ევროპელი ცვეტან ტოდოროვი

 

 Résultat de recherche d'images pour "tzvetan todorov"

 Résultat de recherche d'images pour "tzvetan todorov"

არასწორი, მახინჯი  წარმოდგენა  აქვთ  აამყაროზე  იმათ ვისაც  საკუთარი  თავი  გონიათ  სიკეთის  განსახიერება // ცვეტან  ტოდოროვი//

 

ტოტალიტარიზმის  მოწინააღმდეგე    ცვეტან ტოდოროვი

 

Gilles Heuré,08/02/2017

Tzvetan Todorov–  ცვეტან  ტოდოროვი    გაიზარდა  1940-ანი  წლების  ბულგარეთში.

ის იყო  ენის  სპეციალისტი,  დამფუძნებელი  ჟურნალისა  “Poétique” //  პოეტიკა//.

ის  ლიტერატურის  შესწავლაში  ხედავდა  ადამიანურის, მსოფლიოს,  სამყაროს  გაგების  შესანიშნავ  საშუალებას.

77  წლის  ტოდოროვი  გარდაიცვალა 7  თებერვალს.

1939  წელს  სოფიაში  // ბულგარეთი//  დაბადებულ   ცვეტან  ტოდოროვს  ბავშვობაში  განსაკუთღებით  უყვარდა  მარკ  ტვენი  და  ვიქტორ  ჰიუგო.

1956  წელს  სოფიას  უნივერსიტეტში  შესვლისას  მან  გადაწყვიტა  რომ  გახდებოდა  ლიტერატურის  მკვლევარი.

  1963  წელს  კომუნისტური  სამყაროდან პარიზში  გაქცეული  ცვეტან  ტოდოროვი  1966  წელს  გახდა  ფსიქოლოგიის  დოქტორი  და  1973  წელს გახდა  საფრანგეთის მოქალაქე.

მერე  იყო  ლიტერატურის  თორეტიკოსი, იდეების  ისტორიკოსი, სემიოლოგი, სოციალურ  მეცნიერებათა  მაღალი  კვლევების სკოლის  (EHESS) ხელოვნებათა  და  ენის კვლევის  ცენტრის  დირექტორი.

მან Gérard Genette-თან  ერთად  დააარსა  ჟურნალი Poétique //  პოეტიკა//.

77  წლის  ასაკში  გარდაცვლილი  ცვეტან  ტოდოროვი  იყო  განათლებული  და  მუდამ  ფხიზელი ერუდიტი   ინტელექტუალი.

თავიდან  პოეტიკის  მკვლევარი ცვეტან  ტოდოროვი  დაინტერესდა  ისტორიით  და    ცხოვრებისადმი  და  უსამართლობისადმი  დაუმორჩილებელი  ხალხით.

2015 წელს   მან  სწორედ  ასეთ  ხალხს, დაუმორჩილებლებს,

Etty Hillesum-ს, Germaine Tillion-ს, Malcolm X-ს, Nelson Mandela-ს, Boris Pasternak-ს, Alexandre Soljenitsyne-ს…

მიუძღვნა  პორტრეტების  წიგნი

 « დაუმორჩილებლები »// Insoumis//.

 

 ესაა  ხალხი  რომელიც  აღდგა  იმის  წინააღმდეგ  რასაც  მათ  აძალებდნენ:  დიქტატურის, ადამიანობის  უარყოფის,  იდეოლოგიის  მიერ  დაძალებული  მანიქეიზმის  წინააღმდეგ  მაშინაც  კი როდესაც  ის  თავს  იმშვენებს სნტიტოტალიტარული  ღირსებებით.

პოლიტიკის , რა თქმა  უნდა, და მუდამ  სიფხიზლის  საქმე.

ამ  წიგნში  არის  ხვედრის  წინააღმდეგ  მებრძოლი  ქალების  და  მამაკაცების  სილუეტები.

 

http://www.telerama.fr/idees/tzvetan-todorov-il-ne-faut-pas-s-endormir simplement-parce-que-la-democratie-est-mieux-que-le-totalitarisme,153903.php

ცვეტან  ტოდოროვი- არ  უნდა  ჩვთვლიმოთ  უბრალოდ  იმიტომ  რომ  დემოკრატია  ჯობია  ტოტალიტარიზმს.

