ფრანგული ხელოვნება არსებობს!

დღეს  ამის  ახსნაც  გახდა  აუცილებელი, ჰაი…

La philosophe Bérénice Levet.

ფილოსოფიის  დოქტორი  და  Centre Sèvres -ის ფილოსოფიის  პროფესორი Bérénice Levet

ფრანგული  ხელოვნება  არსებობს  საფრანგეთის  პრეზიდენტობის  კანდიდატი  ემანუილ  მაკროს  ჯინაზეც,დიახ.

 

http://www.lefigaro.fr/vox/politique/2017/02/24/31001-20170224ARTFIG00217-berenice-levet-emmanuel-macron-ne-voit-ni-l-art-ni-la-culture-ni-la-franc

 

Bérénice Levet: «  ემანუილ  მაკრო  ვერ  ხედავს  ვერც  ხელოვნებას, ვერც  კულტურას  და  ვერც  საფრანგეთს»

 

//Bérénice Levet: «  Emmanuel Macron ne voit ni l’art, ni la culture, ni la France»//, 07.03.2017

 

 

FIGAROVOX/  დიდი  შეხვედრა //შემოკლებით//

//საფრანგეთის  პრეზიდენტობის  მსურველმა  და  კანდიდატმა,  საფრანგეთის  ეკონომიკის  და ა.შ. ყოფილმა ნისტრმა//  ემანუილ  მაკრომ // Emmanuel Macron//  ჯერ  ლიონში   თქვა  რომ  ფრანგული კულტურა  არ  არსებობს  და შემდეგ  ლონდონში  განაცხადა: «   ფრანგული  ხელოვნება,  მე  ის  არასოდეს  მინახავს».

ამით  მაკრომ  თავი  გამოავლინა  როგორც  პოსტნაციონალური  მულტიკულტურალიზმის  შიკრიკმა  და  მაცნემ.

საფრანგეთის  და  ფრანგი  ხალხის  დამამცირებელმა ამ  განცხადებამ  აღშფოთა   ფრანგი  ფილოსოფიის  დოქტორი  და  Centre Sèvres -ის ფილოსოფიის  პროფესორი

Bérénice Levet.აი  მისი  რეაქცია,

დავუგდოთ  ყური:

 

 

Bérénice LEVET. –   მე  ნამდვილად  მინახავს  ფრანგული  ხელოვნება

ამაში  დასარწმუნებლად  გავიხსენოთ  თუნდაც  ნიკოლა პუსენის, ვატოს, ფრაგონარის, ენგრის, დელაკრუას, მონეს, სეზანის,  ვილარის, ბონარის,  ნიკოლა  დე  სტალის, პიკასოს  სახელები.

მე  ვურჩვდი  ემანუილ  მაკროს  ლუვრის  მუზეუმის,  განსაკუთრებით მე-17  საუკუნის  ფრანგული  მხატვრობის  განყოფილების  დარბაზების  ნახვას. იქ  ის  ნახავს  კლასიკურ  ესთეტიკას…

ეს  აუცილებელია  იმიტომ  რომ  შემაშფოთებელია  საფრანგეთის ბედის  მინდობა  კაცისთვის  რომელიც  ვერ  ხედავს  და  უარყოფს  საფრანგეთის  კულტურულ  მეობას.

ნიცშემ  შესანიშნავად  შეაჯამა  მოკლედ  მისი  საყვარელი  მე-17  საუკუნის  სულისკვეთება:  არასოდეს  იყო  უწესო  და  უზრდელი, მაშინაც  კი  როდესაც  მარტო  ხარ//ne jamais se laisser aller, même seul avec soi-même.///

 

ფუკედან  ბალთუსამდე  არის  უწყვეტობა.

 სახელგანთქმული  ფრანგი  ხელოვნების  ისტორიკოსი André Chastel  წერდა:

«    ფრანგული  ხელოვნება შორს  დგას  ექსტრავაგანტურისგან  და 

« ვიზიონერულისგან »,  ძლიერი  ემოცია  არ  აინტერესებს  ფრანგ  მხატვრებს.  ლირიზმი  მუდამ  ცოტა  თავშეკავებულია.

ემოციური  მღელვარებები  მუდამ  გაფილტრულია  მეოცნებე  ელეგანტურობით  თუ  ტონის  ღირსებით».

