იერუსალიმის დარდ-სიხარული

 Résultat de recherche d'images pour

 იერემიადა,  იერემიადა….და კიროს  დიდი

 Résultat de recherche d'images pour

 Résultat de recherche d'images pour

იერუსალიმის გავერანების გამო  მგოდებელი იერემია

https://www.universdelabible.net/lire-la-segond-21-en-ligne/lamentations/1.1-22/

 

ბიბლიის სამყარო,

 მოთქმა-გოდება // Lamentations//  იერუსალიმის  უბედურების გამო

 

ებრაული ტრადიცია მოთქმა-გოდების წიგნის  ავტორად  თვლის წინასწარმეტყველ  იერემიას.

მისი 5 მოთქმა გოდება  ახსენებს ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის აღებას და მისი  ტაძრის დანგრევას ძვ.წ. 587-586 წლებში.  ისევე  როგორც  სამხრეთი იზრაელის  მოსახლეობის დიდი ნაწილის  გადასახლებას.

მას კითხულობენ  მარხვისას  რომლითაც იხსენებენ  ტაძრის  დანგრევას.

იერუსალიმის უბედურება

 

1როგორ !  ის ზის მარტო, ეს ესოდენ ხალხმრავალი ქალაქი, ის გავს ქვრივს!

ის რომელიც დიდი იყო ერებს შორის, ის რომელიც იყო პრინცესა  პროვინციებს შორის.

 

და  აი,  ეხლა  მან უნდა  იხადოს  ღალა.

 


2
ის ტირის ღამით და მის ლოყებზე მოედინება  ცრემლები

მას  არ ანუგეშებენ  ისინი  ვისაც ის უყვარდა. 

მეგობრებმა  მას  უღალატეს.  ისინი გადაიქცნენ მტრებად.


3
  სიღატაკით და მძიმე  მონობით დათრგუნული  იუდა  უცხოობაშია.

ის ცხოვრებს ერებს  შორის ისე  რომ  ვერ პოულობს მოსვენებას.

დამწუხრებულს, მას  ხელი  სტაცეს  მჩაგვრელებმა.


4
სიონის გზები გლოვობენ იმიტომ  რომ აღარავინ  მიდის დღესასწაულებზე. მისი ყველა კარი ცარიელია. მისი  ქურუმები გოდებენ.  მისი  ქალწულები გამწარებულ-დამწუხრებულნი   არიან.

და თვითონ  ისიც  სავსეა  სიმწარით.


5
 მისმა  მოწინააღმდეგეებმა  გაიმარჯვეს, მისი  მტრები  წყნარად არიან  იმიტომ  რომ  მან   ჩაიდინა მრავალი  უწესობა  რის გამოც   ის   მწუხარებაში  ჩაძირა  მარადიულმა .

 

მისი  შვილები  როგორც გადასხლებულები  წავიდნენ  მტრისკენ,

 


6
 სიონის ასულმა  დაკარგა  მისი  ბრწყინვალება.

მისი ბელადები  გვანან  ყმებს  რომლებიც  გაურბიან  მდევნელებს


7
სიღატაკის  და  ხეტიალის  ამ  დღეებში  იერუსალიმმა   გაიხსენა  ყველა ძვირფასი რამ  რითიც  ტკბებოდა  წარსულში.

 

არავინ  დახმარებია  მის  მოსახლეობას როდესაც  ის  ჩავარდა  მტრების  ხელში.

მტრები  უყურებდნენ  მის  დაცემას  და დამცირებას  და იცინოდნენ.

 


8
 იერუსალიმმა  მძიმედ  სცოდა, აი რატომ  იწვევს ის   ზიზღს. მას  ზიზღით უყურებენ  ისინიც  ვინც  მას პატივს  სცემდნენ  იმიტომ  რომ  მათ  დაინახეს იერუსალიმის  სიშიშვლე.

ისიც მოთქვამს და ზურგს  აქცევს.


9
 მისი უწმინდურობა არის  მისი  კაბის კალთებში. მას  ვერ  წარმოედგინა თავისი ბოლო; ის  დაეცა  საკვირველად და არავინ  ანუგეშებს  მას.


«
 ნახე ჩემი  სიბეჩავე, მარადიულო, მტრის  ქედმაღლობა  თავხედობის  პირისპირ

10  მტერმა  ხელში  ჩაიგდო  მთელი  მისი ძვირფასეულობა.

