საზოგადოება და არა ჯუნგლი

13-ThomasPiketty-Getty.jpg

German conservatives are destroying Europe with austerity, says economist Thomas Piketty

The French academic says Germany has failed to learn from history

საზოგადოებაობა უნდათ და არა მხეცებით თუ ტანკით თბილისის მნგრეველი პროფესორებით და კალაშნიკოვიანი  კინემატოგრაფისტებით   სავხე ჯუნგლი

რას კითხულობენ,რაზე ფიქრობენ-8 ევროპელები, სოლიდარული ეკონომიკა

 

დღევანდელობაა სახელმწიფო ხარჯების შემცირება, სამუშაო ადგილთა შემცირება, ხელფასების, პენსიების შემცირება და ყველაფრის გაძვირება.

ამას ქვია ხელმომჭირნეობის,მკაცრი ეკონომიის  პოლიტიკა// ფრანგულად  politique de rigueur, politique d’austerité//.

 

სიმკაცრე ხელმომჭირნეობის პოლიტიკა მოითხოვს გადასახადების ზრდას, სახელმწიფო ხარჯების შემცირებას დეფიციტის შემცირების მიზნით.

http://www.allodocteurs.fr/actualite-sante-quand-l-austerite-tue-les-grecs_15484.html

 

აი ეს კლავს ბერძნებს.

სიმკაცრე-ხელმომჭირნეობის 8 გეგმის და ხელფასების  და სოციალურ დახმარებათა მკვეთრად შემცირების შემდეგ  საბერძნეთში 35%-ით გაიზარდა თვითმკვლელობათა დონე.

ეხლახანს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად  ხელისუფლებამ სწრაფად უნდა გაიგოს თუ რა გავლენას ახდენს ეს პოლიტიკა ბერძნების მენტალურ, ფსიქიურ ჯანმრთელობაზე.

 Léa Galanopoulo, 03/02/2015

როდესაც სიმკაცრე-ხელმომჭირნეობის პოლიტიკა // l’austérité// კლავს ბერძნებს

საბერძნეთის სახელმწიფო  ვალის კრიზისის საპასუხოდ 2011 წლიდან ერთმანეთს მიყვება სიმკაცრე-ხელმომჭირნეობის გეგმები და ბერძნები ავად გახდნენ.

მათი სასოწარკვეთილება გამოიხატა თვითმკვლელობათა რაოდენობის მესამედით გაზრდით.

3 თებერვალს British Medical Journal-ში გამოქვეყნდა ბერძენ და ამერიკელ მკვლევართა გამოკვლევა რომელიც იკვლევს ბერძენთა ყოველთვიური თვითმკვლელობების სტატისტიკას 1983-2012 წლებში 2008 წლიდან სიმკაცრე-ხელმომჭირნეობის გეგმებთან დაკავშირებულ მოვლებთან 

: თანაფარდობით.

.

 

30 წელში თვითმკვლელობის დონე ყველაზე დიდი იყო 2012 წელს.

2011 წლის ივნისში  სიმკაცრე-ხელმომჭირნეობის ახალ ზომებზე გადასვლას მოყვა თვითმკვლელობათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

გამოკვლევის თანახმად 2011 წლის ივნისში საბერძნეთის მთავრობამ //მმართველმა ელიტამ// გამოაცხადა  სიმკაცრე-მომჭირნეობის მორიგი ზომები რაც გულისხმობდა მოხელე-ფუნქციონერთა ხელფასების შემცირებას და სოციალური  დახმარების შესუსტებას.

ანუ პოლიტიკურმა ელიტამ ზურგი შეაქცია თავის ამომრჩევლებს და მოქალაქეებს და ამან იმოქმედა როგორც ჩანს ყველაზე მეტად თვითმკვლებოთა რაოდენობის ზრდაზე.