ფრანგი  უნდა  გრძნობდეს იმას  თუ რამდენადაა  ის  დავალებული  ფორმის  ამ  სიყვარულისგან

ნიცშემ  შესანიშნავად  შეაჯამა  მოკლედ  მისი  საყვარელი  მე-17  საუკუნის  სულისკვეთება:  არასოდეს  იყო  უწესო  და  უზრდელი,მაშინაც  კი  როდესაც  მარტო  ხარ//ne jamais se laisser aller, même seul avec soi-même.///

ეს  მხატვრობა,  ეს  ესთეტიკა ეხმაურება  ჩვენს ფილოსოფიას, ჩვენს ლიტერატურას, ჩვენს ბაღებს  რომლებსაც  უწოდებენ  სწორედ

 «  ფრანგულ ბაღებს»:  დეკარტე, კორნელი,  რასინი,  ლაფონტენი, ბოსუე, ლენოტრი  ქმნიან  ერთსა  და  იმავე  თანავარსკვლავედს.

საფრანგეთში  არ  არიან  ტინტორეტო, ფიუსლი, გოია, ჰოგარტი,  გეინსბორო,  შესანიშნავია  რომ  ყოველი  ეროვნული  კულტურა  განუმეორებელია  და  თავისებურია.

პარიზი  მე-19  საუკუნეში

ხელოვნება მნიშვნელოვანია.  სწორედ  ხელოვნების  ნაწარმოებებით  ვაცნობიერებთ  თუ  ვინ  ვართ,  ხალხის  მეობას.

Jean-Jacques Aillagon-მ  გაზეთ Le Figaro-ში  დაიცვა  ემანუილ  მაკრო და  თქვა: «  განა  ჟან  ბატისტ  ლიული  ფლორენციელი  არაა?

 მე-20  საუკუნის  ფრანგული    ხელოვნების  დიდი  ნაწილი  განა  არაა  უცხოელების შემოქმედების  ნაყოფი?

 

 მაგრამ  ეს  არგუმენტი  ვერ ამართლებს  იმას  ვინც  უარყოფს  ფრანგული  ხელოვნებას .

შაგალი,  ნიკოლა  დე  სტალი, ბრანკუზი   ნამდვილად  ემიგრანტები  იყვნენ,  მაგრამ  მათ  აირჩიეს  პარიზი  და  არა  სხვა  დედაქალაქი  სწორედ  იმიტომ  რომ  ისინი  აღფრთოვანებული  იყვნენ  სწორედ  საფრანგეთის  დედაქალაქით.

მათ  ჩათვალეს  რომ  სწორედ  ფრანგი  ხალხის  მიერ  და  მისი  სურვილით  ნაგები  პარიზი  იყო  საუკეთესო  ადგილი  მათი  ხელოვნებისთვის.

პარიზი  იყო  მე-19  საუკუნის  ხელოვნებათა  დედაქალაქი.

იმპრესიონისტებმა  იქ  მოახდინეს  ფერის  და  სინათლის  რევოლუცია.

მანემ, მონემ,  რენუარმა  განაახლეს რეალობის ჩვენი  აღქმა.

გადავიკითხოთ  მარსელ  პრუსტი ბ და  ის  თუ  რითია   დავალებული  მთხრობელი  მხატვარი Elstir-ისგან.

და მოვიდა  სეზანი  ვისგანაც  გამოვიდა  მე-20  საუკუნის  ყველა  მხატვრული  მიმდინარეობა.

 

მულტიკულტურალიზმის  მიმდევარ

Jean-Jacques Aillagon-ს  და  

 Emmanuel Macron-ს  არ ესმით  რომ ეს მხატვრები  არ  ჩამოსულან  თავისი  განსხვავებულობით  ფრანგული  ხელოვნების  გასამდიდრებლად.

მათთვის  ფრანგული  ხელოვნება  იყო  საკვები. მათ  სურდათ  ფრანგული  ხელოვნების  გაგრძელება.

დიდი  მხატვრები  არიან  თავმდაბალი  და  ისტორიის  ერთგული  ადამიანები.

დიდი  მხატვრები  პირველ  რიგში  ხედავენ  თუ  რითი  არიან  დავალებულნი  ისინი  მკვდრებისგან,  წინა  თაობებისგან.

