რას კითხულობენ ევროპელები -6,

Résultat de recherche d'images pour "jacques attali fraternités une nouvelle utopie"

 

 

 

Fraternités : Une nouvelle utopie par Attali

 

რას კითხულობენ ევროპელები 6,

რაზე ფიქრობენ

 

ბატონი ჟაკ ატალი //Jacques Attali// გვეუბნება რომ კაცობრიობას შიძლება მოუწიოს ყველაფერი ამის გადატანა და მზად უნდა ვიყოთ..

 

 

 

ამას წერს 1943 წელს დაბადებული სახელგანთქმული ფრანგი ინტელექტუალი, მწერალი და მოღვაწე და დღვანდელობის ერთ-ერთი შემოქმედი  ჟაკ ატალი

//Jacques Attali,რომელიც1981-1991 წლებში იყო საფრანგეთის პრეზიდენტის საგანგებო მრჩეველიც, რომელმაც დაარსა  რეკონსტრუქციის და განვითარების ევროპული ბანკი და ვინც იყო ამ ბანკის პირველი პრეზიდენტი…და ა.შ. და ა.შ.

თქვენ წაიკითხეთ  ფრაგმენტი ამ დიდი ფიგურის წიგნისა  « ძმობები ახალი უტოპია » //Jacques Attali Fraternités Une nouvelle utopie, Fayard,1999,გვ.25-26//.

 

 

მონდიალიზაცია, დემოკრატია

 

მოდური თეორიის თანახმად ბაზრის მონდიალიზაციას მოყვება დემოკრატიის მონდიალიზაცია.

ისტორია გვასწავლის რომ  ბაზარს დასამკვიდრებლად სჭირდება დემოკრატია და დემოკრატიას განვითარებისთვის სჭირდება ბაზარი.

ერთსაც და მეორესაც აძლიერებს გამჭვირვალება რომელსაც ამკვიდრებენ  კომუნიკაციის ახალი საშუალებები.

საუკუნეა რაც დემოკრატიათა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოხმარების საზოგადოების პროგრესმა დასავლეთში დაამხო ბოლო დიქტატურები. ჯერ ესპანეთში და საბერძნეთში, შემდეგ  ლათინურ ამერიკაში, შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში…

ხვალე მაჰმადიანური ქვეყნების ახალგაზრდობა შეარყევს დიქტატურებს.

კვე ინდონეზიაში სტუდენტებმა შეაზანზარეს დიქტატურა, ალჟირში მისი ხალხის, პირველ რიგში მისი ქალების და ქალიშვილების გმირული წინააღმდეგობა ამარცხებს ექსტრემისტულ სიგიჟეს.

ასე ხდება მთავარ მაჰმადიანურ თეოკრატია ირანშიც.

დარწმუნებული ვარ რომ საბოლოო ანგარიშით მაღრიბიდან ირანამდე, პაკისტანიდან  ბანგლადეშამდე, სირიიდან ერაყამდე,  ეგვიპტიდან ინდონეზიამდე  ინტეგრისტული კარკასი ვერ გაუძლებს მაჰმადიანი ახალგაზრდობის სწრაფვას დემოკრატიისკენ და მოხმარებისკენ.

მალე მსოფლიოს დიდი ნაწილი გაეხსნება თანამედროვეობას, დიდი კულტურა გადაიქცევა მშვიდობის წყაროდ და თავის წვლილს შეიტანს მსოფლიოს პროგრესში // მაგრამ დღეს ვხედავთ რომ დაუფიქრებელმა ბურჭულაობამ ერაყი და სირია აქცია ნანგრევებად და ერაყში ხდება ქრისტიანთა გენოციდი//.

 

15 წელიც არ იქნება გასული და ბაზრის პროგრესი გააღვიძებს ჩინელ და აფრიკელ მომხმარებლებსაც.

ზოგი ფიქრობს რომ ეკონომიკური და პოლიტიკური ლიბერალიზაციის პროცესი, ბაზრების მონდიალიზაცია, გამოიწვევს დემოკრატიის მონდიალიზაციასაც.

 

მაგრამ ჩემის აზრით, სამწუხაროდ, არაფერი მსგავსი არ მოხდება.

ეს « ისტორიის დასასრული » , არ იქნება ისევე როგორც არ იყო ის « ისტორიის დასასრული » რომელზეც ლაპარაკობდა ჰეგელი ნაპოლეონის გამარჯვების შემდეგ.

