დიდი პარაცელსი 2

Résultat de recherche d'images pour "paracelse"

PARACELSE (1493-1541)

 

დიდი  პარაცელსის  დარიგებებიდან-

« გირჩევთ არ იყოთ ხარბი და მომხვეჭელი, არაფრად ჩააგდოთ ზედმეტი და ქონება.

ზოგჯერ  ავადმყოფებს უმკურნალეთ უანგაროდ, სამაგიერო  ანაზღაურების გარეშე.

თქვენი  ადამიანური  ღირსებების აღიარებით  სიამოვნება  გერჩივნოთ  ამაო ფუფუნებას….

ვერ გვეყვარება მედიცინა  ადამიანთა სიყვარულის გარეშე.

 

დიდი პარაცელსი 2

 

 

 

http://www.histophilo.com/paracelse.php

 

მედიცინა

 

პარაცელსი ადამიანებს  ქირურგიის გარდა  მკურნალობდა  მცენარეებით, ბალახებით,  სიტყვით, მისი  აზრით წამალია  რწმენაც,  იდიოტებისთვის  უხილავ  ძალებთან  ურთიერთობა.

ანუ  ის ვინც  სპობს  მცენარეულ საფარველს, ტყეებს,  ბაღ-ბოსტნებს და ველ-მინდვრებს  მკურნალობის საშუალებას  უსპობს  ადამიანებს.

 

პარაცელსი  ერთმანეთისგან  განასხვავებს ავადმყოფობათა  ხუთ წყაროს  რომლებიც შეესაბამება კონსტიტუციურ  ავადმყოფობებს //  maladies constitutionnelles– მოშხამვები თუ ინფექციები, ჰავით  და კოსმიური გავლენებით  გამოწვეული ავადმყოფობები , მენტალური ავადმყოფობები,  და ბოლოს  ღმერთის ზემოქმედება ავადმყოფობათა მიმდინარეობაზე//.

 

პარაცელსი  გვეუბნება რომ  ადამიანზე მოქმედებენ:

  1. ვარსკვლავები რომლებშიც არის დიდი ძალა. ადამიანი მთლიანად ექვემდებარება  ვარსკვლავების ძალის- ens astrorumის გავლენას.
  2. ადამიანს ავად ხდის  შხამიანი  რამ

// ens veneni//

  1. ადამიანის სხეულის დამასუსტებელ და გამცვეთ  ძალას  პარაცელსი უწოდებს  ბუნებრივ  ერთეულს // ens naturale//.  ეს ძალა  ჩანს  თუ კი ჩვენი სხეული  შეწუხებულია უზომო აგებულებით  ან  დასუსტებულია  ცუდი  აგებულებით.
  2. არის  სულიერი ძალაც // ens spirituale// ასეთმა  ძალებმა  შეიძლება დიდი ზიანი  მიაყენონ 

ჩვენს სხეულს.

  1. ადამიანზე მოქმედებს ღმერთის ძალაც…

 

პარაცელსი  იკვლევდა  იმასაც  რასაც ის უწოდებდა უხილავ ავადმყოფობებს. მისი თქმით მათი წყაროა  ადამიანის  ფანტაზია.

 

 

პროფესორმა  თენგიზ  სიგუამ წარმოიდგინა რომ  საბჭოთა ტანკით თბილისის დანგრევაა  დემოკრატიის დამყარების  საუკეთესო  მეთოდი  და საქართველოს მილიონობით მკვიდრი ავად გახდა. ესეცაა არგუმენტი დიდი  პარაცელსის სასარგებლოდ.

 

ქირურგია  და  ექსპერიმენტალური მედიცინა

 

პარაცელსის მედიცინის დიდი წიგნია

Paragranum. Liber quatuor columnarum artis medicæ (1531)

 

 პარაცელსი იყო პირველი ვინც  ავადმყოფთა მკურნალობისას გამოიყენა ქიმიური  პროდუქტები  და  მინერალები

// minéraux//…

 

ადამიანის  სხეულის  უკეთესად შესასწავლად პარაცელსი  მიმართავდა ექსპერიმენტებს. ის  აღიარებულია ექსპერიმენტალური  მედიცინის ერთ-ერთ მამად // მაგრამ არ გაერთოდ ექსპერიმენტებით გეთაყვა, პარაცელსი სულაც არ ერთობოდა//.

პარაცელსი  ამბობდა  რომ მედიცინა უნდა  ეფუჩნებოდეს  გამოცდილებას  და არა  აბსტრაქტულ  სპეკულაციებს. ის იკვლევდა  ბუნებას  და და თავის ცოდნას  იყენებდა  ტანჯულთა მდგომარეობის  შესამსუბუქებლად.

 

ქირურგმა  პარაცელსმა  წინ  გაუსწრო თავის დროს.

ის  ამბობდა  რომ  აუცილებელია ჭრილობების  გასუფთავება და  მათი სისუფთავის  შენარჩუნება.

 

ის  არ ტანჯავდა  ავადმყოფებს  სხეულის დალბობით  თუ დაწვით. ის იყენებდა  მთავარი  ზეთებისგან  გაკეთებულ mumie-ს  ან  კიდევ  ალქიმიურ ხერხებს, მაგ. სპილენძის თუ ვერცხლის მარილებს.