 

 «  ნამდვილი  მემკვიდრეები  ვართ  ჩვენ, მხატვრები, ისინი  ვინც  ვაგრძელებთ  ხატვას»,  ამბობდა  პიკასო  და  უმატებდა :

«  მხატვარს  ყოველთვის  ყავს  მამა  და დედა, ის არ  ჩნდება   არარაობიდან « //Un peintre  a toujours un père et une mère, il ne sort pas du néant»//.

ორიგინალური  შემოქმედების  დოგმა მათთვის  სრულიად  უცხოა.

ეს  დიდი  მხატვრები  ხატავდნენ  პუსენის,  დელაკრუას, სეზანის  სურათების  ასლებს  და  ისე  ცდილობდნენ  ამ  ფრანგ  მხატვართა  ხელოვნების  საიდუმლოთა  წვდომას.

ემანუელ  მაკროს  ბრალად  სდებენ  რომ  მას  არა  აქვს  პროგრამა, მაგრამ  რა  მნიშვნელობა  აქვს  ამას  ჩვენთვის?

ჩვენ   ძალიან  კარგად  ვიცით  რა  სამყაროში  გვაცხოვრებს  ის.

მისი  აზრით  საფრანგეთი  უნდა  შეეწყოს  და  აყვეს   მსოფლიოს  სვლას.

უნდა  მოხდეს  საფრანგეთის  ადაპტაცია მსოფლიოს  სვლასთან.

// «adapter la France à la marche du monde».//

სიტყვა  ადაპტაცია  კი  საშიშია:

ესაა  დანებება, საფრანგეთის  მეობის,  ფრანგულ  გამონაკლისთა  და  თავისებურებათა  უარყოფა.

სახელგანთქმული Hannah Arendt-იც ამბობდა  რომ  დროის  აყოლის  მოვალეიბა  გადააგვარებს  ადამიანს

// «dégradante  obligation d’être de son temps». //

_________________________________

აი  დღევანდელობის სულიც

 

ნუთუ  სულ  ასეთ  უწესო  და უზნეო  იდიოტებად  უნდა  გადავიქცეთ ?

 

http://www.bbc.com/news/world-asia-39789508?SThisFB

http://www.telegraph.co.uk/news/2017/05/03/playboy-model-angers-maori-community-nude-shoot-sacred-new-zealand/

 

პლეიბოის  მოდელი Jaylene Cook

 ავიდა  ხალხი  მაორის  წმინდა  მთაზე, ახალი  ზელანდიის  მთა Taranaki-ზე.  იქ  შიშველმა  გადაიღო  ფოტო  და  ეს  ფოტო  გაავრცელა სოციალური  ქსელებით.

ამან  აღაშფოთა  ხალხი  მაორი.

 

Jaylene Cook   თავს  იცავს  და  ამბობს გატიტვლება  ბუნებრივია  და  ეს  სულაც  არაა  უპატივცემულობა.

  ეს  იგივეა  რომ  შეხვიდეთ  ვატიკანში  და იქ  გატიტვლდეთ  ფოტოების  ასე  გადასაღებად“,  უპასუხა  მას  მაორითა  აკადემიის  წევრმა Dennis Ngawhare-მ.

მერე  ვინ  რად  აგდებს  ვატიკანსაც, ფოტო  მოიწონა 11.000-ზე  მეტმა დებილმა  ხეპრემ.

 

ე.  მაკრო  მოითხოვს  საფრანგეთის ადაპტაციას   აი  ასეთ  დღევანდელ  მსოფლიოსთან, უკულტურო, უწესო  და  უზრდელ ხეპრეთა  მსოფლიოსთან.

ესაა  ულტრალიბერალიზმთან,  მათ  შორის  ზნე-ჩვეულებათა ულტრალიბერალიზმთან და  ევროპული  კულტურის  მასხრად  და  აბუჩად  აგდებასთან  ადაპტაციაც

//  კიევში  გაწვრთნილი  « ფიმენის »  გომბიოები  უკვე  დიდი  ხანია  რაც  წარმატებით  არბევენ  ევროპის  უდიდეს  და  ულამაზეს  კათედრალებს, პარიზის  ღვთისმშობლის  ტაძარს,  კიოლნის,  სტრასბურგის  კათედრალებს, ვატიკანს//

ასეთ  დღევანდელობასთან  ადაპტაცია არის  ეკონომიკურ  ულტრალიბერალიზმთან  ადაპტაციაც…

