ირთხებსაც კი უყვართ ერთმანეთი

 

 Résultat de recherche d'images pour "frans de waal"

სახელგანთქმული  სწავლული ფრანს დე ვაალი გვეუბნება რომ პირუტყვი ყოველთვის  არაა მხეცი მაშინ როდესაც ადამიანი ხშირად  მხეცია.

ვირთხებსაც კი უყვართ ერთმანეთი და ადამიანებს რა დაგვემართა ?

 

http://www.lefigaro.fr/sciences/2011/12/08/01008-20111208ARTFIG00836-les-rats-sont-capables-d-empathie.php

ფრანგული  le Figaro, Cyrille Vanlerberghe,  ვირთხებს აქვთ თანაგრძნობა-ემპათიის უნარი, 08.12. 2011

მღრღნელებმა არ დაიშურეს ძალა თანამოძმის  გასანთავისუფლებლად ტყვეობიდან. მათ ერთმანეთს გაუზიარეს შოკოლადი.

ვირთხები სოციალური ცხოველები არიან და ყველაზე ხშირად ცხოვრობენ ჯგუფურად.

 

მაგრამ ვერავინ  ვერც  კი ფიქრობდა თუ რამდენად ალტრუისტია ვირთხა, რამდენად  უთანაგრძნობს ვირთხა  ცუდ მდგომარეობაში მყოფ თანამოძმეს.

აქამდე ფიქრობდნენ რომ ვირთხა გულგრილია  სხვა ინდივიდების მიერ განცდილი ემოციების მიმართ.

მაგრამ ბოდიში, გაირკვა რომ  ვირთხა არ გავს იმ პროფესორს რომელიც საბჭოთა ტანკს უშენს მწერალ გურამ პეტრიაშვილს.

 ფრანგი  სწავლული Jean Decety-ის ჯგუფის მიერ ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები ამას წინ გამოაქვეყნა ჟურნალმა Science.

ცდების დროს ვირთხებმა ღონე არ დაიშურეს კლიტის გასაღებად და დამწყვდეული თანამოძმე-ვირთხის გასანთავისუფლებლად.  და ეს გააკეთეს უანგაროდ, რაიმე ანაზღაურების გარეშე.

 

ტესტების დაწყებამდე ვირთხები 2 კვირის განმავლობაში  დამწყვდეული ყავდათ წყვილ-წყვილად.

ამის შემდეგ მკვლევარებმა ერთი ვირთხა ჩაამწყვდიეს ცალკე პატარა სივრცეში რომელსაც ჰქონდა პატარა კარი რომლის გაღება ძნელი იყო თავისუფლებაში დარჩენილი  ვირთხისთვის.

ამ პატარა ციხეს ჰქონდა გამჭვირვალე და დახვრეტილი კედლები რათა თავისუფლად მონავარდე ვირთხას დაენახა დატყვევებულის ტანჯვა-წვალება.

ვირთხები წვალებით და მონდომებით  დამოუკიდებლად და ზოგჯერ კი მკვლევართა მინიშნებით ახერხებდნენ ტყვე ვირთხის განთავისუფლებას.

კიდევ გავიმეორებთ რომ  ტყვის განთავისუფლებისთვის ვირთხები არ იღებდნენ არანაირ ანაზღაურებას, არანაირ კაკას.

ეს ოყო უანგარო ალტრუისტული საქციელი.

კიდევ უფრო საკვირველი ისაა რო ტყვის განთავისუფლების შემდეგ მხსნელი ვირთხები ხსნიდნენ ყუთს სადაც იყო შოკოლადი  და უზიარებდნენ ტკბილეულს სხვებს, ისინი არ ხეთქავდნენ და არ ნადიმობდნენ  მარტო.

 

 

 

 

http://cdurable.info/L-Age-de-l-empathie-lecons-de-la-nature-pour-une-societe-solidaire,2418.html

 

 

The Age of Empathy: Nature’s Lessons for a Kinder Society 1st Edition

by Frans de Waal (Author)

ამ დიდებული წიგნის ფრანგული თარგმანი გამოიცა 2010 წელს.

 

l’empathie : leçons de la nature pour une société solidaire//

ევროპული ბიბლიოთეკა

 

ბუნების გაკვეთილი  თენგიზ სიგუასთვის

 

ელეგანტური პროფესორი  თენგიზ სიგუა ლამაზად  ღმუილით საბჭოთა ტანკს უშენდა  მწერალ გურამ პეტრიაშვილს. ასე არ იქცევიან შიმპანზეები.

 

ემპათიის, თანაგრძნობის ხანა, ბუნების გაკვეთილები სოლიდარული საზოგადოებისთვის// L’Age de l’empathie : leçons de la nature pour une société solidaire//

2010 წლის 18 მარტი

 

 

არის ინდივიდუალისტური, თანაგრძნობის უნარს  მოკლებული საზოგადოება  და ამის გამო  განგაშს   ტეხს ეთოლოგი,  პრიმატების სპეციალისტი  და ფსიქოლოგიის პროფესორი  ატლანტაში// ჯორჯია// Frans De Waal.

