მათ ბელადს კი დანიშნავდა გვირვინი.

მაგრამ პოლონელები ცუდად იცნობდნენ კაზაკებს.

ცოტა კაზაკი უ იცავდა პოლონელების მიერ წაყენებულ პირობებს.

1615 წელს კაზაკები გამოჩნდნენ კონსტანტინეპოლთან  და დაწვეს მისი მიმდებარე სოფლები.

1531 წლის შემდეგ ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქს პირველად უტევდა  ევროპული ქრისტიანული ძლა !

1616 წელს პორტამ სცადა კონტრ-შტევა, მაგრამ კაზაკებმა ჩაძირეს მათ წინააღმდეგ გაგზავნილი ფლოტი.

გაზაფხულზე  საჰაიდაჩნიმ გადაწვა  გატაცებულ უკრაინელთა მონებად გაყიდვის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, პორტი კაფა ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე. გაანთავისუფლეს მრავალი ქრისტიანი ტყვე. ამას მოყვა უზარმაზარი გამოხმაურება უკრაინაში.

იმავე წლის შემოდგომაზე კაზაკებმა შუტიეს ტრაპიზონს და ჩაძირეს ოსმალური გემები. შემდეგ კი წავიდნენ ბოსფორისკენ და გაძარცვეს სანაპირო დასახლებები.

კაზაკების ასეთმა ექსპედიციებმა კინაღამ გამოიწვია პოლონეთ-ოსმალეთის ომი.

ამ ომის თავიდან ასაცილებლად პოლონელებმა დადეს პირობა რომ მოთოკავდნენ კაზაკებს.

1618 წელს პოლონელებმა საჰაიდაჩნისთან დადეს შეთანხმება  რომლის თანახმადაც კაზაკებს ეძლეოდათ  თავისი ბელადის არჩევის უფლება, მაგრამ მათ უარი უნდა ეთქვათ ოსმალეთის პორტებზე თავდასხმებზე.

თითქოს კმაყოფილი საჰაიდაჩნი 20 000 კაზაკთან ერთად დაეხმარა მოსკოვთან რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ მემკვიდრე პრინც ვლადისლავს.

მაგრამ პოლონეთ-მოსკოვიას ომი დამთავრდა 1618 წელს და რთული მდგომარეობიდან გამოსულმა პოლონელებმა  მოინდომეს კაზაკებზე კონტროლის გამკაცრება.

დ1619 წლის 17 ოქტომბრის //დაძალებული// შთანხმება  მეფეს უბრუნებდა კაზაკების ბელადის დანიშვნის უფლებას. საზღვაო ექსპედიციები კი აკრძალული დარჩა.

 

კაზაკების რაოდენობა სამ ათასამდე უნდა ყოფილიყო დაყვანილი, მაშინ როდესაც ამავე დროს  10 000 კაზაკი ჩაწერილი იყო რეგისტრში.

პოლონელებისთვის ეს რეგისტრი იყო ინსტიტუტი რომლის დანიშნულებაც იყო პოლონელების  საჭიროებების შესაბამისად კაზაკების შეწოვა-შთანთქმა.

რეგისტრის კაზაკების რაოდენობა ცალმხრივად იყო დადგენილი.

როდესაც ეს დასჭირდებოდა პოლონეთს ამ ტიპის მებრძოლთა რაოდენობა იზრდებოდა უზომოდ.

მშვიდობის დაბრუნების შემდეგ კი კაზაკთა ნაწილი დემობილიზებული იყო და არსებობდა ყოველგვარი ლეგალური სტატუსის გარეშე.

ერთი და იგივე ადამიანი ომის დროს შეიძლებოდა ყოფილიყო პოლონეთის სამსახურში მდგარი  რეგისტრის კაზაკი, ხოლო მშვიდობის დროს თავისუფალი კაზაკი.

თეორიულად ერთმანეთისგან განსხვავებული ეს ორი კატეგორია არ ყოფილა ერთმანეთისგან გამოყოფილი აბსოლუტურად.

თავისუფალი კაზაკობა ამარაგებდა მებრძოლებით პოლონეთის სამსახურში მდგარ რეგისტრის კაზაკობას.

მაგრამ მათი უფლებების ხელახლა შეზღუდვით უკმაყოფილო კაზაკებმა 1620 წელს  გადააყენეს საჰაიდაჩნი იაკივ ბოროდავკას სასარგებლოდ.

 

კაზაკებმა ვერ გაიუმჯობესეს თავისი მდგომარეობა რელიგიურ საქმეებში ჩარევით.

მართლმადიდებელი იერარქიის დიდი ნაწილის უნიატური ეკლესიის მხარეს გადასვლამ გააჩინა უკრაინაში მართლმადიდებლობის სრული გაქრობის საშიშროება.