//  ეხლა  იყიდება  თითქმის ყველაფერი,  მდიდარი  უშვილო წყვილები  ქირაობენ  ბეჩავი  ღატაკი  ქალების  მუცელს რათა  მან  გააჩინონ  მათი  შვილი, მაფიური  ქსელები   დიდი  წარმატებით  ყიდულობენ  და  ყიდიან  ბავშვებს,  ქალებს, ეკონომიკურად ძლიერი  სახელმწიფოები  და  ორგანიზაციები ცუდი  დღეების  განმცდელი  ხალხების  ნაყოფიერ  მიწებს, მათ  ისტორიულ  და  კულტურულ  მემკვიდრეობას,  და  ა.შ.  აი  ასეთ  დღევანდელობასთან  ადაპტაცია  ვერაა  მაინც  და  მაინც  კარგი  საქმე.//

იქნება  მულტიკულტურალიზმიც,  ფრანგული  კულტურა  ხომ  არარსებულ  რამედ  გამოცხადდა  და  ქვეყანა  იქნება ერთმანეთისთვის უცხო  კულტურების  საცავი.

ამ  ქვეყანას  წმინდა  ნომინალურად  ერქმევა  საფრანგეთი.

ბევრი  ფრანგი   შოკში  ჩააგდო  იმის  გაგებამ  რომ  ფრანგული  კულტურა,  ფრანგული  ხელოვნება  არ  არსებობს.

მაგრამ  ისიც  უნდა  ითქვას  რომ 1970-ანი  წლებიდან  ჩვენში  ხდება  ჩვენი  კულტურული  მემკვიდრეობის  მივიწყება  და  დისკვალიფიკაცია.

ეხლა  უნდა  ვისარგებლოთ  ამ  დებატით  და უნდა  დავუბრუნოთ  ამ  მემკვიდრეობას  სიცოცხლისუნარიანობა  და  ნაყოფიერება.

ჩვენ  უნდა  გავაერთიანოთ,  ერთ  მთლიანობად  შევკრათ   სულერთია  როგორი   წარმომავლობის  ფრანგები, ფრანგი  ხალხი  საუკუნეების  სიღრმიდან მოსული  მისი  მხატვრების,  მისი  პოეტების  და  მწერლების, მისი  დიდი  ეროვნული  ფიგურების  ირგვლივ.

ამის  გარეშე  ფრანგი  აღარ  იქნება  თავისი  საკუთარი  ცივილიზაციის  მემკვიდრე !

ეროვნული  მეობა  არის  ხორციელი  მეობა.  ფრანგული  გენია  ანუ  ფრანგი  ხალხის განსაკუთრებული,  უნიკალური  სული  გამოიხატება  მხატვრულ  ლიტერატურაში, სახვითი  ხელოვნების  ნაწარმოებებში, მუსიკალურ  ქმნილებებში.

ეროვნული  მეობა  არაა  მარტო  ინტელექტუალური, ის  შეგრძნებებითაც  განიცდება.

ამ  მეობას  გამოხატავენ  მხატვრული,  ხელოვნების  ნაწარმოებები.

 

სახელგანთქმული Hannah Arendt  ამბობდა  რომ  ის  გერმანელი  იყო  პოეტების, განსაკუთრებით  კი  გოეთეს  წყალობით.

როდესაც  მას  დასჭირდა ინგლისური  ენის  სწავლა  მან  ენა  ისწავლა  დიკინსონისგან, იეტსისგან, კონრადისგან…

მე  ვამბობ  რომ  აღიარებული  უნდა  იყოს  როგორც  ინდივიდების ისე  ხალხების  ისტორიული  უწყვეტობის  უფლება.

პროგრესიზმის  კერპებია  ისტორიული  საზოგადოებიდან  გამოსვლა, წარსულზე,   უარის  თქმა,  პოსტნაციონალური, პოსტეროვნული…

ამ  კერპებს ამკვიდრებს  ემანუელ  მაკრო.

მას  არ  უნდა  იმის  გაგება  რომ  ხალხებს  ეს  ყელში  ამოუვიდათ.

გაკვრით  ვიტყვი  რომ  მემარცხენეები არ  თვლიან  საჭიროდ  ეროვნულ  მეობაზე  ზრუნვას…

მე  ვამბობ  რომ  აღიარებული  უნდა  იყოს  როგორც  ინდივიდების ისე  ხალხების  ისტორიული  უწყვეტობის  უფლება….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s