ფრანგული კულტურა ძალაა

 

Maha Al-Haidar.

ფრანგული  კულტურა  ძალაა, ამას ამბობს ერაყელი პროფესორი, ქალბატონი  Maha Al Haidar

https://www.franceculture.fr/emissions/linvite-des-matins/existe-t-il-une-culture-francaise

ფრანგული  franceculture, არსებობს  კი ფრანგული  კულტურა?

31.03.2017

 

საარჩევნო  პერიოდი ნერვიული დროა და  ხდება  ხოლმე  მრავალი  იდეოლოგიური  დაპირისპირება.

ეხლა  დებატების  თემად  იქცა  ფრანგული  კულტურის  არსებობა-არარსებობის საკითხი…

 

კანდიდატმა ემანუილ  მაკრომ

// Emmanuel Macron//  გასულ  თებერვალს  განაცხადა:

 «  ფრანგული  კულტურა  არ არსებობს. საფრანგეთში  არის  კულტურა და ეს  კულტურა მრავალფეროვანია» // « il n’y a pas de culture française, il y a une culture en France, elle est diverse » //.

 

მაშ   გაჩნდა  კითხვა  აქვს  თუ არა  ევროპის  ერთ-ერთ  ლამაზ ქვეყანა  საფრანგეთს  თავისი  ფრანგული  კულტურა  და  თუ  აქვს როგორ უნდა განისაზღვროს ის.

ამაზე  საგანგებო  გადაცემაში  საუბრობენ სერიოზული ადამიანები, მწერალი და  ექიმი, 2008  წლის  შემდეგ საფრანგეთის აკადემიის  წევრი Jean-Christophe Rufin, რომლის ერთ-ერთმა  თხზულებამ 2001 წელს  მიიღო  გონკურის პრიზი.

 

სმასობაში  კი  ერაყი დაინგრა, იქ  ქრისტიანთა  გენოციდია, მაგრამ ბომბებმა  კი არა, სწორედ  ფრანგულმა კულტურამ გაანთავისუფლა ერაყელი  ინტელექტუალი  ქალბატონი. Maha Al Haidar  გავიცნოთ  ბარემ ისიც

 

კულტურა  ჯობია  ბომბებს

http://www.la-croix.com/Monde/Moyen-Orient/Maha-Al-Haidar-liberee-culture-francaise-2017-05-14-1200847022

 

ფრანგ  ქრისტიანთა  გაზეთი  la Croix-ის  საგანგებო  კორესპონდენტი  ბაღდადში. ერაყში Laurent Larcher,

ფრანგული  კულტურით  განთავისუფლებული Maha Al Haidar, 15.05.2017

 

 

ფრანგულმა  კულტურამ  დიდად  გარდაქმნა  ეს  ერაყელი  ინტელექტუალი, ლიტერატურის ყოფილი  პროფესორი ბაღდადის  უნივერსიტეტში Maha Al Haidar.

როდესაც  Maha Al Haidar-მა   ტელევიზიით  ნახა რომ ერაყის  დედაქალაქში რამოდენიმე  დღით  იყო ფრანგული  კულტურული  ცენტრის  ყოფილი დირექტორი და ბაღდადის  უნივერსიტეტის  ყოფილი  პროფესორი, მან  მოახერხა  მასთან შეხვედრა.

ორი  მეგობარი  გადაეხვია  ერთმანეთს. მათ  უკვირდათ  რომ ცოცხლები  არიან ამ ერაყში სადაც სადამ  ხუსეინის  დამხობის  შემდეგ გაჩაღებული სამოქალაქო ომი და ქვეყნის დაფლეთა  ძვირად  დაუჯდათ ერაყელ ინტელექტუალებს.

 

 «   თქვენმა კულტურამ  ამიხილა  მე  თვალები».

1971  წელს ბაღდადში  წარმოშობით  ურელი  შიიტების  ოჯახში დაბადებული Maha // არაბულად

 « შველი »//  2000-ან  წლებში  იყო  ფრანგული  ლიტერატურის პროფესორი  ბაღდადის  უნივერსიტეტში.

«  თქვენმა  კულტურამ  დამანახა  სხვა  სამყარო, სხვანაირად  არსებობა მაშინ როესაც  მე  ვცხოვრობდი  სადამ ჰუსეინის  დიქტატურის  დროს და ძალიან რელიგიურ  გარემოში, ამბობს  ის.