 

ეს არ  მოხდება ერთის მხრივ იმიტომ რომ ობსკურანტიზმის და დიქტატურის საკეთესო მოკავშირეებად კიდევ დიდხანს დარჩებიან სიღატაკე, უმუშევრობა, დიპლომირებულთა არასაკმარისი დასაქმება.

მეორეს მხრივ კი იმიტომ რომ  მონდიალიზაციის მათ სასარგებლოდ მაორგანიზებელი ბაზრების გამრავლება შესძრავს  და მოგუდავს დემოკრატიას.

 

დემოკრატიების სულის შეხუთვა //étouffement des démocraties //

ბაზარმა იმისთვის რომ შესძლოს ფუნქციონირება  დაიწყო საზღვრების გარღვევა, მას სჭირდება  გავრცელება, საკუთარი ზრდის ორგანიზება, ახალი სივრცეების გახსნა თავისთვის.

დემოკრატიამ კი, პირიქით, უნდა დაიცვას ტერიტორია რომელზეც ისაა დამკვიდრებული.

მეტიც, საზღვრების შეძვრით ბაზარი რესურსებს მიმართავს იქითკენ სადაც  დაბეგვრის წესი //fiscalité// უფრო მომგებიანია მისთვის.

ბაზარი ერებს აძალებს ბაზრის მოთხოვნებისთვის შესაფერისი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას.  და მათი  ფულის კურსზე, // taux de change// და გადასახადების აკრეფაზე, კომერციულ ბალანსზე და სოციალურ პოლიტიკაზე კონტროლის დაკარგვას.

საბოლოო ანგარიშით როდესაც  დიდ საწარმოთა მთავარი ნაწილი  დაექვემდებარება რამოდენიმე მსოფლიო ჯგუფის კონტროლს ყოველი მთავრობა დაკარგავს               სახელმწიფო სამსახურების // services publics // შენარჩუნება-განმტკიცების //maintenir// უფლებას.

ამ მთავრობებს დაეკისრებათ  ერთნაირი დამოკიდებულება სულერთია რომელი მოქალაქეობის მქონე  და სულერთია რომელ ენაზე მოლაპარაკე  პირების საკუთრებაში მყოფი კლინიკების, უნივერსიტეტების, სკოლების  და სულერთია რომელი მოქალაქეობის მქონე  და სულერთია რომელ ენაზე მოლაპარაკე  კინორეჟისორების, გამომცემლების, ტელევიზიების მიმართ.

// მოკლედ მთავრობები დაკარგავენ ქვეყნის ეროვნული კულტურებისთვის პრიორიტეტის მინიჭების უფლებას//.

თუ კი რომელიმე  ქვეყანა დააპირებს თავისი ავტონომიის შენაჩუნებას  დამოუკიდებელი  ფისკალური, საგადასახადო //fiscale// პოლიტიკის გატარებით ან უარს იტყვის  უცხოელთა საკუთრებაში მყოფი სკოლების დაფინანსებაზე  ბაზარი მას მაშინვე დასჯის კაპიტალთა მოძრაობით. : კაპიტალების მონდიალიზაცია უზრუნველყოფს ბაზრის მიერ ყოველი დემოკრატიის დამარცხებას //გვ.41-42//.

 

შექცევადობა-რევერსიულობა,//réversibilté//, სიმყიფე-მერყევადობა // fragilité //

 

ბაზრის და დემოკრატიის საერთო პრინციპია  არჩევანის თავისუფლება ყველა სფეროში : პოლიტიკური პროგრამების, კანდიდატების, მოხმარების ობიექტების, როგორც პატრონისთვის ისე მუშა-მოსამსახურთვის შრომის ფორმების არჩევანის თისუფლება. პიროვნული თავისუფლეა ყველა შემთხვევაში.

ეს შეჯიბრის, კონკურენციის მონაწილეებს უბიძგებს მათი კლიენტებისთვის, მომხმარებლებისთვის თუ ამომრჩევლებისთვის  მუდამ ახალი რამის შეთავაზებისკენ.

ეს ხელს უწყობს არსებულის დასუსტებას. .

სიახლე ხდება ხარისხის კრიტერიუმი. .

