საით მიდის მსოფლიო?

ევროპული  ბიბლიოთკა, კინო

20-ოდე  წლის  წინ  ცივი  ომის  დამთავრება  დიდის  ამბით  გვპირდებოდა  მშვიდობას, კეთილდღეობას,  სამართლის ბატონობას.

ეხლა  კი უწესრიგობა, ძალადობა, ქაოსი  გვიქმნის შთაბეჭდილებას რომ  სწორედ  ისინია  საერთაშორისო  სისტემის  ახალი  წესები.  რატომ ?

 

Image associée

 

Où va le monde ?

https://www.odilejacob.fr/catalogue/sciences-humaines/economie-et-finance/ou-va-le-monde-_9782738135285.php

 

Pascal Lamy, Nicole Gnesotto, Jean-Michel Baer 

Où va le monde?, საით  მიდის   მსოფლიო?,ბაზარი თუ  ძალა?  როგორ  მივედით  აქამდე?

20-ოდე  წლის  წინ  ცივი  ომის  დამთავრება  დიდის  ამბით  გვპირდებოდა  მშვიდობას, კეთილდღეობას,  სამართლის ბატონობას.

ეხლა  კი უწესრიგობა, ძალადობა, ქაოსი  გვიქმნის შთაბეჭდილებას რომ  სწორედ  ისინია  საერთაშორისო  სისტემის  ახალი  წესები.  რატომ ?

რა  დინამიკები  ბატონობენ დღეს  მსოფლიოში?

ბაზარი  თუ  ძალა?

ეკონომიკა  თუ  გეოპოლიტიკა?

მოახერხებს  თუ  არა  ბაზარი  მსოფლიოს  დამშვიდებას  და  მის  გაერთიანებას  საერთო  ბედში?

მოახერხებს  თუ  არა  ძალა ბაზართა  ერთიანობის  დამსხვრევას  უკონტროლო  უწესრიგობათა და მტრობათა  სასარგებლოდ?


Pascal Lamy
-ს და   Nicole Gnesotto-ს  არა  აქვთ  ერთი  და  იგივე  პასუხები, გამონაკლისია  ევროპა. ისინი  აქ  საუბრობენ  Jean-Michel Baer-თან.

Jacques Delors-ის // ჟაკ დელორის// ახლობელი Pascal Lamy // პასკალ  ლამი იყო  ევროპული  კომისარი, შემდეგ კი  კომერციის მსოფლიო  ორგანიზაციის  გენერალური  დირექტორი. …

პროფესორი Nicole Gnesotto არის ეროვნული  თავდაცვის მაღალ  კვლევათა  ინსტიტუტის // l’Institut des hautes études de défense nationale// ადმინისტრაციის  საბჭოს  პრეზიდენტი.

 

Jean-Michel Baer იყო  ფრანგული  გაზეთი Libération-ის  ჟურნალისტი,

Jacques Delors-ის  კაბინეტის  წევრი,

ევროპული  კომისიის  კულტურის  და,შემდეგ, სოციალურ მეცნიერებებში  ძიების  დირექტორი.

 

http://www.la-croix.com/Monde/Europe/Ou-monde-dialogue-lavenir-2017-04-25-1200842200

ფრანგ  კათოლიკეთა  გაზეთი  La Ceoix, საით  მიდის  მსოფლიო?

 Pascal Lamy და  Nicole Gnesotto, Jean-Michel Baer-თან ერთად.

 

გამომცემლობა Odile Jacob, 235 გვ., 19,90 €

ერთის  მხრივ  არიან  ისინი  ვინც  მსოფლიოს  უყურებენ გეოპოლიტიკის  თვალსაზრისით.

მეორეს  მხრივ  არიან  ისინი  ვინც  მსოფლიოს  უყურებენ გეოეკონომიკის  თვალსაზრისით  და  ციფრებით.

იშვიათია წიგნი და  ავტორი რომელიც ახერხებს  ამ  2  მიდგომის  ერთმანეთთან  შეთავსებას.

აქ  კომერციის  მსოფლიო  ორგანიზაციის  ყოფილი  ხელმძღვანელი  Pascal Lamy  და  ევროკავშირის  უსაფრთხოების კვლევათა  ინსტიტუტის // l’Institut d’études de sécurité de l’Union européenne//  ყოფილი  დირექტორი Nicole Gnesotto   აერთიანებენ  თავის  კომპეტენციებს,  მსჯელობენ მსოფლიოს  სვლაზე  და  სთავაზობენ  საფრანგეთს  ევროპის  გზას.

