.უწესობისგან დაქანცული დღევანდელობა

Résultat de recherche d'images pour "Byung-Chul Han"

 

ევროპული ბიბლიოთკა-უწესობისგან დაქანცული დღვანდელობა

მორალური პერესტროიკა

ღმერთის და მოყვასის სიყვარული კი არა პირველობა, გამარჯვება და სიამოვნება ნებისმიერ ფასად. აი ესაა ეგ პერესტროიკა.

 

http://www.telerama.fr/livres/la-societe-de-la-fatigue,109322.php

 

Byung-chul Han

დაქანცულობის საზოგადოება //La Société de la fatigue//

  •  

«  ჩვენს ცივილიზაციას აკლია დასვენება და ამიტომ მას ემუქრება ხელახლა გაბარბაროსების საფრთხე.»

ეს სიტყვები არაა უქნარობა-მცონარობა–სოზარმაცის ქება-დიდება.

ასე ტეხს განგაშს  წარმოშობით კორეელი გერმანელი ფილოსოფოსი Byung-chul Han.

მისი წიგნი « დაქანცულობის საზოგადოება »

2010 წელს გამოიცა გერმანიაში. ის ფრანგულადაც ითარგმნა.

აი მოკლე დასკვნა :

 

 

ის აანალიზებს  დღევანდელ საზოგადოებას და მიდის საკმაოდ არასასიამოვნო დასკვნამდე.

გუშინ იყო კანონიერება-წესიერება-დისციპლინის საზოგადოება.  უნდა გცოდნოდა თუ რა არის დაშვებული და რა არის დაუშვებელი.

ზოგჯერ და ადგილ-ადგილ ექსცესიური ასეთი საზოგადოება ხანდახან აჩენდა გიჟებსაც, კრიმინალებსაც, ბატონებსაც, მონებსაც, რევოლუციონერებსაც.

მაგრამ იყვნენ მკურნალებიც.  საგიჟეთში მოხვედრილი დიდი მწერალი ჰერმან ჰესე გამოაჯანმრთელა დიდი ფსიქოანალიტიკოსი კარლ გუსტავ იუნგის მეთოდმა. ჰესემ, არაპროფესიონალმა მხატვარმა დაიწყო ხატვა და გამოჯანმრთელდა. მისი პეიზაჟები გაიყიდა კიდეც და მიღებული ფულით ის ეხმარებოდა ომით დაბეჩავებულებსაც.

 

დღევანდელი საზოგადოება სხვაა.

მას ტანჯავს და კლავს ორი რამ :

 

  • ის ფიზიკურად დაქანცულია და დაქანცულობისგან იტანჯება დეპრესიით და ბოლომდე იხარჯება, იწვის.

არაა ამის წამალი და აჯანყებაც შეუძლებელია. იდეოლოგების მიერ გამოთაყვანებულ დღევანდელ ადამიანს გონია რომ ის დაქანცვამდე და დაძლურებამდე  მუშაობით მიაღწევს უდიდეს მიზანს, საკუთარი თავის რეალიზაციას და სინამდვილეში იქანცება და უძლურდება  ეკონომიკური რენტაბელობის გულისთვის.

 

 

 «  მიღწევათა, მონაპოვართა, პირველობისთვის ბრძოლაში გამარჯვებათა  ექსცესი იწვევს სულის ინფარქტს. »

მუშა =ცხოველად,  l’Animal laborans-ად ქცეული დღვანდელი ადამიანი უახლოვდება  მუდამ ფხიზელი პირუტყვის მდგომარეობას.

 « არადა კაცობრიობის კულტურული მიღწევები არის მშვიდი და ღრმა ყურადღების და ჭვრეტის შედეგი . »

დღევანდელობით, რაღაც მატერიალური მიზნის მისაღწევად, სხვის დასაჯაბნად და უპირატესობის მოსაპოვებლად  თუ საკუთარი ჰიპერტროფირებული მეს სიმაღლეზე ყოფნისთვის გაუთავებელი შრომა-ბრძოლა-კონკურენცია-ჯაჯგური იწვევს საზოგადოების და ინდივიდის  მკვლელ დაქანცულობას.

მაგრამ დაქანცულობით სიკვდილი არაა გარდაუვალი ბოლო, უნდა მიენდო სამყაროს და უსმინო « ოცნების ფრინველს.» ასეთ რჩევას აძლევს აღმოსავლური გამოცდილობა დღევანდელობას.

