ევროპა აკვირდება ჩინეთს

 ევროპა  აკვირდება  და  სწავლობს  ჩინეთს, მის ისტორიულ მემკვიდრეობას.ჩვენც არ ფვაწყენს ამის გაკეთება.

Résultat de recherche d'images pour "china institute"

 

 

უძველესი  და  მსოფლიოში  დღესაც  პოპულარული  ჩინური სტრატეგია.  ყველამ უნდა  იცოდეს თითქოს, მაგრამ  ტანკით თბილისის  ნგრევა  ურჩევნიათ ამ ცინიკურ და ამორალურ ხანაში. ჩვენ  ჩვენ გზაზე  ვიაროთ.

 

 

 

საუკეთესო ცოდნა-ოსტატობა არაა  ასჯერ გამარჯვება ას ბრძოლაში.

საუკეთესო ცოდნა-ოსტატობაა მტრის დამარცხება ომის და სისხლისღვრის გარეშე. 

მტრის  დამორჩილება  ძალით არაა ომის ხელოვნების მწვერვალი.

ომის ხელოვნების მწვერვალი და უმაღლესი ფორმაა  მტრის დამორჩილება წვეთი  სისხლის დაღვრის გარეშე.

 

 

 

ევროპა  სწავლობს  ჩინეთს

 

ჩინეთის ინსტიტუტი-ცივილიზაცია

 

 

http://www.china-institute.org/articles/Introduction_a_la_pensee_strategique_traditionelle_chinoise.pdf

 

China Institute,  შესავალი ტრადიციულ ჩინურ  სტრატეგიულ აზრში, დაწერილია 2010 წელს

 

1

China Institute  არის ფრანგული  აზროვნების ჯგუფი რომელიც იკვლევს  ჩინეთთან დაკვშირებულ ცივილიზაციის, ეკონომიკის, შინაგანი პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს.

ამ  ჯგუფის  ფუნქციონირება  ეფუძნება  დამოუკიდებლობის, წონასწორობის, გაბედულების და  მრავალფეროვნების ღირებულებებს.

 

China Institute-ს  მიზანია  დამაჯერებელი და  ორიგინალური ანალიზების შეთავაზება გადაწყვეტილების მიმღებებისთვის და მოქალაქეებისთვის და საჯარო, ინტელექტუალურ და პოლიტიკურ  სივრცეში წინადადების  ძალად ყოფნა.

Le China Institute-ს  მიზანი  ასევე  არის ხელის  შეწყობა დიალოგისთვის  ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს, განსაკუთრებით  საფრანგეთს შორის.

 

China Institut, რომლის პრეზიდენტიცაა Éric Anziani, არის 1901 წლის კანონის  დამოუკიდებელი, არასამთავრობო, მიზნად  შემოსავლის და მოგების არმქონე // but non-lucratif// ასოციაცია.

მისი ნაშრომების თავისუფალი  გადმოტვირთვა  შეიძლება შემდეგი მისამართიდან:

http://www.china-institute.org

 

China Institute  ყურადღებას აქცევს  მისი პუბლიკაციების სიზუსტეს, უტყუარობას და ხარისხს.

მაგრამ მათში გამოთქმული აზრები და  შეფასებები  ეკუთვნით მხოლოდ მათ ავტორებს და მათ პასუხისმგებლობას.

 

 

China Institute | Civilisation

 

ხშირად  ძნელია  გაგება  განსხვავებებისა და  შესაბამისობებისა ჩინეთს  და დასავლეთს შორის

ჩინური სტრატეგიის, ომზე იქნება ლაპარაკი, ეკონომიკაზე  თუ ნებისმიერ კონკურენტულ ვითარებაზე  სადაც  ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას,  შესწავლის გარეშე.

ამიტომაა საჭირო  ჩინური სტრატეგიული აზრის ზოგი საფუძვლის მოკლედ წარმოდგენა:

იყო როგორც წყალი;

yin et და  yang-ის, ინის და იანის  სტრატეგია ;

საშუალებათა  ეკონომია..

