ფრანგული სოლიდარიზმი

 

 ლეონ  ბურჟუა,  “სოლიდარობის  დაფუძნება”,  2007

Léon Bourgeois : Fonder la solidarité

ბიბლიოთეკა- ევროპული  იდეებიდანმ ესეც  ფრანგული  კულტურის  ნაწილია

არც  პიროვნების  დამთრგუნველი  კოლექტივიზმი  და  არც  უპასუხისმგებლო  ინდივიდუაალიზმი-სოლიდარიზმი,  სოციალური  ვალი.

როგორია   საფრანგეთში  რესპუბლიკრი  სოლიდარობის  ინტელექტუალური  საფუძვლები?  საიდან  მოდიან  იდეალები  რომლებმაც  გააჩინეს  ერთა  ლიგა  და  შემდეგ  გაერო ?

ამ  კითხვებზე  პასუხის  გასაცემად  უნდა  გავიხსენოთ  საფრანგეთის  მესამე  რესპუბლიკის  მთავარი  ფიგურა  ლეონ  ბურჟუა // Léon Bourgeois, 1851-1925//.

მისი  შთაგონებით  გაჩნდა  გადამწყვეტი  სოციალური  კანონები შრომის  უბედურ  შემთხვევებზე  // accidents du travail//, ჰიგიენაზე  თუ  პენსიაზე.  ის  იყო  ერთა  ლიგის // SDN//  სულიერი  მამა.

რესპუბლიკური  სოლიდარობის  დასაფუძნებლად მან  შექმნა  სოლიდარიზმის //“solidarisme”//  რომლითაც  ინარჩუნებდა ეოგორც  სოციალიზმის ისე  ლიბერალიზმის  საუკეთესო  ელემენტებს.

 

 

ფრანგული  სოლიდარიზმი-გავიხსენოთ, დავაკვირდეთ, ვიფიქროთ.

 

 

 

 

« არ  შეიძლება  რომ  ადამიანს  კლავდეს  სიცივე  და  შიმშილი  სახელმწიფოში  რომელიც  თავის  თავს  თვლის  ცივილიზებულ  სახელმწიფოდ.

არის  არსებობის  მინიმუმი  რომელიც  ყველას  ძალისხმევამ  უნდა  მისცეს  ყოველ  ადამიანს »

// ლეონ  ბურჟუა,  « კაცობრიობის  უმაღლესი  ცხოვრება»-La  vie  supérieure  de l’humanité , 1902  წლის 28  სექტემბერი//.

 

 

იყო  ლეონ  ბურჟუა // Léon Bourgeois,1851-1925../

ეს  ინტელექტუალი  და  პოლიტიკოსი  ბურჟუა  იყო მესამე  რესპუბლიკის  პარლამენტის  წევრი,  რადიკალური  პარტიის // Parti radical// დეპუტატი, ერთა ლიგის // Société des nations// პირველი  პრეზიდენტი.

1920  წელს  მან  მიიღო  ნობელის  პრემია.

დიდ  ერუდიტ  ლეონ  ბურჟუას  მრავალი  მაღალი  ფუნქცია  ჰქონდა  მთავრობაში  და  ის  მუდამ  ახალისებდა  სოლიდარობის  ერთგულ  სახელმწიფო  პოლიტიკას.

 

ლეონ  ბურჟუა  უპირისპირდებოდა  როგორც  სოციალისტების  კოლექტივიზმს  ისე  საზოგადოების  ატომიზაციას, მის  დაშლას  სარჩოსთვის, მატერიალური  სიმდიდრისთვის  და  თანამდებობების  გულისთვის   ერთმანეთთან  მებრძოლ  ინდივიდუალისტ-ეგოისტებად.

ლეონ  ბურჟუამ  სოლიდარობის  იდეა  დააფუძნა  პრინციპზე  რომლის  თანახმადაც  ყველა  პასუხისმგებელია  ყოველი  ადამიანზე.

სოლიდარობა  ასე  გაგებულია  როგორც  სამართალის  ფორმა  რაც  მას  განასხვავებს  გულმოწყალებისა  და  გულკეთილობისგან.

