Norbert Elias ცივილიზების პროცესზე

 

Résultat de recherche d'images pour "norbert elias"

 

Résultat de recherche d'images pour "norbert elias"

Résultat de recherche d'images pour "norbert elias"

ადამიანი არაა  დამოუკიდებელი ერთეული. ისაა თავისი ეპოქის დროის დინებაში  ჩაწერილი  მშენებლობის  პროცესი // ნორბერტ ელიასი//

რბერტ ელიასი, ცივილიზება

ევროპული ბობლიოთკა, ზნე-ჩვეულებათა ცივილიზება ნორბერტ ელიასის მიხედვით
civilisation-des-moeurs-selon
La civilisation des moeurs selon Norbert Elias

ცივილიზების პროცესის მიზანი იყო რაც შეიძლება უფრო დამშვიდებული საზოგადოების შექმნა. ე
დაშვებული უნდა ყოფილიყო მარტო იუმორი და ირონია და გამორიცხული უნდა ყოფილიყო ძალადობის ყოველი ფორმა, მათ შორის უბრალო აგრესიულობა სხვის მიმართ.
ეხლა პროფესორი თენგიზ სიგუა ტანკს უშენს მწერალ გურამ პეტრიაშვილს, მაგრამ არ დავკარგოთ იმედი. გაბოროტება-გამხეცების ხანაც ოდესმე დამთავრდება თუ კი ჩვენც მოვინდომებთ ამ ხანის დამთავრებას.
დაშვებული უნდა ყოფილიყო მარტო იუმორი და ირონია და გამორიცხული უნდა ყოფილიყო ძალადობის ყოველი ფორმა, მათ შორის უბრალო აგრესიულობა სხვის მიმართ. //ტანკით თბილისის დანგრევაც, რა, თქმა უნდა, არ ითვლებოდა ცივილიზებულობის ნიშნად.//.
http://www.revue-interrogations.org/La-civilisation-des-moeurs-selon
La civilisation des moeurs selon Norbert Elias
იყო სახელგანთქმული გერმანელი სოციოლოგი და მწერალი ნორბერტ ელიასი// Norbert Elias,1897-1990//.
პირველ მსოფლიო ომში ჩათღეულმა ელიასმა ნახა მხეცობა და დაბრუნდა მძიმედ ტრავმირებული.
1935 წელს ის გაექცა ნაციზმს და ცხოვრობდა ლონდონში. .
1941 წელს დედამისი დაიღუპა ოსვენციმში.
1962 წელს ის წავიდა განაში ლეგონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
გარდაიცვალა 1990 წელს ამსტერდამში.
მან დაწერა ისტოროიული სოციოლოგიის მნიშვნელოვანი ნაშრომი
ცივილიზაციის პროცესზე რომელიც საფრანგეთში გამოიცა ორ ტომად, « ზნე-ჩვეულებათა, ქცევის ცივილიზება » და « დასავლეთის დინამიკა » //La Civilisation des mœurs et La Dynamique de l’Occident//.
ნორბერტ ელიასმა ცივილიზების პროცესის გადამწყვეტ ელემენტად გამოაცხადა საზოგადოებაში ემოციურობის, მგრძნობიარობის ფლობის დონე.
მისი აზრით ცივილიზებულია საზოგადოება მაშინ როდესაც მას და სახელმწიფოს სოციალური და სახელმწიფო კონტროლის მეშვეობით შეუძლიათ აგრესიულობის და ძალადობის არ დაშვება, მოთოკვა..
ნორბერტ ელიასი გვეუბნება რომ წესიერება-თავაზიანობა და ზრდილობა არის ის რითიც ყოველ ინდივიდს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა საზოგადოებაში წესრიგის დაცვაში.
ცივილიზების პროცესის ზოგადი აზრი და განსაკუთრებული განზომილებები.
ნორბერტ ელიასის თანახმად აღორძინების ხანიდან, ყოველ შემთხვევაში მე-16 საუკუნიდან ევროპაში ხდება მისაღებლობა წესიერების წესების ცვლილება.
იცვლება წესები რომლებიც აწესებენ და აწესრიგებენ იმას რაც მართბული და ჯეროვანია, დასა შვებია ადამიანთა ურთიერთობებში და რაც არაა ჯეროვანი და დასაშვები.
დაშვებულს და მისაღებს განასხვავებენ დაუშვებლისგან და მიუღებლისგან.
თავიდან არისტოკრატიაში გავრცელებული ეს წესიერება თანდათანობით გავრცელდა ჯერ არისტოკრათიასთან დაკავშირებულ ბურჟუაზიაში და თანამედროვე ხანაში კი მთელ საზოგადოებაში და დამკვიდრდა როგორც ყველა სოციალური კლასისთვის ვარგისი ყოველდღიური ეთიკური ნორმა.
მიღებული იქნა შუა საუკუნეების თავაზიანობის // courtoisie// ფარგლებში შემუშავებული წესებიც რომლებსაც იცავდნენ დიდ ფეოდალთა ამალის წევრები.
ცივილიზების პროცესი ვრცელდებოდა ადამიანის ყოფა-ცხოვრების ყველა სფეროზე . როგორც ადამიანთა ურთიერთობაზე სუფრასთან ქცევაზე, გარეგნობაზე, სამოსზე, მანერებზე, ისე ჟესტიკულაციაზე, სახის გამომეტყველებაზე, მზერაზე, და ა. შ.

