კინო,მომავლის შიშები

 

Trepalium de Thierry Westermeyer

 Résultat de recherche d'images pour "Trepalium”"

 

მე-ჩვიდმეტე-მეთვრამეტე  საუკუნეების  ჭკუის  კოლოფებმა ბრძანეს  რომ  რელიგიები  ცდებიან  და  ოქროს  ხანა , მიწიერი  სამოთხე  წინაა  და  არა  უკან,  რომ  მღვდლები  და  ქურუმები კი  არა  მეცნიერები სწავლულები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები. და ა.შ.  დააგროვებენ  ცოდნას  რაც   გააუმჯობესებს  ადამიანის  ცხოვრების  მატერიალურ  პირობებს. ყველაფერ  ამას  ავტომატურად  მოყვება  ადამიანის  მორალური  გაუმჯობესებაც და  იქნება  სწორედ  ის  ოქროს  ხანა  და  მიწიერი  სამოთხე.

მათ,  უკაცრავად, დაავიწყდათ, ბოდიში, პატარა რამე, კერძოდ  ის რომ უსვინდისო  სწავლული  პირველყოფილ ველურზე  უარესია და  რაციონალური მაგრამ უნამუსო  ცივილიზაცია დამღუპველი.

 

« უსვინდისო  მეცნიერება  სულის  ნგრევაა  და  მეტი არაფერი » //«Science sans conscience n’est que ruine de l’âme”//

ეს  თქვა  ფრანგმა  მწერალმა, აღორძინების  ხანის ჰუმანისტთა სრულყოფილმა ნიმუშმა  ფრანსუა  რაბლემ // François RABELAIS,

 1490-1553//.

 

 

მერე  დიდად  დიპლომირებულმა ჭკუისკოლოფებმა  გამოიგონეს ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, ბირთვული, გეოფიზიკური  იარაღი, დრონები, მკვლელი  რობოტები  და  სხვა  საშინელებები, მოაწყვეს  მსოფლიო  ომები, გენოციდები, რევოლუციები, ისეთი პერესტროიკები რომ ვაი.

ამით  თავზარდაცემული ადამიანები ნამდვილად  ვეღარ  ხედავენ წინ  ვერც  ოქროს  ხანას  და  ვერც  მიწიერ  სამოთხეს.  მომავალი  მათ  წარმოუდგებათ  ბნელი კოშმარის  სახით.

 

აი 1  მაგალითიც :

 

http://www.telerama.fr/series-tv/trepalium-sur-arte-teleporte-dans-un-futur-glacial,137616.php

https://fr.wikipedia.org/wiki/Trepalium_(s%C3%A9rie_t%C3%A9l%C3%A9vis%C3%A9e)

  • Isabelle Poitte, Trepalium”  ”Arte”-ზე,  სერია  რომელსაც  გადავყავართ  შემზარავ  მომავალში, 11.02.2016

 

  •  

Trepalium  არის  ფრანგული  წინასწარგანჭვრეტის  ტელესერია

//série télévisée d’anticipation//  52-წუთიან  ექვს  ეპიზოდად.

მისი  ავტორები  არიან  Antarès Bassis  და  Sophie Hiet,  ნაჩვენები  იყო  ფრანგულ-გერმანულ  ტელეარხ Arte-ზე 2016  წლის 18  თებერვალს.

 

 

ნაჩვენებია  ადამიანობას  მოკლებული// déshumanisé//  სამყარო,  უმუშევრებს  აძევებენ ზონა- Zone-ში სადაც  ნახირი  დაეხეტება  ქალაქის  ნანგრევებში.

წინასწარგანჭვრეტის  სერია რომელიც  უმწვავესად  სვამს  ჩვენს  საზოგადოებაში  შრომის  საკითხს.

უმუშევრობა,  სიღარიბე, გაურკვეველი აწმყო  და  მომავალი, მტანჯველი  შრომა, უთანასწორობათა  გაძლიერება…Trepalium”  გვეუბნება  რომ  უკვე  დაწყებული  კოშმარი   შეიძლება  დამთავრდეს  ადამიანობადაკარგულ  სამყაროში  სადაც  აქტიურთა ანუ  სამსახურის  მქონეთა  //მოსახლეობის  20 %// კომფორტის  უზრუნველსაყოფად  უმუშევარი  მოსახლეობა //მოსახლეობის 80 %//  შეკეტილია უზარმაზარი  კედლის  უკან

«   გარეთ  ჩაკეტილ »  უმრავლესობას  მისჯილი  აქვს  ცხოვრება მიტოვებულ  ტერიტორიაზე, ზონაში.

და  არის  ელიტა  რომელიც  კლავს  თავის  გრძნობებს  და  ემოციებს იმისთვის  რომ  დარჩეს « კარგ  მხარეს».