ამ  პერიოდში თვითმკვლელობათა რაოდენობა გაიზარდა 35,7%.-ით.~

 

2012,  შავი წელი

 

მკვლევართა თანახმად  სახელმწიფო ხარჯების შემცირების, ხელმომჭირნეობის პოლიტიკის ყოველ ეპიზოდს საბერძნეთში მოყვებოდა თვითმკვლელობათა ტალღა.

2008 წლის ოქტომბერში ბერძნული რეცესიის დაწყებიდან  მამაკაცების თვითმკვლელობათა რაოდენობაა გაიზარდა 13,1%-ით.

უარესი მოხდა 2012 წლის აპრილში, მას შემდეგ რაც ათენის მოედანზე თავი მოიკლა სასოწარკვეთილმა პენსიონერმა მოხუცმა.

ამან შესძრა საბერძნეთი.

სწორედ 2012 წლის მაისში და  ივლისში გაიზარდა თვითმკვლელობათა რაოდენობა ისე როგორც ეს არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში…

 

სიმკაცრე-ხელმომჭირნეობის, სახელმწიფო ხარჯების შემცირების დაჟინებული 8 გეგმის შემდეგ საბერძნეთის მოსახლეობის მესამედმა დაკარგა სოციალური დახმარება და დაცვა.

გაღატაკებული, უმუშევრად დარჩენილი ბერძნები ვეღარ ზრუნავენ თავის ფსიქიურ თუ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზეც…

 

საბერძნეთის მთავრობის ასეთი შესანიშნავი პოლიტიკის შედეგად 2013 წელს დეპრესიაში ჩავარდნილ ბერძენთა რაოდენობა გაიზარდა 272%-ით.

 

გამოკვლევის თანახმად  საბერძნეთის

ხელისუფლების ასეთმა პოლიტიკამ სტრესით გატანჯა ამ  ხელისუფლების მიერ უპატრონოდ მიტოვებული ბერძნები.

 

მკვლევარები გვეუბნებიან რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმას თუ რა ცუდ გავლენას ახდენს ადამიანების მენტალურ, ფსიქიურ ჯანმრთელობაზე   სახელმწიფოს მიერ სიმკაცრე ხელმომჭირნეობის პოლიტიკის გატარება, სახელმწიფო ხარჯების შემცირება, სახელმწიფოს მიერ მის მოქალაქეთა ბედის ანაბარად, უპატრონოდ დატოვება.

მკვლევარები აზუსტებენ რომ  თვითმკვლელობათა რაოდენობის ზრდა ეკონომიკური კრიზისის შედეგად უკვე შეიმჩნეოდა სხვა ქვეყნებში  რომლებმაც განიცადეს ბიუჯეტის მსგავსი შზღუდვა.

ასე იყო, მაგალითად, ესპანეთში.

მკვლევარები ამას გარდა ამბობენ რომ პოლიტიკოსები  ფრთხილად უნდა ელაპარაკონ მათი პოლიტიკით გატანჯულ მათ მოქალაქეებს.

 

2013 წელს ბერძენთა მესამედი უმუშევარი იყო.

უმუშევარი იყო 65 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანთა 60%.

დღეს ბერძენთა ნახევარი ცხოვრობს სიღარიბის ზღურბლზე უფრო დაბლა.

ეეხ, სოლონ, თემისტოკლე, სოკრატე, პლატონ…, ვის ხელში ჩავარდა თქვენი ხალხი…

 

წყარო  : The impact of economic austerity and prosperity events on suicide in Greece : a 30-year interrupted time-series analysis. C. Branas et al. British Medical Journal Open, 3 février 2015. doi:10.1136/bmjopen-2014-005619

 

 

 

1971 წელს დაბადებული ფრანგი ეკონომისტი Thomas Piketty ამბობს რომ გერმანელი კონსერვატორები ანგრევენ ევროპას მკაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის, austerity-ის პოლიტიკით.

ისაა  სოციალური მეცნიერებების მაღალი სკოლის // l’École des hautes études en sciences sociales (EHESS// კვლევათა ხელმძღვანელი და ეკონომიკის დოქტორი, ეკონომიკურ უთანასწორობათა მკვლევარი სპეციალისტი.

