2016 შავი წელი? თავსატეხია

2016 :  ისტორიის  ყველაზე  უარესი  წელი? პრესა

 

https://www.franceculture.fr/emissions/revue-de-presse-internationale/2016-la-pire-annee-de-lhistoire

ფრანგული franceculture.fr, საერთაშორისო  პრესის  მიმოხილვა,

2016 :  ისტორიის  ყველაზე  უარესი  წელი?

21.12.2016

 

ბერლინის  ტერორისტული  აქტის  და თურქეთში  რუსეთის  ელჩის მოკვლის  შემდეგ  მასობრივი  ინფორმაციის  საერთაშორისო  საშუალებები სვამენ კითხვას  ხომ  არაა  2016 წელი  ყველაზე  უარესი ჩვენს  მიერ  გადატანილი  წლებიდან.

 

http://www.lemonde.fr/europe/article/2016/12/19/berlin-un-camion-fonce-sur-un

ფრსნგული  გაზეთი  Le  Monde,19.12.2016

 

29  დეკემბერს 20  საათისთვის   საბარგო  მანქანა  შევარდა გერმანიის  დედაქალაქი   ბერლინის  ცენტრში  საშობაო  ბაზრის  ბრბოში. ჯერ-ჯერობით  ითვლიან  ს სულ  მცირე 48  დაჭრილს….

 

 

 

 

გსმოცემა  FAZ-ის  თანახმად

კოშმარი  გადაიქცა  რეალობად

ის  კითხულობს  შეუძლია  თუ  არა  დღეს  ვინმეს  ვინმესთვის  შობის  დღესასწაულის  მილოცვა.

ის  ამბობს  რომ  ამ  ტერორისტული  აქტის  შემდეგ  ეს  ბევრი  გერმანელისთვის  შეუძლებელია.

DIE WELT  მიდის  კიდევ  უფრო  შორს  და  ამბობს  რომ  ეს  ტერორისტული  აქტი  არის გერმანული  11  სექტემბერი

ტერორი  ამიერიდან  უფრო  და  უფრო  ახლოა, წინასწარმეტყველებს  გამოცემა.

 

ამ  ტერორისტული  აქტით გერმანიამ განიცადა ის  რაც  ფრანგებმა  განიცადეს ნიცაში. გერმანული  პრესა  ამბობს  ამას  და  ხაზს  უსვამს  ფრანგთა  სოლიდარობას განსაცდელის  დროს.

გერმანიაში  ამიერიდან  ისმის  იგივე კითხვები  რაც  დაისვა  საფრანგეთში  ტერაქტების  შემდეგ.

როგორ  უნდა  იცხოვროს მუქარის  და  საფრთხის  მუდმივად  განმცდელმა  ადამიანმა?

 

 “ ჩვენ  არ  გვინდა  ცხოვრება  ჩვენს  დამადამბლავებელ  შიშთან  ერთად, განაცხადა  გუშინ  გერმანიის  კანცლერმა  ანგელა  მერკელმა.

მაგრამ  შობის  სულისკვეთება  დაიჩრდილა განაცხადა  

WASHINGTON POST-მა.

Joby Warrick-ის  თქმით  შეტევამ  მიაღწია  ისლამური  სახელმწიფოს  მიერ  დასახულ  ერთ-ერთ  მიზანს.:

 “ მას  უნდა  დასავლურ  ქვეყანაში  შიშის  და  ქაოსის  გავრცელება  იმ  იმედით  რომ  მოხდება  მაჰმადიანთა  და  სხვათა  ურთიერთდაპირისპირება.

 

DIE WELT  ადასტურებს  ამ  ანალიზს:

 “  კონფლიქტის  ეს  გამწვავება  შეიძლება  იყოს   ომის  შემდგომი  ძველი   ახალი  ევროპის დასასრული.”

NY TIMES-იც  წერილში   შიშების

რეალიზაციაla”  შიშობს.

Tim Arrango   პარალელს  ავლებს  ბერლინის  ტერორისტულ  აქტსა  და  თურქეთში  რუსეთის  ელჩის  მკვლელობას  შორის.

ორმა  ტერორისტულმა  შეტევამ დაასრულა  საშინელი  წელი  და  აჩვენა  ტერორიზმის  თანამედროვე  ხანა.

2016  წელს  საშუალო  აღმოსავლეთის  ომებს  მეტასტაზები  ჰქონდა  მთელ  ევროპაში  და პოლიტიკური  მოძრაობები  მარჯვნივ  გადაიხარნენ, აგრძელებს NY TIMES.

 

  ტერორისტული  აქტების  საფრთხე იქცა  ყოველდღიური  ცხოვრების  ფაქტად.. ჩვენი  საზოგადოებები  არ  არიან  ამას  მიჩვეულები.”

მიუხედავად  ამისა   როგორც  ამბობს

Alison Pearson THE TELEGRAPH-ში,

ბერლინი  არ  იქნება  ბოლო  მსხვერპლი  იმ  გაუმხელელი  ომისა  რომელსაც  ევროპა  ეწევა  რადიკალური  ისლამის  წინააღმდეგ

ევროპელ  ექსტრემისტ  მემარჯვენეებს  მოეწონებოდათ  ამ  ომის  გადაქცევა  ომად  ისლამის  როგორც  ასეთის  წინააღმდეგ, ამბობს

Owen Jones THE GUARDIAN-ში  გამოქვეყნებულ  შესანიშნავ  წერილში:

 “ ტერორისტები  ჩადიან  საშინელებებს  რომელთაც  ექსტრემისტი  მემარჯვენეები  იყენებენ მაჰმადიანთა  შიშის  და  სიძულვილის  გასაღვივებლად.