ჰოლივუდს  უყვარს  ასეთი  რამეები, ბრიტანელებიც  იღებენ  მსგავს  ფილმებს,  მაგრამ  ფრანგი  სცენარისტები  და  რეჟისორები  აქამდე  დიდად  არ  ყოფილან  შთაგონებულნი  პესიმისტური  წინასწარგანჭვრეტის თემებით,

 « დისტოპიით ».

 

მის  გადასაღებად  საჭირო  იყო  სიმამაცე  და  ნამდვილი  შემოქმედებითი  ხედვა.

ავტორები  საკმაოდ  მოკრძალებული  ბიუჯეტით  შეეხნენ   მნიშვნელოვან  თემას  ჩვენს  საზოგადოებაში  შრომის, სამუშაოს  თემას. არის  ნამდვილი  რომანული  ქარგა, მრავალი  იდეა,  მინიშნებები, საინტერესო  პერსონაჟები.  არის  უხერხულობებიც.

ფილმი  მაყურებელს  ხიბლავს  და  უკმაყოფილოსაც   სტოვებს.

ის  ნამდვილად  იმსახურებს  ყურადღებას.

არც  იმდენად  შორეული  მომავალი

Trepalium-ში  წარმოდგენილი  მომავალი  გაჟრჟოლებს  კიდეც  და  ნაცნობიცაა.

 

ქალაქი იშლება  დრეფნების  ლაბირინთში, ესკალატორებში, რუხ  ქუჩებში.  იქ  არის  გამომეტყველების არმქონე  სახეები,  ერთგვაროვანი  სილუეტები,   რომელთაც  რეჟისორი

Vincent Lannoo  იღებს  როგორც  უძრავი  მექანიკის  ჭანჭიკებს.

ზონა ,  სადაც  შეჭეჭყილები არიან  უმუშევრები, გავს ქალაქის  ნანგრევებს.

ფილმის  ავტორებს  არ  უნდოდათ  თანამედროვე  კინოფოკუსების გამოყენება  და  მევნიერული  ფანტასტიკა.

Trepalium-ის  სამყარო ორუელის კოშმარის  ნაირი  რამეა.

ერთადერთი  დამქირავებელი ანუ  სამუშაოს  მიმცემი   ფირმა

Aquaville  აკონტროლებს  სასმელ  წყალს და  ბატონობს  ინდივიდების  ცხოვრებაზე  და  ხვედრზე.

თუ  მოისუსტებ, თუ  რამე  შეგეშლება, თუ  შეამცირებ  პროდუქტიულობას  ამოგარტყავენ პანღურს  და სამუდამოდ  გაგაგდებენ  კედლის  იქით  უმუშევართა ზონაში, ნანგრევებში.

 მაგრამ  სამსახურის  მქონეთა  ბედიც არაა   ნანგრევებით  სავსე  ზონაში  მოხეტიალე  უმუშევართა  ბედზე  ბევრად  უფრო  შესაშური.

ისინი  მუდამ  ცახცახებენ  სამუშაოს დაკრგვის, უმუშევრად  დარჩენის  შიშით.

Aquaville-ის  ერთ-ერთი  მოსამსახურე   რუბენი  გადააწყდება მისი  უფროსის  გვამს.

გახარებული, ის  პირველ რიგში  ხელს  სტაცებს  თავის  ტელეფონს  და  წარადგენს  თავის  კანდიდატურას მიცვალებული  უფროსის  ადგილზე. .

ლაპარაკია  წყალის  დაბინძურებაზე, ბრძოლაზე  სეგრეგაციის  წინააღმდეგ… მეტისმეტი, ეს მეტისმეტია.

ყველგანაა  თანამედროვე  და  ისტორიული  რეზონანსები

// აპარტეიდიდან  მახლობელი აღმოსავლეთის პრობლემებამდე//, იმდენად  რომ  აზრი პარაზიტობს მხატვრული  ნაწარმოების  ფიქციაზე.

როგორ  უნდა  იცხოვრო, როგორ  უნდა  გიყვარდეს, როგორ  უნდა  აღზარდო  შვილები  სადაც  მნიშვნელობა  აქვს  მარტო სამუშაოს რომლითაც უნდა  ირჩინო თავი?

კითხვა  ისმის  პერსონაჟთა //მეტისმეტად//  მდიდარი  გალერეის მეშვეობით.

ფილმში არის  მელო, ტრილერი, პოლიტიკა, ოჯახური  დრამა…

Trepalium-ს  უნდა  ყველა  ფრონტზე  ყოფნა….

 

 

http://www.lemonde.fr/televisions-radio/article/2016/02/11/trepalium-le-cauchemar-d-un-futur-ultraliberal_4863144_1655027.html

https://www.grazia.fr/culture/series-television/trepalium-la-serie-cauchemar-sur-le-futur-monde-du-travail-a-regarder-des-ce-soir-sur-arte-801207

 

« Trepalium»,  ულტრალიბერალური  მომავლის  კოშმარი

ფრანგულ-გერმანულმა ტელეარხმა არტემ  ეხლახანს  აჩვენა  მეტად  საინტერესო  ფილმი.