.Dominique Mathieu-Nazaire

ბარემ მეორე მიზეზზეც :

Byung-Chul Han, დაღლილობის საზოგადოება

La Société de la fatigue

 

ძველი საზოგადოების წევრს უნდა სცოდნოდა რომ დაუშვებელია  ტანკით საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის დანგრევა, ორი წლის გოგონას //ან ბიჭუნას// გაუპატიურება ანუ პედოფილია, საკუთარ ქაlიშვილთან ერთად საკუთარი შვილიშვილის გაჩენა  //ანუ ინცესსტი//. ოიდიპოსმა გაიგო რომ ცუდია საკუთარი დედის ცოლად შერთვა //ინცესტი//.

ეს მტანჯველი  იყო და 1968 წლის პარიზული მაისიდან  ყველაფერი შეიცვალა.

დღეს დიდად პატივცემული ევროპარლამენტარი დანიელ კონ-ბანდიტის ამხანაგებმა მაშინ პარიზის შენობათა კედლები ააჭრელეს წარწერით il est interdit d’interdire” ანუ « აკრძალულია აკრძალვა. »

ძირს დისციპლინირებული, წესიერების უწესობისგან გამრჩევი რეპრესიული საზოგადოება ანუ « აკრძალულია აკრძალვა. » აი ეს  აქცია დღევანდელობის ყიჟინა-ლოზუნგად ორი მსოფლიო ომით და რევოლუცია-პერესტროიკებით გამოთაყვანებულმა საზოგადოებამ.

ისტორიული საზოგადოების აკრძალვებისგან და მოვალეობებისგან თავისუფალი დღევანდელი ინდივიდი უნდა იყოს ძლიერი, მან ჯიკაობითაც  უნდა გაიკაფოს გზა პირველი ადგილისკენ, ძალაუფლებისკენ.

აი ესაა დღევანდელი იდეოლოგია.

ამას აქვს თავისი შედეგები :

1991 წელს  კოლექტიური თენგიზ სიგუა საბჭოთა ტანკით ანგრევდა საქართველოს დედაქალაქ  თბილისს და ასე  იპყრობდა ძალაუფლებას.

ადრე ასეთ რამეს აკეთებდნენ აზიატი მხეცები თემურ ლენგი და აღა მაჰმად ხანი. ეხლა ეს მოიწონა იმანუილ კანტის პრემიის ლაურეატმა ე.შევარდნაძემ.

2011 წელს ავსტრია გადარია სულ სხვა ამბავმა.

https://www.rts.ch/info/monde/3352527-une-nouvelle-affaire-fritzl-secoue-l-autriche.html

2011  წლის 25 აგვისტო

დღეს 80 წლის Daniel Scharinger დააპატიმრეს იმიტომ რომ ის  40 წლის მანძილზე ცემდა, აწამებდა და აუპატიურებდა თავის  ორ ქალიშვილს რომლებიც მან დაამწყვდია. საკუთარ სახლში.

ეს თქვა ზემო ავსტრიის პოლიციის უფროსმა Alois Lissl-მ.

ავსტრია არც ისე დიდი ხნის წინ  დიდად ააღელვა  Josef Fritzl-ის მსგავსმა საქმემ.

დღეს 80 წლის Daniel Scharinger კი 1970-ანი წლებიდან 2011 წლის მაისამდე  ფიზიკურად ტანჯავდა და აუპატიურებდა დღეს 53 და 45 წლის ქალებს.

ეს კომუნიკეში განაცხადა  პროვინცია ზემო ავსტრიის// province de Haute-Autriche// პოლიციამ.

კაცი თავის ქალიშვილებს რეგულარულურად ემუქრებოდა იარაღით და უკრძალავდა მათ ყოველგვარ სოციალურ კონტაქტს.

ეს ზემო ავსტრიის პოლიციის უფროსმა Alois Lissl-მ თქვა ტელევიზია ORF-თი გამოსვლისას.

ისინი სამივე წლების მანძილზე ცხოვრობდნენ  გერმანიის საზღვართან Braunau-ს რეგიონში მდგარ ოჯახურ სახლში.

კაცი ტანჯავდა თავის ცოლსაც, რომელიც გარდაიცვალა 2008 წელს.

