ანრი IV აღმდგენელი

 

Image associée

ანრი  IV  აღმდგენელი

 

 

 

ევროპული  ბიბლიოთეკა-

უნივერსიტეტი  Paris-IV-ის  პროფესორი  Pierre  Miquel, Histoire  de  France, საფრანგეთის  ისტორია, 1976

 

   თავი  8

 

გიჟი  პროტესტანტების  და  გიჟი  კათოლიკების  მიერ  დანგრეული  საფრანგეთის  აღდგენა

 

ერთ  მეფეს  და  ორ  კარდინალს 1589  წლიდან  1661  წლამდე  მოუხდათ  გააფთრებით  შრომა  აი  მაგ  გიჟების  მერ  დანგრეული  ქვეყნის  აღსადგენად,  გაგიჟებულთა  დასამშვიდებლად  და  შესარიგებლად.

 

გიჟების  მიერ  დანგრეული  ქვეყნის და მშვიდობის  აღსადგენად  ანრი  ნავარელს  მოუხდა  არაჩვეულებრივი  პოლიტიკური  გონიერების  გამოჩენა.

კარდინალებს  რიშელიეს  და  შემდეგ  მაზარინის  უნდა  აღედგინათ  მეფის  ავტორიტეტი-ხელისუფლება  მის  სამეფოში.  უნდა  აღედგინათ  აბსოლუტიზმის  პრინციპი.

საშინელი  სამოქალაქო  ომის  შემდეგ  აუცილებელი  იყო  ცენტრალიზებული  ეფექტური  სახელმწიფოსკენ  მიმავალი  გზის  გავლა.

მშვიდდებოდნენ   სამხრეთის  თავისუფალი  ქალაქები  და მღელვარე  პერიფერიული  პროვინციები.

 

ანრი  მეოთხე-Henri IV-დამამშვიდებელ-შემრიგებელ-აღმაშენებელი

 

https://fr.vikidia.org/wiki/Henri_IV_de_France

ცოტა  დაწვრილებით  ფრანგი  ბავშვებისთვის  განკუთვნილი  რნციკლოპედია  ვიკიდიიდან

 

1553  წელს  დაბადებული ანრი  მეოთხე  1572  წლიდან  იყო  ნავარას  //Navarre//  მეფე  და  1589  წლიდან  საფრანგეთის  მეფე.  1610  წელს  ის  მოკლა  ვინმე

 Ravaillac-მა.

ანრი  მეოთხე  იყო  მეფე  ლიუდოვიკო  მეცხრის  შთმომავალი  და  ფრანგ  პროტესტანტთა  პარტიის  ბელადი  ანტუან  დე  ბურბონის  შვილი.

ანრი  მეოთხის  დედა   იყო  ნავარას  დედოფალი  ჟანა  დალბრე.

ანრი  მეოთხე  დე  ბურბონი  აღიზარდა  კალვინისტური  რელიგიურ  იდეებით  //  მაგრამ  სულ  არ  ყოფილა  კალვინივით მხეცი//.

1569  წლიდან  ის  გახდა  ფრანგი  პროტესტანტების  ბელადი.

1572  წელს  ის  დაქორწინდა  მეფე  შარლ  მეცხრის  და  მარგერიტ  დე  ვალუაზე.

 1584  წელს  გარდაიცვალა  მეფე  ანრი  მესამის  ბოლო  ძმა ჰერცოგი  დალანსონი // duc d’Alençon// რამაც  ანრი  დე  ბურბონი  გადააქცია  საფრანგეთის  სამეფო  გვირგვინის  და  ტახტის  მემკვიდრედ.

მაშინ  მაქსიმალისტმა  კათოლიკებმა  შექმნეს  ე.წ.  წმინდა  ლიგა  რომელიც უარყოფდა  პროტესტანტი  მეფის  იდეას.

ანრი  ნავარელი  1589  წელს  შეურიგდა  საფრანგეთის  მეფე  ანრი  მესამეს.

 

ანტუან  დე  ბურბონის  და  ნავარას  ჟანა  მესამის  ვაჟიშვილი  ანრი  მე-4  დაიბადა  ბეარნის   სამეფოში, Pau-ში,  ოჯახურ  სასახლეში.

ანრი  მე-4  მოინათლა  კათოლიკედ.

