და რა არის კიბუცი?

ეს  არაა  ძერჟინსკის   საყვარელი მაუზერით და  ნაგანით   დაძალებული კოლმეურნეობა. კიბუცის შემქმნელები აშენებდნენ დღევანდელ ლამაზ  იზრაელს.

მათ  უნდოდათ  ქვეყანა  და არა ჯიკაობა  და  სულერთია  რის  ფასად  ინდივიდუალური ეგოისტური წარმატების  მოპოვება.  მათგან  ბევრი რამის  სწავლა  შეიძლება.

 

What is a kibbutz

http://www.jewishagency.org/fr/aliyah/program/20236

 

Qu’est-ce exactement que le Kibboutz ?

 

Elena Kovarsky, და  მაინც  რა  არის  კიბუცი?

კიბუცები  შექმნეს  იმათ  ვისაც  უნდოდა  ქვეყნის  აღდგენა  და  არა  ინდივიდუალურად  რაც  შეიძლება  მეტის  ქაფვა  და  სულერთია  სად  სულერთია  როდის  სულერთია  რითი სიამოვნება.

 

კიბუცები  შეიქმნა  დღევანდელი  იზრაელის  მშენებელ  პიონერთა  ხანაში მათი  იდეა  დფუძნებული  იყო მეოცე  საუკუნის  დასაწყისის  აზრის  მიმდინარეობებზე.

 

კიბუცის  იდეოლოგია  შეიქმნა  და  განვითარდა  სახელმწიფოს  დაარსების  წინა  წლებში.

 

კიბუცის  დაარსების  პირველ წლებში და  მრავალი  შემდეგი  წლის  მანძილზე  კიბუცმა შეასრულა  მთავარი როლი  ქვეყნის განვითარების  ყველა  სფეროში.

 

კიბუცი  არის  ნებაყოფლობით, თავისუფალი  ნებით  გაერთიანებულ ადამიანთა  ჯგუფი.

მისი  წევრები  ცხოვრობენ  ეგალიტარულ და  საზოგადოებრივ  პრინციპებზე  დაფუძნებული  სოციალური  კონტრაქტის  შესაბამისად.

 

კიბუცში  ცხოვრება  ეფუძნება  კოლექტივიზმს საკუთრების  სფეროში  და თანამშრომლობას  განათლების,კულტურის  და  სოციალური  ცხოვრების  სფეროებში.

კიბუცის  წევრი  ასე  არის  მის  ოჯახზე  უფრო  დიდი  საზოგადოების  წევრი.

 

კიბუცის  ფუნქციონირების წესი  ისაა  რომ  კიბუცის  და  მისი  წევრების შემოსავალი  გადაირიცხება საერთო ფონდში.

კიბუცი  ფუნქციონირებს  ამ  შემოსავლებით. ეს  ფონდი ნაწილდება  ინვესტიციებად  და  კიბუცის  წევრების  ხელფასებად.

კიბუცის  წევრები  პასუხისმგებლები არიან  ერთმანეთზე. იქ  არაა  გიჟური  გაუთავებელი  კონკურენცია-ჯიკაობა  მეტი  ინდივიდუალური შემოსავლისთვის  და უკეთესი სოციალური  პოზიციისთვის.

 

კიბუცის  ყველა  წევრს  აქვს  ერთი  და  იგივე  ბიუჯეტი // ოჯახთა  სიდიდის  შესაბამისად// და ეს დამოუკიდებლად  მათი  სამუშაოსგან  თუ   პოზიციისგან.

 

განათლების  სფეროში  ყველა  ბავშვს  აქვს  თანაბარი  შანსი.

კიბუცში  მოქმედებს  ისეთი  სისტემა  რომ  მის ყოველ  წევრს  შეუძლია  უშუალო  მოქმედება  საკითხებზე  რომლებიც  ეხება  საზოგადოებას, კიბუცს.

ამ  თითქმის  მთლიანად  ავტონომიურ  საზოგადოებაში მთავარ  როლს  ასრულებდა კოლექტივი  და  შრომის ეთიკა.