მან დაწერა ბესტ-სელერი  « კაპიტალი 21-ე საუკუნეში » // Le Capital au XXIe siècle// . გაიყიდა ამ ნაშრომის მილიონზე მეტი ეგზემპლარი. რამაც Thomas Piketty გადააქცია ეკონომიკური მეცნიერების ახალ ვარსკვლავად.

 

Dominique de Villepin-მა 2005 წელს მას მიანდო  ლონდონის  School of Economics -ისთვის მეტოქეობის გაწევის უნარის მქონე ახალი საუნივერსიტეტო ინსტიტუტის, პარიზის ეკონომიკური სკოლის // L’École d’économie de Paris//  შექმნა.  

Thomas Piketty 2006 წლის ბოლოდან გახდა ამ სკოლის პირველი დირექტორი.

 

.

http://www.independent.co.uk/news/world/europe/german-conservatives-are-destroying-europe-with-austerity-says-economist-thomas-piketty-1

 

ინგლისური  Independendent, Monday 6 July 2015 ,

ეკონომისტი Thomas Piketty ამბობს რომ გერმანელი კონსერვატორები ანგრევენ ევროპას მკაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის, austerity-ის პოლიტიკით.

ფრანგი აკადემიკოსი ამბობს რომ გერმანიამ ვერაფერი ისწავლა ისტორიიდან.

მსოფლიოს ეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკონომისტი ამბობს რომ  გერმანელი კონსერვატორები  თავისი ცარიელი მკაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობით სპობენ ევროპას.

ბესტსელერის ავტორმა ფრანგმა აკადემიკოსმა Thomas Piketty-მ თქვა რომ ანგელა მერკელმა ვერ ისწავლა ისტორიის გაკვეთილები.

ეს ვერ გააბედნიერებს ვერც საფრანგეთს, ვერც გერმანიას და, მით უმეტეს, ვერც ევროპას,” უთხრა აკადემიკოსმა გერმანულ გაზეთ Zeit Online-ს როდესაც მას კითხეს პოლიტიკაში მკაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის ბატონობის შესახებ.

«  მე ბევრად უფრო მეშინია რომ კონსერვატორები, განსაკუთრებით გერმანიაში,  ანგრევენ ევროპას და ევროპულ იდეას იმიტომ რომ მათ დაივიწყეს  ისტორია”.

Thomas Piketty-მ თქვა რომ ადრე სხვა ქვეყნებმა გერმანიასაც აპატიეს მისი ვალები და ამან უნდა განსაზღვროს გერმანიის დამოკიდებულება ბერძნული კრიზისის მიმართ….

ბევრი პოლიტიკოსი უჭერს მხარს ადამიანების, მათ შორის ბერძნების, ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობის გამანადგურებელ მკაცრი ეკონომიის, მკაცრი ხელმომჭირნეობის პოლიტიკას.

მაგრამ  მაკროეკონომისტების უმრავლესობას ეს რომ ეს პოლიტიკა საზიანოა.

მაკროენომიკის ცენტრმა //  Centre for Macroeconomics//  შარშან აპრილში გამოუშვა მიმოხილვა რომელშიც აჩვენა რომ  მაკროეკონომისტთა ორი მესამედის აზრით  მკაცრი ეკონომია-ხელმომჭირნეობის პოლიტიკას არაფერი კარგი არ მოუტანია დიდი ბრიტანეთისთვის.

საფრანგეთის მთავრობამ ბოლო დღეებში შეარბილა თავისი დამოკიდებულება საბერძნეთის ვალის მიმართ, გერმანიამ კი, პირიქით, თავისი პოზიცია გააძლიერა მას შემდეგ რაც გამოცხადდა რეფერენდუმი კრედიტორების მიერ შემოთავაზებული გარიგების თაობაზე.

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ემანუილ მაკრომ

გამოითქვა შიშებიც რომ  შეიძლება გამეორდეს ვერსალის სამშვიდობო შეთანხმება  და რომ ეს არ მოხდეს აუცილებელია პოლიტიკურ მოლაპარაკებათა მალე განახლება.

ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულება იყო დრაკონული შეთანხმება რომელიც  გერმანიას ფააძალეს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.

ბევრი ისტორიკოსის აზრით ამით გერმანელთა აღშფოთებამ და ეკონომიკურმა ზარალმა  ხელი შუწყვეს ადოლფ ჰიტლერის აღზევებას მეორე მსოფლიო ომის წინ.

 

აი ასეთი არაადამიანობის ხანაშია აუცილებელი სოლიდარული ეკონომიკა

 

 

 

http://www.lemonde.fr/idees/article/2006/09/21/manifeste-de-l-economie-solidaire_815378_3232.html

 

ფრანგული გაზეთი MONDE | 21.09.2006,

სოლიდარული ეკონომიკის // l’économie solidaire// მანიფესტი

 

10  კონკრეტული წინადადება  დაპირებებით სავსე მესამე სექტორის//“tiers-secteur”// გსნსავითარებლად.

თუ კი ყველა გააქტიურდება შეიძლება შევქმნათ  მრავალი  სამუშო ადგილი რომელთა დელოკალიზაციაც შეუძლებელია // non délocalisables//, ყველასთვის სასარგებლო სამსახურების და სოციალური კავშირის შექმნა.

მარტო მოგება-მოხვეჭა და ხეირი ვერ იქნება ეკონომიკური საქმიანობის ერთადერთი მიზანი.

დღეს ეკონომიკა ქმნის შთამბეჭდავ სიმდიდრეს რომელიც ძალიან უსამართლოდაა განაწილებული.

ის აჩენს სიღარიბეს და ზოგჯერ ადამიანთა გარიყვა-მარგინალიზაციას.

ის არ სცნობს კოლექტიურ საჭიროებებს რომლებიც მისი აზრით არაა საკმარისად რენტაბელური.  

მარტო მოგება-ხეირის მსურველი ეკონომიკის პირობებში ადამიანების მომავალი, შემოსავალი, მათი როლი ქვეყაბაში დამოკიდებულია ფინანსური იმპერატივების სახელით მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

შეგვიძლია თუ არა სამუშაოს, სოციალური კავშირების და ერთიანობის და დემოკრატიის ღირსეული და ძვირფასი სამკუთხედის აღდგენა?

მივცემთ თუ არა უფრო სუსტებს თავისი შრომით ღირსეულად ცხოვრების საშუალებას?

ჩვენ დარწმულები ვართ რომ ყველაფერი ეს შესაძლებელია.

ჩვენ ვფიქრობთ რომ სოლიდარული ეკონომიკა არის  საზოგადოებაზე გაბატონებული ვაჭრული ინდივიდუალიზმისთვის წინააღმდეგობის გამწევი ძალა.

რა არის სოლიდარული ეკონომიკა?

ესაა სხვანაირად, ჩვეულებრივისგან განსხვავებულად  წარმოების, მოხმარების, გამოყენების, დაზოგვის  და გადაწყვეტის ათასობით ლოკალური ინიციატივის გამაერთიანებელი მოძრაობა.

სოლიდარული საწარმოები სხვა საწარმოთა მსგავსად იბრძვიან ბაზარზე და ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ კონკურენციაში გამარჯვების უნარი.

მაგრამ მეტი, სოლიდარული საწარმოები სამუშაოს აძლევენ  გარიყულ, მარგინალიზებულ ან ამის საფრთხის წინაშე მდგარ ადამიანებს.

სოლიდარული საწარმოები უზრუნველყოფენ კოლექტიურ სერვის-სამსახურებს რათა ადამიანებმა შესძლონ ერთად უკეთესად ცხოვრება.

 

სოლიდარულეკონომიკას მხარს უჭერენ შერეული წყაროები :

კლიენტების მიერ გადახდა, ეროვნული და ლოკალური დახმარებები, მოხალისეთა საქმიანობა.