ადამიანებს ყურადღბა უნდა მიექციათ მათი ფიზიოლოგიური ფუნქციების შესრულებისთვის, უნდა ეზრუნათ თავის სხეულზე, ექსკრემენტების მოშორებაზე, მოკლედ ადამიანი არ უნდა მოქცეულიყო ოთხფეხი პირუტყვის მსგავსად.
შემუშავებული იქნა მეტყველების წესებიც და ა.შ.

ცივილიზების პროცესის მიზანი იყო რაც შეიძლება უფრო დამშვიდებული საზოგადოების შექმნა.
დაშვებული უნდა ყოფილიყო მარტო იუმორი და ირონია და გამორიცხული უნდა ყოფილიყო ძალადობის ყოველი ფორმა, მათ შორის უბრალო აგრესიულობა სხვის მიმართ. //ტანკით თბილისის დანგრევაც, რა, თქმა უნდა, არ ითვლებოდა ცივილიზებულობის ნიშნად.//.

ცივილიზების პროცესი გულისხმობს სრულყოფილ ზრდილობა-თავაზიანობას.
ადამიანი ყველა გარემოებაში უნდა იყოს თავაზიანი და ზრდილი.
ადამიანის ქცევა და დამოკიდებულება არ უნდა იქცეს დაბრკოლება-გართულებთა, სხვებთან შეჯახებათა თუ კონფლი ქტების, მით უფრო სისხლიანის, წყარო და მიზეზი.
ადამიანი არ უნდა იყოს არასასიამოვნო სხვებისთვის, არ უნდა იყოს სკანდალისტი, ის არ უნდა შეურაცხოფდეს სხვას თავისი ქცევით, გარეგნობით, სიტყვით, და ა.შ.
ცივილიზებულმა ყოველ პიროვნებას უნდა მიაგოს სათანადო პატივი.
მაგრამ ეს ზოგჯერ ხდება სიმულაციით, ნამდვილი აზრების და გრძნობების დამალვით, მაშ, ორპირობით.

//მაგრამ ალბათ ესეც კი ჯობია გამხეცებით ერთმანეთის ჯიჯგნას//

ცივილიზაცია ადამიანისგან მოითხოვს თვით დისციპლინის, თვითკონტროლის, თვითშეზღუდვის მაღალ ხარისხს, საკუთარი მხეცური მიდრეკილებების, მოთოკვას, საკუთარი ქცევის, ემოციების და აზრების მართვას.
ადამიანს უნდა ესმოდეს რომ მკაცრი თითდისციპლინა აუცილებელია რათა საზოგადოება არ ჩაიძიროს სისხლიან ქაოსში.