თავისუფლება მაშინ  ხორციელდება უფრო და უფრო სწრაფად. სისწრაფე იქცევა წესად.

ეს მერყეობა უფრო და უფრო დაასუსტებს პოლიტიკურ ვითარებებს, სოციალურ ურთიერთობებს, პროფესიულ მიღწევებს,  სენტიმენტალურ ურთიერთობებს.

დაზარალდებიან უფრო სუსტები.

და პირველ რიგში ბავშვები.

ღარიბ ქვეყნებში ათობით მილიონი 10 წლის ბავში ცხადდება სრულწლოვან ადამიანად.

მდიდარ ქვეყნებში ბავშვი დარჩება თავისუფლების და სიახლის სიმბოლოდ, სილამაზის კრიტერიუმად. …

ბავშვი გადაიქცევა მოხმარების პროდუქტად.

ოდესმე მშობლებს შესთავაზებენ განსაზღვრული ნიშან-თვისებების მქონე ერთ ან რამოდენიმე ბავშვს…

მონდიალიზაცია ნაადრევად დააბერებს ბავშვებს.

ბავშვებს უფრო და უფრო დააკლდებათ ბავშვობა, ის უნიკალური დრო როდესაც ყოველი ადამიანი არის თავისუფალი და თავს გრძნობს დროებით უპასუხისმგებლო, სხვების მიერ დაცულ, სხვების ხრუნვით გარემოცულ არსებად.  დრო როდესაც სხვები ნაზები არიან მის მიმართ, უყვებიან მას ისტორიებს, ასწავლიან მას მორალს და თავისუფლების საზღვრებს.

 

გართობა და მოგზაურობა

 

ვერც ერთი ცივილიზაცია ვერ გასძლებს დიდხანს თუ აზრს და  მნიშვნელობას არ მისცემს ძალისხმევას და არ გაამათლებს  დროის მდინარებას.

მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაზე კონცენტრირებულ და და მერყევს და ცვალებადს შორის მოყანყალე ბაზარს ეს  უფრო და უფრო ნაკლებად შეუძლია.

ამის შესანიღბად ბაზარმა მისი წევრები  არ უნდა დააფიქროს უაზრობაზე, უნდა გაართოს ისინი.

ბაზარი და გართობა-აი მონდიალიზაციის დევიზი.

ის უწყვეტად, სულ უნდა იყოს ემოციური, მელოდრამატული, მანიქევლური,

« ნუგეში როგორც უაზრო, უმიზნო საქმიანობის საშინელი ზღვა », წერდა უკვე ალფრედ დე მიუსე,…

 

მდიდართა ბუნკერები

 

ბაზრის თანდათანობითი  გაძლიერება და დემოკრატიის დასუსტება  გაართულებს სოლიდარობის მექანიზმების მოქმედებას და შენარჩუნებას.

 

ბაზარი და დემოკრატია არის კოლექტიური გადაწყვეტის 2 პროცესი რომელთა შედეგებიც შეიძლება კონფლიქტური იყოს :

ბაზრისთვის სოციალური ოპტიმუმი მიღწეეულია მაშინ როდესაც ყოველი ადამიანი იქცევა ეგოისტურად ;

დემოკრატიის თანახმად კი  კოლექტიური ვითარება იდეალურია მაშინ როდესაც უმცირესობა ემორჩილება უმრავლესობის გადაწყვეტილებას.

ანუ ბაზარი სჯის ღარიბ უმცირესობებს და დემოკრატია სჯის მდიდარ უმცირესობებს. //გვ.44//.

 

როდესაც მოქმედებს დემოკრატიის წესი  რაღაც გადაწყვეტილებით დასჯილ უმცირესობებს შეიძლება ჰქონდეთ  სიტყვით და დარწმუნებით უმრავლესობის ნაწილის თავის მხარეზე გადაყვანის და ამით თავისი საქმის მოგების იმედი.

მაშ, არის ექსცესებისგან თავის დაზღვევის რაღაც გარანტია.

მაგრამ ბაზრის იდეოლოგიამ  შეიძლება უბიძგოს მდიდარ  და მოუთმენელ უმცირესობებს საკუთარი ინტერესების უმრავლესობის ინტერესებზე უფრო მაღლა დაყენებისკენ, დემოკრატიული ინსტიტუტების არაფრად ჩაგდებისკენ.

