გერმანია. სომეხთა გენოციდი

ისტორია  არაა  ლობიოს  ჭამა

 

http://tempsreel.nouvelobs.com/monde/20150424.OBS7909/le-role-meconnu-de-l-allemagne-dans-le-genocide-armenien.html

 

ფრანგული nouvelobs, გერმანიის  უცნობი  როლი  სომეხთა  გენოციდში

 

გერმანიამ  2015  წლამდე  იცადა  და  ისე  აღიარა დიდი  კატასტროფა  იმიტომ  რომ  მისი  პასუხისმგებლობა  მეოცე  საუკუნის  გენოციდში  დადგენილია.

 

ჩვენც, გერმანელებმაც  უნდა  გამოვაცოცხლოთ   ჩვენი  მეხსიერება“.

გერმანიის  პრეზიდენტმა Joachim Gauck-მა  2015  წლის 23  აპრილს, რელიგიური  ცერემონიის  დროს, პირველად აღიარა  საჯაროდ  სომეხთა  გენოციდი…

 

ნაგვიანევი  აღიარება

 

მაგრამ  რას  უცდიდნენ  ამდენ  ხანს ბერლინში  და  რატომ  არ  აღიარებდნენ  აქამდე  გენოციდს?

 

გერმანიის  პრეზიდენტის  სიტყვაში არის  პასუხის  ელემენტი:

Joachim Gauck-მა  ახსენა 

//გერმანიის//თანაპასუხისმგებლობა  სომეხთა  გენოციდზე,  შეიძლება  თანამონაწილეობაც  მოვლენებში“.

მან  დაუმატა  რომ  გერმანელი  სამხედროები  მონაწილეობდნენ სომეხთა  დეპორტაციების  დაგეგმვაში  და, ნაწილობრივ, სომეხთა  გადასახლებებშიც:

გერმანელმა  დამკვირვებლებმა  და  დიპლომატებმა  დაინახეს  სომეხთა  გაწყვეტის  სურვილი, მაგრამ  მათ  დასკვნებს  არ  მიაქციეს  ყურადღება, თქვა  გერმანიის  პრეზიდენტმა.

გერმანიას  უნდოდა  ჩადენილ  დანაშაულებზე  თავისი პასუხისმგებლობის  დამალვა და  ესაა  გენოციდის  ესოდენ  დაგვიანებით  აღიარების  ერთ-ერთი მაგრამ  არა  ერთადერთი    ახსნა.

 

გერმანიას  მუდამ  ჰქონდა  მჭიდრო  ეკონომიკური  და  დიპლომატიური  ურთიერთობები  თურქეთთან.

 

გერმანიაში  დღეს  ცხოვრობს დაახლოებით  3  მილიონი  თურქი.

 

გერმანია  თურქეთის  თანამოზიარე

 

ოსმალეთის  პოლიციამ  ხელისუფლებაში  მყოფი  პარტია

  ერთიანობა  და  პროგრესის

//“Union et Progrès”// ბრძანებით 1915  წლის  25  აპრილს  დააპატიმრა 200  სომეხი  ინტელექტუალი  და  პოლიტიკოსი,  ოსმალეთის  იმპერიის  მოქალაქეები.

რეჟიმმა  რომელსაც  ხელმძღვანელობდა 3  ოფიცერი, და  განსაკუთრებით  შინაგან  საქმეთა  მინისტრი ტალაატ  გაშა  განაიარაღა  სომეხი ჯარისკაცები და  შემდეგ  დაიწყო  სომხური  მოსახლეობის ძარცვა, გადასახლება  და  ჟლეტა.

1915  წლის  აპრილსა  და 1915  წლის  დეკემბერს შორის მოკლეს  1,2  თუ 1,5  მილიონი  ადამიანი.

 

1915 წელს, გაცხარებულ  პირველ  მსოფლიო  ომში, გერმანიის  იმპერია  იყო  ოსმალეთის იმპერიის  მოკავშირე.

თურქეთში  იყო  მნიშვნელოვანი  გერმანული  სამხედრო  მისია //12.000 ადამიანამდე//.

ბოლო  ხანების  გამოკვლევათა  თანახმად  გერმანიამ 1912  წლიდან  იცოდა  ოსმალეთის  იმპერიის გენოციდური  გეგმების  შსახებ.

 

 

 

ბერლინის უნივერსიტეტის  პოლიტოლოგმა Ayata Bilgin-მა  ფრანგულ  გაზეთ  “Libération”-ს  უთხრა   რომ  გერმანია მუდამ  არიდებდა  თვალს  სომხურ  საკითხს როგორც პირდაპირი  ისე 

გადატანითი  მნიშვნელობით:

1915  წელს  თურქეთში  მყოფი  გერმანელი  ოფიცრები  იყვნენ  დრამის  პირველი  მოწმეები  და  მათ  დახუჭეს თვალი.

