დიდი პარაცელსი 1

Résultat de recherche d'images pour "paracelse"

 “სადაც იტანჯება სული იტანჯება სხეულიც”  //პარაცელსი//

Résultat de recherche d'images pour "paracelse"

 

https://bouddhanar.blogspot.fr/2011/08/paracelse-medecin-et-philosophe-de.html

 

ექიმი და ბრძენი პარაცელსი

დაიბადა 1493 წელს აინსიდელნში, ცენტრალურ შვეიცარიაში და დაბადებისას სახელად მიიღო Theophrastus Aureolus Bombastus von Hohenheim  და გარდაიცვალა 1541 წლის 24 სექტემბერს ზალცბურგში, ავსტრიაში.

ის დაიბადა ძველი მაგრამ გაღარიბებული არისტოკრატიული საგვარეულოდან გამოსული ექიმის ოჯახში. დედამისი იყო ექთანი სააბატოში.

 

გარეგნულად შეუხედავმა პარაცელსმა ოჯახში მიიღო შესანიშნავი განათლება როგორც მედიცინის ისე ფილოსოფიის სფეროებში.

16 წლის პარაცელსმა უკვე შესანიშნავად იცოდა ქირურგიის, თერაპიის და ალქიმიის საფუძვლები.

16 წლის პარაცელსმა სამუდამოდ მიატოვა მშობლიური სახლი  და წავიდა სასწავლებლად ბაზელის უნივერსიტეტში. მან ასევე ისწავლა ვიურცბურგში, ფერარაში, სადაც მიიღო მედიცინის  დოქტორის ხარისხი.

 

ის იყო ექიმი, ფილოსოფოსი, საერო თეოლოგი. აზრებს გამოთქვამდა გერმანულად, ალემანურ დიალექტზე.

ის იყო ექიმი ქირურგი, სიახლის მომტანი თერაპიაში, ბუნების ფილოსოფოსი რომელიც ბუნებრივ ფენომენებს ხედავდა როგორც ტრანსფორმაციის, გარდაქმნის

 //ალ// ქიმიურ პროცესებს, ზებუნებრივ ძალთა თეორეტიკოსი  და აჯანყებული რომელიც ზოგჯერ მწვავედ უტევდა არსებულ სამკურნალო ინსტიტუტებს და მკურნალობის არსებულ მეთოდებს.

 

ფილოსოფოსი პარაცელსი არის დიდი მთლიანობის // Grand Tout// თეორეტიკოსი.

მას  მუდამ სურდა მოვლენების, სამყაროს ღრმა  ბუნების წვდომა.

მას იზიდავდა როგორც ბუნება ისე ღმერთის სამეფო.

 

პარადოქსულია, მაგრამ   ქრისტიანული და ალქიმიური შთაგონების მისმა ბუნების ფილოსოფიამ  რომლის ცენტრშიც იყო ღმერთი  ბიძგი და ინტელექტუალური ჩარჩო  მისცა მომდევნო საუკუნეებში

 თანამედროვე  ქიმიური მედიცინის განვითარებას.

ამ თვალსაზრისით პარაცელსის გავლენა უფრო ნაყოფიერი იყო  ვიდრე  მის ხანაში გაბატონებული, მაგრამ  უკვე დოგმატური და სკლეროტული  გალენის მედიცინის ბუნების რაციონალისტური და ნატურალისტური ფილოსოფია.

 

საინტერესო ისაა რომ  პარაცელსის  უზომო ნაშრომი გაჟღენთილი იყო  აღორძინების ხანისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მაგიით, მაგრამ მასში  იყო ძლიერი და ახალი იდეები რომლებმაც ბიძგი მისცეს  ან ზოგჯერ  წინ  გაუსწრეს მედიცინის  შემდგომ განვითარებას.

მისმა მიმდევრებმა დაიწყეს სუბსტანციებიდან აქტიური პრინციპების ამოღება, ქიმიური თუ ფსიქოაქტიური წამლების  გამოყენება.

 

პარაცელსმა  გალენისტური მედიცინა შეატრიალა ბიოქიმიაზე დაფუძნებული თანამედროვე  მედიცინისკენ.