 

ტოქსიკოლოგიის  წინამორბედი

 

ზოგჯერ ტოქსიკოლოგიის  მამად აღიარებულმა  პარაცელსმა დაწერა :

 

Alle Ding sind Gift, und nichts ohn Gift; allein die Dosis macht, daß ein Ding kein Gift ist.

 

« ყველაფერი შხამია, არაფერია შხამი, შხამს ქმნის დოზა

// Tout est poison, rien n’est poison, ce qui fait le poison c’est la dose.»//

 

ეს ნიშნავს  იმას  რომ  შხამიანად მიჩნეული  ნივთიერებების  მცირე დოზა შეიძლება  უვნებელი და, მეტიც, სასარგებლო  იყოს  და უვნებლად  მიჩნეულ  ნივთიერებად  მიჩნეული რამე , მაგ. წყალი  დიდი  ოდენობით შეიძლება კლავდეს  კიდეც.

პარაცელსმა ნახა რომ  ვერცხლისწყალი კურნავს სიფილისს, მაგრამ ვერცხლისწყლის  არასწორი,  ცუდი დოზა  კლავს.

 

ფსიქოსომატური  მედიცინის, და ა.შ. წინამორბედი

როგორც ამბობენ ფროიდმა კი  არა, პარაცელსმა ახსენა  პირველად   მეცნიერულად  არაცნობიერი //inconscient//:

 

 

 

«  ავადმყოფობა რომელიც  ცნობილია სახელით  chorée არის უბრალოდ შხედულების, თვალსაზრისის  თუ იდეის  საკითხი  რომელსაც  აჩენს ფანტაზია, წამოსახვა.

ის ემართებათ იმათ ვისაც  სჯერათ იმისა  რაც მათ  შთააგონეს.

ეს იდეა თუ აზრი  აავადებს  როგორც ბავშვებს  ისე  სრულწლოვანებს.

 

ბავშვების  შემთხვევაში  ესაა ფანტაზიაც  რომელიც  ეფუძნება  ხილვას, ხედვას და არა აზრს.

ბავშვებმა ნახეს თუ გაიგეს რაღაცა და ნანახი თუ გაგონილი მათ აწუხებს.

მხედველობა და სმენა იმდენად ძლიერია  რომ  ბავშვები არაცნობიერად, გაუცნობიერებლად ისევ ხედავენ და ისმენენ  ნანახს  და გაგონილს.»[.

 

პარაცელსმა  წინასწარ  იგრძნო  მკურნალობისას  ორგანოთერაპიის ანუ  ქსოვილების, ჯირკვლების  თუ ორგანოების  ბუნებრივ მდგომარეობაში თუ ფრაგმენტულად გამოყენების შესაძლებლობაც.:

 

«  ღვიძლის ციროზისთვის აიღე ხარის ნაღველი და  ელენთას  დაცობისთვის // obstructions de la rate// აიღე  ელენთის ნაწური . »

// extrait//.

 

 

ბურჯი  1 : ფილოსოფია

Paragranum-ში  (1531),

პარაცელსი მედიცინას აფუძნებს  «ოთხ ბურჯზე» :

ეს ბურჯებია ფილოსოფია, ასტრონომია, ალქიმია და ექიმის  ღირსება.

პარაცესლსმა უარყო გნოსტიკური ტრადიციები რომელთა თანახმადაც ხილული მატერიალური სამყარო არის ბოროტი დემონის ქმნილება თუ გამოუცდელი სულის  თვითნებური  და მცდარი მოქმედების  ცუდი  შედეგი რომელშიც  დამწყვდეულია  ღვთაებრივი სული.

ქრისტიანი პარაცელსისთვის  ეს წარმოდგენა მიუღებელი  იყო. მისთვის ხილული  სამყარო  არის ერთადერთი კეთილი ღმერთის ქმნილება

მაგრამ  პარაცელსმა  იტალიური აღორძინების  დიდ  მოაზროვნეთა  მარსილიო  ფჩინოს  და პიკო  დე  ლა მირანდოლას  კვალზე. შეინარჩუნა ჰერმეტული  ნეოპლატონური და პითაგორეული  ფილოსოფიის  დიდი ნაწილი.

პარაცელსი ამბობს რომ  სხეულის ჯანმრთელობაც და ავადმყოფობაც დამოკიდებულია  ადამიანი-მიკროკოსმის და ბუნება-მაკროკოსმის ჰარმონიაზე.  პარაცელსმა  ეს აზრი მიიღო  ჰერმეტიზმიდან.

პარაცელსის დიდი იდეაა  მიკროკოსმი ანუ ის რომ ადამიანი არის დიდი სამყარო  ბუნება-მაკროკოსმის შემცირებული განმეორება-მიკროკოსმი.

პარაცელსის თქმით  მცენარეების, ცხოველების, ხელების, და ა.შ. ფორმა და ფერი მიუთითებს იმაზე რაც  შეიძლება გამოდგეს მკურნალობის საშუალებად.

