კრიზისი აგიჟებს ადამიანს

 Résultat de recherche d'images pour "stressed"

 Résultat de recherche d'images pour "stressed"

 Résultat de recherche d'images pour "stressed"

 «  არ  უნდა  გაგვიკვირდეს სტრესით  გატანჯულთა, განერვიულებულთა, თვითმკ.ვლელთა, ფსიქიურად  ავადმყოფთა  რაოდენობის  ზრდა».

გაუფრთხილდით ერთმანეთს დაუდექით ერთმანეთს გვერდში ჭირშიც და ლხინშიც თორე სულ გადაშენდებით და გაქრებით შუმერების და ეტრუსკების მსგავსად

დღევანდელი  ფინანსური  კრიზისი   საფრთხეა  როგორც  მსოფლიო  ეკონომიკისთვის  ისე   ადამიანის  ფიზიკური  და  ფსიქიური  ჯანმრთელობისთვის,

ის  აგრეთვე   აწუხებს  ჯანმრთელობის მსოფლიო  ორგანიზაციას // l’Organisation mondiale de la santé (OMS)//,

 «  ჩვენ  ყურადღება  უნდა  მივაქციოთ  ფინანსური  კრიზისის მღელვარებებს  და  სავარაუდო  შედეგებს»,  თქვა  ამ  ორგანიზაციის გენერალურმა  დირექტორმა Margaret Chan-მა  მენტალური ავადმყოფობების  სპეციალისტებთან  შეხვედრისას.

 «  არ  უნდა  გაგვიკვირდეს სტრესით  გატანჯულთა, განერვიულებულთა, თვითმკვლელთა, ფსიქიურად  ავადმყოფთა  რაოდენობის  ზრდა», გაუსვა  ხაზი  მან.

 

და  რა  დაემართებოდა  ხალხს  რომელმაც  ნახა  თუ  როგორ  ანგრევდა  პროფესორი  თენგიზ  სიგუა  საბჭოთა  ტანკით  საქართველოს  დედაქალაქს.

გაუფრთხილდით  ერთმანეთს  დაუდექით  ერთმანეთს  გვერდში  ჭირშიც  და  ლხინშიც თორე  სულ  გადაშენდებით  და  გაქრებით  შუმერების  და  ეტრუსკების  მსგავსად.

 

 

http://www.leparisien.fr/flash-actualite-sante/les-creatifs-plus-sensibles-a-la-depression-et-aux-addictions-12-08-2014-4060953.php

 

ფტსნგული  გაზეთი  Le  Parisien, 2014  წლის 12  აგვისტო

აქტუალური  თემები,  ჯანმრთელობა,

ხელოვანები  უფრო  მწვავედ  განიცდიან  ირგვლივ  არეულობას  და შინაგან  მღელვარებებს  რის  გამოც  უფრო  ადვილად  ვარდებიან  დეპრესიაში და  მათ  უჩნდებათ  მავნე  ჩვევები.

სახელი  და  სიმდიდრე  ვერ  შველის  ვერაფერს.

მსახიობები,  მუსიკოსები  თუ  მწერლები,  როგორც,  მაგალითად, ამას  წინ  გარდაცვლილი  ამერიკელი  მსახიობი Robin Williams  უფრო  მიდრეკილები  არიან  დეპრესიისკენ  და  მავნე  ჩვევებისკენ  ვიდრე, ბოდიში, უბრალო  მოკვდავები.

 

 

სააგენტო ფრანს  პრესის // AFP// მიერ  გამოკითხული  პრესის  თანახმად

 

  • Jim Carrey-მ, Catherine Zeta-Jones-მა, Mel Gibson-მა თუ   Benoit Poelvoorde-მა  საჯაროდ  ახსენეს სმასთან  და  ნარკოტიკის  მიღებასთან დაკავშირებული  თუ  დაუკავშირებელი  მათი  დეპრესია.

ჯანმრთელობის  მსოფლიო  ორგანიზაციის  თანახმად  მსოფლიოში  დეპრესიით  გატანჯულია ყველა  ასაკის  350  მილიონზე  მეტი  ადამიანი.

ყველაზე  მწვავე  ფორმის  დეპრესიას შეუძლია  ადამიანის  მიყვანა  თვითმკვლელობამდე.

 

ჯანმრთელობის  მსოფლიო  ორგანიზაცია ლაპარაკობს ყოველ  წელს მილიონ  მკვდარზე.

 

Robin Williams-ის  პრეს  ატაშე Mara Buxbaum  ამბობს  რომ 

 “Good morning Vietnam”-ის , “Mrs Doubtfire”-ს, “Will Hunting”-ის  და  ა.შ. გმირს  ბოლო  დროს ტანჯავდა 

მწვავე  დეპრესია .