 

ათასწლოვანი ისტორიის ნაყოფი ეს 3 პრინციპი  გამოირჩევა დღევანდელი ჩინეთის განვითარების სტრატეგიაშიც.

 

იყო როგორც წყალი

 «  ომის ხელოვნება არის როგორც წყალი რომელიც მოედინება მაღლობებიდან და ავსებს ღრმულებს.» – სუნ ძუ- Sun Tzu

Sun Tzu– სუნ ძუ უეჭველად არის ყველაზე  სახელგანთქმული ჩინელი სტრატეგოსი.

მის მიერ დაახლოებით 2500 წლის  წინ დაწერილ ნაშრომს  «ომის ხელოვნება »  დღესაც სწავლობენ პოლიტიკოსები, ეკონომისტები, სამხედროები….

 

 

კაცობრიობის  უდიდესი სტრატეგოსი , ჩინელი სუნ ძუ  //ძვ.წ.მე-6 ს.// არ ყოფილა  მხეცი.

 

 

https://booknode.com/l_art_de_la_guerre_02117/extraits

 

ნაწყვეტები სუნ ძუს «ომის  ხელოვნებიდან»

 

საუკეთესო ცოდნა-ოსტატობა არაა  ასჯერ გამარჯვება ას ბრძოლაში.

საუკეთესო ცოდნა-ოსტატობაა მტრის დამარცხება ომის და სისხლისღვრის გარეშე.

 

 

მტრის  დამორჩილება  ძალით  არაა ომის ხელოვნების მწვერვალი.

ომის ხელოვნების მწვერვალი და უმაღლესი ფორმაა  მტრის დამორჩილება წვეთი  სისხლის დაღვრის გარეშე.

 

იყავი  მოხერხებული  გაუჩინარებამდე, იყავი იდუმალი  ისე  რომ  შენი ხმა, სუნთქვაც არ ესმოდეს არავის,  მაშინ იქნები  შენი მოწინააღმდეგეების ბედის გამგებელი.

 

ომი გავს  ცეცხლს. როდესაც   ომი გრძელდება  ის საფრთხეში აგდებს მის დამწყებს.

 

ბრძოლის  დაწყებამდე არაპირდაპირი  საშუალებებით   უნდა  მოამზადო  ნიადაგი ისე  რომ  გაიმარჯვო  ომის, სისხლისღვრის გარეშე.

 

ყველა  შემთხვევაში უნდა დაარტყა მარტო ერთხელ  როდესაც დარწმუნებული ხარ რომ  გაიმარჯვებ.  და დაარტყა ისე  რომ მოწინააღმდეგემ  ვერ  შესძლოს ფეხზე  წამოდგომა.

კარგად  მოექეცით  ტყვეებს, კვებეთ ისინი  ისე  როგორც კვებავთ  თქვენს  საკუთარ  ჯარისკაცებს. 

მოექეცით  ტყვეებს  ისე  რომ  მათ  უკეთესად  იგრძნონ თავი  თქვენთან ვიდრე  საკუთარ  ბანაკში, მეტიც, საკუთარ სამშობლოში.

 

არასოდეს  დატოვოთ  ტყვეები  უსაქმოდ. ისარგებლეთ  მათი სამსახურით  შესაბამისი  სიფრთხილით.

მოკლედ  რომ  ვთქვათ  ტყვეებს  მოეპყარით  ისე  თითქოს  ისინი არიან თქვენს  დროშებს  ქვეშ  საკუთარი  ნებით დამდგარი  ადამიანები

ამას  ჰქვია  ბრძოლის  მოგება  და  გაძლიერება.

 

 

ცა  არასოდეს  მოიწონებს  ადამიანის  სისხლის  დაღვრას. ცა  აძლევს  სიცოცხლეს ადამიანებს და ცამ უნდა  გადაწყვიტოს ადამიანთა  ბედი.