« მონდიალიზაციის  ცივილიზება»

 //« Civiliser la mondialisation »//

 

დიალოგის  სახით  წარმოდგენილ  ამ ნაშრომში  ერთმანეთს  უპირისპირდება  2 ხედვა.

Nicole Gnesotto  უხალისოდ  ლაპარაკობს  იმაზე  რომ  არის  საერთაშორისო  უწესრიგობა  და  გაჩნდა  ბოდიში  სტრატეგიული  ქაოსი //« chaos stratégique »//.

Pascal Lamy  კი  მეტი  ნდობით  უყურებს  მოვლენებს.

ის  ისევ   დარწმუნებულია  იმაში  რომ  პროგრესის  ძალები და  კაცობრიობის  სიკეთისკენ  მიმართული  ღირებულებები  ისტორიას მიუძღვებიან  მეტი  გაზიარებული  კეთილდღეობისკენ

///  ის  მოკრძალებულად  დუმს  იმაზე რომ ნობელის  პრემიის  ლაურეატმა  თუ  ამ პრემიის  არმქონე  პროგრესისტებმა  მოიგონეს  ქიმიური, ბირთვული, გეოფიზიკური  იარაღი, მკვლელი  რობოტები  და  სხვა  საშინელებები…//.

რეალისტი, მაგრამ სხვადასხვა  გუნება-განწყობის  მქონე  Nicole Gnesotto და  Pascal Lamy მიუხედავად  ყველაფრისა  ერთად  ცდილობენ  გარდაქმნის  პროცესში  მყოფ  მსოფლიოში  ევროპის ხვედრის  და  როლის  დადგენას.

ევროპის  როლი  მათი  აზრით  კი  უნდა  იყოს  მონდიალიზაციის  ცივილიზება, საფრთხის  და  მუქარის  შეცვლა  თანამშრომლობით, არც  მეტი  და  არც  ნაკლები.

 

მათი  აზრით  ევროპელები  ყურადღებიანები  არიან  მსოფლიოს, სოციალური  ერთი ანობის, ბუნებრივი  გარემოს  მიმართ  რაც  მათ  აკისრებს  განსაკუთრებულ  პასუხისმგებლობას და  ესააა მათი  განვითარების  პირობაც.

 

 

«  რბილი  ძალა »

ევროპელები  კი  ამ  მისიის  შსრულებას  შესძლებენ მხოლოდ  მაშინ  თუ კი  ისინი  დარწმუნებული  იქნებიან  ევროკავშირის  ლეგიტიმურობასა  და  მის  სასიკეთო  როლში.

 

Nicole Gnesotto-ს და   Pascal Lamy-ს  უნდათ  უნდათ ინოვაციით  გავითარების უნარის  მქონე, სოლიდარული  და  ეკოლოგიურად პასუხისმგებელი  ევროპა.

ასეთი  ევროპა  იქნება  ნატოს  სამხედრო ძალაზე  დაყრდნობილი « რბილი  ძალა ».

წიგნში  არის  უტოპიის  საკმაო  დოზა, მაგრამ  სწორედ  ასე  იწყებენ  მოძრაობას  ხალხები.

Jean-Christophe Ploquin

 

http://vadeker.net/beyond/world/humanite_extinction.html

 

ეხლა  სახელგანთქმული ავსტრალიურ-ამერიკული  ფილმი

Matrix // ფრანგულად//, The Matrix,

Wachowski-ების //Les Wachowski//  მიერ გადაღებული  ეს  მეცნიერულ-ფანტასტიკკური  ფილმი  გამოვიდა 1999  წელს.

 

 

Matrix არის  ამავე  სახელის  ტრილოგიის  პირველი  ნაწილი. ტრილოგიის  დანარჩენი  ნაწილები  გამოვიდა 2003  წელს.

ის  ითვლება  ამ  ჟანრის  თავისი  ხანის  ერთ-ერთ  ყველაზე  მნიშვნელოვან ფილმად.

მისი სცენარი შეიძლება შთაგონებული იყოს  1964  წელს  გამოსული რომანით Simulacron 3

http://www.film-et-culture.org/matrix/matrixA.htm

 

MATRIX, რეზიუმე

 

 2199 წელს კაცობრიობაზე  ბატონობენ  მანქანები. ადამიანთა  ცივილიზაცია  მომსპარია.

ადამიანები  ეწევიან  მცენარეულ  ცხოვრებას და  იძულებული  არიან  თავისი  ენერგია  მისცენ Matrice-ს.