ცივილიზებული ადამიანი გარკვეულ დისტანციაზე უნდა იყოს სხვისი სხეულისგან.
აუცილებელია სხეულის სისუფთავე და დაშორება სხვისი სხეულისგან..
აკრძალულია სხვისი სხეულის შეხება.
გამონაკლისებია მარტო ამის ძალიან რიტუალიზებული ფორმები
// გადაკოცნა შეხვედრისას, ხელზე ამბორი, ხელის ჩამორთმევა//.
დგინდება მინიმალური მანძილი რაც უნდა იყოს ადამიანებს შორის….

ცივილიზების პროცესშვი ცვლილებებს განიცდის სუფრასთან ქცევაც :

შუა საუკუნეების ნადიმზე წვეულები ხელებით ინაწილებდნენ ერთსა და იგივე საჭმელს, წვენს თუ ღვინოს სვამდნენ ერთი და იგივე ჭურჭლიდან თუ თასიდან…

თანამედროვე ცივილიზებულ სუფრასთან ყოველ წვეულს აქვს თავისი თეფში და ჭიქა. არის სუფრა, ხელსახოცები, ყელსახვევები, კოვზები, დანა ჩანგალი. დღეს ადამიანები წვეულებაზე არ გლეჯენ შიშველი ხელით ქათამს თუ ტახს.
ეს ზღუდავს ღორმუცელობა-გაუმაძღრობას.

ცივილიზების პროცესმა ის ქნა რომ დღეს ცხირი უნდა მოიხოცო ცხვირსახოცში სხვისთვის ზურგის შექცევით, და არ მოიხოცო თითებით ან არ გაიწმინდო მაჯით სხვის თვალწინ.
დღეს აკრძალულია ლაპარაკი სავსე პირით, ცხვირის ჩიჩქნა, მთქნარება პირის დაფარვის გარეშე, დაფურთხება მიწაზე სხვის თვალწინ. სხვის გასაგონად დაბოყინება თუ გაზების გაშვება //მიქარვა//.

ცივილიზების პროცესში გაფართოვდა სირცხვილის და მოკრძალების სფეროც.
უხერხულობის და სირცხვილის გრძნობა კარნახობდა ადამიანს სხეულის ზოგი ნაწილის დამალვას. ცივილიზებული ადამიანი აღარ შიშვლდებოდა საჯაროდ. და გარკვეულ ფიზიკურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდა ფარულად // საჭირო ოთახში, სააბაზანოში, საძინებელში//.
მას შემდეგ მეტ-ნაკლებად სამარცხვინოდ მიჩნეულ რამეებზე აღარ ლაპარაკობენ ან ლაპარაკობენ მინიშნებებით და ხუმრობის ტონით.
ცივილიზების პროცესმა გააჩინა პიროვნების ინტიმური, სხვისი თვალისგან და ყურისგან ფარული სფერო.

https://blogthucydide.wordpress.com/2007/01/13/la-societe-de-cour-de-norbert-elias/
მეფის კარის როლი

წიგნში « კარის საზოგადოება » // La Société de cour//, რომელშიც ნორბერტ ელიასმა პირველად წარმოადგინა ცივილიზების პროცესის მისი დებულებები ნაჩვენებია რომ ვერსალის კარი იყო ქურა სადაც «გამოცხვა » თანამედროვე ადამიანი.

წიგნი დაინტერესებულია საფრანგეთის მეფეების //ფრანსუა პირველიდან ლიუდოვიკო მეთოთხმეტემდე// კარით
ეს კარი იყო სრულფასოვანი საზოგადოება, სოციალური ფორმაცია.