მათი მამის მიერ ტანჯულ-გაუპატიურებულ ქალიშვილებს კი ესოდენ ლამაზად გატარებული ცხოვრების გამო აქვთ მენტალური პრობლემებიც.

ამბავი  გახმაურდა მაისში როდესაც მამამ კიდევ სცადა თავისი უფროსი ქალიშვილის გაუპატიურება. ქალიშვილმა ხელი კრა თავის მამას და დააგდო ის იატაკზე.

კაცმა ვერ შესძლო წამოდგომა. ქალიშვილები მას არ მიეშველნენ . 2 დღის შემდეგ იატაკზე დაგდებული კაცი იპოვა სოციალურმა ასისტენტმა რომელიც რეგულარულად დადიოდა ამ სახლში. მანვე  შეატყობინა ამბავი პოლიციას.

დაკითვისას მამამ უარყო ფაქტები.

80 წლის იდიოტი არამზადა არ დაუპატიმრებიათ. ის ჩაკეტეს  მოხუცთა სახლში.

ეს საქმე გავს ინცესტის სხვა გახმაურებულ საქმეს.

არც ისე დიდი ხნის წინ ავსტრია შესძრა იმან  რომ ავსტრიელი Josef Fritzl დაახლოებით 24 წლის მანძილზე აუპატიურებდა თავის ქალიშვილ Elisabeth-ს რომლისგანაც ყავდა 7 შვილი.

76 წლის  არამზადას მუდმივი პატიმრობა მიუსაჯეს 2009 წლის მაისში.

თუ გაიმარჯვებს ძალა რომლის მიზანიც და დევიზიცაა აკრძალულია აკრძალვა, il est interdit d’interdire” ანუ რომელიც ყველაფერთან ერთან მოითხოვს ინცესტის, პედოფილიის, ტანკით თბილისის ნგრევის გამოცხადებას სრულებით დასაშვებ რამედ მაშინ ნობელის პრემიებს დაურიგებენ ასეთ არამზადებს და თანგიზ სიგუას ნაირ და უარეს ტიპებს.

დაკანონდება ეკლესიების საკურთხეველზე მოშარდვაც, როგორც  პარიზის შუაგულში მდგარი მადლენის ეკლესიის საკურთხეველზე მოშარდა კიევში გაწვრთნილი ბანდა ფიმენის ერთ-ერთმა გომბიომ.

ასეთია აღვირახსნილთა თავაშვებულება.  თუ აზრზე არ მოვედით ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება.

ამის შემყურე და უწესობებით გადაღლილ-დაქანცულ  საზოგადოებას ემართება დეპრესია.  იზრდება ლოთთა, ნარკომანთა, თვითმკვლელთა რაოდენობა….

 

ადამიანებს დღეს  ინფარქტს მართებს და აგიჟებს არა უწესობათა აკრძალვა არამედ გადაქანცვა ამდენი უწესობის ნახვით.

გაჩნდა დაქანცულობის საზოგადოებაც.

https://blogs.mediapart.fr/alain-chauvet/blog/030515/la-societe-du-burn-out-de-la-fatigue

  • Alain Chauvet, დაქანცულობის საზოგადოება

 

LA SOCIETE DU BURN-OUT (de la fatigue)

  • 3 mai 2015
  • წიგნის ავტორი ძველი დროის წესიერ, წესების და კანონების დამცველ და თავის მოვალეობათა შემსრულებელ ძველი დროის ადამიანს  განასხვავებს  პირველობისთვის ბრძოლაში გამარჯვებული მოწინავე პოსტმოდერნული ინდივიდისგან
  •  // პირველობის თუ ძალაუფლების საზოგადოება, société de la performance ou du pouvoir //.

დღევანდელი მოწინავე ინდივიდი განსხვავდება დისციპლინირებული, დისციპლინის დამცველი პიროვნებისგან.

ფროიდის ფსიქიკური აპარატი, მაგალითად, არის შემზღუდველი, რეპრესიული აპარატი,ის წესიერებას განასხვავებს უწესობისაგან, მისთვის არსებობს დაშვებულიც და დაუშვებელიც, ნებადართულიც და აკრძალულიც.

დღევანდელი ტიპისთვის აკრძალვა, მაგალითად ინცესტის, პედოფილიის და წითელ შუქზე ქუჩაზე გადასვლის აკრძალვაც  არის ჩაგვრა და მძიმე  უღელი.

