ახალი უტოპია, დარდი

Résultat de recherche d'images pour

Résultat de recherche d'images pour

ჰიპერპერესტროიკის შემდეგ…

ჰიპერინდივიდუალიზმი, უტოპია, დარდი

 

რას კითხულობენ ევროპელები 4,

რაზე ფიქრობენ

 

«  მე,ყველაფერი, ყველგან, ეხლავე და არა ღმერთის და მოყვასის ქრისტიანული სიყვარული თუ ბუდისტური ყველა ცოცხალი არსების თანაგრძნობა.-ესეთია დღევანდელობის ატმოსფერო.

მე იმიტომ რომ  გვინდა მარტო საკუთარი თავისთვის ცხოვრება  და არა სხვებზე  თუ გარემოებებზე დამოკიდებულება,  სხვებზე ზრუნვა  მოვალეობების შესრულება  და წარსულზე  თუ დღევანდელლ  და მომავალ თაობებზე ფიქრი.

ყველაფერი იმიტომ რომ აღარ გვინდა არჩევანის გაკეთება ერთმანეთის საწინააღმდეგო სურვილებს შორის.

ეხლა გვინდა აბსოლუტურად ყველა სურვილის  და ჟინის ერთდროულად  ან ერთმანეთის მიმდევრობით დაკმაყოფილება სულერთია სად.

ყველგან იმიტომ სიამოვნებები უფრო და უფრო მომთაბარეებია : მოგზაურობა, გართობა, ცხოვრება საზღვრების გარეშე, მხოლოდ მსუბუქი გადასატანი საგნების, პირველ რიგში გამორჩეულად მომთაბარე ობიექტის, კაპიტალის ფლობით.

ეხლავე, დაუყოვნებლად იმიტომ რომ დაცდა-ლოდინი, ძალისხმევა, დაზოგვა, გადაცემა  ხდება მოძველებული, უაზრო, ავადმყოფური სიტყვები.

 

აი ასეთი იდეოლოგია მოსწონს დღეს დასავლურ ელიტას  და იმათ ვინც  ნიუ დელიდან პეკინამდე, სანტიაგოდან მოსკოვამდე ფიქრობს რომ ბედნიერების პოვნა შეიძლება ამ იდეოლოგიის მიბაძვით.

ამ ამ იდეოლოგიის ბატონობის პირობებში  ვერც ერთ  ერს, ვერც ერთ სოციალურ ჯგუფს ვერ ექნება სხვა უტოპიური პროექტი.  ყველა იოცნებებს თავისი ადგილის მონახვაზე ბაზრების მონდიალიზაციაში, მეტ-ნაკლებად მდიდარ, თავისუფალ,  დამპყრობელ მომთაბარეებს შორის. … »

 

 ამას წერს 1943 წელს დაბადებული სახელგანთქმული ფრანგი ინტელექტუალი, მწერალი და მოღვაწე და დღვანდელობის ერთ-ერთი შემოქმედი  ჟაკ ატალი

//Jacques Attali,რომელიც1981-1991 წლებში იყო საფრანგეთის პრეზიდენტის საგანგებო მრჩეველიც, რომელმაც დაარსა  რეკონსტრუქციის და განვითარების ევროპული ბანკი და ვინც იყო ამ ბანკის პირველი პრეზიდენტი…და ა.შ. და ა.შ.

თქვენ წაიკითხეთ  ფრაგმენტი ამ დიდი ფიგურის წიგნისა  « ძმობები ახალი უტოპია » //Jacques Attali Fraternités Une nouvelle utopie, Fayard,1999,გვ.25-26//.

მოკლედ მე,ყველაფერი, ყველგან, ეხლავე და არა ღმერთი, მოყვასი, ხალხი, სამშობლო, ქვეყანა, აი ასეთია დღევანდელი ჰიპერულტრაინდივიდუალიზმის, როგორც თვითონ ბატონი ატალი ამბობს ეგოისტური ინდივიდუალიზმის თუ ჭირვეული ცინიკური აუტიზმის //გვ.25// დევიზი.

კაცობრიობა გაიყო ნიჰილისტ ეგოისტ ინდივიდუალისტურ ელიტარულ ჯგუფებად და ხალხად რომელიც შიშით ელის პროფესორი თენგიზ სიგუას ტანკით მორიგ  გამოვარდნას თუ ჯიხადისტი ტერორისტის გამოჩენას

 

ეხლა მოვუსმინოთ იმ ევროპელებსაც ვისაც არ მოსწონს სწორედ ასეთი დღევანდელობა.

