ფუტურიზმო,ეჰ…

http://brunorigolt.blog.lemonde.fr/2010/01/02/objectif-culture-generale-je-decouvre-marinetti-et-le-futurisme-italien/

დემოკრატია  არც  ლობიოს  ჭამაა  და არც  რადიკალური  სიახლის გულისთვის ისტორიული კულტურების  მოსპობის მქადაგებელი  და ომის  და  ძალადობის მეხოტბე  ფუტურიზმი,ბაბაიებო.

 

 Résultat de recherche d'images pour "war is hygiene of world marinetti"

Résultat de recherche d'images pour "war is hygiene of world marinetti"

ომია  თანამედროვე ხელოვნების  უმაღლესი  ფორმაო, იქუხა  ფუტურიზმის  მამამ, ფილიპო ტომაზო მარინეტიმ.

Résultat de recherche d'images pour "marinetti"

 

ზოგადი, საერთო  კულტურა. წესის  თანახმად  ეს  უნდა  იცოდეს ყველა  ასე  თუ  ისე  წიგნიერმა  ფრანგმა/

 

 

მარინეტი  და  იტალიური  ფუტურიზმი

 

მეოცე  საუკუნე მხატვრული  და  ლიტერატურული  ავანგარდების  საუკუნეა.

მოდერნი, კუბიზმი, ეხპრესიონიზმი, სიურეალიზმი, ფუტურიზმი, აბსურდის თეატრები,  ეგზისტენციალიზმი, ახალი  რომანი….

 

ბევრმა  კულტურულმა  მოძრაობამ  შეარყია  არსებული  წყობა და  სოციალური  და  პოლიტიკური  სტრუქტურები.

 

ზოგი  ასპექტით სიურეალიზმთან ახლო  ფუტურიზმს  ძალიან  მოსწონდა  ექსპერიმენტი  და  ყველანაირი  სიახლე:

 

 «  მსოფლიოს  შეცვლა», წარსულის მთლიანად   გადაგვა-მოსპობა,  ყველაფრის  სულ თავიდან, სუფთა  ფურცლიდან  დაწყება // faire table rase du passé//.  ესაა  ავანგარდის  და მათ  შორის  ფუტურიზმის სულისკვეთება.

ლიტერატურულ  ფაქტად  იქცა  მწერლობის  ნგრევა, ენის  მსხვრევა.

მაგრამ  სხვა  მხატვრული მიმდინარეობებისგან  განსხვავებით  ფუტურიზმი  არ  ყოფილა  სტრუქტურის  მქონე  მოძრაობა. ის  უფრო  იყო  მხატვრული  მგრძნობიარობა  რომელიც  თავიდან  შექმნილი  იყო  პროვოკაციისგან  და  ულოგიკობისგან.

ფუტურიზმის ცენტრალური  ფიგურაა  იტალიელი  პოეტი  ფილიპო  ტომაზო  მარინეტი

//1876-1944.

მან  თავის  თავს  დაარქვა  ევროპის კაფეინი.

ანარქისტი  და  მგზნებარე  ნაციონალისტი , თავისი  იტალიელობის  ხმამაღლა  ხაზგამსმელი  მარინეტი  წინააღმდეგობას  უწევდა  მორალის  ყოველგვარ  ფორმას.

არადა  ამ  იტალიელმა  ნაციონალისტისტმა  ფრანგული  გაზეთი  Le Figaro  აირჩია  1909  წლის  20  თებერვალს  თავისი  ფუტურიზმის  მანიფესტის  გამოსაქვეყნებლად.

 ამ  პროვოკაციულ  სკანდალურ  ტექსტში  მარინეტი  ხოტბას  ასხავს  ძალადობას, ომს  და  მიზნად  ისახავს  წარსულის  მთლიანად  მოსპობას, ყველაფრის  სუფთა  ფურცლიდან  დაწყებას

 

// faire table rase du passé//.  ის,  მაგალითად,  ქადაგებდა  მუზეუმების  და  აკადემიების  ნგრევას.

ამ  ტექსტმა  დიდი  გავლენა  მოახდინა მეოცე  საუკუნის  იდეების  ისტორიაზე.

http://www.monde-diplomatique.fr/mav/151/MARINETTI/57076

 

ფრანგულმა  გაზეთმა «Le Figaro »-მ  1909  წლის  ოც  თებერვალს  გამოაქვეყნა

 იტალიელი  მწერალი, იურისტი  და  ხელოვანი  ფილიპო  ტომაზო  მარინეტის  მიერ  დაწერილი

« ფუტურიზმის მანიფესტი ».

ესაა  მექანიკური  და  კაცური  ძალადობის  აპოლოგია.

ეს  ძალადობაც  მალე  გაჩაღდა. იყო  ორი  მსოფლიო  ომი, ბოლშევიზმი, ნაციზმი, კოლექტიურმა  თენგიზ  სიგუამ  ლამაზი  ლოზუნგების  ძახილით  საბჭოთა  ტანკით დაანგრია  საქართველოს  დედაქალაქი.

  1. ჩვენ გვინდა  საფრთხის, ენერგიის  და  გულადობის //თავხედობის,

Témérité//  ჩვევის  ქება.

 

  1. ჩვენი პოეზიის მთავარი  ელემენტები  იქნება  სიმამაცე, გამბედაობა და  ჯანყი.
  2. ლიდერატურა დღემდე ადიდებდა ჩაფიქრებულ უძრაობას, ექსტაზს  და  ძილს.

ჩვენ კი  გვინდა  აგრესიული  მოძრაობის, ციებ-ცხელებიანი  უძილობის,  ტანმოვარჯიშის  ნაბიჯის,  საშიში  ხტომის, სილის  და  მუშტის  გარტყმის  განდიდება.

