ლოცვა კურნავს 2

Résultat de recherche d'images pour

ისისის მისტერია

Image associée

პომპეი. მისტერიების ვილა

ძველ, ანტიკური ხანის მისტერიულ კულტებზე.

Taurobolium-ის რიტუალის დროს  ორმოში ჩაგდებულ ინიციირებულს თავზე ასხავდნენ მის  ზემოთ აგონიაში მყყოფი ხარის 50-ოდე ლიტრა სისხლს. ეს იყო ძველი მისტერიული კულტი.

დღეს თენგიზ სიგუა  ტანკს ესვრის გურამ პეტრიაშვილს და გაიცინებს. აღარაა საჭირო აგონიაში მყოფი ხარის 50 ლიტრა სისხლი. ეგაა გამოთაყვანებული  ნიჰილისტური დღევანდელობის მისტერიული კულტი.

 

 

ევროპული ბიბლიოთეკა  ლოცვა კურნავს 2

ეხმარება თუ არა რწმენა განკურნებას ?

ფრანგული ჟურნალი Le Monde des Religions // « რელიგიათა სამყარო » 2012 წლის ივლისი-აგვისტოს ნომერი 54//,

მისტერიული კულტები, განწმენდილი სული

ძველი, ანტიკური ხანის ელევსისის,იზისის თუ კიბელას მისტერიული კულტები მიზნად ისახავდნენ ადამიანის შინაგანად შეცვლას.

რთული მოძღვრების ათვისების შემდეგ ინიციირებულში ხდებოდა სიმბოლური აღორძინება.

«  სული სიკვდილის მომენტში განიცდის იმას რაც  რასაც განიცდიან დიდ მისტერიებს ნაზიარებნი.

სიტყვა და საგანი გვანან ერთმანეთს.

ამბობენ téleutân-    teleishai-ს.

თავიდან არის შემთხვევით სირბილი, მტკივნეული  გზასაცდენები და დაბრუნებები, შემაშფოთებელი და უმიზნო სიარული წყვდიადში.

შემდეგ, დასასრულამდე, არის საშინელი შეძრწუნება,ძრწოლა, ცახცახი, ცივი ოფლი.

მაგრამ შემდეგ ჩნდება საოცარი სინათლე, გავივლით წმინდა ადგილებს და ველებს სადაც ისმის სიმღერა და ცეკვავენ

რელიგიურ პატივისცემას იწვევენ საკრალური სიტყვები, ღვთაებრივი ხილვები.

მაშინ ნაზიარები, ინიციირებული დასრულყოფილი თავისუფალი ადამიანი სეირნობს შეუზღუდავად, ადიდებს მისტერიებს გვირგვინით თავზე.

ის ცხოვრებს წმინდა ადამიანებთან, წმინდანებთან ერთად.

ის დედამიწაზე ხედავს  განუწმენდელ  უზიარებელთა ბრბოს რომელშიც  ადამიანები  ნაყავენ და ჭყლეტენ   ერთმანეთს ჭაობში და წყვდიადში და იმიტომ რომ არ სჯერათ საიქიო ბედნიერებისა, სიკვდილის შიშით ყოვნდებიან  ბოროტებებში. »

ბერძენი ფილოსოფოსი პლუტარქეს  ეს ტექსტი აჩვენებს  იმას თუ რა უნდა ყოფილიყო ელევსისის მისტერიებში ზიარების « რეალობა », მაგრამ სინამდვილეში არაფერს ამჟღავნებს იმიტომ რომ მისტერიების დროს ნანახის გათქმა აკრძალული იყო.

მეტანოიას წვდომა

ეს ბუნდოვანი აღწერაც  გვეუბნება თუ როგორი იყო  სხვა მისტერიული კულტების, ხსნის ძველეგვიპტური ქალღმერთი ისისის თუ კიბელას მისტერიული კულტების მიმდინარეობა.

თავისი ინიციაციის შემდეგ აპულეუსის « ოქროს ვირის »  გმირი ამბობს :

«  მე მივუახლოვდი სიკვდილის საზღვრებს, მე ფეხი  დავაბიჯე პროზერპინას ზღურბლს .»

 Taurobolium-ის რიტუალის დროს  ორმოში ჩაგდებულ ინიციირებულს თავზე ასხავდნენ მის  ზემოთ აგონიაში მყოფი ხარის 50-ოდე ლიტრა სისხლს.

საზარელი რამეები უნდა ყოფილიყო კიბელას მისტერიებშიც.

მაშ რა მიზანი ჰქონდათ შამანური რიტუალების მსგავს ამ რიტუალებს ?

მისტერიებთან ზიარება უნდა განვასხვავოთ სხვა ინიციაციებისგან.

ანტიკური ხანის მისტერიები  ხელმისაწვდომები იყვნენ  მსურველის სოციალური სტატუსისგან, სქესისგან, ასაკისგან დამოუკიდებლად.

მათი მიზანი იყო შინაგანი ცვლილება, სულის გარდაქმნა.

მაშ, შეიძლება თუ არა ლაპარაკი « განკურნებაზე» ?

დიახ,  თუ კი განკურნებას შევხედავთ როგორც  არსის  ახალ მდგომარეობამდე მისვლას, metanoia-ს რომელიც ხშირად აღწერილია როგორც სიკვდილი რომელსაც მოყვება ახალი დაბადება.

ეს იყო  ნამდვილი ძლიერი განცდა რომელიც ემატებოდა  სიბრძნისკენ მიმყვანი სიმბოლური, ინიციაციური რიტუალების და მოძღვრების ცოდნას.

არისტოტელე ამბობდა რომ მისტერიებს ნაზიარებებმა განიცადეს, რაც მეტია თეორიულ ცოდნაზე.