პოლიციის  თანახმად  მისი  სიკვდილის  მიზეზია  თვითმკვლელობა სულის  \სეხუთვით, ხრჩობით //“un suicide par asphyxie”//.

საავადმყოფო Paul Brousse-ის  ფსიქიატრიის  და  ნარკოლოგიის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი პროფესორი Michel Reynaud-ს  თქმით შემოქმედებითი  ნიჭი  დაკავშირებულია  დეპრესიასთან  და  მავნე  ჩვევასთან.

 

 

 

ხელოვანები  ხშირად  არიან  უფრო  მგრძნობიარე,  ემოციათა  უფრო  ძლიერად  განმცდელი  ადამიანები.

ამიტომ   მით  უმეტეს  დიდი მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, ნიჭიერი  მსახიობები  ამავე  დროს ხშირად არიან დარდიან-ნაღვლიანი, დეპრესიული, შეშფოთებული, მანიაკო-დეპრესიული  ადამიანები“, ამბობს  ის.

და  ეს  მით  უმეტეს  რომ მათ  წრეში

// სიამოვნების,  დღესასწაულის, ფულის  წრე// როგორც  წესი  ხელმისაწვდომია   სასმელიც  და  ნარკოტიკიც. 

მისი  თქმით  ამას  უნდა  დაემატოს  ის  რომ  წარმატება თავბრუს  ხვევს  და ნარცისულ,  საკუთარ  თავში  შეყვარებულ  არსებებად  აქცევს მსახიობებს.

 

არის  წინა  გამოკვლევები  რომლებიც   შემოქმედებით  ნიჭს  უკავშირებენ  მენტალურ  ჯანმრთელობას, თუმცა  ზუსტი  მექანიზმი  ბოლომდე  გარკვეული  არაა.“,   ამბობს ბრიტანული მსოფლიო  მენტალური  ჯანმრთელობის ცენტრის // Global Mental Health//  დირექტორი  Vicram  Patel. 

ხელოვანად  ყოფნა  არაა  ადვილი,  ამბობს,  ეს  აძლიერებს  მენტალური  ავადმყოფობის  საფრთხეს.

 

დადასტურებულია  დეპრესიის  სხვადასხვა  ფორმის  კავშირი  მავნე  ჩვევებთან // ანუ  ლოთობასთან  და  ნარკომანიასთან//.

 

ჟურნალი  Journal  of Phenomenological Psychology-ს  2009  წლის  გამოკვლევა ამბობდა  რომ  სახელს,  სახელგანთქმულობას  მოაქვს  სიმდიდრე, პრივილეგიები  და  სიმბოლური  უკვდავება.

მაგრამ  სხვებისაგან  გამომრჩევი  სტატუსის  მიღება  ჯდება  მენტალური  ჯანმრთელობის  ფასად.

 

ნიუ  იორკის  Brain and Behaviour Research-ის  პრეზიდენტი  Jeffrey Borenstein  ამბობს  რომ  ადამიანებს  უჭირთ  იმის  გაგება  თუ რატომ  უნდა  იყოს  დეპრესიაში  ის  ვისაც  თითქოს  ყველაფერი  აქვს.

 

ფიქრობენ  რომ  ადამიანს  დეპრესია  ემართება   ცხოვრებისეული  სიძნელის  განცდისას,  არადა  ეს  ზოგჯერ  ხდება  გარკვეული, ხილული  მიზეზის  გარეშეც.

ეს  ემართებათ  არა  მარტო  მწერლებს, ხელოვანებს  და  მომღერალ-მოცეკვავეებს.

დეპრესიულ  ლოთებად  და  ნარკომანებად  ხდებიან  სხვა  პროფესიის  ადამიანებიც. პროფესორ

Reynaud-ს  მაგალითად  მოყავს

Traders-ები.

 

პროფესიები  როდესაც  ცხოვრება  უწესოა, შრომა  დაძაბულია  და  სასმელი  და  ნარკოტიკი  ხელმისაწვდომია“,  აჯამებს  ის.

  AFP

 

http://www.lefigaro.fr/sciences/2008/10/11/01008-20081011ARTFIG00176-l-oms-craint-les-effets-de-la-crise-sur-la-sante-mentale-.php

ფრანგული  გაზეთი  Le  Figaro, 11/10/2008,

  • Yves Miserey  და  Martine Perez,
  • ჯნმრთელობის  მსოფლიო  ორგანიზაციას // OMS//  ეშინია  რომ  კრიზისი  ცუდად  იმოქმედებს  ადამიანთა  მენტალურ,  ფსიქიურ  ჯანმრთელობაზე.

