ევროკომისია ნარკოტიკზე

http://europa.eu/rapid/press-release_IP-13-220_fr.htm

Résultat de recherche d'images pour "ue"

 

 

 რა  ხდება  ირგვლივ. ევროკომისია, პრესის  კომუნიკე, 2013  წლის  13 მარტი

თუ აზრზე  არ  მოვალთ ქართველი  ხალხის  სამახსოვროდ  მსოფლიოს  შეიძლება  დარჩეს  მარტო  მერაბ  მამარდაშვილის, სერჟიკა  ფარაჯანოვის, ანატოლი  სობჩაკის  და  გეიდარ  ალიევის  კერპები.

 

http://europa.eu/rapid/press-release_IP-13-220_fr.htm

 ttp://europa.eu/rapid/press-release_IP-13-220_fr.htm

 

კრიზისი  ხელს  უწყობს ევროკავშირში უკანონო, აკრძალული  ნარკოტიკების  ბაზრის  ზრდას.

ევროკომისიის // Commission européenne//  მიერ დღეს  გამოქვეყნებული  კვლევის  თანახმად  ეკონომიკური კრიზისი  ძალიან  დიდ  გავლენას  უნდა  ახდენდეს ნარკოტიკებით  ვაჭრობაზე  და  განსაკუთრებით  უნდა  ვლინდებოდეს  უკანონო ნარკოტიკების  მოთხოვნით // ანუ  სულ უფრო და  უფრო  მეტი  სასოწარკვეთილი  ადამიანი  თავშესაფარს  დაეძებს აკრძალულ ანუ  ყველაზე  საშიშ  ნარკოტიკებში//.

 

ეს  კვლევა  გვეუბნება  რომ  ფულის  შოვნით  დაინტერესებული  უფრო  და  უფრო  მეტი ახალგაზრდა  ყიდის  ან  აკეთებს  ნარკოტიკს განსაკუთრებით  სახლში  cannabis-ის //კანაფის, მარიხუანას// მოყვანით.

მეორეს  მხრივ  ეკონომიკური  კრიზისი  უნდა  იწვევდეს  ნარკოტიკის  საწინააღმდეგო  პოლიტიკისთვის  საჭირო  ბიუჯეტის  შემცირებას. განსაკუთრებით  უნდა  მცირდებოდეს  დეზინტოკსიკაციისთვის და  ნარკოტიკის  მავნე  შედეგების  შემცირებისთვის  განკუთვნილი  თანხები.

 

 «  ჩვენს  მიერ  დღეს  გამოქვეყნებული  ნარკვევი  გაფრთხილებაა  ევროპისთვის: ნარკოტიკის მიწოდების  შესამცირებლად  და  ვაჭრობის  დასამუხრუჭებლად  უნდა  შევამციროთ ნარკოტიკის  მომხმარებელთა  რაოდენობა  არა  მხოლოდ  წინასწარი  ზომებით // prévention // არამედ  ტოქსიკომანიის  მკურნალობითაც»

განაცხადა   ევროკომისიის  თავმჯდომარის  მოადგილემ  და მართლმსაჯულებაზე  პასუხისმგებელმა კომისარმა ქალბატონმა Reding-მა.

 «   მიწოდება  მისდევს  მოთხოვნას  ანუ  უკანონო  ნარკოტიკების  ბაზარი  იზრდება  ამ  ნარკოტიკების  მომხმარებელთა  რაოდენობის  ზრდასთან ერთად.

მე  წელს  მინდა ახალი  ფსიქოაქტიური  ნივთიერებების  და  უკანონო  ნარკოტიკით  ვაჭრობის  თაობაზე უფრო მკაცრი კანონმდებლობის  შემოთავაზება.

ჩვენი  ბავშვების  გადასარჩენად  ჩვენ უნდა  ვიმოქმედოთ კავშირის  მასშტაბით. »

ნარკოტიკების  და  ტოქსიკომანიების ევროპული  ობსერვატორიის

// l’Observatoire européen des drogues et des toxicomanies,OEDT// თანახმად  ახალი  ფსიქოატიური  ნივთიერებები  უფრო და  უფრო  დიდი პრობლემაა…

«  ტრადიციული »  ნარკოტიკების

// კოკაინი, ჰეროინი, ექსტაზი…//  მოხმარება  ზოგადად    სტაბილური რჩება, უკანონო  ნარკოტიკების  ბაზარს  კი  კვებავენ  ახალი გამომათაყვანებელი  ნივთიერებები

// stupéfiants. ამას  წინ  გერმანიის  ლამაზი ქალაქი დიუსელდორფის  სადგურზე გერმანელებს  ნაჯახით დასდევდა  ვიღაც კოსოველი მიგრანტი და ზოგს  ასეთი რეალობის დანახვას ურჩევნია გამოთაყვანება, რას იზამ//.

გადამყიდველები  სარგებლობენ  იმით  რომ  არ  არსებობს  ზოგი  ქიმიური პროდუქტის  რეგლამენტაცია.

 

უფრო  და  უფრო  იოლია  ნარკოტიკის  შოვნა  ინტერნეტით.

მათი  გავრცელება  სწრაფი  იყო  მრავალ წევრ ქვეყანაში  რომლებსაც უჭირთ გაყიდვისთვის  ხელის  შეშლა.

ბაზარზე  ახალი  ნარკოტიკების  რაოდენობა  უფრო და  უფრო  იზრდება.

ბოლო  2  წლის  მანძილზე  ყოველ კვირას  პოულობდნენ თითო ახალ ნარკოტიკს.

წევრ  სახელმწიფოებს  ცალ-ცალკე  არ  შეუძლიათ  ნარკოტიკების  გავრცელების  გაჩერება.

დევნილ  კრიმინალურ  ორგანიზაციებს  უბრალოდ გადააქვთ  მათი წარმოება მეზობელ  ქვეყანაში ან ისინი  ცვლიან მიწოდების  მარშრუტებს.

იანვარში კომისიამ წამოაყენა მთელ ევროკავშირში ამფეტამინური «4-MA»-ს აკრძალვის  წინადადება.

2010  წელს  მან უკვე  მოახერხა

ecstasy-სთან ახლო méphédrone-ს  აკრძალვა.

 

2011  წლის  25  ოქტომბერს  კომისია იუწყებოდა  ევროკავშირის  წესების  შეცვლას უკანონო   ნარკოტიკებთან, განსაკუთრებით ახალ  ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან  ბრძოლის სფეროში….

გამოკვლევა ამბობს  თუ რა  ვებერთელა  ფული ტრიალებს  ნარკოტიკის  ბაზარზე…

 

ევროკავშირში  ნარკოტიკის საწინააღმდეგო პოლიტიკა არის  ეროვნულ  ხელისუფლებათა  საქმე. ისინი  უკეთესად  იღებენ  მათი  ქვეყნების კულტურის  და სოციალურ-ეკონომიკური პირობების  შესაბამის  ზომებს.

მაგრამ  თუ  კი ყოველი  წევრი სახელმწიფო  იზოლირებული  დარჩება შეუძლებელი  იქნება  ეფექტური  ბრძოლა ნარკოტიკის ჭირთან.

კომისიას, მაშ აქვს  ცენტრალური როლი  უკანონო  გამომაშტერებლებთან  ბრძოლაში.

ევროკავშირს  აქვს  ნარკოტიკების  საწინააღმდეგო სტრატეგია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s