ბუდისტური ულტრალიბერალიზმი

ევროპული  ბიბლიოთეკა

Résultat de recherche d'images pour

მთავარია მე, ინდივიდი, და არა სახელმწიფო, ქვეყანა,ხალხი, საზოგადოება. ესაა დღევანდელი მოდური ამბავი.

http://www.fayard.fr/devenir-soi-9782213685601

Devenir soi

« დღვანდელი აუტანელი  სამყარო  კიდევ  უფრო  აუტანელი გახდება და  დროა  რომ  ყოველმა  თქვენგანმა  ხელი  მოკიდოს საკუთარ  თავს აქეთ-იქით  ყურების  და  სასწაულებრივი  გადაწყვეტების გაუთავებლად  ლოდინის  გარეშე.

ეს  არც  წინააღმდეგობაა  და  და  არც  დანებება, ესაა  მედ  გახდომა, საკუთარი  ინდივიდუალური  მეობის  და  საკუთარ შესაძლებლობათა, პოტენციალის  პოვნა-გამოვლენა…”

Dans un monde aujourd’hui insupportable et qui, bientôt, le sera bien plus encore, il est temps pour chacun de se prendre en main, sans attendre indéfiniment des solutions miraculeuses. Il ne s’agit pas de résistance, ni de résilience. Mais de devenir soi.

« ბუდისტური ულტრალიბერალიზმიც», კუკუ.

დღევანდელი დებატებიდან

მთავარია მე, ინდივიდი, და არა სახელმწიფო, ქვეყანა,ხალხი, საზოგადოება. ესაა დღევანდელი მოდური ამბავი.

https://www.marianne.net/politique/jacques-attali-t-il-bascule-du-cote-obscur-de-la-force

ფრანგული ჟურნალი Marianne,
გაუმარჯოს ულტრალიბერალ-ბუდიზმს!
//Vive l’ultralibéral-bouddhisme !//
Régis Soubrouillard, ხო არ გადახტა ჟაკ ატალი ძალის ბნელ მხარეს?, 14.12.2014
Jacques Attali a-t-il basculé du côté obs-cur de la force ?
ჟაკ ატალი მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებაში რეკლამას უწევს თავის ბოლო ნაშრომს
მას როგორც უკუნ ღამეში მნათობ შუქურას ეკითხებიან მთავრობის პოლიტიკის შესახებ.

ჟაკ ატალი – Jacques Attali არ გეგონოთ უბრალო ვინმე.
ის იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანის მრჩეველი, მერე იყო რეკონსტრუქციის და განვითარების ევროპული ბანკის ძვირფასი, ძალიან ძვირფასი პრეზიდენტი.
მან დაარსა Planet finance.
მაგრამ არც ესაა სულ ყველაფერი.
დიდი ფრანგი პოლიტიკოს-ეკონომისტ-ფინანსისტი ჟაკ ატალი ასევე არის ცოტა პლაგიატორი მწერალი, სარკოზისთვის ანგარიშების მწერალი, ოლანდის //საფრანგეთის მორიგი პრეზიდენტის// თავაზიანი მრჩეველი და საფრანგეთის ეხლახან არჩეული პრეზიდენტი ემანუილ მაკროს //Emmanuel Macron// ლეგალური მეურვე // tuteur légal//.
მოკლედ ჟაკ ატალი ძალიან მაგარი კაცია და მისი დღევანდელი ბესტსელერი “Devenir soi”// მედ გახდომა. ჰერაკლედ ან კარლოს დიდად კი არა, მე-დ გახდომა, საკუთარი უნარების და პოტენციალის გამოვლენა-განვითარება// ნამდვილად წასაკითხია იმის გასაგებად თუ რას უჩიჩინებს დიდი ჟაკ ატალი ევროპულ საზოგადოებას.
დიდი ჟაკ ატალი, კი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, წარმოგვიდგება როგორც მთელი კაცობრიობის მოძღვარი-მასწავლებელი-გურუ.

ისაა ცოტა მობუდისტო ულტრალიბერალი, მაშ.
ჟაკ ატალი გასწავლით თუ როგორ უნდა გადაწყვიტოთ ყველა თქვენი პრობლემა!