პირველ თავში //« საცხოვრებლის სტრუქტურები და მნიშვნელობა»// ელიასი აღწერს დიდებულთა რეზიდენციას.
ის ხაზს უსვამს დიდი არისტოკრატის მოსამსახურეთა არმიის მნიშვნელობას, იმას რომ ეს იერარქია არის მეფის სახლში.
არისტოკრატები სუვერენის, მეფის მსახურები არიან და მეფე აწყობს კარის საზოგადოებას როგორც პირად საკუთრებას.

არისტოკრატთა სახლში მეუღლეებს უნდა ჰქონდეთ თავ-თავისი ოთახი.
ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ კონტაქტის მინიმუმი მათ შორის აუცილებელია წარმომადგენლობის მოვალეობის გამო.
ავტორი აღწერს ოფიციალური ვიზიტების მისაღებ პარადულ სათავსს.
არისტოკრატის სახლმა უნდა ასახოს მისი სოციალური პოზიცია.
ბურჟუას სახლი არ უნდა ჯობდეს არისტოკრატის სახლს ფუფუნებით, დახვწილობით, დეკორით, არქიტექტურით მაშინაც კი როცა ბურჟუა არისტოკრატზე უფრო მდიდარია.
რანგი,მაშ,გულისხმობს წარმომადგენლობის მოვალეობას.
დიდკაცი უნდა ხარჯავდეს თავისი რანგის შესაბამისად.
ამიტომ ქვია წიგნის მეორე თავს
« ხარჯების სისტემა».
ელიასი, რათა უკეთ გასაგები იყოს პრესტიჟის ხარჯები, ადარებს პროფესიონალ ბურჟუას.
ბურჟუა ცდილობს რომ მისი ხარჯები მის შემოსავლებზე ნაკლები იყოს, ცდილობს ეკონომიის გაკეთებას მაშინ როდესაც თვითონ სიტყვა ეკონომია არის არისტოკრატების უდიდესი ზიზღის ობიექტი.
არისტოკრატებმა უნდა წარმოადგინონ თავისი თავი ვინაიდან კარის საზოგადოება არის ღირებულებათა და ნორმათა სისტემა რომელსაც ვერ გაექცევი.
პრესტიჟის მოხმარება ინდექსირებულია რანგზე რომელიც ადამიანს უკავია არისტოკრატიულ წყობაში.
მთავარია პრესტიჟი და არა სიმდიდრე.
ადამიანებმა კარის საზოგადოებაში უნდა შეასრულონ წაემომადგენლობის მოვალეობები.
ელიასი ხაზს უსვამს რომ შეჯიბრი, ქიშპობა საკუთარი რანგის შესანარჩუნებლად იწვევენ შურს, ეჭვს, კინკლაობას, დაძაბულობებს რომლებსაც მეფე იყენებს თავისი მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
კარის საზოგადოება : ქურა სადაც « გამოცხვა » თანამედროვე ადამიანი

შემდეგ, მომდევნო თავებში, ნორბერტ ალიასი დაინტერესდა ეტიკეტით.
მეფის კარი იყო შეზღუდვა-იძულებათა, შეთანხმებათა და პირობითობათა სისტემა. მისი არე იყო ვერსალი, მეფის რეზიდენცია.
მას ჰქონდა საზოგადოდ არისტოკრატთა სასახლის ნიშან-თვისებები. მაგრამ ეს იყო გამორჩეული, მეფის სასახლე და ის იყო გამრჩეული, შეუდარებელი, ვერ ერთი სხვა სასახლე ვერ უნდა გათანაბრებოდა მას.

ელიასი მაგალითად იღებს მეფის დაწოლას და ადგომას. ეტიკეტი ყველას და ყველაფერს, ფუნქციას, დამოკიდებულებას, უმცირეს ჟესტს მიუჩენს თავის ადგილს. ეტიკეტი ქმნის მკაცრად იერარქიზებულ საზოგადოებას.
მეფისთვის დახმარების გაწევა ხალათის ჩაცმაში, საღამოს სანათურის დაჭერა უზომო პრივილეგიაა.
ლიუდოვიკო მეთოთხმეტემ , მაშ, შექმნა არასტაბილური, ცვალებადი თამაში რომელზეც ის ბატონობდა.
ის იყო მისი პიროვნების ირგვლივ აწყობილი რიტუალის ორგანიზატორი.
მეფე არისტოკრატიას ეკუთვნოდა და ამიტომ დაინტერესბული იყო არისტოკრატიის როგორც განსხვავებული სოციალური წოდების შენარჩუნებით.

