ლოცვა შველის და კურნავს 1

Résultat de recherche d'images pour "prière"

 Résultat de recherche d'images pour "prière"

 

რელიგია შველის,  კურნავს და ტანკით თბილისის დანგრევა  მიხაილ გორბაჩოვის სასიხარულოდ ადამბლავებს და კლავს ასეთია ბევრი დღევანდელი ამერიკელი და ევროპელი  მეცნიერის დასკვნა.

 

« მედიცინა და  რელიგიური თუ  სულიერი ცხოვრება-განცდა ავადმყოფობის დროს ერთმანეთს გავს იმით რომ ორივე არის ჯანყი ფატალურობის, ბედისწერის წინააღმდეგ. »

 

ეხმარება თუ არა რწმენა განკურნებას ?

ფრანგული ჟურნალი Le Monde des Religions // « რელიგიათა სამყარო » 2012 წლის ივლისი-აგვისტოს ნომერი 54//,

 

ეხმარება თუ არა რწმენა განკურნებას ?

ზოგი მეცნიერული გამოკვლევის თანახმად  ლოცვა ხელს უნდა უწყობდეს ხელს მრავალი ავადმყოფის  მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

« მეცნიერთა კორპუსის დიდი ნაწილი თვლის რომ  რელიგია დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. » , ამას Time Magazine-ში ამბობს  პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და რელიგიურ კვლევათა პროფესორი, დოქტორი  Andrew Newberg….

უფრო ძლიერი წინააღმდეგობა

2001 წელს  ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთმა წერილმა გააკეთა ამ საკითხზე ჩატარებული 1200-ზე მეტი კვლევის სინთეზი.

ამ წერილიდან გამომდინარეობდა რომ რწმენა, ლოცვა, გარკვეული რელიგიის მიმდევრობა აძლიერებს შიზოფრენიკოსთა მსგავს მენტალურ ავადმყოფთა ავადმყოფობისადმი წინააღმდეგობას.

წერილი ამბობს რომ რწმენა, ლოცვა, გარკვეული რელიგიის მიმდევრობა ასევე კარგად მოქმედებს არტერიულ წნევაზე და იმუნურ ფუნქციებზე, ასუსტებს ადამიანთა მიდრეკილებას ალკოჰოლისადმი, ნარკოტიკისადმი, თვითმკვლელობისადმი

ეს მოზარდთა ქცევის გამოკვლევაში აჩვენა  Ohio-ს ფსიქოლოგმა Sian Cotton-მა.

სტატისტიკა არ ამბობს რომ ლოცვა არის წამალი, მაგრამ რწმენა აიოლებს ავადმყოფობის ატანას, მკურნალობას.

ამას ადგენს მაიამის //Miami//  უნივერსიტეტის  ფსიქიატრიის და ფსიქოლოგიის პროფესორის, დოქტორი Gail Ironson-ის ნაშრომები.

მან შეისწავლა შიდსის კავშირი რელიგიურ რწმენასთან :

«  წამლებისთვის ანგარიშის გაწევის შემთხვევაშიც  სულიერება აუმჯობესებს ავადმყოფობის კონტროლს. »

 

რწმენა მნიშვნელოვანია ბევრი ავადმყოფისთვის.

Los Angeles Times-მა გამოაქვეყნა ზონდაჟი  რომლის თანახმადაც  2004 წელს ამერიკელთა 43 პროცენტი ლოცულობდა თავისი საკუთარი ჯანმრთელობისთვის და ამერიკელთა 24 პროცენტი ლოცულობდა სხვა პიროვნებათა ჯანმრთელობისთვის.

 Duke-ს  უნივერსიტეტის კარდიოლოგი, დოქტორი  Mitchell Krucoff  ხსნიდა  :

«  მე მინახავს სიკვდილთან ახლოს მყოფი მრავალი პაციენტი.

და  მათი გადარჩენა  განსაზღვრა იმან რაც სცდება ტექნოლოგიის და მედიცინის საზღვრებს.

არა აქვს მნიშვნელობა დაუძახებთ  გადარჩენის ფაქტორს  რწმენას, ღვთაებრივ ენერგიას თუ ეფექტ ოლაცებოს .»

Time Magazine-ჯანმრთელობისა და რელიგიის კავშირის შესახებ გამოკვლევათა  აღწერისას ახსენებს  დოქტორი Newberg-ის მიერ  აღწერილ კიბოთი დაავადებული პაციენტის შემთხვევას.