მისი  ნათლიები  იყვნენ  მისი  პაპა  ნავარას  ანრი  მეორე  და  მისი  ბიძაშვილი საფრანგეთის  მეფე  ანრი  მეორე.,   ეკატერინე  დე  მედიჩი   და  მისი  დეიდა  იზაბო  დალბრე.

ახალგაზრდა  პრინცმა  ბავშვობა  გაატარა   პაპამისი  ანრი  მეორეს  მიწებზე, კოარაზის  სასახლეში.

1555  წელს  დედამისი  გახდა  ნავარას  დედოფალი  და მამამისი  ნავარას  მეფე-კონსორი. // roi consort// .  ყმაწვილი  ანრი  მეოთხე  თამაშობდა ლოკალურ  გლეხებთან.

 

1561  წელს  მამამისმა  ანრი  მე-4    წაიყვანა  საცხოვრებლად  საფრანგეთის  სამეფო  კარზე.

ანრი  მე-4  იქ  შეხვდა  თავის  ბიძაშვილს, საფრანგეთის  მეფე  შარლ  მეცხრეს.

ანრი  მეოთხის  დედ-მამამ  იჩხუბეს  იმის  თაობაზე  კათოლიკე  უნდა  ყოფილიყო  თუ  პროტესტანტი  მათი  შვილი-პრინცი.

1567  წელს  ანრი  მეოთხემ  დატოვა  საფრანგეთის  მეფის  კარი. ის  დაბრუნდა  დედამისის  მიწებზე.

1568  წლიდან  დედამისი  ზრუნავდა  იმაზე  რომ  მას  მიეღო  სამხედრო  და  პოლიტიკური  განათლება.

 

ნავარას  მეფე

 ანრი  მე-4  1572  წელს  გახდა   ნავარას  მეფე  ანრი  მესამე, ანდორას  კოპრინცი, ჰერცოგი  დალბრე, დალანსონი, დე  ვანდომი, დე  ბომონი, სუასონის,  პერიგორის, როდეზის, გორის, არმანიაკის, ფუაქსის, ბიგორის  გრაფი,  ბეარნის, მარსანის,  გაბარდანის, ფეზენსაგეს  და  4  ხეობის  ვიკონტი.

 

ანრი  დე  ბურბონი 1572  წლის 18  აგვისტოს  პარიზში  დაქორწინდა   მარგარეტ  დე  ვალუაზე.

ის  პროტესტანტი  იყო  და  ამიტომ  ქორწილი  შედგა  ეკლესიის  წინ. მას  არ  ჰქონდა   ეკლესიაში  შესვლის  უფლება.

 

ამ  ქორწინებას  ბოლო  უნდა  მოეღო  საფრანგეთის  ამაოხრებელი  რელიგიური  ომებისთვის.

მაგრამ  რამოდენიმე  დღის  შემდეგ  მოხდა  წმინდა  ბართლომეს  საშინელი  სასაკლაო.

პროტესტანტი  ანრი  დე  ბურბონი  სასაკლაოს  გადაურჩა  სისხლის  პრინცის  მისი  რანგის  წყალობით.

მაგრამ  მას  დააძალეს  კათოლიკედ  მოქცევა და  საფრანგეთის  კარზე  ცხოვრება.

მან  მონაწილეობა  მიიღო  ასე  ვთქვათ  ცუდად  კმაყოფილთა  შეთქმულებაში

// complot des malcontents//  და  ძლივს  გადაურჩა  სიკვდილით  დასჯას.

1576  წელს  მან  მოახერხა  საფრანგეთის  კარიდან  გაქცევა.  ის  დაბრუნდა  თავის  მიწებზე.

ნერაკში  მან  შექმნა  თავისი საკუთარი  კარი.

ის  დაუბრუნდა  პროტესტანტობას.

მისი  ურთიერთობა  საფრანგეთის  სამეფოსთან  დაიძაბა.

1580  წელს  ის  ჩაება  ომში  საფრანგეთის  სამეფოს  წინააღმდეგ.

1584  წელს  გარდაიცვალა  საფრანგეთის  მეფის  მემკვიდრე  და  ამან   ანრი  დე  ბურბონი  გადააქცია  საფრანგეთის  სამეფოს  მემკვიდრედ.

პროტესტანტების  მოსისხლე  მტერმა  კათოლიკებმა  ყველაფერი  გააკეთეს  იმისთვის  რომ  არ  დაეშვათ  მისი  ტახტზე  ასვლა.