ეტიკეტი მეფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნორბერტ ელიასი წერს რომ ეტიკეტი მეფისთვის იყო ბატონობის იარაღი.
ეტიკეტი ხაზს უსვამდა მეფესა და სხვა არისტოკრატებს შორის არსებულ დისტანციას და ამიტომ იყო ის მნიშვნელოვანი.

ელიასი იმოწმებს ლიუდოვიკო მეთოთხმეტის მოგონებებს:
« მეფე იმდენად უნდა იყოს სხვებზე მაღლა რომ შეუძლებელი იყოს ვინმეს მასთან გაიგივება ან შედარება».

და ელიასი წერს ამას:

« რომ დაგიჯეროს, ხალხმა უნდა დაგინახოს».
მეფეს ეტიკეტი სჭირდება იმიტომ რომ მან უნდა აჩვენოს რომ ისაა ყველაზე ძლიერი და მას სჭირდება პრესტიჟი, თავისი რანგის ჩვენება.

ლიუდოვიკო მე-14 ეტიკეტით ცდილობდა სოციალური დაძაბულობების გაწონასწორებას.
კარისკაცს უნდა სცოდნოდა ყველაფერი.
ეტიკეტის ფუნქცია იყო დაძაბულობათა რეგულაცია და კონსოლიდაცია. მეფე შეიძლებოდა შემოფარგლულიყო უბრალო მეთვალყურეობით.
ყოველი კაცი, ყოველი კარისკაცი იყო სისტემის ნაწილი. ინდივიდუალური ინიციატივისთვის ადგილი არ ყოფილა.
ელიასი წერს რომ გრძნობის განთავისუფლების მცდელობები მუდამ არის ინდივიდის სოციალური წნეხისგან განთავისუფლების მცდელობები.
ელიასი ახსენებს სამეფო კარის და ემოციათა კონტროლის რაციონალობას.
ამ სისტემაში ყოველი პიროვნება და მოკიდებულია მეფეზე და ყველა ერთმანეთზეა დამოკიდებული.
ამიტომ ლაპარაკობს ელიასი ურთიერთდამოკიდებულებაზე, ერთმანეთზე დამოკიდებულებაზე.
ამ ცნებას ის მე-4 თავის ბოლოს ხსნის ჭადრაკის მეტაფორით:

« როგორც ჭადრაკში შედარებით დამოუკიდებლად შესრულებული ყოველი აქცია მოქმედებს სოციალურ ველზე და აუცილებლად იწვევს სხვა ინდივიდის საპასუხო მოქმედებას
( სოციალურ ველზე სინამდვილეში ბევრი ინდივიდი მოქმედებს ერთმანეთის საპასუხოდ) ეს ზღუდავს პირველი მოთამაშის მოქმედების თავისუფლებას.»

სისტემაში სადაც დაპირისპირებები, ქიშპობა, დაძაბულობები მუდმივია აუცილებელია გარკვეულ უნარ-თვისებათა განვითარება:
სხვებზე და საკუთარ თავზე დაკვირვების ხელოვნება აუცილებელია იმისთვის რომ შესძლო შენი ვნებების, გრძნობების დამალვა, მრისხანების და ჯავრის დათრგუნვა, ადამიანებით მანიპულირება, მათი ხელმძღვანელობა. ეს უკანასკნელი ცალკე ხელოვნებაა.