//Jamais le Ciel n’approuva l’effusion du sang humain : c’est lui qui donne la vie aux hommes ; lui seul doit être le maître de le trancher//

 

ომში  უდიდესი  მნიშვნელობა  აქვს  შეტევას  მტრის  სტრატეგიის  წინააღმდეგ.

შეუტიეთ  მტრის  გეგმას  მაშინ როდესაც  ის  ჩნდება.

შემდეგ  უნდა  მტერს  უნდა  ჩამოაშოროთ  მისი  მოკავშირეები.

შემდეგ  შეუტიეთ  მის  არმიას.

 

ყველაზე  უარესი პოლიტიკაა  თავდასხმა ქალაქებზე.

ოპერაციის  წარმატებას  განაპირობებს  მისი მომზადება.

მხეცურ  ომს, ულმობელ  ძალადობას და  სისხლისღვრას  ჯობია  ფსიქოლოგიური ომი. ესაა  ძვ. მე-6  საუკუნის  ჩინელი  გენერალი  და  დიდი სტრატეგოსი სუნ ძუს სტრატეგიის  დედააზრი.

როდესაც  გაქვთ  უნარი  გაითამაშეთ  უუნარობა,  როდესაც მოქმედებთ გაითამაშეთ უმოქმედობა, როდესაც  მტერთან  ახლოს  ხართ გაითამაშეთ რომ შორს ხართ. როდესაც  შორს ხართ გაითამაშეთ  რომ  ახლოს  ხართ.

მოკლედ დააბნიეთ  მტერი, აურიეთ მას  გზა  და კვალი//.

 

 

სხვის  და  საკუთარი  თავის  მცოდნემ შეიძლება  მოიგოს  ასი  ბრძოლა საფრთხეში ჩავარდნის  გარეშე.

საკუთარი  თავის  ის  მცოდნე რომელიც არ  იცნობს სხვას  ერთ  ბრძოლას მოიგებს და  მეორე  ბრძოლას  წააგებს.

ვინც არც სხვას  იცნობს  და  არც  საკუთარ  თავს წააგებს ყველა ბრძოლას.

 

ომის  უმაღლესი ხელოვნებაა  მტრის  დამორჩილება  ბრძოლის  გარეშე.

 

ომის ხელოვნების  მცოდნენ მტრის  ჯარს  იმორჩილებენ ბრძოლის  გარეშე, ქალაქებს  იღებენ შეტევის  გარეშე,  სახელმწიფოს  ამხობენ გახანგრძლივებული ოპერაციების  გარეშე.

 

 

http://suntzufrance.fr/une-culture-chinoise-de-la-ruse/

 

ეშმაკობის  და  მოხერხების  ჩინური კულტურა.

 

სუნ  ძუ განსაკუთრებით  აფასებს ეშმაკობის, მოხეხების  ხელოვნებას.

მთელი  ჩინური სამხედრო ლიტერატურა სავსეა  ეშმაკობის  მაგალითებით  რომლებიც იძლევა  არაპირდაპირ, ომის და სისხლისღვრის გარეშე გამარჯვების საშუალებას.

 სამაგიეროდ მუდამ  გმობენ  თუნდაც წარმატებულ, მაგრამ ძვირ  და  ავანტურისტულ მოქმედებებად მიჩნეულ სამხედრო ოპერაციას.

 

სისხლისმღვრელი  სამხედრო ოპერაციების  მოწინააღმდეგე  და  ეშმაკობა–მოხერხების, თანამედროვე  ენით  რომ ვთქვათ ფსიქოლოგიური ომის  მქადაგებელი  დიდი  ჩინელი  სტრატეგოსი  სუნ ძუ  უპირისპირდება  პრუსიელ  სამხედროს  და  სამხედრო  თეორეტიკოს კარლ ფილიპ გოტლიბ ფონ კლაუზევიცს// Carl Philipp Gottlieb von Clausewitz,1780-1831//.