მართლმადიდებლობას მცველებად დაუდგნენ კაზაკები.

თვითონ საჰაიდაჩნი და მთელი « ზაპოროჟიელთა არმია » მიემხრნენ კიეში იოვ ბორეცკის მიერ დაარსებულ მართლმადიდებელ საძმოს.

საჰაიდაჩნიმ, რომელიც 1620 წელს აღარ იყო ჰეტმანი, მაგრამ რჩებოდა დიდად გავლენიან პირად, იფიქრა კიევში კონსტანტინეპოლის პატრიარქი  თეოფილეს გავლის გამოყენება რათა მას ფარულად დაენიშნა მიტროპოლიტი // იოვ ბორეცკი// და ეპისკოპოსები.

ვითარება ნამდვილად გართულდებოდა იმ შემთხვევაშიც რომ არ დაწყებულიყო ომი ოსმალეთის იმპერიასთან.

ომი ოსმალეთთან კი ძალიან ცუდად დაიწყო პოლონელებისთვის.

პოლონელები ზაფხულში დამარცხდნენ მოლდავეთში.

სულთანმა მაშინ განაცხადა რომ პირადად წავიდოდა პოლონეთის დასაპყრობად.

ამით გადარეულმა პოლონეთის ხელისუფლებამ  დახმარება სთხოვა ზაპოროჟიელებს.

არადა პოლონეთის ხელისუფლება სწორედ ოსმალეთთან ბრძოლას უკრძალავდა კაზაკებს წლების მანძილზე.

პოლონელებმა გამოყვეს დიდი ფული ტრამალებში 20 000 კაზაკის დასაქირავებლად.

 

კაზაკები ისეთი ენთუზიაზმით გამოეხმაურენ ყველაფერ ამას რომ არც კი მისცეს დრო მათ ბელადებს რათა მათ გამოეთხოვებინათ პოლონეთის ხელისუფლებისგან მტკიცე დაპირებები ზაპოროჟიელთა არმიის მომავალი სტატუსის და აღდგენილი მართლმადიდებელი იერარქიის ოფიციალური ინტრონიზაციის თაობაზე.

კაზაკთა ფლოტმა შეზღუდა და შეაწუხა ოსმალები შავ ზღვაში.

კაზაკებმა პანიკის დასწყისიც კი გამოიწვიეს კონსტანტინეპოლში.

ხმელეთზე პოლონელთა მდგომარეობა ისევ კრიტიკული იყო.

1621 წელს ჰეტმან  Chodwicz-ს ყავდა მხოლოდ 35 000 ჯარისკაცი მაშინ როდესაც მის წინ პირადად სულთან ოსმან მეორის სარდლობით იდგა  150 000  ოსმალო.  

ამას ემატებოდა მრავალი დამხმარე თათარი.

 პატარა პოლონური არმია გაჩერდა  დნესტრს და პრუტს შორის არსებულ ოსმალურ სიმაგრე  ხოტინთან.

იქ პოლონეთის არმიას შეუერთდა ბოროდავკას 41 500 კაზაკი რომელთაც ჰქონდათ 22 ზარბაზანი.

აქ კაზაკებმა ბუნდოვან გარემოებებში ჩამოაგდეს და მოკლეს ბოროდავკა და პოლონეთის პრინცი ვლადისლავის კეთილგანწყობით შეცვალეს ის საჰაიდაჩნით.

 

ბრძოლა ხოტინისთვის განსაკუთრებით გააფთრებული იყო.

თურქ-თათრებმა თავისი შეუდარებლად დიდი ძალის მიუხედავად ვერ მოიპოვეს გადამწყვეტი გამარჯვება .

სულთანი დათანხმდა 1621 წლის 8 ოქტომბერს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე.

ამ შეთანხმებით კაზაკებს ისევ აუკრძალეს შავ ზღვაში გასვლა.

ოსმალებმა ასე მიაგეს პატივი მათ ყველაზე საშიშ მოწინააღმდეგეებს.

ისინი კაზაკების დიდი ოქროს ფასად აფასებდნენ.  

კაზაკების ეშინოდათ ანატოლიაში.

ხოტინის შემდეგ კაზაკები დაბრუნდნენ უკრაინაში რათა მოეთხოვათ მეფისთვის კომპენსაცია.

მაგრამ ბრძოლაში დაჭრილი საჰაიდაჩნი გარდაიცვალა 1622 წლის ათ აპრილს.

მისმა ნაადრევმა გარდაცვალებამ გაართულა პოლონეთის და კაზაკთა ურთიერთობები რომლებიც უარესდებოდა საუკუნის მეოთხედის მანძილზე 1648 წლის დრამამდე.

 

// გაგრძელება იქნება//.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s