ფროიდის ფსიქოანალიზი შესაძლებელია მარტო იმ საზოგადოებაში რომელსაც ესმის რომ საკუთარ დედაზე და  დაზე დაქორწინება, საკუთარი ქალიშვილებისგან საკუთარი შვილიშვილების გაჩენა და ტანკით საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის დანგრევა დაუშვებელია.

მაგრამ დღევანდელი საზოგადოება ყველაფერში ყველანაირად, ნებისმიერ ფასად  პირველობა-მოწინავეობის საზოგადოებაა.

ასეთი საზოგადოება გაუთავებლად იშორებს თავიდან  აკრძალვებს და წესებს  და თავის თავს აცხადებს თავისუფლების საზოგადოებად.

ასეთ საზოგადოებაში გაჩენილი  ბავშვი რა თქმა უნდა ვერ გაარკვევს თუ ვინაა მის გვერდით მცხოვრები კაცი, მამამისია ის თუ ბაბუა.

პირველობა მოწინავეობა-უსაზღვრო თავისუფლების საზოგადოება  ძალაუფლების საზოგადოებაა და არა ფროიდის მოვალეობის საზოგადოება.

ეს სოციალური ბრუნი იწვევს  ფსიქიურ ცვლილებებსაც.

ფროიდის მე-ს შრომა ყველაზე მეტად არის გარკვეული მოვალეობის აღსრულება….

კანონმორჩილი, წესიერი ფროიდის მე არის მოვალეობის და არა წადილების და ხუშტურების მე.

კანტის სუბიექტი  ასრულებს სავალდებულოდ, აუცილებლად შესასრულებელ სამუშაოს  ზღუდავს, არ აძლევს გასაქანს თავის მხეცურ ინსტინქტებს და ხშტურებს.

პოსტმოდერნული მოწინავე ინდივიდი არ ასრულებს სავალდებულო სამუშაოს.

მისი მისწრაფებებია მისწრაფება-ხუშტურების თავისუფლად, შეუზღუდავად დაკმაყოფილებისკენ   და არა წესიერება, კანონიერება და მოვალეობის აღსრულება.

მას უნდა სამუშაო-სიამოვნება, მისი უშტურების დამაკმაყოფილებელი სამუშაო.

ის არ აქცევს ყურადღებას არც სხვის მიერ ნაკარნახევ ათ მცნებას და არც იესოს შეგონებებს.

ის ყურს უგდებს მარტო საკუთარ თავს.

პოსტმოდერნული მოწინავე ტიპი არის საკუთარი თავის დამქირავებელი, საკუთარი თავის პატრონი-გენერალური დირექტორი და საკუთარი თავის განყოფილების გამგე.

ასე მას არ ყავს სხვა უფროსი.

მაგრამ ეს სხვისგან თავისუფლება არაა მარტო განმანთავისუფლებელი თავისუფლება.

თავისუფლების დიალექტიკაა ახალ შეზღუდვათა შექმნა.

სხვისგან თავისუფლება გადაიქცევა საკუთარ თავთან ნარცისულ დამოკიდებულებად.

ეს ბევრ ფსიქიურ პრობლემას უჩენს დღევანდელ მოწინავე ტიპს.

სხვასთან ურთიერთობის არქონა იწვევს საჩუქარი-ჯილდოს // gratification// კრიზისს.

საჩუქარი-ჯილდო და მადლიერება გულისხმობს სხვის ან მესამე პირის  ავტორიტეტს და ძალაუფლებას.

საკუთარი თავის დაჯილდოება შეუძლებელია…

დაჯილდოება-მადლიერების სტრუქტურა დარღვეულია  და დღევანდელმა მოწინავე ტიპმა მუდამ უნდა აჩვენოს თავისი სულ უფრო და უფრო დიდი შესაძლებლობები.

ამით დაქანცული დღევანდელი მოწინავე  ტიპი  კვდება ან დაუძლურების შედეგად ან ნარკოტიკის ოვერდოზით.

მოწინავე ტიპებისგან, მარტო საკუთარი ხოშისთვის მცხოვრები ტიპებისგან შემდგარი დაქანცული  საზოგადოება ჯერ-ჯერობით მიხანხალებს…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s