მიუხედავად  ამისა  საფრანგეთის  მეფე  ანრი  მესამემ  გადაწყვიტა  ანრი  დე  ბურბონთან  დაახლოება.

სიკვდილის  დღეს  მან  დაადასტურა  რომ  ანრი  დე  ბურბონი  იყო  მისი  მემკვიდრე  და  აღიარა  ის  როგორც  საფრანგეთის  მომავალი  მეფე.

 

ანრი  მესამის  მოკვლის  შემდეგ  ანრი  დე  ბურბონი  გახდა  საფრანგეთის  მეფე  ანრი  მეოთხის  სახელით.

მას  მოუწია  ბრძოლა  პროტესტანტების  მოსისხლე  მტრები  გიზების  ჯარებთან.

ამ  გიზებს  უნდოდათ  საფრანგეთის  სამეფო  ტახტზე  ანრი  მეოთხის  ბიძის, კარდინალი  დე  ბურბონის  აყვანა.

საფრანგეთის  საქმეებში  ერეოდნენ  ესპანელებიც.

ესპანეთის  მეფეს  უნდოდა  საფრანგეთის  დედოფლად  თავისი  ქალიშვილი Isabelle-ს  დასმა.

ეს Isabelle  იყო  მეფე  ანრი  მეორის  შვილიშვილი/

ანრი  მეოთხემ  1589  წელს  და 1590  წელს  დაამარცხა  გიზები.

მაგრამ  ის  დამარცხდა  რუანთან  და  პარიზთან.

1593  წელს  ანრი  მეოთხემ  გადაწყვიტა  რელიგიის  შეცვლა.

ის  გაკათოლიკდა  და  1594  წელს  შარტრში  ეკურთხა  საფრანგეთის  მეფედ.   საფრანგეთის  მეფეთა  კურთხევის  ტრადიციული  ადგილი რეიმსი  დარტყმული  გიზების  მომხრეთა  ხელში  იყო.

 კათოლიკედ  მოქცეულ  ანრი  მეოთხეს  პარიზმა  გაუღო  კარი.

მაგრამ  გიჟი  გიზები,  მათი  მომხრეები  და  ესპანელები  ომს  განაგრძობდნენ 1598  წლამდე.

ანრი  მეოთხის  მეფობის  საქმე

ფრანგი  პროტესტანტები  და  ფრანგი  კათოლიკეები  დაახლოებით  40  წელი  ღვრიდნენ  ერთმანეთის  სისხლს  და  აოხრებდნენ  მათ  საფრანგეთს.

მათ  მერე  ანრი  მეოთხე  ნამდვილად  აღმაშენებელი  მეფე  იყო.

მან  1598  წელს  პროტესტანტებს  მისცა  ნანტის  ედიქტი  რომელიც  მათ  აძლევდა  უფლებებს  და  მფარველობას.

მან  დაამშვიდა  სამეფო.

ის  მართავდა  როგორც  აბსოლუტური  მეფე  და  არ  იწვევდა  გენერალურ  შტატებს.

სამხედრო  გუბერნატორებს  ძალაუფლება  შეასუსტდათ,  პარლამენტები // უმაღლესი  ტრიბუნალები//  დამორჩილდნენ…

 

ანრი  მეოთხის  მინისტრები Sully და Laffemas ავითარებდნენ  სოფლის  მეურნეობას  და  ინდუსტრიას/

საფრანგეთმა  დაიწყო  კანადაში  კვებეკის  კოლონიზაცია.

ანრი  მეოთხემ  საფრანგეთის  სამეფოს  ტერიტორიას  დაუმატა  Bresse და  Bugey.

ანრი  მეოთხე  გახდა  ჰაბსბურგების  ძლიერებით  შეშფოთებულ  იტალიელ პრინცთა  უმრავლესობის  მოკავშირე.

1610  წელს  ანრი  მე-4  იწყებდა  ომს  ჰაბსბურგების  წინააღმდეგ,  მაგრამ  სწორედ  მაშინ  ის  მოკლა  ფანატიკოსმა  კათოლიკე François Ravaillac-მა.

დიდი  მეფის  მკვლელობისკენ  ფანატიკოსს  ალბათ  უბიძგეს  ამ  მეფის   გარემოცვაში  მყოფმა  ესპანეთის მომხრეებმა.