მაშინ ყველაზრ მდიდრები უარს იტყვიან  განაწილებით საპენსიო სისტემების დაფინანსებაზე რათა დააჩქარონ მარტო მათთვის სასარგებლო საპენსიო ფონდების შექმნა.

მდიდარი უბნები   უარყოფენ უმთავრესად ღარიბი მუნიციპალიტეტების მიერ უზრუნველყოფილ უსაფრთხოებას.

 გაჩნდება  მდიდართა ბუნკერები რომლებსაც ეყოლებათ საკუთარი დაცვა

მდიდარი  რეგიონები, ძირითადად დედაქალაქები  და პორტები  უარყოფენ  საგადასახადო, ფისკალურ სოლიდარობას //solidqrité fiscale//  ნაკლებად მდიდარ რეგიონებთან  და გაჩნდება სეცესიის საფრთხეც.

 ქვეყნის თუ ქალაქის მდიდარ მცხოვრებთა ჯგუფები გამოეყოფა მოსახლეობის დანარჩენ ჯგუფებს.

ასეთ გაყრათა საბაბი იქნება რომელიმე უმცირესობის დამარცხება თავისუფალ არჩევნებში.

 

ეს უკვე ხდება

 

http://www.lefigaro.fr/international/2017/02/21/01003-20170221ARTFIG00371-etats-unis-ces-milliardaires-survivalistes-qui-craignent-l-apocalypse.php

 

ფრანგული გაზეთი Le Figaro, 21/02/2017

 

ცივი ომის ზარ-ზეიმით დამთავრების და ნობელის და ნობელის და იმანუილ კანტის თუ სახაროვის პრემიების დარიგების შემდეგ ისეთი ქაოსია რომ

აშშ-ში  ბევრი მილიარდერი ელის მთელი დღევანდელი მსოფლიოს დაქცევას.

ისინი ელიან მიწისძვრებს თუ სხვა ბუნებრივ კატასტროფებს, ტერორისტთა თავდასხმებს.ატომურ და სამოქალაქო ომებს,

ძალიან ღელავენ და შფოთავენ. აშშ-ს და მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური ავანგარდი Silicon Valley-ს  სუპერტვინებიც და სუპერქისებიც,უმდიდრესი  ტვინებიც და ფინანსისტებიც, პატრონი-გენერალური დირექტორებიც და ინვესტორებიც დაფაცურდნენ.

 

ისინი ეხლა ხარჯავენ უზარმაზარ, გიჟურ ფულს და უცხოეთში აგებენ ბუნკერებს რათა გადაურჩნენ მოსალოდნელ პლანეტარულ-მონდიალიზებულ ქაოსს.

 

ასეთები უკვე საკმაო ხანია რაც არსებობენ როგორც შშ-ში ისე ევროპაშიც და რუსეთშიც. მათ

უწოდებენ სურვივალისტ-გადარჩენისტებს

//«survivalistes»//. ისინი საგანგებოდ დაცულ ადგილებში აწყობენ კონსერვის ქილებს, ოქროს ზოდებს, გენერატორებს, ყველა კალიბრის თოფებს…

ისინი ელიან დღევანდელი ცივილიზაციის დამხობას და ქაოსში ჩაფლობას და ემზადებიან თავისი და თავისიანების გადასარჩენად, ყველა ჯურის არამზადათა მოსაგერიებლად.

აშშ-ში უნდა იყოს დაახლოებით 10 მილიონი ასეთი survivalist-გადარჩენისტი.

ეხლა ეს პარანოია შეეყარა ზემდიდრებსაც, მათ შორის Silicon Valley-ს ტვინებსაც და ფინანსისტებსაც.

 

ეს პიროვნებები ხარჯავენ მილიონებს რათა გადასახლდნენ დედამიწის მეორე ბოლოში

ვინ არის ეს ხალხი და რომელ ქვეყნებში აპირებენ თავშესაფრის მონახვას ეს მდიდრები და რათ უნდათ მათ მდიდრული, ფუფუნებით გამორჩეული ბუნკერები აშშ-ს გარეთ?

კალიფორნიის მდიდართა უფრო და უფრო დიდ ნაწილს ხიბლავს ფანტასტიკური რომანის მსგავსი ეს უტოპია.