ის რა თქმა უნდა ისევ არის კაცობრიობის გურუ.
ის ცდილობს შეუზღუდავი ლიბერალური უკეთესად ყოფნის სულიერების ახალი ფორმის დადგენას და მისი მიზნებია როგორც ფინანსური ისე სულიერი გამდიდრება.
ესაა ბაზარის რაღაც « ბუდისტური ულტრალიბერალიზმი» //ultralibéralisme bouddhiste»// რომელიც მორგებულია მონდიალიზმზე.
ჟაკ ატალი არ ფიქრობს ქვეყანაზე, საზოგადოებაზე,ხალხზე, სახელმწიფოზე.

« არ იკითხოთ თუ რისი გაკეთება შეუძლია თქვენს ქვეყანას თქვენთვის. იკითხეთ თუ რისი გაკეთება შეგძლიათ თქვენი ქვეყნისთვის» ამბობდა აშშ-ს საწყალი მოკლული პრეზიდენტი კენედი.

დიდი ჟაკ ატალი კატეგორიულად არ ეთანხმება კენედის:
« იკითხეთ თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ თვითონ თქვენთვის, თქვენი საკუთარი თავისთვის».//, გვმოძღვრავს დიდი ჟაკ ატალი.
ატალის მიერ ნაქადაგევი ულტრალიბერალიზმი ნებისმიერ საზოგადოებას გადააქცევს ერთმანეთთან მეომარი ტიპების ბრბოდ.
მარტო თავისი პირადი წარმატებით შთაგონებული ინდივიდის სიველურის ცოტა შესარბილებლად ატალი იშველიებს დღეს პოპულარულ ბუდიზმს.

სანამ კიევში გაწვრთნილი
«ფიმენის » გომბიოები გატაცებით და წარმატებით არბევენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს და ევროპის სხვა უდიდეს და ულამაზეს კათედრალებს ატალი ბუდიზმს აკისრებს ამ ანარქიულ სამყაროში ცხოვრების წესების დადგენას.
ინდივიდუალური აქტივობის ეს ქება-დიდება მდაბალი ინსტინქტების დასამშვიდებლად შეფერილია იაფფასიანი სულიერი გამოღვიძებით.
ატალი იხსენებს მე-19 საუკუნის შუა ხანების აშშ-ში დიდად-პოპულარულ ფილოსოფიურ-სულიერ მიმდინარეობა ტრანსცენდენტალიზმს.
ეს ტრანსცენდენტალიზმი ქადაგებდა რომ მხოლოდ ინდივიდს და არა საზოგადოებას ძალუძს ნამდვილი გარდაქმნა, ნამდვილი რეფორმის გატარება და მწვერვალების დაპყრობა.
ბუნებასთან მუდამ დაკავშირებული უკიდურესი ინდივიდუალიზმი
« უმაღლესი კანონების » ხელმძღვანელობით
საფუძველი და ფონია თანამედროვეობის რადიკალური კრიტიკა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.
ყველაფერ ამას თან ახლავს მედიტაციის აზიური, ძირითადად ბუდისტური და ინდუისტური ტექნიკები.

ტრანსცენდენტალისტებს სწამდათ სამყაროს ერთიანობისა, პიროვნული განსრულებისა მარტოობაში, ყოველგვარი ორგანიზებული საზოგადოების გარეთ.
ტრანსცენდენტალიზმმა გავლენა მოახდინა ამერიკელთა ბიტ თაობაზე //beat generation// და ჰიპების მოძრაობებზე ისე რომ ვერ ასცდა მისტიკურ გადახრას.
გლობალიზებულ მსოფლიოსთან ადაპტირებული ატალი ფაქტიურად ამბობს რომ რესპუბლიკური სახელმწიფო მალე მოკვდება, ლაპარაკობს ეროვნული ერთიანობის ყოველგვარი ამბიციის დასასრულზე.
ატალი ამაზე ლაპარაკობს სინანულის გარეშე. პირიქით, მისთვის ეს ჟღერს როგორც განთავისუფლება.
ატალი წლების მანძილზე მხარს უჭერდა სახელმწიფო ნგრევას და დერეგულაციას და ის ეხლა გვეუბნება რომ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ თავს და არა სახელმწიფოს,ქვეყანას,საზოგადოებას..
ატალი ხატავს ეპოქის ძალიან ზოგად და მთლიანად აპოკალიპტურ სურათს:
ტექნიკური პროგრესის გადახრები, ბუნებრივი გარემოს დაბინძურება, ომები, უმუშევრობა, კრიმინალი,
მსოფლიოს « სომალიზაცია»,
« ბოროტება თითქოს ყველგან იმარჯვებს », გვარწმუნებს ატალი.
« სახელმწიფოს არაფერი ძალუძს ».
ცხადია რომ ამ თამამ განცხადებებს არ ახლავს არანაირი არგუმენტი.