არის  კიბუცები  სააც  წევრები  იღებენ  სხვადასხვა  ხელფასს  და  იხდიან  გაწეული  სამსახურისთვის, მაგრამ  ასეთ  კიბუცებშიც   ყველა  წევრს აქვს  გარანტია  იმისა  რომ  მიიღებს  დადგენილ მინიმალური  ხელფასს.

 

კიბუცების  წევრები  შეადგენენ  იზრაელის  მთელი საზოგადოების  სამ  პროცენტს,  მაგრამ  კიბუცებმა შთამბეჭდავი  კვალი დაამჩნიეს  იზრაელის წარმოებას, კულტურას  და  იდეოლოგიას.

 

დღეს  კიბუცთა  მოძრაობა  განიცდის  ცვლილებას.  ზოგი  ასპექტი  რომელიც  ადრე  იყო  საჯარო  სფეროს  ნაწილი  ეხლა  კერძო  სფეროს  ნაწილია.

წარსულში  რამდენადმე  იდეალიზებული კიბუცი  ეხლა  ძალიან  შეიცვალა.

დღეს  შესუსტდა  მისი  მომხიბლავი  ძალა.

კიბუცში  შეიძლება  იყოს 100-1000  წევრი.

კიბუცის  წევრებად  ხდებიან  ახალი  იმიგრანტებიც.

ქვეყანაში  დღეს  არის  დაახლოებით  250 კიბუცი  რომლებშიც  მთლიანობაში  ცხოვრობს 125 000  პიროვნება.

 

კიბუცთა  უმრავლესობა  არაა  რელიგიური, თუმცა  არის  20  რელიგიური კიბუციც.

ამას  გარდა  არის  კონრვატული  თუ  რეფორმისტული  მიმდინარეობების  მიმდევარი  კიბუცები.

 

კიბუცებს  შორის  განსხვავებას  განსაზღვრავს მათი ისტორია, მათი წევრების  ასაკი, სოციალური  და  ფინანსური წარმატება და, ბოლოს, უსაფრთხოების  დონე.

მთელ  ქვეყანაში  განაწილებული კიბუცები  ერთმანეთისგან  ასევე  განსხვავდებიან  ზომით. ზოგი  მათგანი მისდევს ინდუსტრიას, ზოგი კი  სოფლის  მეურნეობას.

 

ამას  გარდა კიბუცების  სტილზე  და  განვითარებაზე  მოქმედებს პრივატიზაციის  თუ  ერთობლივი  ცხოვრების  გაგრძელების  საკითხები //ინდივიდუალიზმმა  დღეს თითქმის  ყველგან  შეაღწია//.

 

ზოგმა  მეტ-ნაკლებად  მოაგვარა  ეს  საკითხები, ზოგ  კიბუცში  კი  კამათია იმის  თაობაზე  თუ  რა  ხასიათი  უნდა  მიეცეს  კიბუცს.

 

ცხადია  რომ  ბევრი  რამე  შენარჩუნებული  იქნება,  მაგრამ  ამავე  დროს  გაიზარდა  თაობები და  გამოტანილი  გაკვეთილები  გაგვაგებინებს  თუ  რა  მომავალი  ექნება  კიბუცთა  მოძრაობას.

 

დღევანდელი  იზრაელის  მშენებელი  კიბუცების  იდეოლოგია  მუდამ ეფუძნებოდა  საერთო. საზოგადოებრივი  კეთილდღეობის  ძიებას  და  არა  სულერთია  რის  ფასად  ინდივიუდუალური  წარმატების  დევნას.

 

კიბუცები მიზნად  ისახავდნენ და ისახავენ  სოციალური და  ქვეყნისთვის  აქტუალური სხვა  საკითხების  გადაჭრას.

 

კიბუცები  ეხმარებოდნენ  და  ეხმარებიან  ახალ  მიგრანტებს.

 

კიბუცები  იყვნენ  და  არიან  მობილიზებული  ალიას  ინტეგრაციისთვის….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s