ახალი გასაჭირი ცივილიზაციაში

 ფროიდის  თქმით ისტორიული  საზოგადოება  ადამიანისგან მოითხოვდა  მისი მხეცურ-პირუტყვული ინსტინქტების  მოთოკვას. ეს  ადამიანს უჩენდა  ნევროზს.

დღეს თუ გინდა  გატიტვლდი  და  არბიე  პარიზის ღვთისმშობლის  ტაძარი  ისე  როგორც  ამას  აკეთებენ  კიევში  გაწვრთნილი  “ფიმენის”  გომბიოები, ან ანგრიე  საბჭოთა  ტანკით საქართცვლოს  დედაქალაქი. ეს აჩენს სხვა  სერიოზულ   პრობლემებს.

 

 Résultat de recherche d'images pour

 Résultat de recherche d'images

 

ევროპული  ბიბლიოთეკა: “ახალი  გასაჭირი   ცივილიზაციაში”

ესაა  სათაური  წიგნისა  რომელიც  დაწერეს  უნივერსიტეტების  პროფესორმა  ფსიქოპათოლოგიაში  და  ფსიქოანალიტიკოსმა  მარი-ფრანს კასტარედმა // Marie-France Castarède// და ფსიქოლოგმა  და  მწერალმა  სამუელ  დოკმა // Samuel Dock//.

  წიგნი  გამოიცა  2017 წლის  თებერვალში

 

w.amazon.fr/nouveau-malaise-dans-civilisation/dp/2259251390

 

 

მკვლელი  ტერაქტები, კამიკაძე მფრინავები, ეკოლოგიური კატასტროფები,  ტექნოლოგიური  მვნე  ჩვევები,  მხატვრული, შემოქმედებითი   ამაოება  და სულიერი

პრობლემები.

მსოფლიო  თითქოს  ისე  ცუდადაა  როგორც  არასდროს.

ავტორები,  ფსიქოანალიტიკოსი  და  ფსიქოლოგი, შეერთებული  ძალებით  ცდილობენ იმის  გაგებას  თუ რა  ხდება, რა  სჭირს დღეს  კაცობრიობას.

 

ფროიდმა  1930  წელს  გამოაქვეყნა « გასაჭირი  ცივილიზაციაში »// ფრანგულადMalaise dans la civilisation// რომელშიც  ის  ლაპარაკობდა  საზოგადოების  საფუძვლებზე და  საფრთხეებზე  რომლებიც  ემუქრებოდა  საზოგადოებას.

გავიდა  80  წელზე  მეტი  და  ეს  ავადმყოფობა  ცივილიზაციაში, როგორც არასდროს  ისე შხამიანი, იღებს  ახალ  ფორმებს.

რელიგიურ  ფუნდამენტალიზმთა  დაბრუნება, ამაოხრებელი  ტერაქტები, ეკოლოგიური კრიზისი, ტექნოლოგიური  მავნე  ჩვევები  და  ტრანსჰუმანისტური ჩიხები, სულიერი  სიცარიელე,  მასობრივი  ინფორმაციის  საშუალებათა  განსხვისება-გაუცხოება,  პოლიტიკური  ტეხილები…

 ადამიანი  იკარგება  და  საზოგადოება ყანყალებს  ნიჰილიზმსა  და  ნარცისიზმს, დეპრესიასა  და გამოტვინებას // hébétude// შორის..

 

http://www.mauvaisenouvelle.fr/?article=monde-samuel-dock-nouveau-malaise-dans-la-civilisation–1003

 

 

Samuel Dock : ცივილიზაციის  ახალი  ავადმყოფობა //Nouveau malaise dans la civilisation//

მას  ესაუბრა Maximilien Friche, 2017  წლის 12  მარტი

 

 

 

ცუდი  ამბავი :

  თქვენ  წიგნს  ჰქვია  ახალი  ავადმყოფობა  ცივილიზაციაში, რაც  მიანიშნებს  ფროიდის  წიგნზე  რომელიც  გამოვიდა  ცოტა  ადრე  ნაციზმის აღზევებამდე.