მძინარეები, ადამიანები გადატყორცნილები არიან 1999 წლის  ფიქტიურ  სამყაროში, მაშინ როდესაც სინამდვილე არის  ქაოსი, ნგრევა და  მეტი არაფერი.

მიუხედავად  ამისა წინააღმდეგობის  გამწევთა  ჯგუფი Morphéus-ის  ხელმძღვანელობით  გაექცა Matrice-ს  ბატონობას. მათ  მოახერხეს  გაღვიძება  და  გააღვიძეს Néo რომელიც  შეიძლება  იყოს  მესია კაცობრიობის  გასანთავისუფლებლად.

არის  თუა  არა ის   რჩეული,  როგორც  ფიქრობენ Morphéus  და Trinity ?

მისანი, რომელსაც  მიმართეს,  ერთის  შეხედვით  უარყოფითად  პასუხობს,  მაგრამ  ეუბნება  გმირს რომ  მას, თუ  სურს,  ძალუძს საკუთარი  სიცოცხლის  თავის  ხელში აღება.

ერთ-ერთი  მათგანი Cypher-ის  ღალატის  გამო Morphéus-ის   ჯგუფი  ჩაუვარდა  ხელში Matrice-ს  აგენტების  ჯგუფს  რომლის  ხელმძღვანელიცაა ” Mr. Smith “.

Néo Trinity-ს  დახმარებით  თავისი  სიცოცხლის  საფრთხეში  ჩაგდებით გაანთავისუფლებს Morphéus-ს.

ბოლო  დაპირისპირებისას ” Mr. Smith “ // ვირტუალრმყაროში// მოკლავს Néo-ს, მაგრამ რეალურ  სამყაროში მას კოცნით  გააცოცხლებს Trinity.

 

 


Néo
  არის  გამარჯვებული  რჩეული. მან გაიმარჯვა  მარტო  თავისი  გონების  ძალით, როგორც  ბუდამ.

ის  აკონტროლებს ილუზორულ, ვირტუალურ  სამყაროს,  ბატონობს  მასზე. ის  გაივლის და  აფეთქებს  ამ  სამყაროს.

ეპილოგი  გვიჩვენებს  მისთვის  უკვე  ჩვეულებრივ  ბრძოლაში  ჩართულ Néo-ს.

ესაა  არსებული  წყობისთვის  წინააღმდეგობის  გაწევა.

მისი  როგორც  თავისუფალი  ადამიანის  მოვალეობაა  სხვათა  განთავისუფლება, სიბრმავისა  და  ჩაგვრის  უკან  დახევა.

 

 გაქრება  თუ  არა  კაცობრიობა ?

ამ  სახელგანთქმულ  ფილმში აგენტი

Smith, რომელიც  არის  ავტონომიური  ხელოვნური  გონიერების  ღირსეული  წარმომადგენელი, ადამიანის  სახეობის, კაცობრიობის  გასაკრიტიკებლად  იყენებს  მეტაფორას.

ის ჩვენ  გვადარებს  ვირუსებს კონტექსტში  რომელიც  არაა  სასიამოვნო  არც  ადამიანებისთვის  და  არც  ვირუსებისთვის.

აი  სახელგანთქმული  პასაჟი  როდესაც  აგენტი Smith  მიმართავს Morpheus-ს:

  ყოველი  ძუძუმწოვარა  ამ  პლანეტაზე  ინსტინქტურად  ქმნის  ბუნებრივ  წონასწორობას  გარემოსთან რომელშიც  ის  ვითარდება, მაგრამ თქვენ, ადამიანები, არ  აკეთებთ  ამას.

თქვენ  მიდიხართ  ახალ  ტერიტორიებზე და მრავლდებით  მანამდე  სანამ ამოწურული  არ  იქნება  ყველა  ბუნებრივი  წყარო.

და  თქვენი  გადარჩენის  ერთადერთი  საშუალება მაშინ  არის  ახალ  ტერიტორიებზე  გადასახლება.

ამ  პლანეტაზე ასევე  იქცევა სხვა  ორგანიზმი, ვირუსი.

ადამიანები  ამ  პლანეტისთვის  არიან  ავადმყოფობა, კიბო.

თქვენ  ხართ ეპიდემია და  ჩვენ, ხელოვნური გონიერება, ვართ წამალი.”

 

ვიფიქროთ  მართლაც  ვართ  თუ  არა  ასეთი  საშინელება.

კოლექტიურმა  თენგიზ  სიგუამ საბჭოთა  ტანკით  დაანგრია  საქართველოს  დედაქალაქი.

აქტუალური პრობლემაა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s