ცვეტან  ტოდოროვს  ესაუბრა Catherine Portevin, 07.02. 2017

რა  უნდა  გვახსოვდეს  მეოცე  საუკუნიდან  რომელმაც  ნახა  რომ  გულუხვი  უტოპიები  გადაიქცნენ ყველაზე  უარეს  ტოტალიტარიზმებად?

2017  წლის  7  თებერვალს  გარდაცვალებამდე  ცვეტან  ტოდოროვმა ფხიზელ  მოწმეთა  პორტრეტების მეშვეობით   გადაიკითხა ისტორია.

 

 

ამ  ხალხმა წინააღმდეგობა  გაუწია  ბოროტებას  ისე  რომ  საკუთარი  თავი  არ  ჩაუთვლია  და  არ  გამოუცხადებია სიკეთის  განსახიერებად

ჩვენ  ცვეტან  ტოდოროვს  შევხვდით  2000 წლის  ბოლოს,  მაშინ  როდესაც  გამოვიდა  მისი  წიგნი  ბოროტების  ხსოვნა, სიკეთით  ცდუნება

//“Mémoire du mal, tentation du bien”.//

 

დარჩება  თუ  არა  მეოცე  საუკუნე  ისტორიისთვის  სტალინის  და  ჰიტლერის  საუკუნედ?

შეიძლება  ასეც  მოხდეს,  მაგრამ  ეს  მეტისმეტად  დიდი  პატივი  იქნება  ტირანებისთვის.

ისტორიკოსს  და  ფილოსოფოსს,

   « კრიტიკული  ჰუმანიზმის »  მგზნებარე  დამცველ  ცვეტან  ტოდოროვს  ურჩევნია  სხვა  სახელების  დამახსოვრება.

  იყვნენ  ფხიზელი  ინდივიდები  რომელთაც  ტრაღიკული  ხვედრის  მიუხედავად მათი  წინააღმდეგობით  გაანათეს  ბნელი  საუკუნე.

ცვეტან  ტოდოროვი  ჩამოთვლის 6 პიროვნებას, მათ  შორის  იმათ  ვინც  გაიარა  ნაცისტური  ჯოჯოხეთი, გადარჩა,  არ გატყდა  და  არ  დამორჩილდა.

ტოდოროვი  ახსენებს საბჭოთა  მწერალ  ვასილი  გროსმანს,  რომელიც  მისი აზრით იყო  ერთადერთი  საბჭოთა  მწერალი რომელიც  რეალურად განთავისუფლდა  ტოტალიტარიზმისგან.

Margarete Buber-Neumann-ს, რომელიც  იყო  როგორც  სტალინის  ისე  ჰიტლერის  ტყვე  და  ნამდვილად  განასახიერებს  საუკუნის  ტრაღდიას.

 

//  ჩვენ  არ  ვაფასებთ  თუ რამდენად  ძვირფასი  იყო  საბჭოთა  ხანაში  ისტორიულ  კულტურათა და  ისტორიული  კულტურულობის  შემნარჩუნებელი  ანა  კალანდაძის, ლეო  რჩეულიშვილის,  გიორგი  ჭოღოშვილის, ლეო  გაბუნიას,  და კომუნიზმისგან  და ტოტალიტარიზმისგან  შინაგანად უსასრულოდ  შორს  მყოფი  მეცნიერების, ხელოვანთა,  ბოდიში  უბრალოდ  პატიოსან ადამიანთა  არსებობა.  დღევანდელ  გამხეცებულ  ხანაში  ადამიანობა  რომ  დარჩა  ეს  მათი  დამსახურებაა//.

კომუნისტური  სამყაროდან  გამოსულმა  ცვეტან  ტოდოროვმა  კარგად  იცის  თუ  რა  არის  ტოტალიტარიზმი  და  მწვავედ  აკრიტიკებს  მას.

მაგრამ  ის  იმასაც  ამბობს  რომ   ბოროტების  იმპერიის  გაიგივება  ტოტალიტარიზმთან  სულაც  არ  ნიშნავს  იმას  რომ  დემოკრატია  არის აბსოლუტური  სიკეთის  სამეფო.

http://www.expressio.fr/expressions/l-enfer-est-pave-de-bonnes-intentions.php

ფრანგული  ანდაზის  თანახმად  ჯოჯოხეთი  მოკირწყული  და  მოფენილია,  სავსეა  კარგი  სურვილებით.