საბოლოო ანგრიშით  ფანატიკოსი  ტერორისტები  და პოპულისტი  მემარჯვენეები ტანდემად, ერთდ  მუშაობენ. ისინი  ერთმანეთზე  არიან  დამოკიდებულნი.

ტერორისტული  შტევების  გაგრძელების  შემთხვევაში  გაძლიერდება  სიძულვილი, გაძლიერდება  დასავლეთის  დაკნინება არა  ისლამიზაციის საფრთხის  არამედ  უცხოელთა  შიშისგან  გამომდინარე  პოლიტიკის  გამო.  საშველი  იქნება  კეთილგონიერების  მიერ  სიძულვილის  დამარცხება.

2016  წელი  აღნიშნავს ბნელი  ხანის  დასაწყისს

NY TIMES-ის  სარედაქციო  კომიტეტი   ასკვნის:

ყოველი  ტერორისტული  შეტევის  შემდეგ   ევროპას  უფრო  და  უფრო  უჭირს  შემწყნარებლობის,  თანასწორობის და  გონიერების  დაცვა.

 

შვეიცარულ  გაზეთ  LE TEMPS-ში Boris Mabillard  ამბობს  რომ  ტერორისტებმა  გაიმარჯვეს:

  და  როგორ  უნდა  ვთქვათ  საწინააღმდეგო?

პოლიტიკოსები  ალაპარაკდნენ  უსაფრთხოების  და  მეობის  დაცვის  აუცილებლობაზე. ადრე  კი  ამაზე  ლაპარაკობდა  რამოდენიმე  მარგინალური პარტია.

უბედურებიდან  კი  არის  2  გამოსავალი:  ტერორიზმის  გამოყენება  ქიმერული  ცივილიზაციის  ომის  გასამართლებლად  ან  გონიერების  შენარჩუნება.

 

 იგივე  შვეიცარულ  გაზეთში სოციოლოგი François Chérix კი  ამბობს:

 “  ჩვენს  დროს  აქვს  1930-ანი  წლების  საშინელი  სუნი.

ქარიშხალი  ბობოქრობს. Brexit-ს  ხმა  მისცეს. ტრამპიც პრეზიდენტია.

 

ჩვენ  შუა  ქარიშხალში  ვართ  და  ამიტომ  ის  გაქრა  რადარების  ეკრანებიდან.

ქარიშხალი  თანდათანობით  ნორმალური  რამე  გახდა.

თავისუფლება, რაც  ასე  ძვირად  დაჯდა  გასულ  საუკუნეში დღეს  იწვევს  ღიმილს.

პოპულისტების  ყბებს  შორის  სივრცე  უფრო  და  უფრო  მცირდება.

 2016  წელი  მართლაც  იყო  ტერორიზმის, ტრამპის  არჩევის  და  ბრექსიტის  ნაირი  მოვლენების  წელი.

ამიტომ  ზოგს  უჩნდება  კითხვა  ხომ  არაა  2016  წელი  ისტორიის  ყველაზე  უარესი  წელი?

 

 SLATE  იხსენებს  ათ   ყველაზე  უარეს  წელს. ამ წლებს  შორისაა  1348  წელი  როდესაც  შავმა  ჭირმა  მოსპო ევროპის  მესამედი  და  1943  წელი, როდესაც  დეპორტირებული  იქნა 1,3  მილიონი ებრაელი.

 

THE TELEGRAPH  ამასთან  ერთად  ცდილობს  რაღაც  პოზიტიურის  თქმას:

  დღვანდელი  მსოფლიო  ბევრად  უფრო ჯანმრთელი, მდიდარი  და  ბედნიერია  ვიდრე  იყო 50 წლის  წინ

THE TELEGRAPH-ის  თქმით  ადრე  არ  ყოფილა  უკეთესი, ეს  უბრალო  შთაბეჭდილებაა.

ის  ამბობს  რომ  სოციალური  ქსელებით  და უწყვეტი ინფორმაციით  თქვენ  შეგიძლიათ  უსასრულოდ  უყუროთ ომის  ერთსა  და  იგივე  სცენებს.

 

Harry Mount ასკვნის :

 “ თუ  ცხოვრობთ  სირიაში  თქვენ  შეგიძლიათ თქვათ რომ 2016 წელი  არის  ისტორიის  ყველაზე  უარესი  წელი, მაგრამ  თუ  გაქვთ  ჩრდილოეთის  მდიდარ  ქვეყანაში ცხოვრების  შანსი  გაიხსენეთ  რომ  იყო  უარესი  დროც

 

Tom Welsh  CITY AM-დან  გვამშვიდებს  რომ  ჩვენ  კონცენტრირებული  ვართ  დროის  უარყოფით  ასპექტებზე  მაშინ  როდესაც  პროგრესი  გავს  აისბერგს:

მნიშვნელოვანი  ცვლილებები  არაა  ზედაპირზე, ისინი  უხილავია.

 

Maria Konnikova NEW YORKER-ში ამბობს  რომ  დროში  უკან  დაბრუნება  და  ყველაფრის  სხვანაირად  დაწყება  შეუძლებელია.

ჩვენ  შეგვიძლია  მარტო  მომხდარიის  გააზრება  და ლოდინი  შანსისა  რათა  უკეთესად  გავაკეთოთ.

// ფაქტი  ისაა  რომ  მსოფლიოს,  აღმოსავლეთის  უკეთესად  ცოდნის  და  უფრო  წინდახედულად  მოქმედების  შემთხვევაში  არც  ერაყში  იქნებოდა  ქრისტიანთა  გენოციდი  და  არც  სხვაგან  იქნებოდა  ამდენი  უბედურება. ჭკუა  ჯობია  ღონესა//.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s