უცხოები შევიდნენ  იერუსალიმის წმიდათა  წმიდაში…


11
 მთელი მისი მოსახლეობა გმინავს, ის ეძებს საჭმელს. მათ  ყველაფერი ძვირფასი  მისცეს  ლუკმაპურის გულისთვის  რათა  აღედგინათ  ძალები.


«
ნახე,  მარადიულო  ვინაიდან დამცირებულ-შეზიზღებული  ვარ!


12
 დაე  არ დაგემართოთ ეს, გზაზე მავალებო!

შეხედეთ, ნახეთ, თუ  არის  ჩემი  ტანჯვის  ნაირი  ტანჯვა,   ესოდენ მტკივნეული  ტანჯვა, მსგავსი  იმისა  რაც მომაყენა  მარადიულმა  მაშინ  როდესაც  გადმოაფრქვია  მთელი  თავისი  რისხვა.

 

 


13
ზემოდან  მტყორცნა  ცეცხლი  ძვლებში და გათელა ისინი,  მახე  დამიგო ფეხებთან.  გადამაქცია  უკან.

მიმცა  აოხრებას. მუდამ  ტანჯული  ვარ.


14
 მისმა ხელმა  ჩემი  უკანონობები  აქცია  ტვირთად.  ეს  უკანონობები შეერია  ერთმანეთს  და დაეკიდა  ჩემს კისერზე.

მან  დაამსხვრია  ჩემი ძალა.

უფალმა გადამცა  ხელებს  რომლებსაც წინააღმდეგობას  ვერ ვუწევ.


15
 უფალმა დაამარცხა  ჩემთან  ერთად მყოფი  ყველა  მეომარი,  მან  ჩემს წინააღმდეგ  მოიწვია კრება  ჩემი ახალგაზრდა კაცების  დასამსხვრევად.

უფალმა საწურზე  დასრისა  ქალწული, იუდას  ასული.

 

16  სწორედ ამიტომ  ვტირი, ცრემლებად ვიღვრები  იმიტომ  რომ  მომშორდა  ის ვისაც  შეეძლო  ჩემთვის  ნუგეშის მოტანა,  ვისაც  შეეძლო   ჩემი ძალების ადგენა.

ჩემი ვაჟიშვილები სასოწარკვეთილები არიან  ვინაიდან  მტერი  ძლიერია.


17
 სიონმა  გაიწოდა ხელები და ის არავინ  ანუგეშა;

 

მარადიულმა  იაკობი ს  წინააღმდეგ უბრძანა მის ირგვლივ მყოფ  მტრებს  და

 იერუსალიმი  იქცა საზარელ  რამედ  მათ  შორის.

 

 
18 «
მარადიული  სამართლიანია  იმიტომ რომ  მე  ავჯანყდი  მის ბრძანებათა წინააღმდეგ.

ისმინეთ, მაშ, ყველავ,  ყველა ხალხო, ნახეთ  ჩემი  ტკივილი !

ჩემი ქალწულები  და ჩემი ყმაწვილები გადასახლებულები  არიან.

 

19 მე  დავუძახე  ჩემს მეგობრებს და მათ მომატყუეს.

ჩემი მღვდლები და  უხუცესები  დაიხოცნენ ქალაქში  მაშინ  როდესაც ეძებდნენ  საჭმელს  ძალების აღსადგენად.


20
   შეხედე, მარადიულო, ვინაიდან დამწუხრებული  ვარ!

ღრმად  ტანჯული და ღრმად  შეძრული ვარ  ვინაიდან  ნამდვილად  აჯანყებული ვიყავი.

გარეთ ხმალმა  წამართვა  შვილები  და შიგნით  სიკვდილია.


21
გოდება  გაიგეს  და არავინ მანუგეშა.

ჩემმა  ყველა  მტერმა გაიგო  ჩემი უბედურების  შესახებ და  მათ გაიხარეს იმით  რომ  შენ  იყავი  ამის  ავტორი.

შენ მოიყვანე  ნაუწყები  დღე

 

დაე  ისინიც დამემსგავსონ  მე!


22
დაე  ყველა  ბოროტება  მოვიდეს  შენს წინაშე!