ულტრალიბერალი და ულტრაინდივიდუალისტი ჟაკ ატალის საწინააღმდეგოდ ამერიკელმა ეკონომისტმა Mariana Mazucatto-მ კარგად აჩვენა რომ მასობრივი სახელმწიფო ინვესრიციების და სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე არ იქნებოდა Silicon Valley.
1 მაგალითი ათასიდან….
გავიცნოთ ახალი კალედონიის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი მათიას გოშას
// Mathias Chauchat// აზრიც ამ საინტერესო თხზულების შესახებ
* Devenir soi. Jacques Attali, Ed. Fayard, octobre 2014, 192 p.
http://larje.univ-nc.nc/index.php/les-travaux/lectures-annotees/455-jacques-attali-devenir-soi

Jacques Attali Devenir Soi // ჟაკ ატალი, «მედ გახდომა », საკუთარი უნარ-პოტენციალის გამოვლენა-განვითარება და მარტო საკუთარ თავზე დაყრდნობა//. ულტრაინტივინდიალისტური დღევანდელობის პროგრამა.

2014 წელს Fayard-მა გამოსცა ჟაკ ატალის ბოლო, 183-ფურცლიანი წიგნი რომლის ქვესათაურია
« გახდით საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი! »

პარადოქსულია.
დამთავრდა დიდი კოლექტიური თავგადასავლები, ერების, ხალხების ისტორია, კლასთა ბძოლა… გზა მიეცით ინდივიდებს. მთავარია ინდივიდის, ინდივიდთა ხვედრი

ავტორი ლაპარაკობს ერების უძლურებაზე.
სახელმწიფოები უფრო და უფრო ვარდებიან ვალებში.
ატალი 2010 წლიდან ამბობს რომ
« ათ წელიწადში ყველა გაკოტრდება».

სკლეროზით დაავადებული სახელმწიფოები ყველგანაა სილაჩრე.
ატალი გვეუბნება რომ სახელმწიფოები ყველგან დაიშლება და დაინგრევა.
ესაა მსოფლიოს « სომალიზაციაs»…
პოლიტიკოსებს არ სურთ მათი სამყაროს დასასრულის დანახვა და ისევ იქცევიან ისე თითქოს ყველაფერი დამოკიდებულია მათზე.
მოქალაქეთა უმრავლესობა კი იქცევა ისე თითქოს სჯერა მათი.
ესენი არიან ასე ვთქვათ ბედს შერიგებული მომთხოვნები.
სხვები კი ოცნებობენ თავის ცხოვრებაზე.
ეს სხვებია წიგნის სიუჟეტი.

აღორძინება
ეს « სხვები» ენდობიან მარტო საკუთარ თავს, ისინი რამეს ელიან მარტო საკუთარი თავისაგან // სანდოა მარტო საკუთარი თავი და არა მეგობარი, ახლობელი, კლასი, ქვეყანა თუ ერი, ასეთები არიან ეს ჟაკ ატალის თქმით სამაგალითო სხვები//.

ჟაკ ატალის თქმით ეს სამაგალითო სხვები არიან ისტორიული ტრადიციების და წეს-ჩვეულებების, საზოგადოებრივი წესების უარმყოფელი ხელოვანები რომლებმაც თვითონ და ირგვლივ მყოფთა დაუკითხავად თუ საწინღმდეგოდ განსაზღვრეს მათი პირადი ცხოვრება.