 

კლაუზევიცის  აზრით ეშმაკობამ  და  მოხერხებამ შეიძლება  გააღვიძონ ძალები რომლებმაც შეიძლება  არ  ივარგონ  გადამწყვეტ  მომენტში, რომ მხოლოდ  სუსტები  მიმართავენ ეშმაკობას და  მოხერხებას.

 

მისთვის, მაშ გონიერებაზე  უფრო  მნიშვნელოვანი და  გადამწყვეტია  ძალა.

 

სულ სხვაა  ჩინელი სუნ ძუს აზრი:

ომის  მთელი ხელოვნება  არის  მტრის  დაბნევა  და  გაბრიყვება. თუ ძლიერი ხართ   გაითამაშეთ  სისუსტე, თუ აქტიური ხართ  გაითამაშეთ პასიურობა.

თუ  ახლო ხართ  გაითამაშეთ  რომ  შორს  ხართ.  თუ  შორს  ხართ  გაითამაშეთ  რომ ახლოს  ხართ.

მოერიდეთ  მტერს  იქ  სადაც ის  ძლიერია.

წარმოადგინეთ  თავი  სუსტად  რათა  მტერი გაყოყოჩდეს და  გათავხედდეს.

მტრის  ბანაკში  შეიტანეთ  განხეთქილება. ხელი  შეუწყვეთ  მტრის ბანაკის  დაშლა  დაყოფას  ერთმანეთს  გადაკიდებულ და  გადამტერებულ ჯგუფებად.

შეუტიეთ  მტერს  იქ  სადაც ის  არაა  მზად.  მოულოდნელად  იმოქმედეთ.

მრავალ ანგარიშს მოაქვს წარმატება.

 


გაითამაშეთ  რომ თქვენს  ბანაკში არის უწესრიგობა.

არ დაინანოთ  მტრის  გადაბირება მის მიზიდვა მისატყუებლად.

მოახდინეთ თქვენი სისუსტის  სიმულაცია იმისთვის  რომ გათავხედებულმა მტერმა დაკარგოს სიფრთხილე.

იცოდეთ მტრის  გაჯავრება-განრისხება  რათა ის დაიბნეს და აირიოს.

 

თავი მე-13 : საიდუმლო აგენტების  ჩარევა

 ქვეყნის  ჩვენს  მიერ  გამოყენებული მკვიდრები  აღნიშნულები  არიან ცნებით « მკვიდრი  აგენტები».

შიდა აგენტები არიან მტრის  ფუნქციონერები რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ.

ორმაგი აგენტები არიან მტრის ჯაშუშები რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ.

არიან  აგენტები რომლებსაც ვაძლევთ ყველანაირად  შეთითხნილ ინფორმაციებს// თანამედროვე  ენით დეზინფორმაცია, ინტოქსიკაცია//.

არიან მფრინავი აგენტები  რომლებიც ჩვენ გვაწვდიან ინფორმაციას.

უაზრო,  არაგულისხმიერი, არაადამიანური და  უსამართლო  ვერ  ისარგებლებს საიდუმლო აგენტებით.

ხელმძღვანელობა, სარდლობა ჩემის  აზრით  არის  სამართლიანობა, განსაკუთრებით ჩვენს  მიერ  დამორჩილებულთა და საზოგადოდ ყველა ადამიანის  სიყვარული/

 ჩინელი  გენერალი  სუნ ძუ // Sun Tzu//  უნდა  დაბადებულიყო  ძვ.წ.

მე-6  საუკუნეში  ქვეყანაში Qi.

მან  სახელი  გაითქვა  იმით  რომ კაცობრიობას  დაუტოვა სამხედრო სტრატიის  უძველესი ტრაქტატი

ომის  ხელოვნება.

მისი  ცხოვრების  ირგვლივ დღემდე არის  მრავალი საიდუმლო.