ლიტურგია, მარხვა, თავშეკავებულობა-ზომიერება

 

ყველა მისტერიული კულტი ეფუძნებოდა დამფუძნებელ მითს რომელიც იყო  უხილავის წვდომის  როგორც თეორიული ისე პრაქტიკული გზა.

ისისის მისტები ბაძავდნენ ოსირისის ქვრივს,  გულში მჯიღს იცემდნენ და გლოვობდნენ, მოთქვამდნენ ღმერთის სიკვდილის გამო.  შემდეგ, როდესაც ისისი პოულობდა მისი მეუღლის სხეულს, მისი მისტები ხმამაღლა გამოხატავდნენ სიხარულს.

ქალღმერთის მიერ გადატანილი ტანჯვა და ამის გამომხატველი რიტუალები იყო ღვთისმოსაობის და ნუგეშის გაკვეთილი ნეოფიტებისთვის რომლებმაც იგივე გადაიტანეს მათ ცხოვრებაში.

ამას ადასტურებს პლუტარქე და ამბობს რომ ისისის  ზოგი ცერემონია ხდებოდა  ღვთისმოსაობის მაგალითი, გამხნევება  მამაკაცებისთვის და ქალებისთვის რომლებსაც უხდებოდათ მსგავს უბედურებათა და განსაცდელთა გადატანა.

 

ამ კულტების მიმდინარეობაზე ჩვენი ცოდნა  ყველაზე მეტად მოდის აპულეუსის //მე-3 ს.// თხზულება « მეტამორფოზების » მე-11 წიგნიდან.  ესაა ყველაზე დიდი ტექსტი მისტერიებზე იმ ტექსტებიდან რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს ანტიკური ხანიდან.

ეს ტექსტი გვიყვება რომ ახალგაზრდა, მსუბუქმა, თავგადასავლების მოყვარულმა ლუციუსმა დალია ჯადოსნური სასმელი რამაც ის გადააქცია ვირად.

ჯეელმა ადამიანის ფორმა დაიბრუნა მრავალი მწუხარებისა და ზნეობრივი ტანჯვის გადატანის შემდეგ.

ის ეზიარა ისისის  მისტერიებს. მან დადო პირობა რომ იცხოვრებდა ღვთისმოსავი ცხოვრებით.

ამ თხზულების თანახმად  ისისის ინიციაციისთვის საჭირო იყო ცხოვრება  ტაძრის გალავნის შიგნით, სადაც ყოველ დღე ტარდებოდა ლიტურგია.

ნეოფიტი ისმენდა მოძღვრებას, შემდეგ ის განიბანებოდა აბაზანით და სუფთა წყლის სმით

მას უნდა 10 დღე ემარხულა და თავშეკავებულად ეცხოვრა.

ეს პრაქტიკები იყო სხვა მისტერიებშიც.

ისინი აღნიშნავდნენ მდგომარეობის შეცვლას.

ასე მაგალითად დიონისურ მისტერიებში ნაზიარებს უსვამდნენ საჭურჭლე თიხას, რის შემდეგაც ის ხედავდა ქურუმი ქალის მიერ განსახიერებული ღვთაების შემზარავ სახეს.

 ამის შემდეგ მას სწმენდნენ და ის ყვიროდა :

« მე გავექეცი ბოროტებას,მე ვიპოვე სიკეთე. »

 

« შუა ღამისას მე ვნახე მზე »

ისისის  მისტერიაში ნაზიარები, რომელსაც ეცვა თეთრი ტილოს სამოსი  იუწყებოდა თავისი ახალი შეწირული ცხოვრებისთვის გაჩენის შესახებ.

შემდეგ ქურუმს ის მიყავდა ტაძრის ყველაზე საიდუმლო ადგილისკენ. იქ მიყვანილს უნდა განეცადა ზიარების, ინიციაციის  საშიში განსაცდელი-გამოცდა.

აპულეუსი წარმოგვიდგენს საიდუმლოებებისკენ  ამ წინსვლის არაჩვეულებრივ აღწერას :

« მე მივუახლოვდი სიკვდილის საზღვრებს. მე დავბრუნდი ნატარები ყველა ელემენტის გავლით.

მე შუა ღამისას ვნახე კაშკაშა მზე… »

ეს ნაწყვეტი გვახსენებს  პლატონის «ფედრს» სადაც პლატონი მიანიშნებს ელევსისის მისტერიებზე :

« სისავსე-ხელუხლებლობა, უბრალოება, უძრაობა, ნეტარება ელვარებდა ხილვებში რომელთა ჭვრეტა ჩვენ როგორც ინიციირებულებს შეგვეძლო წმინდა სინათლეში, ჩვენ თვითონ, წმინდებს, არ გვქონდა ნიშანი საფლავისა  რომელსაც ჩვენ, დაბმულები მასზე როგორც ხამანწკა თავის ნიჟარაზე,  სხეულის სახელით ვზიდავთ ჩვენთან ერთად,…»

ელემენტების ანუ ცეცხლის, ჰაერის, წყლის, მიწის გავლა უდრიდა სულის და სხეულის ნამდვილ განწმენდას.

ჩვენ დაგვრჩა იმის წარმოდგენა  თუ როგორ მიდიოდა ნეოფიტი პროზერპინას ზღურბლთან რომელიც მას უპირისპირებდა მის საკუთარ სიკვდილს.

მისტერიული კულტები ყველაზე მეტად უნდა გავიგოთ როგორც « შეგნებული, ნებაყოფლობითი სიკვდილი  და მადლით მოპოვებული ხსნა. »

// გაგრძელება იქნება//

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s