ამ პაციენტმა მიიღო ექსპერიმენტული წამალი და მისმა სიმსივნემ იკლო, ის შემცირდა. მაგრამ  მან შემდეგ გაიგო რომ ამ წამლის მიღება არ ყოფილა ეფექტური სხვა პაციენტებისთვის დამისმა სიმსივნემ დაიწყო ზრდა.

მოკლედ იმ ავადმყოფობებისთვის სადაც ფსიქოსომატიზმი აშკარაა რწმენას ნამდვილად  შეიძლება ჰქონდეს ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობა როგორც თვითონ მკურნალობას.

არის effet placebo ანუ შეიძლება დალიო უბრალოდ დაშაქრული წყალი და ის გიშველის თუ გჯერა რომ დალიე ნამდვილი წამალი.

თუ გწამს  მკურნალობისა მკურნალობა გიშველის.

რწმენა, რელიგია,  დიდი ძალაა.

მაგრამ რწმენას არა აქვს მარტო ფსიქოლოგიური განზომილება.

 

ტეხასის უნივერსიტეტის დემოგრაფი Robert Hummer-ის და მიჩიგანის უნივერსიტეტის სოციოლოგი

 Nel Krause-ს ნაშრომები გვეუბნება რომ  იმათ  ვისაც არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა  რელიგიურ ცერემონიებში  უფრო ემუქრება სიკვდილის საფრთხე ვიდრე იმათ ვინც  კვირაში ერთხელ დადიან წირვაზე.

Robert Hummer-ის აზრით ამას  განაპირობებს უწინარეს ყოვლისა სოციალური ფაქტორები.

« რელიგიური თემების წევრები არ არიან იზოლირებული ინდივიდები და მათ აქვთ ერთმანეთის იმედი » ;  ერთმანეთის თანადგომით რელიგიური თემების წევრები უფრო იოლად სძლევენ ეკონომიკურ და ჯანმრთელობის პრობლემებს ვიდრე დღევანდელი მოწინავე ატომიზებული ინდივიდუალისტურ-ეგოისტური საზოგადოებების წევრები.

 

მიჩიგანის უნივერსიტეტის სოციოლოგი Nel Krause კი გვეუბნება რომ  ის ადამიანები ვისაც სწამს რომ მათ ცხოვრებას აქვს მნიშვნელობა უფრო დიდხანს ცხოვრობენ ვიდრე ისინი ვინც ფიქრობენ რომ მათი ცხოვრება უაზროა.

უკურნებელი დიაგნოზის გაგება უკეთესად გადააქვს იმას ვისაც სწამს სიყვარულის ღმერთისა.

უარესად კი გადააქვს იმას ვისაც სწამს შურისმაძიებელი და დამსჯელი ღმერთისა.

ამას გვეუბნება  ფსიქიატრი სამხრეთ კაროლინაში, დოქტორი   Harold Koenig-ის და  ოჰაიოში ფსიქოლოგიის პროფესორი  Kenneth Pargement-ის ნაშრომები.

« პაციენტები ვინც თვლიან რომ ისინი არ უყვარს ან ნაკლებად უყვარს ღმერთს ან თავისი ავადმყობის მიზეზად თვლიან ეშმაკს  სხვებზე უფრო შეიძლება მოკვდნენ ორ წელში. »

დოქტორი Koenig-ის აზრით

« აუცილებელია ავადმყოფთა სულიერი მიდგომების შეფასება ამით შეიძლება განისაზღვროს შესაძლებელი უარყოფითი შედეგები. »…

გამოკვლევები გვეუბნება რომ ლოცვა როგორც აქტი  თავისთავად უწყობს ხელს მკურნალობის პროცესს….

 

ისიც რაღაცის მთქმელია რომ  ნიჰილისტური და ინდივიდუალისტურ-ეგოისტური დღევანდელობით ტანჯული ადამიანები  დასავლეთშიც დადიან  ალტერნატიულ მკურნალებთან და თერაპევტებთან რომლებიც იყენებენ მცენარეებს, მაგნეტიზმს თუ უბრალოდ სიტყვის ძალას…

ესეთი ფსიქოლოგიური  განმუხტვაც შველის ბევრს. როდესაც ხედავ ნორმალურ, უბრალოდ კეთილ ადამიანს და არა ჩაუშესკუ  ჩაუშესკუს ღრიალით მაწანწალა ირინა სარიშვილს ნამდვილად იგრძნობ რაღაც შვებას.

// გაგრძელება იქნება//  

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s