ჩვენ ნამდვილად  ცუდად  ვგრძნობთ  თავს, ნამდვილად  ვგრძნობთ უქეიფობას, , მაგრამ  რა  არის  მასში ახალი?

იქნებ ესაა  იგივე  ავადმყოფობის  გაგრძელება, ამოქმედება  იგივე მექანიზმებისა, გავრცელება აზრის  დიდი  ვირუსისა  რომელიც ქმნის  ყველა  იდეოლოგიას  ადამიანის პიროვნების  წინააღმდეგ?

Samuel Dock:

 

მე  მრავალჯერ  დავსვი  კითხვა  ნაშრომში, მაგრამ  მკაცრად ფსიქოანალიტიკურ  პლანზე .

იმისთვის  რომ  პატივი  ვცეთ  ფროიდის  თეორიას საჭიროა  საკმაოდ  რთული  ინტერპრეტაციები..

ფროიდი  ყველაზე  მეტად  ლაპარაკობდა  ინდივიდზე რომელსაც იმისთვის  რომ  ეცხოვრა  საზოგადოებაში  უხდებოდა  თავის მრავალ  შესაძლებლობათა  უარყოფა…

საზოგადოება  ადამიანისგან  მოითხოვს  მისი  პირუტყვული  ჟინის  და  ვნებების  მოთოკვას.

ფროიდის  თქმით  ადა,მიანს  ამიტომ ემართება  ნევროზი.  ის  ჯანყდება….

 

დღეს  კი  რადიკალურად  განსხვავებული, მეტიც,  საწინააღმდეგო   ვითარებაა.

 

დღეს  საზოგადოება  აღარ  მოითხოვს ინდივიდისგან  თავშეკავებას// თუ გინდა  დაანგრიე  საბჭოთა  ტანკით  თბილისი  და  ისიამოვნე, პროფესორო  თენგიზ   სიგუავ//

საზოგადოება  ელის  რომ  ინდივიდი  განახორციელებს  ვის  ჟინს  და  ხუშტურებს, რომ ის  ისიამოვნებს

// თუნდაც  ისე  როგორც  ტკბებიან  პარიზის  ღვთისმშობლის  ტაძრის  მარბიელი  კიევში  გაწვრთნილი  « ფიმენის »  წელზევით  შიშველი  გომბიოები//.

 

ესაა  ჰიპერმოხმარების  საზოგადოების  დამახასიათებელი 

 « ეთიკა».

მაგრამ  ჩვენ  ვიბადებით  დაუსრულებელ  არსებებად.

ვიბადებით  ისე  რომ  რაღაც  გვაკლია  და  რაღაც  გვაკლია  ცხოვრების  ბოლომდე.

რაღაცის  ნაკლებობის  ამ  განცდიდან  იბადება  სურვილი, წადილი… და  ენა, მეტყველება.

ჩვენ  რაღაცის  ნაკლებობის  ან  რაღაცის  დაკარგვის  მდგომარეობის  დაძლევა   შეგვიძლია  მხოლოდ  სიტყვებით  რომლებიც  ახმაურებენ, სხვებს  ატყობინებენ  გლოვას, ნაკლებობას.

 

არადა  დღევანდელი  საზოგადოება  ამ  ნაკლებობას  თვლის  ხეიბრობად  რომელიც  უნდა  გააწონოსწოროს  რაღაცეების  ყიდვამ, ფეტიშებმა, სხვადასხვა  განცდამ….ბევრია  ნარცისული  პროტეზი  ინდივიდისთვის რომელიც ვეღარ  წყვეტს  მოხმარებას, ახალ-ახალი  რაღაცეების  შეძენას. ასეთი  ინდივიდი  არის  ტყვე  იმისა  რასაც  მე  ვუწოდება  « გადარჩენის  ჰედონიზმს».