// L’enfer est pavé de bonnes intentions//

ანუ  საუკეთესო  მისწრაფებებმა  და ჩანაფიქრებმა  შეიძლება  გამოიწვიოს ყველაზე  საშინელი  შედეგები  თუ  კი  ამ  საუკეთესო  ჩანაფიქრებს  ცუდად  შევასრულებთ.

ეს  აზრი  მომდინარეობს  ქრისტიანული  ტრადიციიდან რომლის  თანახმადაც კარგი  მიზნის  დასახვა  არაა  საკმარისი .

კარგი  მიზნისკენ  სწრაფვისას  არ უნდა  ჩაიდინო  ბოროტება  და  დანაშაული,  უნდა  ერიდო  შეჩვენებას.

ბოროტების  პირისპირ  გაუნძრევლობას  მივყავართ  ჯოჯოხეთში,  მაგრამ  ჯოჯოხეთში  მივყავართ  კარგი  სურვილის  ცუდად  შესრულებასაც…

 


კარგი  სურვილებით  გაპრანჭვა  საშიშია.

ცვეტან  ტოდოროვის  ნაშრომი  « ბოროტების  ხსოვნა, სიკეთით

 ცდუნება »//Mémoire du mal, tentation du bien//  არის  მომთხოვნი  მორალისტის  წიგნი  მორალიზატორთა  წინააღმდეგ.

 

ტოტალიტარიზმს  მე-20  საუკუნეში  აქვს  2  სახე,  ნაცისტური  და  კომუნისტური  სახეები.

 ნაცისტურ  ტოტალიტარიზმს  ყველა  აკრიტიკებს  და  აგინებს. გამონაკლისია  ისინი  ვისაც  რეალურად  ენატრება  ნაციზმი,  მაგრამ  მათი  რაოდენობა  ძალიან  მცირეა.  საკითხავია  ღირს  თუ  არა საერთოდ  მათი  ხსენება.

კომუნიზმის  შემთხვევაში კი  ვითარება  ბევრად  უფრო  ორაზროვანია.

არადა  კომუნიზმია  მეოცე  საუკუნის  ცენტრალური  ელემენტი.

არა იმიტომ  რომ  როგორც  ამბობს  Ernst Nolte  ნაციზმი  იყო  რეაქცია  კომუნიზმზე  და  მეტი  არაფერი.

არამედ  იმიტომ  რომ  კომუნიზმი  ნაციზმზე  მეტ  ხანს  გაგრძელდა  და  რეალურად  გავრცელდა  მთელ  მსოფლიოში.

და  ბოლოს,  კომუნიზმი  იდეოლოგიური  თვალსაზრისით ნაციზმზე  უფრო  რთულია.

ამიტომაა  დღესაც  ძნელი  მისი  შედეგების  დაჯამება.

კომუნიზმი  იყო  დაპირება  რომელმაც  მოხიბლა  მილიონები.

ნაციზმმა  ვერ  მოხიბლა  ამდენი.

სხვა  სიტყვებით  ნაცისტური  პროპაგანდა  ვერ  მოგატყუებს  ისე  როგორც  მოგატყუებს  კომუნისტური  პროექტი….

კომუნისტები  ინანიებენ  და  ანტიკომუნისტები ხდებიან, რითაც //ჩვენდა  საუბედუროდ//  ინარჩუნებენ  სიმპატიის  კაპიტალს // და იღებენ ნობელის  და  იმანუილ კანტის  პრემიებს.

// იმანუილ კანტის  პრემიის  ლაურეატმა  ე.  შევარდნაძემ საჯაროდ  უთხრა  მადლობა  იმათ  ვინც  საბჭოთა  ტანკით  დაანგრია  თბილისი,  მერე  რა,  მაინც  სიმპატიურ  ჯენტლმენად  გამოცხადდა.