ეს სამაგალითო სხვები არიან მეწარმეებიც.
მაგრამ გადახედეთ მსოფლიოს, ნეტა რამდენია ჰენრი ფორდის, თომას ედისონის თუ სტივ ჯობსის ნაირი.
დღევანდელ მსოფლიოში იზრდება მემკვიდრეთა რაოდენობა და მცირდება შემოქმედთა რაოდენობა….
ჟაკ ატალი უმატებს « პოზიტიურ» მეწარმეებს.»

ეს « პოზიტიურ» მეწარმეები» არიან რაციონალური ალტრუისტები რომლებიც ემსახურებიან უფრო ფართო ინტერესბს. ისინი ქმნიან ფონდებს, სოციალურ საწარმოებს, ისინი ემსახურებიან მომავალ თაობებს.

ისინი კვებავენ, ისინი უვლიან, კურნავენ.
არიან აქტივისტები რომლებიც მოქმედებენ ლოცვით, საქმიანობით, პოლიტიკით. არიან განგაშის ამტეხები.

ჟაკ ატალი აქ ახსენებს მესოპოტამიას, იუდაიზმს, ინდუიზმს, «ბერძნებს», ქრისტიანებს, ისლამს.

თანამედროვე აზრს მივყევართ ბლეზ პასკალიდან კალვინამდე, რუსოდან მარივომდე, კანტამდე და მარქსამდე. პრუსტამდეც და სელინამდეც.
ყველას უნდა ექადაგა მედ გახდომის, საკუთარი მეობის პოვნის და გამოკვეთის თავისებური ფორმა….

თხზულების მე-4 ნაწილი აღწერს მედ გახდომის, საკუთარი მეობის გამოკვეთის ხუთ ეტაპს:
უნდა გააცნობიერო რომ ხარ განსხვისებული, შენთვის უცხო გარემოში.
უნდა პატივი სცე საკუთარ თავს და უნდა მოიქცე ისე რომ სხვებმა გცენ პატივი.
არაფერს უნდა ელოდო სხვებისგან.
უნდა გაიგო რომ ხარ უნიკალური და განუმეორებელი ვინმე და უნდა იპოვო საკუთარი თავი, საკუთარი მეობა.

მეტისმეტად სწრაფად დაწერილი ამ პატარა თხზულების კითხვა ცუდ გუნებაზე აყენებს ადამიანს.

ეს წიგნი საეჭვოდ აქებს და ადიდებს ინდივიდს.
ის ამოდის ორი აქსიომიდან რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ შემოწმებას.
1. ჟაკ ატალი გვარწმუნებს იმაში რომ სახელმწიფოები დაემხობა. ესაა ტექნოსტრუქტურის წევრის, პრეზიდენტების მრჩევლის ანალიზი….
2. ჟაკ ატალის მეორე აქსიომა ისაა რომ საზოგადოების კი არა, საკუთარი თავის პატივისმცემელი ინდივიდი აუცილებლად იქნება პოზიტიური ყველასთვის ისე როგორც ჯენერალ მოტორსის პატრონი-გენერალური დირექტორი რომელიც გადაიქცა მინისტრად:
3.
4. « რაც კარგია General Motorისთვის კარგია აშშ-სთვის ».
არაფერია ნათქვამი იმაზე რომ პირველ რიგში და ყველაფერზე მეტად საკუთარი თავის პატივისმცემელი ერთი ინდივიდის ხვედრმა შეიძლება ხელი შეუშალოს სხვა ინდივიდთა ხვედრს.

უსაზღვრო ინდივიდუალიზმის ქება-დიდებას აქვს ნგრევის პოტენციალი. ამიტომ ამ წიგნის ცუდად გაგება საშიშია.

Mathias Chauchat, professeur de droit public à l’Université de la Nouvelle-Calédonie

ეხლა ფრანგული ჟურნალი
Paris Match, როგორ გახდა ჟაკ ატალი zen-ი, 13.10.2014
http://www.parismatch.com/Actu/Politique/Comment-Jacques-Attali-est-devenu-zen-631364

ინტერვიუს იღებს Elisabeth Chavelet

Paris Match. თქვენს ბოლო წიგნში თქვენ ყველას მოუწოდებთ საკუთარი თავის საკუთარ ხელში აღებისკენ საკუთარი ბედის,საკური ხვედრის ასარჩევად.
რა შოკი განიცადეთ პირად ცხოვრებაში რომ დაადექით ამ გზას?

