ჰიპერსტრესი,ხელოვნების მისია

W: ვუფრთხილდეთ ჰიპერსტრესს!!!

 


პლუს-ხელოვნება და სილამაზე ასატანს ხდის მახინჯ და უსახურ სინამდვილესაც.

საბჭოთა დემოკრატების ხელში ჩავარდნილი უნდა უფრთხილდეს ჰიპერსტრესს!!!

20 janvier 2014, 20:00



 საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მიერ შექმნილი საბჭოთა დემოკრატიის მოქმედება, რევოლუციები,ტერორი,ძალადობა,ვანდალიზმი უკვალოდ არ
გადის,ის სტოვებს თავის კვალს ადამიანთა ფსიქიკაზე.
 
 
 
სტრესი და მისი გავლენა ადამიანის ქცევაზე,მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.
სტრესი არის ორგანიზმის რეაქცია ცვლილებაზე ან გარემოდან მომდინარე საფრთხეზე.
ესრეაქცია იყო და არის ადამიანთა გადარჩენის მექანიზმი.
მაგრამ მეტისმეტად ძლიერ და ქრონიკულ სტრესს  ანუ ჰიპერსტრესსა ქვს მძიმე  ფიზიკური და ფსიქოლოგიური შედეგები.ის გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზეც.
ჰიპერსტრესი არის ხანგრძლივი ემოციური ან ფიზიკური გადატვირთვის შედეგი. ჰიპერსტრესით დაავადებული ფეთქდება უმნიშვნელო წვრილმანების გამოც. ასეთი წვრილმანებიც იწვევსჰიპერსტრესით დაავადებულის მძაფრ ემოციურ რეაქციას. ცხოვრების ცოფიანი ტემპი,სამსახურის დაკარგვის მუდმივი შიში და მძაფრი კონკურენცია, ფინანსური დაძაბულება,უმუშევრობისთვის განწირულის გაუთავებელი  ბრძოლა არსებობისთვის…ყველაფერი ეს იწვევს დამადამბლავებელ თუ დამღუპველ ჰიპერსტრესს…
 
 
ჰიპერსტრესი არის თავისი ხანგრძლივობით,სიხშირით თუ ქრონიკულობით  მისი განმცდელის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის  საშიში სტრესი.
ჰიპერსტრესის განმცდელის სხეულს და ტვინს დიდი ხნის მანილზე უხდებათ ბრძოლა არსებობისთვის,გადარჩენისთვის და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ხელსუშლის,აფერხებს ორგანოების ფუნქციონირებას.
ქრონიკული სტრესის განმცდელის გულისცემა უფრო ხშირი და ჩქარია, ეს იწვევს ცახცახის,თავბრუსხვევის განცდას, გაოფლიანებას,
ამან შეიძლება გაართულოს საჭმლის მონელება, გამოიწვიოს უძილობა. ეს სიმპტომები ვლინდება გართულებებში რომლებშიც ერთმანეთს ემატება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები,წყლულები.შეიძლება გაჩნდეს კიბო,კანის ავადმყოფობები. შეიძლება მოიშალოს იმუნური სისტემა.
ჰიპერსტრესის მიერ გამოწვეულ ავადმყოფობათა სია შეიძლება გაგრძელდეს.
ეს ნამდვილად არის ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანიზაციათა საქმე და ამას ანგარიში უნდა გაეწიოს.
 
ქრონიკულმა სტრესმა ადამიანს შეიძლება უბიძგოს განმარტოებისკენ,თვითიზოლაციისკენ, ჭამაზე უარის თქმისკენ ა,განარკომანებისკენ,გალოთებისკენ.შეიძლება მას გაუჩნდეს მიდრეკილება ძალადობისკენ ან თვითმკვლელობისკენ.
ჰიპერსტრესის განმცდელი შეიძლება გახდეს ნერვიული,მოუსვენარი,ის შეიძლება ჩავარდეს დეპრესიაში.ის შეიძლება იქცეს გადაქანცულ და უძლურ არსებად.
ჰიპერსტრესის გავლენით ნერვიული და მოუსვენარი ადამიანი მუდამ შეშინებულია. ის წინასწარ განჭვრეტს უარყოფით მოვლენებს, გადაჭარბებულად წარმოიდგენს საფრთხეებს და მუდამ ფხიზლობს.
ამ აღელვებულ ადამიანს შეიძლება დაემართოს ნერვიული ავადმყოფობებიც.
ჰიპერსტრესის განმცდელი ადამიანი  ნაღვლიანია, მისი მოქმედებები და მოძრაობები შენელებულია.  ის  ნაკლებად სცემს პატივს საკუთარ თავს.,სოციალურად გარიყულია და ძალიან იღლება. მუშაობისას ის კარგავს ინტერესს შრომისადმი და საკუთარი შრომის შედეგისადმი.მას შეიძლება დაემართოს დეპრესიული ავადმყოფობები.
 
