ამერიკელი ამიშების დღევანდელობა

 

Image associée

 

Résultat de recherche d'images pour "amishs"

 

ამათ არ სურთ  ლამაზი ლოზუნგების ძახილით  ტანკით საკუთარი დასახლებების ნგრევა  და ქიმიური და ბირთვული იარაღის გამომგონებლებისთვის  ნობელის პრემიების დამრიგებელი პროგრესი.

 

http://www.lefigaro.fr/international/2006/10/02/01003-20061002ARTWWW90537-les_amish_une_secte_protestante_pacifiste_a_l_ecart_du_progres.php

 

ფრანგული გაზეთი  Le Figaro,

 

ესენიც  ამერიკელები არიან, პროგრესისგან განზე მცხოვრები პაციფისტი  პროტესტანტი  ამიშები

AFP, 15. 10.2007.

 

 

ამათ არ უნდათ ლამაზად  ღნავილით  ტანკით თავისი დასახლებების ნგრევა.

პროტესტანტ  ფუნდამენტალისტებად ცნობილი ამიშები პაციფისტები  არიან და  შეგნებულად ცხოვრობენ განზე გილიოტინების დამდგმელ, ქიმიური და ბირთვული იარაღის გამომგონებლებისთვის  ნობელის პრემიების დამრიგებელი პროგრესისგან.

200  000  წევრისგან შემდგარი  ამიშთა მოძრაობა გაშლილია  აშშ-ში.

ისინი განსაკუთრებით არიან პენსილვანიაში, ოჰაიოში და ინდიანაში.

ესაა  სადად და უბრალოდ, მცხოვრები მიწათმოქმედებისა და ხელოსანთა შეძლებული   თემი.

1984 წელს  მათ სახელი გაუთქვა  ფილმმა «Witness».

ამიშები დადიან  ორთვლიანი ეტლებით რომლებშიც  შებმულები  არიან ცხენები.

ისინი იცავენ  Ordnung-ს, ქცევის წესებს რომელთა  ცენტრშიცაა  სახარებისეული ღირებულებები და რომელიც  დაშვებულს განასხვავებს დაუშვებლისგან.

ამ ხალხმა ზურგი შეაქცია  დღევანდელობას  როდესაც კიევში გაწვრთნილი გომბიოების ბანდა « ფიმენი »  დიდი გატაცებით  არბევს ევროპის  უდიდეს  და  ულამაზეს კათედრალებს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, სტრასბურგის,  კიოლნის კათედრალებს და ვატიკანს.

 

ასეთი  დღევანდელობით  გადარეულ  ამიშებს მეტისმეტიც  მოსდით.

ისინი  უარს  ამბობენ ელექტრობაზე, ტელევიზორზე, რადიოზე, კომპიუტერზე. მაგრამ კარგია  რომ  ისინი  არ ბომბავენ  მათგან განსხვავებული ცხოვრების წესით მცხოვრებთ.

 Lancaster-ის საგრაფიში ამიშების დასახლება ტურისტული კოზირია რეგიონისთვის.

ტურისტებს ძალიან მოსწონთ ფერადოვანი გარემო, მანქანები დადიან ორთვალა  ეტლების გვერდით,  ეტლებში შებმულ  ცხენებს მართავენ შავად შემოსილი მამაკაცები  ფართოფარფლიანი ქუდებით.

ქალებს  აცვიათ  სამოსი  რომელიც ეცვათ მე-17 საუკუნის ევროპის  სოფლებში.

ცხენებსაც აქვთ თავისი  თეთრი  გადასაფარებლები და თავსაფრები.

 

ამიშთა უმრავლესობა სამენოვანია. სახლში ისინი ლაპარაკობენ გერმანული ენის დიალექტზე, რელგიური წირვები ტარდება  ლიტერატურულ  გერმანულად  და სკოლაში  ისინი სწავლობენ ინგლისურს.

სკოლა  ამიში  ბავშვებისთვის სავალდებულოა მხოლოდ 14 წლის ასაკამდე.

უზენაესი სასამართლოს 1972 წლის დადგენილების შემდეგ ამიშები, რომლებიც  არ  იღებენ არანაირ სამთავრობო დახმარებას, სარგებლობენ  რელიგიური  მოსაზრებებით  სამხედრო სამსახურზე  უარის  მთქმელთა სტატუსით.

 

მათ არა აქვთ  სასამართლოში საქმის აღძვრის  უფლება.

ამიშთა  ძალიან  დეცენტრალიზებული მოძრაობა  არის  მე-16 საუკუნეში, რეფორმის დროს, შვეიცარიაში გაჩენილი მენონიტთა  ანაბაპტისტური პროტესტანტული  თემის  დისიდენტური  შტო.

ისინი თვლიან  რომ  მონათვლის უფლება  აქვთ მარტო სრულწლოვანებს მათი რწმენის მკაფიოდ  ჩამოყალიბების და გამოთქმის შემდეგ.

ამიშთა მოძრაობა 1692  წლისთვის დააფუძნა  ალზასში // Alsace// დამკვიდრებულმა ქადაგმა Jakob Amman-მა, რომელმაც ჩათვალა რომ მენონიტთა მოძრაობა შორდებოდა დამფუძნებელ პრინციპებს.

მის მოწაფეებს საფრანგეთის რევოლუციის დროს ემუქრებოდათ ჯარში გაწვევა და პაციფისტი, ომის და სასაკლაოების  უარმყოფელი ამიშები  თანდათანობით  მასობრივად გადასახლდნენ  აშშ-ში…

 

 

http://www.parismatch.com/Actu/International/Pourquoi-j-ai-quitte-les-Amish-517791

 

უცნაური, მძიმე ხალხია  ამიშები, მათ  მე-16 საუკუნის  წესებით ცხოვრება ურჩევნიათ  ტანკით საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის  მნგრეველი პროფესორი თენგიზ  სიგუას  ნაირთა  მსგავსად ცხოვრებას.

მეტისმეტიც  მოსდით ზოგჯერ, აბა ვინ არ ცდება ხოლმე ?

ზოგ ამიშს  აცდუნებს  ფერადი რახარუხა და დაშვებულსა  და დაუშვებელს შორის განსხვავების  დამვიწყებელი, თავისუფლების  თავგასულობასთან გამაიგივებელი დღევანდელობა.

მაგრამ თემიდან წასულ  ამიშებსაც ახსოვთ ძველებურად მცხოვრები საზოგადოების სიტკბო.

23 წლის  ამიშმა  Saloma  Miller Furlong-მა დატოვა თავისი ოჯახი და ახლობლები, მაგრამ ისიც  იხსენებს აი ამას :

 

«  ჩემი ბებია შობაზე თავისთან პატიჟებდა ყველას, ასიოდე  ბიძაშვილს, და Thanksgiving-მადლიერების  ეს შეკრებები ნამდვილად გენიალური იყო.

როდესაც შევდიოდი ბებიასთან მქონდა შეგრძნება რომ ჩემს ირგვლივ იყო წმინდა სიყვარული… »

კარგია  როცა ირგვლივ  არის ასეთი ატმოსფერო და არა ტანკზე შემსხდარ  და კალაშნიკოვებით შეიარაღებულ პროფესორ-კინემატოგრაფისტთა ბრბო…

წინ  ადამიანური საზოგადოებისკენ უკიდურესობათა  გარეშე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s