ფინანსიურ  კრიზისს შეიძლება  ჰქონდეს  ორი  დონის  შედეგები,  ამბობს  პარიზის  წმინდა  ანას  საავადმყოფოს  ფსიქიატრი, პროფესორი Frédéric Rouillon.

ფინანსურ  წრეებში კრიზისმა  სასოწარკვეთილ  ადამიანებს  შეიძლება  უბიძგოს  თვითმკვლელობისკენ.

 

 «  მაგრამ  საბედნიეროდ  ასეთი  შემთხვევა არაა  ბევრი», ხაზი  გაუსვა  მან.

სამაგიეროდ  არაა  რთული  წარმოდგენა  იმისა  თუ  რა  გავლენას  მოახდენს  მოსახლეობაზე  უმუშევრობის  ზრდა, სიღარიბე  თუ  ეკონომიკური სირთულეები.

  დასავლეთის  ქვეყნებში დაბალი  სოციალურ-ეკონომიკური  დონე  დეპრესიაში  აგდებს  ადამიანებს.  

ამას  ადასტურებს  ევროპაში  ჩატარებული  ყველა  ეპიდემიოლოგიური  გამოკვლევა…

 

 

 «  კრიზისი  არ  აჩენს  მენტალურ  უწესრიგობებს»,  თავის  მხრივ  ამბობს მეორე  პარიზელი  ფსიქიატრი Didier Cremniter.

სამაგიეროდ  ის  ააქტიურებს  « უკვე  სტაბილიზებულ  მენტალურ  პრობლემებს.»,  უმატებს  ის.

 

კრიზისი  ყველაზე  სუსტებს  აგდებს  ცუდ  დღეში  იმიტომ  რომ  ისინი  ვეღარ  აღწევენ  თავის მიზნებს  და  ვარდებიან  რთულ  მდგომარეობაში.

 

იმედი  აუცილებელია, ადამიანებს  სჭირდებათ  იმედი

თავის  წიგნში  თვითმკვლელობაზე

Émile Durkheim-მა  აჩვენა  რომ  XIX  საუკუნის  ბოლოს  საფრანგეთში  უფრო  მდიდრები  იკლავდნენ  თავს ვიდრე  ღარიბები.

დღეს  კი  პირიქით  ხდება.

როგორ  უნდა  აიხსნას  ასეთი  ევოლუცია?

საუკუნის  დასაწყისში მუშებს  ჰქონდათ  მათი  მდგომარეობის  გაუმჯობესების  იმედი.

 

ადამიანს  სჭირდება  იმედი,  მომავლის  რწმენა.

 

პროფესორი Rouillon  ფიქრობს  რომ  ადამიანებს  არა  აქვთ  ნათელი  პერსპექტივა  და  ესაა დღევანდელი  ერთ-ერთი  უდიდესი  პრობლემა.

//  ევროპა  გაივსო  დაქცეული  ერაყიდან,ლიბიიდან, დირიიდან,  ავღანეთიდან  გაქცეული სისხლისმღვრელი  კონფლიქტებით  გაგიჟებული  და  ავადმყოფი  ადამიანებით//.

 

არის  კიდევ  გიჟი  ძროხის  თუ  სხვა  ეპიდემიები.

 

 

http://www.francetvinfo.fr/replay-radio/expliquez-nous/expliquez-nous-la-maladie-de-la-vache-folle_1779203.html

 

//   გიჟი  ძროხების  “mad cows”//.  ავადმყოფობა  გაჩნდა  დიდ  ბრიტანეთში  1980-ანი  წლების  ბოლოს.

 

სინამდვილეში  ამ  ძროხებზე  უფრო  გიჟმა  იქაურმა  მეცხოველეებმა  მეტი  მოგების  მიღების  მიზნით   არამტაცებელ  ბალახისმჭამელ  პირუთყვს  აჭამეს  მკვდარი  პირუტყვის  დაფქული  ხორცი  და  ძვლები  // farines animales//.  ასე  ბალახისმჭამელ  პირუტყვს  აჭამეს მისი  მოძმის  ხორცი და  ბეჩავი  ძროხა  გაგიჟდა.

ძროხიჭამია  ძროხებად  გადაქცეულ  ბალახისმჭამელ  პირუტყვებს  დაემართათ  ნერვიული  სისტემის  გადამგვარებელი,   მომაკვდინებელი, მკვლელი გამომადებილებელი  ნერვიული  ავადმყოფობა.

ძროხებიც  გაწყდნენ.

 

1990  წელს  დიდ   ბრიტანეთში  დაიწყო  ფსიქოზი.

 

“mad cows”  ანუ  გიჟი  ძროხების  კრიზისი  იყო  ჯერ  სანიტარული  და  შემდეგ სოციალ-ეკონომიკური  კრიზისი.