 

http://www.lemonde.fr/idees/article/2011/03/26/la-tyrannie-de-l-individu_1498940_3232.html

 

არის 1939  წელს რკინის ფარდის უკან, ბულგარეთში დაბადებული ცვეტან ტოდოროვი // Tzvetan Todorov//. პარიზში სწავლის შემდეგ ის  დარჩა იქ და გახდა  ცნობილი მეცნიერი-იდეათა ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, ლინგვისტი, სემიოლოგი, მოკლედ პატივცემული ინტელექტუალი.

 

 

 

 

 

ის ეხლა შეშფოთებულია იმით რომ  ტოტალიტარიზმის ათწლეულებს შემდეგ  ჩვენმა ხანამ გააჩინა ახალი მონსტრი: ლაგამახსნილი, აღვირახსნილი ინდივიდუალიზმი რომლის ბატონობაც  საზარალოა საზოგადოებისთვის.

ფრანგული გაზეთი LE MONDE | 26.03.2011

Tzvetan Todorov

ინდივიდის ტირანია// La tyrannie de l’individu//

ხელისუფლება ლეგიტიმური რომ იყოს არაა საკმარისი იმის ცოდნა  თავისუფალი არჩევნებით იყო ის დაპყრობილი თუ სახელმწიფო გადატრიალებით.

ისიც უნ ვიცოდეთ თუ როგორ ხორციელდება ეს ხელისუფლება, რისთვის და როგორ იყენებენ მას.

 

უკვე სამასიოდე წლის წინ მონტესკიემ

// Montesquieu//  ჩამოაყალიბა ჩვენი მსჯელობის სახელმძღვანელო წესი:

ვერანაირი უსაზღვრო ხელისუფლება ვერ იქნება ლრგიტიმური,  დაწერა მან.

მეოცე  საუკუნის ტოტალიტარიზმებმა ჩვენ განსაკუთრებით მგრძნობიარენი გაგვხადა სახელმწიფოს უსაზღვრო ხელისუფლების მიმართ. ამ სახელმწიფოს შეუძლია ყოველი მოქალაქის ყოველი მოქმედების გაკონტროლება.

ევროპაში ეს რეჟიმები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში  ჩვენ უკმაყოფილოები ვართ როდესაც სახელმწიფო ერევა სასამართლოს საქმეებში 

// affaires judiciaires// ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ცხოვრებაში ვინაიდან ამან შეიძლება მოსპოს ხელისუფლებისათვის დადგენილი ყოველგვარი  საზღვარი…

 

მიუხედავად ამისა მარტო სახელმწიფოს არა აქვს ხელისუფლება საზოგადოების შიგნით.

21-ე საუკუნის დასაწყისში სახელმწიფომ დაკარგა თავისი პრესტიჟის დიდი ნაწილი, მაშინ როდესაც  საფრთხედ იქცა ზოგი ინდივიდის თუ ინდივიდთა  ზოგი ჯგუფის ხელში არსებული ხელისუფლება.

ეს რჩება შეუმჩნეველი ვინაიდან ეს ხელისუფლებს  თავს ილამაზებს თავისუფლების ლამაზი სახელით. თავისუფლება ყველას უნდა.

ინდივიდუალური თავისუფლების მნშვნელობა უფრო და უფრო იზრდება და საზოგადოებრივი, ეროვნული ინტერესების და კეთილდღეობის დამცველები დღეს არქაულებად ჩანან.

 

 

იოლად ვხედავთ თუ როგორ მოხდა  ეს გადატრიალება აღმოსავლეთი ევროპის ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში.

დღეს იქ ეჭვის თვალით უყურებენ კოლექტიურ ინტერესს.

 წინა რეჟიმმა თავის საზიზღრობათა დასამალად  კოლექტიური ინტერესი იმდენად ხშირად ახსენა რომ  დღეს აღარავინ უყურებს სერიოზულად ამ ინტერესს. კოლექტიურ, ეროვნულ, საზოგადოებრივ ინტერესში ხედავენ  პირმოთნეობა-ორპირობის ნიღაბს  // masque hypocrite//.

 

 

 

მაგრამ თუ კი ქცევის ერთადერთი მამოძრავებელი ძალაა ხეირის, მატერილური მოგების ძიება და ძალაუფლების წყურვილი,  თუ კი არსებობის კანონებია  ულმობელი, დაუნდობელი ბრძოლა და ყველაზე უნარიანის, ყველაზე ღონიერის გადარჩენა მაშინ უნდა შევწყვიტოთ ლამაზი ლოზუნგების ძახილი და  ღიად უნდა ვთქვათ რომ ვცხოვრობდ ჯუნგლის და არა ცივილიზებული საზოგადოების კანონების შესაბამისად.

ბედისადმი ეს მორჩილება ხსნის ხსნის იმას თუ რატომ გადაიქცნენ ასე იოლად კომუნისტური პარტიების იერარქები გამოჩენილ ულტრალიბერალებად.