დავუბრუნდეთ  წიგნს  რომლითაც  დავიწყეთ.

ასაღები  სამეფო

სამეფოს   ხელახლა  დასაპყრობად  ყველაზე  უფრო  მნიშვნელოვანი  პოლიტიკური  ელემენტი  იყო   ანრი  მეოთხის  პიროვნება.

ომებში  გამარჯვება  არ  იყო  საკმარისი.

აუცილებელი  იყო  ადამიანთა  დამშვიდება, მათი  გულების  დაპყრობა.

 

მთიელი,  ნავარელი  //ნათესავებით  ბასკი//  ანრი  მეოთხე  არ  ყოფილა  ლუვრში  მოქეიფე   გაქალაჩუნებული  ვალუა.

ის  იყო  მეომარი.   ცხენზე  ამხედრებულ  ანრი  მეოთხეს  შეეძლო  საშიშ  ბრძოლებში  გადაშვება.

მაგრამ  ის  არ  ყოფილა  მხეცი.

ცნობილი  მეომარი  ანრი  მეოთხე  ამავე  დროს  იყო  ზრდილი,  გალანტური,  თავაზიანი  რაინდი.

მომხრეები  პატივს  და  თაყვანს  სცემდნენ  ანრი  მეოთხეს.

ანრი  მეოთხეს  კი  მოლაპარაკებები  და დაპირისპირებულ-გაგიჟებულთა  დამშვიდება  და  შერიგება  ერჩივნა  სასაკლაოების  მოწყობას.

ის  იყო  მოსისხლე  მტრებად  ქცეული  პროტესტანტების  და  კათოლიკების   მომრიგებელ-შემრიგებელი  მეფე

მან  ორჯერ  უარყო  თავისი  რელიგია  პარიზის  კედლებთან  ყოფნისას.

ის  იყო  პოლიტიკოსი  და  არა  ფანატიკოსი  ექსტრემისტი.

მას  საფრანგეთის  სამეფოს  აღდგენა  ერჩივნა კათოლიკეთა  თუ  პროტესტანთა  ჟლეტას.

მას  რეალობა  ერჩივნა  პრინციპების  დაცვის  მომიზეზებით   მთელი  რელიგიური  თემების  გაწყვეტას.

მას  უნდოდა  ძალაუფლება, სამეფო  და  არა  დოქტრინები.

ნავარელი  მთიელი   ანრი  მეოთხე  იყო  მოქმედების  და  კეთილგონიერების  კაცი  და  არა  ვნებიან-ჟინიანი  გიჟი.

 

ის  ასეთი  იყო  უკვე 1589  წლის  ორ  აგვისტოს  როდესაც   ყველაზე  დიდმა  არისტოკრატებმა  შეჰფიცეს  მომაკვდავ ანრი  მესამეს  რომ  აღიარებდნენ  მას.-მზად  იყო  კათოლიკობის  მისაღებად  იმისთვის  რომ  აეღო  პარიზი  და  ხელისუფლება.

მისი  ძვირფასი  ჰუგენოტების  პროტესტების  მიუხედავად  ანრი  მეოთხემ  ხელი  მოაწერა  დეკლარაციას  რომლითაც   მან  დადო  პირობა  რომ  პატივს  სცემდა   სახელმწიფოს  კათოლიკურ  ფორმებს და  არ შეაწუხებდა  კათოლიკებს  მათ  ფუნქციებში.

ეს  საკმარისი  იყო  ანრი  მესამის  მიერ შეკრებილი  ჯარის  კათოლიკების  ნაწილის  დასამშვიდებლად.

მაგრამ  ეს  არ  ამშვიდებდა  გიჟ  ფანატიკოს  გიზებს რომლებმაც  მეფედ  შარლ  მეათის  სახელით  გამოაცხადეს  მოხუცი  კარდინალი დე  ბურბონი.

ანრი  მე-4  იძულებული  გახდა  უფრო  შორს  წასულიყო.

ის  დაპირდა  კრების  მოწვევას.  1593  წელს  ის დათანხმდა  კათოლიკური  რელიგიის  შესწავლაზე.  ბურჟის  მთავარეპისკოპოსმა 1593  წლის 25  ივლისს  სენ-დენის  ბაზილიკაში  მიიღო  ანრი  მეოთხის  მიერ  პროტესტანტობის  საზეიმოდ  უარყოფა.