1990-წლებში  ნორმალურ  ადამიანებს  შეეშინდათ  რომ ამ  ძროხების  ავადმყოფობა  ადამიანებსაც  გადაეცემოდა  და  მათ  შეწყვიტეს  ხორცის  ჭამა.

დარტყმული  მესაქონლეების  მიერ  გაგიჟებული  ძროხების  ავადმყოფობამ  1980-2000  წლებში  მოკლა სულ  მცირე  200  ათასი  პირუტყვი.   და  ვინ  იცის  რამდენი  პირუტყვის  სიკვდილის  მიზეზი  არაა  გარკვეული.

ამ  ავადმყოფობამ  დაღუპა  ადამიანებიც.

შემდეგ  მიიღეს  ზომები  ეპიდემიის  შესაკავებლად  და  ადამიანთა  ჯანმრთელობის  გადასარჩენად.

აიკრძალა პირუტყვების  კვება  პირუტყვების  ხორცით.

მოხმარებიდან  ამოიღეს საეჭვოდ  მიჩნეული  პროდუქტები.  ყურადღბით  შეამოწმეს  სასაკლაოები.

ადამიანების  მიერ  გაგიჟებული  ძროხების     შემყურეს  ვერ  ექნება  ბრწყინვალე  მომავლის  იმედი.

და  ამას  გარდა  არის  პლანეტარული კლიმატური  და  სხვა  კატასროფების  მოლოდინიც  და  ლოკალური  კლიმატური  კატასტროფებიც  რაზეც  ლაპარაკობს  ტელევიზიაც  და  პრესაც.

 

 

საფრანგეთში  არის  ის  რასაც პროფესორი Rouillon   უწოდებს   ფრანგულ  პარადოქსს //«french paradox»//.

საფრანგეთი  არის  თავის  მოქალაქეებზე  მზრუნველი  ქვეყანა  სადაც  კარგია  ცხოვრება.  სოციალური  დაცვა  აქ  უფრო ძლიერია  ვიდრე  სხვა  ქვეყნებში,  მაგრამ  პარადოქსული  ისაა  რომ  დეპრესიის, თვითმკვლელობათა, ფსიქოტროპთა  მოხმარების  დონე  აქ ერთ-ერთი  ყველაზე  მაღალია  ეროპაში.

ყველა  გამოკვლევა  აჩვენებს  რომ დეპრესიას  აჩენს  სამსახურის  დაკარგვა,  უმუშევრობა.

 

პროფესორი Rouillon  ამბობს რომ  უმუშევრობაზე  როგრც  ასეთზე  უფრო  დიდი  უბედურებაა  ამ  უმუშევრობის  შედეგები.:

უმუშევარი  ყველაფერთან  ერთად  კარგავს  მეგობრებსაც  და  განიცდის  სოციალურ  დაცემას.

შრომა  კი  აძლიერებს  ადამიანის  პოზიციებს  საზოგადოებაში.

 

პენსიაში  გასვლა  კი  ძნელი  მომეენტია  იმაათვისაც  ვინც  მოუთმენლად  ელოდა  პენსიაში  გასვლის  დროის  დადგომას.

 

დღევანდელი  ფინანსური  კრიზისი   საფრთხეა  როგორც  მსოფლიო  ეკონომიკისთვის  ისე   ადამიანის  ფიზიკური  და  ფსიქიური  ჯანმრთელობისთვის,

ის  აგრეთვე   აწუხებს  ჯანმრთელობის მსოფლიო  ორგანიზაციას // l’Organisation mondiale de la santé (OMS)//,

 «  ჩვენ  ყურადღება  უნდა  მივაქციოთ  ფინანსური  კრიზისის მღელვარებებს  და  სავარაუდო  შედეგებს»,  თქვა  ამ  ორგანიზაციის გენერალურმა  დირექტორმა Margaret Chan-მა მენტალური ავადმყოფობების  სპეციალისტებთან  შეხვედრისას.

 «  არ  უნდა  გაგვიკვირდეს სტრესით  გატანჯულთა, განერვიულებულთა, თვითმკვლელთა, ფსიქიურად  ავადმყოფთა  რაოდენობის  ზრდა», გაუსვა  ხაზი  მან.

 

და  რა  დაემართებოდა  ხალხს  რომელმაც  ნახა  თუ  როგორ  ანგრევდა  პროფესორი  თენგიზ  სიგუა  საბჭოთა  ტანკით  საქართველოს  დედაქალაქს.

გაუფრთხილდით  ერთმანეთს  დაუდექით  ერთმანეთს  გვერდში  ჭირშიც  და  ლხინშიც თორე  სულ  გადაშენდებით  და  გაქრებით  შუმერების  და  ეტრუსკების  მსგავსად.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s