მოეპყარი  მათ  ისევე  როგორც მომეპყარი მე  ჩემს  მიერ  ჩადენილ უკანონობათა  გამო  ვინაიდან  ჩემი ხვნეშა ბევრია  და გული ჩემი-ტანჯული

 

Segond 21 Copyright © 2007 – 2017 Société Biblique de Genève

 

არმან  აბეკასსი,  ებრაული  აზრი, დავიწყების  სივრცეები  და დროის მეხსიერება

Armand Abécassis, La pensée  juive, Espaces de l’oubli  et mémoires du temps, 1989

ფრაგმენტები, თარგმანი ფრანგულიდან

 

მონობიდან  გათავისუფლებულებს მოგეცათ  10 მცნება და დაარღვიეთ  ხომ ?

დაარღვიეთ ღვთაებრივი წესრიგი ხომ ?

 

ხოდა…

 

 

 ბაბილონური შეჯახება და იუდაიზმის გაჩენა :

 

ამიტომ  ლაპარაკობს ასე  YHWH

 

არც ერთმა  არ მომისმინეთ. არც  ერთმა თქვენგანმა  არ გამოაცხადა  თავისუფლად  ძმა და  მოყვასი.

აი მე  თავისუფლად  ვაცხადებ, ვათავისუფლებ  ხმალს,  შავ  ჭირს, შიმშილს, YHWH-ს  წინასწარმეტყველი,  და თქვენ  გადაიქცევით  დედამიწის ყველა  სამეფოს  გაშტერების  საგნად.

ჩემი  ალიანსის  მოღალატეები, იეჰუდას მთავრები  და  იერუშალაიმის //იერუსალიმის// მთავრები … ქურუმები და  ქვეყნის  ყველა  ხალხი… მე მათ ჩავაგდებ  მათი მტრების  ხელში 

// იერემია 34, 17-20//

 

დევნა და დეპორტაციები

 

ეგვიპტიდან  განთავისუფლებული ხალხი  უმადური და  ურჩი  აღმოჩნდა  და

დამცირებული  იეჰუდა // იუდეა//  ჩავარდა  სასტიკ  მონობაში.

ის ცხოვრობს უცხო  ხალხში,  მან  არ  იცის  მოსვენება. …

სიონის გაუდაბურებული გზები გლოვობენ, ქურუმები მოთქვამენ, ქალწულები  დაღონებულები და ნაღვლიანები არიან. სიონი გამწარებულია.

 

მისი შვილები ტყვეებად  მიდიან მოწინააღმდეგისკენ.

 

იუდეველთა გადასახლება მძიმეა.

ბაბილონელებმა ნაბუქოდონოსორის მეთაურობით ასურელებისგან ისწავლეს ულმობლობა და დაუნდობლობა. მათ გააქრეს  ჩრდილოეთის  10 ტომი.

მათ  საბოლოოდ  აღგავეს  რუკიდან იზრაელის  სამეფო. იეჰუდა აოხრებულია.

იერუსალიმი  დანგრეულია  და  ტაძარი, სადაც იყო  YHWH-ს რეზიდენცია, დამწვარი.

«გოდებათა » ავტორმა  იერემიამ  წმინდა დედაქალაქი  იერუსალიმი  შეადარა დამცირებულ  და  შეურაცხყოფილ ქალწულს.

 

იერემია  თითქოს  იყო  ეროვნული  და რელიგიური კატასტროფის მოწმე  და მან გაიარა  დეპორტაციის გზა.

მას შეუძლია  მოღალატე  ერებისადმი მიმართვა  და ამის თქმა :

 

ის ქვითინებს და ქვითინებს ღამით.

ცრემლები მოედინება მის ლოყებზე.

მას  არ ყავს ნუგეშისმცემელი.

ყველა  მისმა  საყვარელმა  უღალატა  მას.

ისინი გადაიქცნენ მის მტრებად.

მის მტრებს  სიამოვნებთ  რომ  YHWH-მ დააღონა  ის.

 

მათ  გაიგეს  ჩემი  მოთქმა  და გმინვა.

არაა  ჩემთვის  ნუგეშისმცემელი.

ჩემმა  მტრებმა  გაიგეს  ჩემი უბედურების  შესახებ  და გაიხარეს.

//  იერემიას გოდებები, Lamentations//

 

ერთა  დუმილი.  ერებმა  უღალატეს. ისინი  ძლივს  იკავებდნენ  სიხარულს.

ამ  ერებს  შორის უწევთ  სიარული ნაბუქოდონოსორის  ბრძანებით  და  მისი ჯარისკაცების  ხელმძღვანელობით გადასახლებულ  ორმოც   ათასზე მეტ   ადამიანს,  მათ  შორის ქალებს  და ბავშვებს. 