დიდი კომუნისტი  იყო  და  ყველას  ატყუებდა,  დიდი  ანტიკომუნისტი  იყო  და  ტყუოდა,  მაინც  ჯენტლმენად  გამოცხადდა,  ვაი  ჩვენი  ბრალი.  მითხარით  სადაა  ასეთი  ყოფილი ესესელი…//.

ცვეტან  ტოდოროვის  აზრით  საჩქაროდ  უნდა  გამოვიტანოთ  დასკვნა  მეოცე  საუკუნის  ისეთი  დიდი  ავანტურიდან  როგორიც  იყო  კომუნისტური  პროექტი  და  მისი  მარცხი.

ცვეტან  ტოდოროვი  ამბობს  რომ

ჩვენ  არ  უნდა  ვიზრუნოთ  კაცობრიობაზე  მთლიანად, აბსტრაქტულად,  უნდა  ვიზრუნოთ  ცალკე,  კონკრეტულ  ადამიანებზე…

 

ცვეტან  ტოდოროვი  ამბობს  რომ  ტოტალიტარის  წყაროა  სიკეთის  ძალით და ბომბებით, ძალადობით  დამკვიდრების,  სიკეთის  დაძალების  სურვილი.

// ანუ  მისი  აზრით  საბჭოთა  ტანკით  თბილისის  ნგრევით  სამოთხის  დამკვიდრება,  რასაც  გვპირდებოდა  კოლექტიური  თენგიზ  სიგუა  ცუდია,  გაიგეთ.//

ყველა  პოლიტიკური  პროექტის  მიზანია  სიკეთის  ჩვენება.

მაგრამ,  როგორც  წერდა  ვასილი  გროსმანი,

 «  იქ  სადაც  ამოდის  სიკეთის  გარიჟრაჟი  იხოცებიან  ბავშვები  და  მოხუცები,  იღვრება  სისხლი».

საშინელი  ფრაზაა!

ცვეტან  ტოდოროვი  ამბობს  რომ  ის ვასილი  გროსმანის  მსგავსად  ფიქრობს  რომ  სიკეთეა  მოქმედება  რომლის  მიზანიცაა  ინდივიდის  კეთილდღეობა.

გროსმანისთვის  ესაა კონკრეტული  გულკეთილობა,  გულკეთილობა კონკრეტული  ადამიანის  მიმართ  და არა  რაღაც  აბსტრაქტული  პროექტი.

ცვეტან  ტოდოროვი  ამ  სიკეთეს უწოდებს  სიყვარულს, ზრუნვას  სხვაზე  რომელიც  ვერ  იქნება  გამოყენებული  აბსტრაქტული  მიზნის,  მაგ. კაცობრიობის  თუ  პროლეტარიატის  სიკეთისთვის.

ვიზრუნოთ   ცალ- ცალკე  ინდივიდებზე და  არა  კაცობრიობაზე  აბსტრაქტულად.

ცვეტან  ტოდოროვი  ამბობს  რომ  ნაციზმის  და  კომუნიზმის  დასასრულის  მიუხედავად  დღესაცაა  ტოტალიტარიზმის  სხვადასხვა  ფორმა, თუმცა  ის  არა  ჩანს  საფრთხედ  21-ე  საუკუნისთვის.

ჩვენს მეობას  ქმნის  დემოკრატიის  რეაქცია  ტოტალიტარიზმზე,..

 

შეგახსენებთ  რომ  ვკითხულობთ 

ტოტალიტარიზმის  შიგნიდან  მცნობი  და  მისი  უარმყოფელი  ინტელექტუალი, მწერალი    ცვეტან  ტოდოროვის  ტექსტს :

 მაგრამ  ზოგჯერ  დემოკრატიებს  თავი  გონიათ  სიკეთის  განსახიერება.

და  არ  უნდა  ჩაგვეძინოს  უბრალოდ  იმიტომ  რომ  დემოკრატია  ჯობია  ტოტალიტარიზმს.!

 ანტიტოტალური  აქციიდან  გამოსული  ყველაფერი  არაა  კარგი.

და  თვითონ  დემოკრატიაც  ხანდახან  განიცდის  გადახრებს  რომლებსაც  შეუძლიათ  დიდი  ტრაღედიების  გამოწვევა.