სოლიდარული ეკონომიკის ზოგი საქმე კარგადაა ცნობილი:

ბინები გარიყულებისთვის, ხალხური განათლება, პიროვნებებისთვის დახმარების გაწევა. გადამუშავება, ბუნებრივი გარემოს დაცვა.

მაგრამ გაჩნდა ახალი საქმეებიც. საზოგადოებაში ჩართვა ეკონომიკური შრომით. ეს სამუშაოს აძლევს დიდი ხნის უმუშევრებს.

სოლიდარული ეკონომიკა ამიერიდან სამუშოს აძლევს 250 000300 000 კაცს.

 

სამართლიანი კომერცია // commerce équitable// ეხმარება მესამე სამყაროს წვრილ მწარმოებლებს, და ა.შ.

სოლიდარული ეკონომიკა არის ყველგან სადაც უნდათ საერთო, საზოგადო კეთილდღეობა და არა ძლიერი დაუნდობელი ტიპის გამდიდრება ირგვლივ ყველას გაძარცვით.

სოლიდარული ეკონომიკა არის ორი  ტრადიციის, მუშათა მოძრაობის და სოციალური ეკონომიკის

// ურთიერთდახმარების საზოგადოებები, კოოპერატივები, ასოციაციები// ასული.

მათ უნდათ თავისუფალ და  უფლებრივად თანასწორ ადამიანთა საზოგადოება.

სოლიდარული ეკონომიკა სიახლოვის ეკონომიკაა, მისი სამუშო ადგილების დელოკალიზაცია შუძლებელია. ის ვრცელდება…

 

 

 

  1. მოქალაქეებო, იცხოვრეთ სოლიდარულად, ჩაებით ადამიანზე და ბუნებრივ გარემოზე მზრუნველ საქმიანობებში.

მიმართეთ სამართლიან კომერციას

// commerce équitable// რომელიც ,წარმოებლებს უხდის მათი ნაწარმის სამართლიან ფასს.

ამჯობინეთ მოკლე გზა მწარმოებლიდან მომხმარებლამდე// ჭამეთ გორის ვაშლი და არა ბრაზილიიდან ჩამოტანილი რაღაცა//.

მიმართეთ  სამსახურებს და საწარმოებს რომლებიც სამუშაოს აძლევენ  გარიყვის საშიშროების წინ მდგარ ადამიანებს თუ ხეიბრებს.

თქვენს დანაზოგ-გადანახულს მიეცით სოლიდარული მნიშვნელობა. დაუთმეთ თქვენი დრო ვისაც ეს სჭირდება.

  1. მოსამსახურეებო, დაზოგეთ სოლიდარულად.  2001 წლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ თქვენი ხელფასის ნაწილი მიანდოთ დიდ საწარმოებში შექმნილ  ხელფასის სოლიდარულ ფონდებს // fonds salariaux solidaires//.

ამ ფონდთა 510 %

 ინვესტირებულია სოლიდარულ საწარმოებში. ამ პროცენტში დამზოგველი პოულობს თავის საწყის კაპიტალს, მაგრამ უარს ამბობს თავის ინტერესებზე.

სოლიდარული ინვესტირების ამ უნარმა

5-ოდე წელში შიძლება მიაღწიოს 200 მილიონ ევრომდე, შეიძლება იყოს ბევრად მეტიც.  ამის პირობებია ხელფასის სოლიდარული დაზოგვის გავრცელება და მისი რეგლამენტაციის გაუმჯობესება.

 

 

  1. სტუდენტებო, გახდით სოლიდარული მეწარმეები.

ესაა გადამწყვეტი გამოწვევა: არაა საწარმოები კვალიფიცირებულ მეწარმეთა გარეშე.

 

საჭიროა კანდიდატთა მომზადება რთული ხელობისთვის. მათთვის დახმარების გაწევა მათი პროექტების განხორციელებისას.