მისი შესანიშნავი ნაშრომი «ემპათიის, თანაგრძნობის ხანა, ბუნების გაკვეთილები სოლიდარული საზოგადოებისთვის »// L’Age de l’empathie : leçons de la nature pour une société solidaire// გვიჩვენებს რომ თავგასულ და გათავხედებულ დღევანდელ  ნიჰილისტს  ბევრი რამის სწავლა შეუძლია  შიმპანზისგან.

 

ესაა გონიერებით, სიცოცხლით, კულტურით და იუმორით გამორჩეული წიგნი.

 

 

Frans De Waal ცხოველთა სამყაროდან და ადამიანთა საზოგადოებებიდან აღებული მრავალი მაგალითით აჩვენებს რომ  როგორც ცალკეულ ცოცხალ არსებათა ისე ამ  არსებათა მთელი სახეობების  არსებობისთვის  და გადარჩენისთვის  მთავარია თანამშრომლობა, ურთიერთდახმარება და არა  კონკურენცია, ჯიკაობა და თუნდაც საუკეთესო სურვილებით ერთმანეთისთვის ტანკების და კალაშნიკოვების  თუ სხვა უახლესი იარაღის დაშენა.

ამ წიგნს აქვს პოლიტიკური შეფერილობაც.

 

ხშირად ამბობენ რომ   ჩვენ  ამქვეყნად ვართ მარტო ჩვენი საკუთარი სიცოცხლის  დასაცავად და მარტო პირადი  ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

 

 

მაგრამ განა ეს მართალია?

 

და განა ადამიანის ბუნებაა  მომგებიანი იერარქიული პოზიციის დასაკავებლად ერთმანეთისთვის ზურგში  დანის ჩარტყმა და გარიჟრაჟზე ჯერ მძინარე ქალაქისთვის ტანკის  დაშენა?

 

ეგოისტურ  ქცევას და შეჯიბრი-კონკურენციის მეტისმეტად ძლიერ სულისკვეთებას ხშირად ამართლებენ როგორც  ინსტინქტურ და ევოლუციის თეორიის შესაბამის ქცევას.

 

პირუტყვთა ქცევის სპეციალისტი ფრანს დე ვაალი  თავის შესანიშნავ წიგნში გვიჩვენებს რომ ინდივიდუალიზმს  აქვს საშინელი ექსცესები და პირუტყვ  შემპანზეს უფრო აქვს თანაგრძნობის უნარი ვიდრე პროფესორ თენგიზ სიგუას თუ ვინმე მსგავსს.

 

ბატონი ფრანს დე ვაალი ცნობილია თავისი გამოკვლევებით ანტროპოლოგიაში, ფსიქოლოგიაში,  პირუტყვთა ქცევის  საკითხებზე და ნეირომეცნიერებებში.

მას ჩატარებული აქვს ცნობილი ექსპერიმენტები შიმპანზეებზე, ბონობოებზე და მაიმუნ კაპუცინებზე, ისევე  როგორც დელფინებზე  და სპილოებზე.

 

ეთოლოგთა შორის ყველაზე სახელგანთქმული  ფრანს დე ვაალი მაგალითების მოხმობით გვიჩვენებს რომ მრავალი პირუტყვი ზრუნავს სხვაზე, რომ პირუტყვები ეხმარებიან ერთმანეთს და, ზოგ  შემთხვევაში, პირუტყვები მობილიზებულები არიან  სხვათა აიცოცხლის  გადასარჩენად.

 

 

მოკლედ, თანაგრძნობის უნარი ხშირად აქვს პირუტყვს და არა გორბაჩოვის დემოკრატს.

 

 ნაწყვეტი : rhésus

მაიმუნები რეზუსი // rhésus// მრავალი დღის მანძილზე უარს  ამბობდნენ საკვების მიღებაზე  რაღაც მექანიზმიდან თუ კი ამ მექანიზმიდან  საკვების მიღებისას  ელექტროდენი  ურტყავდა მათ კომპანიონს და ისინი ხედავდნენ ამ კომპანიონის კონვულსიებს.

მაიმუნ რეზუსს  შიმშილის  ატანა ურჩევნია  მისი  მსგავსის  ტანჯვის ნახვას.

 

 

 

აბა გააგებინე   ეს იმათ ვინც საბჭოთა ტანკით დაანგრიეს  თბილისი და მიიღეს იმანუილ კანტის პრემიის  ლაურეატი ე.შევარდნაძის მადლობა. თვითონ ამ დიდ ლაურეატსაც ესმოდა  რო ?

 

კიდევ ვიმეორებთ რომ ამ დიდებული წიგნის  ავტორი ფრანს დე ვაალი // Frans de Waal//   არაა შემთხვევითი ვინმე.

ისაა Emory-ს უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის პროფესორი, მსოფლიოში სახელგანთქმული ეთოლოგი, მრავალი  ნაშრომის ავტორი, Yerkes National Primate Research Center-ის //ატლანტა// Living Links Center-ის დირექტორი.