ეს  კოლექტიური  სოლიდარობა  უპირისპირდება  ინდივიდის  ყოველგვარ  წაშლას  კოლექტივის  სასარგებლოდ.

ლეონ  ბურჟუა  ძალიან  კრიტიკულად  უყურებდა  მისი  დროის  სოციალისტების  პროგრამას  სადაც  ინდივიდების  ძალისხმევა  და  თავისუფლებები  ეწირებოდა  კლასთა  ბრძოლას.

« არ  შეიძლება   რომ  ადამიანს  კლავდეს  სიცივე  და  შიმშილი  სახელმწიფოში  რომელიც  თავის  თავს  თვლის  ცივილიზებულ  სახელმწიფოდ.

არის  არსებობის  მინიმუმი  რომელიც  ყველას  ძლისხმევამ  უნდა  მისცეს  ყოველ  ადამიანს »

// ლეონ  ბურჟუა,  « კაცობრიობის  უმაღლესი  ცხოვრება»-La  vie  supérieure  de l’humanité , 1902  წლის 28  სექტემბერი//.

 

მარქსიზმმა  და  შემდეგ  ლიბერალიზმმა  ადამიანებს  დაავიწყეს  საფრანგეთის  მესამე  რესპუბლიკის  იდეები.

მაგრამ  ისინი  საზოგადოებრივ  ცხოვრებაში  დაბრუნდნენ  მე-20  საუკუნის  ბოლოს.

 

ლეონ  ბურჟუა,  სოციალური  ვალის  თეორეტიკოსი

ძმობა.  ეს  სიტყვა ეხლაც  ჩანს  როგორც  პოლიტიკური  ალამი, მთელი  პოლიტიკური  პროგრამა.

 

 «  იზოლირებული  ინდივიდი  არ  არსებობს».  ასე  შეიძლება  გამოითქვას  მოკლედ  სოლიდარისტული  დოქტრინა…

ლეონ  ბურჟუა  არ  ყოფილა  იზოლირებული  პიონერი. ის წარმოადგენდა  დიდ  მოძრაობას  რომელსაც  მე-20  საუკუნის  დასაწყისში  უნდოდა  სოციალური  ორგანიზაციის  დაფუძნება  სოლიდარობაზე.  მის უკან  იყვნენ  მოაზროვნეები Guyot, Izoulet,

Alfred Fouillée, Charles Renouvier.

ამ  ხალხის  აზრით   სოლიდარობა  არის  კაცობრიობის  ცივილიზების  განსრულება.

მათ  არც  სოციალიზმი  უნდოდათ  არც  ლიბერალიზმი  და  არც  მით უმეტეს  ნეოლიბერალიზმი.

მათ  უნდოდათ  სოციალიზმის  და  ლიბერალიზმის  სინთეზი.

 

სოციალური  ვალის  იდეა  და  პრინციპი:

 

ყოველი  ადამიანი  დაბადების  დღიდან  და  მთელი  ცხოვრების  მანძილზე  სარგებლობს  ყველა წინა  თაობის შრომით  შექმნილი  სიმდიდრით.

ადამიანი  ცხოვრობს  და  საქმიანობს  წინა  თაობების  მიერ  შექმნილის  წყალობით. 

ასე  თუ  ისე  ცივილიზებული  ქვეყნის ყოველმა  მცხოვრებმა  დაბადებიდანვე მიიღო ურიცხვ  თაობათა მიერ  შექმნილი   მდიდარი  კულტურული  მემკვიდრეობა//ლიტერატურა,მუსიკა,

არქიტექტურა, ხელოვნება, ხელოსნობა, მეცნიერება,  ტექნიკა, პრაქტიკული  გამოცდილება,  წეს-ჩვეულებები,  ზნეობის ნორმები  და  ა.შ.

საზოგადოებამ  შეინარჩუნა  და  დაიცვა  ურიცხვ  თაობათა  მიერ  შექმნილი ეს  უზომო  სიმდიდრე  რომელსაც  ვინ  იცის  რა  დამსახურების გამო   იღებს  ამ  საზოგადოების  ყოველი  ახალშობილი  წევრი.