ხანგრძლივი პროფესიული თუ არაპროფესიული სტრესის განმცდელი შეიძლება დაუძლურდეს  ფიზიკურად,მენტალურად და ემოციურად.
ის თითქოს გადაიწვება,მას ემართება ის რასაც უძახიან burn-out-ს.
მას აღარ აინტერესებს თავისი შრომის  ნაყოფი,ისკარგავს საკუთარი თავის პატივისცემას.
იმას ვინც ხელს ჰკიდებს მეტისმეტად მძიმე და რთული ამოცანის გადაწყვეტას  შეიძლება დაემართოს დეპერსონალიზაციის ავადმყოფობები და  საკუთარი არასრულყოფილების განცდა.
 
ეს ემუქრება გაუთავებელი კონკურენციის და შეჯიბრის პირობებში ცხოვრებისგან სტრესის განმცდელ ევროპელს და ამერიკელს
და წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა იმას ვისაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მიერ ნაშობი საბჭოთა დემოკრატია 1985წლიდან აცხოვრებს  ყველა საშუალებებით გაუთავებელი ნგრევის,სიძულვილის,შიშის  და სისხლისღვრის ატმოსფეროში.
ფრანგული ენის მცოდნეებს ამის წაკითხვა შეუძლიათ ფრანგულადაც
.

 
Lestress et ses conséquences physiques, comportementales et psychologiques
Publié le 04 October 2012

ნიცშე- ხელოვნების ნამდვილი ამოცანა

ედვარდ მუნკის მიერ დახატული ნიცშე

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე (გერმ. Friedrich Wilhelm Nietzsche; დ. 15 ოქტომბერი, 1844 — გ. 25 აგვისტო, 1900) — XIX საუკუნის დიდი გერმანელი ფილოსოფოსი. ის წერდა კრიტიკულ წერილებს რელიგიაზე, სიკვდილზე, თანამედროვე კულტურაზე და მეცნიერებაზე მეტაფორებისა და აფორიზმების გამოყენებით.

დიდი თანამედროვე ფილოსოფოსი ნიცშე ქრისტიანობასთან მებრძოლი ფილოსოფოსი იყო და ამ ბრძოლას ჰქონდა და აქვს ძალიან ცუდი შედეგები და ამიტომ შწუძლებელი თუ არა ძალიან ძნელია მისი ყველა მოსაზრების მიღება მაგრამ მას აქვს ძალიან საინტერესო დაკვირვებებიც. აი ზოგი მათგანი.

ნიცშეს აფორიზმებიდან:

სილამაზის ხმა ჩუმად ჟღერს. ის აღწევს მხოლოდ ყველაზე მგრძნობიარე ყურებში.

           თუ მონა ხარ ვერ იქნები მეგობარი. თუ ტირანი ხარ ვერ გეყოლება მეგობრები.

               ხელოვნება ასატანს ქმნის ცხოვრების სახეს.

              სილამაზე არის ბედნიერების დაპირება. 

ნიცშე:  ხელოვნების ნამდვილი ამოცანა //ახსნილი ტექსტი//:

ხელოვნებამ უპირველეს ყოვლისა უნდა გაალამაზოს,დაამშვენოს ცხოვრება. ჩვენ თვითონ გვაქციოს სხვებისთვის ასატან არსებებად, სასიამოვნო არსებებად,თუ ეს შესაძლებელია. ამ ამოცანის მქონე ხელოვნება გვხდის ზომიერ ,თავშეკავებულ არსებებად, ქმნის თავაზიანობის და ზრდილობის ფორმებს. ის ჯერ უწესოებს და უზრდელებს აკავშირებს ზრდილობის,ჯეროვნობის, სისუფთავის,თავაზიანობის კანონებთან, ასწავლის ლაპარაკს  და საჭირო,კარგ დროს თავის გამოჩენას.

             მეტიც, ხელოვნებამ უნდა დამალოს ან სხვაგვარი ინტერპრეტაცია მისცეს იმას რაც არის უშნო და მახინჯი,მტკივნეული, შემზარავი და საზიზღარი, რომლებიც ყველა ძალისხმევის მიუხედავად  ადამიანის ბუნების საწყისების გამო მუდამ იქნება ზედაპირზე და ხილული. 

               ხელოვნება ასე ყველაზე მეტად უნდა მოქმედებდეს იმაზე რაც ეხება ადამიანის ვნებებს, სულიერ ტკივილებს, შიშებს და  ხელოვანმა გარდაუვალ და დაუძლეველი სიმახინჯეში უნდა გამოაჩინოს მისი მნიშვნელოვანი მხარე.  