 

SDaniel-P. Walker-ის თანახმად  პარაცელსის  ნაწერებში იკვეთება აზრი რომ  ადამიაბს აქვს  3 სხეული

 // ელემენტარული, ვარსკვლავიერი- sidéral და ციური//. ორი სული // მარადიული, ვიტალური//, 4 ფსიქე // მიწიერი, ვარსკვლავიერი, ცხოველური, ღვთაებრივი//.

პარაცელსის თანახმად ადამიანი მიკროკოსმი  ასახავს  ბუნება-მაკროკოსმს  რომელსაც აქვს 3 სართული // ,ატერიალური სამყარო, ასტრალური სამყარო- Gestirn, Astrum // სამყაროს სული// და ღმერთი.

 

ადამიანი  მიკროკოსმიც  შედგება  3 ნაწილისგან, სხეულისგან, ფსიქესგან და სულისგან, ე.ი. მატერიისგან, ვარსკვლავისგან  და ღვთაებრივი ნაწილისგან

მატერიალური სხეულის  ორეულია სხეულებრივი სული რომელიც  რჩება სიკვდილის შემდეგ.  ფსიქე  არის ძალა და ცნობიერება  და მისი ორეულია ასტრალური სხეული  რომელიც მოგვებს აძლევს ერთმანეთთან  ურთიერთობის საშუალებას.

და სულის ორეულია სულიერი, სპირიტუალური სხეული.

 

 

მეორე ბურჯი- ასტრონომია

პარაცელსი ხედავდა რომ ვარსკვლავები მოქმედებენ  დედამიწაზე  და ადამიანში მიმდინარე პროცესებზე.

მისი  თანამედროვე  მრავალი  ექიმის მსგავსად პარაცელსიც  ასტროლოგი იყო და ასტროლოგია  განსაკუთრებით მნიშვნელოვან  როლს  ასრულებდა  მის მედიცინაში….

 

 

 

ბურჯი მე-3-ალქიმია

 

პარაცელსი იცნობდა Villach-ის სპილენძის, შვედეთის რკინის, Schwaz-ის ვერცხლის  საბადოებს როგორც პრაქტიკული, სამედიცინო, ისე ტექნოლოგიური, ალქიმიური ასპექტებით.

მაგრამ პარაცელსის  ალქიმია  არაა  ის რაც ჩვეულებრივად ითვლება ალქიმიად.

პარაცელსმა  თქვა:

 « უამრავი  ამბობს  რომ  ალქიმიის მიზანია  ოქრო-ვერცხლის  კეთება.

ჩემის  აზრით  ალქიმიის  მიზანია  ძიება ძალისა  რომელიც  ალბათ  არის წამლებში,.

პარაცელსმა ალქიმია  მიიღო  როგორც წამლების  დამზადების  სამედიცინო ხელოვნება  (modus præparandi rerum medicinalium) და არა  როგორც გარდაქმნის ტექნიკა  (alchimia transmutatoria).

 

ბურჯი  მე-4- ექიმის ღირსება

 პარაცელსი  ხაზს უსვამს  იმას რომ  ექიმი, მკურნალი, შეიძლება იყოს  მხოლოდ პატიოსანი, თავის მისიაზე პასუხისმგებელი ადამიანი.

 

« გირჩევთ არ იყოთ ხარბი და მომხვეჭელი, არაფრად  ჩააგდოთ ზედმეტი და ქონება.

ზოგჯერ ავადმყოფებს უმკურნალეთ უანგაროდ, სამაგიერო ანაზღაურების გარეშე.

თქვენი  ადამიანური  ღირსებების აღიარებით  სიამოვნება  გერჩივნოთ  ამაო  ფუფუნებას….

ვერ  გვეყვარება  მედიცინა  ადამიანთა სიყვარულის გარეშე.

 

« არ უნდა  დაკმაყოფილდე  ადამიანზე დაკვირვებით, უნდა  აკვირდებოდე ბუნებასაც და იმასაც რასაც მალავს  ცა ვინაიდან  ადამიანი  შედგება იგივე ელემენტებისგან  რისგანაც შედგება სამყარო»

თავის ნაშრომში  «კომენტარები ჰიპოკრატეს  აფორიზმებზე“   პარაცელსი წერს :

 

 « ექიმი არ უნდა  იკვეხნიდეს მეტისმეტად. მის  ზევით  არის მბრძანებელი  და  დრო  თამაშობს მასთან  ისე  როგორც  კატა  თამაშობს თაგვთან,

 « ექიმმა უნდა იცოდეს თუ რა უნდა ბუნებას, რომ  ბუნებაა  პირველი  ექიმი, რომ  ადამიანი  მოდის  შემდეგ.»

 

პარაცელსიზმი

პარაცელსური განახლება

პარაცელსური განახლება  

( ინგლისურად  paracelsian revival) არის პერიოდი რომელიც თარიღდება  მე-16 საუკუნის მე-2  ნახევრით.

ამ დროს ხდება ალქიმიის  და პარაცელსის  დოქტრინების განსაკუთრებულად  მნიშვნელოვანი აღმავლობა. …

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s