 

 

 

 

 

 

//  საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  სვერდლოვსკის საოლქო კომიტეტის პირველ მდივანს, უღრმესად პატივცემულ ბორის ელცინსაც სულ არ გაუჭირდა თავისი ქვეყნის დედაქალაქის ტანკით დანგრევა. ის დღემდე ითვლება დიდ ლიბერალად//.

.fr/actualite-france/2013/07/15/01016-20130715ARTFIG00435-les-francais-jugent-la-societe-minee-par-l-individualisme.php

გრანგული გაზეთი Le Figaro

ფრანგები თვლიან რომ ინდივიდუალიზმი აუძლურებს და ასუსტებს  საზოგადოებას

15/07/2013

Credoc-ის ეხლახანს გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად  ფრანგების აზრით სოციალური  კავშირი და  ერთიანობა არაა კარგ მდგომარეობაში.

10 ფრანგიდან 8 ფიქრობს რომ საფრანგეთში სოციალურ და ეროვნულ ერთიანობას არღვევს ადამიანთა ინდივიდუალისტური ქცევა.

ცხოვრების პირობების კვლევის ცენტრი Credoc-ის ეხლახანს  გამოქვეყნებული გამოკვლევა ამბობს რომ სამი წელია ფრანგები ფიქრობენ რომ ისინი ცხოვრობენ დაშლილ-დაქუცმაცებულ საზოგადოებაში.

გამოკითხულთა უმრავლესობის //32%// აზრით სოციალურ ერთობას პირველ რიგში  არღვევს ინდივიდუალიზმი.

16% ამის მიზეზად ასახელებს დისკრიმინაციებს,11%-სიღარიბეს.

http://www.nonfiction.fr/article-8232-entretien__malaise_dans_la_democratie_avec_jean_pierre_le_goff.htm

ENTRETIEN – Malaise dans la démocratie, avec Jean-Pierre Le Goff

[jeudi 31 mars 2016 – 14:00]

2016 წლის 31 მარტი

 

არის 1949 წლის 22 მარტს დაბადებული ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი და სოციოლოგი ჟან-პიერ ლე გოფფ // Jean-Pierre Le Goff//.

მისი ნაშრომები ეხება საზოგადოების ევოლუციას, განსაკუთრებით 1968 წლის მაისის პარადოქსებს,  საწარმოში მენეჯერული სიტყვის ილუზიებს,  სამუშაო საათებში სტრესს და ტანჯვას, და ა.შ.

ის უპირატესობას ანიჭებს «დროის ატმოსფეროს» // air du temps //, იდეების,წარმოდგენათა ფორმების და ღირებულებათა ცვლილების ანალიზს.

 

 

 

მან გამოაქვეყნა პოლემიკური წიგნი Malaise dans la démocratie //  « გასაჭირი დემოკრატიაში »//.

ის აქ ხსნის უქეიფობას და გასაჭირს ჩვენს დემოკრატიულ საზოგადობებებში.

 

გველაპარაკება ჟან-პიერ ლე გოფფ // Jean-Pierre Le Goff// :

 

ძვრის ორი გადამწყვეტი ფაქტორია  1960-1970-ანი წლების « კულტურული რევოლუცია», უფრო ზუსტად ის რასაც მე ვუწოდებ 1968 წლის მაისის

 « შეუძლებელ მემკვიდრეობას » და 30 დიდებულის // Trente glorieuses// დასასრული მასობრივი უმუშვრობის განვითარებასთან ერთად.

 

 დიდი ხნის მანძილზე უსწორებდნენ ანგარიშს  მთელ ჰუმანისტურ და რესპუბლიკურ მემკვიდრეობას, დასავლეთის ისტორია დაჰყავდათ მის ყველაზე ბნელ ფურცლებზე  და სცხადებდნენ რომ დასავლეთია პასუხისმგებელი კაცობრიობის ყველა უბედურებაზე.

68 წლის შემდგომი აზრის მთელი  მიმდინარეობა სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებს თვლის მარტო ბატონობის ფენომენებად და გონების, გონიერების საზარალოდ აფასებს, აქებს და ადიდებს  ლაგამახსნილ, აღვირახსნილ, თავაშვებულ სუბიექტურობას….

 

 

შეიძლებოდა გვეფიქრა რომ  ეს ანგარიშსწორება შეესაბამებოდა ერთგვარ  « განწმენდას»,« კათარზისს», რომელმაც გარკვეულ დროს შესაძლებელი გახადა დაფიქრება ბიუროკრატიათა უსაქციელობაზე, ძველ მორალიზმზე, ეთნოცენტრიზმზე, ნაციონალიზმზე, ქსენოფობიაზე და შოვინიზმზე…

მაგრამ სინამდვილე რომ ვთქვათ ამ ანგარიშსწორებამ შავ დღეში ჩააგდო ჩვენი ქვეყნის და ევროპული ცივილიზაციის დამახასიათებელი მთელი პოლიტიკური და კულტურული მემკვიდროება.