არ  დავივიწყოთ  რომ  მსოფლიოს  უდიდესმა  დემოკრატია აშშ-მ  მოსპო  ჰიროსიმა  და  ნაგასაკი  1945  წელს.

 აპონიისთვის  ატომური  ყუმბარების  დაშენა  გაამართლეს  იაპონური  მილიტარიზმის  ოდიოზური  ბუნებით  და  მეორე  მსოფლიო  ომის  დამთავრების  აუცილებლობით, მსხვერპლთა  «უსასრულოდ  მეტი  რაოდენობის »  არდაშვების  სურვილით.

«  მაგრამ  მე  პირველი  არ  ვამბობ  რომ  ეს  არგყმენტები  არაა  დამაჯერებელი.  შესაძლებელი  იყო  ომის  სხვა  საშუალებებით  დამთავრება.

ატომური  ყუმბარები  დაუშინეს  არსებითად  იმიტომ  რომ  ეშინოდათ  ომის  დამთავრებისა  ამ  იარაღის  ძალის  მთელი  მსოფლიოსთვის,  განსაკუთრებით  კი  ყოფილი  მოკავშირე  საბჭოთა  კავშირისთვის   ჩვენების  გარეშე  მაშინ  როდესაც  იწყებოდა  ცივი  ომი.» //  ცვეტან  ტოდოროვი//.

 

  დემოკრატია  გვინდა  იმიტომ  რომ  ისაა  უფრო  ეფექტური  სისტემა  და  არა  იმიტომ  რომ  ისაა უფრო  ამაღლებული  მორალური  იდეალი

კიდევ  იყო  კოსოვო.

ცვეტან  ტოდოროვი  ამბობს  რომ მილოშევიჩის  საზიზღარი  რეჟიმისთვის  ბოლოს  მოღება   და  იუგოსლავიის  ტერიტორიაზე  სამართლებრივი  სახელმწიფოს  აღდგენა  კარგი მიზანი  იყო,  მაგრამ    მაგრამ  ამ  მიზნის  მისაღწევად   არ  იყო  საჭირო  ამ  გზასაცდენილი  ქვეყნის  კიდევ  უფრო  დანგრევა,  სერბებს  და  ალბანელებს  შორის  ჩამოგდება  ისეთი  სიძულვილისა  რომელიც  არ ჩაწყნარდება  არც  6  თაობის  შემდეგ.

მილოშევიჩი  დაეცა  უბრალოდ   იმიტომ  რომ  რომ  იუგოსლავიის  მოსახლეობამ,  რომელსაც  დაუტოვეს  არჩევანის  საშუალება, არჩია  თავისი  ინტერესი.

ეს  მოხდა  იმიტომ  რომ  მოარული  აზრის  საწინააღმდეგოდ  დემოკრატია  უნდათ  იმიტომ  რომ  ესაა უფრო  ეფექტური, ყველასთვის  უფრო  საინტერესო  სისტემა  და  არა  იმიტომ  რო  ესაა  უფრო  ამაღლებული  მორალური  იდეალი.

მაგრამ  სამწუხაროდ  არც  ინტერესით  ვხელმძღვანელობთ  ყოველთვის  მოქმედებისას!

 

« არის  საშინელი  გამოთქმა  ჰუმანიტარული  ომი

მე  მით  უფრო  მაღიზიანებს  ის  რომ  ეს  გამოთქმა  დაწერა  ვაცლავ  ჰაველის კალამმა  კაცისა  ვიმც  ესოდენ  აქტიურად  უწევდა  წინააღმდეგობას  ტოტალიტარიზმს.

ვაცლავ  ჰაველი  ლაპარაკობს   « ეთიკურ  ომზე »  და  « ჰუმანიტარულ  ბომბებზე »

ეს  ცუდი  მასხრობაა:

ბომბა  მუდამ  სასტიკი  და  ულმობელია მიუხედავად  იმისა  რომ  არსებობს  სამართლიანი  ომები.

მე  არ  ვარ  პაციფისტი:

ომი  რომელიც  ცდილობს  გენოციდის  გაჩერებას  გამართლებულია.

დღეს  ვიცით  რომ  ასე  არ  ყოფილა  კოსოვოში.