ჩვენ  არ  ვიცით მისი ცხოვრების  დეტალები.

ბევრი  ჰიპოთეზა  გამოითქვა, მაგრამ დღემდე დანამდვილებით  უცნობია  თუ  ვინ იყო ეს ლეგენდარული  გენერალი.

მეტიც, დანამდვილებით  არაა  ცნობილი  მართლაც არსებობდა  ის  თუ არა.

სუნ ძუს  ცხოვრების  მომთხრობი  მთავარი წყაროებია  სიმა ძიანის

// Sima Qian// ისტორიული მემუარები  და Zhao Ye-ს

გაზაფხულების და  შემოდგომების ანალები

წყაროების  თანახმად  სუნ ძუ  უნდა  ყოფილიყო მეფე ჰე ლუს სტრატეგოსი და  მას  უნდა  შეემუშავებინა  სახელმწიფო  შუ-ს  წინაღმდეგ  ომის გეგმა.

მაგრამ  ასევე  შეიძლება  ვიფიქროთ რომ  ეს პერსონაჟი მითია.

 

როგორც  არ  უნდა იყოს   ჩინური სტრატეგიის  მიზანი  უფრო არის  მტრის დამორჩილება ასიმილაცია  და არა მისი  მოსპობა.

 

პროფესორი თენგიზ  სიგუასგან განსხვავებით  ჩინელებმა იციან რომ  ყოველ ნგრევას  უნდა მოყვეს ძვირად  ღირებული აღდგენა  და ყოველ ნგრევას  მოსდევს  სიძულვილთა  თარეში.

 

სწორედ  ამიტომაა  რომ  ჩინური  სტრატეგიის  თანახმად  ადამიანთა. მოწინააღმდეგეთა სულის  გაკონტროლება არის  მიზნის მიღწევის უფრო ეკონომიური საშუალება.

სმას  ხსნის  სუნ ძუს  დღესაც ბევრისთვის  სამაგიდო  ნაშრომი.

 

 სუნ  ძუ ამბობს რომ  გამარჯვებულმა არ  უნდა დააძალოს  დამარცხებულ მტერს აბსოლუტური კონტროლი., პირიქით, იძულება უნდა იყოს  რაც შეიძლება ნაკლები.

კუთხეში  მიმწყვდეულ-მიჭეჭყილი მოწინააღმდეგ  საშიში და  უკონტროლო ხდება. ძლიერდება რევანშის  სურვილი.

მტრის კუთხეში მიმწყვდევა  და  მიჭეჭყვა, მაშ, არაა კარგი ჩინელი მოაზროვნის აზრით.

ბევრად უფრო  უკეთესი  და  ეკონომიურია  ფარდობითი კონტროლი რომელიც  უკვე იძლევა  დამარცხებული  ბანაკის რესურსების გამოყენების საშუალებას.

 

 

 საშუალებათა ეკონომიის  სურვილი ავტორს  უბიძგებს  იმ გზაზე  დადგომისკენ რომელიც არაა აუცილებლად პირდაპირი.

ესაა  წყლის  მიერ  არჩეული  გზა.

წყალი  კი  ირჩევს ნაკლები წინააღმდეგობის გზას, გვერდს  უვლის  უსწორმასწორო ადგილებს

 და ბოლოს, საშუალებათა  ეკონომია  არის  ზომიერების  პრინციპი  რაც თვითონ სტრატრგოსმაც უნდა დაიცვას.

მეტისმეტად  ბევრის დაპყრობის  სურვილი  მთავრდება  დამარცხებით მაშინ  როდესაც გონებას  აბნელებს hybris, ჰუბრისი ანუ  უზომობა, ზომიერების გრძნობის, სამყაროში საკუთარი ადგილის  დანახვის  და განცდის უნარის დაკარგვა.