ამას დაემატა მასობრივი უმუშევრობა  რამაც გამოიწვია მოსახლეობის ნაწილის სტრუქტურული ანტროპოლოგიური, ინდივიდუალური თუ სოციალური რღვევა.

საეჭვო გახდა პროგრესის იდეაც.

დემოკრატია კი გახდა განუსაზღვრელობა-გაუბედაობის// indétermination//, კულტურული რელატივიზმის, ადამიანის უფლებათა ანგელოზურ ხედვაზე დაყვანილი უხერხემლო // invertébrée// გახსნილობის სიმბოლო.

ამავე დროს ინსტიტოტები უფრო და უფრო ითვლებოდნენ მარტო უფლებების მომცემ და სამსახურის გამწევ ორგანიზმებად.

1960-70-ან წლებში გაბატონდა რელატივიზმი და « კარგი ტონის » ცინიზმი.

ცნობილი ფრანგი ინტელექტუალი ჟილ ლიპოვეცკის // Gilles Lipovetsky// აზრით ჩვენ შევედით სიცარიელის ხანაში //Ère du vide// რომელიც ხასიათდება გულგრილობა-ინდიფერენტულობით და ნარცისიზმით…იდელოგიური ზეიმურობა შეცვალა იუმორისტულმა, მასხარაობის ფორმამ.

სწორედ ამ  სიცარიელის და აღვირახსნილი ინდივიდუალიზმის ხანაში  გაჩნდა დომინანტური ვაჭრული მოდელი// modèle marchand, იყიდება ყველაფერი  ქალები, ადამიანის ორგანოების, ბრიტანეთის დედოფლის ნიფხვის, ამერიკელი მწერალი ტრუმენ კეპოტის ძვლების ჩათვლით…//.

 

 ამ ახალ ინდივიდუალიზმს დაემყნო « კლიენტი მეფის» ფიგურა, მენეჯერმა და კომერციულმა შეცვალა მუშის და ინჟინრის ფიგურები.

იმან რასაც ვუძახით ნეო-ლიბერალიზმს, იზეიმა 1970-80-ანი წლების ტეხილზე, კომუნიზმის, სოციალიზმის, ნაციონალიზმის დიდი იდეოლოგიების დასასრულის შედეგად გაჩენილ სიცარიელეში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

უფრო ღრმად კი ეს სიცარიელე გააჩინა ღრმა დაეჭვებამ ჩვენს ისტორიაში და ჩვენს ეროვნულ და ევროპულ ისტორიაში //ეხლა, ჩვენს თვალწინ საფრანგეთის პრეზიდენტობა უნდა ვინმე მაკროს რომელიც საფრანგეთს აცხადებს დამნაშავე ქვეყნად, ამბობს რომ ფრანგული კულტურა არ არსებობს და რომ მას არ უნახავს ფრანგული ხელოვნება. საფრანგეთის ისტორიის და ეროვნული მემკვიდრეობის ამდენად აბუჩად ამგდები ადამიანის გაპრეზიდენტება სიცარიელის ხანასაც მოანატრებს უბედურ კაცობრიობას, ეხ ბალზაკ,ეგზიუპერი, ეხ მატის…, რა ტყუილად გიწვალიათ…//.

ინდივიდის განთავისუფლება არის დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთი საფუძველი, მაგრამ  ამ პროცესის უკიდურესობამდე მიყვანა არღვევს წონასწორობას და ართულებს ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობას.

 

ჩვენ უნდა ვიყოთ შესული კავშირების გაწყვეტის ხანაში, რასაც აქვს პარადოქსული შედეგი:

ულტრაინდივიდუალიზმი იწვევს ფრანგული საზოგადოების კომპარტიმენტიზაციას //compartimentation//, მის  დაშლას პატარა ერთეულებად.

ფრანგები უფრო და უფრო იკეტებიან  პატარა თემების თუ მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების //intérêts communautaires et catégoriels// ინტერესების უკან.

// ულტრაინდივიდუალიზმის ბატონობის პირობებში სოლიდარობის ადამიანური ატმოსფეროს ნახვა უფრო ადვილია პატარა წრეებში//.

ეს გაუწონასწორებლობა და ჩაკეტილობა არის ძველი ვალდებულებების დასუსტების და უარყოფის შედეგი.