ეს მდიდრებიც  ელიან მიწისძვრებს და სხვა სტიქიურ უბედურებს,ეპიდემიებს,  ტერორისტების შემოტევებს, ბირთვულ და სამოქალაქო ომებს, მოკლედ მათთვის ნაცნობი და მათი საყვარელი სამყაროს დაქცევას და ეძებენ გამოსავალს და საშველს.

ისინი დედამიწის სულ სხვა კუთხეში აგებენ ცხოვრებისთვის აუცილებელი რამეებით, მათ შორის საკვები პროდუქტებით, გენერატორებით და იარაღით სავსე თავშესაფრებს სადაც შეიძლება ფუფუნებაში ცხოვრება.

აი ასეთ რამეს იკვლევს ეს დიდად საინტერესო ფრანგული გაზეთი.

——

დავუბრუნდეთ ბატონ ატალის

 

ძველად ღარიბი და ექსპლუატირებული უმცირესობები გაურბოდნენ მდიდარ ექსპლუატატორ უმცირესობებს.

ასე გაიზარდა სახელმწიფოთა რაოდენობა.

ხვალე მდიდარი უმცირესობები გაექცევიან ღარიბ უმცირესობებს.

მაშინ შეიძლება დადგეს სახელმწიფოთა შორის არსებული ყველა საზღვრის გადასინჯვის საკითხი.

უახლოეს ათწლეულებში ნაპოლეონის ომების შემდეგ ევროპაში და კოლონიზაციის შემდეგ აფრიკაში და აზიაში გაჩენილ თითქმის არც ერთ სახელმწიფოს არ ექნება ეკონომიკურად ძლიერი და დემოგრაფიულად სუსტი ჯგუფების ზეწოლის მოგერიებისთვის საკმარისი ისტორიული ლეგიტიმურობა.

გაჩნდება ფლანდრიული, შოტლანდიური, კატალონური და ა.შ. სახელმწიფოები.

ამ ახალ სახელმწიფოებში უეჭველად გაჩნდება ახალ მონსტრთა მცირე ჯგუფიც.

 

აშშ-ს შემთხვევა ცოტა სხვანაირია. ისაა ავანგარდის იმპერია, მსოფლიო ბაზრის ბატონი.

მას უფრო მდიდარი რეგიონების გამოყოფაზე მეტად დაემუქრება   ანტაგონიზმი მის სახელმწიფოებრივ გეოპოლიტიკურ ინტერესებსა და მის უმდიდრეს მოქალაქეთა გეოპოლიტიკურ ინტერესებს შორის.

 

ეს უმდიდრესი ამერიკელები თავიდან მოიშორებენ პატრიოტულ ღირებულებებს, გადაიქცევიან ახალ ელიტად. პლანეტარულ ჰიპერკლასად და მოინდომებენ მათ სასარგებლოდ თუ მათ სადიდებლად  მთელი მსოფლიოს გადაკეთებას.

მდიდარ მეწარმეთა, მსახიობ-ხელოვანთა, ინფორმაციით მანიპულატორთა, და ა.შ. ეს ახალი კლასი მიიღებს უდიდეს მოგებას.

ამ ახალი ჰიპერკლასის წევრები ვერ მოითმენენ რომელიმე სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შეზღუდვას.

ეს კლასი უფრო და უფრო გულგრილი იქნება იმ ქვეყნების მიმართ სადაც მუშაობს. მას არ დააინტერებს ამ ქვეყნების და იქ მცხოვრები ხალხის ბედი. …

 

აშშ ვერ შესძლებს საზღვრების თაობაზე ყველა კონფლიქტის მოგვარებას, ვერ დააფინანსებს პოლიციას რომელიც შესძლებს ერთმანეთთან მეომარი ეთნოსების დაშოშმინებას.

არც აშშ და არც სხვა სახელმწიფოები არ იქნებიან დაინტერესებულნი  მრავალმხრივი ინსტანციების გაძლიერებით და დემოკრატიზაციით  და გაერო  დარჩება უაზრო ფორუმად სადაც ღარიბ-ღატაკები ყვირიან უდაბნოში.

 

სიღარიბის აფეთქება

 

ბაზრის ფუნქციაა რესურსების განაწილება როგორიც არ უნდა იყოს შემოსავლების განაწილება.

დემოკრატიის ფუნქციაა ცვალებადი უმრავლესობებისათვის მისაღები შემოსავლების განაწილება.