უამრავმა  თაობამ  თავისი  შრომით   დააგროვა  უზარმაზარი  როგორც  მატერიალური  ისე  არამატერიალური  სიმდიდრე  და  თუ  თენგიზ  სიგუას  და  ირინა  სარიშვილის  ნაირი  ინდივიდები  სულ  არ  მოსპობენ  ამ  სიმდიდრეს.  ის  მომდევნო  თაობებსაც  გაუადვილებს  არსებობას.

ყოველი  ადამიანი  დავალებულია  საზოგადოებისგან  რომელმაც შეინარჩუნა  და  გადასცა  მას  წინაპართა  თაობების  მიერ  დაგროვებული  უზარმაზარი  კაპიტალი  რომლის  მსგავსსაც  ეს  ადამიანი  ვერ  დააგროვებდა  მთელი  თავისი  ცხოვრების  მანძილზე.

ყოველ  ადამიანს  ევალება  წინაპრების  თაობათა  მიერ  დაგროვებული  და  საზოგადოების  მიერ  შენარჩუნებული  სიმდიდრე-კაპიტალის  შენარჩუნება,  გაზრდა,  მომავალი  თაობებისათვის გადაცემა  და  არა  მისი გაფლანგვა-გავერანება.

 

 

ვალის  ეგ  იდეა  არაა  ახალი.

ოგიუსტ  კომტი // Auguste Comte//  წერდა :

 «  ჩვენ  დაბადებიდანვე  გვაკისრია ყველანაირი  მოვალეობა  საზოგადოების  მიმართ».

 

ლეონ ბურჟუა  ამბობს  რომ  ინდივიდები  არიან  საზოგადოების  მოვალეები.

მაგრამ  ყველა  ინდივიდს  არა  აქვს  ერთნაირი  ვალი.

ზოგი  სხვებზე  მეტად  სარგებლობს  იმით  რაც  დააგროვა  საზოგადოებამ.

ზოგს  თავისი  წვლილი  შეაქვს  თაობების  მიერ  დაგროვებული  სიმდიდრის  შენარჩუნებაში  და  ზრდაში  მაშინ  როდესაც  სხვები  ზარმაცები  არიან  //  ან  დაუზარებლად  ანგრევენ  ტანკით  თავისი  ქვეყნის  დედაქალაქს//.

ეს  აჩენს  უთანასწორობას.  ზოგი  სარგებლობს  საზოგადოებრივი სიმდიდრით  ისე  რომ  არ  შეაქვს  საკუთარი  წვლილი  საზოგადოებრივ  კეთილდღეობაში.

ეს  მდგომარეობა  უნდა  გამოასწოროს  სახელმწიფოს ჩარევამ.

ყოველი  ადამიანი  საზოგადოების  მოვალეა, დავალებულია  საზოგადოებისგან  და  სოციალური  სამართალი  მოითხოვს  ამ  ვალის  გასტუმრებას  და  დაბრუნებას.

 

ჩვენ  საზოგადოების  ვალი  უნდა  გავისტუმროთ  იმის  შესაბამისად  თუ  რა  მოგვცა  საზოგადოებამ  და  შესაძლებლობების  თანახმად  .

ადამიანი  თავისუფალი  იქნება  მხოლოდ  მაშინ  როდესაც  გაისტუმრებს  საზოგადოების  ვალს.

საზოგადოებისთვის  გაწეული  სამსახურის  სანაცვლოდ  საზოგადოება  ადამიანს  იცავს სიბერის, უბედურ  შემთხვევათა, ინვალიდობის, უმუშევრობის  საფრთხეებისგან.

ესაა  საზოგადოების  როლი, ესაა  საზოგადოების  ფუძემდებელი  მორალური  იდეა.

ასე  იგება  სოლიდარიზმში  სოციალური  ვალის  იდეასთან  ერთად  პროგრესული  დაბეგვრა-გადასახადი  და, სამაგიეროდ, განაწილება  დაზღვევის  და  დახმარების  სისტემებში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s