              ესაა ხელოვნების უზომოდ დიდი ამოცანა, ხელოვნება რომელსაც უწოდებენ ჭეშმარიტ ხელოვნებას, ხელოვნების ნაწარმოებთა ხელოვნება  დამატებაა.  ადამიანი ვინც თავის თავში გრძნობს  გამალამაზებელი, დამმალავი,გარდამქმნელი ძალების სიჭარბეს შეეცდება ამ სიჭარბის შემსუბუქებას ხელოვნების ნაწარმოებით. გარკვეულ პირობებში მთელი ხალხი მოიქცევა ასე.  

               მაგრამ დღეს ჩვეულებრივ იწყებენ ბოლოდან. ფიქრობენ რომ მთავარია ხელოვნების ნაწარმოებთა ხელოვნება და  სწორედ ამ ხელოვნებიდან გამომდინარე უნდა იყოს ცხოვრება გაუმჯობესებული და გარდაქმნილი. ეს არაა სწორი.

                 თუ კი დავიწყებთ ჭამას დესერტით და ზედიზედ შევჭამთ ტკბილეულს მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს რომ მუცელი  გვეტკინება და აღარც მადა გვექნება კარგი,გამაძლიერებელი და დამანაყრებელი ნადიმისთვის მაშინ როდესაც ხელოვნება სწორედ ასეთი ნადიმისკენ გვიწვევს // ნიცშე, “ადამიანური,მეტისმეტად ადამიანური”//. 

                         კომენტარი: 

     ნიცშე ლაპარაკობს ხელოვნებაზე არა ჩვეულებრივი გაგებით იმიტომ რომ ის მისი გაგებით ხელოვნებას განასხვავებს  ხელოვნების ნაწარმოების შექმნისგან და ხელოვნებისგან ამ სიტყვათა ჩვეულებრივი გაგებით.  

       ხელოვნებამ უნდა გაალამაზოს ცხოვრება, დამალოს ის რა მახინჯია და ა.შ. 

          ხელოვნება ქმნის მტანჯველი,მახინჯი,უსახური,ძნელად ასატანი სინამდვილისგან განსხვავებულ,მის პარალელურ სამყაროს, ის გვაძლევს ჩვენი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მისწრაფებების,ჟინის განწმენდის,ამაღლების,სამყაროს მოულოდნელი კუთხით დანახვის,  ერთის შეხედვით უმნიშვნელო საგნების სილამაზის დანახვის, სინამდვილის გარდაქმნის საშუალებას. 

             ხელოვნების არსი ისაა რომ მას აქვს ცხოვრების გალამაზებისა და დამშვენების უნარი. ასე გაგებული ხელოვნება არის როგორც ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნა ისე ბევრი სხვა რამე //მაგალითად ადამიანთა ურთიერთობის,თანაარსებობის ხელოვნება,თავაზიანობის,მეტყველების,ქცევის,ჩაცმის,საკუთარი თავის ფლობის ხელოვნება და ა.შ.//. 

ხელოვნება არის სიცოცხლის ტკბილი დაგვირგვინება ისევე როგორც დესერტი არის ნადიმის თუ  გემრიელი სადილის ტკბილი დასასრული.

            ესაა ხელოვნების გაფართოებული განსაზღვრება. ნიცშეს, ისევე როგორც მარსელ პრუსტის თუ ბერგსონის აზრით  სიცოცხლის ესთეტიზაცია შეუძლიათ არა მარტო უფლებამოსილ და დიპლომირებულ მხატვრებს.

                   ყველა  შეიძლება იყოს პოეტი დრო და დრო მაინც. 
        ესე იგი ყველას შეუძლია სამყაროს ესთეტიკური კუთხით დანახვა,მისი მთელი სიმდიდრის აღქმა, სიცოცხლის შემოქმედებითი რესურსებისთვის ყურადღების მიქცევა.

               ხელოვნების მოწოდებაა სიცოცხლის  განდიდება.მასში ნაყოფიერებისა და მადლის ნახვა,გარკვეული თვალსაზრისით მისი გაღმერთება. ამისთვის კი არაა აუცილებელი განსაკუთრებული ნიჭი. 

            ხელოვნება ადამიანს ეხმარება ტანჯვის დაძლევაში, ტკივილის გარდაქმნაში. ხელოვნების ეს უნარი ავლენს დადებით ძალას რომელსაც ხელი უნდა შეუწყოს ყველანაირმა განათლებამ. 

             ნიცშეს აზრით,ისევე როგორც შილერის აზრით, ხელოვნება განმანთავისუფლებელი ძალაა.

ელ
http://www.hansen-love.com/article-nietzsche-la-vraie-tache-de-l-art-texte-explique-70980471.html

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s