გიზების  ლიგის  წევრები  ამ  უარყოფაში  ხედავდნენ  დიდ  ცინიზმს. მათ  არ  სჯეროდათ  მეფის  გულწრფელობისა.

ისინი  მოითხოვდნენ  რომ  ანრი  მეოთხე  მეფედ  კურთხეულიყო  რეიმსში  სადაც  მათ  ჰქონდათ  ძალაუფლება.

ანრი  მეოთხე  მეფედ  ეკურთხა,  მან  გვირგვინი  მიიღო  შარტრში.

პარიზმა  ბოლოს  და  ბოლოს  უბრძოლველად  გაუღო  კარი  ანრი  მეოთხეს.

პარიზელებს  სძულდათ  დარტყმული  ფანატიკოსი  გიზები  და  მათი  მომხრეები  რომლებმაც    დახმარება  სთხოვეს ფილიპე  მეორის  ესპანელებს.

ანრი  მე-4  პარიზში  ზარ-ზეიმით  შევიდა 1594  წლის  22 მარტს.

მან  იცოდა  რომ  საფრანგეთი  იმისაა  ვისიცაა  პარიზი. გს

გამარჯვებულმა  ანრი  მეოთხემ ულტრაკათოლიკები  დაამარცხა  პიკარდიაში,  ნორმანდიაში   და  შამპანში,  ივრიში.

პროვინციებში  კათოლიკეები  გადადიოდნენ  ნავარელის  მხარეს.

ისუარი  და  მალე  მთლი  ოვერნი   აღიარებდა  ანრი  მეოთხის  ხელისუფლებას.

მაგრამ  ამავე  დროს  ესპანეთის  არმია  შეესია  ლანგედოკს,  სავუას  ჰერცოგი  იპყრობდა  პროვანსს  და  დოფინეს, ლორენის  ჰერცოგი  იპყრობდა  არდენს  და  შამპანის  ნაწილს.  მერკურის  ჰერცოგი  კი  დამოუკიდებელ  მამულს  ითლიდა  ბრეტანში.

 

1592   წელს  ანრი  მეოთხეს   

მოუხდა  დაპირისპირება  ესპანელებთან,  სავუას  ჰერცოგთან, თვითონ  რომის  პაპთან  რომელმაც მთელი  არმია  გააგზავნა  ანრი  მეოთხის  წინააღმდეგ.

 

ანრი  მეოთხეს  რა  თქმა  უნდა  შეიძლება  ჰქონოდა  ინგლისელების,  ჰოლანდიელების  და  გერმანელების  დახმარების  იმედი.

 

მაგრამ  სამხედრო  გადაწყვეტის  ძიება

ნიშნავდა  საფრანგეთის  მიწაზე  სამოქალაქო  რელიგიური  ომისთვის  უცხოელების  თარეშის  დამატებას.

 

ანრი  მეოთხემ  კი  პროტესტანტობაზე  უარი  თქვა  სწორედ  იმიტომ  რომ  უნდოდა  პოლიტიკური  და  არა  მარტო  სამხედრო  გადაწყვეტა.

მას  უნდოდა  რომ  ფრანგული  პრობლემები  გადაეწყვიტათ  თვითონ  ფრანგებს  უცხოელების  ჩაურევლად  და  დაუხმარებლად.

ფრანგ  ხალხს კი   ყელში  ამოუვიდა უცხოური  ჯარების  ყოფნა  საფრანგეთის  ტერიტორიაზე.

 ზომიერი. გონიერი  და  ნორმალური  კათოლიკები  კი  გადადიოდნენ  ანრი  მეოთხის  მხარეს.

გიჟ  კათოლიკეთა  ხელში  ჩავარდნილი  მრავალი  ქალაქი  დანებდა.

ანრი  მეოთხე  ამ  პროცესს  აადვილებდა  იმით  რომ  პენსიებს  და  თანამდებობს  აძლევდა  დიდ  კათოლიკე  ფეოდალებს.

კათოლიკურ  ქალაქებს  კი  მისცა  თავისუფლებები  და  გარანტიები.