 

ეს  ალბათ  არის  ტოტალიტარიზმის  ერთ-ერთი  გაკვეთილი:

აღარ  უნდა  გჯეროდეს  რომ  პროექტი  კარგია  თუ  კი  ამ  პროექტის  განხორციელებამ  გამოიწვია  ტრაღედიები.

სტალინიზმით  იმედგაცრუებულები  ნამდვილი  სამოთხის  საძებრად  წავიდნენ  ჩინეთში,  შემდეგ  ენვერ  ჰოჯას  ალბანეთში თუ  კუბაზე.

უნდა  გავიგოთ  რომ  პროექტში  რომელიც  გულისხმობს  სხვებისთვის  სიკეთის  დაძალებას  ბომბებით  და  ა.შ არის  რაღაცა  რასაც  მოყვება  მარტო  ბოროტება.

უნდა  ჩავერიოთ  მაგრამ  არ  უნდა  მოვინდომოთ  მთელი  მსოფლიოს  ბედის  გადაწყვეტა.

ბევრჯერ  ჩარეულან  სიკეთის  სახელით:

 ადამიანის  უფლებების  დაცვა  კარგია,  მაგრამ  გავიხსენოთ  რომ  მე-19  საუკუნის  კოლონიალური  დაპყრობა  მოხდა  ადამიანის  უფლებათა  სახელით.

საფრანგეთში  უფასო  განათლების ერთ-ერთი   გმირი  Paul Bert  იყო  კოლონიალური  პოილიტიკის  დიდი  ქადაგი.

ამ  პოლიტიკას  მისი  აზრით  მთელი  მსოფლიოსთვის  უნდა  მოეტანა  ცივილიზაცია.

ვიეტნამის  დაპყრობისას  წვავდნენ  და კლავდნენ, მაგრამ  ჰანოიმდე  მისულმა Paul Bert-მა  პირველ  რიგში  ადამიანის  უფლებათა  დეკლარაცია  დაამაგრა  ახლად  დანგრეულ  სასახლეზე.

უნდა  უარვყოთ  სიკეთის  აბსოლუტური  განსაზღვრება,  სულ  მცირე  არ  უნდა  ვენდოთ  მას ?

ჩემი  წიგნი  არაა მოწოდება  რელატივიზმისკენ,

უბრალოდ  სიკეთე  არ  უნდა  გავაიგივოთ  სოციალურ  პროექტთან.

თვითონ  საზოგადოება  როგორც  მთლიანობა  არ  იქნება  სიკეთე.

კარგი  უნდა  განვასხვავოთ  სიკეთისგან/

 სოციალური  უსაფრთხოება,  სახელმწიფო,  სახელმწიფო  ტრანსპორტი, ტელევიზორი   კარგია,  მაგრამ  სიკეთე  სხვაა.

ჩემმა  გმირებმა  გაუძლეს  და  წინააღმდეგობა  გაუწიეს  ტოტალიტარიზმს  ისე  რომ  არ  გადაქცეულან  ჭკუის  დამრიგებლებად  და  გაკვეთილების  მიმცემებად.

მათ  უარყვეს  მანიქეიზმი.

 « მარტო  რუხია  ადამიანური»,  დაწერა  ჩემმა  ერთ-ერთმა  გმირმა  Gary-მ.

ისინი  პიროვნებებს, ცოცხალ  არსებებს  აყენებდნენ  წიგნებზე  და  იდეებზე  უფრო  მაღლა….

ინდივიდი  კარგია  მაგრამ  არა  ბაზრის,  ულტრალიბერალური  ეკონომიკის  აზრით.

პიროვნების  როგორც  ღირებულების  დაცვას  მე  განვასხვავებ  ინდივიდუალისტური  აზრისგან  რომელიც  აცხადებს  რომ  ინდივიდი  არის  თვითმკმარი  არსება.

ჩემი  აზრით  ესაა  სულელური  და  მავნე  აზრი იმიტომ  რომ  ჩვენ  არ  შეგვიძლია  არსებობა  სხვათა  გარეშე.

 

ეს  საუბარი  თავიდან  გამოქვეყნდა  2001  წლის  6  იანვარს. 

Mémoire du mal, tentation du bien, de Tzvetan Todorov. Ed. Robert Laffont, 360 p.Résultat de recherche d'images pour "tzvetan todorov"

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s