ნორბერტ ელიასი ლაპარაკობს «თვითშეზღუდვებზე».
მაგრამ მეფეც ჩართულია ეტიკეტის სისტემაში რათა შესძლოს კარგად მართვა.
კარგად რომ მართოს სხვები მან საკუთარი თავიც უნდა მართოს კარგად.
მეფის საჯარო ცხოვრება არაა გამოყოფილი მისი პირადი ცხოვრებისგან. სახელმწიფოს მოქმედება პიროვნული მოქმედებაა.
ასე ვლინდება ცივილიზების პროცესი.

მეფის კარის საზოგადოება იყო დისციპლინის და ქცევის სკოლა.
ამავე დროს ის იყო ქურა რომელშიც «გამოცხვა » თანამედროვე ადამიანი.
მეფის კარის რაციონალობა არის ზრდილობა-თავაზიანობის საწყისი.
ვერსალი იყო ნორმების შემქმნელი სივრცე.

ასე მოხდა რომ თავხედი არისტოკრატების გაუთავებელი დუელები რომლებმაც კინაღამ გაწყვიტეს თვითონ არისტოკრატია შეცვალა ორატორულმა პაექროებებმა.

ხდებოდა კარის საზოგადოების ევოლუციაც.

მე-16 საუკუნეში არისტოკრებს კონკურენციას უწევდნენ სამეფო ხელისუფლების მიერ შექმნილი ოფიცრები.
არისტოკრატებს რჩებოდათ მხოლოდ მოვალეობები მეფის კარზე.
არისტოკრატებისთვის კარზე ყოფნა იყო სასოფლო სამეურნეო კრიზისების და ოფიცრების კონკურენციის შედეგად დაკარგული ჰეგემონიის კომპენსაცია.

მეფემ არ მიატოვა არისტოკრატია, არ დაუშვა მისი დაცემა იმიტომ რომ მას არისტოკრატია სჭირდებოდა მისი პრესტიჟისთვის.

მაგრამ მეფეს არისტოკრატიის ძალის შესაზღუდად სჭირდებოდა ბურჟუაზიაც.
ასე იყო რომ მეფეს უნდა ეზრუნა იმაზე რომ არისტოკრატიას არ გაეთელა ბურჟუაზია, და პირიქით.

იყო არისტოკრატიული რომანტიზმიც

მეფის კარის არისტოკრატიის ორგანიზაცია არის დასასრული ევოლუციისა რომელმაც არისტიკრატებს დაუტოვა ორად-ორი ალტერნატივა:
მათ ან ღატაკურ პირობებში უნდა ეცხოვრათ თავის მიწებზე ან უნდა ეცხოვრათ შეზღუდვებით და წესებით სავსე მეფის კარზე.
არისტოკრატიას მოუნდა მეფის კარზე მატერიალურად უზრუნველი და უსაფრთხო ცხოვრება.
ამ პროცესმა კი გამოიწვია ნოსტალგია, რომანტიზმი რომელიც აიდეალებს წარსულს და გაიდეალებულ სოფელს უპირისპირებს შემაწუხებელ აბეზარ ქალაქს.
სოფლური ცხოვრება წარმოდგენილი იყო უფრო თავისუფალ, უფრო ბუნებრივ, ნაკლებად შეზღუდულ ცხოვრებად.
სამაგიეროდ მეფის კარზე ცხოვრება იყო უმაღლესი ჯგუფის წევრობა, საკუთარი თავის და ემოციების, ვნებების და მხეცური ინსტინქტების კონტროლი.
არისტოკრატის წინაშე გაჩნდა კითხვა თუ როგორ შეიძლებოდა ბორკილების დამსხვრევა არსებული წყობის მოსპობის გარეშე.
არისტოკრატიული რომანტიზმი არ ყოფილა უსაფრთხო ვინაიდან ის იყო ემოციური მდგომარეობის გამოხატულება, ის გამოხატავდა გრძნობას რაც საშიში იყო საზოგადოებაში სადაც საჭირო იყო საკუთარი ემოციების შენიღბვა.