და  გერმანია  მას  შემდეგ  დღემდე  არ  ამბობდა  რომ ეს  სასაკლაო  არის  გენოციდი“.

 

   გერმანიის  ელჩმა  იცოდა

 

სომხების  მიერ  დიდ  კატასტროფად  წოდებული  გენოციდის  ასი  წლისთავისთვის გადაღებულ  რეპორტაჟში Arte-მ  სიტყვა  მისცა საკითხზე  მომუშავე ჟურნალისტ

Jürgen Gottschlich-ს.

 

მან  აღმოაჩინა  რომ   1912-1915  წლებში  გერმანიის  ელჩმა  ოსმალეთში Hans Freiherr von Wangenheim-მა იცოდა  რომ თურქები  გეგმავდნენ  სომეხთა  გენოციდს :

  ფაშა // Pacha//  გვთხოვს  რომ  არ  ჩავერიოთ  დეპორტაციებში  და  მე  მხარს  ვუჭერ  ამ  თხოვნას“, აცხადებდა  ელჩი von Wangenheim.

წიგნში დახმარება  გენოციდს

(“Beihilfe zum Völkermord”)  Jürgen Gottschlich ამბობს  რომ  იცოდა  არა  მარტო  ელჩმა. სასაკლაოებში  ჩარეული  უნდა ყოფილიყო   სულ  მცირე  3  გერმანელი  ოფიცერი.

 

 დეპორტაციის  ბრძანებები

იგივეს  წერს  ისტორიკოსი  ვაჰაკნ  დედრიანი // Vahakn Dedrian//,  რომელმაც  გამოაქვეყნა  მრავალი  ნაშრომი  გენოციდში გერმანიის პასუხისმგებლობის  შესახებ.

სომეხმა  ისტორიკოსმა გერმანულ და  ავსტრიულ არქივებზე  დაყრდნობით  მოიტანა  მოწმობები  იმის  შესახებ  რომ  ოსმალეთის  იმპერიაში  მყოფი ზოგი გერმანელი  სამხედრო ფუნქციონერი  მონაწილეობდა  სასაკლაოთა  მომზადებასა  და  აღსრულებაში.

მას  მოყავს  გერმანელი  გენერალი Fritz Bronsart von Schellendorf-ის  მაგალითი.

ამ  გენერალმა  ხელი  მოაწერა  დეპორტაციის  ბრძანებებს რომლებშიც  ის  მოითხოვდა მკაცრ  ზომებს ოსმალეთის  ჯარში  მყოფი სომეხი  ჯარისკაცების  წინააღმდეგ.

 

სომხეთში  კონფლიქტის  შემდეგ  სწორედ  გერმანიას  შეაფარეს  თავი  შინაგან  საქმეთა  მინისტრმა  ტალაატ  ფაშამ  და  გენოციდზე  პასუხისმგებელმა  სხვა  თურქებმა. ამაზე  ლაპარაკობს  ისტორიის  ჟურნალი “Hérodote”.

 

ერთი  გენოციდიდან  მეორისკენ

 

გერმანიაში ისტორიული  აღიარების  დონე  იცვლება  პერიოდების  შესაბამისად.

ორ  ომს   შორის  ტენდენცია  უფრო  იყო  სიმბოლური  ანაზღაურებისკენ

მუსტაფა  ქემალის  ახალ  მთავრობასა  და  მოკავშირეებს  შორის  1920 წლის  ათ  აგვისტოს  დადებული  სევრის  ხელშეკრულება გულისხმობდა  გენოციდზე  პასუხისმგებელთა  გასამართლებას.

1933  წელს  ადოლფ  ჰიტლერის  გამარჯვებამ  შეწყვიტა  ეს  პროცესი:

ვიღა  იხსენებს  დღეს  სომეხთა  გაჟლეტას  უნდა  ეთქვა  ნაცისტური  რეჟიმის  ბელადს 1939  წელს.

შემდეგ  გერმანიაში  გაწყვიტეს  ინვალიდები.

 

და  ეს  მით  უფრო  რომ  მესამე  რაიხი  და  თურქეთი  მეგობრობდნენ.

თურქეთში  მყოფი  მრავალი  მაღალი  რანგის  გერმანელი  სამხედრო  ნაცისტი  გახდა.

სომეხთა  გენოციდი  გერმანელებს  გაახსენდათ  1980-ან  წლებში.

გერმანიის  ხელისუფლებამ  ბევრად  უფრო  გვიან აღიარა  სრულად  მილიონზე  მეტი  სომხის მოკვლა და  გერმანიის  ხელისუფალთა  როლი  ამ სასაკლაოში.

ბოლო  განცხადებების  მიუხედავად გერმანიის  მთავრობა  არ  ყოფილა წარმოდგენილი  სომხეთის  დედაქალაქში  გენოციდის  ხსოვნის  ღონისძიებებზე.

Amaël François

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s