4.ჩვენ  ვაცხადებთ  რომ  სამყარო  გაამშვენიერა  ახალმა  სილამაზემ, სიჩქარის  სილამაზემ.

 მქშინავი  და გველების  მსგავსი  მილებით  შემკული  სპორტული  მანქანა… ნიკე  სამოთრაკიელზე  უფრო  ლამაზია.

  1. ჩვენ გვინდა  ვაქოთ  მანქანის საჭესთან მჯდომი  კაცი….

 

  1. ლამაზია მხოლოდ  ბრძოლა.

არ  არსებობს  შედევრი  აგრესიული ხასიათის  გარეშე.

პოეზია  უნდა  იყოს  შეტევა  უცნობი  ძალების  წინააღმდეგ  რათა  ისინი  დაწვნენ  ადამიანის  წინაშე…

  1. ჩვენ გვინდა  განდიდება  ომისა, რომელიც  არის  მსოფლიოს  ჰიგიენა, განდიდება  მილიტარიზმისა, პატრიოტიზმისა, ანარქისტთა  მნგრეველი  მოძრაობისა..

ჩვენ  გვინდა  მკვლელი  ლამაზი  იდეების  და  ქალის  ზიზღის  განდიდება.

  1. ჩვენ გვინდა  მუზეუმების, ბიბლიოთეკების ნგრევა, მორალიზმის, ფემინიზმის და  ყველა  ოპორტუნისტული და უტილიტარული  სისუსტეების  და  სულმდაბლობათა  დამარცხება.

 

  1. ჩვენ ხოტბას ვასხავთ შრომით, სიამოვნებით თუ  ჯანყით აღელვებულ  დიდ  ბრბოებს. ,  თანამედროვე  დედაქალაქებში  რევოლუციების  ფერად ოვნებას  და  პოლიფონიას , არსენალთა  ღამეულ  ვიბრაციას  და  ელექტრული  მთვარეებით  განათებულ  მშენებლობებს; მბოლავი  გველების  მყლაპავ  რკინიგზის  სადგურებს;

მათი  ბოლით  ღრუბლებზე 

შეკიდულ  ქარხნებს;  ტანმოვარჯიშის  ნაბიჯით  მზით  განათებულ  მდინარეებზე  გადატყორცნილ  ხიდებს;… ფართომკერდიან  ლოკომოტივებს  რომლებიც  გვანან გრძელი  მილებით  ლაგამამოდებულ  ფოლადის  ცხენებს, და  აეროპლანების  მცურავ  ფრენას….

აეროპლანებისა  რომელთა  პროპელერებს  აქვს დროშის ტკაცუნი და  ენთუზიასტი  ბრბოს  აპლოდისმენტები.

Filippo Tommaso Marinetti

 

ავანგარდის მოძრაობა  ფუტურიზმი  გაჩნდა  ევროპულ  კულტურაში  მიმდინარე  ღრმა  ძვრების  ხანაში.

 

ფუტურისტულ პოეზიაში  განდიდებული  პროგრესის  კულტი და  სციენტიზმი  ანუ  მეცნიერების  კულტი  მივიდა   იტალიური  რისორჯიმენტოს  რევოლუციური და იდეალისტური  მემკვიდრეობის  სულისკკვთებით  იდეების  განახლების  გაცხადებამდე.

 

ფუტუისტული  პოეზიის  თემატიკააა  გამოცდილება  განცდაც  და ხილვაც //პოეტი «შთაგონებულია// .

ფუტურისტული  პოეზიის  თემებს  შორისაა  ძალადობის, სიჩქარის, ავტომანქანის  აპოლოგია.

 

ვინმე  ენრიკო  კავაშოლიმ //Enrico Cavacchioli//  მთვარეც  კი  დაწყევლა : “ წყეული  იყოს  მთვარე //“Sia maledetta la luna” (”Que soit maudite la lune”) //  :

  თუ  კი  გინდა  უკეთესად  ცხოვრება გააკეთე  ლამაზი  მექანიკური  გული… 

შენ ცხოვრება  უნდა  აქციო  ავტომატურ  სიზმრად, აწვალე მავთულებთან  დაკავშირებული ბერკეტები….

ადამიანი  ხვალე  იქნება უტვინო  მანქანის  მეფე,  ყველა  სასრული  და  უსასრულო  რამის  ბატონი. წყეული  იყოს  მთვარე!

მარინეტი  უბრალოდ ანგრევდა  ენას, სინტაქსს, აუქმებდა  პუნქტუაციას და  გრამატიკულ სტრუქტურას.

 

მარინეტის  სურდა  ენის  განთავისუფლება  წესებისგან….

მოკლედ  უწესობა ძალადობის, ომის  აპოლოგია , მუზეუმების  და  ბიბლიოთეკების  ნგრევის  სურვილი.

ესაა  ფუტურიზმის  დამახასიათებელი  რამოდენიმე  მთავარი ნიშანი.

 

 ეს  ფუტურიზმი  ვერ  გადაურჩა  მის  მსგავსად  ისტორიული  ევროპული ცივილიზაციის  მოსპობის  მსურველ დადაიზმს  და  სიურეალიზმს.

მეტიც, 1920-ანი  წლების  დასაწყისიდან  ფუტურიზმმა  არჩია  რადიკალური  გადაწყვეტები

//  გეგონება  მანამდე  სხვა  რამე  იყო//. იყო ფაშისტური  გადახრებიც რამაც  დაასუსტა  ფუტურიზმი  და  მოახდინა  მისი  დისკრედიტაცია….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s