ფრანგული  მე  აღმოვაჩინე რამდენადმე  შემთხვევით, მაგრამ  მან  შეცვალა  ჩემი ცხოვრება: მან მომცა  პროფესიული  შესაძლებლობები  და  მკვება  შინაგანად.».

ერაყელი  ქალბატონი, ბაღდადის უნივერსიტეტის პროფესორი  ახსენებს ფრანგული  ლიტერატურის დიდ  კლასიკოსებს,

 «  მე  წავიკითხე , ვისწავლე და  ვასწავლე  შუა საუკუნეები, აღორძინების ხანა, კლასიციზმი, რომანტიზმი, ნატურალიზმი, ეგზისტენციალიზმი…», აგრძელებს ის  და  აზუსტებს  რომ მასზე  ყველაზე  დიდი გავლენა  მოახდინა  ბოდლერის  პოეზიამ, განსაკუთრებით  « ბოროტების ყვავილებმა ». ამ  შეხვედრამ გამიხსნა  ახალი  ჰორიზონტები, თითქოს  გამანთავისუფლა ბორკილებისგან.»

 1971  «  ხელისუფლება  თვალყურს  ადევნებდა, უთვალთვალებდა ჩვენს ოჯახს»

ფრანგული  ლიტერატურის  გარდა Maha Al Haidar იკვებებოდა ფრანგული  მხატვრობით, დელონის და  ბარდოს  ფილმებით  და  ფრანგული ელეგანტურობით   ცხოვრების  წესით.

 «   ფრანგულ  კულტურაში  არის  სიმსუბუქე, ყურადღება ქალის მიმართ, რამაც  მომხიბლა.

ფრანგ  ქალებს  ეკავათ  მნიშვნელოვანი ადგილები  ისე  როგორც მე-18 საუკუნის  ლიტერატურულ სალონებში: მე  ვფიქრობ  მადამ დე  სტალზე… ეს დიდად  განსხვავდება  აქაური ვითარებისგან.»

 

 ეს  ქალბატონი  საფრანგეთის  თავის სიყვარულს  ვეღარ  უზიარებს  თავის  სტუდენტებს  2007  წლიდან.

 

 

 « 2003  წლის   შემდეგ  ჩვენ, როგორც პროფესორებს, განსაკუთრებით გვერჩოდნენ ტერორისტები, ხსნის ის.

ერთხელ, 2007 წელს, უნივერსიტეტიდან  წასვლის  შემდეგ  მე  ვნახე  თუ  როგორ  მოკლეს  ჩემი  ერთ-ერთი მეგობარი, კოლეგა, როდესაც ის  გაჩერდა  წითელ შუქზე. მე  აღარ  დავბრუნდი. მეტისმეტად  სახიფათოა, მეტისმეტი ძალადობაა, მეტისმეტად  საშიშია.»

 

Maha Al Haidar გამოსულია  ერაყელ ლიბერალ წვრილ კომერსანტთა ოჯახიდან.  ოჯახი  საშინლად  იტანჯებოდა  სადამ ჰუსეინის  დროს.

 «  ხელისუფლება თვალყურს  ადევნებდა, უთვალთვალებდა  ჩვენს  ოჯახს.

ქუჩაში, სკოლაში, მეზობლებთან, უნივერსიტეტში,,,  ჩვენ ყურადღება  უნდა  მიგვექცია  იმისთვის  თუ  რას  ვამბობდით, რას  ვაკეთებდით», იხსენებს  ის.

ფრანგულის  ადგილი  ერაყში

 «   ჩემი  ძმა  იბრძოდა  ქურთთა  უფლებებისთვის და  ის  დაიჭირეს 1981  წელს.

22 წელი  ჩვენ არაფერი ვიცოდით  მის  შესახებ. ჩვენ გვიყურებდნენ და  გვექცეოდნენ  როგორც  საშიშ  ოჯახს.

სადამ ჰუსეინის  დამხობის  შემდეგ  გავიგეთ  რომ  ჩემი  ძმა დახვრიტეს  1985 წელს. »

საშუალო  განათლების  დიპლომის  მიღების და 1991  წლის  ყურის  ომის  შემდეგ  ბაღდადის  უნივერსიტეტის  ენების  ფაკულტეტზე  მისვლისას

Maha Al Haidar-მა  გადაწყვიტა ფრანგულის  სწავლა.