Time-მა ის დაასახელა 2007 წლის  ას ყველაზე გავლენიან პირებს შორის.

 

ამ წიგნის ფრანგული თარგმანი გამოიცა 2010 წელს.

 

პრესაში

ფრანგული LE MONDE, 27.02.10

Pierre Le Hir, თანაგრძნობის, ემპათიის უნარის  მქონე პირუტყვებზე»//Des animaux doués d’empatthie//

 

 

ჩვეულებრივი ცხოვრების სცენაა.

დაბნეული ბრმა ეძებს თავის გზას.

თვალხილული  მიდის  მის დასახმარებლად, მიუძღვის ბრმას ხმით.

ბრმაც  მადლობას ეუბნება ხმით.

 

ჩვეულებრივი სცენაა, მაგრამ ეს ხდება ტაილანდის ბუნებრივ პარკში   და ბრმა სპილოს ეხმარება თვალხილული სპილო.

ასეთი მაგალითებით სავსეა პრიმატების სპეციალისტი,  ეთოლოგი და ატლანტაში // ჯორჯია// ფსიქოლოგიის პროფესორი  ფრანს  დე  ვაალის ახალი  წიგნი.

Pierre Le Hir  კი აღწერს შიმპანზეებს რომლებიც ზრუნავენ ლეოპარდების  მიერ დაჭრილ  თანამოძმეებზე და ანელებენ ნაბიჯს  რათა დაჭრილები არ ჩამორჩნენ ჯგუფს.

ეს  ხდებოდა  სპილოს ძვლის სანაპიროზე.

 

 

 

 

შიმპანზეთა ამავე საზოგადოებაში  სრულწლოვანი მდედრი და მამრი შიმპანზეები ზრუნავენ  ობოლ პატარა შიმპანზეებზე და ზრდიან მათ.

ეს თანაგრძნობა  ბუნებრივია სოციალური  პირუტყვებისთვის რომლებიც ხედავენ  რომ თანამშრომლობა ჯობია ერთმანეთის ჭამას და ჟლეტას.

 

ფრანგული LIBÉRATION , 11.03. 10,

ემპათია-თანაგრძნობა ახასიათებს ყველა ძუძუმწოვარს ფრანს დე ვაალს ესაუბრება NATALIE LEVISALLES. ნაწყვეტები:

 

 როგორ დაიწყეთ ფიქრი ემპათია-თანაგრძნობაზე?

 

ყველაფერი დაიწყო 30 წლის წინ, როდესაც აღმოვაჩინე რომ შიმპანზეები ამშვიდებენ და ანუგეშენებენ ერთმანეთს.

ჩხუბის შემდეგ დამარცხებულ და ნაცემ შიმპანზეს  ანუგეშებენ სხვა შიმპანზეები.

ისინი უახლოვდებიან  ნაცემ-ნაბეჟ შიმპანზეს, იყვანენ მას  ხელში და ცდილობენ მის დამშვიდებას. ..

ეს წიგნი ასევე პოლიტიკური პროექტია?

აქ ლაპარაკია იმაზეც  თუ როგორ იყენებს ზოგი პოლიტიკოსი ბიოლოგიას თავისი იდეების გასამართლებლად.

ბევრი კონსერვატორი, განსაკუთრებით აშშ-ში  ამართლებენ  საზოგადოებას რომლის წევრებიც ჩართული არიან  ერთმანეთთან  გაშმაგებულ შეჯიბრ-კონკურენციაში.

ისინი ამბობენ რომ ბუნებაში პირუტყვები გაშმაგებულები ებრძვიან ერთმანეთს  და კარგია  ცხოვრება იმ საზოგადოებაში რომელიც  ბაძავს ასეთ ბუნებას.

ესაა მცდარი წარმოდგენა ბუნებაზე. ბუნებაში   ყველა პირუტყვი არაა  მხეცი.

პირუტყვები თანამშრომლობენ, ეხმარებიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილ  თანამოძმეებს.

იმ დროს როდესაც ვამთავრებდი წიგნს დაიწყო ეკონომიკური კრიზისი.

 

 

ეს საინტერესოა იმიტომ  რომ აჩვენებს იმას თუ რა არ მოხდა კარგად  საზოგადოებაში  რომლის წევრებიც მეტისმეტად  არიან გატაბულნი ერთმანეთთან  ჯიბრით და შეჯიბრით.

 

აშშ-ში  ფიქრობდნენ რომ  ყველაფერი კარგად იქნება  თუ კი თავისუფლად და დაუბრკოლებლად მოქმედების საშუალებას მივცემთ  « ბაზრის უხილავ ხელს ».  // Adam Smith-ის  გამოთქმა//.

ჩვენ ვნახეთ რომ ეს ბაზრის უხილავი ხელი ბევრი ვერაფრით დაგვეხმარა.

ეხლა აშშ-ში ფიქრობენ საზოგადოების საფუძვლებზე, ადამიანის ბუნებაზე, სოკისარობაზე…”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s