მაგრამ ეს იყო ერთადერთი საშუალება რომლითაც არისტოკრატებს შეეძლოთ თავის არიდება მეფის მიერ დაწესებული შეზღუდვებისთვის, ერთგვარი სიმბოლური ოპოზიცია.
ელიასი ამბობს რომ ევოლუცია შეუქცევადად დასრულდა ანრი მეოთხის მეფობის დროს.
მას მოყავს სგრიპა დობინიეს
// Agrippa d’Aubigné// ტექსტი რომელშიც მრავალჯერ მეორდება გამოთქმა « il faut » // უნდა, საჭიროა//.
საკუთარი რანგის შესანარჩუნებლად საჭიროა ჟესტების, გარეგნობის ადაპტაცია.

ნორბერტ ელიასის თქმით საფრანგეთის მეფის კარმა გააჩინა თანამედროვე ცივილიზებული. ზრდილობიანი. თავაზიანი ადამიანი რომელსაც შეუძლია გაუცნობიერებელ სწრაფვათა და პირუტყვული ჟინის მოთოკვა და ესაა ცივილიზების პროცესის უდიდესი მიღწევა.

ცივილიზების პროცესი ხდებოდა მრავალნაირად და მრავალი არხით.

ცივილიზების პროცესი არის ინდივიდუალურ ქცევაზე სოციალური კონტროლის გაძლიერება.
ყველაზე მეტად ბურჟუაზიის და არისტოკრატიის დაბალ ფენათა საყურადღებოდ ვრცელდებოდა ზრდილობა-თავაზიანობის ნამდვილი ტრაქტატები. ისინი პოპულარულები იყვნენ შუა საუკუნეების შემდეგაც, თანამედროვე ხანაშიც.
ზრდილობა-თავაზიანობის ეს ტრაქტატები მოდელებს და პედაგოგიურ მასალას აძლევდნენ აღმზრდელთა, მასწავლებელთა, მშობელთა თაობებს. მათ გამოყენებას ახალისებდნენ ეკლესიები.
ცივილიზების პროცესს და ამ ტრაქტატების გავრცელებას ხელს უწყობდა ინდივიდების მიერ ერთმანეთის მეთვალყურეობა, ინდივიდების ზეწოლა და გავლენა ერთმანეთზე, მათ მიერ ერთმანეთის ქცევის შესწორება ისე რომ მათ ქცევას დაეცვა ზრდილობა-თავაზიანობის წესები.
ცივილიზების პროცესში ჩაბმულმა ადამიანებმა ისწავლეს საკუთარი თავის გაკონტროლება, საკუთარი თავის შეზღუდვა, საკუთარი თავის ფლობა და მართვა.
ყველაფერი ეს თანდათანობით ბუნებრივი და სპონტანური გამოჩნდა.
ცივილიზაციის მოთხოვნების შესრულება და პატივისცემა გახდა ბუნებრივი რამე და მათი დაუცველობა, უპატივცემლობა კი, პირიქით, იწვევდა უგუნებობას, უქეიფობას, დაბნეულობას და ზიზღს, სირცხვილის, დანაშაულის ჩადენის, შიშის და დარდი-ნაღველის, შფოთის შეგრძნებებს.

ნორბერტ ელიასის თქმით პროტოკაპიტალისტურ ევროპაში ზნე-ჩვეულებთა ცივილიზების ბირთვი იყო ზოგჯერ მეფეზე უფრო ძლიერი, თავაშვებული და თავგასული ფეოდალების მოთოკვა და მოთვინიერება მეფის მიერ.
ამ თავაშვებულ ფეოდალთა მეფის კარზე გადაქცევა მეფის სამსახურში მდგარ ზრდილობიან, თავაზიან კარისკაცებად.
ეს დასავლეთ ევროპაში მოხდა
XV- XVII-ე საუკუნეებში.