 

ეს ვალდებულებები ადამიანებს სწერდნენ საზოგადოებებში…

მე-19 საუკუნის ამერიკული საზოგადოების მკვლევარმა ტოკვილმა// Tocqueville//  კარგად დაინახა რომ პირადი ცხოვრების სფეროში ჩაკეტვის ტენდენცია, რაც ახასიათებს დემოკრატიულ ინდივიდუალიზმს, ადრე  კომპენსირებული იყო  ასოციაციების, სხვადასხვა კოლექტივის ქსელით და საზოგადოებრივი აზრის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით  რომლებიც სწერდნენ ადამიანებს საზოგადოებაში და აცნობდნენ მას ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს.

ეს რეალობები დაასუსტა მოხმარების და სიამოვნება-დროსტარებათა საზოგადოებამ

// la société de consommation et des loisirs// რომელმაც შექმნა უფრო ჰედონისტური ახალი მენტალობა.

ადამიანთა ყურადღების ცენტრში მოექცა კერძო, პირადი, ინდივიდუალური ბედნიერება. მათ უკვე ნაკლებად აინტერესებდათ ქვეყნის, ერის, ხალხის კეთილდღეობა.

1968 წლის მაისის კულტურული რევოლუცია ეწერება ამ ახალ ვითარებაში;

ამ რევოლუციის გმირები რადიკალურად აკრიტიკებდნენ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს და მოითხოვდნენ უკიდურესობამდე მიყვანილ ავტონომიას.

//ფაშისტო ფაშისტო ძახილით დევნიდნენ შარლ დე გოლს და ითხოვდნენ უსაზღვრო სექსუალურ თავისუფლებას.

 

 

 

 

 

 

შეუტიეს ოჯახსაც,ქ ორწინება მეტისმეტად ხანგრძლივი პროსტიტუციაა და პროსტიტუცია ხანმოკლე ქორწინებააო, იყვირეს 1968 წლის პარიზული მაისის ლიდრებმა ..// « Le mariage est la prostitution de très longue durée, et la prostitution un mariage de courte durée »,Henri Arvon, Le Gauchisme, Presses Universitaires de France,1974,p.58//. ოღონდ მიეღოთ უსაზღვრო სექსუალური თავისუფლება  და საკუთარი მშობლებიც და წინაპრებიც კი გამოაცხადეს   მეძავებად და მსიძავებად//.

ამ გაუწონასწორებლობას 1970-ან წლებში დაემატა კრიზისი, მასობრივი უმუშევრობა, რამაც უბიძგა ჩაკეტილობისკენ.

ამას კიდევ დაემატა წარსულის იდეოლოგიების // კომუნიზმის, სოციალიზმის, ნაციონალიზმის…// და ტრადიციული აქტივობის კრიზისი.

 

სწორედ ამ ახალ ვითარებაში გამოცოცხლდა გულმოწყალე  და ჰუმანიტარული ქველმოქმედება, დაიწყეს ყველაზე ბეჩავ-ღატაკებისთვის დახმარების გაწევა.

დღეს მსოფლიო იმდენად ქაოტურია და მომავალიც იმდენად ქაოტური ჩანს რომ პოლიტიკოსები ვეღარ ახერხებენ ამ ქაოსის მოთოკვას და მოუწოდებენ ხალს ამ ქაოსთან საჩქაროდ ადაპტაციისკენ.

ქვეყანა დაქანცა მოდერნისტულმა სირბილმა წინ რომელსაც განასახიერებს სახელგანთქმული ლოზუნგი « ცვლილება ეხლაა // « Le changement c’est maintenant »//

მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ცვლილება მუდამ აქაა გიჟურ სირბილში უმნიშვნელო და რეგრესიული ადაპტაციისკენ.

 

 

 

 ის რასაც ვუწოდებ  « უფორმო ხელისუფლებას» //« pouvoir informe »//  ცურავს  ყველაზე პრობლემატურ ევოლუციებზე  და ვერ გვიჩვენებს გარკვეულ მომავალს.

ეს უფორმო ხელისუფლება და მოდერნისტული სირბილი წინ აბნევს და სტრესს უჩენს ადამიანებს.

უკვე წლებია რაც არის უფორმო ხელისუფლება  და დაქუცმაცებული საზოგადოების მოდერნისტული სირბილი წინ.

ამ სამყაროში რომელსაც არა აქვს სტრუქტურის შემქმნელი ღირებულებები და არ ჩანს რამდენადმე გარკვეული მომავალი ადამიანები იკეტებიან პირველად თემებში, ოჯახში,კლანში, ეთნოსში, ერთმორწმუნეთა თემში. ისინი ასე ცდილობენ თავის გადარჩენას.

 

 

კულტურადაკარგული ინდივიდუალიზმი მჭიდროდაა დაკავშირებული კულტურულ რელატივიზმთან.

