შტაინმაიერს ეშინია, ვიფიქროთ

 

https://www.letemps.ch/opinions/2016/10/10/une-situation-pire-guerre-froide

 

მედიტაციის თემა-

« დღევანდელი საერთაშორისო ვითარება უარესია ვიდრე იყო ცივი ომის დროს», თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა Frank-Walter Steinmeier-მა, ნეტა რაში მიიღეს ნობელის და იმანუილ კანტის პრემიები მ.გორბაჩოვმა და ე. შვარდნაძემ  ?

 

 

 

 

ფრანგული  LE  TEMPS

 

შემაშფოთებელი დღევანდელობა

 

 2016 წლის 10 ოქტომბერი

 

« ცივ ომზე უარესი ვითარება»

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საგსნგაშო განცხადებები  გვიჩვენებენ რომ არაა  შეგნებული, გააზრებული სწრაფვა სამხედრო შჯახებისკენ, მაგრამ საერთაშორისო უბედური შემთხვევის საფრთხე აშკარად გაძლიერდა., ასკვნის François Nordmann.

« დღევანდელი საერთაშორისო ვითარება უარესია ვიდრე იყო ცივი ომის დროს», თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა Frank-Walter Steinmeier-მა გასულ 8 ოქტომბერს.

ამას გარდა მან განაცხადა რომ  გაეროს გენერალური ასამბლეის სესია, რომელსაც ის დაესწრო გასულ კვირაში, იყო « მის მიერ ნანახებისგან ყველაზე უარესი».

ხომ არა ვართ მსოფლიო აფეთქების წინ?

 

 

 

 

არა, გაცნობიერებული, შეგნებული გადახრა მსოფლიო ომისკენ არაა, მაგრამ როგორც აჩვენა ლონდონის სტრატეგიული გამოკვლევების  საერთაშორისო ინსტიტუტის  ბოლო ანალიზმა შეჯახებები ქვეყნებს შორის, კონფლიქტების მილიტარიზაცია, საერთაშორისო  წესრიგის დასუსტება,  მარგინალიზაცია ინსტიტუტებისა რომლებიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი ომების დაბრუნების არდასაშვებად აძლიერებს დამღუპველი შემთხვევითობის საფრთხეს.

 

ახალი დაძაბულობები აღმოსავლეთით

ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი გააძლიერეს ნატოს 4 ბრიგაის შლით გაისად რუმინეთში უნდა დააყენონ რაკეტების საწინააღმდეგო ბატარეების სისტემა. 2018 წელს იგივე უნდა მოხდეს პოლონეთში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ახალი დაძაბულობები.

 

 

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის  და აღმოსავლეთი უკრაინის ამბების  შემდეგ აღმოსავლეთი ევროპის და ბალტიის ქვეყნები თავს საფრთხეში გრძნობენ.

რუსეთი კი თვლის  რომ  ნატოს გაძლიერებული ყოფნა მის საზღვრებთან  ზეწოლაა მასზე.

ამაზე საპასუხოდ რუსეთმა გააძლიერა მისი დასავლეთის სამხედრო ოლქი.

თვითმფრინავების თუ წყალქვეშა ნავების გაუფრთხილებელი მოძრაობა შეიძლება გახდეს მძიმე საერთაშორისო ინცინდენტის მიზეზი.

აღარაა წითელი ხაზი ვაშინგტონს და მოსკოვს შორის.

1962 წლის კუბას კრიზისის  შემდეგ  «წითელი ხაზი» ვაშინგტონს და მოსკოვს შორის აადვილებდა  უშუალო ურთიერთობებს უმაღლეს დონეზე  ასეთი კრიზისების გასანეიტრალებლად.  ესლა არაფერია მსგავსი.

მეტიც, ეხლა რუსეთი უფრო იოლად ახსენებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის ხმარებას, რაც უკონტროლო  დიდ ბირთვულ ომში გადაზრდის შიშით აკრძალული იყო ცივი ომის დროს.

რუსეთის სამხედრო ძალა მოქმედებს საშუალო აღმოსავლეთში, რაც ხაზს უსვამს ევროპის მოწყვლადობას და სისუსტეს.

ძალის დემონსტრაციას უნდა მოყოლოდა გაღრმავებული დიალოგი რუსეთსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის, მაგრამ ეს ძნელი წარმოსადგენია მას შემდეგ  რაც   რუსებს და ამერიკელებს შორის შეწყდა მოლაპარაკებები სირიის თაობაზე.

ამის გამო გერმანიის მინისტრის შედარება არ ჩანს უსაფუძვლოდ.

ნაციონალისტური უკანდახევა

 

 

 

 

ბრიტანელმა ხალხმა გადაწყვიტა ევროკავშირიდან გასვლა. ამან დარტყმა მიაყენა მონდიალიზაციას და საკუთარი ინსტიტუტების მქონე მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცის აგებას, შეაფერხა  ეს.

ეს ასევე იყო საზოგადოებრივი აზრის მზარდი სექტორის პროტესტი ევროკავშირის განვითარების მიერ დაძალებული დისციპლინის და შეზღუდვების, უმუშევრობის და უკონტროლო იმიგრაციის მიერ გამოწვეული დაუცველობის, მმართველთ სისუსტის წინაააღმდეგ.

 ნაციონალისტური უკანდახევა და შიდა სირთულეები ართულებენ გარე გამოწვევებისთვის პასუხის გაცემას მაშინ როდესაც საერთაშორისო თანამშრომლობა აუცილებელია როგორც არასდროს.

გერმანიის ფერალური მინისტრი ამის მიზეზს ხედავს ამერიკის განზე გადგომაში.

 

ამერიკელები აღარ

 ასრულებენ მარეგულირებელ ფუნქციას, რასაც ასრულებდნენ ადრე და რაც ასე თუ ისე იძლეოდა საერთაშორისო  სტაბილურობის გარანტიას….

თუმცა ეს არ ხსნის ევროპას მის პასუხისმგებლობას.

 

// ევროპაში გაჩაღებული 2 მსოფლიო ომი საკმაოდ ძვირად დაუჯდა ამერიკასაც. იქნებ  ეხლა მაინც დავძვრეთ…//

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s