ბლოს  და  ბოლოს  მეფეს  დარჩა სამეფოდან  თუ  დედაქალაქიდან  ასიოდე  შეუპოვარი  გიჟი  კათოლიკეს  და  მის  წინააღმდეგ  შეთქმულებების  მომწყობი  იეზუიტების  გარეკვა.

 

მთიელმა  რაინდმა  ანრი  მეოთხემ  ისეთი  ზომიერება და  გულუხვობა  გამოავლინა  თავის  მოწინააღმდეგეთა  მიმართ  რომ  თვითონ  რომის  პაპმაც  კი თქვა  მიპატიებია  მისთვის  მისი  ჰუგენოტური  წარსულიო.

 

1595  წლის სექტემბერში  ყველამ  დაინახა  რომ  საფრანგეთის  მეფე  ანრი  მეოთხის  ხელისუფლება  ვრცელდებოდა  მთელ  სამეფოზე.

მაშინ  ყველა  დიდმა  კათოლიკე  არისტოკრატმა  აღიარა  ანრი  მეოთხის  ხელისუფლება.

მაგრამ  კიდევ  3  წელი  გახდა  საჭირო  უცხოელების  საფრანგეთიდან  გასაყრელად.

ანრი  მეოთხის  სამეფო  არმიამ  დაამარცხა  ესპანელები  ერთი  დარტყმით  დაიბრუნა  ბურგუნდია.

რომის  პაპმა  გააადვილა 1598  წელს ვერვანის  სამშვიდობო  შეთანხმება.

ესპანეთმა  წააგო  საზღვაო  ომი  ინგლისთან. ის  ვეღარ  ბატონობდა  ნიდერლანდებში, ის  დამარცხდა  საფრანგეთში.

ესპანეთი  აღარ  იყო  ჰეგემონი  ევროპაში.

 

რელიგიის  ომების  დამთავრებამ  საფრანგეთი  ისევ  აქცია დიდ  ევროპულ  სახელმწიფოდ.

საფრანგეთის  მეფე  ანრი  მეოთხემ  თავისი  სამეფო გაანთავისუფლა  მარტომ,  დამოუკიდებლად, უცხოური  არმიე ბის  დაუხმარებლად  და  მისი  ავტორიტეტი  კიდევ  უფრო  გაიზარდა.

 

აღსადგენი  სამეფო.

 

ანრი  მეოთხემ  პროტესტანტებს  დაუთმო  დიდი  რამე.

1598  წლის 13  აპრილს  იყო  ნანტის  ედიქტი.  პროტესტანტებმა  მიიღეს  კულტის  ფართო  თავისუფლება,  სამოქალაქო  თანასწორობა.   პროვინციის  ოთხ  დიდ  პარლამენტში  შეიქმნა  შერეული  პალატები.

პროტესტანტებმა  8  წლით  მიიღეს სიმაგრეები  გარნიზონებით და  პროტესტანტი  მმართველებით.  მათ  მიიღეს  25  ათასი  კაციანი  არმიის  ყოლის  უფლება.

კათოლიკურმა  ეკლესიამ  და  პარლამენტებმა  მაშინვე  გააპროტესტეს  ეს  გადაწყვეტილება.

პარიზის  პარლამენტმა  უარი  თქვა ედიქტის  რეგისტრაციაზე.

 

« მე  მინდა  ვიყო  თქვენი მეფე.  მე  ეხლა  ვლაპარაკობ  როგორც  მეფე.. მე  მინდა  რომ  მემორჩილებოდნენ.  სინამდვილეში  მართლმსაჯულების  ხალხი  ჩემი  მარჯვენა  ხელია, მაგრამ  თუ  მარჯვენა  ხელს  ემართება  განგრენა  მარცხენა  ხელმა  ის  უნდა  მოკვეთოს»,  უთხრა  ანრი  მეოთხემ  შეკრებილ  პარლამენტარებს.

შეკრებილებმა  ნათქვამი  გაიგეს  და  ედიქტი  რეგისტრირებული  იყო.  კათოლიკური  ოპოზიცია  უშედეგოდ  დარჩა.

მაგრამ  გონიერმა  ანრი  მეოთხემ  დააკმაყოფილა  კათოლიკებიც.

1603  წელს  იეზუიტებმა მიიღეს საფრანგეთში  დაბრუნების  უფლება.

ანრი  მეოთხე  რეგულარულად  ესწრებოდა  კათოლიკურ  წირვას, და  ა.შ.