ეს რელატივიზმი ექსტრემალური ფორმით გამოიხატება უხერხემლო კულტურული გახსნით რაც თავის მხრივ გამოიხატება განმაიარაღბელი კითხვით:

 « და რატომ არა? »  საკუთარი მე-ს ცენტრში მომქცევი და ფესვებიდან მოგლეჯილი ინდივიდუალიზმის ფონზე საკუთარ ეროვნულ კულტურას და ევროპულ ცივილიზაციას შეიძლება გაუთანაბრო მსოფლიოს ყველა კულტურა რომელთაც აქვთ მსოფლმხედველობა, ღირებულებები,ქცევები რომლებიც განსხვავდება ჩვენი ქვეყნის კულტურისგან და ევროპული ცივილიზაციისგან.

 

 

 

ცივილიზაციისგან, ისტორიისგან მოწყვეტილი აბსოლუტური ავტონომიის ილუზიით შეპყრობილის აზრით  მსოფლიოს ყველა ადამიანი ასე თუ ისე იზიარებს ერთსა და იმავე ღირებულებებს.

მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა ისლამისტური ტერორიზმი.

ეს გაუგებარი და მოუნელებელია მისნაირებს შორის მცხოვრები ინდივიდუალისტისთვის რომელიც ყველაფრის ცენტრში აყენებს საკუთარ მეს.

მისთვის  რადიკალური ისლამიზმი და ტერორიზმი არის არსაიდან გამოჩენილი არაადამიანური ბარბაროსობა.

მაგრამ ამ მხეცობამ ულტრაინდივიდუალისტსაც კი დაანახა რომ  რადიკალური კულტურული რელატივიზმი საეჭვო რამეა, რომ  მსოფლიოს ყველა ხალხი არ იზიარებს იმას რაც ჩვენთვის არის დემოკრატიული ღირებულებები.

 

 

მაგრამ რაც არ უნდა იანგელოზონ, რაც არ უნდა ილაპარაკონ უნივერსალურ ძმობაზე და რაც არ უნდა უარყონ კულტურათა და ცივილიზაციათა მრავალფეროვნება  ფაქტი ისაა რომ გვყავს მტრები რომლებსაც უნდათ ჩვენი მოსპობა….

განმანათლებლების იდეალებთან დაკავშირებული დაფიქრებული და კრიტიკული უკანდახევა, მსჯელობის ავტონომია  ჩვენი ევროპული მემკვიდრეობის არსებითი მონაპოვრებია.

მაგრამ მეოცე საუკუნის მსოფლიო ომებმა, შოამ,ტოტალიტარიზმებმა, კოლონიალიზმმა სერიოზულად დააყენა ეჭვს ქვეშ ეს მემკვიდრეობა.

დიდად დაეჭვდნენ იმაში აქვს თუ არა ჩვენს კულტურას განმანთავისუფლებელი უნარი.

ამან გააჩინა საკუთარი ევროპული კულტურული მეობის დაუფასებლობა.

 

 

// დარვინი ბოლოს ამბობდა რომ ცივილიზებული რასები ახლო მომავალში მოსპობენ ველურ რასებს და დაიკავებენ მათ ადგილს. ცივილიზებულ რასებში ის გულისხმობდა ევროპელებს. ასეთი ქედმაღლობის დრო თითქოს აღარაა//

ჩვენი მემკვიდრეობის მხსნელი კრიტიკული ანალიზი მოითხოვს გარჩევას, გადარჩევას და არა ამ მემკვიდრეობის მოსპობას და ყველაფრის დაწყებას სუფთა ფურცლიდან.

მაგრამ დაიწყო უცნაური შახსეი ვახსეი და მონანიებები, ისტორიული ანგარიშსწორება რომელიც გაუთავებლად ხაზს უსვამს ჩვენი ისტორიის შავ ფურცლებს და ამავე დროს იკვლევს და აღიარებს მსოფლიოს სხვა კულტურებს.

დაიწყო ანგელიზმი რომელიც მსოფლიოს სხვა ხალხებს ამკობს ღირსებებით რომლებიც თითქოს გვაკლია ჩვენ.

 

 

ეკოლოგიის ერთი ფუნდამენტალისტური მიმდინარეობა ამტკიცებს რომ ეკოლოგთა წინამორბედები, პირველი ეკოლოგები იყვნენ პირველყოფილი ხალხები.

ქრისტიანობაც ვიღას ახსოვს, გატაცებული არიან ნეო-ბუდისტური სულიერების ახალი ფორმებით.

 ეს რადიკალური დაეჭვება დასავლურ კულტურაში, ეს გატაცება აღმოსავლეთით, სხვებით  ახასიათებდა 1960-ანი წლების კონტრ-კულტურას.

ბოლოს მოხდა ამ თემების ბანალიზაცია და გაჩნდა ახალი კონფორმიზმი.