გადაასახლეს  იუდეას  მოსახლეობის ნახევარი.

ერთმანეთზე  ჯაჭვებით  თუ  თოკებით გადაბმულმა  გადასახლებულებმა ფეხით გაიარეს  მანძილი იეჰუდადან  ბაბილონამდე.

მათ ხელები უკან ჰქონდათ  შეკრული.  ასე, დაცირებით და ლანძღვა-თრევით მიერეკებოდნენ  გადასახლებულებს  ბაბილონელი  ჯარისკაცები, მცველები და  ყარაულები.

გადასახლებულებს  ბორკილები  მოხსნეს  მარტო  მას  შემდეგ  რაც  გადასახლებულები გასცდნენ  მათ  მშობლიურ მიწებს.

დანიშნულების   ადგილამდე   მიაღწიეს მარტო  ფიზიკურად  ძლიერმა გადასახლებულებმა. სუსტები  რჩებოდნენ სირიის  უდაბნოში  და იხოცებოდნენ  შიმშილით  ან  მათ ჭამდნენ  ამ უდაბნოში  მოთარეშე  ოთხფეხი  მხეცები.

 

თან  ასე  პირუტყვებივით  გარეკეს  საუკეთესოები  იუდეველთა  შორის- წარჩინებულები,  განათლებულები,  მდიდრები,   ბელადები, « უხუცესები », ისინი  ვისაც  პატივს  სცემდნენ  და  მიყვებოდნენ  მაშინ  როდესაც  ტაძარი ჯერ არ  იყო  დანგრეული  …

 

აი,  იზრაელის  უმაღლესი  წოდება, მისი  საზოგადოების  ნაღები     იერუსალიმისგან  შორს  განიცდიდა ყველაზე  საწყალ  ბედს,  სიღატაკე-სიბეჩავის  და სიკვდილის  გზებს.

მისი  მეფე და  მთავრები  არიან  ლტოლვილ  ერებს  შორის.

აღარაა  თორა,  წინასწარმეტყველებსაც  კი აღარა  აქვთ  YHWH-ს  ხილვა.

უხუცესები  მდუმარენი  სხედან  მიწაზე.

ისინი  მიწას  და მტვერს  იყრიან  თავზე…

იერუსალიმის  ქალწულები  თავს ხრიან  მიწამდე. 

ცოტა ხნის  წინ  მდიდრები და ფუფუნებაში  მცხოვრებნი  ღატაკები  დადიან  ქუჩებში.

// იერემიას  გოდებები, Lamentations//…

 

გულგახეთქილ  და  თავზარდაცემულ  გადასახლებულებს უჩნდებოდათ კითხვა  თუ  როგორ  და  რატომ  დაემართათ  მათ  ეს  უბედურება. 

 

ეს  კატასტროფა  გარკვეული  აზრით  წარმოუდგენელი  იყო  იმიტომ  რომ  შეუძლებელი  იყო  მისი  წინასწარ  წარმოდგენა.

მაშ  რა  მოხდა ?

 

YeHouDaH  დამარცხდა  ომში, იერუსალიმი დაიპყრეს  წარმართებმა, მაგრამ  რატომ ამდენი  საშინელება, ტანჯვა  და  სიკვდილი ?

 

ეგვიპტური  მონობიდან  განთავისუფლებულებს დაპირდნენ  პურით,  ღვინით, ზეთით  და  თაფლით  მდიდარ  მიწას. 

ეხლა კი  ეს  მიწა  აოხრებულია  და  მისი  მოსახლეობა  გადასახლებული. 

მაშ,  რად  ღირს  აღთქმული  მიწის   ეს  დაპირებები ?

იერემია ამბობს  რომ  ესაა განრისხებული  ღმერთის  მოქმედების  შედეგი.

 

ღმერთის არსებობა,  მაშ,  ვერ  დააყენა  ეჭვს  ქვეშ  ვერც   ტანჯვამ,  ვერ  ამდენი  ადამიანის  სიკვდილმა,  ვერც  იერუსალიმის  დანგრევამ  და  ვერც  ტაძრის  დაწვამ.