 «  მე  მთავაზობდნენ ინგლისურს, რომელიც უკვე  ვიცოდი, და  ფრანგულს, რომელიც არ  ვიცოდი. მე  ავირჩიე  ფრანგული.»

მან ისწავლა  ფრანგული  ენა, გაიცნო  ფრანგი ავტორები, ფრანგული  კულტურა  და გაიგო  მისი  მნიშვნელობა ერაყში.

 «  ერაყში  ინგლისურის  შემდეგ პირველი  უცხო ენაა  ფრანგული»,

ამბობს ის და  უმატებს  რომ  ერაყის  და  საფრანგეთის  ურთიერთობა დაიწყო დიდი  ხნის წინ

საფრანგეთის  პირველი  კონსული  ერაყში, ბასრაში დამკვიდრდა 1663  წელს, ოსმალეთის  იმპერიის  დროს.

ბრიტანეთის  მანდატის  დროს  ფრანგულს სწავლობდნენ ინგლისელთა  სიძულვილით.

იგივე  ფენომენი  იყო 1991  წელს  ამერიკელთა  თავდასხმის  შემდეგ.»

სხვა სიტყვებით  ფრანგული  კულტურა იყო  ანგლო-საქსური  სამყაროსადმი  წინააღმდეგობის  აქტი.

 

ფრანგული  რომანები ვრცელდებოდა  1930-ანი წლების  ერაყის განათლებულ საზოგადოებაშიც.

«  ინტელექტუალური ცხოვრება  ერაყში, განსაკუთრებით პრესა, ბევრი  რამითაა  დავალებული  საფრანგეთისგან, აგრძელებს Maha

Al Haidar. ეს  გამოვიკვლიე  ხარისხის  დაცვისას.. »

არა  მარტო  პრესა.

 

 «  ფრანგულმა  კონგრეგაციებმა, მაგალითად  დომინიკელებმა, მე-19 საუკუნის  ბოლოს  ერაყში  გახსნეს  ქრისტიანული  სკოლები რომლებიც ავრცელებდნენ ფრანგულ კულტურას.

ამ  სკოლების  მოწაფეებმა ისწავლეს  ფრანგული ენა, წაიკითხეს დიდი ფრანგული ტექსტები, ფრანგული პოეზია, გაიცნეს  ფრანგული  თეატრი.

ერაყში, მოსულში, პირველი  თეატრალური  პიესა  დადგეს  დომინიკელთა მოწაფეებმა.»

 

1930-ან  წლებში  ერაყში  არაბულად  თარგმნიდნენ ბალზაკს, ჰიუგოს, ზოლას.

ჰიუგოს   ტექსტებმა, მაგალითად  ერაყში  გააჩინა  სოციალური საკითხი,  ყურადღება  ღარიბებისადმი  და  ბატონობის  თემა.

ერაყული  კომუნიზმი  არის  მე-19  საუკუნის  ფრანგული  რომანების  შვილი.»

 

საეროობა //Laïcité//  და  ფრანგული კულტურა

Maha Al Haidar  ამბობს  რომ  ფრანგულმა  საერო  კულტურამ გაანთავისუფლა  ის  ერაყული  რელიგიურობისგან, რომ  მან  გაიგო  რომ  შეიძლებოდა  ცხოვრება  რელიგიათა  მხრიდან  მუდმივი კონტროლის  გარეშე.

ბევრ   ერაყელს  მოსწონს  ცხოვრების  ფრანგული  მანერა, მაგრამ  ისინი  ვერ  გაბედავენ ამის  საჯაროდ  თქმას, ამბობს Maha Al Haidar  

დღეს Maha  მუშაობს  საგარეო  საქმეთა  სამინისტროში  საფრანგეთთან  ურთიერთობების სფეროში  და  თავისუფალ  დროს  ცდილობს  სადოქტორო  დისერტაციის  დაწერას  ერაყში ქრისტიანული  სკოლების  როლის  შესახებ.

ის  იმედოვნებს  რომ  ამ დისერტაციას  მალე დაიცავს  სორბონაში….

Laurent Larcher

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s