 

ოღონდ  არ  დატაკებოდნენ   ერთმანეთს,  ოღონდ  არ  ეჟლიტათ  ერთმანეთი  და  ანრი  მეოთხე  პროტესტანტებს  და  კათოლიკეებს  თავს  უკრავდა  აქეთ-იქით.

ამასობაში  ის იქცეოდა  როგორც  აბსოლუტური  მონარქი, აძლიერებდა  სამეფო  ხელისუფლებას.

 

« მე  ვარ  თქვენი  ლეგიტიმური,  მეფე, თქვენი  ბელადი,  ჩემი  სამეფო  არის  ერთი  სხეული  და თქვენ  გაქვთ  პატივი  იყოთ  მისი  ნაკვთები,  თქვენ  გაქვთ  ამ  სამეფოს  სამსახურის  პატივი», ეუბნებოდა  ანრი  მეოთხე  ლამის  40-წლიანი  რელიგიური  ომით  დაფლეთილი  საფრანგეთის  პროვინციების  ხელმძღვანელებს.

მეფემ   თავისუფლებები  მიანიჭა  მუნიციპალიტეტებსაც.

 

მაგრამ  დიდ  ფეოდალებს  არ  მოსწონდათ  საფრანგეთის  მონარქიული ცენტრალიზაცია.

1600  წელს  ისინი  გაერთიანდნენ  რათა  ეცადათ  ძალაუფლების  ხელში  ჩაგდება.

  მეთაურები  იყვნენ  ტიურენი, ბუიოს  ჰერცოგი, სედანის  პრინცი, ეპერნოს  ჰერცოგი, ანგუმუას მმართველი, სავუას  ჰერცოგი.  მეთაურებს  შორის  იყო  ინგლისის  ჰენრიეტაც.

ანუ  ინგლისი  ისევ  ურევდა  ხელს  საფრანგეთის  საქმეებში. მას  არ  აწყობდა  ძლიერი  და  მშვიდი  საფრანგეთის  გაჩენა.

აჯანყებისთვის  მზად  იყვნენ  მარილზე  ბეგარის  დაწესებით  უკმაყოფილო დასავლეთის  პროვინციებიც.

 

მეფე  ანრი  მეოთხემ  იმოქმედა  სწრაფად.

დააპატიმრეს,  გაასამართლეს  და  1602  წელს  სიკვდილით  დასაჯეს. ბირო.

მეფის  ძლიერმა  არმიამ  შეუტია  ბუიოს  ჰერცოგს  რომელმაც 1606  წელს  გამოაცხადა  კაპიტულაცია.

დიდ  ფეოდალთა  შეთქმულებამ  სრული  კრახი  განიცადა.

მეფე  ანრი  მეოთხე  დარჩა  თავისი  სამეფოს  ბატონად.

 

იყო  დიდი  ადმინისტრატორი  Sully-ც (1560 – 1641)

 

 

https://www.herodote.net/Sully_1560_1641_-synthese-449.php

მაქსიმილიან  დე  ბეთუნი,  სიულის  ჰერცოგი //1559-1641//,  საფრანგეთის  პერი, საფრანგეთის  მარშალი, სუვერენი  პრინცი , ბარონი,  მარკიზი, გრაფი,  საფრანგეთის  მეფე  ანრი  მეოთხის  ერთ-ერთი  მთავარი  მრჩეველი.

// ვიკიპედიიდან//.

 

წვრილი არისტოკრატიიდან, ბარონები de Rosny-დან გამოსული  ეს  ადამიანი ბეჯითად  სწავლობდა  ბურგუნდიის  კოლეჯში   კალვინისტი  ის  იყო  პარიზში  როდესაც  მოხდა  წმინდა  ბართლომეს  სასაკლაო,  მაგრამ  დაიმალა  კოლეჯის  ხელმძღვანელთან  და საბედნიეროდ  გადარჩა.   ის გახდა  მინისტრი  რომლის  მსგავსიც  ფრანგების  აზრით საფრანგეთს  არც  ყოლია  არასდროს.

ანრი  ნავარელის,  მომავალი  ანრი  მეოთხის  ახალგაზრდობის  კომპანიონი სიული  იყო  მამაცი  ჯარისკაციც.