მან გაუხსნა გზა ექსპერიმენტულ ფიზიოლოგიას…

 

სქოლასტურ  სამედიცინო მართლმორწმუნეობას ძირს უთხრიდა  ანატომისტი André Vesale-ც //1514-1564// რომელიც  ჩამოშორდა  გალენისტურ ანატომიურ  მოდელს  და ეყრდნობოდა უშუალო დაკვირვებას გაკვეთილ სხეულებზე.

 

თანამედროვე მედიცინა ასე  აიგო  ტრადიციული გალენისტური  ევროპული მედიცინის  სრულ  გაკილვაზე.

აღმოსავლურმა, ჩინურმა, ინდურმა მედიცინამ კი არჩია დიდი ლოკალური ტრადიციების და მეობათა  შენარჩუნება.

 

შეიძლება ასევე  ვიფიქროთ რომ პარაცელსის აზრი არის  ქიმიის  ალქიმიისგან  გამოყოფის ხანგრძლივი პროცესის  დასაწყისი.

2  საუკუნის  მანძილზე  მრავალმა მეცნიერმა  ლაბორატორიულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით  ხელი შეუწყო  ლავუაზიეს  1787-1789  წლების ქიმიურ  რევოლუციას.

 

33 წლის პარაცელსი  მასწავლებლობდა ბაზელში, მაგრამ მან კოლეგები გადარია იმით რომ  მეტყველებდა გერმანულად და არა ლათინურად, იმით  რომ  მან  გერმანული ენა დააყენა ლათინური ენის გვერდით.

 

მას შემდეგ პარაცელსმა დაიწყო მომთაბარე ცხოვრება, მან მოიარა მთელი ევროპა.

 

პარაცელსმა მოიარა ევროპული უნივერსიტეტები/ ის როგორც ექიმი მონაწილეობდა სამხედრო კამპანიებში, ჩადიოდა იმპერიის მიწებზე, საფრანგეთში, ინგლისში, შოტლანდიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, სკანდინავიურ ქვეყნებში, პოლონეთში, ლიტვაში, პრუსიაში, უნგრეთში, ტრანსილვანიაში, ვალახიაში. აპენინის ნახვარკუნძულის სახელმწიფოებში, ამბობდნენ რომ ის იყო ჩრდილოეთ აფრიკაშიც, პალესტინაშიც, კონსტანტინეპოლშიც, რუსეთშიც და ტყვედ ჩაუვარდა თათრებსაც.

 

ვან გელმონტის მოწმობით 1521 წელს პარაცელსი ჩავიდა კონსტანტინეპოლში სადაც მიიღო ფილოსოფიური ქვა….

 

პარაცელსმა იმოგზაურა დუნაისპირა ქვეყნებში, იყო იტალიაში, სადაც ,სახურობდა როგორც სამხედრო  ქირურგი  იმპერიულ არმიაში.

მან მონაწილეობა მიიღო იმ დროის  მრავალ სამხედრო ექსპედიციაში.

მოგზაურობებისას პარაცელდმა მრავალი ცნობა  შეაგროვა და მრავალი რამე გაიგო  როგორც  ექიმებთან. ქირურგებთან და ალქიმიკოსებთან  ისე ჯალათებთან, დალაქებთან, მწყემსებთან, ბებიაქალებთან და წინასწარმეტყველებთან ურთიერთობისას.

პარაცელსი  ცოდნას იღებდა  როგორც დიდებისგან ისე მდაბიოებისგან.  მას ხედავდნენ  მენახირეების, მაწანწალების საზოგადოებაშიც  და ტრაქტირებშიც.

ამის გამო მას გააფთრებით ლანძღავდნენ მტრები.

 

პარაცელსმა იწოწიალა,იხეტიალა და იბოდიალა 10 წელი.

ამ  გზა და გზა ის იყო ექიმიც, მასწავლებელიც, მოწაფეც, თანაც ამავე დროს ახერხებდა წიგნების წერას.

 

32 წლის პარაცელსი დაბრუნდა გერმანიაში სადაც სახელი გაითქვა როგორც მკურნალმა ექიმმა.

 

ერთხელ პარაცელსმა იმოგზაურა ეგვიპტეშიც სადაც გაიცნო ეგვიპტური მრდიცინის ტრადიციაც.

ეგვიპტური ტრადიციული  მედიცინა კი თვლიდა რომ უბრალოდ ფიზიკური ავადმყოფობა არ არსებობს, რომ ყველა ავადმყოფობა ფსიქოსომატური ფენომენია, რომ ყველა ავადმყოფობას აქვს ფსიქიური ფესვებიც.