 

ომის  ხელოვნებას  საკმაოდ  კარგად აღწერს

 

ამერიკელი  გეოპოლიტიკოსი Joseph Nye-დ  მიერ  შემოღებული smart power

-ის  კონცეფცია.

 

http://www.nonfiction.fr/article-2180-le_smart_power_nouvelle_matrice_de_la_diplomatie_americaine.htm

 

 ბატონი ბარაკ  ობამას  ადმინისტრაცია  smart power-ს აღწერს  როგორც  ცალ-ცალკე  ნაკლებად  ნაყოფიერი  hard power-ის

// პენტაგონის მიერ განსახიერებული ძალით  ან  მუქარით იძულების უნარი ს// და

soft power-ის // ჰოლივუდის და  ჰარვარდის  მიერ  განსახიერებული დარწმუნებით  მიმზიდველობის უნარის// შეუღლებას // მაგრამ სწორედ ჰარვარდის  პროფესორი  ტიმოტი  ლირი  გამოცხადდა ამერიკის  ყველაზე  საშიშ  ადამიანად იმიტომ  რომ   მან ლამის მთელი ამერიკის ახალგაზრდობას  თავდავიწყებით  შეაყვარა  ჰალუცინაციების  მომგვრელი ნარკოტიკები, მათ შორის ლსდ. ამიტომ  ამერიკელებიც  ფრთხილად უნდა იყვნენ//.

 

ძალის  და  მიმზიდველობის  ამ ნარევს  უწოდებენ ამიერიდან  smart power-ს // გონიერების  ძალას//.

 

საგარეო პოლიტიკის  და  უსაფრთხოების  სფეროებში  ეს  ინოვაციური კონცეფცია   შემდეგნაირად   დაიცვა  ახალმა  სახელმწიფო  მდივანმა, ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა :

  ჩვენ  უნდა  გამოვიყენოთ  ის  რასაც  უწოდეს  გონიერების ძალა, ჩვენს ხელთ არსებული  ყველა დიპლომატიური, ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური, კანონიერი, კულტურული  საშუალება.

უნდა  ავირჩიოთ ყოველი  ვითარებისთვის  საუკეთესოდ შესატყვისი კარგი  საშუალება  ან საშუალებათა კარგი კომბინაცია.“.

 

2009  წლის  6-8 თებერვლის მიუნხენის  უსაფრთხოების კონფერენციაზე  ახალმა  ადმინისტრაციამ  ზურგი  შეაქცია  ბუშის  პრეზიდენტობის  მესიანურ  ქედმაღლობას და ძალადობას რომელმაც სახელი  გაუტეხა  აშშ-ს მსოფლიოში.

 

არადა  სწორედ  smart power ახასიათებს თანამედროვე  ჩინეთის პოლიტიკას  და  სტრატეგიას.

 

ჩინეთის ეკონომიკური  ძალა

 

 «  პირველ რიგში  დაუმარცხებელი  გახდით», გვირჩევს  სუნ ძუ.

თანამედროვე  მსოფლიოში ქვეყნის სამხედრო ძალაზე მეტად ფასობს მისი ეკონომიკური ძალა.

  ჩინეთის  ძალა პირველ რიგში მის ეკონომიკაშია.

ჩინეთის  ხელისუფალთა  მიერ 1970-ანი  წლების ბოლოს დაწყებული რეფორმებიდან  მოყოლებული ჩინეთის პირველი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება.

 

უნდა  იყო  როგორც გარემოს  შესაბამისად  მდინარე  წყალი, უნდა შეესააბამებოდე  კონტექსტს.

 

და  დენ სიაო  პინმა 1992  წლიდან გამოაცხადა  « სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა».

 

 თუ  კი  ჩინეთი  ხშირად  აღიზიანებს  დასავლეთს  ეს  ხდება  იმიტომ  რომ ჩინეთს  უნდა  მონდიალიზაციით სარგებლობა და  ამავე  დროს  თამაშის შიდა წესების შენარჩუნება….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s