Jacques Attali.
ეს იყო ძალიან განსაკუთრებული შოკი. 6 წლის წინ ვიგრძენი რომ გადატვირთულ-გადაჭედილი ვიყავი წმინდა გონებით.
ამან მიბიძგა სხვანაირად მოგზაურობისკენ, განსაკუთრებით ინდოეთში, იქ კულტურათა, პროფესორთა, მოძღვართა აღმოჩენისკენ და მედიტაციის სამყაროში შესვლისკენ.

-თქვენ, მაშ თქვენს საკუთარ თავზე მუშაობაში დაგეხმარენ ინდიელი გურუები  ?
დიახ, მე შევხვდი მათ. მაგრამ არ ყოფილა მარტო ეს.
ჩემი გზის პოვნაში დამეხმარა ბევრი სხვა წყაროც….
ყველამ უნდა იაროს თავის გზაზე.
მე ყველას ვეუბნები თუ როგორ შეიძლება საკუთარი თავის პოვნა.
ამის მისაღწევად მე ვიყენებ მეტაფორას გამოერთეთ
// débranchez//.იმისთვის რომ გამოერთოთ, მოსწყდეთ გარე სამყაროს მე გთავაზობთ მარტივ ხერხებს :
გარკვეული ხნით გაჩუმებას, გარკვეული ხნით თვალების დახუჭვას, სხვანაირად სუნთქვას. და კიდევ არის სხვა რიტუალები ხუთ ეტაპად, რასაც მე ვხსნი ამ წიგნში.

რამდენ ხანს ეწევით მედიტაციას ყოველ დღე ?
შვიდ წუთს სადაც არ უნდა ვიყო.
” მე ვიცი რო უნდა ვიცხოვრო ყველაზე სრულყოფილად ჩემი საკუთარი კრიტერიუმების შესაბამისად”.
– წვერი, თმის ვარცხნილობა, თქვენ გარეგნობაც შეიცვალეთ. უფრო სიმპატიური ხართ !
– -ეს გზის ნაწილია. წლები სწრაფად გადის. ბევრი რამე სჩქაროა.
– მე ვიცი რომ უნდა ვიცხოვრო ყველაზე სრულყოფილად ჩემი საკუთარი კრიტერიუმების შესაბამისად.
– შეძლებისდაგვარად სასარგებლო არსებობა.
– ამიტომ უნდა ვიყო უფრო თავისებული ჩემს სულში.
– ამიტომ უნდა მოვიშორო თავიდან საზოგადოების შლაკი-ნარჩენები
– // scories// და კანონი-კოდექსები
– // codes//.
– განდიდან Steve Jobs-ამდე, ბუდადან პიკასომდე, კოლუშიდან მარგარეტ ტეტჩერამდე, თქვენ ყვებით თუ როგორ მოახერხეს ამ ადამიანებმა თავისი გარემოსგან მოწყვეტა და დამოუკიდებელ, თავისი მეობის მქონე ინდივიდებად ჩამოყალიბება.
რომელი პოლიტიკოსი გხიბლავთ ყველაზე მეტად?

გორბაჩოვი. ის გორბაჩოვი გახდა სისტემისგან ჩამოშორებით და ისტორიის შეცვლით.
-მედიტაცია განა მდიდართა ფუფუნება არაა?
-არა. …
მთელ აღმოსავლეთში მედიტაციას მისდევენ ღარიბები.
ამ ღარიბებისთვის მედიტაცია არის მატერიალური ამბიციებისგან ჩამოშორება.
ესაა საკუთარი მეობის პოვნის, საკუთარი პოტენციალის გახსნის პროცესის ნაწილი.
« Devenir soi », de Jacques Attali, éd. Fayard.
მაშ, საკუთარი უძველესი ქვეყნის აღდგენის მსურველი მშვიდობიანი მაჰატმა განდი კი არა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პოარტიის მიერ გამოზრდილი ცინიკოსი მიხაილ გორბაჩოვია დიდი ჟაკ ატალის კუმირი, ეეჰ.
გავუყვეთ ჩვენს გზას, ვიპოვოთ და გამოვავლინოთ ჩვენი მე….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s