მეტიც, ეგვიპტური სამედიცინო ტრადიცია არ გამოყოფდა ადამიანს მისი ბუნებრივი გარემოსგან. მათ შორის მისი კოსმიური გარემოსგან // მზე, მთვარე, ზოდიაქო//.

 

უხილავის ფილოსოფია

 

უხილავი არ ნიშნავს ფარულ, მალულ სინამდვილეს იმ გაგებით რომ რომ ის შეიძლება იპოვო ხილულის უკან.

უხილავიც არის რეალური, ისევე ნამდვილად  რეალური და ისეთივე  მოქმედი  როგორიც არის ხილული სინამდვილე .

 

უხილავი არის ხილულის დონეზე და არა ხილულის უკან. უხილავი არის ხილულში.

 

ბუნებრივ სინათლეზე, საფუძვლის ძიებაზე, ვარსკვლავზე ლაპარაკისას ჩვენ თანდათანობით განვსაზღვრავთ უხილავის ბატონობას რომელშიც ჩვენ  ვმონაწილეობთ ისე რომ ეს არ გვეცემა თვალში.

ასეა, მაგალითად, რომ კვლევის  ვრცელ  არეში რომელსაც პარაცელსი უწოდებს Astrum-ს ანუ ცას,  ის  არასოდეს უახლოვდება მოცემულ  ობიექტს; ვინაიდან როდესაც დგას ცის კამარის საკითხი   ჩვენ  უფრო ვხედავთ  უფრო  იდუმალ, უხილავ  // მაგრამ სულაც არა ფარულ//  განზომილებას   რომელიც მსჭვალავს ყველაფერს, ბუნებას, ადამიანსაც  და არა იმდენად ვარსკვლავებს.

 

ეს უხილავი რეალობა გვხდის მოხერხებულებად თუ უშნოებად.

ეს უხილავი რეალობა გვაძლევს ზრდის და დამწიფების საშუალებას.

ეს უხილავი რეალობაა  სიბრძნე ჩვენში, ინსტინქტი პირუტყვში და სასარგებლო თვისება და ძალა რომელიც არსებობს ადამიანის თვალისთვის უხეში ქერქით დაფარულ მცენარეშიც და ერთის შეხედვით,გარეგნულად  მკვდარ მინერალშიც.

ექიმი ხედავს ბოდიში ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ანუ მოკვდავთა უმრავლესობისთვის უხილავ მაგრამ რეალურად  მოქმედ  მკურნალ ძალას რომელიც არის მცენარეშიც, ჰაერშიც, წყალშიც, მინერალშიც.

 

ფილოსოფოსმა მეტყველებით სწორედ ამ უხილავს უნდა მისცეს ფორმა.

პარაცელსის აზრით ფილოსოფოსი არაა  არც კონცეფციების ოსტატურად გამომყენებელი ვინმე, არც ძველი ტექსტების სპეციალისტი, არც ლოღიკური კატეგორიების ექსპერტი. ასეთებს პარაცელსი თვლიდა სოფისტებად, სპეკულანტებად, ყბედებად.

 

ასეთი ფილოსოფოსი გავს ექიმს რომელიც მედიცინას სწავლობს  წიგნებიდან. ორივეს აკლია მთავარი.

 

მაგრამ რა რთულია უხილავის გამოთქმა!

ეს არაა მითითება უკვე მოცემულზე  ან უკვე ჩამოყალიბებულზე;

ესაა ყურადღების მიქცევა იმაზე  რასაც  ჩვეულებრივი, ამქვეყნიურ ორომტრიალს აყოლილი ადამიანები ვერ ხედავენ, სრული შესაბამისობა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის უხილავთან.

მაგრამ ჩვეულებრივი, ამქვეყნიურ ორომტრიალს აყოლილი ადამიანიც ზოგჯერ ბუნდოვნად გრძნობს მისთვის უხილავი რაღაცის არსებობას ამ რაღაცის დანახვის გარეშე.

სწორედ ასეთ ჩვეულებრივ ადამიანზე ფიქრობდა პარაცელსი;

და პარაცელსის აზრით ფილოსოფოსი თავის მისიას ასრულებს მაშინ როდესაც მსმენელებისთვის გასაგები ენით გააგებინებს ამ მსმენელებს სწორედ  იმას რასაც ისინი გრძნობენ, მაგრამ ვერ გამოთქვამენ….