 

გამწარებულმა  გადასახლებულებმა იფიქრეს  რომ  YHWH   აღარაა  იზრაელის მფარველი  რომ  ისაა იზრაელის მტერი   რომელმაც  მის ხალხს  მიუსია  მტრები  როგორც  მხეცები  მათ  მსხვერპლს…

 

იზრაელის  და  მისი  ღმერთის ალიანსი  საეჭვო  გახდა  იმიტომ  რომ  გაუგონარმა  და  აღუწერელელმა  ძალადობამ  შეცვალა  ყველაზე  ელემენტარული  მორალი  რის   გარეშეც   ადამიანი  კარგავს  ადამიანობას  და ერი, ხალხი იქცევა  ველურთა  ურდოდ. 

მაგრამ  ისრაელის  თავს დატეხილი  ბარბაროსობა  განა ნიშნავს  YHWH-სთან  კავშირის  გაწყვეტას ?

ზოგი  ფიქრობს  ასე.

სხვები, უფრო  დაფიქრებულები  კი  არ  ფიქრობენ  რომ  სამყარო  იყოფა  ორ ნაწილად  რომლის  ერთ ნაწილსაც  წილად  ხვდება  აბსოლუტური  ბოროტება  და  მეორე  ნაწილს  კი  ტოტალური  და  ექსკლუზიური  სიკეთე…

 

მათ  არ  უნდათ  კაცობრიობის  დაყოფა  მჩაგვრელ  და  ჩაგრულ  ხალხებად. 

ამ  დაფიქრებულებს  და  მოაზროვნეებს  ვერ  წარმოედგინათ  რომ  სამყაროს  შემოქმედი  ღმერთი  შეიძლება  იყოს  დამნაშავე.

მათ დაასკვნეს  რომ  ადამიანთა  თავს  დატეხილი  უბედურებების   მიზეზია  თვითონ  ადამიანების  მიერ  ჩადენილი   ცოდვა… 

იერუსალიმმა  სცოდა  და  ამის  გამო  დაატყდა  მას  თავს საზარელი  უბედურება…

 

ცოდვაა  უმანკოთა  და  უდანაშაულოთა,  მათ  შორის  ბავშვების  სიკვდილის  მიზეზი….

და  თუ კი  ებრაელები  გაჟლიტეს,  გაძარცვეს  ან   გადაასახლეს  ეს   მათ   ასე  თუ   ისე  დაიმსახურეს…

 

ეს  წერია   ბიბლიური  წინასწარმეტყველი  იერემიას  გოდებათა წიგნში…

 

უზომო  ტანჯვის  განმცდელ  გადასახლებულთა  რწმენა  ღრმა იყო.

 

და  სანამ  დაიწყებდენ  ღმერთისთვის  ან მარტო  მტრებისთვის  ბრალდებათა  წაყენებას   მათ  დაიწყეს   საკუთარი  სულის  და  სხეულის  სინჯვა,  რკვევა  იმისა  თვითონაც  ხომ  არ  იყვნენ  მათ თავს  დატეხილი  კატასტროფის  მიზეზი.

 ღრმად  დაფიქრებულებმა   დაინახეს  და იგრძნეს  რომ  ისინი  არ  ყოფილან  უბიწო  და უმანკო  არსებები, რომ  ბოროტების  მიზეზი  თვითონ  მათშიც  იყო.

 

გადასახლებულებს,  ტყვეებს  შორის  იყვნენ ისეთები  რომლებიც  ტანჯვას  ხედავდნენ როგორც  გამოცდას. 

მაგრამ  ისინი  არ  ამბობდნენ  რომ  მათი  ესოდენ  უზომოდ,  არაადამიანურად გამოცდა  ბრძანა თვითონ  YHWH-მ.

მათ  დაასკვნეს  რომ  ეს  უზომო  კატასტროფა  პირველ  რიგში  აიხსნება  თვითონ  მათ  მიერ  დაშვებული  შეცდომებით  და  თვითონ  მათ  მიერ  ჩადენილი  ცოდვებით.

 

და  დაიწყო  მონანიება.

თვითონ  YHWH- მ  მისცა   ბიძგი   ამ სინანულს  თავისი  სიყვარულით  და  ერთგულებით.

 

  ხოდა  ამ ღრმა  დაფიქრებისა  და სინანულის, მონანიების  გრძნობის გაჩენის  შემდეგ მოხდა  სასწაულიც.

 

 

გამოჩნდა    სპარსეთის იმპერიის  დამფუძნებელი  კიროს მეორე დიდი

// ძვ.წ. 559-530//.

 

კიროსმა  თითქმის  უბრძოლველად აიღო ბაბილონი.