მასში  ნაჩვენებია  კედლით  გაყოფილი  ქალაქი სადაც  კედლის  ორივე  მხარეს იწყება  ბრძოლა  არაადამიანური  მმართველობის  წინააღმდეგ.

ფრანგული  გაზეთი LE MONDE | 11.02.2016

 

http://www.lemonde.fr/televisions-radio/article/2016/02/11/trepalium-le-cauchemar-d-un-futur-ultraliberal_4863144_1655027.html

 

 გერმანულ-ფრანგულმა  ტელეარხმა არტემ  ამას  წინ აჩვენა  კოშმარული  კინოზღაპარი  რომელშიც  სქელი  კედლით  ორად  გაყოფილი  ქალაქის  მოსახლეობის  უმრავლესობა  დამწყვდეულია  ამ  კედლის  უკან არსებულ  მიტოვებულ-მიგდებულ ტერიტორიაზე.

მოსახლეობის  უმრავლესობის  პირისპირ  კი  არის  ელიტა  რომელიც  კლავს თავის  გრძნობებს  და ემოციებს  იმიტომ  რომ  ესაა პირველობის  და  უპირატესობათა, არსებობის  წყაროთა  შენარჩუნების  ერთადერთი  საშუალება.

 

 

ულტრალიბერალურ  სამყაროში  ქალაქი  გაყოფილია  კედლით

ერთ  მხარეს  ქალაქია, მეორე  მხარეს  კი-ზონა.  უკვე  ნანახი  ისტორიის  ლანდი?

დიახ, ესაა Vincent Lannoo-ს მიერ  გადაღებული წინასწარგანჭვრეტის  ფანტაზიის  მიზანი.

 

კედლის  სიმბოლო  არაა  შემთხვევით  შერჩეული/  ვინაიდან  ის  გასაგებია  ყველა  კონტინენტზე  მცხოვრებისთვის.

ახალგაზრდა  სცენარისტებს Antarès Bassis-ს  და Sophie Hiet-ს  უნდოდათ  ყველასთვის  გასაგები  სიმბოლო: ბერლინის  კედელი. მაგრამ  აგრეთვე  აშშ-ესპანეთის თუ  იზრაელი-პალესტინის  საზღვრები.

Trepalium-ის  რეტრო-ფუტურისტულ სინამდვილეში საზოგადოება  ბინარულია:

 აქტიურთა,  სამუშაოს  მქონეთა  ოცი  პროცენტი  არის   ზონაში  ჩაკეტილ უმუშევართა  80  პროცენტის  პირისპირ.

მაგრამ  სამუშაოს  მქონე  «ბედნიერებიც»  ცახცახებენ  შიშით იმიტომ  რომ  ხდება  რობოტიზაცია

//  ანუ  ადამიან თანამშრომლებს  ცვლიან  რობოტებით//  და  სამუშაოს  მქონე  ადამიანები  მუდამ  უნაკლონი უნდა  იყვნენ  ისინი  ქუჩაში  რომ  არ  გაყარონ.

ზონაში  დამწყვდეულ  სამუშაოზე  მეოცნებე   უმუშევრებს  კი  ეშინიათ

წყლის  დაბინძურების შედეგად ლურჯი  ავადმყოფობის გავრცელებისა.

ყველა  თრთის  შიშით.

 

ამიტომ  კედლის  ორივე  მხარეს  ადამიანები  ერთიანდებიან არაადამიანური  მმართველობისთვის წინააღმდეგობის  გასაწევად.

 

გაყინული  და  ადამიანობას  მოკლებული  სამყარო  სადაც  წარმატებული  ინჟინერი Ruben იძულებული  იქნება  სამუშაოზე  მიიღოს  ზონის  მკვიდრი უმუშევარი ქალი  რომელსაც  სურს თავისი  შვილისთვის  ახალი  ცხოვრების  გახსნა.

ესაა  სოლიდარული  სამუშაო , ირონიული მინიშნება  რომელმაც  უნდა  დაამშვიდოს ზონაში  შემწყვდეულთა  უკმაყოფილება, მაგრამ  რომელსაც  არა  აქვს  რეალური  სარგებლობა. რუბენს  და  ამ  ქალს შეუყვარდებათ  კიდეც  ერთმანეთი.

 

ფრანგულ-გერმანულ  ტელეარხ Arte-ზე  ამას  წინ  ნაჩვენები  ახალი  სერიალი  მიუთითებს   შრომის  და  უმუშევრობის  პრობლემაზე.,  ბნელ  მომავალზე  როდესაც  ინდივიდუალიზმი  უკიდურესობამდეა  მიყვანილი.

 

 

 

  • Trepalium
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s