ამ კონტრ-კულტურის რადიკალური ფორმა ამკვიდრებს ნიჰილიზმს  და წესიერების ისტორიული ფორმების უარყოფას.

მიცშე მე-19 საუკუნეში ევროპული ნიჰილიზმის ანალიზისას  აქტიურ ნიჰილიზმს, ნგრევისთვის მზა ძალას, განასხვავებდა პასიური ნიჰილიზმისგან რომელიც მისი აზრით არის  სისუსტის და დაქანცულობა-ქანცგაწყვეტილობის ნიშანი.

მეოცე საუკუნე თითქოს გადავიდა ნიჰილიზმის ერთი ფორმიდან მეორეზე და ბერნანოსის სიტყვები- « საკუთარი თავის სიძულვილი უფრო ადვილია ვიდრე გვჯერა »  გამოხმაურებას ნახულობს ამ ვითარებაში.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  სიკეთის სახელით მოლაპარაკე კომუნისტები და თანამგზავრები  აგინებდნენ, ფაშისტებს უძახდნენ და ხშირად სპობდნენ ანტიკომუნისტ არაკომუნისტებს.

დიდმა ინტელექტუალმა  ჟან პოლ სარტრმაც კი ბრძანა რომ ყოველი ანტიკომუნისტი ძაღლია//Sartre lui-même n’hésitait pas à déclarer : « Tout anticommuniste est un chien. »//…

 

1960 წლების ბოლოს და 1970-ანი წლების დასაწყისში  მსოფლიოს  ორ ბანაკად დაყოფა განაგრძეს მაოისტების, ტროცკისტების და სხვათა პატარა ჯგუფებმა.

კარგები ცხადდებოდნენ ანტიფაშისტებად, ცუდები-ფაშისტებად.

//გამსახურდია ოროვინციელი ფაშისტიაო,იღრიალა 1991 წელს პროფესორმა თენგიზ სიგუამ და საბჭოთა ტანკით დაანგრია საქართველოს დედაქალაქი, ესეც თავისებური ტრადიციის ელემენტია//.

 

ეხლა სხვანაირი მორალიზმია.

ის აღარ ეყრდნობა ტოტალიტარულ იდეოლოგიას და კომპარტიულ-ჩეკისტურ სტრუქტურებს.

 

კომუნიზმიც და სოციალისტური დოქტრინაც დალეწილია, დღევანდელ მორალისტებს კი დარჩათ რაღაც ძველი რეფლექსები მაგრამ მათი მორალიზმი არაა ტოტალიტარული ამ ცნების მკაცრო მნიშვნელობით.

დღევანდელი მორალიზმი ზოგი თავისი ასპექტით თითქოს ტოტალიტარიზმის სრულიად საწინააღმდეგო რამეცაა.

ის იცავს დემოკრატიას, ინდივიდს, მრავალფეროვნებას, შემწყნარებლობის ღირებულებებს და ადამიანის უფლებებს.

// ასეთი შემწყნარებელი ლიბერალი  ირინა სარიშვილი დარბოდა და  პირზე დუჟმომდგარი ითხოვდა საქართველოს პრეზიდენტის გაუსამართლებლად ლიკვიდაციას//.

 

აი ასეთი არატოტალიტარული, ნაზი და შემწყნარებელი ახალი მორალიზმი წყევლის და შეაჩვენებს ეხლა თავის მოწინააღმდეგეებს.

 

ეს ახალი მორალიზმი გამოვიდა  ბოდიში « კულტურული მემარცხენეობიდან »

//« gauchisme culturel  »/,  რომელიც 1968 წლის მაისში ოჯახს აცხადებდა გრძელვადიან პროსტიტუციად და მოითხოვდა საკუთარი შვილების დახოცვის, აბორტის უფლების მაქსიმალურ თავისუფლებას//.

// ეხლა გაჩაღებულია ბრძოლა სწორედ ასეთ ბოდიში კულტურულ მემარცხენეობასთან  და ასეთ ბოდიში კეთილგონიერებასთან, ვნახოთ რა მოხდება.//

 

დიდი პრობლემაა მასობრივი უმუშევრობაც…

სამუშაო არაა უბრალო რამე. ის ადამიანს აძლევს საკუთარი შრომით  ღირსეულად არსებობის, მატერიალური უსაფრთხოების მოპოვების საშუალებას. სამუშაოს ადამიანი გამოჰყავს მარტოობიდან და იზოლაციიდან. ის სწერს ადამიანს კოლექტივში, საზოგადოებაში.

სამუშაო  ადამიანს აძლევს სასოზაგოდებისთვის  სარგებლობის მოტანის საშუალებას.

უმუშევრობა კი ადამიანს ტოვებს მარტო დღევანდელი ქაოტური და მოძალადე ჯგუფების თარეშის ასპარეზად ქცეული სამყაროს ყველა უბედურების პირისპირ.