 

პარაცელსის აზრით ექიმი  არის განსრულებული ან განსრულების პროცესში მყოფი ადამიანი და ის უნდა იყოს ფილოსოფოსი.

 

ის ყველაზე მეტად და უკეთ უნდა ხედავდეს თუ როგორ მოქმედებს უხილავი როგორც ავადმყოფში ისე წამალში, და როგორ მოქმედებს უხილავი ხილულში/

 

 « რა არის ფილოსოფია თუ არა უხილავი ბუნების აღმოჩენა» .

 

ამ მიზანს აცდენილი ყველა ფილოსოფია ყალბი ფილოსოფიაა…

 

დასანახი არაა საგანი საგანთა შორის. დასანახი არის ყველაფერში მოქმედი უხილავი ენერგია.

ნამდვილი ფილოსოფოსი არ ხედავს იმაზე მეტს რასაც ხედავს უმეცარი.

ნამდვილი ფილოსოფოსი ხედავს სხვანაირად;

და სხვანაირად დანახვით ნამდვილი ფილოსოფოსი სხვა რამეს ხედავს.

ის ხილულში ხედავს მასში აქტიურ უხილავ ბუნებას.

 

ფილოსოფია, მაშ, არაა არც წიგნიერი ცოდნა, არც აბსტრაქტული გონების ნაყოფი, არც უხილავი, გონებით საწვდომი  სამყაროს ცოდნა, არც დაფიქრება ბუნებაზე.

 

პარაცელსის თქმით ფილოსოფია არის ხილვა ბუნებისა მის მოქმედებაში, მის აქტუალობაში. ესაა ნამდვილი მეცნიერება.

 

და ექიმი ფილოსოფოსი უნდა იყოს  იმიტომ რომ ფილოსოფიის  გარეშე ის ვერ გაიგებს ავადმყოფობას და ვერ დანიშნავს წამალს, ვერ მოამზადებს წამალს მცენარიდან მისი კვინტესენციის  ამოღებით.

 

ავადმყოფობას ვიგებთ მხოლოდ მაშინ როდესაც ვხედავთ თუ როგორ ვლინდება მასში ბუნება.

 

წამალს ვხედავთ მხოლოდ მაშინ როდესაც ვხედავთ თუ გორ ეწერება ავადმყოფობის მიმდინარეობაში წამლის ძალა.

 

სწორედ ამიტომ უნდა ისწავლოს ექიმმა თავისი ხელოვნება ბუნებისგან

ის ერთხელ  შეიძლება  შეხვდეს მისთვის ჯერ უცნობ ავადმყოფობას  და როგორ ამოიცნობს ის მას თუ კი მან ავადმყოფობები მხოლოდ წიგნებიდან ისწავლა?

 

ექიმი ფილოსოფოსია მაშინ როდესაც იცის რომ სამკურნალო ბალახები  სხვადასხვანაირად  მოქმედებენ სხვადასხვა ავადმყოფობის დროს, ავადმყოფობის დასაწყისში  თუ ავადმყოფობის ბოლოს, რომ  სხვადასხვა სეზონში დაკრეფილი ბალახები მოქმედებენ სხვადასხვანაირად.

რომ სხვანაირად მოქმედებს ახალგაზრდა  სამკურნალო ბალახი და სხვანაირად-მწიფე.

ყველაფერ ამას ექიმს ასწავლის უხილავი ბუნება თუ კი ექიმი ისწავლის მის სკოლაში.

 

ე.ი. ფილოსოფია გაჩნდება მხოლოდ ბუნების ევოლუციასთან ნამდვილი სიახლოვიდან.

 

პარაცელსი როგორც ექიმი, როგორც ალქიმიკოსი,  როგორც მოგზაური მჭიდროდ იყო დაკავშირებული მასთან.

ის აკვირდებოდა ყოველგვარი რომანტიზმის გარეშე. და სწორედ  ეს მზერა, ეს ხედვა იყო მაშინ ახალი.

პარაცელსი გაეხსნა უხილავს რომელიც ჩვენში აღწევს ყოველი მხრიდან, რომელიც მოქმედებს ჩვენს ირგვლივ, რომელიც ყოველ დღე წარმოგვიდგენს ახალ  სანახაობას.

 

 

Lucien Braun, « Paracelse ».

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s