მისი  ბრძანებით  გაანთავისუფლეს  ტყვე ებრაელები.

კიროსმა  ებრაელებს  მისცა იერუსალიმში დაბრუნების  და  ტაძრის  აღდგენის  უფლება.

 

http://www.cndp.fr/entrepot/index.php?id=177

არის ძვ.წ. 539  წლის  . კიროსის ცილინდრი

ის დაცულია  British Luseum-ში.

 

ესაა  თიხის  ცილინდრი  რომელზეც  წარწერილია  სპარსეთის  მეფე  კიროს მეორის განცხადება.

 

ტექსტი  ჯერ  აღწერს  ძ.წ. 539 წელს  ბაბილონის   აღებას   კიროსის მიერ.

შემდეგ წარმოდგენილია ზომები ეომლებიც  კიროსმა  დააწესა  ბაბილონელთა  მიმართ.

ზოროასტრელმა  კიროსმა  გამოაცხადა  რელიგიის  თავისუფლება   და  აკრძალა მონათმფლობელობა.

ეს  განცხადება  ითვლება  ადამიანის  უფლებათა  პირველ  ქარტიად  და 1971  წელს  გაერომ  ის  ათარგმნინა  ოფიციალურ  ენებზე.

 

 

http://www.christnet.ch/fr/content/cyrus-un-pa%C3%AFen-envoy%C3%A9-par-dieu

დიდი ბრძენი იყო  ბიბლიის  დიდი  წინასწარმეტყველი  ისაია.

 წასაკითხი  და  გადასაკითხია  მისი  წიგნი.

 

ისაიას  წიგნს  ზოგჯერ  უწოდებენ 

« ძველი  აღთქმის  სახარებას ».

 

მისი  წიგნი ახსენებს  ღმერთის  მიერ  ცხებულს // “oint de Dieu”//. 

 

ცხებული  კი ნიშნავს  ღმერთის მიერ  შერჩეულ  პიროვნებას  რომელმაც  უნდა  აღასრულოს  მისი  ნება.

 

მაგრამ  45-ე  თავში  ლაპარაკი  არაა ებრაელ  მოღვაწეზე  თუ  წინასწარმეტყველზე.

 

ეს  ტექსტი  ლაპარაკობს  სპარსეთის  მეფე  კიროსზე  რომელიც,  სხვათა  შორის,  19-ჯერაა  ნახსენები  ძველ  აღთქმაში.

 

 «   ასე  ლაპარაკობს  მარადიული,  შენი  მხსნელი….

მე ვამბობ  კიროსზე:

ისაა  ჩემი  მწყემსი  და  ის  აღასრულებს  მთელ  ჩემს  ნება;  ის იტყვის  იერუსალიმზე :  დაე  აღდგეს  ის !

  და  ტაძარზე: დაე  ის  დაარსდეს!

ასე  ელაპარაკება  მარადიული  მის  ცხებულ  კიროსს რომლის  ხელიც  უკავია  მას   რათა  კიროსმა  დაამარცხოს  მის  წინ  მყოფი ერები  და  იმიტომ  რომ  მოუშვას  მეფეთა  ქამრები,  რათა  გააღოს მის წინ  ყველა  კარი,  რათა  ისინი  აღარ  იყოს  დახურული.:

მე  ვივლი  შენს  წინ,  მე  გავასწორებ  აღმართებს,  მე  გავარღვევ  ფოლადის  კარებს  და  დავამსხვრევ  რკინის  კლიტეებს  რათა  იცოდე  რომ  მე  ვარ  მარადიული   რომელიც  გიძახის  შენი  სახელით,  იზრაელის  ღმერთი,  ჩემი  მსახურის  სიყვარულით. »

 

მოკლედ.

დამხობილმა, ტანჯულმა  და გადასახლებულმა  იზრაელმა  დაიწყო  თავისი  გულის  სინჯვა,  დაინახა  რომ ის სულაც  არაა აბსოლუტურად  უმწიკვლო  ვინმე.  მას  გაუჩნდა  სინანულის,  მონანიების  განცდა  და  მისმა  უფალმა  მას  მხსნელად  მოუვლინა  სპარსელი  კიროსი.

 

გაკვეთილი  რომელზეც  დღემდე უწყვეტად  ფიქრობს  ებრალი  ერი.

 

ქართველებისთვისაც  გამოსადეგი  გაკვეთილი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s