უმუშევრობა ხურავს ახალგაზრდათა ჰორიზონტს, აძლიერებს ახალგაზრდების სხვებზე დამოკიდებულებას და ახანგრძლივებს მოზარდობა-ყმაწვილობის გარდამავალ პერიოდს.

უმუშევრობა აბრკოლებს და აყოვნებს ახალგაზრდის სრულწლოვან პასუხისმგებელ მოწიფულ ადამიანად გადაქცევას.

ასეთ ახალგაზრდას ეზიზღება საზოგადოება რომელშიც ის ვერ პოულობს თავის ადგილს.

ანუ იზრდება თაობები რომელთაც ეზიზღებათ თავისი საზოგადოება….

 

ამას ემატება ოჯახების რღვევა, დაშლა,გაყრა და ამის თანმხლები დრამები.

მასობრივი  უმუშევრობა ხელს უწყობს კადამიანთა შორის კავშირების გაწყვეტას, საკუთარ თავთან  და სხვებთან ურთიერთობის გაუარესებას.

 

არის კრიზისი// კიევიდან ჩამოსული « ფიმენის » გომბიოები ჯერ-ჯერობით მარტო წელზევით ტიტვლდებიან და ისე არბევენ ევროპის ულამაზეს კათედრალებს წირვის დროს, მღვდლების და მლოცველთა თვალწინ.//

 

ამ უბედურების მოწმეები რა თქმა უნდა დაეძებენ რელიგიურობის ახალ ფორმებს.

ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს  რელიგიური ადამიანობა  იზიდავს და ხიბლავს ნეო-ბუდიზმიც და ნეო-წარმართობაც.

 

ნეო-ბუდიზმი ეყრდნობა ბუდისტურ სულიერებას, თუმცა არ იზიარებს ბუდისტურ მსოფლმხედველობას მთლიანად.

ძალადობით სავსე ქაოტური დღევანდელობით შეძრული და  დაბნეული ადამიანი საშველს ეძებს მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიებში, ანტიკურ, ძველ სიბრძნეებში, მისტიციზმში, ჩნდება ყველაფერი ამის უცნაური ნარევები // ძველი ქრისტიანული ტრადიციის ქვეყნებში გაჩნდა ნეო-შამანიზმიც//.

 

ნეო-ბუდიზმი პასუხობს  ზოგი სოციალური კატეგორიის  ახალი ინდივიდუალისტური მენტალობის საჭიროებებს.

მისი თემაა ტანჯვა და  ეკონომიკური, სოციალური, ფინანსური,პოლიტიკური  კრიზისების , მასობრივი უმუშევრობის და ჯიხადისტების შემოსევის პირობებში ტანჯვა საკმაოდ ჩვეულებრივ რამედ გადაიქცა.

 

ბუდიზმში არაა ტრანსცენდენტური ღმერთის რწმენა და ეს იზიდავს დღევანდელ  იულტრაინდივიდუალისტებს  რომლებიც ყოველგვარ ტრანსცენდენტურობას განიცდიან როგორც მათი უძვირფასესი მე-ს დაჩაგვრას.

საჯარო სივრცეში განსაკუთრებით ჩანს ტიბეტური ბუდიზმი:

თითქოს გაგიჟებული დღევანდელობის შემყურეებს ის წარუდგება როგორც თერაპია რომელიც გარკვეული ვარჯიშების მეშვეობით იძლევა ტანჯვისგან განთავისუფლების, სიმშვიდის და ბედნიერების მოპოვების საშუალებას.

პოპულარული გახდა  სხვადასხვანაირი მედიტაციის სტაჟები.

 

ასოციაციები  სტრესით გატანჯული მენეჯერებისთვის, ექიმებისთვის, ყველა სიმშვიდის მაძიებლისთვის  აწყობენ სემინარებს, აძლევენ მათ რჩევებს..

ძალიან სიმპატიური ნეო-ბუდიზმი ერთგვარი გამოსავალია  დღევანდელობით გადარეულებისთვის მაგრამ ასეთი რამეები გვიჩვენებს იმას რომ ბევრ დღევანდელ ევროპელს და ამერიკელს დაავიწყდა ევროპული და ამერიკული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის აზრი და მნიშვნელობა…

 

მოკლედ, მეოცე საუკუნის მსოფლიო ომებმა, რევოლუციებმა, ტოტალიტარიზმებმა და მუტრუკულმა პერესტროიკებმა ბევრი ადამიანის თვალში გააუფასურა ევროპული და საზოგადოდ დასავლური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და ცარიელ ადგილს ისიც საუკეთესო შემთხვევაში იკავებს მოდერნიზებული აზია, ნეო-ბუდიზმი, ნეო-შამანიზმი…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s