  1. სახელმწიფო კოლექტივებო, იყიდეთ სოლიდარულად. კანონი გაძლევთ სახელმწიფო ბაზრების ნაწილის  აოლიდარული საწარმოებისთვის გადაცემის უფლებას.
  2. რეგიონებო, ხელი შეუწყვეთ სოლიდარული ეკონომიკის განვითარებას. ღქვენს კომპეტენციებშია ეკონომიკური განვითარება და სწავლა-სწავლება.

დაეხმარეთ იმათ ვისაც უნდათ რაღაცის კეთება და ნახეთ ამის შედეგები.

თქვენი ბიუჯეტის 15 % მიუძღვენით ეკონომიკურ საქმიანობას და სოციალურ და სოლიდარულ ეკონომიკას.

 

 

  1. დეპარტამენტებო, დაეყრდენით სოლიდარულ ეკონომიკას რათა გამოიყენოთ დიდად რთულ მდგომარეობაში მყოფი პიროვნებები.

ყველაფრის თანახმად ესაა რენტაბელური ინვესტიცია  სახელმწიფო ფინანსებისთვის. ეს პიროვნებები უბრუნდებიან სამუშაოს, ხდებიან სიმდიდრის მწარმოებლები და იხდიან გადასახადებსაც.

 

 

  1. ფინანსისტებო, გაბედეთ სოლიდარულ ეკონომიკაში ჩართვა….
  2. საწარმოებო, ითანამშრომლეთ სოლიდარულ ეკონომიკასთან.
  3. სოლიდარული საწარმოები პარტნიორები არიან და არა კონკურენტები. მათ ძალუძთ თქვენი სოციალურ იცხოვრებისთვის აზრის მიცემა, ტერიტორიაში ფესვის გადგმის გაიოლება. …

პროფკავშირებო, ჩაებით სოლიდარულ ეკონომიკაში. განავითარეთ ხელფასის სოლიდარული დაზოგვა საწარმოებში. დაეხმარეთ ფეხზე წამოდგომაში სოლიდარულ საწარმოებს

 

.

  1. და ბოლოს სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს სოლიდარული ეკონომიკისთვის ხელის შემწყობი გეგმა და უნდა დაიცვას ის.

ეს მე-3 სექტორი ვითარდება ექსპერიმენტით., მოხალისეების და ლოკალური ინიციატივების მეშვეობით.

მაგრამ მას სჭირდება ხანგრძლივი ეროვნული სოლიდარობაც.

ამიტომ უნდა განსაზღვროს სახელმწიფომ მოქნილი და სტაბილური იურიდიული ჩარჩო.

სახელმწიფო უნდა დაეხმაროს სოლიდარულ ეკონომიკას პიროვნებებისთვის გაწეული დახმარებით., თანადაფინანსებით.

სახელმწიფო უნდა იყოს სოლიდარული ეკონომიკისთვის განკუთვნილ დაფინანსებათა გრძელვადიანი გარანტი.

 

სიახლოვის სოლიდარული ეკონომიკის მიზანი არაა საბაზრო ეკონომიკის შეცვლა და მისი ადგილის დაკავება.

მისი მიზანია  წვლილის შეტანა ყველაზე ღატაკ-ბეჩავთა მდგომარეობის შემსუბუქებაში  და ბაზრის და სახელმწიფოს მიერ მიტოვებულ კოლექტივთა ფეხზე წამოყენებაში.

ეს მიზანია ევროპისთვისაც და მსოფლიოსთვისაც.

 

ჩვენს თანამოქალაქეებს ვისაც ეშინიათ მათი და მათი შვილების მომავლისა ვეუბნებით რომ სოლიდარული ეკონომიკა ქმნის სამუშაო ადგილებს და იძლევა დიდ იმედებს.

 

მანიფესტის სრული ტექსტი ფრანგულად არის ამ ბმულზე.

Le texte intégral du Manifeste et la liste complète des signataires peuvent être consultés sur le site www.sinvestir.org.


En savoir plus sur http://www.lemonde.fr/idees/article/2006/09/21/manifeste-de-l-economie solidaire

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s