ჩვენ  გვინდა  ჩვენი  დარდის  და  ნაკლოვანების  განცდის  დაძლევა  ოპერატიულად, მატერიალურად.

ეს  გარკვეული  დროით  გვართობს, გვამხნევებს.

მაგრამ  ნაკლოვანების  განცდა, დარდი განუწყვეტლად  ბრუნდება  და მის გასართველად    მალე  ისევ  დაგვჭირდება  ახალი  ობიექტი, ახალი  ფეტიში…

 

ინდივიდი  უფრო  და  უფრო  იკეტება  საკუთარ  თავში. მას  უჭირს  საზღვრების  ატანა. მისთვის  ფეტიში  ხდება  მისი  საკუთარი  სხეული. ის  უარყოფს  განსხვავებას,  კარგავს  თავისი  არსებობის  აზრს,  ყანყალებს  დეპრესიას  და  გარყვნილება-უხამსობას // perversion//, ნიჰილიზმსა და  ნარცისიზმს   შორის…

შუალედური  მდგომარეობა  ორ  ავადმყოფობას  შორის // Borderline//.

საზოგადოება  უძლურდება  მოხმარების  თამაშში,  უკან  იხევს  ძველი  არქაიზმებისკენ და  თავს  არიდებს  რეფორმებს, საკუთარი  თავის  დასამშვიდებლად  აგებს საზღვრებს.

მტერი  აუცილებლად  სხვაა.

ჰიპერინდივიდუალიზმი  ერთ ხანს  იზეიმებს, მანამდე  სანამ დადგება საფასურის გადახდის დრო…

 

SD:

მე  ძალიან  პესიმისტი  ვარ, მაგრამ  არ  ვნებდები, არ  ვარ  აპათიური.  მე  არ  ვიღებ   სპექტაკლის  საზოგადოების მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ  მოწვდილ  ადრენანალინს…

მე  ვწერ, მე  ვქმნი, მე  მობილიზებული  ვარ  როგორც  წერისას  ისე  ჩემს  პაციენტებთან:

მე  ძალიან  ცოცხალი  ვარ, მაგრამ  მდგომარეობა რომელშიც  ჩავარდნილია  კაცობრიობა  საგანგაშოა.

ხანდახან  მაქვს  შეგრძნება  რომ  მეტისმეტად  გვიანაა, რომ ჩვენ ვერ  მოვასწრებთ  ვითარების  შეცვლას  და  დღევანდელი  ჰედონისტური, გართობის კულტურა დამთავრდება  ცუდად.

დედამიწის  გადარჩენა  ძალუძს  აზრს  და  არა  ჰედონიზმს.

 

ფსიქოანალიზში  ჩვენ  მეტი  ხალისით  ვლაპარაკობთ  ეროსზე  და  თანატოსზე  ვიდრე  სიკეთეზე  და  ბოროტებაზე.

 

ეროსს, სიცოცხლის  მისწრაფებებს  მივყევართ უფრო  და  უფრო  დიდი ანსამბლების შექმნისკენ.

თანატოსი, სიკვდილის  მისწრაფებები,  გვიბიძგებენ არაორგანულ რამედ  გადაქცევისკენ, ერთი და  იგივე  რამის  განუწყვეტლად განმეორებისკენ…

დღეს  თითქოს  იმარჯვებს  თანატოსის, სიკვდილის  სწრაფვა.

 //Aujourd’hui, la pulsion de mort semble gagner la bataille//

 

დავუმატებდი  რომ ჰიპერთანამედროვე  ნარცისულ  საზოგადოებაში  ინტელექტუალური  წინააღმდეგობის  აქტია  დროის სოციალური  დაჩქარების  შეჩერება-შწყვეტა  მშვიდად  შესაცვლელად, უთანხმოების  გაბედვა, ცოცხალი  მეტყველება  დარდის  დასაძლევად, სხვის განსაკუთრებულობის  პატივისცემა  მასთან  ერთად განვითარებისთვის.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s