იდგა  ანრი  მეოთხის  სამსახურში ისე  რომ  არ  უთქვამს  უარი  თავის  პროტესტანტულ  რწმენაზე.

 

რელიგიის  ომების  დროს  ის  მამაცურად  იბრძოდა  ანრი  მეოთხის  გვერდით.

ეს  ერთგულება  არ  გამორიცხავდა   უთანხმოებებს. მათ  ბევრჯერ  უჩხუბიათ  კიდეც.

 

სწორედ  კალვინისტმა Maximilien

de Béthune-მა  1593  წელს   ურჩია  ანრი  მეოთხეს  მიეღო  კათოლიკობა რათა  ის  მიეღო  ფრანგი  ხალხის  უმრავლესობას,  თვითონ კალვინისტად  დარჩა.

1598  წელს  ის  გახდა  საფრანგეთის  ფინანსების  სიურინტენდანტი.

მან  მოახდინა  სასწაული, გამოასწორა 40-წლიანი  რელიგიური  ომით  აოხრებული სამეფოს  ფინანსური  მდგომარეობა.

იმდენად  რომ  ბიუჯეტმა  დაიბრუნა  1604  წლის წონასწორობა.

 

ამისთვის  მან  გამოიყენა  არაორდინარული  ხერხებიც. მან  დააძალა  მეფეს  მარია  დე  მედიჩის  ცოლად  მოყვანა.  მარიამ  კი  მოიტანა  შესაბამისი  მზითევი.

ომებით  გაუბედურებული  გლეხები  ხომ  ვერ  გადაიხდიდნენ  გადასახადებს  და  მან   დაადგინა  გადასახადები  იმ  მოხელეებისთვის  ვისაც  უნდოდათ  თავისი  თანამდებობების  თავისი  შვილებისთვის  გადაცემა.

მან  ომებით  განადგურებულ  წვრილ  არისტოკბრატიას  ყბიძგა  სოფლის  მეურნეობასთან  დაბრუნებისკენ.

მიწათმოქმედება  აღდგა. პური  მეტი  და  მეტი  მოყავდათ  და  ის  იაფდებოდა  კიდეც.

მან  ხელი  შუწყო  მრეწველობას.  იქმნებოდა  ახალი  მანუფაქტურები,  სახელოსნოები.

მოკლედ  მეფე  ანრი  მეოთხემ  და  მისი  სიყმაწვილის  მეგობარმა  ფეხზე  წამოაყენეს  ქვეყანა.

1606  წელს  ეს  მინისტრი  გახდა  ჰერცოგი დე  სიული ,  საფრანგეთის  პერი  და  ამ  სახელით  დარჩა  ისტორიაში.

მეფის  მკვლელობიდან  რამოდენიმე  თვის  შემდეგ, 1611  წლის  26  იანვარს,  მარია  დე  მედიჩიმ  მისი  ფავორიტი  კონჩინის  ჩარევის  შედეგად  გარიცხა  სიული  რეგენტის  საბჭოდან.

 

უმადურობის მსხვერპლმა  სიულიმ  დაწერა  მოგონებები  რომელშიც  განადიდა  მეფე  ანრი  მეოთხე // Henri le Grand-ანრი დიდი//  და  თქვა  რომ  ანრი  მეოთხეს  ჩაფიქრებული  ჰქონდა ევროპის  15-ოდე  კათოლიკური  ქვეყნის  გაერთიანება ქრისტიანულ  კონფედერაციად….

დიდ  ანრი  მეოთხეს  არ  უყვარდა  ომი.  მას  უნდოდა  მუდმივი  მშვიდობა. მაგრამ  ირგვლივ  გიჟები  იყვნენ,  თანაც  მეფე  იყო  და  უხდებოდა  საფრანგეთის მეზობელი  მტაცებლების  მოგერიებაც,  აბა  რა ექნა.

 

ფინალი-  56  წლის  ანრი  მეოთხე  1610  წლის  14  მაისს  მიდიოდა  თავის  ძველ  მეგობარ  და  თანამებრძოლ  სიულისთან. მაგრამ  ვერ  მიაღწია  მეგობრამდე.

მეგობართან  მიმავალი  საფრანგეთის  დიდი  მეფე  გზაში  მოკლა  ვიღაც  გიჟმა  რომელსაც  ერქვა  Ravaillac.

მაგრამ  საფრანგეთი  დღესაც  არსებობს…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s