საზოგადოების ეგოისტური ფრაგმენტაცია-დაქუცმაცება  დაარღვევს სოლიდარობის არსებულ მექანიზმებს  და გამოიწვევს უთანასწორობათა გაძლიერებას.

იფეთქებს სიღარიბე, უფრო გავრცელდება უმუშევრობა.

ბაზრების მონდიალიზაცია გააძლიერებს წარმოების უნარს და დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი, უმუშევრები იქნებიან უსარგებლოები როგორც მუშები და როგორც მომხმარებლები.

მოხდება ქონების კონცენტრაცია უკვე ისედაც მდიდართა ხელში.

იქნება კულტურული უთანასწორობაც. ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც  მოკრძალებულ, ღარიბ ოჯახში დაბადებულ ბავშვს უფრო და უფრო   გაუჭირდება საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვედრა და მოწინავე ტექნოლოგიების დაუფლება.

 

ღარიბი სამხრეთის საუკეთესო მკვლევარები  გადადიან ჩრდილოეთის მდიდარ ქვეყნებში.

30 000 აფრიკელი მკვლევარი ცხოვრობს აფრიკის გარეთ….

 

კაცობრიობა სქემატურად გაიყოფა სამ კლასად :

  1. უზარმაზარი ქონების მფლობელ მომთაბარეთა ჰიპერკლასად.
  2. გაურკვეველი ხელფასით მცხოვრებ, გართობის და მდიდართა სამყაროში ვირტუალური მოგზაურობის მსურველ საშუალო კლასად
  3. შიმშილით რომ არ მოკვდნენ ლუკმაპურის მაძიებელ ღატაკთა კლასად.

მდიდარი ჩრდილოეთი კიდევ უფრო გამდიდრდება და ღარიბი სამხრეთი კიდევ უფრო გაღარიბდება.

 

კორუმპირებულ მთავრობათა ხელში ჩავარდნილ რეგიონებში იქნება რესურსების ფლანგვა და გავრცელებას განაგრძობს აბსოლუტური სიღარიბე.

 

დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს დღეში 1 დოლარით. 2040 წელს ამ უბედურთა რაოდენობა გაორმაგდება…

 

ღარიბთა უმრავლესობა იქნება  უმართავი მეგალოპოლისების განაპირას ქოხმახებში მცხოვრები მარტოხელა დედები….

 

ბაზრის დიქტატურა

 

თუ კი შეუძლებელი იქნება მონდიალიზაციის დემოკრატიული მართვა ბევრი მოინდომებს მონდიალიზაციის მთლიანად უარყოფას.

ღარიბ ქვეყნებში ხელისუფლება მიმართავს პროტექციონიზმს, ააგებს ულმობელ პოლიციურ სისტემებს,  ბაზრის წინააღმდეგ დემოკრატიის დაცვის მომიზეზებით გასრესენ უმცირესობებს, გაყრიან უცხოელებს და იქნება სწორედ ბაზრის დიქტატურა.

 

ბაზრის დიქტატურა უკვე არის  სინგაპურში და ჩინეთში.

 

ბევრი მოინდომებს მათ მიბაძვას.

 

უფრო განვითარებულ ქვეყნებში სადაც დემოკრატია იმდენადაა დამკვიდრებული რომ არაა ადვილი მისი შეყევა ახალი ტექნოლოგიები უკვე ბაზარს და არა სახელმწიფოს მისცემენ მოქალაქე მომხმარებლების დამორჩილების საშუალებას

მონაცემთა ბანკებს ეცოდინებათ ყველაფერი ამ მოქალაქე მომხმარებლებზე.

მოქალაქე მომხმარებლებს უთვალთვალებენ,მოუსმენენ, ყველაფერი ეცოდინებათ ყველაზე.

//გვ.49//.

 

ყველა იძულებული იქნება დაიცვას რაღაც სოციალური ნორმა რაც  აუცილებელი იქნება სოციალური სტატუსის შსანარჩუნებლად.

ამისთვის შესაძლებელი იქნება  ჯანმრთელობის მდგომარეობის და ცოდნის დონის შემმოწმებელი ინსტრუმენტების ყიდვა.

იყიდი და შენ თვითონ შეამოწმებ თუ რამდენად ავადმყოფი და დებილი ხარ.