ევროპული სამეფოები მაშინ იმდენად ძლიერები იყვნენ ძველ დიდ ფეოდალებთან შედარებით რომ მათ მაშინ მართლაც ჰქონდათ ლეგიტიმური ძალადობის მონოპოლია

მეფეებმა მოახერხეს დიდ ფეოდალთა განიარაღბა. დიდი ფეოდალები დამორჩილდნენ და მათ უარი თქვეს კერძო ომებზე.
არისტოკრატებმა უარი თქვეს დუელზეც.
თავნება მემამულე -ფეოდალები გადაიქცნენ მეფის სამსახურში მდგარ სამხედროებად, დიპლომატებად, მოსამართლეებად, სასულიერო პირებად, კარისკაცებად.

თავაშვებულ არისტოკრატებს აუკრძალეს მათი ვნებების და ემოციების, განსაკუთრებით ერთმანეთის მიმართ აგრესიულობის და ერთმანეთის სიძულვილის თავშეუკავებლად გამოხატვა.
არისტოკრატებს აუკრძალეს ერთმანეთის ჟლეტა-რბევა, თარეში, დაავალეს ეტიკეტის დაცვა და მხეცური ვნებების მოთოკვა და ისინი დამორჩილდნენ.
მაღალი სტატუსის მსურველ არისტოკრატებს უნდა გამოეჩინათ სიფრთხილე, წესიერება და თავაზიანობა.
არისტოკრატებს ასევე ევალებოდა სხვათა დამოკიდებულებების და ქმედებათა გაგება და წინასწარ წარმოდგენა. რათა შესძლებოდათ ინტრიგებიდან დაძვრენა და მეტი მოგების ნახვა.
ერთი სიტყვით, მაღალი რანგის მოპოვების და შენარჩუნების მსურველი უნდა ყოფილიყო თავშეკავებული, საკუთარი თავის და ემოციების მფლობელ-მმართველი, ადამიანის გულის მცოდნე, სხვათა ზუსტად შემფასებელი და რაციონალურად ქცევის უნარის მქონე პიროვნება.

ნორბერტ ელიასის თქმით ცივილიზების პროცესი მეფთა კარიდან თანდათანობით გავრცელდა საზოგადოების ყველა წრეში

// ამას დაამატეთ ის რომ უფრო ადრე ეკლესიამ რომის იმპერიის მნგრეველი ბარბაროსები გადააქცია თავაზიან რაინდებად რომელთაც ყველაფერთან ერთად ევალებოდათ ქალის, მოხუცის, ბავშვის, უიარაღოს, უძლურის დაცვა. რაინდად ხდებოდა ის ვინც დადებდა ფიცს რომ გააკეთებდა ყველაფერ ამას.

მაგრამ სხვა რომ არაფერი ვახსენოთ იყო ორი მსოფლიო ომი, ნაციზმი, ბოლშვიზმი და კაცობრიობა გადარია. პროფესორები და ხელოვანები ჩვენს თვალწინ ტანკით ანგრევენ თავის ქვეყანას და კალშნიკოვებით ხოცავენ თავის მეზობლებს.
ჩვენს თვალწინ ქრება, ინგრევა და ილეწება მთელი ქვეყნები.
თითქოს წყალში გადაიყარა საუკუნეების ნაწვალი და ნატანჯი. გაბოროტებულთა თარეშის ხანაა.
კოსოვოელი ჯიხადისტი თუ უბრალოდ გიჟი დიუსელდორფში ნაჯახით დასდევს დიუსელდორფელს, და ა.შ.
ამ პროცესს შეიძლება დაერქვას დეცივილიზების პროცესი.
ვიქონიოთ იმედი რომ დიდი მონდომებით და ძალისხმევით მოხერხდება რაღაცის გადარჩენა. ვიფიქროთ და გავისარჯოთ ამისთვის….//.
Bibliographie
Élias Norbert (1973 [1939]), La Civilisation des mœurs, Paris, Calmann-Lévy.
Élias Norbert (1975 [1939]), La Dynamique de l’Occident, Paris, Calmann-Lévy.
Élias Norbert (1985 [1969]), La Société de cour, Paris, Flammarion.

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s