 

ვინც არ დაიცავს მაგ ნორმას ვერ გადაიხდის მკურნალობის თუ სწავლის საფასურს.

 

თვითონ  გააკონტროლებ  შენ თავს. ეს დაიცავს თავისუფლების გარეგნულ ნიშნებსაც და ნორმისადმი მორჩილებასაც.

 

ძალადობა და ომი

 

ვერც დემოკრატია და ვერც ბაზრის კანონი ვერ დაიცავს ადამიანს ძალადობისგან.

უკვე მეოცე საუკუნეში, დემოკრატიის და ბაზრის გავრცელების მომენტში,  ომებში და სასაკლაოებში დაიღუპა 150 მილიონზე მეტი ადამიანი.

ეს ხდებოდა საბაზრო დემოკრატიის ქვეყნებშიც.

თუ კი მონდიალიზაცია მოხდება ისე როგორც მე აღვწერე  მომავალ საუკუნეში მეტი დაიღუპება.

 

ადამიანები ულმობელ კონფლიქტებში ერთმანეთს დაგლეჯენ ვაჭრობის მონდიალიზაციის, ეკონომიკათა ერთმანეთზე დამოკიდებულების,პლანეტარულ საწარმოთა გაჩენის,ეკონომიკური საზღვრების გაქრობის მიუხედავად.

ამდენი გვამების და ამდენი სისხლის ნახვით გაბეზრებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყურადღებას აღარ მიაქცევენ ამას.

 

შეიარაღებული ბანდები ღამ-ღამობით დედამიწის უამრავ ადგილას დახოვენ დედაბრებს და ბერიკაცებს უბრალოდ იმიტომ რომ ისინი განსხვავებულები არიან…

 

სამხრეთის ქვეყნებში იქნება სამოქალაქო ომები ერთი და იგივე ერის შიგნით….

აფრიკაში თითქმის ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაურჩება სამოქალაქო ომს….

აზიაშიც ყველგანაა ეს საფრთხე.

კარაჩიშიც, შუა აზიის დედაქალაქებშიც, ყურის მონარქიებშიც.

 

იქნება დავა საზღვრების ლეგიტიმურობის თაობაზე.

იქ სადაც არის ძველი დემოკრატია, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, თვითგამორკვევა გამოიწვევს მშვიდობიან სეცესიებს.

სხვაგან იქნება ომები და სისხლი.

სფრიკაში და თურქეთში დაჯიჯიგნიან ერთმანეთს.

ყოფილი საბჭოთა კავშირიც განაგრძობს ნგრევას// ბატონმა ატალიმ ალბათ არ იცის რომ საქართველოს ანგრევენ ნობელის პრემიის ლაურეატი აკადემიკოსი სახაროვის საკონსტიტუციო პროექტის შესაბამისად//….

 

იქნება ომები წიაღისეულისთვის, ნედლეულისთვის, წყლის  თუ ენერგიის წყაროებისთვის, ნაყოფიერი მიწებისთვის….

იქნება მდიდრების და ღარიბების შეტაკებათა სხვა ტიპებიც.

 

შეიძლება იყოს ჩრდილოეთის და სამხრეთის, მექსიკის და გვატემალას, დასავლეთ ევროპის და რუსეთის, იზრაელის მის მეზობლებთან,მაღრიბის და ევროპის  ომები…

 

ზოგი უკვე ამბობს რომ აშშ სათავეში უნდა ჩაუდგეს  «  ალიანსს დემოკრატიისთვის »  რომელიც შეცვლის ნატოს. ეს იქნება თავდაცვითი ალიანსი ჩინური სამყაროს პირისპირ.

ამ ალიანსში შევა ყველა განვითარებული ქვეყანა რომლებსაც დაემატებიან ლათინური ამერიკა და ინდოეთი

ალიანსს ექნება გადაწყვეტილებათა კვალიფიცირებული უმრავლესობით მიღების მექანიზმები რაც უზრუნველყოფს ფორმალური დემოკრატიის პატივისცემას აშშ-სადმი ფაქტიური მორჩილების პირობებში….

იქნება კონფლიქტები შუა აზიის და ციმბირის ბუნებრივი რესურსებისთვის და ა.შ….

 

ბატონი ატალის აზრით გამოსავალია ოცნება, უტოპია და ოცნების რეალიზაცია //ამაზე ცოტა ხანში//

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s